სარგებლობის წესები და პირობები
უკანასკნელი ცვლილების თარიღი: 30 მარტი, 2016.
წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრულია პორტალზე On.ge (შემდგომში — ჩვენ ან On.ge), On.ge-ს ქვედომენური დონის საიტებზე ხელმისაწვდომი ციფრული სერვისებით, On.ge-ს მობილური აპლიკაციებით ან/და მათი ცალკეული ფუნქციებით (შემდგომში — სერვისი ან სერვისები, კონტექსტის შესაბამისად) სარგებლობის წესები და პირობები (შემდგომში — სარგებლობის წესები).
თუ თქვენ სრულად არ ეთანხმებით წინამდებარე სარგებლობის წესებს, გთხოვთ, არ განაგრძოთ სერვისებით შემდგომი სარგებლობა.
წინამდებარე სარგებლობის წესები, შესაძლოა, დროდადრო განახლდეს. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, რომ მას გაეცნოთ რეგულარულად. სარგებლობის წესების პირველი აბზაცი მიანიშნებს იმ თარიღს, თუ როდის მოხდა სარგებლობის პირობების უკანასკნელი ცვლილება.
1. ზოგადი წესები და მოქმედების სფერო
სარგებლობის წესები წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულებას სერვისების მომხმარებელს (შემდგომში — თქვენ ან მომხმარებელი) და სერვისების მომწოდებელს (შემდგომში — ჩვენ ან სერვისის მომწოდებელი) შორის.
თქვენ მიერ სერვისებით სარგებლობის ფაქტი, ყოველ მიზეზ გარეშე, ავტომატურად მოგაქცევთ სარგებლობის წესების მოქმედების სფეროში და გულისხმობს იმას, რომ თქვენთვის ცნობილია სარგებლობის წესებით განსაზღვრული წესები და პირობები და სრულად ეთანხმებით მათ.
სარგებლობის წესების მოქმედება თანაბრად ვრცელდება სერვისის მომხმარებელზე, იმის მიუხედავად, თუ რომელი ტექნიკური საშუალების გამოყენებით ხდება სერვისებზე წვდომის მოპოვება, იქნება ეს ვები (WWW), მობილური ტელეფონი, RSS არხი, მესამე პირების მიერ შექმნილი საკომუნიკაციო პლატფორმები თუ სხვა ნებისმიერი საშუალება.
2. რეგისტრაცია
სერვისებით სარგებლობის დროს, თქვენი სურვილით ან ჩვენი მოთხოვნით, შესაძლებელია On.ge-ს ერთიანი ანგარიშის რეგისტრაცია.
თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი ანგარიშის პაროლის, ანგარიშთან დაკავშირებული იდენტიფიკატორების და ანგარიშით განხორციელებული ყველა აქტივობის კონფიდენციალურობის დაცვაზე.
On.ge-ზე რეგისტრაციის დროს ან სერვისებზე წვდომის ყოველი მოპოვებისას, თქვენ, შესაძლებელია, გაგვიზიაროთ გარკვეული ტიპის ინფორმაცია თქვენ შესახებ. ასეთი ინფორმაციის გამოყენება, ჩვენ მიერ, მოხდება ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკით განსაზღვრული წესების დაცვით.
On.ge-ს ერთიანი ანგარიშის რეგისტრაციით თქვენ აცხადებთ და იძლევით გარანტიას, რომ სარეგისტრაციო ფორმით გაგზავნილი ინფორმაცია არის უტყუარი, ზუსტი, უახლესი და სრული და თქვენ იზრუნებთ ამ ინფორმაციის დროდადრო განახლებაზე მათი უტყუარობის, სიზუსტის, სიახლის და სისრულის უზრუნველსაყოფად.
დამატებით, თქვენ აცხადებთ და იძლევით გარანტიას, რომ თქვენ მიერ სერვისებით სარგებლობით ან ასეთი სარგებლობის შედეგად არ დაირღვევა შიდაეროვნული კანონმდებლობის ან/და საერთაშორისო სამართლის ნორმები.
3. წვდომის შეზღუდვა
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას გავაუქმოთ თქვენი On.ge-ს ერთიანი ანგარიში ან სხვაგვარად შევზღუდოთ თქვენი წვდომა სერვისებზე, სრულად ან ნაწილობრივ, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიერ სრულად და ჯეროვნად არ შესრულდება წინამდებარე სარგებლობის წესებით დადგენილი პირობები და დებულებები ან თუ თქვენ მიერ განხორციელდება ისეთი ქმედება, რომელსაც ჩვენ, ჩვენი აბსოლუტური დისკრეციის გამოყენებით, მივიჩნევთ მოქმედი კანონმდებლობის ან რეგულაციის დარღვევად ან ჩვენი, სერვისის სხვა მომხმარებლების ან სხვა ნებისმიერი მესამე პირის ინტერესების საზიანოდ.
თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ ჩვენ არ ვიქნებით პასუხისმგებელი ჩვენ მიერ ზემოაღნიშნული უფლების რეალიზების შედეგად თქვენთვის ან ნებისმიერი მესამე პირისთვის მიყენებულ ზიანზე (ზარალზე).
დამატებით, ჩვენ, ასევე, ვიტოვებთ უფლებას, გამოვიკვლიოთ თქვენ მიერ სერვისებით ან მისი ცალკეული კომპონენტებით სარგებლობის ფაქტი, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი აბსოლუტური დისკრეციის გამოყენებით, მივიჩნევთ, რომ თქვენ მიერ დაირღვა წინამდებარე სარგებლობის წესებით განსაზღვრული პირობები და დებულებები.
თქვენი On.ge-ს ერთიანი ანგარიშის გაუქმების ან სერვისზე წვდომის სხვაგვარად შეზღუდვის შემთხვევაში, ჩვენ არ გაგვაჩნია იმ ინფორმაციის ან სხვა კონტენტის შენახვის ან თქვენთვის გადმოცემის ვალდებულება, რომელიც ატვირთეთ, შეინახეთ ან გაგზავნეთ ჩვენი სერვისებით სარგებლობის დროს ან მათი უშუალო გამოყენებით.
4. მომხმარებლის შექმნილი კონტენტი
სერვისები ან მათი ცალკეული კომპონენტები, შესაძლოა, მომხმარებლებს აძლევდეს საშუალებას, გამოაქვეყნონ კონტენტი ან კომუნიკაცია დაამყარონ სხვა მომხმარებლებთან. ასეთი კონტენტი შესაძლოა იყოს ტექსტური, გრაფიკული აუდიო, ვიდეო ან სხვა ნებისმიერი ფორმით არსებული (შემდგომში — მომხმარებლის კონტენტი).
სერვისებით სარგებლობის დროს, მომხმარებლის კონტენტის შექმნით, თქვენ აცხადებთ და იძლევით გარანტიას, რომ არ გამოაქვეყნებთ ისეთ კონტენტს, რომელიც:
- დაარღვევს მესამე პირების უფლებებს (მათ შორის და არამხოლოდ საავტორო, სასაქონლო, საპატენტო ან ინტელექტუალური საკუთრების სფეროს მიკუთვნებულ ნებისმიერ სხვა უფლებას ან პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ უფლებებს);
- იქნება მცდარი, შეცდომაში შემყვანი, ცილისმწამებლური, უხამსი ან სიძულვილის შემცველი;
- დაამცირებს სხვებს სქესის, რასის, ეთნიკური, კლასობრივი, ეროვნული, რელიგიური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობების ან სხვა მახასიათებლის საფუძველზე;
- შეიცავს ისეთ ენობრივ ელემენტებს ან მასალებს, რომელიც განკუთვნილია მუქარის ან ძალადობისკენ მოწოდებისთვის;
- დაარღვევს ადგილობრივი, ეროვნული თუ საერთაშორისო სამართლის მოქმედ ნორმებს;
მომხმარებლის კონტენტის გამოქვეყნებამდე, თქვენ ვალდებული ხართ მოიპოვოთ ყველა საჭირო თანხმობა და ნებართვა იმ პირებისგან, რომელთა თანხმობაც ასეთი ტიპის კონტენტის გამოქვეყნებისთვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. არასრულწლოვნებთან დაკავშირებული კონტენტის გამოქვეყნების შემთხვევაში, თქვენ ვალდებული ხართ მიიღოთ შესაბამისი თანხმობა მათი მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლებისგან.
On.ge არ არის პასუხისმგებელი მესამე პირების მიერ გამოქვეყნებული კონტენტის შინაარსზე. მომხმარებლის მიერ ასეთი კონტენტის გამოყენება ხდება საკუთარი რისკის ხარჯზე. ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას მომხმარებლის კონტენტის ან მისი ნაწილის სინამდვილეზე, სისწორეზე, გონივრულობაზე, სანდოობაზე ან სისრულეზე.
ჩვენ გვჯერა, რომ თავისუფალი ინტერნეტი, ადამიანების სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების რეალიზებისთვის უმნიშვნელოვანესი სივრცეა და შეუძლებელია, ციფრულ ეპოქაში, ცენზურას დაქვემდებარებული ინტერნეტის პირობებში არსებობდეს ის საჯარო დისკურსი, რომელიც აზრების და ინფორმაციის თავისუფალ მიმოცვლის უზრუნველყოფით, იდეების თავისუფალ ბაზარს უნდა ქმნიდეს. ამ და ჩვენი შეზღუდული ადამიანური და ტექნიკური რესურსის არსებობის მიზეზით, ჩვენი სერვისების ის სეგმენტი, სადაც მომხმარებლებს სხვადასხვა საკითხების ირგვლივ საკუთარი კომენტარის გამოქვეყნების და დისკუსიის დაწყების ან მასში ჩაბმის საშუალება აქვთ, ჩვენი მხრიდან პრემოდერაციას არ ექვემდებარება. ასეთი შინაარსის კონტენტის შესაბამისობის შესწავლა სარგებლობის წესების დებულებებთან და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან, მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მესამე პირებისგან მივიღებთ შეტყობინებას ასეთი შინაარსის კონტენტის მიერ მათი კანონიერი უფლებების არათანაზომიერი დარღვევის დასაბუთებით. შესაბამისად, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, მესამე პირების დასაბუთბული მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებლის წინასწარი თანხმობის გარეშე, წავშალოთ ან დავარედაქტიროთ კონტენტი.
მომხმარებლის კონტენტი იქმნება მკაცრად არა-კომერციული, პერსონალური მოხმარებისთვის. დაუშვებელია მომხმარებლის კონტენტში ფიგურირებდეს ნებისმიერი სხვა კომერციული თუ არაკომერციული სუბიექტის რეკლამა, თუ ამაზე არ არსებობს ჩვენი წინასწარი თანხმობა.
მომხმარებლის კონტენტის შექმნით, თქვენ, ასეთ კონტენტზე და მის შემადგენელ კომპონენტებზე, სრულად ან ნაწილობრივ, On.ge-ს გადასცემთ გლობალურ, გამოუხმობ, უვადო, უსასყიდლო, არაექსკლუზიურ და ქველიცენზირებას დაქვემდაბარებულ ლიცენზიას მომხმარებლის კონტენტის ჩვენების, გავრცელების, რეპროდუცირების, გადაცემის, გამოქვეყნების, შესრულების, თარგმნის, შეცვლის, ადაპტაციის, წაშლის, მოდიფიცირების, გარდაქმნის, დერივატიული ნაწარმოების შექმნის უფლებით. On.ge უფლებამოსილია ლიცენზიით მინიჭებული უფლებები გამოიყენოს საკუთარი აბსოლუტური დისკრეციის შესაბამისად, ნებისმიერი ფორმით, სერვისებთან დაკავშირებით ან უამისოდ, ნებისმიერ აფილირებულ გამომცემლობაში, ნებისმიერი ფორმით, მედიის თუ სხვა საშუალების (არსებული თუ მომავალში შექმნილი ტექნოლოგიის) გამოყენებით, პრომო და მარკეტინგული მიზნებისათვის.
5. საავტორო უფლებები
ის მასალა, რომელიც თქვენთვის ხელმისაწვდომი სერვისებით სარგებლობის განმავლობაში ხდება, მათ შორის და არა მხოლოდ საინფორმაციო ან/და ანალიტიკური სტატიები, აუდიო-ფოტო-ვიდეო მასალები, ილუსტრაციები ან სხვადასხვა საშუალებებით გამოქვეყნებული მულტიმედია ფაილები (შემდგომში — კონტენტი), განკუთვნილია თქვენი პერსონალური, არაკომერციული გამოყენებისთვის.
კონტენტი დაცულია საავტორო უფლებებით, წარმოადგენს On.ge-ს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს და მათზე სრულად ვრცელდება On.ge-ს საკუთრების, საავტორო და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა თანმდევი ქონებრივი და არაქონებრივი უფლება.
კონტენტი, ასევე, შესაძლებელია წარმოადგენდეს მესამე პირების ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს, თუ ეს, კონტენტის გამოქვეყნებასთან ერთად, პირდაპირ არის მითითებული.
აკრძალულია კონტენტის, მთლიანად ან ნაწილობრივ, გამოქვეყნება, რეპროდუცირება, დისტრიბუცია, შესრულება, მოდიფიცირება, გარდაქმნა, გადაცემა, შენახვა ან ნებისმიერი სხვა ფორმითა და საშუალებით ექსპლოატაცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ჩვენ მიერ გაიცა წინასწარი თანხმობა ან ახალი ამბების/ახალი ამბების აგრეგატორი სერვისებისთვის — ლიცენზია, მსგავსი შინაარსის ქმედების შესრულებაზე. აკრძალვა არ ეხება კონტენტით სარგებლობას მხოლოდ პერსონალური, არაკომერციული გამოყენებისთვის.
ინტელექტუალური საკუთრების პატივისცემა, ჩვენთვის მხოლოდ ჩვენი საავტორო უფლებების დაცვით არ მთავრდება — თუ თქვენ თვლით, რომ თქვენი სასაქონლო ნიშანი ან ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი On.ge-ს სერვისებში გამოყენებულია იმგვარად, რომ ასეთი გამოყენება, შესაძლოა, ჩაითვალოს საავტორო უფლების ხელყოფად, თქვენ ან თქვენს უფლებამოსილ წარმომადგენელს შესაძლებლობა გაქვთ ასეთი ფაქტის შესახებ გამოგვიგზავნოთ პრეტენზია ელფოსტაზე [email protected], სადაც აღგვიწერთ საავტორო უფლების დარღვევის ხასიათს და მოგვაწვდით ინფორმაციას საავტორო უფლების ობიექტზე და მის ავტორზე.
6. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით, ჩვენ ვიხსნით ყოველგვარ პასუხისმგებლობას ნებისმიერი შინაარსის განცხადებაზე, რომელსაც, შესაძლოა, შეიცავდეს კონტენტი.
კონტენტის შემადგენელი არცერთი კომპონენტი არ არის განკუთვნილი რაიმე კონკრეტული მიზნის მისაღწევად ან კონკრეტული პირების მოთხოვნების შესასრულებლად, თუ ამის შესახებ კონტენტს არ ერთვის სპეციალური მითითება. ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, On.ge არ იქნება პასუხისმგებელი ნებისმიერ ზიანზე (ზარალზე), რომელიც, შესაძლოა, მოგადგეთ თქვენ ან/და ნებისმიერ მესამე პირს, კონტენტის ან მისი შემადგენელი ცალკეული კომპონენტის ნახვის, წაკითხვის, მოსმენის ან სხვაგვარად მათზე წვდომის მოპოვების საფუძველზე განხორციელებული ქმედების ან უმოქმედობის შედეგად.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიღებთ ყველა გონივრულ ზომას და დავნერგეთ ყველა აუცილებელი მექანიზმი იმისთვის, რომ სერვისებზე თქვენი წვდომა იყოს მუდმივი, უწყვეტი და უსაფრთხო, ჩვენ არ ვიძლევით არანაირ გარანტიას, ამასთან დაკავშირებით. უფრო კონკრეტულად, ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას იმაზე, რომ სერვისებით ან მათი ცალკეული კომპონენტებით სარგებლობა იქნება კომპიუტერული ვირუსებისგან დაცული. მსგავსი სახის რისკებისგან თავდასაცავად, თქვენ უფლებამოსილი ხართ, მიიღოთ და დანერგოთ პრევენციისა და თავდაცვის ინდივიდუალური ზომები. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ ზიანზე (ზარალზე), რომელიც, შესაძლოა, სერვისებით სარგებლობის დროს კომპიუტერულმა დაინფიცირებამ ან პროგრამული ნაწილის ნებისმიერმა დესტრუქციულმა ელემენტმა გამოიწვიოს.
აგრეთვე, ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ ზიანზე (ზარალზე), რომელიც, შესაძლოა, ჩვენი სერვისების ან მათი ცალკეული კომპონენტების შეფერხებით ან დაგვიანებით მოწოდებამ გამოიწვიოს.
7. ბმულები სხვა ვებგვერდებთან და კომერციული კონტენტი
სერვისებით სარგებლობისას, შესაძლოა, ბმულების გამოყენებით, ესტუმროთ ისეთ ვებგვერდებს, რომლებიც არ განეკუთვნება სერვისებს და მათ ოპერირებას მესამე პირები ახდენენ. ასეთი საიტები ჩვენი კონტროლის ქვეშ არ იმყოფება და ჩვენ არ ვართ ასეთ საიტებზე ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე, პროგრამულ უზრუნველყოფაზე ან/და სხვა სახის მასალებზე პასუხისმგებელი.
მაშინ, როდესაც On.ge გთავაზობთ ბმულებს მესამე პირების ვებგვერდებთან ან/და კომერციული შინაარსის გრაფიკულ, ტექსტურ, ხმოვან ან აუდიო-ვიზუალურ კონტენტს (შემდგომში — კომერციული კონტენტი), ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ ამ ვებგვერდებზე ან/და კომერციული კონტენტით ან მათი მეშვეობით შემოთავაზებულ პროდუქტებს, მომსახურებებს, მოსაზრებებს, იდეებს ან ინფორმაციას. ამ ბმულების ან/და კომერციული კონტენტის გამოყენებისას თქვენ მოქმედებთ მხოლოდ თქვენივე რისკით და ჩვენ არ ვიღებთ არანაირ ვალდებულებას ან პასუხისმგებლობას ამ ვებგვერდების ან/და კომერციული კონტენტის შემცველობაზე, გამოყენებაზე ან ხელმისაწვდომობაზე. თუ თქვენ გადაწყვეტთ ისეთ ვებგვერდზე ან/და კომერციულ კონტენტზე გადასვლას, რომელიც ჩვენს კონტროლს არ ექვემდებარება, ჩვენ არ გაძლევთ არანაირ გარანტიას, პირდაპირს თუ ნაგულისხმევს, თქვენ მიერ ასეთი ვებგვერდის ან/და კომერციული კონტენტის გამოყენებასთან ან გამოყენების შეუძლებლობასთან დაკავშირებით, ვებგვერდის ან/და კომერციული კონტენტის შემცველობასთან დაკავშირებით, მათ შორის მის სისწორესთან, სისრულესთან, სანდოობასთან ან რაიმე კონკრეტული მიზნით ვარგისიანობასთან დაკავშირებით; ასევე, On.ge არ გაძლევთ გარანტიას, რომ ეს ვებგვერდი ან/და კომერციული კონტენტი, სრულად ან ნაწილობრივ, თავისუფალია ისეთი პრეტენზიებისგან, რომლებიც შეიძლება უკავშირდებოდეს საავტორო უფლებას, სავაჭრო ნიშანს ან მესამე პირების უფლებების სხვა დარღვევებს. ჩვენ ასევე არ ვიძლევით გარანტიას, რომ ასეთი ვებგვერდის ან/და კომერციული კონტენტის შემცველობა, სრულად ან ნაწილობრივ, თავისუფალია ვირუსებისგან ან სხვა სახის დამაზიანებელი ფაქტორებისგან. ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას ინტერნეტში არსებული დოკუმენტების ნამდვილობაზე. ჩვენ არ შეგვიმოწმებია ასეთი ვებგვერდების შემცველობის სინამდვილე, სისწორე, გონივრულობა, სანდოობა ან სისრულე.
8. კონფიდენციალურობა
სერვისებით სარგებლობით, თქვენ ადასტურებთ, რომ იცნობთ და სრულად ეთანხმებით პერსონალური მონაცემების შეგროვების, გამოყენების და გამჟღავნების პრაქტიკას, როგორც ეს განსაზღვრულია ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკით.
კონფიდენციალურობის პოლიტიკა განიხილება, როგორც წინამდებარე სარგებლობის წესების ინტეგრალური ნაწილი და მასზე სრულად ვრცელდება სარგებლობის წესებით გათვალისწინებული ყველა პირობა და დებულება.
9. სარგებლობის წესების ცვლილება
ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, ჩვენი შეხედულებისამებრ, შევიტანოთ ცვლილებები ან დამატებები წინამდებარე სარგებლობის წესების დებულებებში ნებისმიერ დროს, თქვენთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე.
10. ინდემნიტეტი
თქვენ აცხადებთ თანხმობას და იძლევით გარანტიას, რომ სრულად აუნაზღაურებთ On.ge-ს, მის მფლობელ, შვილობილ ან აფილირებულ კომპანიებს, მათ მესაკუთრეებს, დირექტორებს, თანამშრომლებს, აქციონერებს და მეწილეებს ყოველგვარი ზიანს, ზარალს, დანახარჯს, მათ შორის, ადვოკატის მომსახურების გონივრულ ხარჯს, იმ შემთხვევაში თუ ასეთი ზიანი, ზარალი ან დანახარჯი დადგება თქვენ მიერ წინამდებარე სარგებლობის წესებით განსაზღვრული პირობებისა და დებულებების არასრული და არაჯეროვანი შესრულების შედეგად.
11. მოქმედი კანონმდებლობა და იურისდიქცია
სარგებლობის წესები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და უნდა განიმარტოს მის შესაბამისად, მიუხედავად იმისა, თქვენ ცხოვრობთ თუ არა საქართველოში. ჩვენ წინააღმდეგ მიმართული ყოველგვარი სარჩელი და ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშვება ან დაკავშირებულია თქვენ მიერ ჩვენი სერვისებით სარგებლობასთან, ასევე ამ სარგებლობის წესების დებულებებთან, თქვენ მიერ უნდა წარედგინოს მხოლოდ საქართველოს სასამართლოებს.
თქვენ თანხმობას აცხადებთ საქართველოში არსებული სასამართლოების განსჯადობასა და ადგილმდებარეობაზე იმ თვალსაზრისით, რომ On.ge ყოველგვარ სარჩელს თქვენ წინააღმდეგ, რაც წარმოიშვება ან დაკავშირებულია თქვენ მიერ ჩვენი სერვისებით სარგებლობასთან და ამ სარგებლობის წესების დებულებებთან, წარუდგენს საქართველოს სასამართლოებს.
სერვისები არ ეხება და არ არის გამიზნული გასავრცელებლად ან გამოსაყენებლად ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი განსჯადობის ტერიტორიაზე ან ქვეყანაში, სადაც სერვისების ან მისი შემადგენელი ცალკეული კომპონენტების გამოქვეყნება ან ხელმისაწვდომობა ანდა ასეთი გავრცელება ან გამოყენება ეწინააღმდეგება ადგილობრივ კანონმდებლობას ან წესებს. თუ თქვენ განიზრახავთ ინფორმაციის მიღებას სერვისების საშუალებით, თქვენვე იქნებით პასუხისმგებელი ყველა შესაბამისი ადგილობრივი, საერთო-სახელმწიფოებრივი და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე და ასეთ განსჯადობის ტერიტორიებზე თქვენ მიერ სერვისებით სარგებლობა იქნება მხოლოდ თქვენ მიერ გაწეული რისკი. თქვენი კონკრეტული გარემოებების შესაბამისი სახელმძღვანელო რჩევების მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს იურიდიულ მრჩეველს.
თუ წინამდებარე სარგებლობის წესების ცალკეული დებულების აღსრულება გახდება შეუძლებელი, დანარჩენი წესები და დებულებები რჩება ხელშეუხებელი, ხოლო აღუსრულებელი წესი ან დებულება ჩანაცვლდება იმ აღსრულებადი წესით ან დებულებით, რომელიც ყველაზე ახლოს დგას აღუსრულებელი წესის ან დებულების მიზანთან.