რუსეთი არის ფედერაციული რესპუბლიკა, რომელიც 83 ფედერაციული სუბიექტისგან შედგება. მისი სახმელეთო საზღვარი მსოფლიოში ყველაზე დიდია.
რუსეთს დასავლეთიდან ესაზღვრება ევროპული ქვეყნები: ფინეთი, ნორვეგია, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა და პოლონეთი, ასევე ესაზღვრება: ბელორუსია, უკრაინა, საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ჩინეთი, მონღოლეთი და ჩრდილოეთი კორეა.
რუსეთს ტერიტორიის ფართობის მიხედვით მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია, მისი ფართობი შეადგენს 17,075,400 კმ²-ს.
წყარო: ვიკიპედია