ყველასთვის საყვარელი ჰარი პოტერი, დენიელ რედკლიფი, ნიუ-იორკში მდებარე ქართულ რესტორანს — Laliko-ს ეწვია. ამის შესახებ ინფორმაცია და კადრები რესტორანის სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

ნახეთ ხინკლის სანახაობით გაოცებული დენიელ რედკლიფი:

როგორც რესტორნის პოსტიდან ვიგებთ, რედკლიფი და მისი მეგობრები ქართული სამზარეულოთი ძალიან დაინტერესდნენ — დანიელმა ხინკლის ჭამის წესი ისწავლა, ყველა კერძი სიხარულით მიირთვა და ამასთან ერთად, ყველა მათგანის ისტორიის მოსმენა სურდა.

Laliko-ს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ რედკლიფს ხინკალი კი ძალიან მოეწონა, მაგრამ მისი საყვარელი კერძი ქათმის შქმერული აღმოჩნდა.