რუსეთმა ომი დაიწყო, რა ხდება უკრაინაში — განახლებადი
On.ge აგრძელებს უკრაინაში რუსული ინტერვენციის განახლებად რეჟიმში გაშუქებას. სიახლეების ნახვას ახალ გვერდზე შეძლებთ — პუტინის ომი უკრაინაში — განახლებადი.
8:20 კიევმა შეტევები ისევ მოიგერია
უკრაინის სახმელეთო ძალების განცახდებით, მტერი ისევ ცდილობდა კიევის თავდაცვის გარღვევას, თუმცა ვერ შეძლო და დედაქალაქში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მათივე თქმით, გაანადგურეს დამპყრობლის ტექნიკა და ოკუპანტებს შორის არის მსხვერპლი.
"რუსული ჯარები დემორალიზებულები და გამოფიტული არიან. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი სახლი დაუპატიჟებელი სტუმრებისგან", — განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების მეთაურმა, კიევის თავდაცვის სარდალმა, ალექსანდრე სირსკიმ.
8:00 ჩერნიგოვის რაიონში ღამემ მსხვერპლის გარეშე ჩაიარა
ადგილობრივი მედია, უკრაინა 24 წერს, რომ ჩერნიგოვში ღამემ დაბომბვების ფონზე ჩაიარა, თუმცა მსხვერპლი არ მოჰყოლია. ჭურვები მოხვდა საცხოვრებელ კორპუსს, საბავშვო ბაღს და მაღაზიას.
7:53 კიევში ისევ საჰაერო განგაშია
7:01 ჩერნიგოვის ცენტრში საცხოვრებელ კორპუსს რაკეტა დაეჯახა
შედეგად ქვედა სართულებზე ხანძარი გაჩნდა. დაშავებულთა რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ინფორმაციას და კადრებს სახელმწიფოს სპეციალური კომუნიკაციების უწყება ავრცელებს.
6:09 კიევსა და ხარკოვში ისევ აფეთქებების ხმა ისმის
აქამდე რამდენიმე საათის განმავლობაში უკრაინის დედაქალაქში სიმშვიდე იყო, აცხადებს უკრაინის სპეციალური კომუნიკაცეიბისა და ინფორმაციის დაცვის სახელმწიფო სამსახური.
5:46 ნიუ იორკის შტატში რუსულ კომპანიებთან ბიზნესკავშირები აიკრძალა
გუბერნატორმა ქეთი ჰოჩულმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც კრძალავს ნიუ-იორკის შტატში ბიზნესის კეთიებას ან ინვესტირებას ნებისმიერ რუსულ კომპანიაში.
"ჩვენ აღარ ვაპირებთ ნიუ-იორკის შტატის ბიზნესს რუსულ ორგანიზაციებთან ტრანზაქციების წარმოების უფლება მივცეთ", — თქვა ჰოჩულმა.
5:24 არახამია: მოლაპარაკებები ან უკრაინისთვის საჭირო მიმართულებით წავა, ან — რუსული გემის
წერს ზელენსკის თანაგუნდელი, უკრაინის რადას დეპუტატი რუსეთთან დაგეგმილ მოლაპარაკებებზე.
5:07 კანადა უკრაინას დამატებით დახმარებას უგზავნის
კანადა უკრაინას დამატებით 25 მილიონი კანადური დოლარის არალეტალურ სამხედრო დახმარებას უგზავნის. გასაგზავ ნივთებს შორისაა — ჩაფხუტები, ჯავშანი, გაზის ნიღბები და ღამის ხედვის აღჭურვილობა.
4:31 "რატომ დავწვი რუსული პასპორტი?"
25 თებერვალს საქართველოში, თბილისში გამართულ აქციაზე რუსეთის მოქალაქემ, ანტონ მიხალჩუკმა უკრაინის მხარდასაჭერად თავისი რუსული პასპორტი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები დაწვა. ანტონი ჰყვება თავის ისტორიას — როგორ გამოექცა სამშობლოში რესპრესიებს საქართველოში და რას ნიშნავს უკრაინაში შეჭრა მისთვის.
სტატიის სრული ვერსია ნახეთ აქ.
4:23 ასე მოუწია ფრენა Aeroflot-ს ბელგრადიდან მოსკოვში ჩასასვლელად
Flightradar24-ის ინფორმაციით, რეისი სტანდარტული 2 საათისა 35 წუთის ნაცვლად, 5 საათი და 45 წუთი გაგრძელდა.
4:11 ისრაელიდან უკრაინელების დასახმარებლად ექიმები მიდიან
3:55 კიევის რეგიონში რუსების ტექნიკის კოლონა ააფეთქეს
კიევის რეგიონში, მაკაროვის მახლობლად, უკრაინელმა სამხედროებმა მოწინააღმდეგის ტექნიკის კოლონა ააფეთქეს. UNIAN-ის ინფორმაციით, კადრებს უკრაინის სამხედრო ტელევიზია ავრცელებს.
ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ აქ.
3:40 ნიკოლაევი ხერსონიდან "სტუმრებს" ელოდება
ნიკოლაევის სამხედრო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი კიმი Telegram-ში ვიდეოს ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ ოკუპანტებს სასიგანალო სისტემა აქვთ, რომლის მიხედვითაც 2 თეთრი რაკეტა ნიშნავს თავდასხმის დაწყებას. მისივე თქმით, ასეთი ორი რაკეტა უკვე შენიშნეს და ახლა "სტუმრებს" ელოდებიან.
"Ჩვენ აქ ვართ! ყოველგვარი უკან დახევის გეგმის გარეშე", — წერს ის.
3:36 კუპიანსკის მერმა ქალაქი ოკუპანტებს ჩააბარა
ხარკოვის ოლქის, კუპიანსკის მერმა, გენადი მაცეგორამ ქალაქი რუს ოკუპანტებს ჩააბარა. უკრაინსკაია პრავდას ინფორმაციით, ის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია.
მაცეგორა ამბობს, რომ 4 დღის წინ, როდესაც რუსეთის შეტევა დაიწყო, პროკურატურამ, სამხედრო მოსამსახურეებმა და ტერიტორიული თავდაცვის განყოფილებამ ქალაქი დატოვა და მხოლოდ ის და პოლიციის თანამშრომლები დარჩნენ. მისი ნაამბობით, როცა რუსული არმია ქალაქს მიადგა და მოლაპარაკებებისთვის შეხვედრა შესთავაზა, დათანხმდა, რომ მსხვერპლი აერიდებინა.
მაცაგორას მტკიცებით, რუსმა სამხედროებმა დაარწმუნეს, რომ "წესრიგის უზრუნველყოფას აპირებენ" და ქალაქის გადაცემის გადაწყვეტილება თავად მიიღო, ამიტომ პასუხისმგებლობაც მასზეა.
გაიგეთ მეტი აქ.
3:00 ჟიტომირის მერი: მარადიორებს ადგილზე ესვრიან
ჟიტომირის მერმა, სერგეი სუხომლინმა გააფრთხილა ქალაქის მაცხოვრებლები, რომ მარადიორებს პირდაპირ ესვრიან.
"კროშნის რაიონში რამდენიმე ადამიანი დააკავეს, რომლებიც მაღაზიაში შეღწევას ცდილობდნენ. ყველას ვაფრთხილებ: პოლიციამ, ეროვნულმა გვარდიამ, ტერორისტებისგან თავდაცვის ნაწილებმა მიიღეს ბრძანება, რომ არ დააკავონ — შეუძლიათ ადგილზე ესროლონ. ქალაქში ძარცვა არ იქნება. ყველამ მიიღო ბრძანება ადგილზევე ისროლონ", — განაცხადა მან ვიდეომიმართვაში.
2:38 ყირიმიდან ოდესისკენ 11 სადესანტო ხომალდი წამოვიდა — არესტოვიჩი
პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ ოკუპირებული ყირიმის პორტებიდან ოდესისკენ 11 სადესანტო ხომალდი დაიძრა, მაგრამ უკრაინის შეიარაღებული ძალები მზად არიან ბრძოლისთვის.
"ისინი შეიძლება შეეცადონ თავდასხმას, მაგრამ ჩვენ დავინახავთ — როგორია რუსი სამხედროების მიერ სადესანტო ოპერაციის განხორციელება და როგორია უკრაინელი სამხედროების მიერ სადესანტო ოპერაციისგან თავდაცვა. ვფიქრობ, ჩვენები ყველაფერს გააკეთებენ, როგორც ყოველთვის, უკეთესად", — ციტირებს უკრაინსკაია პრავდა მის განცხადებას ბრიფინგიდან.
2:35 ხერსონის ადმინისტრაცია: რუს ოკუპანტებს სურთ ხერსონის მაცხოვრებლები ცოცხალ ფარად გამოიყენონ და ყალბ "ევაკუაციას" გეგმავენ
"ოკუპანტები, რომლებმაც უკრაინული სამხედრო ფორმა ჩაიგდეს ხელში უკრაინული ჯარების ძალების სახელით უახლოეს დღეებში გეგმავენ ხერსონის მაცხოვრებლების "ევაკუაციის" მოწყობას. მათ სურთ თავიანთ ავტობუსებში მშვიდობიანი მოქალაქეების შეგროვება და კიევში გაგზავნა. ამ ავტობუსებთან ერთად წავა მტრის მანქანები. ამიტომ გთხოვთ არ წახვიდეთ "ევაკუაციაზე", — ციტირებს უკრაინსკაია პრავდა ხერსონის სამხარეო ადმინისტრაციას.
2:30 უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი შეიტანა
უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში (ICJ) სარჩელი შეიტანა. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი აგრესიის გასამართლებლად გენოციდის ცნების მანიპულაციური გამოყენებისთვის პასუხი უნდა აგოს. ის ICJ-ს მოუწოდებს მიიღოს გადაუდებელი გადაწყვეტტილება.
2:10 დანია უკრაინას 2 700 ტანკსაწინააღმდეგო იარაღს გადასცემს
ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა.
1:50 დიდი ბრიტანეთი უკრაინას 40 მილიონი ფუნტ სტერლინგით დაეხმარება
დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით 40 მილიონი ფუნტ სტერლინგით დაეხმარება, სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო მარაგებისა და დახმარების უზრუნველსაყოფად. მთავრობის განცხადებით, ისინი გააფართოვებენ ეკონომიკურ და სამხედრო მხარდაჭერას, რათა გააძლიერონ უკრაინა.
1:34 რუსეთის სახმელეთო ჯარები
Reuters-ის ინფორმაციით, 27 თებერვალს გადაღებულ სატელიტური სურათებზე ჩანს, როგორ გადაადგილდებიან რუსეთის სახმელეთო ჯარები კიევის მიმართულებით.
1:23 რუსი დივერსანტები უკრაინელებს ტყვედ ჩაბარდნენ — პოლიცია
ნაციონალური პოლიციის განცხადებით, ნიკოლაევის რაიონში ოთხი დივერსანტი ბრძოლის შემდეგ ადგილობრივებს ჩაბარდა და უკრაინაზე რუსეთის თავდასხმაში მონაწილეობის დეტალები უამბო.
1:21 საქართველომ უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა
მთავრობის განცხადებით, საქართველომ უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა. მათი თქმით, ტვირთი 100 ტონისაა და პირველადი სამედიცინო დახმარებითაა დატვირთული, როგორიცაა მედიკამენტები, ჟანგბადის კონცენტრატორები და სხვა.
1:18 რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა გაეროს კლიმატის კონფერენციაზე ბოდიში მოიხადა ომის გამო — France 24
France 24-ის ინფორმაციით, გაეროს კლიმატის კონფერენციაზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ბოდიში მოიხადა მისი ქვეყნის უკრაინაში შეჭრის გამო. გამოცემა დახურულ კონფერენციაზე მყოფ რამდენიმე პირს ეყრდნობა.
მათი წყაროების ინფორმაციით, უკრაინელი დელეგატის გამოსვლის შემდეგ, რუსეთის წარმომადგენელმა, ოლეგ ანისიმოვმა თქვა: "ნება მომეცით ბოდიში მოვიხადო ყველა რუსის სახელით, ვინც ვერ შეძლო ამ კონფლიქტის თავიდან აცილება". და დააყოლა რომ ისინი, ვინც ხედავენ რა ხდება, "ვერ პოულობენ უკრაინაზე თავდასხმის გამართლებას".
გამოცემა წერს, რომ ანისიმოვს ამ საკითხზე კომენტარი სთხოვეს, რაზეც მან განაცხადა, რომ ეს პირადი აზრია და არ ასახავს რუსეთის დელეგაციის ოფიციალურ პოზიციას.
00:48 ჩერნიგოვში სარაკეტო თავდასხმის შედეგად მე-20 საუკუნის 30-იანი წლების ისტორიული შენობა განადგურდა
00:38 რუსეთის უკრაინაში შეჭრას 4 დღეში 352 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, დაჭრილია 1 684 ადამიანი
რუსულ ომს 4 დღეში 352 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, მათ შორის 14 ბავშვია. დაიჭრა 1684 ადამიანი, მათ შორის 116 ბავშვია.
თუმცა, დღეს უკრაინულმა მედიამ ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით დაწერა, რომ გარდაიცვალა 16 ბავშვი. 20 გარდაცვლილი და 100 დაჭრილი კიევის მაცხოვრებელია.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ომში გარდაიცვალა 4 300 რუსი ჯარისკაცი.
23:59 ბერდიანსკის მერის თქმით, ქალაქში ყველა ადმინისტრაციულ შენობას რუსული ჯარი აკონტროლებს
23:16 ბელგია, პორტუგალია და შვედეთი უკრაინას დამატებით სამხედრო ტექნიკას და აღჭურვილობას გაუგზავნის
ზელენსკის თქმით, ბელგია აგზავნის 3 000 ტყვიამფრქვევს და 200 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნს, ხოლო პორტუგალია იარაღს, ინდივიდუალურ დაცვის საშუალებებს და სხვა აღჭურვილობას.
უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, ჩაფხუტებსა და ჯავშანტექნიკას გაუგზავნის შვედეთიც. ამის შესახებ მისმა პრემიერმინისტრმა განაცხადა.
22:47 უკრაინიდან პოლონეთში, უნგრეთში, რუმინეთში, მოლდოვასა და სხვა ქვეყნებში 368 000 ლტოლვილი გადავიდა
ინფორმაციას გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი ავრცელებს.
22:40 სირცხვილია უკრაინელების დასახმარებლად პირველადი საჭიროების ნივთებს აგროვებს
"შევაგროვოთ, დავაჯგუფოთ და მივიტანოთ დახმარება მოცემულ მისამართებზე და საქართველოს გზავნილები ყოველ საღამოს უკრაინის საელჩოში იქნება, რათა გაიგზავნოს უკრაინაში – უკრაინელებთან, ქართველებთან, ყველასთან, ვინც ჩვენი თავისუფლებისთვის საკუთარ სისხლს ღვრის.
თუ ვერ ახერხებთ ნივთების შეძენას და 11-დან 3 საათამდე სპეცილურ მისამართებზე მიტანას, თქვენ შეგიძლიათ გახდეთ მოხალისე და მიიღოთ მონაწილეობა მედიკამენტების დახარისხებაში, ან მათ მისამართებზე მიტანაში. ამისათვის შეავსეთ სპეციალური ფორმა აქ: https://rb.gy/whc2mq" — წერს მოძრაობა.
ფულადი შეწირულობისთვის ანგარიშის ნომრების, ასევე, საჭირო მედიკამენტების სიის და მისატანი მისამართების ნახვა შეგიძლიათ აქ
22:35 უკრაინელი მომღერალი ბელარუსებს მიმართავს და თხოვს, ომში არ ჩაერთონ
22:26 რაზე ელაპარაკა ზელენსკი ლუკაშენკოს
"დღეს ტელეფონით ვესაუბრე ალექსანდრ ლუკაშენკოს. 2 წელია არ გვილაპარაკია, დღეს კი დიდი ხანი ვილაპარაკეთ, ძალიან სერიოზულად. მას დაწვრილებით ავუხსენი, რომ ჩვენი შეჯახება შეუძლებელია. არ მინდა ბელორუსიდან უკრაინაში რაკეტები, თვითმფრინავები, შვეულმფრენები მოფრინავდნენ. მე არ მინდა ბელორუსიიდან უკრაინაში ჯარები შემოვიდნენ", — განაცხადა ზელენსკიმ.
22:22 უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო უცხოელ მედიკოსებს უკრაინის საავადმყოფოებში სამუშოდ იწვევს
"ამ რთულ დროს უკრაინის სამედიცინო სისტემას რესურსების მხარდაჭერა სჭირდება. ჭურვების ხმაურის ქვეშ ექიმები მუდმივ რეჟმში უწევენ სამედიცინო დახმარებას. თუმცა, ახლა სასწრაფოდ არის საჭირო სამედიცინო ხელები, რათა დაეხმარონ ფრონტზე", — აცხადებს სამინისტრო.
22:21 ლეგენდარულმა უკრაინელმა მფრინავმა, "კიევის აჩრდილმა" მტრის 10 თვითმფრინავი ჩამოაგდო
22:20 ბელარუსიდან გაშვებული რაკეტა ჟიტომირას აეროპორტში ჩავარდა
22:13 ზალუჟნი: 2 დღეში არმიას 100 000 უკრაინელი შემოუერთდა
"ჩვენ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი არმია გვიპირისპირდება, მაგრამ ჩვენ უფრო ძლიერები ვართ! და დღითიდღე ვძლიერდებით. ორ დღეში მობილიზებული იყო თითქმის 100 000 მოქალაქე, მათგან ნახევარი უკრაინის შეიარაღებული ძალების ძალების რეზერვისტია", — წერს ზალუჟნი.
21:45 "რუსულო გემო, იძი ნა ხ*ი" — ასე უპასუხეს ქართველმა მეზღვაურებმა რუსულ გემს და დახმარებაზე უარი უთხრეს
რუსების ეკიპაჟი ითხოვდა საწვავის შევსებას, რაზეც უართან ერთად მიიღეს რჩევა "ნიჩბები მოესვათ". მეზღვაურებმა იქვე დაამატეს: "დიდება გმირებს, დიდება უკრაინას". ვიდეოს უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარები ავრცელებს.
21:30 თბილისში მორიგი მასშტაბური აქცია გაიმართა
21:15 ევროკავშირი უკრაინას შეიარაღებასა და აღჭურვილობას მიაწვდის
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ისტორიაში პირველად ევროკავშირი თავდასხმაში მყოფ ქვეყანას შეიარაღებასა და აღჭურვილობას მიაწვდის.
"პირველად, ევროკავშირი დააფინანსებს შეიარაღებისა და აღჭურვილობის შეძენას და მიწოდებას თავდასხმაში მყოფი ქვეყნისთვის. ჩვენ ასევე ვაძლიერებთ სანქციებს კრემლის წინააღმდეგ", — განაცხადა ლაიენმა.
21:00 ევროკავშირი ბელარუსს სანქციებს დაუწესებს
"ჩვენ ამ ომში სხვა აგრესორს, ლუკაშენკოს რეჟიმს, სანქციების ახალი პაკეტით მიზანში ამოვიღებთ, რაც მათ ყველაზე მნიშვნელოვან სექტორებს დაარტყამს", — წერს ლაიენი
20:54 ევროკავშირში Russia Today, Sputnik და მათი შვილობილი კომპანიები აიკრძალება
"ჩვენ ავკრძალავთ კრემლის მედია მანქანას ევროკავშირში. სახელმწიფო Russia Today, Sputnik და მათი შვილობილი კომპანიები, პუტინის ომის გასამართლებლად ტყუილების გავრცელებას ვეღარ შეძლებენ.
ჩვენ ვამუშავებთ ინსტრუმენტებს მათი ტოქსიკური და მავნე დეზინფორმაციის აკრძალვის მიზნით ევროპაში", — წერს ლაიენი.
20:50 ევროკავშირი რუსეთისთვის საჰაერო სივრცეს ხურავს
"პირველ რიგში, ჩვენ ვხურავთ ევროკავშირის საჰაერო სივრცეს რუსეთის კუთვნილი, რუსეთში რეგისტრირებული ან რუსეთის მიერ კონტროლირებადი თვითმფრინავებისთვის.
ისინი ვერ შეძლებენ ევროკავშირის ტერიტორიაზე დაშვებას, აფრენას ან გადაფრენას. ოლიგარქების კერძო თვითმფრინავების ჩათვლით", — განაცხადა ლაიენმა.
20:45 უკრაინის თავდაცვის მინისტრის სელფი პრეზიდენტთან
"უკრაინელების შეშინებას აზრი არ აქვს. ჩვენი ქვეყნის მცველი კაცებისა და ქალების გატეხვა არ გამოვა. მით უმეტეს არ გამოვა, გვაიძულონ დედაქალაქის დათმობა. წარმოუდგენლად მძიმე საათებია, მაგრამ გაივლის. ზეგ უკვე გაზაფხულია. უკრაინა გაიმარჯვებს. უკვე იმარჯვებს!
ჩვენს მიწაზე მოსული მტერი გარკვეული მიმართულებით წავა. ამიტომ, ოკუპანტებს სახლში წასვლას ვურჩევთ. სანამ გვიანი არ არის", — წერა ალექსეი რეზნიკოვი.
20:29 რუსმა ოკუპანტებმა გაანადგურეს უკრაინის ავიაციის ფლაგმანი — ლეგენდარული An-225 "Mriya"
ეს მოხდა ანტონოვის აეროდრომზე, გოსტომელში, კიევის მახლობლად, სადაც თვითმფრინავი მდებარეობდა. მისი აღდგენა 3 მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდება.
"უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ აგრესორმა სახელმწიფომ გადაიხადოს ეს თანხა.
An-225 "Mriya" არის საავიაციო გიგანტი, რომელიც რეკორდსმენია მაქსიმალური კომერციული ტვირთის გადაზიდვაში და ავიაციის ისტორიაში ყველაზე მძიმე ტევადობაში. სამწუხაროდ, დღეს ეს შესაძლებლობები დაკარგულია. მაგრამ ისინი აუცილებლად განახლდება. ოკუპანტებმა გაანადგურეს თვითმფრინავი, მაგრამ ჩვენს საერთო ოცნებას ვერ გაანადგურებენ. ის აუცილებლად გაცოცხლდება", — აცხადებს უკრობორონპრომი.
20:12 ეპიფანეს მიმართვა კირილეს ცხედრების
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, ეპიფანე მოსკოვის პატრიარქ კირილეს ღია წერილით მიმართავს.
"სამწუხაროდ, თქვენი წინა საჯარო განცხადებებიდან უკვე ნათლად ჩანს, რომ პუტინისა და რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის კეთილგანწყობის შენარჩუნება თქვენთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკრაინაში ადამიანებზე ზრუნვა, რომელთაგან ზოგიერთი ომამდე თავის მწყემსად გთვლიდათ...
მაგრამ მაინც მაქვს იმედი, რომ საკუთარ თანამოქალაქეებთან მიმართებაში მაინც, რომელთა უმეტესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია, თქვენი სამწყსოა, იპოვით სულიერ ძალას, გამოიჩინოთ ადამიანობა და მზრუნველობა", — წერს ეპიფანი.
მან მოუწოდა კირილეს, რომ რუსი ჯარისკაცების ცხედრების წაღებაში მაინც დაეხმარონ.
20:08 კულება: მოხარული ვიქნებით, თუ მოლაპარაკებების შედეგი იქნება მშვიდობა, მაგრამ ჩვენ არ დავნებდებით
"მოლაპარაკებებში ცუდი არაფერია. მოხარული ვიქნებით, თუ ამ მოლაპარაკებების შედეგი იქნება მშვიდობა და ომის დასრულება, მაგრამ, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ჩვენ არ დავნებდებით, კაპიტულაცია არ იქნება, არ დავთმობთ ჩვენი ტერიტორიის არც ერთ სანტიმეტრს. ეს არ არის ჩვენი ბრძოლის მიზანი", — განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთთან დაგეგმილი მოლაპარაკებების შეფასებისას.
19:55 პუტინის ბრძანება არის ზეწოლის მცდელობა დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ — კულება
"როგორც შენიშნეთ, ეს ბრძანება მიიღეს მას შემდეგ, რაც გაკეთდა განცხადება ორი დელეგაციის შეხვედრისთვის მზადყოფნის შესახებ. ჩვენ ამ ბრძანებას ვხედავთ, როგორც ფსონების ამაღლებისა და უკრაინის დელეგაციაზე დამატებითი ზეწოლის მცდელობას", — თქვა კულებამ პუტინის ბრძანების შეფასებისას.
19:33 ბირთვული იარაღის საფრთხე? — რას შეიძლება ნიშნავდეს პუტინის ბრძანება "განსაკუთრებულ საბრძოლო რეჟიმზე"
რამდენიმე წუთის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გასცა, რუსული არმიის შემაკავებელი ძალები საბრძოლო მორიგეობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაიყვანონ. ამან გაურკვევლობა გამოიწვია, რადგან, როგორც ცნობილია, სტრატეგიული შეკავების ძალებს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლება აქვს.
ნიშნავს თუ არა ეს, რომ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებას აპირებს, გაურკვეველია. რუსული მედიების დიდი ნაწილი, მათ შორის სახელმწიფო და პროსახელისუფლებო მედიები დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. ერთ-ერთმა უკრაინულმა გამოცემამ, უკრაინსკაია პრავდამ კი პუტინის განცხადებას სათაურად დააწერა: "მე-3 მსოფლიო ომის ზღვარზე: პუტინს ბირთვული იარაღი საბრძოლი მზაფყოფნაში მოჰყავს".
ვრცელდება მოსაზრებები, რომ შესალოა, ეს მხოლოდ მინიშნებაა ბირთვულ იარაღზე, რადგან სტრატეგიული შეკავების ძალების არსენალში სხვა სახის იარაღიცაა.
გაიგეთ მეტი აქ
19:31 თუ ბრიტანელებს სურთ, უკრაინაში იბრძოლონ, მხარს ვუჭერ — ტრასი
"ეს გადაწყვეტილება ადამიანებმა თავად უნდა მიიღონ. ისინი იბრძვიან უკრაინელი ხალხისთვის და ასევე იბრძვიან თავისუფლებისთვისა და დემოკრატიისთვის. არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის, რადგან სწორეს ესაა ის, რასაც პრეზიდენტი პუტინი საფრთხეს უქმნის. რა თქმა უნდა, თუ ადამიანებს სურთ მხარი დაუჭირონ ამ ბრძოლას, მე მათ ამაში დავუჭერ მხარს", — თქვა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
19:25 კიდევ ერთი ესკალაციური და არასაჭირო ნაბიჯია — თეთრი სახლის წარმომადგენელი პუტინის ბრძანებაზე
თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება რუსული არმიის შემაკავებელი ძალების საბრძოლო მორიგეობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანასთან დაკავშირებით კიდევ ერთი ესკალაციური და სრულიად არასაჭირო ნაბიჯია. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
"ამ კონფლიქტის ყოველ ნაბიჯზე პუტინი ამზადებდა მუქარებს უფრო აგრესიული ქმედებების გასამართლებლად. ის არასოდეს ყოფილა საფრთხის ქვეშ უკრაინის ან ნატოს მხრიდან, რომელიც არის თავდაცვითი ალიანსი, რომელიც არ იბრძვის უკრაინაში", — ამბობს ის.
18:55 პუტინი აგრძელებს ომის ესკალაციას სრულიად მიუღებელი გზით — გაეროში აშშ-ის ელჩი
"ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტი პუტინი აგრძელებს ამ ომის ესკალაციას სრულიად მიუღებელი გზით და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მისი ქმედებების მაქსიმალურად ძლიერი გზით შეჩერება", — განაცხადა გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა პუტინის გადაწყვეტილებაზე.
18:30 უკრაინის დელეგაცია წინასწარი პირობების გარეშე რუსებს უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე შეხვდება — ზელენსკი
ზელენსკის განცხადებით, ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ რუსული და უკრაინული დელეგაციები ერთთმანეთს მოსალაპარაკებლად უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე, მდინარე პრიპიატის მიდამოებში შეხვდებიან.
"ჩვენ შევთანხმდით, რომ უკრაინის დელეგაცია წინასწარი პირობების გარეშე შეხვდება რუსებს უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე, მდინარე პრიპიატის მიდამოებში. ალექსანდრე ლუკაშენკომ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რომ უკრაინის დელეგაციის გამგზავრების, მოლაპარაკებების და დაბრუნების დროს ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსებული ყველა თვითმფრინავი, ვერტმფრენი და რაკეტა ადგილზე დარჩება", — ამბობს ის.
18:15 უკრაინის ვიცეპრემიერ კრიპტობირჟს სთხოვს, დაბლოკონ რუსი მომხმარებლების მისამართები
"მე ვთხოვ ყველა ძირითად კრიპტობირჟას, დაბლოკოს რუსი მომხმარებლების მისამართები. გადამწყვეტია არამხოლოდ რუს და ბელორუს პოლიტიკოსებთან დაკავშირებული მისამართების გაყინვა, არამედ რიგითი მომხმარებლების საბოტაჟიც", — წერს ის.
18:00 რა ვიცით ამ ეტაპზე პუტინის ბრძანებაზე
ამ წუთებში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდს არ ხსნის, თუმცა TV Rain-ის და Meduza-ს ინფორმაციით, ვებგვერდზე წერია, რომ სტრატეგიული შეკავების ძალები შექმნილია "რუსეთის ფედერაციისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ აგრესიის შესაჩერებლად, ასევე აგრესორის დასამარცხებლად, მათ შორის ომში ბირთვული იარაღის გამოყენებით".
"სტრატეგიული შეკავების ძალები მოიცავს სტრატეგიულ შეტევით და თავდაცვითი ძალებს. პირველი აღჭურვილია კონტინენტთაშორისი სარაკეტო და საავიაციო სისტემებით და შორი მანძილის მაღალი სიზუსტის იარაღით. ასევე, სტრატეგიული შეტევითი ძალები მოიცავს სტრატეგიულ და შორ მანძილზე ბომბდამშენების ფორმირებებსა და დანაყოფებს, წყალქვეშა ნავებს, გემებს და საზღვაო სარაკეტო მატარებელ თვითმფრინავებს ჩვეულებრივი გრძელვადიანი მაღალი სიზუსტის იარაღით.
სტრატეგიული თავდაცვითი ძალები დაფუძნებულია საჰაერო თავდაცვის, რაკეტსაწინააღმდეგო და კოსმოსური თავდაცვის სისტემებზე", — წერს TV Rain.
გამოცემასთან საუბარში რუსი სამხედრო ექსპერტი აცხადებს, რომ ეს ბირთვული საფრთხის ესკალაციაა.
17:59 პუტინმა ბრძანება გასცა, "არმიის შემაკავებელი ძალები საბრძოლო მორიგეობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაიყვანონ"
პუტინმა ბრძანება გასცა, რუსული არმიის შემაკავებელი ძალები საბრძოლო მორიგეობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაიყვანონ.
"ნატოს წამყვანი ქვეყნების მაღალჩინოსნები თავს უფლებას აძლევენ, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიულ განცხადებები აკეთონ, ამიტომ თავდაცვის მინისტრს და გენერალური შტაბის უფროსს ვუბრძანებ, რუსული არმიის შემაკავებელი ძალები საბრძოლო მორიგეობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაიყვანოს", — განაცხადა პუტინმა.
17:29 უკრაინაში საქართველოს საელჩოს რეკომენდაციები საქართველოს მოქალაქეებისთვის
დაემორჩილონ ხელისუფლების რეკომენდაციებს და თავი შეიკავონ გადაადგილებისგან. ასევე, განგაშის დროს სასწრაფოდ წავიდნენ თავშესაფარში და დაიცვან კომენდანტის საათის რეგულაციები.
"კიდევ ერთხელ, მოგმართავთ თხოვნით, რომ მაქსიმალურად დავემორჩილოთ უკრაინის ხელისუფლების რეკომენდაციებს, მათ შორის იყოთ სახლში, მაქსიმალურად შეიკავოთ თავი ქუჩაში გადაადგილებისგან და განგაშის გამოცხადების შემთხვევაში, სასწრაფოდ გაემართოთ უახლოესი თავშესაფრისკენ, მაქსიმალურად დაიცვათ უსაფრთხოების ყველა წესი.
გაითვალისწინეთ კომენდანტის საათის რეგულაციები თქვენი ადგილსამყოფელი ქალაქის/ოლქის ადმინისტრაციის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად და მუდმივად იქონიოთ თან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები", — აცხადებენ საელჩოში.
საელჩოს ცხელი ხაზის ტელეფონის ნომრებია:
- +380 (63) 376 77 68;
- +380 (63) 376 73 64;
- +380 (93) 544 01 17;
- +380 (93) 761 17 17.
17:11 მაკრონი: ბელარუსი და უკრაინელი ხალხის ძმობამ უნდა უბიძგოს ბელარუსს უარი თქვას, რუსეთის ვასალი გახდეს
"გუშინ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვთხოვე, უზრუნველყოს რუსული ჯარების გაყვანა მისი ქვეყნის ტერიტორიიდან. ბელორუსი და უკრაინელი ხალხის ძმობამ უნდა უბიძგოს ბელარუსს უარი თქვას, რუსეთის ვასალი და უკრაინის წინააღმდეგ ომში ფაქტობრივი თანამონაწილე გახდეს", — წერს საფრანგეთის პრეზიდენტი ტვიტერზე რუსულენოვან პოსტში.
17:00 ათენში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეებიც ესწრებიან
16:45 Wizz Air რუსეთის მიმართულებით ყველა ფრენას აუქმებს
"იმ სანქციების პაკეტის გაგვალისწინებით, რომელზეც ევროპელი და აშშ-ის ლიდერები შეთანხმდნენ, ჩვენ ვერ შევძლებთ რუსეთში თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილებზე წვდომას, თუ ისინი დაგვჭირდება. ამიტომ, არ არსებობს იმის გარანტიაც, რომ ფრენების აღდგენა შესაძლებელი გახდება უახლოეს მომავალში", — აცხადებს კომპანია.
16:34 შოლცი: უკრაინაზე თავდასხმა ნიშნავს, რომ ჩვენ ახალ დროში ვართ
16:07 პუტინის იმპიჩმენტის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა
ამ დროის მონაცემებით, პეტიციას 120 000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.
"მოვითხოვ, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბირომ წამოიწყოს ვლადიმერ ვლადიმიროვიჩ პუტინის იმპიჩმენტი, კონსტიტუციის 93-ე მუხლის შესაბამისად, როგორც სახელმწიფო ღალატში და სამხედრო დანაშაულებში დამნაშავე პირზე", — ვკითხულობთ პეიტიცაში.
15:56 გენერალური შტაბის განცხადებით, პარტნიორებისგან რაკეტების დიდი პარტია მიიღეს, რომელიც "ყველა ოკუპანტს ეყოფა"
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი მადლობას უხდის ანტიპუტინისტური კოალიციის მოკავშირეებს უკრაინის არმიის მხარდაჭერისთვის.
15:43 უკრაინელი სამხედროები ეძებენ მტრის მანქანების კოლონას, რომელიც მონიშნულია ასო V-ით
"ხაზი გავუსვათ! ეს განსაკუთრებით საშიში ტერორისტები არიან, რომლებიც უკრაინაში სპეციალური მისიით ჩავიდნენ. ტექნიკა კიევის მიმართულებით მოძრაობს", — აცხადებს უკრაინის შსს.
15:40 სუმის რაიონში რუსმა ჯარებმა ცეცხლი გაუხსენს ავტობუსს, რომელშიც მშვიდობიანი მოსახლეობა იყო
სუმის რეგიონალური სამოქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი დიმიტრი ჟივიცკი აცხადებს, რომ რუსულმა ტანკებმა ჩამოაგდეს ცეცხლი გაუხსენს ავტობუსს. მისივე თქმით, სასწრაფო დახმარების მანქანები ადგილზე მისვლას ვერ ახერხებენ, რადგან მიმდებარე ტერიტორია დანაღმულია,.
15:35 ომის საწინააღმდეგო მსვლელობა ნოვოსიბირსკში
შეკრებილები სკანდირებენ: "არა ომს".
15:12 უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში ოფიციალური სარჩელი გაგზავნა
"ჩვენ მოვითხოვთ რუსეთი პასუხისგებაში მიიეცეს რუსული აგრესიის გამართლების გამო გენოციდის გაგების დამახინჯებისთვის. ვთხოვთ სასამართლოს, დაუყოვნებლივ დაავალოს რუსეთის ფედერაციას საომარი მოქმედებების შეწყვეტა და მომავალ კვირას დანიშნოს სხდომა", — აცახდებს პრეზიდენტი ზელენსკი.
14:47 ჩვენებური სანქციები — აპლიკაცია, რომელიც რუსული პროდუქციის ამოცნობაში დაგვეხმარება
რუსეთი-უკრაინის ომის პარალელურად, ინტერნეტში ახალი აპლიკაცია გამოჩნდა, რომელიც რუსული პროდუქციის ამოცნობასა და "ჩვენებური სანქციების" დაწესებაში დაგვეხმარება. მას Scan Product ჰქვია და მისი გადმოწერა შეგიძლიათ როგორც iOS-ის, ასევე Android-ის მომხმარებლებს.
გაიგეთ მეტი აქ.
14:45 ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეს მოხდებოდა — ქალი, რომელიც დაბომბვას გადაურჩა
მასწავლებელი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს დაბომბვას გადაურჩა, ამ კონფლიქტის ამსახველი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოს გმირად იქცა. ხარკოვის მახლობლად მდებარე ქალაქ ჩუგუევში მცხოვრები 52 წლის ოლენა კურილოს საჰაერო შეტევის შემდეგ ჩამსხვრეული მინის ნამსხვრევები სახეში მოხვდა, რის გამოც საავადმყოფოში მისი გადაყვანა გახდა საჭირო.
"არასდროს, არავითარი პირობით, არ დავმორჩილდები [პუტინს]. ამას სიკვდილი მირჩევნია", — ამბობს ის.
14:23 ზელენსკი: რუსეთის დანაშაულებრივ ქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ გენოციდის ნიშნები აქვს
"ყველაფერს თვისი სახელი უნდა დავარქვათ. რუსეთის დანაშაულებრივ ქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ გენოციდის ნიშნები აქვს. ამის შესახებ გაერო-ს გენერალურ მდივანს ვესაუბრე. რუსეთი ბოროტების გზაზეა, მსოფლიომ უნდა ჩამოართვას რუსეთს ხმის მიცემის უფლება გაეროს უშიშროების საბჭოში", — განაცხადა ზელენსკი.
მისივე თქმით, ის, რასაც ოკუპანტები აკეთებენ ხარკოვში, ახტირკაში, კიევში, ოდესაში და სხვა ქალაქებში საერთაშორისო ტრიბუნალის საქმეა.
14:19 კიევის საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკრაინის არმიას ემსახურება
"კომენდანტის საათის მოქმედების პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოსახლეობას არ ემსახურება. სამაგიეროდ, ჩართულია კიევის ცენტრალური შტაბის ამოცანებში", — აცახდებენ კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციაში.
14:15 კიევში, ტროეშჩინას საცხოვრებელ უბანზე უკრაინელების მიერ ჩამოგდებული რუსული რაკეტის ფრაგმენტი სახლს მოხვდა
საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, არიან დაშავებულები. მათივე თქმით, სახლის ფანჯრები დაიმსხვრა, დაიწვა შვიდი მანქანა.
14:10 ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ პუტინს საპატიო პრეზიდენტისა და ელჩის სტატუსი შეუჩერა
"უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია აცხადებს, რომ ბ-ნ ვლადიმერ პუტინს, შეუჩერდა საპატიო პრეზიდენტისა და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ელჩის სტატუსი", — ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.
14:08 ქალაქ კორიუკოვკას მიდამოებში მოსახლეობა რუსულ ტანკებს წინ დაუდგა და გზა ჩაუკეტა
"აიღეთ მაგალითი კორიუკოვკასგან!" — წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარები.
14:02 ოდესაში მოსახლეობა ოკუპანტებისთვის მოლოტოვის კოქტეილებს ამზადებს
"აი, როგორ შეხვდება ოდესა დაწყევლილ მტერს!!! სიკვდილი ოკუპანტებს" — წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარები.
13:53 სუმის რაიონში შეტაკებებია
სუმის რაიონში მესაზღვრეები და ეროვნული გვარდიელები დივერსიულ და სადაზვერვო ჯგუფთან ბრძოლაში ჩაერთნენ. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, 2 მესაზღვრე დაიღუპა.
13:33 უკრაინის უსაფრთხოების სამსახური: ხელში ჩავიგდეთ ოკუპანტების საიდუმლო მონაცემები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ხელში ჩაიგდო რუსი ოკუპანტების საიდუმლო მონაცემები — სახელები, შიფრები, პაროლები, საბრძოლო მოქმედების გეგმა, თავდასხმის გზები. მათ თქმით, ეს მონაცემები მაშინ ჩაიგდეს ხელში, როცა უკრაინელმა სამხედროებმა რუსები გოსტომელთან მოიგერიეს.
"ახლა უკრაინის სპეცსამსახურმა და შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს რუსი დამპყრობლების სახელები, ასევე აგრესორი ქვეყნის მიერ გამოყენებული ფარული პაროლები და შიფრები. ეს საშუალებას მოგვცემს გავიგოთ მტრის იმ საუბრების არსი, რომელიც მოვიპოვეთ", — აცხადებენ ისინი.
13:16 საფრანგეთი უკრაინას საწვავსა და თავდაცვით აღჭურვილობას გაუგზავნის
ინფორმაციას ელისეის სასახლე ავრცელებს. განცხადებაში არ ყოფილა დაკონკრეტული რას მოიცავს თავდაცითი აღჭურვილობა, თუმცა მედიის ინფორმაციით, ეს შესაძლოა იყოს ტანკსაწინააღმდეგო იარაღი.
12:50 დილა მძიმე ღამის შემდეგ — რა უნდა იცოდეთ, თუ ახლა გაიღვიძეთ
დავიწყოთ მთავარი ამბით — რუსებს კიევი არ აუღიათ! თუმცა ქალაქში საბრძოლო მოქმედებები ახლაც გრძელდება. კიევში საჰაერო განგაშია. უკრაინული მედიები ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებენ კადრებს, რომლებშიც ცეცხლის კადრები ჩანს. მათი ინფორმაციით, ამას წინ უძღოდა აფეთქებების ხმა.
კიევის ოლქში, ქალაქ ბუჩაში რუსებმა საცხოვრებელი სახლი დაბომბეს, გაჩნდა ხანძარი. მსხვერპლზე ინფორმაცია არ გავრცელებულა.
სტატიის და სიახლეების სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.
12:30 ზელენსკი: მზად ვართ რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ქვეყანაში, საიდანაც უკრაინაში რაკეტები არ დაფრინავს
"რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა მშვიდობა. ჩვენ გვინდა შეხვედრა, გვინდა ომის დასრულება. ვარშავა, ბრატისლავა, ბუდაპეშტი, სტამბოლი, ბაქო — ჩვენ ყველამ შევთავაზეთ ეს რუსულ მხარეს. დიახ, და ნებისმიერი სხვა ქალაქი ჩვენთვის შესაფერისია, რომლის ტერიტორიიდანაც რაკეტები უკრაინაში არ დაფრინავს. მხოლოდ ამ გზით შეიძლება მოლაპარაკება იყოს პატიოსანი და ომის დასრულება — რეალური", — ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.
11:44 ზელენსკი საერთაშორისო ლეგიონს ქმნის
უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც რუსეთთან ბრძოლა სურთ, უკრაინის პრეზიდენტი მათთან იწვევს.
"ყველა უცხოელს, ვისაც სურს შეუერთდეს რუსი დამპყრობლების წინააღმდეგობას და მსოფლიო უსაფრთხოების დაცვას, უკრაინის ხელმძღვანელობა სთავაზობს, ჩამოვიდეს ჩვენს სახელმწიფოში და შეუერთდეს ტერიტორიული თავდაცვის ძალების რიგებს", — აცხადებს უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის საერთაშორისო ლეგიონი.
11:20 SWIFT რუსული ბანკების სისტემიდან გათიშვისთვის ემზადება
SWIFT აცხადებს, რომ სანქციების დეტალებზე მუშაობს და ემზადება იურიდიული ინსტრუქციის შესრულებისთვის, რომელიც რუსული ბანკების გარიცხვასთან არის დაკავშირებული.
"ჩვენ ვთანამშრომლობთ ევროპის ოფიციალურ პირებთან, რათა გავიგოთ დეტალები იმ სუბიექტების შესახებ, რომლებიც დაექვემდებარებიან ახალ ზომებს და ვემზადებით სამართლებრივი ინსტრუქციის შესასრულებლად", — ნათქვამია განცხადებაში.
11:10 რა ხდება ამ დროისთვის უკრაინაში — სამინისტროს მონაცემები
თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბოლო დღის განმავლობაში უკრაინელმა ჯარისკაცებმა გაზარდეს ძალები კიევის დასაცავად, ჩამოაგდეს მოწინააღმდეგის თვითმფრინავი დედაქალაქის თავზე და შავი ზღვის ზონაში საზღვაო დესანტის გადმოსვლა აღკვეთეს. მისივე თქმით, მტრის დანაკარგები კიდევ უფრო გაიზარდა.
"რუსმა ოკუპანტმა შეამცირეს შეტევის ტემპი, მაგრამ მაინც ცდილობენ ზოგიერთი მიმართულებით უკრაინის წინააღმდეგ შეტევას", — აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბში და განმარტავენ რომ რუსებს აკლიათ საწვავი და საბრძოლო მასალები.
"საოკუპაციო ძალების წევრები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ახალგაზრდა წვევამდელები არიან, გამოფიტული არიან წინა წვრთნებით და აქვთ დაბალი მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა. არსებული ინფორმაციით, არსებობს დეზერტირების, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში სამხედრო მსახურებაზე უარის თქმის და ტყვეედ ჩაბარების ფაქტები", — აცხადებენ შტაბში. აღსანიშნია, რომ ამ დღეებში მათ გაავრცელეს არაერთი რუსი ტყვის კადრი.
შტაბის განმარტებით, ოკუპანტების მთავარ ტაქტიკად რჩება პატარა ქალაქების, სოფლებისა და მაგისტრალების აღება. მათივე თქმით, მშვიდობიანი მოსახლეობის, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების, ეროვნული გვარდიისა და ეროვნული პოლიციის ძლიერი წინააღმდეგობის გამო, დიდი ქალაქების კონტროლის მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა.
11:04 ზალუჟნი: ბელარუსიდან ნასროლი რაკეტა ჩამოვაგდეთ
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ ჩამოაგდეს ბელარუსიდან კიევის მიმართულებით თვითმფრინავ TU22-დან გაშვებული რაკეტა. მისი თქმით, ეს მორიგი სამხედრო დანაშაულია რუსეთისა და ბელარუსის მხრიდან.
10:59 კიევის ოლქში, ბუჩაში სროლებია
10:54 მერის თქმით, ახალი კავოხკა რუსეთის კონტროლის ქვეშაა
რამდენიმე მედიასაშუალება, მათ შორის უკრაინსკაია პრავდა, ავრცელებს ახალი კავოხკის მერის განცხადებას, რომ ქალაქი რუსების კონტროლის ქვეშაა. Unian მასზე დაყრდნობით წერს, რომ ქალაქში აღარ არის დროშები.
BBC-ის რუსული ბიურო განმარავს, რომ ახალი კავოხკა პატარა ქალაქია, მაგრამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიაზეა დნეპერზე, სადაც ჩრდილოეთ ყირიმის არხი გამოდის, რომელიც ყირიმს სარწყავი წყლით ამარაგებს.
10:50 კაპრიზის მხარდაჭერა უკრაინას
10:10 რუსეთის ჯარი ხარკოვში შევიდა
10:08 კიევში რუსმა დივერსანტებმა ოჯახის სამი წევრი, მათ შორის ბავშვი მოკლეს
კიევში რუსმა დივერსანტებმა მანქანას, სადაც ერთი ოჯახის 5 წევრი იჯდა, ცეცხლი გაუხსნეს. დაიღუპა ოჯახის სამი წევრი — მშობლები და მეოთხე კლასელი გოგო. ორი ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათი მდგომარეობა მძიმეა.
9:36 რეზნიკოვი: სად არიან ისინი, ვინც კიევის აღებას 72 საათში გვპირდებოდა, მე მათ ვერ ვხედავ
"ძვირფასო უკრაინელებეო!
72-საათიანი წინააღმდეგობა. სამი დღე, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ჩვენი ქვეყანა და მსოფლიო. სად არიან ისინი, ვინც კიევის აღებას 72 საათში გვპირდებოდა? Სად არიან? მე მათ ვერ ვხედავ. მხოლოდ მესმის, როგორ იმართლებენ თავს. სამაგიეროდ, ვხედავ გმირულ არმიას, გამარჯვებულ მცველებს, უშიშარ მესაზღვრეებს, თავდადებულ მაშველებს, საიმედო პოლიციელებს, დაუღალავ სამედიცინო ანგელოზებს. ყველას, ვინც თავის საქმეს აკეთებს.
მე ვხედავ ათასობით მოქალაქეს, რომლებმაც აიღეს იარაღი, შეუერთდნენ ტერიტორიული თავდაცვის რიგებს და იბრძვიან შვილებისა და შვილიშვილების მომავლისთვის, მათთვის, ვინც უყვართ, მათი წინაპრების ხსოვნისთვის, მათი სახელმწიფოსთვის. ყველა გხედავთ, მთელი მსოფლიო!
წინ ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა, მაგრამ ახლა მხოლოდ ჩვენ არ ვართ, ვისაც ჩვენი გამარჯვების სჯერა. მიმოიხედეთ, ბევრმა საბოლოოდ დაძლია შიში და გაბედა კრემლის გამოწვევა. ყოველ საათში სულ უფრო მეტი ადამიანი ხვდება, რომ ასეთი ჯარი ევროპაში არსად არსებობს და რომ ამ არმიისა და ჩვენი ხალხის გარეშე ევროპა არასოდეს იქნება უსაფრთხო. ჩვენ გარეშე ევროპა უბრალოდ არ იარსებებს. ამიტომ, დახმარება, რომელიც სამი დღის წინ შეუძლებელი იყო, უკვე მოდის.
სიბნელე უკან დაიხევს, განთიადი ახლოვდება.შევინარჩუნოთ სისტემა. დიდება უკრაინას! დიდება უკრაინის გმირებს!"
8:57 ბოლო 24 საათში ქალაქ ახტირკაში დაბომბვას 6 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 7 წლის გოგოა
ინფორმაციას სუმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დიმიტრი ჟივიცკი ავრცელებს. მისი თქმით, ახტირკაში 55 ადამიანი დაშავდა.
6:01 "როგორც ათლეტს, არ შემიძლია თავი მოვაჩვენო, რომ არაფერი ხდება"
ფეხბურთელი, რობერტ ლევანდოვსკი უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს.
5:47 ჰაკერულმა დაჯგუფებამ, Anonymous-მა რუსი სამხედროების სიხშირე გატეხა
Unian-ის ცნობით, ჰაკერულმა დაჯგუფებამ, Anonymous-მა რუსი სამხედროების სიხშირე გატეხა და უკრაინის ჰიმნი გაუშვა.
5:43 ბელარუსელი აქტივისტები უკრაინას სხვადასხვა ფორმით სოლიდარობას უცხადებენ
5:31 უკრაინაში საგზაო ნიშნების მოხსნა დაიწყეს
რეკომენდაციების მიხედვით, ოკუპანტების დასაბნევად უკრაინელები საგზაო ნიშნებს ხსნიან. ვიდეოს საკუთარ ტელეგრამ არხზე Unian ავრცელებს.
5:27 ოდესაში ოკუპანტების დასახვედრად მოლოტოვის კოქტეილებს ამზადებენ
5:19 რუსების მიერ საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვას ხარკოვში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ხარკოვის ოლქში უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მთავარი სამმართველო განცხადებით, საოუკპაციო ძალებმა 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი ადამიანი.
5:12 ხარკოვში რუსებმა გაზსადენი ააფეთქეს
უკრაინის სახელმწიფოს სპეციალური კომუნიკაციების სამსახურის ცნობით, ხარკოვში რუსებმა გაზსადენი ააფეთქეს.
4:51 უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი რუსეთისთვის დაწესებულ ახალ სანქციებს ეხმაურება
"მადლობელი ვარ ჩვენი მეგობრების", — დაწერა Twitter-ზე შმიგალმა, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ბრიტანეთი, კანადა და აშშ რუსეთის გარკვეულ ბანკებს SWIFT-დან გარიცხავს, ხოლო ცენტრაული ბანკის აქტივების პარალიზებას მოახდენს.
3:47 კიევის ოლქში, ვასილკოვში ნავთობის ბაზაზე ხანძარია
ძლიერი ხანძრის კადრები მოქალაქეებმა გაავრცელეს. ქალაქის მერის თქმით, ყვეალზე ცუდი მოლოდინი დადასტურდა და ეს ცეცხლი ნამდვილად ნავთობის ბაზაზეა.
3:35 26 თებერვალს გადაღებულ სატელიტურ სურათზე ჩანს, როგორ უახლოვდებიან რუსეთის სახმელეთო ძალები ნოვა კახოვკას, უკრაინაში
3:34 Youtube-მა Russia Today-სა და სხვა რუსულ არხებს რეკლამით თანხის გამომუშავება აუკრძალა
Youtube-მა Russia Today-სა და სხვა რუსული არხებს რეკლამით თანხის გამომუშავებას აუკრძალა. კომპანიის სპიკერის განცხადებით, ეს არხები რეკომენდაციებშიც ნაკლებად გამოჩნდება.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ RT და სხვა რამდენიმე რუსული არხი უკრაინის მთავრობის მოთხოვნის გამო უკრაინაში ხელმისაწვდომი აღარ იქნება.
3:32 უკრაინელები პოლონეთისკენ მიმავალ მატარებელს ელოდებიან
3:30 მასკის თქმით, უკრაინას Starlink-ის ინტერნეტი ექნება
ილონ მასკის განცხადებით, უკრაინას Starlink-ის ინტერნეტი ექნება. უკრაინას ინტერნეტთან პრობლემები აქვს — ვლადიმერ პუტინის შეჭრამ ქვეყნის ნაწილი ინტერნეტის გარეშე დატოვა. ილონ მასკს უკრაინის ვიცე-პრემიერმინისტრმა Starlink-ის ინტერნეტის მიწოდების თხოვნით 26 თებერვალს მიმართა.
3:12 ფოტოები: ომის მესამე დღე
3:29 რუსმა ოკუპანტებმა ჟურნალისტი მოკლეს — უკრაინის გენერალური პროკურორი
უკრაინის გენერალური პროკურორის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა ჟურნალისტი მოკლეს. ასევე, ცეცხლი გაუხსნეს სასწრაფო დახმარების მანქანას, რომელსაც დაჭრილები გადაჰყავდა. მისივე ცნობით, დაიწვა 64 წლის მძღოლი და ერთ-ერთი დაჭრილი ჯარისკაცი, ხოლო მეორე მათგანს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
პროკურორის თქმითვე, ტყვიები დაუშინეს საცხოვრებელ კორპუსსაც. კორპუსის მაცხოვრებლების მდგომარეობაზე ინფორმაცია უცნობია.
3:07 "პუტინო, შეაჩერე!"
ბუნდესლიგის მატჩამდე ფრანკფურტში წუთიერი დუმილი გამოცხადდა. ამ დროს ეკრანზე გამოჩნდა სლოგანი: "პუტინო, შეაჩერე!"
2:46 ვიღებთ ვალდებულებას, რუსული ბანკების გარკვეული რაოდენობა SWIFT-დან გაირიცხოს — ლაიენი
ლაიენის განცხადებით, რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების პარალიზებას მოახდენენ.
"უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ რუსული ბანკების გარკვეული რაოდენობა SWIFT-დან გაირიცხოს. ეს შეაჩერებს მათ მსოფლიოს გარშემო ოპერირებას და ეფექტურად დაბლოკავს რუსეთის ექსპორტ-იმპორტს", — წერს ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენი.
2:26 როგორ გააპროტესტა მსოფლიომ რუსული ომი
არაერთ ქვეყანაში მოქალაქეები უკრაინისთვის სოლიდარობის გამოსახატავად გამოვიდნენ, მათ შორის, აქციები იყო რუსეთშიც. თუმცა სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც დემონსტრაციები მშვიდობიანად წარიმართა, რუსეთში 1 700-მდე პირი დააკავეს.
საქართველო, თბილისი
გერმანია, ბერლინი
რუსეთი, მოსკოვი
ფოტორეპორტაჟის ნახვა შეგიძლიათ აქ.
1:52 კიევში საჰაერო სირენების ხმა ისმის
ვიდეოს Twitter-ზე CNN-ის კორესპონდენტი ავრცელებს. ცოტა ხნის წინ უკრაინის რადას პირველმა ვიცე-სპიკერმა დაწერა, რომ დაზვერვის მონაცემებით, "ყველაფერი რაც ფაშისტურ რუსეთშია" კიევში გამოფრინდება. მან მოქალაქეებს ურჩია თავი თავშესაფარს შეაფარონ.
1:18 გმირის წოდება მიანიჭეს უკრაინელ ჯარისკაცს, რომელმაც მტრის შესაჩერებლად ხიდი ააფეთქა და დაიღუპა
გმირის წოდება მიანიჭეს უკრაინელ ჯარისკაცს, რომელმაც მტრის შესაჩერებლად ხიდი ააფეთქა და თავადაც დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.
"მე დავამტკიცე გადაწყვეტილება, რომ სიკვდილის შემდეგ, გმირისს წოდება მიენიჭოს უკრაინელ სკაკუნა ვიტალი ვოლოდიმიროვიჩს. მისი სიცოცხლის ფასად, მან ხიდი ააფეთქა", — ავრცელებს ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას უწყება.
უკრაინელი ჯარისკაცი ხიდის აფეთქებას 24 თებერვალს შეეწირა. უკრაინის სახმელეთო შეიარაღებული ძალების განცხადებით, ამ გმირული საქციელით მან შეაჩერა მტრის გადაადგილება და თანამოძმეებს თავდაცვის საშუალება მისცა.
0:37 რუსმა ოლიგარქმა, რომან აბრამოვიჩმა ჩელსის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა
"ჩელსის 20-წლიან მფლობელობის განმავლობაში, მე ჩემს როლს, ყოველთვის კლუბის მცველად განვიხილადვი, რომლის სამუშაოცაა უზრუნველყოს გუნდის ისეთი წარმატება, როგორიც დღეს შეუძლია იყოს, ან მომავალში იქნება.
გადაწყვეტილებებს ყოველთვის გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე ვიღებდი. მე ვრჩები ამ ღირებულებების ერთგული. სწორედ ამიტომ, კლუბის მართვასა და ზრუნვას ჩელსის საქველმოქმედო ფონდს გადავცემ", — განაცხადა მან.
0:00 გერმანია უკრაინას სამხედრო იარაღებს მიაწვდის
ზელენსკის თქმით, გერმანია უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებსა და სტინგერებს მიაწვდის.
"ასე გააგრძელე, კანცლერო. ომის საწინააღმდეგო კოალიცია მუშაობს", — მიმართავს ის ოლაფ შოლცს.
23:40 ზელენსკის თქმით, ზურაბიშვილს უკრაინაში არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
23:37 სოკარის ბენზინგასამართ სადგურებს უკრაინაში სასწრაფოებისთვის საწვავის უფასოდ მიწოდება დაევალათ
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან საუბრის შემდეგ სოკარის ბენზინგასამართ სადგურებს დაევალათ, რომ უკრაინაში სასწრაფო დახმარების მანქანებს საწვავი უფასოდ მიაწოდონ.
"აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ჩემი საუბრის შედეგად, სოკარი ყველა ბენზინგასამართ სადგურ უკრაინაში დაევალა, რომ სასწრაფო დახმარების მანქანებსა და გადაუდებელი დახმარების სახელმწიფო სერვისებს საწვავი უფასოდ მიაწოდონ. ღამით აზერბაიჯანისგან თვითმფრინავს ველოდებით, სადაც მედიკამენტები იქნება", — წერს ის Twitter-ზე.
23:20 ოდესაში კომენდანტის საათი გახანგრძლივდა და ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
Ukrainskaia Pravda-ს ცნობით, ოდესაში კომენდანტის საათი გახანგრძლივდა და ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. კომენდატი საღამოს 7 საათიდან დილის 6 საათამდე იმოქმედებს.
მედიის ცნობით, 27 თებერვალს ყველანაირი სატრასნპორტო საშუალების გადაადგილება აკრძალული იქნება — ხოლო კომენდანტის საათის პერიოდში მოქალაქეებს მხოლოდ სპეციალური საშვით შეეძლებათ გადაადგილება.
23:14 ზურაბიშვილი ზელენსკის ესაუბრა
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმი ზელენსკის ესაუბრა. მისი თქმით, ის სამაგალითო ლიდერია.
"ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს სრული მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ. უკრაინისთვის და მთელი ევროპისთვის ამ ტრაგიკულ დროს, პრეზიდენტი ზელენსკი სამაგალითო ლიდერია. მთელი საქართველო უკრაინის გვერდით დგას", — წერს ის Twittwer-ზე.
22:45 პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
იქ შეკრებილმა მოქალაქეებმა უკრაინისადმი სოლიდარობა გამოხატეს, საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები შეასრულეს და უკრაინის დროშა გაშალეს.
22:41 კადიროვმა უკრაინაში ჩეჩენი მებრძოლები გააგზავნა
ნოვაიაგაზეტას ინფორმაციით, ჩეჩნეთიდან რამდენიმე ჩეჩნური ერთეული კიევში გაგზავნეს. როგორც მედია წერს, ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა განაცხადა რომ, მათი ამოცანაა ზელენსკიმ პუტინს ბოდიში მოუხადოს.
მედუზას ინფორმაციით, რამზან კადიროვმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც შეიარაღებული პირი ამაგრებს ჩეჩნეთის დროშას რომელიღაც ობიექტზე. იქვე ფრიალებს რუსული დროშა და ძირს აგდია უკრაინის. მათივე ინფორმაციით, მსგავსი შინაარსის ვიდეო გამოქვეყნებული ჰქონდა Unian-საც და ეწერათ, რომ ეს ანტონოვის აეროპორტია, გოსტომელში, კიევთან ახლოს.
გამოცემა წერს: როგორც ჩანს, კადიროვის მებრძოლები გოსტომელამდე მოვიდნენ.
22:36 რუსეთს საჰაერო სივრცე კიდევ რამდენიმე ქვეყანამ დაუკეტა
დამატებით რამდენიმე ქვეყანამ რუსეთს საჰაერო სივრცე დაუკეტა. მათ შორის ლატვიამ, რუმინეთმა, ჩეხეთმა, ბულგარეთმა და პოლონეთმა. საპასუხოდ რუსეთი აცხადებს, რომ საჰაერო სივრცეს ჩაკეტავს ბულგარეთის, პოლონეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკისთვის.
ამასთან, სანქციების ფარგლებში იგივე ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმა, რის საპასუხოდაც რუსეთმა ბრიტანეთსაც აუკრძალა ფრენები.
20:58 რუსეთს უკრაინასთან დაზიანებულ სარკინიგზო გზებზე საუბარი სურდა, პასუხად მიიღო: რუსულო მატარებელო, იძი ნა ხ*ი!
26 თებერვალს, უკრაინის ჯარებმა ააფეთქეს სარკინიგზო კვანძები, რომლებიც აკავშირებს უკრაინის რკინიგზას რუსეთის რკინიგზასთან. მიზანი ის იყო, რომ რუსებს ამ გზით არმიისთვის აღჭურვილობის შეტანის შესაძლებლობა არ ჰქონოდათ.
რუსებმა სცადეს უკრაინის საკრინიგზო დეპარტამენტის ცენტრალურ შტაბთან კონტაქტის აღდგენა, თითქოსდა ჰუმანიტარული მიზნებისთვის. უკრაინელი დისპეჩერისგან მათ პასუხად მიიღეს: „რუსული მატარებელი, იძი ნა ხ*უი!".
ამბავი ადგილობრივმა გამოცემამ, უკრაინსკაია პრავდამ სარკინიგზო დეპარტამენტის პრესამსახურისგან მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა.
20:52 გადაკეტეთ გზები, დაწვით ბორბლები, თუ საჭიროა ტყეც — სამხედროები უკრაინელებს მტრის შესაჩერებლად რჩევებს აძლევენ
უკრაინელი სამხედროები მოქალაქეებს მტრის შესაჩერებლად რჩევებს აძლევენ. უკრაინის სახმელეთო არმიის განცხადებით, სხვადასხვა ორგანო ყველაფერს აკეთებს და სიცოცხლეს თმობენ და თუ მოქალაქეებიც ისე მოიქცევიან, როგორც ისინი წერენ, მათ "ბოროტების დამარცხებაში" დაეხმარებიან.
უკრაინელ სამხედროთა რეკომენდაციები ასეთია:
- თუ ტანკების კოლონას დაინახავთ, ეს ნიშნავს, რომ მას აუცილებლად მოჰყვება საწვავის მანქანების კოლონა. გააკეთეთ ყველაფერი იმისთვის რომ მათ ვერ გაიარონ. დაბლოკეთ გზები, წააქციეთ ხეები, გაშალეთ ბადეები, გამოიყენებთ ნებისმიერი მეთოდი. არ არის საწვავი — არ არის ტექნიკა;
- თუ ხედავთ რომ კოლონა შევიდა ტყეში, ასევე, წააქციეთ ხეები, არ მისცეთ გამოსვლის საშუალება;
თუ იცით რომ მტერი ტყეშია და ამაში 100%-ით ხართ დარწმუნებული, არ დაინდოთ ტყე, ცეცხლი წაუკიდეთ — ახალი გაიზრდება ოკუპანტის ძვლებზე.
სრულად ნახეთ აქ.
20:34 კიევში დაბომბვისას დაზიანებული კორპუსის ორი მაცხოვრებელი დაიღუპა
კიევში დაბომბვისას დაზიანებული კორპუსის ორი მაცხოვრებელი დაიღუპა. 26 თებერვალს საოკუპაციო ძალებმა კიევში რაკეტა ისროლეს, რომელიც საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. ამ დრომდე არ ვრცელდებოდა ცნობები მსხვერპლის შესახებ.
როგორც BBC საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით წერს, დაშავებულია 6 ადამიანი.
20:19 ოკუპანტებმა ხარკოვში სამგზავრო ავტობუსს ესროლეს, არის მსხვერპლი
შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
20:11 აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, პუტინს უკრაინაში ძალების 50%-ზე მეტი ჰყავს
"ცხადია, მას მათი შენარჩუნება მოუწევს. უბრალოდ კომპანიებისა თუ დანაყოფების მიხედვით დეტალები არ მაქვს. ახლა შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ მას მისი შემოკრებილი ძალების 50%-ზე მეტი ჰყავს უკრაინაში განთავსებული", — თქვა მან.
20:06 პოლონეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებულ გზას მხარს უჭერს
"კანდიდატის სტატუსი დაუყოვნებლივ უნდა მიენიჭოს და ამის შემდეგ პირდაპირ უნდა დაიწყოს გასაუბრებები წევრობაზე. უკრაინას ასევე უნდა ჰქონდეს წვდომა ევროკავშირის ფონდებზე რეკონსტრუქციისთვის. ის ეკუთვნის უკრაინას", — აცხადებს პოლონეთის პრეზიდენტი.
19:57 Anonymous-მა რუსული სახელმწიფო არხები დაჰაკა და უკრაინული სიმღერა გაუშვა
ჰაკერულმა დაჯგუფებამ, Anonymous-მა რუსული სახელმწიფო არხები დაჰაკა და უკრაინული სიმღერა გაუშვა. ამის ამსახველ ვიდეოებს Twitter-ის მომხმარებლები ავრცელებენ, რასაც დაჯგუფება Facebook-ზე ეხმაურება.
19:48 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის სატანკო ბატალიონის მეთაური ტყვედ აიყვანეს
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის სატანკო ბატალიონის მეთაური ტყვედ აიყვანეს.
უწყების თქმით, მის ტანკს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაარტყეს და ის "სასწაულებრივად" გადარჩა.
19:45 მსახიობმა, მიშა კოლინზმა თბილისის აქციის ფოტო დატვიტა და ქართულენოვანი წარწერით მხარდაჭერა გამოხატა
19:35 კიევის რეგიონში რუსული ჭურვი სახლს მოხვდა, რასაც 3 ადამიანი ემსხვერპლა
ჭურვმა სახლი სრულიად გაანადგურა. არსებული ინფორმაციით, შესაძლოა სარდაფში სხვა პირებიც იყვნენ.
19:24 უკრაინაზე პატრიარქმა მესამე განცხადება გამოაქვეყნა — რუსეთი ნახსენები მესამედაც არაა
საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ უკრაინაზე მესამე განცხადება გაავრცელა, სადაც რუსეთი ნახსენები მესამედაც არაა. განცხადებას საპატრიარქო აქვეყნებს.
ნათქვამია, რომ საქართველოს ყველა ეკლესიაში მსოფლიოში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო 27 თებერვალს, წირვის შემდეგ მშვიდობისთვის პარაკლისს გამოიხდიან.
19:03 სტოლტენბერგი: უკრაინასთან კრემლის ომი რუსეთს უფრო დაცულს ვერ გახდის
"რუსმა ხალხმა უნდა იცოდეს: უკრაინასთან კრემლის ომი რუსეთს უფრო დაცულს ვერ გახდის, ეს არ გახდის რუსეთს მსოფლიოში უფრო პატივსაცემს. ეს არ გამოიწვევს უკეთესს მომავალს თქვენი შვილებისთვის", — განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა
18:57 უკრაინის გზების სახელმწიფო სააგენტო გზის მანიშნებელ აბრებს იღებს
უკრაინის საავტომობილო გზების სახელმწიფო სააგენტოს განცხადებით, იღებენ აბრებს, სადაც დასახლებების საჩვენებელი ნიშნებია დატანილი. მათი თქმით, აბრები ადგილობრივ ხელისუფლებას გადაეცემა.
"მტერი ტერიტორიაზე ორიენტაციას ვერ ახდენს, დავეხმაროთ მტერს ჯოჯოხეთში წავიდნენ", — ნათქვამია განცხადებაში.
18:51 ჩვენ უკრაინის პრეზიდენტისა და ხალხის გვერდით ვდგავართ — პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი
პრინცმა უილიამმა და ბრიტანეთის ჰერცოგინიამ, ქეით მიდლტონმა უკრაინის მიმართ Twitter-ზე მხარდაჭერა გამოხატეს.
"2020 წლის ოქტომბერში გვქონდა პატივი, რომ შევხვედროდით პრეზიდენტ ზელენსკისა და პირველ ლედის და გაგვეგო უკრაინის მომავალზე მათი იმედისა და ოპტიმიზმის შესახებ. დღეს, როცა უკრაინა ამისთვის გაბედულად იბრძვის, ჩვენ ვდგავართ პრეზიდენტისა და უკრაინელი ხალხის გვერდით", — აღნიშნულია განცხადებაში.
18:41 რუსეთმა შავ ზღვაში საკუთარი სამხედრო თვითმფრინავი გაანადგურა
უკრაინის საზღვაო შეიარაღებული ძალების ცნობით, შავ ზღვაში რუსეთის ფლოტმა საკუთარი სამხედრო თვითმფრინავი გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება Facebook-ზე ავრცელებს.
"შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის "მეგობრულმა ცეცხლმა" საკუთარი სამხედრო თვითმფრინავი გაანადგურა", — ნათქვამია განცხადებაში.
18:14 ზელენსკი ერდოღანს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
"მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს და თურქეთის მოქალაქეებს მათი მტკიცე მხარდაჭერისთვის. შავ ზღვაში რუსული საბრძოლო გემების აკრძალვა უკრაინისთვის უმნიშვნელოვანესი სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება იქნება, რაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია. უკრაინელი ხალხი ამას არასოდეს დაივიწყებს", — წერს ზელენსკი Twitter-ზე.
17:54 უკრაინამ გერმანიას 100 000 სამხედრო ჩაფხუტი და ჟილეტი სთხოვა, ბერლინი 5 000-ს უგზავნის
NYT-ის ცნობით, გერმანია უკრაინას 5 000 სამხედრო ახუტს უგზავნის — თუმცა უკრაინამ მათ 100 000 სამხედრო ჩაფხუტი და ჟილეტი ჯერ კიდევ იანვარში, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე სთხოვა.
გამოცემის ცნობით, მაშინ გერმანიის თავდაცვის მინისტრი ამბობდა, რომ "ეს ნათელი სიგნაია: ჩვენ თქვენს მხარეს ვართ". მედიის განცხადებით, როგორც გერმანიის მთავრობამ განაცხადა, 5 000 სამხედრო ჩაფხუტი ის არის, რისი მიწოდების საშუალებაც ახლა აქვთ. ამას გერმანიაში უკრაინის ელჩმა ზღვაში წვეთი, ხოლო კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ შეთავაზებას "ხუმრობა" უწოდა.
17:47 მედვედევის თქმით, სამხედრო ოპერაცია უკრაინაში მანამ ჩატარდება, სანამ პუტინის ყველა მიზანი არ მიიღწევს, როგორც 2008 წელს
მისივე თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები "არაფერს შეცვლის" და ის "პოლიტიკური უძლურების ნიშანია". მისი მტკიცებით, ეს რუსეთის მთავრობის მხარდაჭერას უფრო გაზრდის.
17:23 Anonymous-მა ბელარუსში იარაღის მწარმოებლის, Tetraedr-ის იმეილები გატეხა
ჰაკერული დაჯგუფების თქმით, ეს კომპანია ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შეჭრისას დახმარებას უწევდა.
17:16 "ომი ბევრ სიცოცხლეს წაგართმევს" — რუსი ექიმები პუტინს ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ
ასობით რუსი ექიმი ომის შეწყვეტის მოთხოვნით რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ღია წერილით მიმართავს.
"ომი ბევრ სიცოცხლეს შეიწირავს, დაანგრევს ბევრის ცხოვრებას, ჩვენ ვერ შევძლებთ დახმარებას ყველა ძალისხმევის მიუხედავად. ტკივილისგან ყვირილს ყველა ერთ ენაზე დაიწყებს. რაც არ უნდა კეთილი მიზნებით მართლდებოდეს სასიკვდილო იარაღის გამოყენება, ის მაინც სასიკვდილოა — სასიკვდილო, რომელიც ტანჯვასა და ტკივილს იწვევს.
17:14 "დიდება უკრაინას", — თბილისში უკრაინის მხარდამჭერი ბილბორდები გამოჩნდა
16:32 კიევში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 17:00 საათიდან იმოქმედებს
BBC კიევის მერზე, ვიტალი ლიჩკოზე დაყრდნობით წერს, რომ კომენდანტის დრო შეიცვალა და დღეიდან ის 17:00 საათიდან 08:00 საათამდე იმოქმედებს.
აქამდე კიევში კომენდანტის საათი 22:00-დან 07:00 საათამდე მოქმედებდა.
16:24 პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, უნგრეთი SWIFT-დან რუსეთის გათიშვას არ დაბლოკავს
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, პაველ იაბლონსკი ამბობს, რომ უნგრეთის ელჩს ესაუბრა, რომელმაც უთხრა, რომ უნგრეთი SWIFT-დან რუსეთის გათიშვას არ დაბლოკავს და ყველანაირ სანქციაზე იქნება თანახმა. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.
16:18 ესტონეთი რუსულ ავიახაზებს კრძალავს
"დემოკრატიულ ცებზე აგრესორი ქვეყნის თვითმფრინავების ადგილი არ არის", — აცხადებს ესტონეთის პრემიერმინისტრი.
16:04 საქართველოს მთავრობა უკრაინაში დაზარალებულებისთვის 1 მილიონ ლარს გამოყოფს
საქართველოს მთავრობამ უკრაინისთვის 1 მილიონ ლარს გამოყოფს. მთავრობის განცხადებით სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა უკრაინაში დაზარალებულ მოსახლეობას მოხმარდება.
"განკარგულებას ხელს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს. სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, დაზარალებული მოსახლეობისათვის ფარმაცევტულ პროდუქტებსა და სამედიცინო დანიშნულების საგნებს შეისყიდის", — აღნიშნულია განცხადებაში.
15:33 კვიპროსისა და იტალიის შემდეგ, SWIFT-დან რუსეთის გათიშვაზე მხარდაჭერა საფრანგეთმაც გამოხატა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, საფრანგეთი რუსეთის SWIFT-დან გათიშვას მხარს უჭერს. მისი თქმით, ამის შესახებ მას საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სატელეფონო საუბარისას განუცხადა.
15:32 საფრანგეთმა ლა-მანშის სრუტეში რუსული გემი დააკავა
საფრანგეთის მიერ ლა-მანშის სრუტეში რუსული გემის დაკავებაზე ინფორმაციას TV Rain ავრცელებს. მედიის ცნობით, 127-მეტრიანი ხომადლი, რომელსაც სანქტ-პეტერბურგში მანქანები გადაჰყავდა, ევროკავშირის მიერ სანქცირებული კომპანიასთან იყო დაკავშირებული.
15:29 უკრაინის თავდაცვის ცნობით, "მტრის აგენტები" სოციალურ ქსელებში მოქალაქეებს მარშრუტებზე ინფორმაციას სთხოვენ
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო მოსახლეობას კიევში WhatsApp-ში Viber-ში, Telegram-სა, Facebook-ზე ჯგუფებში "მტრის აგენტების" შესახებ აფრთხილებს.
უწყების განცხადებით, ისინი სხვადასხვა ფორუმსა და ჯგუფებში წევრებს მარშრუტების შესახებ ეკითხებიან, მათ შორის, იმაზე, თუ რა გზითაა შესაძლებელი კიევში მოხვედრა. უწყების ცნობით, ეს პირები ჯგუფებში ძირითადად 25 თებერვალს არიან დამატებულები.
14:56 უკრაინა წითელ ჯვარს ოკუპანტების ცხედრების გატანაში დახმარებას სთხოვს
უკრაინამ წითელ ჯვარს მიმართა, რომ რუსი სამხედროების ცხედრების გატანაში დაეხმარონ.
ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 3 500-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი, ხოლო 200-მდე მათგანი ტყვედაა აყვანილი.
14:40 "ცოცხალი დაბრუნდი უკრაინიდან" — უკრაინაში რუსი ჯარისკაცების ოჯახებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდება
"ცხელ ხაზზე თქვენ შეძლებთ გაიგოთ, ცოცხლები არიან თუ არა თქვენი ნათესავები, არიან თუ არა ტყვედ აყვანილი, აქვთ თუ არა დაზიანებები, ან გადაწყვიტოთ საკითხი, როდის და როგორ შეგიძლიათ თქვენი გარდაცვლილი ნათესავის ცხედრის გადასვენება", — ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლი, ანტონ გერაშენკო.
14:14 "უკრაინის ტკივილი საქართველოს ტკივილია"
თბილისის მერი, კახა კალაძე Twitter-ზე პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ უკრაინის ტკივილი საქართველოს ტკივილიცაა.
"გამძლეობა და გამარჯვება ჩვენს უკრაინელ მეგობრებს", — წერს ის.
13:52 უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, დაღუპულია 198 მოქალაქე, მათ შორის, 3 ბავშვი
მინისტრის თქმით, დაშავებულთა რიცხვი 1 115-ს შეადგენს და მათგან 33 ბავშვია.
13:31 იტალიის პრემიერმა სატელეფონო საუბარში SWIFT-დან რუსეთის გათიშვას მხარი დაუჭირა — ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სატელეფონო საუბრისას იტალიის პრემიერმინისტრმა, მარიო დრაგიმ რუსეთის SWIFT-დან გათიშვაზე მხარდაჭერა გამოხატა.
13:21 კიევში საწყობები დაბომბეს, დაიღუპა დაცვის თანამშრომელი
26 თებერვალს, დილით კიევში, სოლომენსკის რაიონში რუსმა ოკუპანტებმა საწყობები დაბომბეს, შედეგად ხანძარი გაჩნდა. მაშველებმა ერთი ადამიანის, დაცვის თანამშრომლის ცხედარი იპოვეს.
13:19 კვიპროსმა დაადასტურა, რომ SWIFT-დან რუსეთის გათიშვაზე გადაწყვეტილებას არ დაბლოკავს — კულება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, კვიპროსმა დაადასტურა, რომ SWIFT-დან რუსეთის გათიშვაზე გადაწყვეტილებას არ დაბლოკავს. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.
"ჩვენ ეს გავაკეთეთ. კვიპროსმა დაადასტურა, რომ SWIFT-დან რუსეთის აკრძალვაზე გადაწყვეტილებას არ დაბლოკავს. უკრაინელი დიპლომატები 24/7-ზე მუშაობენ, რათა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიაღწიონ და დაიცვან უკრაინა რუსი დამყპრობლებისგან", — წერს ის.
12:56 კიევის მეტროში მატარებლების მოძრაობა შეჩერდა, ის დროებით თავშესაფრად გადაკეთდა
"მეტრო გადავიდა თავშესაფრის რეჟიმზე, ტრანსპორტირება არ განხორციელდება", — განაცხადა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ.
12:43 ქართველებო, დაიბრუნეთ რაც გეკუთვნით", — გონჩარენკოს პოსტი Facebook-ზე
"პუტინი სხვა ქვეყნებს კბენს, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვებია. პატარა პრეზიდენტს ხელებიც მოკლე აქვს. ფინეთმა ნატოში გაწევრიანების სურვილი გამოთქვა, კრემლი კი მხოლოდ განცხადებებით აშინებს. ქართველებო, დაიბრუნეთ რაც გეკუთვნით. რუსეთმა წაგართვათ თქვენი მიწები, მაგრამ მხოლოდ ცოტა ხნით. ძალადობით მიტაცებული ნაქურდალი დიდხანს ვერ გაძლებს. მიდი, საქართველო, დროა", — წერს რადას დეპუტატი.
12:02 უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გიორგი მარგველაშვილი Twitter-ზე გამოეხმაურა
"ახლა რუსეთიდან შეძენილ ყველა ბარელ ნავთობს უკრაინის სისხლი ურევია. ასე რომ, იცოდეთ, რითი თბებით!", — წერს ის.
11:38 "ხერსონში უკრაინის დროშაა"
უკრაინელი ძალები ხერსონში პოზიციების შენარჩუნებას განაგრძობენ და ქალაქს კვლავ აკონტროლებენ. როგორც მედია მერზე დაყრდნობით წერს, იქ ამ დრომდე უკრაინის დროშა ფრიალებს.
"ქალაქი მუშაობს და ცხოვრობს. 6:30-ზე პირველი ტროლეიბუსები შემოვიდნენ ხაზზე. ჩვენ ქალაქის ცოტათი დასუფთავებაც კი მოვახერხეთ. ჩვენ გავაგრძელებთ სიცოცხლეს", — თქვა მან.
11:26 "დადგა მომენტი, გადაწყდეს ევროკავშირში უკრაინის წევრობის საკითხი", — ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დადგა გადამწყვეტი მომენტი, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდეს.
მისი თქმით, შემდგომ გეგმებსა და უკრაინელი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ესაუბრა.
11:14 ოკუპანტების რაკეტა კიევში საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა
კიევში ოკუპანტების მიერ ნასროლი რაკეტა ლობანოვკსის გამზირზე მდგარ საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ავრცელებს.
10:47 Facebook რუსული სახელმწიფო მედიისთვის რეკლამის გაშვებასა და მონეტიზაციას კრძალავს
რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე Facebook რუსულ სახელმწიფო მედიაზე რეკლამის გაშვებასა და მონეტიზაციას კრძალავს. ინფორმაციას Twitter-ზე კომპანიის კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ავრცელებს.
10:37 ზელენსკი მაკრონს ესაუბრა
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, დღეს დილიდან სატელეფონო საუბარი ჰქონდა ფრანგ კოლეგასთან. მისი თქმით, საფრანგეთიდან უკრაინა იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას მიიღებს.
10:35 ვასილკოვისთვის ბრძოლა უკრაინის შეარაღებული ძალების გამარჯვებით დასრულდა
უკრაინული მედია ქალაქის მერზე დაყრდნობით წერს, რომ ვასილკოვისთვის ბრძოლა უკრაინის შეიარაღებული ძალების გამარჯვებით დასრულდა. კიევის რეგიონში ბრძოლა პოზიციების შენარჩუენებისთვის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
10:10 ზელენსკიმ უკრაინიდან მორიგი ვიდეო გამოაქვეყნა
"მე აქ ვარ. ჩვენ იარაღებს არ დავყრით. დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო", — ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვიდეოში.
9:49 რა ხდება უკრაინაში ამ დროისთვის
უკრაინის სახმელეთო შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ოკუპანტები უკრაინის წინააღმდეგ შეტევას აგრძელებენ, თუმცა ისინი თავდასხმებს იგერიებენ.
რუსეთმა დაიწყო სარეზერვო ნაწილების უკრაინის მოსაზღვრე რაიონებში განლაგება და აგრძელებს საჰაერო თავდასხმებს აეროპორტებზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯგუფებზე აღმოსავლეთ უკრაინასა და კიევის რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში.
მათი ცნობით, დაღუპულია 3 500-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი, ხოლო 200 ტყვედაა აყვანილი.
ამ დროისთვის გაერთიანებული ძალები აგრძელებენ თავდაცვით ოპერაციას და ინარჩუნებენ პოზიციებს. წაიკითხეთ ვრცლად:
9:21 აშშ უკრაინას თავდაცვისთვის 350 მილიონ დოლარს გამოუყოფს
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სახელმწიფო დეპარტამენტს დაავალა, რომ უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვისთვის, სასწრაფო დახმარების სახით, 350 მილიონი დოლარი გამოყოს. სახელმწიფო დეპარტამენტი გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას, სავარაუდოდ, მალე გაავრცელებს.
9:03 უკრაინულმა ძალებმა მეტროსადგურ ბერესტეისკასთან რუსული დანაყოფების კოლონა გაანადგურეს
უკრაინის სახმელეთო შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, კიევში, მეტროსადგურ ბერესტეისკას მიმდებარედ 101-ე ბრიგადამ ჩამოაგდო რუსული დანაყოფების კოლონა გაანადგურა, მათ შორის 2 მანქანა, 2 სატვირთო და ტანკი.
"სიმშვიდეა, ყველა განადგურებული იყო", — ვკითხულობთ განცხადებაში.
6:39 რუსეთი კიევში სამხედრო ნაწილს თავს დაესხა, უკრაინულმა ძალებმა შეტევა მოიგერიეს
ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებენ.
6:18 აშშ ზელენსკის ევაკუაციისთვის მზადაა, ის უკრაინაში რჩება
ამეიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, აშშ-ის მთავრობა მზად არის დაეხმაროს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კიევის დატოვებაში, რათა თავიდან აიცილოს ტყვედ ჩავარდა ან სიკვდილი. ზელენსკის თქმით, ქვეყნის დატოვებას არ აპირებს.
6:00 ძლიერი აფეთქებები კიევში
5:44 ფოტოები ნიუ-იორკში მიმდინარე აქციიდან
5:28 რუსეთში მოქალაქეს ბანერი "არა ომს" ჯერ აივნიდან ჩამოუხსნეს, ხელახლა ჩამოკიდების შემდეგ კი პოლიციამ მიაკითხა
"ჩემმა დამ ეს პოსტერი გუშინ გააკრა. ღამით ის კომუნალურმა სამსახურმა ამწით ჩამოხსნა. ნინამ დღეს დილით ახალი ჩამოკიდა. ამის შემდეგ ჩვენს სახლში პოლიციის თანამშრომლები მოვიდნენ და წაიყვანეს ჩემი პატარა და. ნინა 18 წლისაა", — წერს ტელეკომპანია დოჟდის ჟურნალისტი.
5:25 ამ წუთებში ნიუ-იორკში უკრაინის მხარდამჭერი აქცია იმართება
5:20 კიევში აფეთქებების ხმა ისმის
4:52 სიტუაცია კიევის მეტროში
4:44 კიევში, ტროეიშინის რაიონში ახალი აფეთქებებია
უკრაინსკაია პრავდას ინფორმაციით, ეს ოკუპანტების მცდელობაა გაანადგურონ კიევის თბოელექტროსადგური. ამჟამად უკრაინის საჰაერო თავდაცვა თავდასხმებს იგერიებს.
4:42 სიმფსონებმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს
4:36 გაერო 5 მილიონამდე უკრაინელ ლტოლვილს ელოდება
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის სულ მცირე 100 000 ადამიანი უკვე იძულებით გადაადგილებულია რუსეთის შემოჭრის გამო.
4:29 "მთავრობის განცხადება არ ასახავს ჩემს პოზიციას" — ქართველებს უკრაინელებისთვის შეტყობინება აქვთ
პრემიერის განცხადებიდან მალევე, მოსახლეობამ აჩვენა, რომ ღარიბაშვილისგან განსხვავებით, მეგობრობაც ესმით და სოლიდარობაც — ამიტომ საჯაროდ თქვეს, რომ მთავრობის განცხადება მათ პოზიციას არ ასახავს. ამ სტატიაში სწორედ იმ მესიჯებს ნახავთ, რომლებიც დღეს საქართველოდან უკრაინის მოქალაქეებს გაუგზავნეს — მხარდაჭერა და არა "არგაღიზიანება".
"მე ვარ ანანო საქართველოდან და ღარიბაშვილი არ გამოხატავს ჩემს პოზიციას"
"მე ვარ ქართველი და მრცხვენია ჩემი მთავრობის! ღმერთო დაიფარე უკრაინა! ქართველი ხალხი თქვენთანაა!"
"ღარიბაშვილი არ არის მთელი საქართველო, გვაპატიეთ! ჩვენ თქვენთან ვართ!"
"ჩვენ ასე არ ვფიქრობთ. ღარიბაშვილი არ არის მთელი საქართველო! ძალიან გვრცხვენია მათ გამო. ჩვენ თქვენსკენ ვართ!"
- სხვა გამოხმაურებები და მიმართვები ნახეთ აქ
4:20 უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკებების დროსა და ადგილს ათანხმებენ
"უკრაინა იყო და იქნება მზად ცეცხლის შეწყვეტასა და მშვიდობაზე სასაუბროდ. ეს ჩვენი უცვლელი პოზიციაა. ჩვენ დავთანხმდით რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის წინადადებას. უშუალოდ ახლა მხარეები კონსლუტაციებს მართავენ მოლაპარაკების დროსა და ადგილის შესათანხმებლად. რაც უფრო მალე დაიწყება მოლაპარაკებები, მით უფრო მალე იქნება ნორმალური ცხოვრების დაბრუნების შანსი", — აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის სპიკერი სერგეი ნიკიფოროვი.
4:03 აშშ-მ პუტინსა და ლავროვს სანქციები დაუწესა
ამერიკის შეერთხებულმა შტატებმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ, ასევე, რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებიც — შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ვალერი გერამისოვი და თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ.
აღსანიშნვია, რომ დიდი ბრიტანეთი პუტინისა და ლავროვისთვის საქნციების დაწესებას განიხილავს.
3:30 ზურაბიშვილი: საქართველო იზიარებს უკრაინის ამ გადამწყვეტ უძილო ღამეს
"მთელი მსოფლიო აღფრთოვანებულია პრეზიდენტ ზელენსკის, მისი გუნდის, მისი ჯარისკაცების და მთელი მისი ერის მამაცობისა და თავდადების გაკვეთილებით", — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
3:09 ბავშვებიც ნეონაცისტები არიან? — ზელენსკი პუტინს
"ბავშვებიც ნეონაცისტები არიან?" — ასე მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინს და ყველა პროპაგანდისტს, რომელიც უკრაინაში ომს "ნეონაცისტებთან ბრძოლას" უწოდებს. მან დასვა კითხვა, რატომ მიმდინარეობს ომი უკრაინელი ბავშვების წინააღმდეგ და რატომ იბომბება საბავშვო ბაღები.
2:50 ზელენსკი: ეს ღამე იქნება ძალიან მძიმე
"ამ ღამეს მტერი გამოიყენებს ყველა იმ ძალას, რაც მას აქვს ჩვენი წინააღმდეგობის გასატეხად — ამაზრზენად, უხეშად და არაადამიანურად. ამ ღამით ისინი შეტევაზე წავლენ. ჩვენ ყველამ უნდა გავიგოთ რა გველოდება. ამაღამ უნდა გავუძლოთ. უკრაინის ბედი ახლა წყდება", — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და დაამატა: "ღამე იქნება მძიმე, ძალიან მძიმე, მაგრამ იქნება დილა."
2:22 კიევში სროლის ხმა ისმის
2:15 ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გადაუხადა ქართველ ხალხს მადლობა
"მინდა მადლობა გადავუხადო კეთილ, მშვენიერ ქართველ ხალხს, რომელიც ქუჩაში გამოვიდა უკრაინის მხარდასაჭერად. თქვენ ნამდვილი მეგობრები ხართ! მადლობა"
1:58 დმიტრი პესკოვის შვილმა #არაომს დაწერა და მალევე წაშლაა
ინფორმაციას და სქრინშოტს TV Rain ავრცელებს. დმიტრი პესკოვი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერია.
1:38 სანკტ-პეტერბურგში პუტინის ბილბორდები გამოჩნდა
ბილბორდებიდან პუტინი ხალხს დაჰყურებს და უმტკიცებს, რომ "სხვანაირად მოქცევის შანსი არ დაუტოვეს". ეს ფრაზა მან უკრაინაში შეჭრის "გასამართლებლად" გამოიყენა.
01:30 რუსებმა საავადმყოფო დაბომბეს
1:11 კიევში ისევ საჰაერო განგაშია
ქალაქის ადმინისტრაცია მოსახლეობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ ჩავიდნენ თავშესაფარსა და საცავებში. როგორც კიევის მერმა განაცხადა, დღეს დედაქალაქს მძიმე ღამე ელის, რადგან მტერი მათ საზღვრებთან ახლოსაა.
01:06 გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში იწვის ნავთობის საცავი, ბენზინგასამართი სადგური და პურის ქარხანა
ინფორმაცია Unian-ის ტელეგრამ არხზე ვრცელდება.
ფოტო: Unian
00:57 დე ფაქტო რესპუბლიკამ დე ფაქტო რესპუბლიკები აღიარა
დე ფაქტო რესპუბლიკამ დე ფაქტო რესპუბლიკები აღიარა. უფრო კონკრეტულად, საქართველოს ოკუპირებული რეგიონის, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები, ლუგანსკი და დონეცკი ე.წ. "დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოაცხადა"
00:13 ზელენსკი საქართველოზე: არის დრო, როცა მოქალაქეები არ არიან მთავრობა, მაგრამ არიან მთავრობაზე უკეთესები
ასე გამოეხმაურა ზელენსკი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და უკრაინელების მხარდამჭერ აქციას.
00:12 ზელენსკიმ ქართველებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
"შესანიშნავნი ქართველი ხალხი, ვისაც ესმის, რომ მეგობრებს უნდა დაუჭირო მხარი. მადლობელი ვარ ყველასი თბილისში და სხვა ქალაქებში, რომლებიც უკრაინის მხარდასაჭერად და ომის წინააღმდეგ გამოვიდნენ. ნამდვილად, არის დრო, როცა მოქალაქეები არ არიან მთავრობა, მაგრამ არიან მთავრობაზე უკეთესები არიან", — დაწერა მან ტვიტერზე.
23:53 კიევში ისევ აფეთქებებია
23:07 სტოლტენბერგის თქმით, NATO-ს მოკავშირეები უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდიან
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის პარტნიორები აგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას, მათ შორის, იარაღით. სტოლტენბერგის თქმით, დღეს შეხვედრაზე პარტნიორებმა დახმარების ტიპებზე ისაუბრეს და ერთ-ერთი საჰაერო თავდაცვითი სისტემები იყო.
"NATO-ს მოკავშირეები აგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას და დღეს ევროკავშირთან და ფინეთ-შვედეთან NATO-ს სამიტის შეხვედრაზე, მოკავშირეებმა გამოაცხადეს და, ამასთან, აცნობეს ყველა მოკავშირეს იარაღისა და მხარდაჭერის ტიპის შესახებ, რომელთაგან ზოგიერთი მოიცავდა საჰაერო თავდაცვით სისტემებს", — თქვა მან.
22:55 პუტინსა და ლავროვს ევროპული აქტივები გაეყინებათ
ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, სეგეი ლავროვის ევროპული აქტივების გაყინვაზე შეთანხმდნენ.
22:33 პოლონეთმა უკრაინას სამხედრო აღჭურვილობა გაუგზავნა
22:20 რა ზიანი შეიძლება მიადგეს რუსეთს ანონიმუსისგან
რა ემუქრება რუსეთს, თუ ანონიმუსი საკუთარ ძალას ბოლომდე გამოავლენს? პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სრულიად შესაძლებელია, ამ კიბერომში დამხმარე "ჯარისკაცებიც" გამოჩნდნენ.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, სადაზვერვო და სამხედრო "კიბერმებრძოლები" რუსეთზე ჰაკერული თავდასხმების განხორციელების გეგმას სთავაზობენ. აღსანიშნავია, რომ აშშ-ს საკმაოდ ძლიერი ჰაკერული რესურსი გააჩნია, თუმცა, თუ ის თავის შეკავებას გადაწყვეტს, იგივე ნაბიჯებს, სავარაუდოდ, ანონიმუსიც თავისუფლად გადადგამს.
- გაიგეთ მეტი აქ
22:00 რუსეთის ტექნოლოგიური გაყინვა — რა მოჰყვება აშშ-ის სანქციებს
უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა რუსეთში ამერიკული წარმოების პროდუქციის ფართო ნაკრების ექსპორტი შეზღუდვა დაიწყო. ეს ასევე ეხება იმ უცხოური წარმოების საქონელს, რომელიც დამზადებულია ამერიკული ტექნოლოგიით. სტატიაში მოცემულია ექვსი სავაჭრო სამართლის ექსპერტის მოსაზრება თუ როგორ იმოქმედებს ეს ახალი წესები ტექნოლოგიურ კომპანიებზე.
- სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ
21:50 NATO ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში დამატებით ძალებს განალაგებს
ამის შესახებ ახალ განცხადებაშია საუბარი, სადაც NATO რუსეთის ომს გმობს და უკრაინას მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უცხადებს.
"სამყარო როგორც რუსეთს, ასევე, ბელარუსს პასუხს აგებინებს მათი ქმედებებისთვის. მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს უპირობოდ დაგმოს ეს უგუნური თავდასხმა. რუსეთის ხელისუფლების ტყუილებმა არავინ უნდა გაასულელოს.
ამ კონფლიქტზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. რუსეთმა უარყო დიპლომატიის გზა და დიალოგი, რომელსაც NATO და მოკავშირეები განუწყვეტლივ სთავაზობდნენ. არსებითად დაარღვია საერთაშორისო სამართალი, მათ შორის, გაეროს დებულება", — ვკითხულობთ განცხადებაში.
21:40 უკრაინელმა ჯარისკაცმა მტრის შესაჩერებლად ხიდი ააფეთქა, რასაც თავადაც შეეწირა
უკრაინელმა ჯარისკაცმა მტრის შესაჩერებლად ხიდის აფეთქება გადაწყვიტა, თუმცა გარიდება ვერ მოასწრო და აფეთქებას თავადაც შეეწირა. უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების განცხადებით, ამ გმირული საქციელით მან შეაჩერა მტრის გადაადგილება და თანამოძმეებს თავდაცვის საშუალება მისცა.
"მან ხიდი დანაღმა, მაგრამ გამოსვლა ვერ მოასწრო. თანამოძმეების თქმით, ვიტალი კონტაქტზე გამოვიდა და აცნობა, რომ ხიდს აფეთქებდა. აფეთქება მაშინვე მოხდა. ჩვენი თანამოძმე დაიღუპა", — აცხადებს შტაბი.
21:20 "ჩვენ აქ ვართ. ჩვენ კიევში ვართ"
"ჩვენ ვიცავთ უკრაინას" — წერს ზელენსკი და ქალაქში გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს
21:10 მთავრობის ადმინისტრაციას უკრაინის დროშა მიანათეს
ფოტო: მარიამ ქავთარაძე / On.ge
21:00 პარლამენტთან მიმდინარე უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე პრემიერის განცხადებებს აპროტესტებენ
20:45 უკრაინაში მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ გადაიღონ სელფები გეოლოკაციით საევაკუაციო მატარებლებიდან
უკრაინაში მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ გადაიღონ სელფები გეოლოკაციით საევაკუაციო მატარებლებიდან. უკრაინის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, მიზანმიმართულად არ ასაჯაროებენ საევაკუაციო მატარებლების გრაფიკს, რადგან ეს აძლევთ საშუალებას რადარები აირიდონ და შტაბის მოთხოვნების შესაბამისად იმოძრაონ.
20:32 პუტინი უკრაინის ხელისუფლებას ისევ აკრიტიკებს
მან სცადა უკრაინის მთავრობის შეურაცხყოფა და "ნარკომანთა და ნეონაცისტების ბანდა" უწოდა.
20:27 რუსეთი ევროვიზია 2022-ის კონკურსიდან მოხსნეს
2022 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე რუსეთი მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. გადაწყვეტილებას, რომელიც მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორმა ევროპის მაუწყებელთა კავშირმა ცოტა ხნის წინ მიიღო, წინ უძღოდა მონაწილეების პროტესტი.
20:11 რუსეთს ევროსაბჭოში წარმომადგენლობის უფლება შეუჩერეს
რუსეთს ევროსაბჭოს წარმომადგენლობითი უფლება შეუჩერეს. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. ინიციატივა, რომ რუსეთისთვის წევრობის სტატუსი შეეჩერებინათ პოლონეთსა და უკრაინას ეკუთვნოდა.
20:10 აგრესორი სახელმწიფოს ბანკები უკრაინაში ვეღარ იმუშავებენ — უკრაინის ეროვნული ბანკი
უკრაინის ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციის კონტროლის ქვეშ მყოფ ბანკებს უკრაინაში მუშაობის ლიცენზია ჩამოერთვათ.
"მაშინ, როცა ჩვენი ჯარი რუსული აგრესიისგან თავდადებით და მამაცად იცავს სამშობლო მიწის თითოეულ ნაგლეჯს, ჩვენ, ცენტრალურ ბანკში, არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ დამპყრობელი ქვეყნის სახელმწიფო ბანკის "შვილებმა" უკრაინაში იფუნქციონირონ და უკრაინელების ფული მართონ", — განაცხადა უკრაინის ეროვნული ბანკის თავმჯდომარემ, კირილ შევჩენკომ.
19:55 ფოტოები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის აგრესიას ისტორიას შემოუნახავს
უკრაინის მოსახლეობის ნაწილი იძულებულია, სახლები მიატოვოს
ფოტო: Emilio Morenatti
კიევის მოსახლეობა წყალს აგროვებს
შეყვარებული წყვილი კიევიდან
ფოტო: Daniel Leal / AFP / Getty Images
- სხვა ფოტოების ნახვა შეგიძლიათ აქ.
19:43 უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრო: აგრესორმა ესროლა 2 უცხოურ ხომალდს ცეცხლი გაუხსნა
19:38 პოლონეთის პრემიერის თქმით, ევროსაბჭოდან რუსეთის გარიცხვაზე მსჯელობენ
"ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი უკრაინისა და პოლონეთის ინიციატივით, დაიწყო რუსეთის ევროსაბჭოს წევრობის შეჩერების პროცედურა. მალე იქნება საბოლოო გადაწყვეტილება", — მატეუშ მორავიეცკი.
19:36 ხარკოვის რეგიონში რკინიგზის დაბომბვის შედეგად ორი პირი დაიჭრა
"რკინიგზის ერთი მუშა დაჭრეს მუცელში, მეორე ფეხში. ახლა ქალაქის საავადმყოფოში არიან, მდგომარეობა სტაბილურია", — წერს სარკინიგზო ტრანსპორტის კომპანია.
19:33 ფოტო თბილისში მიმდინარე აქციიდან
"ბოდიში პრემიერმინისტრისთვის. ის არ არის საქართველო. დიდება უკრაინას", — ამ პოსტერით მივიდა მოქალაქე აქციაზე, სადაც საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებებს აპროტესტებენ.
ფოტო: მარიამ ქავთარაძე / On.ge
19:29 რუსეთის დანაკარგი ომის დაწყებიდან — სრულად
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, რუსეთის ქვეყანაში შეჭრის შემდეგ უკრაინულმა ჯარებმა ოკუპანტების ათეულობით ტანკი გაანადგურეს. სავარაუდოდ, სრული დანაკარგი შემდეგია:
- 80 ტანკი;
- სხვადასხვა ტიპის ჯავშანტექნიკის 516 ერთეული;
- 10 თვითმფრინავი;
- 7 ვერტმფრენი;
- 2 800-მდე ჯარისკაცია დაღუპული, დაჭრილი და ტყვედ ჩავარდნილი.
19:26 "ჰეი გაზპრომ, გინდა ვითამაშოთ?"
მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ჰაკერულმა ჯგუფმა, Anonymous-მა ტვიტერზე გაზპრომი მონიშნა და კითხა — გინდა ვითამაშოთ? ამის შემდეგ, კომპანიის ვებგვერდი გაითიშა.
"გაზპრომი გათიშულია უკრაინაში მცხოვრები ხალხის მხარდასაჭერად", — წერენ ისინი.
19:23 უკრაინამ დაკარგა კონტროლი ხერსონის გადასასვლელზე
მძიმე დაპირისპირების შემდეგ უკრაინამ დაკარგა კონტროლი ხერსონის გადასასვლელზე. ინფორმაციას რეგიონული ოპერატიული შტაბის უფროსი და ხერსონის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაცია ავრცელებს.
19:14 კიევის ოლქში ავიაიერიშებს 4 ადამიანი ემსხვერპლა, 15 დაიჭრა
ალექსეი კულებას განცხადებით, რუსულმა ჯარებმა ცინიკურად გაუხსნეს ცეცხლი მშვიდობიან მოსახლეობას.
19:13 ევროვიზია 2022-ის მონაწილეები კონკურსიდან რუსეთის მოხსნას ითხოვენ
2022 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მონაწილე ქვეყნები და მომღერლები ფესტივალიდან რუსეთის მოხსნას ითხოვენ.
ლატვიის წარმომადგენელმა ჯგუფმა, Citi Zēni-მ, პირდაპირ კონკურსის ორგანიზატორს, ევროპის მაუწყებელთა კავშირს მიმართა თხოვნით, რომ რუსეთის კონკურსზე მონაწილეობის საკითხი გადაიხედოს.
- გაიგეთ მეტი აქ.
19:09 ჰოლივუდის ვარსკვლავები უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ
მარკ რუფალო: "ვუგზავნი სიყვარულს და კეთილ სურვილებს ყველა უდანაშაულო უკრაინელს, რუსსა და ევროპელს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ვინც ამ უთანასწორო ძალადობისა და დესტრუქციის ტრაგიკულ მოვლენებში გაეხვა. თქვენ ეს მახინჯი და უმსგავსო სანახაობა არ დაგიმსახურებიათ".
ანჯელინა ჯოლი: "უამრავი თქვენგანის მსგავსად უკრაინაში მყოფი ხალხისთვის მეც ვლოცულობ. გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატში ჩემს კოლეგებთან ერთად ჩემი მთავარი მიზანია, მაქსიმალურად დავიცვათ იძულებით გადაადგილებული პირებისა და რეგიონში მყოფი ლტოლვილების უფლებები".
არნოლდ შვარცნეგერი: "დღეს უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავარ. ვიზიარებ თქვენს მწუხარებასა და მშვიდობის იმედს. აღფრთოვანებული ვარ იმ სიმამაცითა და ჰუმანურობით, რომელსაც ამ კოშმარის დროს ინარჩუნებთ. ღმერთმა დაგლოცოთ".
ხავიერ ბარდემი: "პუტინი ყველაზე ახლოს ცარიზმთან და ულტრანაციონალიზმთან დგას. რუსეთის თავდასხმა საერთაშორისო სამართლის და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაა. ეს ნამდვილი სისასტიკეა, რომელიც ევროპას ამ ხალხზე აფიქრებს და კიდევ — ყველაზე მეტად — საომარი სიტუაციით გამოწვეულ ლტოლვილების ახალ ნაკადზე".
19:04 ჩვენ უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ — პრინცი ჰარი და მეგან მარკლი
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს პრინცი ჰარი და მეგან მარკლი გამოეხმაურნენ. მათ უკრაინის მხარდამჭერი განცხადება საკუთარი ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნეს.
19:02 ხარკოვში რუსული ბომბდამშენები გამოჩნდა
ქალაქის ხელისუფლებამ ხარკოვის მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ქალაქში რუსული ბომბდამშენები დაფრინავენ, ამიტომ ყველა სასწრაფოდ უნდა დაიმალოს თავშესაფრებში და ბომბსაცავში.
18:59 რომის პაპი რუსეთის საელჩოში მივიდა
რომის პაპი ფრანცისკე რუსეთის საელჩოში მივიდა. ვატიკანის პრესსპიკერის, მატეო ბრუნოს განცხადებით, მან საელჩოში ნახევარ საათზე მეტი გაატარა.
მისივე თქმით, ვიზიტის მიზანი იყო, რომ პაპს ელჩისთვის უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო თავისი შეშფოთება გადაეცა. როგორც Reuters წერს, ეს უპრეცედენტო შემთხვევაა.
18:47 სანქციების თავიდან ასარიდებლად რუსმა მილიარდერებმა შესაძლოა, კრიპტოვალუტები გამოიყენონ
სანქციებს, შესაძლოა, ნაკლები წონა ჰქონდეს ქვეყანაში, რომელიც კრიპტოვალუტის ლეგალიზებისკენ დგამს ნაბიჯებს და სადაც ციფრულ აქტივებს უკვე ფართოდ ფლობენ.
- გაიგეთ მეტი აქ.
18:10 სანქციების პასუხად რუსეთმა ბრიტანულ ავიაკომპანიებს თავისი საჰაერო სივრცის გადაკვეთა აუკრძალა
ბრიტანულ ავიაკომპანიებს რუსეთის აეროპორტში დაშვება და მათი საჰაერო სივრცის გადაკვეთა აეკრძალათ. რუსეთის განცხადებით, ეს პასუხია დიდი ბრიტანეთის ავიაციის ხელმძღვანელობის არამეგობრულ გადაწყვეტილებაზე.
18:00 გახარია: მივმართავ უკრაინელებს, პრემიერმინისტრის განცხადება არ შეესაბამება იმ განწყობას, რომელიც ქართველ ხალხშია
"როგორიც არ უნდა იყოს საქართველოს მოქმედი მთავრობის პოზიცია, ქართველი ხალხის ეროვნული თავმოყვარეობა არსად გამქრალა, ღირსება არ დაგვიკარგავს და კვლავ ჩვენი ღირებულებების ერთგული ერი ვართ!
მივმართავ უკრაინელ ხალხს — საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადება არ შეესაბამება იმ განწყობას, რომელიც ქართველ ხალხშია. ქართველი ხალხი დგას უკრაინელების გვერდით. ის ადამიანები კი, რომლებიც ამ ერთობას უთხრიან ძირს, აგრესორის წისქვილზე ასხამენ წყალს და აუცილებლად აგებენ პასუხს", — წერს ექსპრემიერი.
17:27 პესკოვის თქმით, რუსეთი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის მინსკში დელეგაცია გააგზავნოს
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ რუსეთი მზადაა, მინსკში უკრაინასთან მოსალაპარაკებლად დელეგაცია გააგზავნოს.
მისი თქმით, ასეთ დელეგაციაში თავდაცვის, საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და, ასევე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები შევლენ.
დღეს, 25 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეოგამოსვლაში თქვა, რომ ვლადიმირ პუტინს მოლაპარაკებების დაწყებას სთავაზობს.
17:19 სატელეფონო კავშირის "პრობლემა" ზელენსკისა და იტალიის პრემიერს შორის
"შემდეგში ვეცდები ომის განრიგი გადავიტანო" — ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიის პრემიერმინისტრის, მარიო დრაგის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა დანიშნული, თუმცა ვერ შედგა.
"დღეს დილის 10:30 საათზე ჩერნიგოვთან, გოსტომელთან და მელიტოპოლთან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა. ხალხი დაიღუპა. შემდეგ ჯერზე ვეცდები ომის განრიგი გადავიტანო, რომ კონკრეტულ დროს დაველაპარაკო მარიო დრაგს. უკრაინა აგრძელებს ბრძოლას თავისი ხალხისთვის", — წერს ზელენსკი.
17:15 უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: დღეს რუსეთის საოკუპაციო ძალებიდან ათსზე მეტი სამხედრო დაიღუპა
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთს ამხელა მსხვერპლი არცერთი საომარი მოქმედებებისას არ ჰქონია.
"რუსი დედები მათ შვილებს გარდაუვალი სიკვდილისთვის გზავნიან, რადგან უკრაინის შეიარაღებული ძალები მტკიცედ იცავენ თავს და მიწას ოკუპანტისგან", — ნათქვამია განცხადებაში.
17:05 ევროკავშირი პუტინისა და ლავროვის აქტივებს გაყინავს — NYT
New York Times წერს, რომ ევროკავშირი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ევროპულ აქტივებს გაყინავს, თუმცა მათ არ დაუწესებს სამგზავრო აკრძალვას.
მედია ინფორმაციას ორ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებსაც ევროკავშირის სანქციების პროექტზე წვდომა აქვთ. სანქციების პაკეტი სრულად ჯერ არ გამოქვეყნებულა.
17:00 წაიკითხეთ Op-Ed: ომი უკრაინისთვის: დღე პირველი
მთავარი, რაც უნდა გვესმოდეს ის არის, რომ ამ დღისთვის რუსეთის ჯარი აქტიურად ემზადება ბოლო 3 თვეა და პასიურად ემზადებოდა ბოლო 14 წლის განმავლობაში, ჩვენთან ომის მერე. ეს იყო ზამბარა, რომელიც დაჭიმეს, დაჭიმეს, დაჭიმეს — გაამზადეს, შეარჩიეს მომენტი, შეარჩიეს კუთხე, მიმართულება და... გაისროლეს.
რუსეთის ჯარი იყო ყველაზე "მაგარი" პირველ დღეს, პირველ წუთს, პირველ წამს — მიზანი ეს იყო, შოკური დარტყმით ჩამოეშალა მოწინააღმდეგე.
დღის ბოლოს ყველა მეგობარი მწერდა - "სად არის 150 000 ჯარისკაცი?".
ადამიანებს შეგრძნება გვაქვს, რომ 150 000 ქვეითი უნდა უტევდეს და რომ ეს რაოდენობა უნდა "იგრძნობოდეს" ვიდეოებზე და უკრაინელების აღწერებში. მთელი ეს დროა, ყველა, ვისაც საქმეში ჩაგვეხედება, გავიძახით, რომ 150 კი არა, ნახევარი მილიონი არ არის საკმარისი იმ ფართობის დასაფარად, რომელზეც რუსები განაწილდნენ უკრაინის გარშემო. კოალიცია რომ კუვეიტის გასანთვისუფლებლად უტევდა ერაყს, მილიონიანი ჯარი მიაყენა.
- სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.
16:45 რუსულმა ჯარმა კიევის ოლქში ერთ-ერთი დასახლება დაბომბა, ნამსხვრევები ბავშვთა სახლს მოხვდა
რუსულმა ჯარებმა კიევის ოლქში ვორზელის დასახლება დაბომბეს. სავარაუდოდ, საარტილერიო-სარაკეტო დანადგარ "გრადიდან" ნასროლი ბომბები ბავშვთა სახლს მოხვდა.
გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან იმ დროისთვის 50 ბავშვი და პერსონალი სხვა შენობაში იმყოფებოდა. მისივე თქმით, ბავშვთა სახლის ტერიტორიაზე, არ არის არც ბომბსაცავი და არც სარდაფები, ამიტომ ევაკუაციის პროცესში პროკურატურა ჩაერთო.
16:30 ტუსკი ევროკავშირის ქვეყნებს: ამ ომში ყველაფერი რეალურია, მხოლოდ თქვენი სანქციებია მოჩვენებითი
"ამ ომში ყველაფერი რეალურია — პუტინის სიგიჟე და სისასტიკე, უკრაინელების მსხვერპლი, კიევის დაბომბვა. მხოლოდ თქვენი სანქციებია მოჩვენებითი. ევროკავშირის ქვეყნების იმ მთავრობებმა, რომლებმაც მკაცრი გადაწყვეტილებები დაბლოკეს (მაგალითად, გერმანია, უნგრეთი, იტალია) შეურაცხყოფა მიაყენეს საკუთარ თავს", — წერს ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტი Twitter-ზე.
16:14 უკრაინამ კუნძული ზმეინნი დაიბრუნა
უკრაინამ დაიბრუნა გველების კუნძული, რომლის დასაკავებლადაც გუშინ, 24 თებერვალს რუსებმა 13 უკრაინელი ჯარისკაცი მოკლეს.
15:55 ზელენსკი პუტინს მოლაპარაკებების დაწყებას სთავაზობს
"მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს. უკრაინის მთლიან ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. მოდით, დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა შევაჩეროთ ადამიანების სიკვდილი", — განაცხადა ზელენსკიმ.
15:50 უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსმა ოლიგარქებმა 39 მილიარდ დოლარამდე დაკარგეს
მიუხედავად იმისა, რომ რუსი ოლიგარქები რუსული აგრესიის ფონზე უკვე გრძნობდნენ დასავლეთისგან ზეწოლას, Bloomberg-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეიჭრა, 24 საათში მათ 39 მილიარდ დოლარამდე დაკარგეს — ეს იმაზე მეტია, ვიდრე მთელი წლის განმავლობაში.
- გაიგეთ მეტი აქ.
15:45 ჩერნობილში, გაუცხოების ზონაში რადიაციის ზრდა დაფიქსირდა
უკრაინის უმაღლესი რადის განცხადებით, რადიაციის კონტროლის ავტომატური სისტემის მონაცემების თანახმად, ჩერნობილის გაუცხოების ზონაში არსებული დაკვირვების პუნქტების მნიშვნელოვან ნაწილში, გამა გამოსხივების მაჩვენებელი გაზრდილია. მონაცემები ხელმისაწვდომია ონლაინ. რუსეთის ოკუპაციისა და საომარი მოქმედებების გამო, ამჟამად შეუძლებელია რადიაციული ფონის ცვლილების მიზეზების დადგენა.
15:40 ლუგანსკში მოსახლეობის ევაკუირებისთვის მიმავალ ავტობუსებს რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს
ამის შესახებ ლუგანსკის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი წერს. მისი თქმით, დაშავებულებზე ინფორმაცია ზუსტდება.
15:19 ლომჯარია: პრემიერის დღევანდელი განცხადება და მისი პათოსი არ გამოხატავს ჩემს პოზიციას — ქართველები არ ვტოვებთ მეგობრებს გასაჭირში
"უკრაინის ბრძოლა თავისუფლებისა და ღირსებისთვის ჩვენი ბრძოლაცაა ჩვენი თავისუფლებისა და ღირსებისთვის! ვინც ასე ფიქრობთ, გამოხატეთ თქვენი პოზიცია, ჩვენ ბევრი ვართ და ჩვენ გვაქვს გამოხატვის თავისუფლება!" — განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა.
15:10 დუდა კიევის დაბომბვაზე: ტერორის ღია აქტი მიმართულია მებრძოლი სულის გასატეხად
"ახლახანს ვესაუბრე ვოლოდიმირ ზელენსკის. კიევში ძალიან მძიმე ვითარებაა. დილით რუსებმა ქალაქის დაბომბვა დაიწყეს. თვითმფრინავები ბომბავენ საცხოვრებელ კორპუსებს. ხალხი იხოცება. ტერორის ღია აქტი მიმართულია მებრძოლი სულის გასატეხად, მაგრამ არსებობს უზარმაზარი მონდომება დედაქალაქის დასაცავად", — წერს პოლონეთის პრეზიდენტი.
15:06 ზელენსკი: ზელენსკი: რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც აპროტესტებენ, მინდა ვუთხრა — ჩვენ თქვენ გხედავთ
"რუსეთის ყველა მოქალაქეს, რომლებიც გამოდიან აქციებზე, მინდა ვუთხრა, ჩვენ თქვენ გხედავთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი გაიგეთ და ჩვენდამი ნდობა გიჩნდებატ. იბრძოლეთ ჩვენთვის, იბრძოლეთ ომის წინააღმდეგ", — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
14:45 თალიბანი რუსეთსა და უკრაინას კონფლიქტის "მშვიდობიანად გადაჭრისკენ" მოუწოდებს
სამხედრო დაჯგუფება თალიბანი, რომელმაც ავღანეთზე კონტროლი დაამყარა, უკრაინას და რუსეთს კონფლიქტის "მშვიდობიანი გზით" გადაჭრისკენ "მოუწოდებს". ხელისუფლებაში ძალადობრივი გზით მოსული და ძალადობრივი მმართველობით ცნობილი თალიბანი აცხადებს, რომ ყველამ მხარემ თავი უნდა შეიკავოს ისეთი მოქმედებებისგან, რაც ძალადობას გააძლიერებს.
14:30 გონჩარენკო ღარიბაშვილს: არაუშავს, ირაკლი, როდესაც ომი დამთავრდება, შეგიძლია აღარ ჩამოხვიდე
"არაუშავს, ირაკლი. როდესაც ომი დამთავრდება და სამხედრო თვითმფრინავების ნაცვლად სამგზავრო თვითმფრინავები იფრენენ, შეგიძლია აღარ ჩამოხვიდე", — ასე ეხმაურება უკრაინის რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ კიევში ჩაკეტილი საჰაერო სივრცის გამო ვერ ჩადის.
14:10 ზელენსკი: უკრაინელები ნამდვილ გმირობას ავლენენ.
13:55 ღარიბაშვილი კიევში არჩასვლას ჩაკეტილი საჰაერო სივრცით "ხსნის"
"კითხვაზე, ვაპირებ თუ არა კიევში ჩასვლას, რა თქმა უნდა, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ დაკეტილია საჰაერო სივრცე. არათუ მე, არამედ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერებიც ვერ ჩადიან უკრაინაში", — აცხადებს ღარიბაშვილი.
13:32 უკრაინის თავდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, შეუერთდნენ სამხედრო ძალებს
ჯარის მეთაური აცხადებს, რომ ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს და ყველას შეუძლია შეუერთდეს სამხედრო ძალებს.
13:15 რუსული ტანკები კიევის ოლქში, ობოლონში გადაადგილდებიან
12:45 მტრის შესაჩერებლად კიევის მიმდებარედ ხიდი ააფეთქეს
12:27 ღარიბაშვილი: საქართველო არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში
"მინდა მკაფიოდ განვაცხადო და ერთმნიშვნელოვნად, რომ საქართველო ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში, ვინაიდან აღნიშნული დააზიანებს გაცილებით უფრო მეტად ჩვენს ქვეყანასა და მოსახლეობას", — განაცხადა ღარიბაშვილმა.
12:20 კიეველებს მოუწოდებენ, სასწრაფოდ გადავიდენ თავშესაფრებში
კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა. მოსახლეობას მოუწოდებენ, სასწრაფოდ გადავიდენ თავშესაფრებში
ფოტო: უკრაინსკაია პრავდა
11:58 უკრაინელები სამხედრო აღრიცხვისთვის შესაბამის პუნქტებში მიდიან
საყოველთაო მობილიზების გამოცხადების შემდეგ უკრაინელები სამხედრო აღრიცხვისთვის შესაბამის პუნქტებში მიდიან. აღნიშნულზე უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარები იუწყება.
11:44 უკრაინამ ჩერნიგოვთან რუსეთის შეტევა მოიგერია
უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ინფორმაციით, ჩერნიგოვთან უკრაინულმა ძალებმა რუსების შეტევა მოიგერიეს.
10:23 ზელენსკი: დღეს დილით ჩვენ მარტო ვიცავთ ჩვენს სახელმწიფოს
"დღეს დილით ჩვენ მარტო ვიცავთ ჩვენს სახელმწიფოს. გუშინდელივით, მსოფლიოს უძლიერესი ძალები შორიდან ადევნებენ თვალს [...] დაარწმუნა რუსეთი გუშინდელმა სანქციებმა? ჩვენ გვესმის ცაზე და ვხედავთ მიწაზე, რომ ეს საკმარისი არ იყო", — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
10:19 უკრაინის თავდაცვა მტრის დანაკარგის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, დღეს დილის მდგომარეობით უკრაინელებმა, დაახლოებით, 800 რუსი სამხედრო მოკლეს. ასევე, განადგურებულია 30-ზე მეტი რუსული ტანკი, 7 თვითმფრინავი, 6 ვერტმფრენი და 130 საბრძოლო მანქანა.
09:41 რუსული ტანკები კიევისკენ მიდიან
Unian-ის ინფორმაციით კიევისკენ მიმავალი რუსული ტანკები სოფელ ივანკოვთან გაჩერდნენ და ხიდი ააფეთქეს.
09:38 საავიაციო იერიში ლვოვში
09:30 კიევში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ორსართულიან სახლს ხანძარი გაუჩნდა
ინფორმაციას და ფოტო-ვიდეო მასალას Unian ავრცელებს.
09:13 რივნის აეროპორტის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმა მოხდა
ამის შესახებ ინფორმაცი ქალაქის მერმა გაავრცელა. მისი თქმით, სერიოზული ზიანი არ არის და სეტალებს მოგვიანებით იტყვის.
8:10 საფრანგეთი უკრაინას 300 მილიონ ევროს გამოუყოფს და სამხედრო ტექნიკით დაეხმარება
ამის შესახებ მაკრონმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ევროკავშირმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა.
7:45 ხანძრის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კიევში 9-სართულიან კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. უკრაინული მედია, Unian მერზე დაყრდნობით, წერს, რომ ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.
"სასწრაფო დახმარებას ხალხი კლინიკებში გადაჰყავს. ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზე მუშაობს. კორპუს ცეცხლი უკიდია და არსებობს ჩამონგრევის საფრთხე", — დაწერა მან.
7:33 კიევში 9-სართულიანი კორპუსი იწვის
7:28 სარეკეტო თავდასხმა ზაპოროჟიეში
ზაპოროჟიის რეგიონში, სასაზღვრო ქვედანაყოფს სარაკეტო ცეცხლი გაუხსნეს, რასაც მსხვერპლი მოყვა. ინფორმაცია ზუსტდება.
7:24 უკრაინის ინფორმაცია რუსეთის დანაკარგებზე
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, რუსულმა ჯარმა დაახლოებით 800 ჯარისკაცი დაკარგა. მათივე თქმით, გაანადგურეს მოწინააღმდეგის 7 თვითმფრინავი, 6 ვერტმფრენი, 30 ტანკი, 130 ჯავშანტრანსპორტიორი.
7:20 კიევში საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა
7:04 გორაშენკო: აფეთქებები — ეს იყო ჩვენი საჰაერო თავდაცვის დარტყმები მტრის თვითმფრინავებზე
შს მინისტრის მრჩეველი წერს, რომ ოპერატიული ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მტრის თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
6:46 სოციალურ ქსელებში კიევში მომხდარი აფეთქების ვიდეოები ვრცელდება
ავსტრიაში უკრაინის ელჩმის თქმით, ეს კადრები უკრაინაში ახლა არსებულ სიტუაციას ასახავას.
მსგავსი ვიდეოები ტელეგრამ არხ NEXTA-ზე ვრცელდება.
6:32 კიევში აფეთქებების ხმა ისმის
გამთენიისას კიევში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. Unian შს მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაჩენკოზე დაყრდნობით წერს, რომ, აფეთქებების ხმა ისმოდა დედაქალაქის პეჩერსკის და გოლოსევსკის რაიონებში, პოზნიაკიში. კიევში, ტროეშჩინას რაიონში უკვე 6-მდე აფეთქება მოხდა.
აფეთქებებზე ინფორმაციას ავრცელებენ ადგილობრივები და იქ მომუშავე ჟურნალისტებიც.
6:26 5 ახალი სანქცია რუსეთს ევროკავშირისგან
- ფინანსურ სანქციები, რომელიც რუსეთის საბანკო ბაზრის 70%-სა და მნიშვნელოვან, მათ შორის თავდაცვის სფეროში არსებულ, სახელმწიფო კომპანიებს შეეხებათ;
- მეორე — სამიზნეა ენერგეტიკული სექტორი, საკვანძო ეკონომიკური არეალი, რომელიც განსაკუთრებით სარგებლის მომტანია რუსეთის სახელმწიფოსთვის;
- მესამე პუნქტი იქნება ევროკავშირის მიერ რუსული ავიაკომპანიებისთვის თვითმფრინავებისა და სამხედრო აღჭურვილობის მიყიდვა;
- მეოთხე მნიშვნელოვან ტექნოლოგიებზე რუსეთის წვდომის შეზღუდვა იქნება;
- სანქციები შეეხება დიპლომატების, მათთან დაკავშირებული ჯგუფებისა და ბიზნესის წარმომადგენლების ვიზებს.
5:50 რუსული ჯარები სუმიდან, სავარაუდო, კიევისკენ დაიძრნენ
სუმის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი ჟივიცკი აცხადებს, რომ მათი დასახლება ალყაშია, რუსულმა ჯარებმა კი გეზი კიევისკენ აიღეს. ჟივიცკიმ მოუწოდა ყველას, ვისაც იარაღი აქვს, მტერს შეხვდეს.
5:40 გოსტომელში ისევ აფეთქებებია
უკრაინის დროით 3 საათზე (თბილისის დროით 5) გოსტომელში აფეთქებების ხმა ისმოდა. ეს ის დასახლებაა, სადაც რამდენიმესაათიანი ბრძოლა მიმდინარეობდა აეროპორტისთვის, რომელიც საბოლოოდ უკრაინელებზე დაიბრუნეს.
5:35 რუსეთს დამატებით სანქციებს იაპონიაც დაუწესებს
The Guardian-ის ცნობით, იაპონია რუსეთს ფინანსური ინსტიტუტებისა და სამხედრო აღჭურვილობის ექსპორტის მიმართულებით შეზღუდავს. პრემიერმინისტრის თქმითვე, გააკეთებენ ყველაფერს, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესების გავლენა იაპონიის ეკონომიკაზე შეამცირონ.
5:26 ნოვაია გაზეტას ახალი ნომრის ყდა, რომელიც 2 ენაზე —უკრაინულად და რუსულად გამოიცემა
5:12 აშშ მზადაა მიიღოს უკრაინელი ლტოლვილები
აშშ მზადაა, მიიღოს უკრაინელი ლტოლვილები. თეთრი სახლის ინფორმაციით, მთავრობა ასევე მზადაა, დაეხმაროს უკრაინის მეზობელ ქვეყნებს, გაუმკლავდნენ ლტოლვილთა გაზრდილ ნაკადს.
"მზად ვართ მივიღოთ, მაგრამ ველით, რომ უმრავლესობას სურს ევროპაში და მეზობელ ქვეყნებში წასვლა. ვმუშაობთ ევროპულ ქვეყნებთან იმაზე, თუ რა საჭიროებები არსებობს და სად არის შესაძლებლობები. მაგალითად, პოლონეთი, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში ვხედავთ ლტოლვილთა მზარდ ნაკადს", — თქვა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯენ ფსაკმა.
4:45 ჩერნობილის ობიექტების პერსონალი მძევლად აიყვანეს — თეთრი სახლი
თეთრი სახლის პრესსპიკერის, ჯენ ფსაკის განცხადებით, აქვთ ინფორმაცია, რომ რუსმა ჯარისკაცებმა მძევლად აიყვანეს ჩერნობილის ობიექტების პერსონალი. მისი თქმით, ეს საგანგაშო და შემაშფოთებელია.
"ეს უკანონო და სახიფათო მძევლების აყვანაა, რამაც შეიძლება შეცვალოს საჯარო სამსახურის რუტინული ძალისხმევა, რომელიც საჭიროა ბირთვული ნარჩენების ობიექტების შესანარჩუნებლად და დასაცავად. აშკარად წარმოუდგენლად საგანგაშო და სერიოზულად შემაშფოთებელია. ჩვენ ვგმობთ ამას და ვითხოვთ მათ გათავისუფლებას", — ამბობს ის.
4:31 ჰაკერულმა დაჯგუფებამ რუსეთს "კიბერომი გამოუცხადა"
მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ჰაკერულმა ჯგუფმა, Anonymous-მა რუსეთს "კიბერომი გამოუცხადა". ინფორმაცია ამის შესახებ მათ ტვირტერზე გამოქვეყნდა.
მათი განცხადებით, რუსული პროპაგანდისტული მედია Russia Today დაბლოკეს. უკვე რამდნეიმე საათია, რაც RT-ს ვებგვერდები მიუწვდომელია.
4:23 უკრაინამ გოსტომელი დაიბრუნა
უკრაინელმა ჟურნალისტმა, ალენა ახნომ გაავრცელა იმ ჯარისკაცების ფოტო, რომლებიც გოსტომელის აეროპორტთან შეტაკებებში მონაწილეობდნენ. ხანგრძლივი ბრძოლისა და პოზიციების ცვლილების შემდეგ უკრაინამ აეროპორტზე კონტროლი დაიბრუნა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის ინფორმაციით, შეტაკებებისას 200 რუსი სპეცრაზმელის ლიკვიდაცია მოხდა.
ფოტო: ალენა ახნო
4:15 არესტოვიჩი: რუსულმა ჯარმა 400-მდე ადამიანი დაკარგა
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის ინფორმაციით, შეტაკებებისას რუსულმა ჯარმა 400-მდე ადამიანი დაკარგა. მისივე თქმით, ათეულობით პირი ტყვედ აიყვანეს.
3:57 უკრაინაში 137 ადამიანი გარდაიცვალა
პრეზიდენტის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით რუსეთის შეტევებს 137 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან, როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო პირები.
3:52 ზელენსკი: დღეს ევროპის 27 ლიდერს ვკითხე, მიიღებენ თუ არა უკრაინას ნატოში, ყველას ეშინია, არ მპასუხობენ
"ჩვენ კი არაფრის გვეშინია. არ გვეშინია, როცა ჩვენ ქვეყანას ვიცავთ. არ გვეშინია რუსეთის. არ გვეშინია რუსეთთან საუბრის. ჩვენ არ გვეშინია არაფერზე საუბრის, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებზე საუბრის.
არ გვეშინია ნეიტრალურ სტატუსზე საუბრის. ჩვენ ხომ ახლა არ ვართ ნატოს წევრები, მაგრამ რა სახის გარანტიები გვექნება? და რაც მთავარია, რომელი კონკრეტული ქვეყნები მოგვცემენ მათ?" — განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
3:45 ზელენსკი: მტრისთვის #1 სამიზნე ვარ, ვრჩები კიევში
"ჩვენი ინფორმაციით, მტერმა მე მომნიშნა ნომერ პირველ სამიზნედ. ჩემი ოჯახი კი მათთვის მე-2 სამიზნეა. სახელმწიფოს მეთაურის განადგურებით, მათ სურთ უკრაინის პოლიტიკური განადგურება. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მტრის დივერსიული ჯგუფები შევიდნენ კიევში. მე ვრჩები კიევში", — განაცხადა პრეზიდენტმა.
3:39 კუნძულზე დაღუპულებს გმირის წოდება მიენიჭათ
პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჯარისკაცები გმირულად დაიღუპნენ, მაგრამ კუნძული არ დათმეს. მან ყველას გმირის წოდება მიანიჭა.
3:20 დაიღუპნენ კუნძულის მცველი უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებმაც რუსების დანებების მოთხოვნას გინებით უპასუხეს
გველების კუნძულზე, რომელსაც რუსები დღის განმავლობაში ბომბავდნენ, 13 უკრაინული სამხედრო დაიღუპა. უკრაინსკაია პრავდამ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც ისმის, რომ რუსული სამხედრო გემი მათ დანებებას ურჩევს, პასუხად კი რუსულენოვან გინებას იღებს.
3:10 ზალუჟნი: მტერს არ მივეცით საშუალება, დამპყრობლური გეგმა შეესრულებინა
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნის განცხადებით, მძიმე დღე დასრულდა იმით, რომ მტერს დამპყრობლური გეგმის შესრულების საშუალება არ მისცეს და 19 საათი წინააღმდეგობა გაუწიეს რუსეთის ფართომასშტაბიან შეტევას.
2:48 ეუთომ უკრაინიდან ყველა თანამშრომლის გადაყვანა გადაწყვიტა
გენერალური მდივნის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებისა და უსაფრთხოების გაუარესებული სიტუაციის გამო გადაწყვიტეს, რაც შეიძლება მალე მოახდინონ საერთაშორისო მისიის ყველა წევრის დროებითი ევაკუაცია.
2:41 ზელენსკიმ საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა, რაც ნიშნავს, რომ წვევამდელები და რეზერვისტები ჯარში უნდა გამოცხადდნენ. მობილიზაცია პრეზიდენტის ბრძანების გამოქვეყნებიდან 90 დღის განმავლობაში მოქმედებს მთელი უკრაინის ტერიტორიაზე.
წვევამდელების და რეზერვისტების გაწვევა, ასევე, სამხედრო საჭიროებებისთვის სატრანსპორტო საშუალებების მომარაგება უნდა განხორციელდეს იმ მოცულობით, რაც შეესაბამება მობილიზაციის გეგმებს. ამის განსაზღვრა კი უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს დაევალა. გარდა ამისა, მინისტრთა კაბინეტს დაევალა უზრუნველყოს დაფინანსება და მიიღოს სხვა ზომები საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებით.
2:30 რა არის SWIFT და რა ელის რუსეთს, თუ მას ამ სისტემიდან გათიშავენ
მსოფლიო ბანკთაშორისი ფინანსური ტელეკომუნიკაციების საზოგადოება, ანუ SWIFT 1973 წელს, ბელგიაში დაარსდა. ის შუამავალი და ფინანსური ტრანზაქციების შემსრულებელია ბანკებს შორის, მთელ მსოფლიოში. გათიშვა გამოუსწორებლად დააზარალებს რუსეთის ეკონომიკას და ამას ექნება როგორც მყისიერი გავლენა, ასევე მნიშვნელოვანი ნეგატიური ეფექტი გრძელვადიან პერსპექტივაში.
გაიგეთ მეტი აქ.
2:03 უკრაინაში 100 000-ზე მეტ ადამიანს სახლის დატოვება მოუწია
გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს განაცხადებით, უკრაინაში 100 000-ზე მეტ ადამიანს სახლის დატოვება მოუწია, მათგან რამდენიმე ათასი გადავიდა მეზობელ ქვეყნებში, ძირითადად რუმინეთსა და მოლდოვაში.
გერმანულ მედიაში წერენ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ევროკავშირის ქვეყნებს დაახლოებით 200 000-დან ერთ მილიონამდე ლტოლვილი შეაფარებს თავს.
2:00 უკრაინაში ომის პარალელურად მოსკოვში ზემფირას კონცერტი გაიმართა
კონცერტის დასაწყისში მომღერალმა აღნიშნა, რომ ეს მისი პირველი კონცერტია ბოლო 5 წლის განმავლობაში. აღსანიშნია, რომ 24 თებერვალს ზემფირამ დადო პოსტი წარწერით "არა ომს".
1:45 ზელენსკი: ნატოში გაწევრიანებაზე ვიკითხეთ — პასუხი არ მიგვიღია, ახლა გვჭირდება უსაფრთხოების საერთაშორისო სამართლებრივი გარანტიები
"ევროპის ბედი უკრაინაში წყდება: თუ პუტინი ახლა არ მიიღებს ღირსეულ პასუხს, კიდევ უფრო შორს წავა.
აგრესორის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული მკაცრი ეკონომიკური და ფინანსური სანქციები, რაც აგრესიის გაგრძელების საშუალებებას არ მისცემს: გაითიშოს SWIFT-დან, დაუწესდეს ემბარგო ნავთობისა და გაზით ვაჭრობაზე, არმიის იარაღით და საბრძოლო მასალებით დახმარება, გაეროს სამშვიდობო ოპერაციის მხარდაჭერა", — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ ევროსაბჭოს საგანგებო სხდომაში, რათა გვერდში დაუდგენ უკრაინას და შეაჩერონ აგრესორი.
1:30 კანადა აძლიერებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და აუქმებს ექსპორტის ნებართვებს
კანადამ სანქციების ახალი პაკეტი გამოაქვეყნა. სანქციები შეეხება 62 ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელთა შორის ელიტისა და მსხვილი ბანკების წევრები არიან. კანადის პრემიერმინისტრის, ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ ყველა საექსპორტო ნებართვა გააუქმეს.
1:17 მეტროში მოწყობილ თავშესაფარში ვარ — უკრაინაში მყოფი ქართველი
"უსაფრთხოდ და ჯანმრთელად, მინიმუმ დილამდე", — ასე პასუხობს უკრაინაში მყოფი ქართველი, ნაკე მენთეშაშვილი On.ge-ის კითხვას, რამდენად უსაფრთხო ადგილას იმყოფება ახლა. მისი თქმით, მეტროში მოწყობილ თავშესაფარშია და ღამის გათევას იქ აპირებს.
სრული ინტერვიუ ნახეთ აქ.
00:53 ბარსელონას და ნაპოლის ფეხბურთელებმა ევროპა ლიგის მატჩის წინ გამოიტანეს ბანერი წარწერით: "STOP WAR"
00:36 პენტაგონი ევროპაში დამატებით 7000 სამხედროს გაგზავნის
NYT-ის ცნობით, ამით რუსეთის აგრესიის ზრდის პერიოდში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ გაგზავნილი სამხედროების რაოდენობა 14 000-ს მიაღწევს.
00:02 რუსეთის თავდასხმის შედეგად 57 უკრაინელი გარდაიცვალა, 169 დაიჭრა — ჯანდაცვის მინისტრი
ვიქტორ ლიაშკომ განმარტა, რომ ხუთშაბათს, საომარი მდგომარეობის დაწესებასთან ერთად, მათ, ვისაც ამბულატორიულად მკურნალობა შეუძლიათ, შესთვაზეს დატოვონ სამედიცინო დაწესებულებები, რათა კლინიკები მზად იყვნენ მიიღონ დაჭრილები და დაშავებულები. მისივე თქმით, სამედიცინო მუშაკები მუდმივად მორიგეობენ, როგორც ქირურგიული პროფილის, ასევე, ტრავმატოლოგები და რეანიმატოლოგები.
24 თებერვლის მთავარი ამბები
- პუტინმი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო;
- რუსულმა ჯარებმა უკრაინას სხვადასხვა ტერიტორიიდან, მათ შორის ბელარუსიიდან შეუტიეს, რასაც ლუკაშენკო უარყოფს;
- თავდასხმა სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში, მათ შორის, კიევის ოლქშიც მოხდა;
- რუსებმა კონტროლი აიღეს რამდენიმე აეროდრომსა და აეროპორტზე;
- რუსებმა ხელში ჩაიგდეს ჩერნობილის ატომური სადგური;
- ევროკავშირმა, ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესეს;
- უკრაინაში კომენდანტის საათი და საომარი მდგომარეობა გამოცხადდა;
- უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა;
- ომის გასაპროტესტებლად აქციები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, მოსკოვში გაიმართა, სადაც ასეულობით ადამიანი დააკავეს;
- ორივე მხარეს დაიღუპა ათეულობით სამხედრო, ზუსტი რაოდენობა უცნობია;
- რუსული რუბლი რეკორდულად გაუფასურდა;
- რუსეთის თავდასხმის შედეგად 57 უკრაინელი გარდაიცვალა, 169 დაიჭრა.
23:50 ბაიდენის თქმით, პუტინის სანქცირების საკითხი ბლეფი არ არის და განიხილება
მიუხედავად ამისა, ბაიდენმა არ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რატომ არ უწესებენ პუტინს სანქციებს დღესვე.
23:47 ჩვენს სანქციებს თანაბარი, შესაძლოა, იმაზე უფრო დიდი შედეგი ჰქონდეს, ვიდრე SWIFT-ს — ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, სანქციები, რომლებსაც აშშ უწესებს რუსეთს, შესაძლოა, უფრო მეტად შედეგიანი იყოს, ვიდრე ქვეყნის SWIFT-დან გარიცხვა. როგორც მან აღნიშნა, SWIFT-დან ვინმეს გარიცხვა "ყოველთვის შესაძლებელია", მაგრამ "ამჟამად, ეს არ არის ის პოზიცია, რომლის დაკავებაც დანარჩენ ევროპას სურს".
23:33 ბაიდენი: უკრაინაზე ბევრად დიდი ამბიციები აქვს, უნდა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირი აღადგინოს
"სწორედ ამაზეა საუბარი. მე ვფიქრობ, რომ მისი ამბიციები სრულად ეწინააღმდეგება ადგილს, სადაც დანარჩენი მსოფლიო მოვიდა", — თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
23:15 კულება: ვინც ეჭვობს, უნდა გამოეთიშოს თუ არა რუსეთი SWIFT-ს, უნდა ესმოდეს, რომ უკრაინელების სისხლი მათ ხელებზეა
"მე არ ვიქნები დიპლომატიური ამ საკითხთან დაკავშირებით. ყველას, ვინც ახლა ეჭვობს, უნდა გამოეთიშოს თუ არა რუსეთი SWIFT-ს, უნდა ესმოდეს, რომ უდანაშაულო უკრაინელი კაცების, ქალებისა და ბავშვების სისხლი მათ ხელებზეა", — თქვა კულებამ და დააყოლა: "გათიშეთ რუსეთი SWIFT-იდან!"
- გაიგეთ მეტი აქ.
23:07 აშშ-მ რუსეთის 4 მსხვილ, მათ შორის, VTB ბანკს სანქციები დაუწესა
"ჩვენ შევუზღუდავთ რუსეთის შესაძლებლობას გააკეთოს ბიზნესი დოლარებში, ევროში, ფუნტებსა და იენებში, რათა იყოს გლობალური ეკონომიკის ნაწილი. ჩვენ დამატებით ვბლოკავთ 4 მსხვილ ბანკს, ეს ნიშნავს, რომ ყველა აქტივი, რაც აშშ-ში აქვთ, გაიყინება. ეს მოიცავს VTB ბანკს, რუსეთში მეორე ყველაზე დიდ ბანკს", — განაცხადა ბაიდენმა.
22:47 გოსტომელის აეროპორტი რუსებმა აიღეს
რუსმა ოკუპანტებმა კონტროლი აიღეს გოსტომელში, ანტონოვის საერთაშორისო აეროპორტზე, რომელიც კიევიდან 10 კილომეტრზე ნაკლებითაა დაშორებული. ინფორმაციას პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი ავრცელებს.
22:38 ზალუჟნი: რუსებს ბლიცკრიგი არ გამოუვიდათ. საკუთარ სისხლში იბანავებენ
"ვლოცულობთ ჩვენი დაღუპული ძმების სულებისთვის და დაჭრილების მალე გამოჯანმრთელებისთვის.
ვაგრძელებთ ბრძოლას! მთელი უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორი ღირსეულ წინააღმდეგობას უწევს [მტერს]. რთული იქნება, მაგრამ ჩვენ გავუძლებთ. რუსებს ბლიცკრიგი არ გამოუვიდათ. საკუთარ სისხლში იბანავებენ", — განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.
22:36 კოკა-კოლამ უკრაინაში ქარხანა დახურა
"ჩვენ ყველაფერს დავაკვირდებით უახლოესი დღეები", — თქვა კომპანიის წარმომადგენელმა.
22:17 რუსეთმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დაიკავა
რუსეთმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დაიკავა. ინფორმაციას Ukrainskaia Pravda უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველზე დაყრდნობით ავრცელებს.
"სასტიკი ბრძოლის შემდეგ, ჩვენ დავკარგეთ ჩერნობილის ობიექტზე კონტროლი. უცნობია, რა მდგომარეობაშია ჩერნობილის ყოფილი ატომური ელექტროსადგურის აღჭურვილობა, ასევე, ბირთვული ნარჩენების საცავის მდგომარეობა", — თქვა მან.
22:13 როგორ გააშუქა რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ ომი
21:50 ბრიტანეთი რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს
- ყველა მსხვილ რუსულ ბანკს გაეყინება აქტივები, გაირიცხება დიდი ბრიტანეთის ფინანსური სისტემიდან. ეს მოიცავს VTB ბანკის სრულ და დაუყოვნებლივ გაყინვას;
- ანონმდებლობა შეაჩერებს მსხვილ რუსულ კომპანიებისა და სახელმწიფოს მოიზიდონ ფინანსები და აიღონ სესხი ბრიტანეთიდან;
- აქტივების გაეყინება 100 ახალ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს;
- ავიაკომპანია Aeroflot-ს დიდ ბრიტანეთში ფრენა ეკრძალება;
- შეჩერდება ორმაგი დანიშნულების საექსპორტო ლიცენზიები, რათა არ მიუწვდებოდეთ ხელი იმაზე, რაც შეიძლება გამოიყენონ სამხედრო მიზნებისთვის...
სრული სია ნახეთ აქ.
21:20 რუსეთში ომს აპროტესტებენ, პოლიცია მონაწილეებს აკავებს
რუსეთში ომის საწინააღმდეგო აქციები იმართება. Al Jazeera მონიტორინგის ჯგუფზე დაყრდნობით წერს, რომ პოლიციამ 100-ზე მეტი ადამიანი დააკავა.
20:38 ფოტოები თბილისში გამართული სოლიდარობის აქციიდან
ფოტო: გვანცა სეთურიძე/On.ge
ფოტო: გვანცა სეთურიძე/On.ge
ფოტო: გვანცა სეთურიძე/On.ge
20:36 ზელენსკი: მსოფლიო ლიდერებო, თუ დღეს ძლიერად არ დაგვეხმარებით, ხვალ ომი თქვენს კარზე დააკაკუნებს
"თუ თქვენ ძვირფასო ევროპელებო, მსოფლიო ლიდერებო, თავისუფალი სამყაროს ლიდერებო, დღეს არ დაგვეხმარებით, თუ ძლიერად არ დაგვეხმარებით, ხვალ ომი თქვენს კარზე დააკაკუნებს", — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
20:29 თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქციაზე Putin khuilo-ს სკანდირებენ
20:15 საქართველოში უკრაინის საელჩოსთან რუსეთის მოქალაქემ პასპორტი დაწვა
"მე უარს ვამბობ მოქალაქეობაზე. აღარ მინდა მქონდეს რუსული პასპორტი. მინდა, რომ დაიწვას", — განაცხადა მან.
ვიდეო ნახეთ აქ.
20:04 რუსეთის საჰაერო ძალებმა ანტონოვის აეროპორტზე კონტროლი დაამყარეს
CNN ადგილზე მყოფ ჟურნალისტზე დაყრდნობით წერს, რომ რუსულმა საჰაერო-სადესანტო ძალებმა კიევთან ახლოს მდებარე ანტონოვის აეროპორტზე კონტროლი აიღეს.
"მათ საშუალება მოგვცეს, შემოვსულიყავით და მათთან ერთად ვყოფილიყავით, ისინი ავიაბაზის პერიმეტრს იცავენ. ჯარები ვერტმფრენებით დილით ადრე დაეშვნენ, რათა მეტი ჯარისკაცის მისაყვანად საჰაერო ხიდი გაეკეთებინათ", — ამბობს ჟურნალისტი.
19:47 ჩეხეთი და ლატვია რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას აჩერებენ
"უკრაინაში რუსეთის აგრესიის გათვალისწინებით, გადავწყვიტე, რუსეთში ლატვიის ელჩი კონსულტაციებისთვის მოვიწვიო, ასევე შევაჩერო ლატვიის ვიზების გაცემა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე, გარდა განსაკუთრებული ჰუმანიტარული მიზნებისა", — წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი.
19:45 სენაკში უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა
19:38 უკრაინის მხარდამჭერი აქცია საქართველოში უკრაინის საელჩოსთან
19:37 LIVE: უკრაინის მხარდამჭერი აქცია თბილისში
19:35 მერმა დაადასტურა, რომ რუსეთმა ხერსონის ოლქში ქალაქი გენიჩესკი აიღო
19:21 ხერსონის ოლქში 2 ბავშვი დაიღუპა
რუსეთის ფედერაციის მიერ ხერსონის ოლქში დაბომბვის შედეგად დაიღუპა 13 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი და 9 სამხედრო მოსამსახურე.
19:19 კიევში კომენდანტის საათი გამოცხადდა
ქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კომენდატის საათი ძალაში 22:00 საათზე შევა და 07:00-მდე იმოქმედებს.
19:17 ზელენსკი: რუსული საოკუპაციო ძალები ცდილობენ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას
"ჩვენი დამცველები თმობენ სიცოცხლეს, რომ არ განმეორდეს 86 წლის ტრაგედია. ინფორმაცია მივაწოდე შვედეთის პრემიერს. ეს მთელი ევროპისთვის ომის გამოცხადებაა", — წერს უკრაინის პრეზიდენტი.
19:00 რუსული საოკუპაციო ძალები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის რადიაციულ ზონაში შევიდნენ
"დამპყრობელთა ჯარები ბელორუსის ტერიტორიიდან შევიდნენ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ზონაში. ეროვნული გვარდიელები, რომლებიც იცავენ საშიში რადიოაქტიური ნარჩენების საწყობს, გულმოდგინე წინააღმდეგობას უწევენ", — აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკო.
მინისტრის მრჩეველი მიიჩნევს, რომ ბირთვული ნარჩენების შესანახი ობიექტის განადგურების შემთხვევაში, რადიოაქტიური მტვერი შეიძლება გავრცელდეს როგორც უკრაინის, ასევე ბელორუსისა და ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე.
18:47 უკრაინის ელჩი: დღეს დავიწყეთ ცხოვრება რეალობაში, სადაც არ არის მსოფლიო წესრიგი
"მოლაპარაკებების დრო დასრულდა, ჩემს სახელმწიფოში დაიწყო ომი. ჩვენ დაჟინებით ვმუშაობდით, რომ ყველანაირი საკითხი გადაგვეწყვიტა ცივილიზებური და დიპლომატიის გზით", — თქვა ელჩმა.
18:45 სუმის რეგიონში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 15 ტანკი ჯაველინებით გაანადგურეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების ინფორმაციით, გლუხოვის მახლობლად, სუმის რეგიონში, უკრაინელმა სამხედროებმა გაანეიტრალეს მტრის 15 ტანკი Javelin-ის პორტატული სარაკეტო სისტემების გამოყენებით.
18:40 გველების კუნძულს რუსული გემებიდან ბომბავენ
რუსმა ოკუპანტებმა გველების კუნძულზე [უკრაინულად "ზმეინი"] გემებიდან ცეცხლი გახსნეს.
"მესაზღვრეები და უკრაინის შეიარაღებული ძალები ტერიტორიას იცავენ. ამჟამად კუნძულის მიმდებარედ რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის ორი ხომალდი "მოსკოვი" და "ვასილი ბიკოვია" განლაგებული", — აცხადებს სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური.
18:30 ბათუმში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
18:28 ოდესის რეგიონში დაბომბვას მსვერპლი მოყვა
ოდესის რეგიონში დაბომბვას მსვერპლი მოყვა. ოდესის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სოფელ ლიპეცკში სამხედრო ნაწილზე იერიშის შედეგად 22 ადამიანი გარდაიცვალა. მაშვეელებმა ნანგრევებიდან 11 ქალის და 11 კაცის ცხედარი ამოასვენეს. გარდა ამისა 6 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
18:18 საქართველოში უკრაინის ელჩის განცხადება
18:13 ცნობილი სახეები რუსეთიდან, რომლებმაც უკრაინაში ომი დაგმეს
უკრაინაში მიმდინარე ომს გამოეხმაურან რეჟისორები, მსახიობები, ტელეწამყვანები, მომღერლები, მწერლები, კომიკოსები, კინოკრიტიკოსები. ისინი წერენ, რომ რაც ახლა ხდება გულს ტკენთ და სამარცხვინოა. მათი ნაწილი პირდაპირ აკრიტიკებს რუსეთის ხელისუფლებას, ნაწილი მხოლოდ ომს გმობს.
18:00 ამ დროისთვის გავრცელებული დეზინფორმაციები
რუსეთის ფიზიკურის გარდა, საინფორმაციო ომსაც აწარმოებს, რომელიც დაძაბულობის მატებასთან ერთად, პიკს აღწევს. ქვემოთ შევაგროვეთ პროპაგანდის რამდენიმე მაგალითი. არ აჰყვეთ პანიკას, არ გაავრცელოთ ცრუ ინფორმაცია. ახლა უკრაინელი ხალხი იბრძვის და მათ ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ.
- რა, რუსებს ხარკოვი არ აუღიათ
- არც უკრაინელებს დაუყრიათ იარაღი
- ტყუილია ისიც, თითქოს უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ლიაშკომ კიევსა და სხვა ქალაქებში საავადმყოფოების ევაკუაცია გამოაცხადა...
სრული სია ნახეთ აქ.
17:50 ვქმნით ანტიპუტინურ კოალიციას — ზელენსკი
"ვქმნით ანტიპუტინურ კოალიციას. კონკრეტული სანქციებისა და ჩვენი სამხედროებისთვის კონკრეტული დახმარების შესახებ ვესაუბრე ურსულა ფონ დერ ლაიენს, ემანუელ მაკრონს, კარლ ნეჰამერს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს. ველოდებით გადამწყვეტ ქმედებას", — წერს ის.
17:40 კულება პარტნიორებს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტისკენ მოუწოდებს
"უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. მოვუწოდებ ჩვენს ყველა პარტნიორს, იგივე გააკეთოს. ამ კონკრეტული ნაბიჯით თქვენ აჩვენებთ, რომ უკრაინის გვერდით დგახართ და კატეგორიულად უარყოფთ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, აგრესიის ყველაზე უხეშ ქმედებას", — წერს ის.
17:32 გერმანიის თავდაცვის ყოფილი მინისტრი: ძალიან გაბრაზებული ვარ ჩვენი ისტორიული ჩავარდნის გამო
"საქართველოს, ყირიმისა და დონბასის შემდეგ არაფერი მოვამზადეთ, რაც რეალურად შეაჩერებდა პუტინს", — წერს ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი ტვიტერზე.
17:21 ლუგანსკის ოლქში მძიმე დაპირისპირებაა
ლუგანსკის ოლქის ქალაქ სტარობელსკში შეიარაღებულ ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის სამხედრო ტექნიკის გამოყენებით მძიმე ბრძოლები გრძელდება.
"რუსული ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები და ქვეითი ჯარი უტევს უკრაინის ჯარების პოზიციებს სტარობილსკის გარეუბანში. ოკუპანტები ცდილობენ გააკონტროლონ ქალაქი, მაგრამ უკრაინელი ჯარისკაცები ღირსებულ პასუხს სცემენ დამპყრობლებს", — აცხადებს გაერთიანებული ძალების შტაბი.
17:18 კიევში მოსახლეობას სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებენ
ჯანდაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ვალენტინა გინზბურგმა მოუწოდა დედაქალაქის მაცხოვრებლებს, სისხლის დონორები გახდნენ.
"ალბათ თქვენი სისხლი გადაარჩენს ვინმეს სიცოცხლეს, ან დაეხმარება მათ უფრო სწრაფად გამოჯანმრთელებაში", — განაცხადა მან.
17:16 ახალი შეტაკებები
უკრაინის შეიარაღებულ ძალები და ეროვნულ გვარდიას სუმის მიმდებარე ტერიტორიაზე რუს დამპყრობლებს ებრძვიან. ინფორმაციას სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერაცია შეტევას ახორციელებს კონოტოპიდან.
17:15 მაკდონალსმა უკრაინაში ყველა რესტორანი დახურა
მაკდონალსის განცხადებით, ჯგუფი რჩება უკრაინაში და მუშაობს თანამშრომლებისთვის ხელფასების ანაზღარუებაზე.
17:00 რა ხდება უკრაინაში ამ დროისთვის
უკრაინის სასაზღვრო დაცვის სამსახურის ინფორმაციით, რუსული ჯავშანტექნიკა კიევის რეგიონში შეიჭრა.
- მოწინააღმდეგემ საზღვარი "ვილჩას" საგუშაგოდან გაარღვია;
- კიევის შესასვლელთან მონტაჟდება დამცავი კონსტრუქციები;
- კიევის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა;
- თავდასხმა განხორციელდა ჟიტომირის სამხედრო აეროპორტში;
- უკრაინის სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებს ოკუპანტებმა კალიბრის საკრუიზო რაკეტებით, MLRS-ითა და არტილერიით 30-ზე მეტი დარტყმა მიაყენეს;
- ერთ-ერთ სოფელთან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დამატებით ორი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს;
- უკრაინელმა სამხედროებმა ორი რუსი ჯარისკაცი ტყვედ აიყვანეს;
- უკრაინამ 7 რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო;
- ამ წუთებში ბრძოლები მიმდინარეობს ლუგანსკის რეგიონში, სჩასტიასთან ახლოს;
- შსს აცხადებს, რომ ხარკოვის მახლობლად შემოვლით გზაზე ოთხი რუსული ტანკი გაანადგურეს.
სრულად ნახეთ აქ.
16:32 გენერალური შტაბი: მტერმა უკვე 30-მდე სარაკეტო, საარტილერიო და საჰაერო დარტყმა მიაყენა უკრაინას
16:28 კიევის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
არის მსხვერპლი. გარდაცვლილთა რაოდენობა ამ ეტაპზე ზუსტდება.
ფოტო: კიევის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო
16:22 როგორ უნდა მოიქცნენ უკრაინაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების
ამოქმედებულია ცხელი ხაზი, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე უკრაინაში საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებებში, რომელზეც მოქალაქეები იღებენ შესაბამის რეკომენდაციებს უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.
- ნომრების ნახვა შეგიძლიათ აქ.
16:12 რუსეთის სამხედრო ძალები კიევის ოლქში შეიჭრნენ
უკრანის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ცნობით, რუსეთის სამხედრო ძალები კიევის ოლქში შეიჭრნენ. მოწინააღმდეგეების სამხედრო ტექნიკამ ვილჩას სასაზღვრო პუნქტი გაარღვია.
16:10 ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოში მყოფ უკრაინელ ტურისტებსა და მათ მასპინძელ სექტორს მიმართავს
ადმინისტრაციის ცნობით, 24 საათის განმავლობაში უფასო ცხელი ხაზი — 0 800 800 იმუშავებს და მოუწოდებენ უკრაინელებს, რომ ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ.
16:09 ლუკაშენკო: ჩვენი ჯარები იქ არ არიან
"მაგრამ თუ საჭირო იქნება, თუ ბელარუსსა და რუსეთს დასჭირდება, იქნებიან", — თქვა ბელარუსის პრეზიდენტმა.
16:05 რუსეთში საკრებულოების 150-ზე მეტმა დეპუტატმა უკრაინაში შეჭრა დაგმო
150-ზე მეტმა რუსმა დეპუტატმა უკრაინაში რუსეთის შეჭრა გააპროტესტა და განცხადება გაავრცელა. ნოვაია გაზეტას ინფორმაციით, სიაში არიან საკრებულოს დეპუტატები რუსეთის სხვადასხვა ქალაქებიდან: მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგი, დიდი ნოვგოროდი, სამარა და სხვა.
"ჩვენ — ხალხის არჩეული დეპუტატები — უპირობოდ ვგმობთ რუსული არმიის თავდასხმას უკრაინაზე. ეს არის წარმოუდგენელი სისასტიკე, რომლის გამართლება არსებობს და არ შეიძლება არსებობდეს", — წერია მიმართვაში.
16:00 Roskomnadzor-მა მედიას უკრაინასთან ომზე მხოლოდ რუსულ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერა მოსთხოვა
Roskomodzor-ში ისიც აღნიშნეს, რომ "ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის" მასალების დაბლოკვა და 5 მილიონ რუბლამდე ჯარიმაა გათვალისწინებული.
15:55 ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინის კრიზისი NATO-ს "პროვოკაციულმა ქმედებებმა" გამოიწვია
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰუსეინ ამირ‑აბდოლაჰიანი აცხადებს, რომ უკრაინის კრიზისი NATO-ს "პროვოკაციულმა ქმედებებმა" გამოიწვია. ის ამბობს, რომ თეირანს გამოსავლად ომი არ მიაჩნია და მხარეებს კრიზისის "პოლიტიკური და დიპლომატიური" მოგვარებისკენ მოუწოდებს.
15:50 გერმანია დაეხმარება აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებს, რომლებიც უკრაინიდან ლტოლვილებს მიიღებენ
"ჩვენ შევთავაზებთ მასიურ დახმარებას იმ ქვეყნებს, განსაკუთრებით ჩვენს მეზობელ პოლონეთს, რომლებზეც ლტოლვილების გადაადგილება იქონიებს გავლენას" — განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა და იქვე დასძინა, რომ მას აქტიური მოლაპარაკებები აქვს პოლონეთის მთავრობასთან და ევროკომისიასთან.
15:42 ხალხის ხმა: რას ამბობენ უკრაინელები
უკრაინელები ომის დაწყებას უკრაინელები სხვადასხვა სოციალურ ქსელში ეხმაურებიან. ისინი ბრაზსა და აღშფოთებას გამოხატავენ, თუმცა პარალელურად, ერთმანეთს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ. უკრაინელები პირობას სდებენ, რომ რუსეთს ბოლომდე შეებრძოლებიან.
"ჩემი უმცროსი შვილი დღეს 1 წლის გახდა, მეორე ორ კვირაში ხდება 10 წლის. მე ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ მათ თავისუფალ სამყაროსა და უკრაინაში იცხოვრონ", — დაწერა ოლგა რეშეტილოვამ Facebook-ზე.
- სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.
15:40 პესკოვი: იდეალურ შემთხვევაში, უკრაინა უნდა განთავისუფლდეს, გაიწმინდოს ნაცისტებისგან
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ იდეალური გეგმით საჭიროა "გაათავისუფლონ უკრაინა და გაწმინდონ ნაცისტებისგან". მედუზას ინფორმაციით, ასე უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვას, რას ნიშნავს უკრაინის "უკრაინის დენაციფიკაცია", რომელიც პუტინმა მიმართვაში ახსენა.
15:30 განვათავსებთ დამატებით თავდაცვით ძალებს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში — NATO
"რუსეთის ქმედებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას და ამას გეოსტრატეგიული შედეგები მოყვება. NATO გააგრძელებს ყველა საჭირო ზომის მიღებას ყველა მოკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფად. განვათავსებთ დამატებით თავდაცვით სახმელეთო და საჰაერო, ასევე საზღვაო ძალებს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. გავზარდეთ ჩვენი ძალების მზადყოფნა, რათა ვუპასუხოთ ნებისმიერ გაუთვალისწინებელ გარემოებას", — ვკითხულობთ განცხადებაში.
15:15 უსეთში ომის წინააღმდეგ ერთკაციანი აქციის მონაწილე დააკავეს
მოსკოვში, პუშკინის მოედანზე, ერთკაციანი აქციის მონაწილე დააკავეს. ის ალექსეი ნავალნის გათავისუფლებასა და უკრაინაში რუსეთის ომის შეწყვეტას ითხოვდა. ვიდეოს "ეხო მასკვი" ავრცელებს.
15:10 ბიბილოვმა ოკუპირებულ ცხინვალში "სამხედრო განგაში" გამოაცხადა და ოპერატიული შტაბი შექმნა
დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე ოკუპირებული ცხინვალში "სამხედრო განგაში" გამოაცხადა. მან მოუწოდა ე.წ. სამსახურებს შეასრულონ ყველა ბრძანება, რომელსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გასცემს და აკონტროლონ ე.წ. საზღვარი საქართველოსთან. მისივე თქმით, მზად უნდა იყვნენ უპასუხონ "ყველა პროვოკაციას", რომელიც მოსალოდნელია ქართული მხრიდან.
- სრულად ნახეთ აქ
14:55 უკრაინულმა ძალებმა ქალაქ სჩასტიასთან 50-მდე რუსი სამხედო მოკლეს
უკრაინული შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ქალაქ ხარკოვის შემოვლით გზაზე 4 ტანკი დაიწვა, განადგურდა 6 თვითმფრინავი, 2 ვერტმფრენი და დაიღუპა 50-მდე რუსი სამხედრო.
მათივე ცნობით, უკრაინულმა ძალებმა დაიბრუნეს კონტროლი ქალაქ მარიუპოლსა და სჩასტიაზე.
14:50 საპატრიარქო უკრაინაში ომზე მორიგ განცხადებას ავრცელებს და რუსეთს კვლავ არ ახსენებს
"საქართველოს მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ამიტომაც გულისტკივილით ვადევნებდით თვალს უკრაინასთან მიმართებაში შექმნილ დაძაბულ ვითარებას. აღვნიშნავთ, რომ გუშინ და დღეს განვითარებული მოვლენები უკვე სერიოზული სისხლისღვრის საფრთხის შემცველია, თუმცა შესაძლებლობა ვითარების დარეგულირებისა კიდევ არის. ეს არის შესაძლებლობა საყოველთაო მშვიდობის შენარჩუნებისაც", — ვკითხულობთ განცხადებაში.
14:40 ჩინეთი ყველა (!) მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებს და ტერმინ "შეჭრას" ეწინააღმდეგება
ჩინეთმა ხუთშაბათს, 24 თებერვალს უკრაინის კრიზისში ჩართულ ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდა და უცხოელი ჟურნალისტის მიერ ნათქვამ "შეჭრას", როგორც ტერმინს შეეწინააღმდეგა.
ეს კომენტარები ყოველდღიურ ბრიფინგზე ჰუა ჩუნინგმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა გააკეთა.
14:34 ბელგიას სურს, რომ ევროკავშირმა რუსებისთვის ვიზების გაცემა შეწყვიტოს
ბელგიას სურს, რომ ევროკავშირმა შეწყვიტოს ვიზების გაცემა რუსეთის ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის სტუდენტებისთვის, დასაქმებულებისა და ტურისტებისთვის. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ვრცლად ნახეთ აქ
14:33 CNN-ის ჟურნალისტის ჩართვა კიევიდან
14:29 დაღუპულია 40-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ 24 თებერვლის ღამეს 40-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო პირი დაიღუპა.
14:26 საქართველოს ოპოზიციის განცხადება
საპარლამენტო ოპოზიციის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე, საქართველოს ხელისუფლებისგან დუმილი და უმოქმედობა ჩანს, რაც ქვეყანას "სერიოზული ფასი" დაუჯდება.
ისინი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევისკენ მოუწოდებენ. ოპოზიციის თქმით, ამავე სხდომაზე უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია უნდა იქნას მიღებული.
საპარლამენტო ოპოზიცია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც მიმართავს და მოუწოდებს, რომ გაფართოებული ეროვნული უსაფრთხოების სხდომა მოიწვიოს.
14:25 მელია: უკრაინის გმირი ხალხი ვერაგ და სასტიკ შეტევას იგერიებს! ჩვენი გულები და ფიქრი დღეს მათთანაა!
"დღეს ყველა ვართ უკრაინელები და მათი ლურჯ- ყვითელი დროშა ჩვენი დროშაცაა! ბევრი ქართველი მებრძოლი დღეს წინა ხაზზეა! დიდება მათ და უკრაინელ მებრძოლებს! პუტინი დამარცხდება ამ ომში და მას მიყვება ყველა სამარცხვინო მარიონეტი!" — წერს მელია.
14:24 ჯონსონი: ეს არის კატასტროფა ჩვენი კონტინენტისთვის
"დღეს დილით მივმართავ ერს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ. ასევე, დაველაპარაკები G7-ის ლიდერებს და მოვუწოდებ NATO-ს ყველა ლიდერს სასწრაფოდ შეხვედრისკენ", — წერს ჯონსონი.
14:21 ინფორმაცია ახალ თავდასხმაზე
უკრაინის შს მინისტრის მრჩეველის, გერაშენკოს განცხადებით, ბროვარში სამხედრო ობიექტზე ფრთოსანი რაკეტით თავდასხმა განხორციელდა. მისივე თქმით, დაშავებულებისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
14:09 რუსული რუბლი რეკორდულად გაუფასურდა
CNBC-ის ინფორმაციით, დღეს დილით, 8:40 საათზე მოსკოვში რუბლი დოლართან მიმართებით 89,8903-იან ნიშნულზე ივაჭრებოდა, რაც გასული დღის კურსთან შედარებით 10,45%-იანი გაუფასურებას ნიშნავს.
საერთაშორისო გამოცემების ცნობით, მოსკოვმა ყველა საკუთარ ბაზარზე ვაჭრობა შეაჩერა. ამჟამად ერთი დოლარის ღირებულება დაახლოებით 85 რუბლს უტოლდება.
14:07 ზელენსკიმ რუსეთის მოქალაქეებს მიმართა
"ბევრი რამა არის დამოკიდებული რუს ხალხზე. რუსეთის მოქალაქეები თვითონ გადაწყვეტენ, რომელ გზას აირჩევენ პირადად.
ყველა, ვისაც რუსეთში სინდისი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს, დროა, გამოვიდეს და გააპროტესტოს ომი უკრაინასთან", — განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
13:58 რუსებმა საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს, დაიღუპა ერთი არასრულწლოვანი
ხარკოვის ოლქში უკრაინის საგანგებო სამსახურის მთავარი სამმართველოს ცნობით, რუსების მიერ ჩუგუევში ჩამოგდებულ ბომბს არასრულწლოვანი ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც უწყება წერს, ოკუპანტების შეტევას 5-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი მოჰყვა.
- სრულად ნახეთ აქ
13:58 ლიეტუვამ და მოლდოვამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს
"დღეს დილას რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, რითაც საერთაშორისო ნორმები დაარღვია. საერთაშორისო საზოგადოება ერთხმად გმობს საბრძოლო მოქმედებებს. სწორედ ამიტომ მოვიწვიე უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს სხდომა. გადავწყვიტეთ, საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადოთ", — თქვა მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ.
13:55 რუსეთს სანქციებს უმკაცრებენ
ევროკავშირი რუსეთისთვის ახალი, მცაცრი სანქციების დაწესებაზე მსჯელობს. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, სანქციების ახალი პაკეტი რუსეთის ეკონომიკის სტრატეგიულ სექტორზე იქნება მიმართული. გაიყინება რუსული აქტივები ევროკავშირში და შეჩერდება რუსული ბანკების წვდომა ევროპის ფინანსურ ბაზარზე.
- სრულად ნახეთ აქ
13:50 დავითულიანი უკრაინაში ომზე: ჩვენ გვმართებს ძალიან ფრთხილი მოქმედება
ქართული ოცნების დეპუტატი ფიქრობს, რომ საჭიროაფრთხილი მოქმედება, რომ არ დაზიანდეს საქართველოს ეროვნული ინტერესები. მისი თქმით, მიმდინარე მოვლენები, როგორც მინიმუმ, მთლიან რეგიონში გამოიწვევს ეკონომიკურ კრიზისს.
- ნახეთ დავითუალიანის სრული ციტატა აქ
13:48 ფოტოები უკრაინიდან
ფოტო: Getty Images
13:45 უკრაინა რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს
ამის შესახებ პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
ამ გადაწყვეტილებით ორივე მხარე კარგავს დიპლომატიურ თვითმფრინავში ორმხრივი კომუნიკაციის შესაძლებლობას. უკრაინელი და რუსი დიპლომატები საქმიანობას წყვეტენ. ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები სამომავლოდ მესამე ქვეყნების შუამავლობით წარიმართება.
::13:43 ზელენსკი: ყველა მსურველს უკრაინაში იარაღს მისცემენ
ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში ყველა მსურველს იარაღს მისცემენ.
13:35 რუსეთი თავს ესხმის არამხოლოდ ევროპას, არამედ ნორმალური ცხოვრების წესს — ზელენსკის ოფისი
ზელენსკის ოფისის მრჩეველმა, მიხეილ პოლიდიაკმა განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრით დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი ევროპაში.
"რუსეთი თავს ესხმის არამხოლოდ ევროპას, არამედ ნორმალური ცხოვრების წესს თანამედროვე მსოფლიოში. რა დარჩება უსაფრთხოების სისტემიდან კონტინენტზე? არაფერი", — განაცხადა მან.
13:32 უკრაინაში ყველა სასწავლო დაწესებულება დისტანციურ სწავლებაზე გადაიყვანეს
13:31 ამ ომის წინააღმდეგი ვარ — ალექსეი ნავალნი
პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი სასამართლოს მიმდინარეობისას სიტყვით გამოვიდა. როგორც რუსული მედია TV Rain იუწყება, მან რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომი დაგმო.
"ამ ომის წინააღმდეგი ვარ. მივიჩნევ, რომ ეს ომი რუსეთსა და უკრაინას შორის გაჩაღებულია, რათა რუსეთის მოქალაქეთა ძარცვა გადაიფაროს და მათი ყურადღება ქვეყნის შიგნით არსებული პრობლემებიდან, ეკონომიკის დეგრადაციიდან სხვაგან გადაიტანონ. ეს ომი დიდი რაოდენობით ადამიანურ დანაკარგთან და ადამიანების ბედის დანგრევასთან მიგვიყვანს და გააგრძელებს ხაზს რუსეთის მოქალაქეების გაღატაკებისკენ", — აცხადებს ნავალნი.
13:27 ფოტოები უკრაინიდან
უკრაინული მედია ავრცელებს ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ ბანკომატებთან რიგებია.
ფოტო: Unian
13:16 უკრაინა თურქეთს სთხოვს, რუსულ სამხედრო გემებს შავი ზღვა ჩაუკეტოს
უკრაინა თურქეთს სთხოვს, რუსულ სამხედრო გემებს შავი ზღვა ჩაუკეტოს. ამის შესახებ ანკარაში კიევის ელჩმა ისაუბრა.
"ჩვენ მოვუწოდებთ საჰაერო სივრცეების, ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების დახურვას. ჩვენი შესაბამისი მოთხოვნა თურქულ მხარეს გადავეცით. ამასთან, გვინდა, რომ რუსულ მხარეს სანქციები დაუწესდეს", — თქვა მან.
13:15 უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება — პოროშენკო "ჯოჯოხეთურ" სანქციებს ითხოვს
"სანქციებით ომს ვერ მოიგებთ, სანქციები მიზნად ისახავს მოწინააღმდეგის დასუსტებას, ამიტომ მოვითხოვთ ჯოჯოხეთურ სანქციებს. მე მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი ამას გააკეთებენ. ჯარის იმედი გვაქვს, უკრაინელი ხალხის იმედი გვაქვს, ჩვენი პარტნიორების იმედი გვაქვს", — აცხადებს პოროშენკო.
13:10 საქართველოში უკრაინის მოქალაქეებს დახმარებას სთავაზობენ
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოში უკრაინის მოქალაქეებს დახმარებას სთავაზობენ, იქნება ეს სახლი, თავშესაფარი თუ სხვა ტიპის საჭიროება. სურვილს ადგილობრივები, როგორც მოქალაქეები, ასევე კომპანიები და სხვადასხვა სასტუმრო გამოთქვამს.
- სრულად ნახეთ აქ
12:55 უკრაინაში მიმდინარე ომს ილია მეორეც გამოეხმაურა, თუმცა რუსეთი არ უხსენებია
პატრიარქი ილია II რუსეთის უკრაინაში შეჭრას Twitter-ზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ თუ საომარი მოქმედებები უკრაინაში რაც შეიძლება მალე არ შეწყდება, ეს მსოფლიო ტრაგედიად გადაიქცევა.
"საომარი მოქმედებები უკრაინაში დროულად უნდა შეწყდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის გადაიქცევა მსოფლიო ტრაგედიად", — წერს ის.
12:50 ომის პარალელურად, უკრაინის სამთავრობო ვებგვერდებზე ისევ კიბერშეტევებია
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების პარალელურად, უკრაინის სამთავრობო ვებგვერდებზე კიბერშეტევები განხორციელდა. როგორც CNN წერს, ოფიციალური საიტები ხუთშაბათს დილიდან გათიშული იყო.
მედიის ცნობით, შეფერხებით მუშაობდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ინფრასტრუქტურის, განათლების და სხვა სამინისტროების ვებგვერდები. ამასთან, უკრაინის კიბერუსაფრთხოების მკვლევარების თქმით, უკრაინაში ასობით კომპიუტერში მონაცემთა წაშლის ინსტრუმენტი აღმოაჩინეს. ამ ეტაპზე, უცნობია ვინ დგას ჰაკერული თავდასხმების უკან.
12:38 ზალკალიანი: ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით
ომის დაწყებიდან 5 საათის შემდეგ მეგობარ ქვეყანას სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმაც.
"რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული სამხედრო აგრესია სრულიად დაუშვებელია. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, მკაცრი პასუხი გასცენ რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევას და უზრუნველყონ სიტუაციის დეესკალაცია", — წერს ის.
12:36 კალაძე: მშვიდობა და გამარჯვება ჩვენს მოძმე უკრაინელ ხალხს!
12:34 რუსეთის შეჭრდიდან 5 საათის შემდეგ ომს საქართველოს პრემიერიც გამოეხმაურა
"ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით. სუვერენულ სახელმწიფოზე სამხედრო შეტევა მიუღებელია. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, მიმართოს ყველა შესაძლებელ ზომას იმისთვის, რათა შეაჩეროს რუსეთის მიერ საერთაშორისო წესრიგის აშკარა დარღვევა და თავიდან აიცილოს შემდგომი სამხედრო ესკალაცია“, — წერს ღარიბაშვილი.
12:17 ფოტოები უკრაინიდან
ფოტო: Getty Images
ფოტო: Getty Image
ფოტო: Getty Images
12:13 უკრაინის თავდაცვის მინისტრი: ვინც მზადაა და შეუძლია იარაღის გამოყენება, შეუძლია ახლავე შეუერთდეს შეიარაღებულ ძალებს
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ყველას, ვინც მზადაა და იცის იარაღის გამოყენება, შეუძლია ახლავე შეუერთდეს შეიარაღებულ ძალებს საკუთარ რეგიონში.
"ძვირფასო თანამემამულენო! მტერი გვიტევს, მაგრამ ჩვენი ჯარი ურყევია. უკრაინა გადადის ტოტალურ თავდაცვის რეჟიმზე. ყველას, ვინც მზად არის და შეუძლია იარაღის გამოყენება, შეუძლია ახლავე შეუერთდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ტერიტორიული თავდაცვის ძალებს საკუთარ რეგიონში. იარაღის მისაღებად უნდა დაუკავშირდეთ ჯარის ძალების ბრიგადებსა და ბატალიონებს თქვენს რეგიონში. მხოლოდ პასპორტი გჭირდებათ", — წერს ის.
12:11 ზელენსკის ვიდეომიმართვა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინაში შეჭრით რუსეთმა მთელ დემორკატიულ სამყაროსთან დაიწყო ომი.
"მნიშვნელოვანია სიმართლის ოფიციალური წყაროებიდან მიღება. დღეს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. პუტინმა უკრაინასთან და მთელ დემოკრატიულ სამყაროსთან დაიწყო ომი. მას ჩემი სახელმწიფოს დანგრევა სურს. მას სურს გაანადგუროს ჩვენი სახელმწიფო და ყველაფერი, რაც ავაშენეთ რისთვისაც ვცხოვრობთ", — აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
12:10 გამოხმაურება საქართველოდან
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინას სოლიდარობას უცახდებს და რუსეთს სამხედრო ოპერაციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.
"ქართველი ერი შოკირებულია უკრაინაში რუსული აგრესიით. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და სამხედრო ოპერაციების შეწყვეტისკენ მოგიწოდებთ", — წერს ის.
12:00 უკრაინამ მტრის იერიში მოიგერია
სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრის განცხადებით, ლუგანსკის ოლქში მოწინააღდეგემ დანაკარგი განიცადა და 50-მდე პირი მოკლეს. მათვე თქმით, დასახლება, რომელსაც მტერი თავს დაესხა, დაიბრუნეს.
11:50 სამხედრო ტექნიკა ბელარუსი-უკრაინის საზღვარზე
ბელარუსი პოლიტიკოსის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას უფროსი მრჩეველი ტვიტერზე ავრცელებს ვიდეოს და წერს, რომ რუსული მძიმე ცეცხლსასროლი სისტემა ბელორუსი-უკრაინის საგუშაგოზე შევიდა. მისივე თქმით, ვიდეო გადაღებულია საზღვრის უკრაინის მხრიდან.
11:45 იაპონია გმობს რუსეთის ქმედებებს
"ჩვენ მკაცრად ვაკრიტიკებთ რუსეთის ქმედებებს, ვითანამშრომლებთ აშშ-სა და საერთაშორისო თანამეგობრობასთან სწრაფი რეაგირებისთვის", — განაცხადა იაპონიის პრემიერმინისტრმა, ფუმიო კიშიდა.
11:44 ინფორმაცია დანაკარგებზე
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო აცხადებს, რომ ოდესის ოლქში, ქალაქ პოდილსკში ამ დროისთვის 6 ადამიანია დაღუპული, 7 დაშავებული, 19 კი დაკარგული.
მისივე ინფორმაციით, დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლში დაბომბვის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა.
11:39 გამოხმაურება საქართველოდან
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, გადადგან ქმედითი ნაბიჯები რუსეთის მხრიდან ესკალაციის შესაჩერებლად და საერთაშორისო ნორმების დაცვის უზრუნველსაყოფად.
- სრულად ნახეთ აქ.
11:37 მოვამარაგოთ უკრაინა იარაღით და ნებისმიერი შესაძლო სამხედრო დახმარებით — ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი
ბალტიის ქვეყნების, ლიეტუვას, ლატვიისა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. მათი თქმით, სასწრაფოდაა საჭირო, რომ უკრაინა საბრძოლო მასალითა და ყველა შესაძლო სამხედრო დახმარებით მოამარაგონ.
მინისტრები გმობენ რუსეთის ღია, ფართომასშტაბიან აგრესიას დამოუკიდებელი, მშვიდობიანი და დემოკრატიული უკრაინის წინააღმდეგ. მათი შეფასებით, ეს ყველა საერთაშორისო ნორმისა და სამართლის აშკარა დარღვევაა.
- სრულად ნახეთ აქ.
11:35 თავდასხმა აეროპორტზე
ამერიკის ხმის ჟურნალისტი უკრიანიდან ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ერთ-ერთ აეროპორტზე სარაკეტო თავდასხმა ჩანს. როგორც ის წერს, თავდასხმა ივანო-ფრანკოვსკის აეროპორტში მოხდა.
11:29 ფოტო: რაკეტის ნარჩენები კიევში
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ ტელეგრამის არხზე გამოაქვეყნა ფოტო კიევიდან და დაწერა, რომ "ან თვითმფრინავის, ან საკრუიზო რაკეტის ნაშთებია".
11:24 რუსული თავდასხმის შედეგები
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, 2 დასახლებული პუნქტი დაკარგეს — ლუგანსკის ოლქის სოფლები, მელოვოიე და გოროდიშჩე. მათივე თქმით, ხმელნიცკის რეგიონში სამხედრო საწყობებს ხანძარი გაუჩნდა.
გარდა ამისა, დნეპროპეტროვსკის ოლქში ხანძარი გაჩნდა ქალაქ კრასნოპოლიესა და მარგანეცში, სადაც სამხედრო საცავები დაიბომბა. ვინიცას რაიონიში, ქალაქი ტულჩინსა და სოფელ ბოხანში ხანძარია სამხედრო ნაწილებში.
შტაბის განცხადებით, ლუცკიში ააფეთქეს სატელევიზიო ანძა.
11:18 პუტინის ვიდეო 3 დღის წინ არის ჩაწერილი — ნოვაია გაზეტა
რუსული კრიტიკული მედიის, ნოვაია გაზეტას განცხადებით, პუტინის ვიდეო ომის გამოცხადების შესახებ 3 დღის წინ არის ჩაწერილი და ამას ვიდეოს მონაცემების ანალიზი მოწმობს.
- სრულად ნახეთ აქ
11:16 ფოტოები: რა ხდება უკრაინაში
11:14 თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია დაიგეგმა
11:10
კონფლიქტის დაზვერვის ჯგუფმა განაცხადა, რომ დაადასტურა ხარკოვში გადაღებული ვიდეოს ავთენტურობა. მათი თქმით, კადრებში ჩანს Smerch MLRS რაკეტის ნაწილის კუდი. მათივე განმარტებით, ეს მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემა და დასახლებულ პუნქტებში ასეთი იარაღის გამოყენება სამხედრო დანაშაულია.
11:07 შეტევა ყირიმიდან
უკრაინის სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, რუსული ძალები მათ ყირიმის ტერიტორიიდან დაიძრა. ვიდეოს რუსული პროსახელისუფლებო მედია ავრცელებს.
ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შეტაკებები ხორციელდებოდა ლუგანსკის, სუმის, ხარკოვი, ჩერნიგოვისა და ჟიტომირის რეგიონებში. თავდასხმა განხორციელდა ყირიმის მხრიდანაც.
11:06 ინფორმაცია დაშავებულებზე
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო აცხადებს, რომ კიევის ოლქში, ბროვარში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და მეორე დაიჭრა.
11:01 უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების განცხადება
მათი განცხადებით, უკრაინის აღმოსავლეთით 2 რუსული ტანკი და რამდენიმე სატვირთო გაანადგურეს.
10:58 EU გმობს რუსეთის უპრეცედენტო სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ
ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე საერთო განცხადებას ავრცელებენ.
"ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის უპრეცედენტო სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. თავისი არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სამხედრო ქმედებებით რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს და ძირს უთხრის ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.
მოვუწოდებთ რუსეთს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, გაიყვანოს სამხედროები უკრაინიდან და სრულად პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. ძალის და იძულების ამგვარი გამოყენების ადგილი 21-ე საუკუნეში არ არის", — აცხადებენ ისინი.
10:55 ზელენსკის მოწოდება მსოფლიოს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიოს მოუწოდებს, რომ რუსეთი მშვიდობისკენ აიძულონ. მისი თქმით, უნდა დაწესდეს დაუყოვნებლივი სანქციები და დაიხუროს საჰაერო სივრცეები.
"ვესაუბრე ჯო ბაიდენს, ოლაფ შოლცს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას, ბორის ჯონსონს. მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეაჩერონ პუტინი, ომი უკრაინისა და მსოფლიოს წინააღმდეგ. შევქმნათ ანტიპუტინური კოალიცია, დაუყოვნებლივი სანქციები, თავდაცვის და ფინანსური მხარდაჭერა უკრაინას. დახურეთ საჰაერო სივრცეები. მსოფლიომ უნდა აიძულოს რუსეთი მშვიდობისკენ", — წერს ის Twitter-ზე.
10:40 შოლცი: საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა
"ეს საშინელი დღეა უკრაინისთვის და ბნელი დღე ევროპისთვის. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები", — აცხადებს გერმანიის კანცლერი.
10:30 უკრაინის 5 ქალაქში აეროდრომები დაბომბეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, რუსეთმა 5 ქალაქში აეროდრომები დაბომბა.
"5 საათიდან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა ჩვენი ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა დაიწყეს აღმოსავლეთში. ასევე, სარაკეტო დაბომბვა განახორციელეს ბორისპოლის, ოზერნის, კულბაკინოს, ჩუგუევის, კრამატორსკშის აეროდრომებზე", — ნათქვამია გაცხადებაში.
10:25 კულება: პუტინი თავს დაგვესხა, მაგრამ არავინ გარბის
"უკრაინელებს მთელ მსოფლიოში: პუტინი თავს დაგვესხა, მაგრამ არავინ გარბის. ჯარი, დიპლომატები, ყველა მუშაობს. უკრაინა იბრძვის. უკრაინა თავს დაიცავს. უკრაინა გაიმარჯვებს.
გაავრცელეთ სიმართლე თქვენს ქვეყნებში პუტინის შემოჭრის შესახებ და მოუწოდეთ მთავრობებს სასწრაფოდ იმოქმედონ", — წერს კულება.
10:20 ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი: ეს არის შიშველი აგრესია დემოკრატიული სახელმწიფოს წინააღმდეგ
"ეს არის შიშველი აგრესია დემოკრატიული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელმაც გაბედა გამოეხატა იმისგან განსხვავებული მისწრაფება, ვიდრე იყო რუსეთის უმოქმედო მეზობელი. ეს დღე არავის უნდა დაავიწყდეს. პუტინი ფიქრობს, რომ მიწის მიტაცება მის მემკვიდრეობას უზრუნველყოფს — ეს ასე იქნება, მაგრამ ისე არა, როგორც მას სურს", — განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.
10:10 დონბასში 5 რუსული თვითმფრინავი და ვერტმფრენი ჩამოაგდეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, დონბასში 5 რუსული თვითმფრინავი და ვერტმფრენი ჩამოაგდეს.
"გაერთიანებული ძალები ღირსეულად პასუხობენ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს. სამხედრო ნაწილები თავიანთ პოზიციებზე არიან. მტერი ზარალს განიცდის.
შეინარჩუნეთ სიმშვიდე და დაუჯერეთ უკრაინელ მცველებს. ერთად გავიმარჯვებთთ!
დიდება უკრაინას!" — ვკითხულობთ განცხადებაში.
10:00 უკრაინს ბელარუსის საზღვრიდანაც შეუტიეს
უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, რუსეთმა უკრაინის საზღვრებს ბელარუსის მხრიდანაც შეუტია. მათი ცნობით, თავდასხმები ხდება არტილიერიისა და მძიმე ტექნიკის გამოყენებით, როგორც სასაზღვრო აღჭურვილობაზე, ასევე საგუშაგოებზე.
"დაახლოებით, დილით 5 საათზე, უკრაინის სახელმწიფო საზღვარს რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის მიმდებარე არეალში ბელარუსის მხარდაჭერილი რუსული ჯარები დაესხნენ თავს", — განაცხადა სასაზღვრო სამსახურმა.
09:50 ბაიდენი: ხვალ მე შევხვდები G7-ის ლიდერებს
"შეერთებული შტატები, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები რუსეთს მკაცრ სანქციებს დაუწესებენ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერასა და დახმარებას", — განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
09:40 ბაიდენი: ვესაუბრე ზელენსკის, ვაცნობე იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც ვდგამთ
"პრეზიდენტი ზელენსკი დამიკავშირდა, ახლახანს დავასრულეთ საუბარი. მე დავგმე რუსეთის სამხედრო ძალების ეს არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმა. მე მას ვაცნობე იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც ჩვენ ვდგამთ საერთაშორისო დაგმობისთვის, მათ შორის, დღეს საღამოს დაგეგმილ გაეროს უშიშროების საბჭოზე", — წერს ბაიდენი.
09:37 კიევის მერი: ჭურვების აფეთქებები ისმის, მზად გქონდეთ "განგაშის ჩემოდანი"
კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ კიეველებს მოუწოდა დარჩნენ სახლში და მზად ჰქონდეთ დოკუმენტები და ყველაზე საჭირო ნივთი.
"ძვირფასო კიეველებო! უკრაინას თავს დაესხმება აგრესორი. კიევში ჭურვების აფეთქების ხმა ისმის. ყველაზე საშინელი მტერი ახლა არის პანიკა. ჩვენ არ ვკარგავთ გამძლეობას.
ვინც არ არის ჩართული ქალაქის კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციონირებაში, დარჩით სახლში.
მზად გქონდეთ "განგაშის ჩემოდანი", საბუთები და საჭირო მინიმალური ნივთები, რომ საჭიროების შემთხვევაში, თავშესაფარში ან საცავში სწრაფად მიხვიდეთ.
დედაქალაქის ხელისუფლება ქალაქშია", — დაწერა კლიჩკომ ფეისბუქზე.
09:35 კიევში საჰაერო საფრთხე დაფიქსირდა
კიევის ადმინისტრაციამ ტელეგრამზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევში საჰაერო საფრთხე დაფიქსირდა.
"სირენების ჩართვის შემთხვევაში, ყველას ვთხოვთ სასწრაფოდ წავიდნენ სამოქალაქო დაცვის თავშესაფრებში!" — მოუწოდებენ ადგილობრივებს.
09:30 ინფორმაცია ზარალსა და დაშავებულებზე
საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ბელოცერკოვსკის საბრძოლო მასალის საცავებში და ვიშგოროდის რაიონის შტაბ-ბინაში ხანძარი გაჩნდა, ნიჟინში დაბომბვის შედეგად დაშავდა საგანგებო სიტუაციების სამსახურის 3 თანამშრომელი. ინფორმაციას უკრაინსკაია პრავდა ავრცელებს.
09:20 ნაუსედა: დასავლეთის გადასაწყვეტია ახლა სათანადო რეაგირება!
"მე მკაცრად ვგმობ რუსეთის სამხედრო თავდასხმას უკრაინაზე. ის საფრთხეს უქმნის მილიონობით უდანაშაულო ადამიანს და ძირს უთხრის საერთაშორისო წესრიგის საფუძვლებს. ახლა სათანადო რეაგირება დასავლეთის გადასაწყვეტია!" — დატვიტა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
09:15 მიშელი: ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის გაუმართლებელ თავდასხმას უკრაინაზე
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი აცხადებს, რომ გმობენ თავდასხმას უკრაინაზე და კრემლის პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებენ.
"ამ მძიმე წუთებში ჩვენი ფიქრები უკრაინასთანაა, უდანაშაულო ქალებთან, კაცებთან და ბავშვებთან, რომლებიც ამ არაპროვოცირებულ თავდასხმას აწყდებიან და ეშინიათ მათი სიცოცხლისთვის. ჩვენ კრემლის პასუხისმგებლობას დავაყენებთ", — წერს მიშელი.
09:00 უკრაინაში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა
უკრაინის პრეიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა. მან მოუწოდა ხალხს, არ აყვნენ პანიკას. მისი თქმით, ყველაფრისთვის მზად არიან და ყველას დაამარცხებენ.
"ძვირფასო მოქალაქეებო! დღეს პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა სამხედრო ოპერაციის დაწყება დონბასში. რუსეთმა განახორციელა დარტყმები ჩვენს სამხედრო ინფრასტრუქტურაზე. ჩვენ ვაცხადებთ საომარ მდგომარეობას", — განაცხადა მან ვიდეომიმართვაში.
08:57 ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა
"დღეს თქვენგან საჭიროა სიმშვიდე. შეძლებისდაგვარად, დარჩით სახლში. ჩვენ ვმუშაობთ, ჯარი მუშაობს, მთელი უსაფრთხოების და თავდაცვის სექტორი მუშაობს. მუდმივად თქვენთან კავშირზე ვიქნები მე, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო, მინისტრთა კაბინეტი. მალე ისევ გამოვალ კონტაქტზე.
პანიკის გარეშე, ძლიერები ვართ, ყველას დავამარცხებთ, რადგან უკრაინა ვართ. დიდება უკრაინას!" — განაცადა მან.
08:55 კიევში აფეთქებების გამო სახლები დაზიანდა
ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. კადრები ჯერ არ გავრცელებულა.
08:20 კანადა გმობს რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე და G7-ის ლიდერების შეხვედრას გეგმავს
კანადა მკაცრად გმობს რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე. პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრუდო აცხადებს, რომ ეს არ იყო პროვოცირებული ქმედება და არის რუსეთის მხრიდან უკრაინის უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევა. ის მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა მტრული და პროვოკაციული ქმედება უკრაინის წინააღმდეგ და გაიყვანოს ყველა სამხედრო და მარიონეტული ძალები ქვეყნიდან.
ტრუდო ამბობს, რომ უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იყოს. მისივე განცხადებით, დილას G7-ის ლიდერებს შეხვდება რათა ერთობლივად უპასუხონ რუსეთს, მათ შორის სანქციების დაწესებით.
"ეს დაუფიქრებელი და საშიში ქმედებები დაუსჯელი არ დარჩება", — განაცხადა ტრუდომ და აღნიშნა, რომ გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას და გადადგამენ ნაბიჯებს, რომ ეს აგრესია შეაჩერონ.
08:00 მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს — ჯო ბაიდენი
"მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი იმ სიკვდილსა და განადგურებაზე, რომელსაც ეს შეტევა გამოიწვევს", — ასე გამოეხმაურა რუსეთის უკრაინაში შეჭრას აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და განაცხადა, რომ მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს.
"შეერთებული შტატები, მისი მოკავშირეები და პარტნიორები უპასუხებენ ამას ერთიანი და გადამწყვეტი გზით", — დაწერა ბაიდენმა ტვიტერზე.
08:00 კულება: პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო
უკრაინის სააგრეო საქმეთა მინისტრი, დმიტრი კულება აცხადებს, რომ რუსეთმა მათ წიანაღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო და მშვიდობიან ქალაქები იბომბება. მისი თქმით, უკრაინა თავს დაიცავს და მსოფლიომ პუტინი ახლავე უნდა შეაჩეროს.
6:43 უკრაინის ქალაქებში აფეთქებებს შსს ადასტურებს
შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველის, ანტონ გონჩარენკოს განცხადებით, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრა დაიწყო და განხორციელდა სარაკეტო დარტყმები სამხედრო ადმინისტრაციის ცენტრებზე, აეროდრომებზე, სამხედრო საცავებზე, კიევთან, ხარკოვთან, დნეპერთან. მისივე თქმით, ხდება საზღვრის საარტილერიო დაბომბვა.
6:10 უკრაინის ქალაქებში აფეთქებების ხმა ისმის
ინფორმაციას ადგილობრივები ავრცელებენ.
05:49 პუტინმა უკრაინაში "სამხედრო ოპერაციის" დაწყება გამოაცხადა
პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო, რომელსაც თავად სპეციალურ "სამხედრო ოპერაციას" უწოდებს და მიზეზად ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტი ლიდერების "დახმარების თხოვნას" ასახელებს. ის ამტკიცებს, თითქოს ეს "ოპერაცია" არის თავდაცვა მათგან, ვინც "უკრაინა ტყვედ აიყვანა". ტრადიციულ პროპაგანდისტულ მოტივებზე პუტინი იმეორებს, რომ არ აპირებს უკრაინის ოკუპაციას და უკრაინელი ხალხის თვითგამორკვევის უფლებას უჭერს მხარს.
ვიდეომიმართვაში პუტინმა მოუწოდა უკრაინელ სამხედროებს "დროულად დაყარონ იარაღი და დაბრუნდნენ სახლში" და განაცხადა, რომ ვინც შეეცდება რუსეთს "საფრთხე შეუქმნას", მყისიერ პასუხს გასცემს, რომელიც ისტორიაში არ უნახავთ. მან ისევ შეახსენა და დაემუქრა მსოფლიოს, რომ ბირთვულ იარაღს ფლობს და განაცხადა, რომ არცერთ "პოტენციურ აგრესორს" არ უნდა ეპარებოდეს ეჭვი, რომ მას გაანადგურებენ.
პუტინის თქმით, იბრძოლებენ უკრაინის დემილიტარიზაციისკენ და სასამართლოს გადასცემენ ყველას, ვინ მრავალი "სისხლიანი დანაშაული" ჩაიდინა მოსახლეობის წინააღმდეგ.
"დღევანდელი მოვლენები არ უკავშირდება უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესების შელახვის სურვილს, ისინი დაკავშირებულია თავად რუსეთის დაცვასთან იმათგან, ვინც უკრაინა მძევლად აიყვანეს და ცდილობს გამოიყენოს იგი ჩვენი ქვეყნისა და მისი ხალხის წინააღმდეგ", — ასე მიმართა ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა უკრაინელ ხალხს.
1:41 ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ და რუს ხალხს მიმართა
"უკრაინა თქვენს საინფორმაციოებში და უკრაინა რეალურ ცხოვრებაში ეს ორი აბსოლუტურად სხვადასხვა ქვეყანაა. ძირითადი განსხვავება ის არის, რომ ჩვენი — ნამდვილია...
თქვენ გეუბნებიან, რომ ჩვენ გვძულს რუსული კულტურა. როგორ შეიძლება გძულდეს კულტურა? ნებისმიერი კულტურა? მეზობლები ყოველთვის ამდიდრებენ ერთმანეთს კულტურულად, მაგრამ ეს არ აქცევს მათ ერთად. არ გვაქრობს ჩვენ თქვენში. ჩვენ განსხვავებულები ვართ, მაგრამ ეს არ გვაქცევს მტრებად.
ჩვენ გვინდა თავად გადავწყვიტოთ ჩვენი ისტორია, მშვიობიანად, მშვიდად, სამართლიანად...
მოგვისმინეთ. უკრაინელ ხალხს უნდა მშვიდობა. უკრაინის მთავრობას უნდა მშვიდობა. უნდა და აკეთებს. აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია.
უნდათ რუსებს ომი? ძალიან მინდა ამ კითხვას პასუხი გავცე, მაგრამ პასუხი დამოკიდებულია მხოლოდ თქვენზე, რუსეთის მოქალაქეებზე", — განაცხადა მან.
კომენტარები