Novaya Gazeta: პუტინის მიერ ომის გამოცხადების ვიდეო, სავარაუდოდ, 3 დღით ადრე იყო ჩაწერილი
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინასთან ომის გამოცხადების ვიდეო, რომელიც 24 თებერვალს გავრცელდა, სამი დღით ადრე, 21 თებერვალს იყო ჩაწერილი.
ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალურ ტექნიკურ ანალიზზე დაყრდნობით Новая Газета ავრცელებს. ეს კი ნიშნავს, რომ კრემლის ვებ-გვერდზე განთავსებული ვიდეოფაილი, სავარაუდოდ, 21 თებერვალს, 19:00-ზე უნდა ჩაწერილიყო.
"გარემოებები ჩვენგან სასწრაფოდ მოითხოვს გადამწყვეტ ქმედებებს. დონბასის სახალხო რესპუბლიკებმა რუსეთს დახმარების თხოვნით მომართეს. ამასთან დაკავშირებით, გაერო-ს წესდების მე-7 ქარტიის 51-ე მუხლის მიხედვით, ფედერაციის საბჭოს სანქციით და ფედერალური ასამბლეის მიერ რატიფიცირებული დსრ-სთან და ლსრ-სთან მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებების შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად", — თქვა პუტინმა ვიდეომიმართვაში.
კომენტარები