საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამის (TSCFP) ფარგლებში, Leading DMC Supply Chain Finance Award მოიპოვა. ჯილდო ბანკს 12—ე ყოველწლიურ TSCFP Awards—ზე გადაეცა, სადაც აღინიშნა ბანკის მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობაში, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და მიწოდების ჯაჭვების გაძლიერებაში.
ჯილდო წელს პირველად დაწესდა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ და საქართველოს ბანკი სიაში პირველია, ვინც ეს ჯილდო მიიღო. ეს აღიარება ხაზს უსვამს ბანკის ლიდერულ როლს მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების განვითარებასა და ბიზნესებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობაში.
ელენე ცხადაია, საქართველოს ბანკის გლობალური საბანკო ბიზნეს მიმართულების ხელმძღვანელი:
"მოხარული ვართ, რომ აზიის განვითარების ბანკისგან მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება მივიღეთ და ის აზიის განვითარების ბანკისთვის (ADB) პირველი ჯილდოა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ბანკის როლს ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების მიმართულებით და იმ მხარდაჭერას, რომელსაც ბანკი ბიზნესებს საერთაშორისო ბაზრებზე განვითარებასა და ზრდაში უწევს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პარტნიორებთან ერთად შევქმნათ ბიზნესებისთვის ახალი შესაძლებლობები და ხელი შევუწყოთ მათ საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოებას. გვჯერა, რომ ADB—სთან ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც არაერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობის შექმნის საფუძველი იქნება".
სტივენ ბეკი, აზიის განვითარების ბანკის ვაჭრობის და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამის ხელმძღვანელი:
"ეს აღიარება ასახავს საქართველოს ბანკის წარმატებულ გამოცდილებას საქართველოს ბიზნესებისთვის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით. სწორედ ასეთი პარტნიორობა წარმოადგენს ჩვენი საქმიანობის მთავარ მიზანს: ვაჭრობის დაფინანსების სფეროში არსებული დეფიციტის აღმოსაფხვრელად საჭიროა ძლიერი ადგილობრივი პარტნიორები, რომლებიც კარგად იცნობენ საკუთარ ბაზარს და მზად არიან, მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, ინოვაციური მიდგომები დანერგონ. კიდევ ერთხელ გილოცავთ და მოუთმენლად ველით ჩვენი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას მომავალ წლებში".
ADB—ის TSCFP Awards-ის ფარგლებში, Leading DMC Supply Chain Finance Award—ის ღონისძიება 8 სექტემბერს სინგაპურში გაიმართა. დაჯილდოების ცერემონია Global Trade Review—ის (GTR) Asia Conference—ის პარალელურად ჩატარდა და მას სავაჭრო დაფინანსების სფეროს წამყვანი პროფესიონალები, პარტნიორი ბანკები და ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
-
Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება
გადახედვა
-
20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა 20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
გადახედვა
-
რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის
გადახედვა
-
5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა 5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა
გადახედვა
-
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა
გადახედვა
-
ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან
გადახედვა
-
Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს" Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს"
გადახედვა
-
60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს 60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა
-
დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში
გადახედვა
-
ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ
გადახედვა
-
"გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე "გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე
გადახედვა
-
როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი
გადახედვა
-
მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის
გადახედვა
-
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა
გადახედვა
კომენტარები