ჩვენ შესახებ

On.ge ონლაინ მედია-საშუალებაა, რომელიც აერთიანებს ახალი ამბების პორტალს, ჟურნალს, კარგი ამბების სააგენტოს და On.ge ბრენდის ქვეშ არსებულ სხვა სერვისებს.

ჩვენ ვქმნით მოგებაზე ორიენტირებულ, თანამედროვე მედია-საშუალებას ახალი, ციფრული ეპოქისთვის. პროექტის გუნდი აგროვებს ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვან ამბებს, ეძებს ინოვაციურ გზებს მათ მოსათხრობად და ცდილობს, იყოს ხელმისაწვდომი ყველა პლატფორმაზე.


პროექტის ახალი ამბების გამოცემის რედაქტორია ჟურნალისტი თამუნა გეგიძე. სარედაქციო პოლიტიკა კი ემყარება ამბების მიუკერძოებლად და ეთიკურად გაშუქების პრინციპებს (დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ On.ge-ს სარედაქციო კოდექსი).


ახალი ამბების გამოცემის მიუკერძოებლობის და დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, მისი რედაქტორის დანიშვნა და გათავისუფლება ხდება On.ge-ს სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობით. გარდა ამისა, სამეთვალყურეო საბჭოს ამოცანებსა და კომპეტენციაში შედის ახალი ამბების გამოცემის მთავარი რედაქტორის მუშაობის შეფასება, სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებულ კომპლექსურ ეთიკურ საკითხებზე რეკომენდაციების გაცემა რედაქციისთვის და მკითხველთა გასაჩივრებულ პრეტენზიებზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.

სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან:

  1. ნინო ზაუტაშვილი
  2. ნინო ჯანგირაშვილი
  3. შოთა დიღმელაშვილი
  4. გიორგი მშვენიერაძე
  5. ნინო დანელია

პორტალის მფლობელია შპს ონ.ჯი (ამონაწერი). კომპანიის მფლობელები არიან შპს ომედია მედია (ამონაწერი) და შპს ფორმულა ფროდაქშენი (ამონაწერი).