ფენიქსის სახანძრო დეპარტამენტის ჯგუფი ორშაბათს, დილით ადრე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარზე გამოიძახეს. ადგილზე ავტოფარეხიდან გამოსული ძლიერი კვამლი და ცეცხლი დახვდათ.

სანამ მეხანძრეების ნაწილი ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდა, დანარჩენებმა სახლის დათვალიერებისას ფისო აღმოაჩინეს. მაშველებმა ოთხფეხა ცხოველი უსაფრთხო ადგილას გაიყვანეს, თუმცა მათი სამუშაო ამით არ დასრულებულა. მათ სპეციალური, ცხოველებისთვის განკუთვნილი ნიღბით კატას ჟანგბადიც მიაწოდეს.

დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ კადრებში სწორედ ეს მომენტებია ასახული:

ფენიქსის სახანძრო დეპარტამენტის ინფორმაციით, შინაური ცხოველი საბოლოოდ თავის პატრონს დაუბრუნდა.