პუტინის ომი უკრაინაში — განახლებადი
უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება. პუტინის არმია ბომბავს დასახლებულ პუნქტებს, საავადმყოფოებს, სკოლებს, ბაღებს — დაშავდა და გარდაიცვალა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. დანაკარგები აქვს ოკუპანტსაც, თუმცა ეს ინფორმაცია მხოლოდ უკრაინული წყაროებიდან ვიცით, რადგან რუსეთი დუმს. პუტინის არმია სხვადასხვა ქალაქის და დასახლების აღებას ცდილობს და კიევისკენ მიიწევს, თუმცა დიდ წინააღმდეგობას აწყდება, არამხოლოდ უკრაინული ჯარის, არამედ ადგილობრივებისგან. თვალი ადევნეთ მოვლენების განვითარებას განახლებად რეჟიმში.
On.ge აგრძელებს უკრაინაში რუსული ინტერვენციის განახლებად რეჟიმში გაშუქებას. სიახლეების ნახვას ახალ გვერდზე შეძლებთ — პუტინის ომი უკრაინაში — განახლებადი.
ომის მეათე დღე
ზუსტად 10 დღის წინ პუტინმა ომი დაიწყო, რომელსაც "სამხედრო ოპერაციას" უწოდებს. რუსეთის პრეზიდენტი არც თავად აღიარებს რომ აგრესორია და სხვებსაც უკრძალავს — პირდაპირი გაგებით. არამხოლოდ უკრძალავს, არამედ პატიმრობითაც ემუქრება. პარალელურად, უკრაინასთან როგორც სამხედრო, ისე ჰიბრიდულ ომს აწარმოებს — გეგმავს და ავრცელებს ყალბ ინფორმაციებს. პროპაგანდის არნახული მასშტაბების ფონზე კრემლი სიმართლეს ებრძვის, ამიტომ რუსეთში დაბლოკეს კრიტიკული მედიები და სოციალური ქსელები.
უკრაინა ყველა ფრონტზე იბრძვის, მაგრამ არ ნებდება. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, სამთავრობო გუნდთან ერთად, ყოველდღიურად მოუწოდებს მსოფლიოს მხარდაჭერისკენ. ზელენსკის არც მადლიერება ავიწყდება და არც კრიტიკა. მაგალითად, 4 მარტს ევროპის რამდენიმე ქალაქში შეკრებილ ათიათასობით მხარდამჭერს პირდაპირ ეთერში მიმართა და მადლობა გადაუხადა. რამდენიმე საათში კი NATO მწვავედ გააკრიტიკა მათ დასახმარებლად არასაკმარისად ეფექტური ნაბიჯების გადადგმის გამო.
ყოველ ღამით კიევის არაერთ ქალაქში ისევ ისმის საჰაერო განგაშის და აფეთქებების ხმა. მხოლოდ დილას ხდება ცნობილი რამდენი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა ოკუპანტების ქმედებების შედეგად და გაუძლო თუ რა კიევმა მორიგ მძიმე ღამეს.
5:00 ირპინში მაშველს ბავშვი გამოჰყავს
4:40 Unian-ის ინფორმაციით, გერმანულ არხზე გამოჩნდა პოსტერი "პუტინ იძი ნა ხ*ი"
4:12 გვერდწითელის ვარსკლავი უკრაინის დროშის ფერებში შეღებეს
უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე გვერდწითელმა, სხვა წარმოშობით ქართველ მომღერლებთან ერთად, 4 მარტს კრემლში იმღერა. 6-ში კი მორიგ კონცერტში იღებს მონაწილეობას.
4:06 "ყალბ" ინფორმაციაზე ახალი კანონის გამო CNN და Bloomberg რუსეთში მუშაობას აჩერებენ
CNN და Bloomberg რუსეთში მუშაობას დროებით აჩერებენ. გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ახალ შემზღუდავ კანონს მოაწერა ხელი — ამიერიდან უკრაინაში მიმდინარე ომზე "ყალბი ამბების" გავრცელება რუსეთში დაჯარიმებას ან პატიმრობას გამოიწვევს.
"სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება, რომელიც როგორც ჩანს, იმისთვისაა შექმნილი, რომ ნებისმიერი დამოუკიდებელი რეპორტიორი კრიმინალად აქციოს, შეუძლებელს ხდის ქვეყნის შიგნით ნორმალური ჟურნალისტიკის რაიმე სახით გაგრძელებას", — განაცხადა Bloomberg-ის მთავარმა რედაქტორმა.
4:04 რუსეთში დააპატიმრებენ ყველას, ვინც რუს ჯარისკაცებზე "ყალბ" ინფორმაციას გაავრცელებს
სახელმწიფო დუმამ ერთხმად და დაუყოვნებლივ, სამი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც რუსი სამხედროების ქმედებების შესახებ "ცრუ" ინფორმაციის გავრცელებაზე სასჯელს აწესებს. ის უკვე ძალაში შევიდა, რადგან პუტინმა მალევე დაამტკიცა.
კანონი კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, თუმცა ამ ეტაპზე ის მიუწვდომელია. მედიებიდან კი ასეთ ინფორმაციას ვიგებთ:
BBC-ის რუსული ბიუროს განმარტებით, რუსეთის დუმის სათათბირომ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებების შესახებ "ცრუ" ინფორმაციის გავრცელებაში პასუხისმგებელ პირებს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. თუ ეს "ყალბი" ინფორმაცია გავრცელდა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ან თან ახლდა "მტკიცებულებების გაყალბება", მაქსიმალური სასჯელი 10 წლამდე იზრდება. ხოლო თუ "არასანდო" ინფორმაციის გავრცელებამ სერიოზული შედეგები გამოიწვია, "დამნაშავეებს" 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
- კანონი კიდევ რამდენიმე სანქციას და პატიმრობას ითვალისწინებს. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ.
3:45 ჯონსონი: მაოცებს ზელენსკის სიმამაცე, აუღელვებლობა
"პრეზიდენტ ვოლოდიმრ ზელენსკის თითქმის ყოველ დღე ველაპარაკები და მე მაოცებს მისი სიმამაცე, აუღელვებლობა, მიზანი, ისევე როგორც მე მაოცებს უკრაინელი ხალხის გმირობა. და მე ვიცი, რაც არ უნდა დიდი დრო დასჭირდეს, რაც არ უნდა რთული იყოს, პუტინმა მარცხი უნდა განიცადოს", — განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა.
3:20 კიდევ ერთი უკრაინული ტრაქტორი წარმატებით მიათრევს ტანკს
3:12 რა ხდება რეალურად ხერსონში
3:00 დიდი შვიდეული რუსეთს თავდასხმების შეწყვეტისა და ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანისკენ მოუწოდებს
"რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე თავდასხმა, რომელმაც დრამატულად იმოქმედა სამოქალაქო პოპულაციაზე და გაანადგურა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, და დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს რუსული სამხედრო ძალები. მისი განგრძობითი აგრესიით, პრეზიდენტ პუტინმა რუსეთის მსოფლიოსგან იზოლაცია მოახდინა, რასაც მოწმობს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ რუსული აგრესიის დაგმობა და ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანისკენ მოწოდება", — აღნიშნულია განცხადებაში.
2:40 ომში 840 ბავშვი დაიჭრა
ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელი ალექსეი დანილოვი ავრცელებს და მადლობას უხდის ექიმებს, რომლებმაც ბავშვებს დახმარება აღმოუჩინ
01:42 ზელენსკი: ჩვენ გავუძელით სიბნელის ცხრა დღეს
"ბოროტების ცხრა დღეს. ეს სამჯერ მეტია ვიდრე სიბნელე და ბოროტება ელოდა", — განაცხადა ზელენსკიმ.
01:35 ზელენსკი: ნატომ 50 ტონა საწვავი გამოგვიგზავნა, ალბათ, რომ დავწვათ ბუდაპეშტის მემორანდუმი, მაგრამ ჩვენთვის ის უკვე დაიწვა რუსული ჯარების ცეცხლში. განა ასეთი ნატო გვინდოდა?
ზელენსკის თქმით, ნატოს დღევანდელი სამიტი სუსტი იყო და გამოჩნდა, რომ ევროპის თავისუფლებისთვის ბრძოლა ყველას ნომერ პირველი მიზანი არ არის.
"ნატოს ყველა სადაზვერვო სააგენტომ კარგად იცის მტრის გეგმები. მათ ასევე დაადასტურეს, რომ რუსეთს სურს განაგრძოს შეტევა შეძლებისდაგვარად. ცხრა დღეა მძიმე ბრძოლები გვაქვს — ანგრევენ ჩვენს ქალაქებს, ესვრიან ჩვენს ხალხს, ჩვენს შვილებს, საცხოვრებელ ადგილებს, ეკლესიებს, სკოლებს, ანგრევენ ყველაფერს, რაც უზრუნველყოფს ნორმალურ ცხოვრებას, ადამიანურ ცხოვრებას და უნდათ ასე გააგრძელონ. იმის ცოდნით, რომ ახალი დარტყმები და მსხვერპლი გარდაუვალია, ნატომ მიიღო გაცნობიერებული გადაწყვეტილება, არ დაეხურა ცა უკრაინის თავზე", — განაცხადა მან.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ არ იცის ვისი დაცვა შეუძლია ალიანსს და მის წევრებს მაინც თუ დაიცავს. მისივე თქმით, უკრაინელების ლიტრობით სისხლს, ლიტრობით საწვავით ვერ გამოისყიდიან.
"ყველაფერი, რაც დღეს ალიანსმა შეეძლო გაეკეთებინა, იყო შესყიდვების სისტემის გავლით 50 ტონა დიზელის საწვავის მიწოდება უკრაინისთვის. ალბათ, რომ დავწვათ ბუდაპეშტის მემორანდუმი. უკეთ რომ დაიწვას. მაგრამ ჩვენთვის ის უკვე დაიწვა რუსული ჯარების ცეცხლში. განა ასეთი ნატო გვინდოდა? ნუთუ ასეთ ალიანსს აშენებდით?"
01:31 ზელენსკი NATO-ს: ყველა ადამიანი, რომელიც ამ დღიდან დაიღუპება, დაიღუპება თქვენ გამოც
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ NATO გააკრიტიკა უკრაინის ცის ჩაკეტვაზე უარის თქმის გამო და განაცხადა, რომ მსხვერპლი, რომელიც უკრაინაში იქნება, მათი პასუხისმგებლობაცაა.
"თქვენ უნდა გეფიქრათ ადამიანებზე, ადამიანობაზე. რაზე ფიქრობდი იმ შეხვედრაზე? ყველა ადამიანი, ვინც დაიღუპება ამ დღიდან, ასევე დაიღუპება თქვენ გამო, თქვენი სისუსტის გამო, თქვენი განხეთქილების გამო", — განაცხადა მან.
1:27 ზელენსკის პასუხი ქვეყნიდან გაქცევაზე ცნობებს
"ყოველ ორ დღეში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სადღაც გავიქეცი უკრაინიდან, კიევიდან, ოფისიდან. როგორც ხედავთ აქ ვარ ადგილზე", — განაცხადა მან.
00:39 Anonymous-მა რუსეთის მთავრობის ვებგვერდიდან მონაცემები მოიპოვა
00:37 თსუ-ის მხარდაჭერა უკრაინას
00:24 კრიტიკული მედიებისა და Facebook-ის შემდეგ, რუსეთში Twitter დაბლოკეს
ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სახელმწიფო მედიები როსკომანდზორზე დაყრდნობით ავრცელებენ, თუმცა ამ ეტაპზე უწყების ვებგვერდზე მხოლოდ ფეისბუქის დაბლოკვის შესახებ არის ინფორმაცია. როსკომანდზორის განცხადებით, ფეისბუქის დაბლოკვა საპასუხო მოქმედება იყო ამ სოციალურ ქსელში რუსული მედიის შეზღუდვაზე.
00:05 რუს ჯარისკაცებს უკრაინელები ქალების გაუპატიურებაში ადანაშაულებენ
უკრაინული მედიები ადგილობრივებზე დაყრდნობით წერენ, რომ ხერსონში ოკუპანტები ქალებს აუპატიურებენ. მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, სექსუალური ძალადობის 11 შემთხვევა დაფიქსირდა. ისინი თხოვენ ქალებსა და გოგოებს დარჩნენ სახლში.
ამ ციფრის დადასტურება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება, თუმცა ქალებზე სექსუალური ძალადობის ფაქტებზე განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამაც, ასევე CNN-ის პირდაპირ ეთერში ერთ-ერთ შემთხვევაზე ისაუბრა ადგილობრივმაც.
"როცა ბომბები ცვივა ჩვენს ქალაქებში, როცა სამხედროები ქალებს აუპატიურებენ ოკუპირებულ ქალაქებში და ამის არაერთი შემთხვევა გვაქვს, სამწუხაროდ რუსი ჯარისკაცები უკრაინულ ქალაქებში აუპატიურებენ ქალებს, ამ დროს ცხადია სამწუხაროა საერთაშორისო კანონის ეფექტურობაზე ვილაპარაკო", — ციტირებს კულებას Reuters და RFE/RL.
ხერსონის მაცხოვრებელმა CNN-ს განუცხადა, რომ ადგილობრივების ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა გააუპატიურეს და შემდეგ მოკლეს 17 წლის გოგო.
"ჩვენ წინააღმდეგობას იმით ვუწევთ, რომ სახლში ვართ, თავს ვუფრთხილდებით, რადგან ძალიან გვეშინია. მათ უკვე დაიწყეს ჩვენი ქალების გაუპატიურება. იმ ადამიანებისგან, რომლებსაც პერსონალურად ვიცნობ, გავიგე, რომ მათ უკვე გააუპატიურეს და შემდეგ მოკლეს 17 წლის გოგო, ასე რომ გვეშინია, მაგრამ დანებებას არ ვაპირებთ", — განაცხადა მან.
ხერსონში რუსი ჯარისკაცები არიან. ოკუპანტებმა რუსული პროპაგანდის ტრანსლირება დაიწყეს და ეთერში 24 რუსული ტელე და 3 რადიო არხი გაუშვეს.
23:10 რუსეთმა მთელი ქვეყნის მასშტაბით Facebook დაბლოკა
რუსეთმა მთელი ქვეყნის მასშტაბით სოციალური ქსელი Facebook დაბლოკა. კავშირების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების სფეროში ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის, როსკომანდზორის განცხადებით, ეს საპასუხო მოქმედება იყო ამ სოციალურ ქსელში რუსული მედიის დაბლოკვაზე.
უწყება მიიჩნევს, რომ 2020 წლის შემდეგ, FB-ს მხრიდან რუსული მედიის "დისკრიმინაციის" 26 შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო დღეებში ფბ-მ შეზღუდა წვდომა ტელეარხ ზვეზდაზე და შემდეგ საინფორმაციო რესურსებზე — RIA Novosti, Sputnik, Russia Today, Lenta.ru და Gazeta.ru.
22:40 ლიაშკო: უკრაინა იცავს საკუთარ თავისუფლებას. უკრაინა იცავს, არა მხოლოდ საკუთარ თავს, უკრაინა იცავს მთელს სამყაროს
"ეს სამყარო არასდროს არ იქნება ისეთი, როგორიც ჩვენ გვინდოდა. აგრესორმა წუხელ ღამით დაადასტურა, რომ ის არის მომაკვდინებელი, საშიში მხეცი, რომელიც ბირთვული ტერორის წინაშეც კი არ გაჩერდება. აგრესორი არ ფიქრობს ადამიანებზე, არც საკუთარ მოსახლეობაზე, არც მშვიდობიან უკრაინელებზე. იმპერიები არ არის ხალხისთვის იმპერიები მხოლოდ ტირანებისთვისაა. ახლა ეს ტირანი ცდილობს ჩვენს დაჩაგვრას, დაპყრობას და დამორჩილებას. ეს არაა ჩვენთვის, ეს არაა უკრაინელებისთვის, ეს არაა ქართველებისთვის. ჩვენ უკრაინელები ვართ, ჩვენ ავირჩიეთ თავისუფლება. ჩვენ ვიბრძვით და ვიბრძოლებთ ისე, როგორც არასდროს. ჩვენ დარწმუნებული ვართ ჩვენს გამარჯვებაში, რადგან ჩვენ სხვა არჩევანი არ გაგვაჩნია. ჩვენ დარწმუნებულები ვართ გამარჯვებაში, რადგან ჩვენ ვართ ძლიერი, დიდებული და ერთიანი. ჩვენ დარწმუნებული ვართ გამარჯვებაში, რადგან ჩვენი პრეზიდენტი, არ იმალება ბუნკერში, ის საკუთარ ხალხთანაა", — თქვა უკრაინის ელჩის ცოლმა რუსთაველზე სიტყვით გამოსვლისას.
22:20 ზურაბიშვილი: მე ვდგავარ დღეს იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს — ვდგავარ პრეზიდენტ ზელენსკის გვერდში და უკრაინის გვერდში
"ეს არის ჩვენი კულტურისა და ტრადიციის ღირსება, ქართველი ხალხის ღირსება, რომ ჩვენ ვიდგეთ იქ, სადაც იბრძვის ჩვენი მეგობარი ქვეყანა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლისთვის!
ჩვენც იქ ვართ და იქ ვიქნებით და მინდა, რომ აქედან პრეზიდენტ ზელენსკის ჩემი და თქვენი თანადგომა გამოვუცხადო. თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც დღეს საქართველოს ღირსებას წარმოადგენს! ამისთვის ძალიან დიდი მადლობა!" — განაცხადა პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში.
22:15 ზელენსკი: ფრანკფურტი, პრაღა, ბრატისლავა, ლიონი, პარიზი, თბილისი, ვილნიუსი — თქვენ ყველანი უკრაინელები ხართ დღეს და მადლობა ამისთვის
"თუ ჩვენ მოვიგებთ და მე მჯერა, რომ მოვიგებთ, ეს იქნება გამარჯვება სრულიად დემოკრატიული სამყაროსთვის, ეს იქნება ჩვენი თავისუფლების გამარჯვება, ეს იქნება გამარჯვება სიკეთისა ბოროტებაზე, და თუ ჩვენ მოვიგებთ, გავხდებით ისეთივე გაბრწყინებული როგორიც ევროპაა, ევროპა კი აყვავდება ისე, როგორც არასდროს. დიდება უკრაინას. ფრანკფურტი, პრაღა, ბრატისლავა, ლიონი, პარიზი, თბილისი, ვილნიუსი — თქვენ ყველანი უკრაინელები ხართ დღეს და მადლობა ამისთვის.
22:00 "სამი წუთი მაქვს მიმართვისთვის" — ზელენსკის სიტყვა
"მე სამი წუთი მაქვს ჩემი მიმართვისთვის. ეს პირველი წუთი მინდა დავუთმო მათ, ვინც დაეცნენ მტერთან ბრძოლაში, ჩვენს ჯარისკაცებს, ვინც იბრძოდა მეხანძრეთა რაზმებში, ვინც მუშაობდა როგორც პილოტი, ისინი, ვინც ჩვენს ქვეყანას იცავდნენ და საკუთარი სიცოცხლე შესწირეს მას. მოდით ქედი მოვიხაროთ მათი ხსოვნის წინაშე.
მეორე წუთი მინდა ჩვენს მოქალაქეებს, ეს არის ასეულობით და ათეულობით ადამიანი, მოქალაქეები, ბავშვები, რომლებმაც თავები შესწირეს საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობას. წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას.
მესამე წუთს გითმობთ თქვენ, ევროპელ ხალხს. მინდა გითხრათ, რომ ნუ იქნებით ჩუმად, გამოდით ქუჩაში, მხარი დაუჭირეთ უკრაინას, ჩვენს ბრძოლას, რადგან თუ უკრაინა მტკიცედ ვერ დადგება, ევროპაც ვერ იდგება. თუ უკრაინა დაეცემა, ევროპაც დაეცემა. გთხოვთ, ნუ იქნებით ჩუმად, ნუ აიფარებთ თვალებზე ხელებს, გამოდით გარეთ და მხარი დაუჭირეთ უკრაინას, როგორც შეგიძლიათ", — განაცხადა ზელენსკიმ.
21:54 მოუსმინეთ სალომე ზურაბიშვილის ვიდეომიმართვას
21:45 მოუსმინეთ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვას
21:35 ასე მიესალმა და დაემშვიდობა ვოლოდიმირ ზელენსკი მხარდამჭერებს მსოფლიოს 5 ქალაქიდან, რომლებსაც პირდაპირ ეთერში მიმართა
21:25 თვალი ადევნეთ ზელენსკის ვიდეომიმართვას
21:18 ქეთი მელუას ვიდეომიმართვა
21:17 კასრაძე: მშვიდობის სახელით თვალს ვხუჭავდით ყველაფერ საშინელებაზე და დღეს, 9 დღის წინ, უკრაინელმა ხალხმა ამ, ვითომ მშვიდობაზე უარი თქვა
"10 დღის წინ, 21-ე საუკუნეში სიტყვა მშვიდობა ომზე უფრო საშიში გახდა. მშვიდობა ხშირად სიშვიდის, არდანახვის, წაყრუების, მომხვეჭელობის და კონსიუმერიზმის სინონიმი გახდა. მშვიდობის სახელით თვალს ვხუჭავდით ყველაფერ საშინელებაზე და დღეს, 9 დღის წინ, უკრაინელმა ხალხმა ამ, ვითომ მშვიდობაზე უარი თქვა და ჩაება ბრძოლაში თავისი მიწისთვის, თავისი მშობლების, ბებიების და ბაბუების საფლავებისთვის, თავისი ცხოველებისთვის, რომლებიც არ დატოვეს კიევში და უკრაინის სოფლებში, იმისთვის, რომ ჰქონოდათ არჩევანი როგორც უნდოდათ იმ ენაზე ელაპარაკათ თავიანთ მიწაზე, თვითონ გადაეწყვიტათ როგორ მოევლოთ თავიანთი საფლავებისთვის და როგორ იცხოვრონ მომავალ უკრაინაში. ამისთვის ისინი შეელიენ ყველანაირ კომფორტს, ყველანაირ კარგ ცხოვრებას, კაფეებში სიარულს პირობითად და ჩაებნენ ამ ბრძოლაში. მე უდიდეს მოწიწებას და პატივისცემას გამოვხატავ ამის მიმართ", — განაცხადა მსახიობმა, ნინო კასრაძემ.
21:15 ბრაიზა: უკრაინელო დებო და ძმებო, თქვენ შეცვალეთ ქვეყნის ისტორია
"თქვენი მებრძოლი სული და და სიმამაცე ჩვენთვის სამაგალითოა. თქვენ უკვე იმდენი რამ გააკეთეთ, რაც აშშ-მ 10-წლეულების განმავლობაში ვერ შეძლო. თქვენ სრულიად გააერთიანეთ ტრანსატლანტიკური საზოგადოება, რომელიც თქვენ მხარდაჭერას გიცხადებთ. თქვენი მსოფლიო თქვენს მხარესაა. საერთაშორისო საზოგადოება ისე არის ერთიანი, როგორც არ ყოფილა მაშინ, როდესაც საქართველოში შეიჭრა, ან პირველად უკრაინაში. საქართველო იძულებული იყო თავი დაეცვა, საკუთარი ტერიტორია და ახლა საქართველოს შემთხვევა განმეორდა უკრაინაში. ისევ ხდება უკრაინის ტერიტორიების ანექსია. უკრაინამ უფრო მამაცი გაგვხადა, გაგვაერთიანა", — განაცხადა ბრაიზამ.
21:10 კუბილიუსი: პუტინი ამ ბრძოლას წააგებს
21:00 რუსთაველის გამზირზე ათიათასობით ადამიანი ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვას ელოდება
20:50 რუსთაველზე შეკრებილებს ევროპარლამენტარმა, იუკნევიჩიენემ მიმართა
"ჩვენ აქ მშვიდობისთვის, თავისუფლების და დემოკრატიისთვის ვართ შეკრებილები. სასტიკი ომი დაბრუნდა ევროპის კონტინენტზე, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელს ევროპას. საშინელი ძალა ემუქრება ევროპის კონტინენტის უდიდეს ნაწილს. ეს არის ჰიტლერი და სტალინი გაერთიანებული ერთ პიროვნებაში, რომელსაც ჰქვია პუტინი. მე მსურს, ბოდიში მოვიხადო იმისათვის, რომ ჩემი ხმა მეტისმეტად სუსტი იყო იმისათვის, რომ დამერწმუნებინა ჩემი მეგობრები და მოკავშირეები, რომლებიც დასავლეთში იყვნენ, რომ ეს საშინელება ძალიან სახიფათო იყო ჩვენთვის, მთელი კონტინენტისათვის და ასევე მის ფარგლებს გარეთ არსებული ტერიტორიებისთვის. მე ვერ შევძელი ეს რომ დროულად გამეკეთებინა. საქართველოს ხალხი მხარს უჭერს უკრაინელებს და ეს მხარდაჭერა მათი საკუთარი მომავლის მხარდაჭერაცაა. ეს მიმართულია ქვეყნის გაერთიანებისაკენ", — განაცხადა მან.
20:45 რუსთაველზე შეკრებილებს ევროპარლამენტარმა, კუბილიუსმა მიმართა
"თუ პუტინს სურს, რომ აიცილოს კატასტროფა, მან ომი დღესვე უნდა დაასრულოს. ომის შემდეგ აღდგენა ძალიან რთული იქნება. ევროპა სხვანაირი, ბევრად ძლიერი იქნება. უკრაინაც ასევე და ის შეუერთდება ევროკავშირს. მე იმედი მაქვს, რომ ქართველები შეძლებენ ევოპასთან ერთად ყოფნას. მე იმედი მაქვს, რომ საქართველო შეცდომებს არ დაუშვებს ამ მიმართულებით. ევროკავშირი ფასეულობათა თანასაზოგადოებაა. მე ვისურვებდი, რომ ქართული ხელისუფლება ამ ფასეულოებების, კანონის უზენაესობის და დემოკრატიის მხარეს იქნება, არ მოხდება პოლიტიზაცია. ჩვენ გვიყვარს საქართველო. ჩვენ გვიყვარს ქართველები და გვინდა, რომ ევროკავშირის ოჯახის წევრად დავინახოთ. დავიცვათ თქვენი არჩევანი, თავიცვათ უკრაინა, დავიცვათ ევროკავშირი. ჩვენ გავიმარჯვებთ! პუტინი ამ ბრძოლას წააგებს! გაუმარჯოს საქართველოს", — განაცხადა მან.
20:19 უკრაინის მხარდამჭერი აქცია რუსთაველის გამზირზე. შეკრებილები უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვას ელოდებიან
20:14 უკრაინელმა სამხედროებმა მიკოლაიევში კულბაკინოს აეროპორტი დაიბრუნეს და იქ სახელმწიფო დროშა აღმართეს
19:45 მოვა დრო, როცა მზად იქნებით, მოგვამარაგოთ იარაღით, იმედია, არ იქნება გვიანი — კულება NATO-ს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებს მიმართა და უთხრა, რომ დადგება მომენტი, როდესაც მზად იქნებიან მიაწოდონ იარაღი. კულებამ აღნიშნა, რომ აქვს ერთადერთი სურვილი, არ იყოს ეს ძალიან გვიანი.
"ბოლო 8 დღეა უმეტესი თქვენგანისგან, საგარეო საქმეთა მინისტრებო ვიღებ შეტყობინებას: "დმიტრო, ჩემმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოგამარაგოთ იარაღით — ტანკსაწინააღმდეგო იარაღები, ტყვიები, სამხედრო აღჭურვილობა, ყუმბარები. იმედი მაქვს, ეს არ არის ძალიან გვიანი".
დარწმუნებული ვარ, ეს ომი ვითარდება ისე, რომ მოვა დრო, როდესაც მზად იქნებით მოგვამარაგოთ ყველაფრით, ნებისმიერი იარაღით, რაც აარიდებს ევროპას პუტინის თავდასხმასა და ამ კოშმარს. მე იმედი მაქვს, ერთადერთი იმედი, რომ ეს არ იქნება ძალიან გვიანი", — თქვა კულებამ.
19:20 ევროკომისია რუსეთთან სამეცნიერო და კვლევით პროგრამებს აჩერებს
"ევროკავშირის კვლევითი თანამშრომლობა ემყარება იმ თავისუფლებებისა და უფლებების პატივისცემას, რომლებიც საფუძვლად უდევს სრულყოფილობას და ინოვაციას. რუსეთის საზარელი სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ არის თავდასხმა ამ ღირებულებებზე. ამიტომ, დროა დავასრულოთ რუსეთთან კვლევითი თანამშრომლობა", — განაცხადა ციფრული ეპოქისთვის შესაფერისი ევროპის კომისიის ვიცეპრეზიდენტმა.
19:08 ხერსონში ოკუპანტებმა რუსული არხები ჩართეს
უკრაინსკაია პრავდას ინფორმაციით, ხერსონში ოკუპანტებმა რუსული პროპაგანდის ტრანსლირება დაიწყეს და ეთერში 24 რუსული ტელე და 3 რადიო არხი გაუშვეს. სახელმწიფო ორგანოზე დაყრდნობით, ისინი წერენ, რომ ქალაქში უკრაინულად მაუწყებლობს მხოლოდ UA Kherson და სხვა რეგიონული არხები ამჟამად გათიშულია.
მანამდე ხერსონის რეგიონალურმა ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ოკუპანტებმა სატელევიზიო ანძაც დაიკავს და სავარაუდოდ, აპირებდნენ გაავრცელონ დეზინფორმაცია "რუსეთთან ჩაბარებისა და სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შესახებ". ამაზე დაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამაც. მისი თქმით, იგეგმებოდა ეთერში რუსების ჰუმანიტარული დახმარების ყალბი ვიდეოს გაშვება, ასევე ყირიმიდან ჩამოყვანილების "ადგილობრივებად" გასაღება და ყირიმთან გაერთიანების მოთხოვნით აქციის გამართვა.
18:34 სტოლტენბერგის თქმით, NATO-ს ჯარები უკრაინაში არ შევლენ
"NATO-ს მოკავშირეები მხარს უჭერენ უკრაინას. უნდა გვახსოვდეს, რომ ალიანსის წევრები უკრაინას მხარს უჭერდნენ მრავალი წლის განმავლობაში — ახლა ამას აძლიერებენ, სხვადასხვა ტიპის დახმარებით, რაც გადამწყვეტია უკრაინისთვის ამ რთულ დროს. ამავდროულად აღინიშნა, რომ მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ NATO-ს თვითმფრინავები არ უნდა ოპერირებდნენ უკრაინის ცაზე, ხოლო NATO-ს ჯარი უკრაინის ტერიტორიაზე", — განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივნმა.
18:33 4 და 6 მარტს კრემლში გვერდწითელი, პავლიაშვილი, თოფურია და გურცკაია იმღერებენ
იმის ფონზე, რომ რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს და მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავს, კრემლი კონცერტებსა და გასართობ ღონსიძიებებზე უარს არ ამბობს. მარტის დასაწყისში კრემლის სახელმწიფო სასახლეში წინასარვამარტო ღონისძიებები იმართება, რომლებზეც წარმოშობით ქართველი, რუსეთში მოღვაწე მომღერლები, სოსო პავლიაშვილი, თამარა გვერდწითელი, ქეთა თოფურია და დიანა გურცკაია იმღერებენ. ინფორმაცია ამის შესახებ აფიშის სახით საკონცერტო დარბაზის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
- სტატია სრულად ნახეთ აქ
18:00 ხელისუფლების წარმომადგენლები ზელენსკის მიმართვას არ დაესწრებიან
ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს, 4 მარტს რუსთაველის გამზირზე, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვაზე, ხელისუფლების წარმომადგენლები არ იქნებიან. მისი თქმით, ამის მიზეზი უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებაა ელჩის გაწვევის შესახებ.
"მას შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლებამ გადადგა სრულიად ალოგიკური ნაბიჯი, რაც უკავშირდებოდა ელჩის გაწვევას, ბუნებრივია, ასეთ დროს ხელისუფლების წარმომადგენელი ვერ იქნება იქ. მიუხედავად იმისა, რომ თანაგრძნობის ხარისხი უკრაინის მიმართ ჩვენ მხარეს არის გულწრფელი, ნაცვლად ნაციონალური მოძრაობისა წარმომადგენლებისა, რომლებიც იქ იდგებიან სამწუხაროდ, ამის მიუხედავად ჩვენ იქ ვერ მივალთ ამ ერთი მარტივი მიზეზის გამო", — განაცხადა კობახიძემ.
17:45 არამგონია, რომ ზელენსკის სცხელოდა ტვიტისთვის და ამ განცხადებისთვის — კობახიძე
"მე არამგონია, რომ ზელენსკის სცხელოდა ტვიტისთვის და ამ განცხადებისთვის", — ასე ეხმაურება ქართული ოცნების თავჯდომარე, ირაკლი კობახიძე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკულ ტვიტს საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის საქნციების დაწესებაზე უარის თქმის და ელჩის გაწვევის გადაწყვეტილების გამო.
"იქ არის გარკვეული ძალები, რომლებიც არიან კოოორდინაციაში და ამის შედეგი იყო საბოლოო ჯამში ეს ალოგიკური ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა", — თქვა მან.
17:31 საქართველოს ბანკი ანგარიშს არ გაუხსნის რუსეთის მოქალაქეებს, თუ ოკუპაციას არ აღიარებენ
ისინი უნდა დათანხმდნენ შემდეგ პუნქტებს.
- ვგმობ რუსეთის აგრესიას საქართველოსა და უკრაინაში;
- ვეთანხმები, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, რომელიც შეიჭრა საქართველოში 2008 წელს და უკრაინაში 2014 და 2022 წლებში;
- ვეთანხმები, რომ მხარი დავუჭირო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ვაღიარო, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა;
- ვეთანხმები, რომ არ გავაზიარებ რუსეთის მთავრობის პროპაგანდას და დავეხმარები მის წინააღმდეგ ბრძოლას;
- ვაცნობიერებ, რომ ამ პირობების რაიმე ფორმით დარღვევა გამოიწვევს ჩემი ანგარიშის გაუქმებას საქართველოს ბანკში.
მათივე განცხადებით, იმ პირებს ვინც უარი განაცხადა ხელი მოეწერა, აღნიშნულ დოკუმენტზე, ბანკმა მათთან თანამშრომლობაზე უარი თქვა.
16:07 პუტინი ქვეყნებს აფრთხილებს, მეტი სანქციების დაწესებით "სიტუაცია არ გაამწვავონ"
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მეზობელ ქვეყნებს აფრთხილებს, რომ "სიტუაცია არ გაამწვავონ" და შეზღუდვები არ დააწესონ. მის კომენტარს საერთაშორისო მედია ავრცელებს.
BBC-ის ცნობით, ის ასევე ამტკიცებს, რომ მათი მეზობლების წინააღმდეგ "ცუდი განზრახვა" არ აქვთ. პუტინის განცხადებით, მისი მთავრობა ვერ ხედავს ქვეყნებისგან დამატებითი შემზღუდავი ქმედებების "საჭიროებას", რაც მათ "ურთიერთობას გააუარესებს".
"ვფიქრობ, ყველამ უნდა იფიქროს იმაზე, თუ როგორ მოახდინონ ურთიერთობების ნორმალიზება, ნორმალური თანამშრომლობა და ურთიერთობების ნორმალური განვითარება", — თქვა მან.
15:32 "დარჩი სახლში" — შექმნეს ვებგვერდი, სადაც ბელარუსელებს მოუწოდებენ, რომ რუსულ ომში არ ჩაერთონ
უკრაინაში რუსული ომის კატასტროფული შედეგების შესახებ ბელარუსელი ხალხის ინფორმირების მიზნით, უკრაინის მოქალაქეებმა შეაგროვეს ფოტო-ვიდო მტკიცებულებები, ომის მსხვერპლთა სტატისტიკა და ყველაფერი ვებგვერდზე განათავსეს.
15:30 ხალხი ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია, ეს განასხვავებს უკრაინას რუსეთისგან — რეზნიკოვი
"თითქმის ყოველ საათში გვესმის, რომ რუსმა დამპყრობლებმა მშვიდობიანი მოქალაქეები მოკლეს. გაბრაზებისგან სისხლი გვდის, როდესაც ჩვენი შვილები კვდებიან. ჩვენს ჯარშიც არის დანაკარგი, ისინი კიბორგებივით იბრძვიან, მაგრამ მათ მკერდში ცოცხალი გული ცოცხლობს. მათ პატივს მივაგებთ, როგორც გმირებს", — წერს რეზნიკოვი Facebook-ზე.
15:21 ჩერნიგოვის რაიონის საზღვრისპირა სოფელში ოკუპანტებმა პოლიციის შენობა აიღეს
ჩერნიგოვის რაიონში, ერთ-ერთ საზღვრისპირა სოფელში რუსმა ოკუპანტებმა ადგილობრივი პოლიციის შენობა აიღეს და დასახლების შესასვლელთან სოფლის მცხოვრებ, უარაღო მოქალაქეს ესროლეს. ინფორმაცია სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურმა გაავრცელა.
14:33 უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად სისხლის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია იწყება
დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ დარეკონ ცხელ ხაზზე — 1505 ან გაიარონ რეგისტრაცია ვებგვერდზე — donor.moh.gov.ge
14:31 რუსული კრიტიკული მედია დოჟდი მაყურებელს გედების ტბით დაემშვიდობა
რუსული ტელეკომპანია დოჟდიმ დროებით სატელევიზიო მუშაობა შეწყვიტა და მაყურებელს ბალეტ გედების ტბით დაემშვიდობა. "არა ომს" — თქვა არხის გენერალურმა დირექტორმა, ნატალია სინდეევამ, რის შემდეგაც ჟურნალისტებმა სტუდია დატოვეს.
გედების ტბას უშვებდნენ ტელევიზიებსა და რადიოში საბჭოთა პერიოდში, 1980-იან წლებში ლიდერების გარდაცვალებისას. ეს ბალეტი გაუშვეს 1991 წლის აგვისტოშიც საბჭოთა კავშირის დაშლამდე რამდენიმე თვით ადრე.
14:13 გუშინ ლუგანსკის 7 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
ლუგანსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მხოლოდ გუშინ რუსების მიერ ჩამოგდებულ ბომბებს 7 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, დაშავდა — 13, მათგან 2 ბავშვი.
14:04 ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულია — ნაუსედა
"რუსეთის თავდასხმა უკრაინაში ბირთვულ ობიექტებზე ბირთვული ტერორიზმის აქტი და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულია. ლიეტუვას საზღვართან, ოსტროვეცის ატომური სადგური ბელარუსში, შესაძლოა, რუსეთმა იარაღად აქციოს. რუსეთის ბირთვულ დანაშაულზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოვუწოდებ", — წერს ნაუსედა Twitter-ზე.
14:02 ჟიტომირში რუსებმა სკოლის შენობა დაბომბეს
ჟიტომირში რუსი საოკუპაციო ძალების ჩამოგდებული ბომბი სკოლას მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია Unian ავრცელებს. მედიის განცხადებით, მსხვერპლსა და დაშავებულებზე ინფორმაცა არ გავრცელებულა.
გამოცემა მერზე, სერგეი სუხომლინზე დაყრდნობით წერს, რომ შენობის დიდი ნაწილი განადგურებულია. ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ.
13:09 უკრაინიდან მოქალაქეების ევაკუაციისთვის დაგეგმილი რეისები
უკრაინის მთავრობამ ქვეყნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის დაგეგმილი რეისები გამოაქვეყნა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარ Facebook-ზე გაავრცელა. უწების ცნობით, მგზავრობა უფასოა.
იხილეთ კიევიდან 4 მარტის საევაკუაციო რეისების ჩამონათვალი აქ.
12:08 ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს რუსი სამხედროები აკონტროლებენ
უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციის განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს რუსმა სამხედროები აკონტროლებენ. მათივე ცნობით, ოპერატიული პერსონალი აკონტროლებს ელექტროსადგურების მდგომარეობას და უზრუნველყოფს მათ მუშაობას ტექნოლოგიური რეგულაციების უსაფრთხოების შესაბამისად.
12:02 The Times: გასულ კვირაში პრეზიდენტ ზელენსკის მოკვლა სულ მცირე 3-ჯერ სცადეს
გამოცემა, წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტის მოსაკლავად უკრაინაში კრემლის მიერ დაქირავებული ვაგნერის ჯგუფი და ჩეჩნეთის სპეცრაზმი გაიგზავნა.
11:39 Airbnb რუსეთსა და ბელარუსში მუშაობას აჩერებს
ამის შესახებ აღმასრულებელმა დირექტორმა, ბრაიან ჩესკიმ Twitter-ზე დაწერა.
11:17 რუსეთის დანაკარგი ომის დაწყებიდან 4 მარტამდე
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე 9 166-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა ან ტყვედ ჩავარდა.
საოკუპაციო ძალების დანაკარგი სრულად ნახეთ აქ.
10:55 ვიდეო ჩერნიგოვიდან, რომელიც გუშინ რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს
ჩერნიგოვის ოლქის ადმინისტრაციის განცხადებით, უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვში რუსულ ავიათავდასხმებს 47 ადამიანი ემსხვერპლა. მათივე ცნობით, დაღუპულთა შორისაა 38 კაცი და 9 ქალი.
10:38 უკრაინელმა ლტოლვილებმა EU-ში 3 წლით ცხოვრების უფლება მიიღეს
უკრაინელმა ლტოლვილებმა ევროკავშირში 3 წლით ცხოვრების უფლება მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე თქმით, ლტოლვილებს უფლება ექნებათ იმუშაონ ტერიტორიაზე.
უწყების განცხადებით, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, 875 000-მდე ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა სახლი. ნახევარზე მეტი (454 000) წავიდა პოლონეთში, უნგრეთში — 116 000, სლოვაკეთში — 67 000, რუმინეთში — 45 000, მოლდოვაში კი — 79 000.
10:12 განადგურებული რუსული ტანკები ვოზნოსენსკეში
9:00 რუსეთის აგრესია, შესაძლოა, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზეც აისახოს
ექსპერტებმა, მათ შორის NASA-ს ამჟამინდელმა და ყოფილმა ოფიციალურმა პირებმა, უთხრეს Politico-ს, რომ თუ მოსკოვი თავისი მოდულების ორბიტალური ლაბორატორიიდან გამოყოფას მოინდომებს, სავსებით შესაძლებელია, საერთაშორისო კოსმოსური სადგური დაიშალოს.
ეს იმის გამო, რომ რუსული მოდულები ხელს უწყობს სადგურის ორბიტაზე გამაძლიერებლების მუშაობას. მიუხედავად იმისა, რომ SpaceX-ის ჩართულობით ISS-ის შენარჩუნება შეიძლება მაინც მოხერხდეს, აქ საკითხი ასე დადგება — რამდენად ღირს ის ამად? შეგახსენებთ, რომ 2031 წლისთვის არსებული საერთაშორისო კოსმოსური სადგური (ISS) ისედაც გაუქმდება და მისი ნარჩენები ოკეანეში ჩაეშვება.
- სტატია სრულად ნახეთ აქ.
8:30 როგორ გავუმკლავდეთ შფოთვასა და სტრესს ომის პერიოდში
გასაგებია, რომ კრიზისულ პერიოდში ინფორმაციაზე ადამიანების მოთხოვნილება მძაფრდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, ამ პერიოდშიც შევძლოთ ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე მოქმედი გარეგანი ფაქტორების შეფასება და გამაღიზიანებლების ამოცნობა.
- სტატია სრულად ნახეთ აქ.
7:54 ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი ლიკვიდირებულია
დაბომბვას მსხვერპლი შემთხვევას არ მოყოლია.
7:14 რა ვიცით ამ ეტაპზე ატომური ელექტროსადგურის დაბომბვაზე
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უდიდესია მსოფლიოში, სწორედ ის დაბომბეს რუსებმა ომის მეცხრე დილას, შედეგად ხანძარი გაჩნდა. ელექტროსადგურის კამერებიდან პირდაპირ ეთერში ჩანდა, რომ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა შეტაკებები და იყო აფეთქებები. უკრაინული სახელმწიფო უწყებების განცხადებით, სროლის გამო ადგილზე ვერ შედიოდნენ მაშველები და ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდებოდა.
- თუ ააფეთქებენ, ჩერნობილზე 10-ჯერ დიდი იქნება — კულება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე
- "ევროპამ უნდა გაიღვიძოს" — ზელენსკიმ ატომური ელექტროსადგურის დაბომბვას "ბირთვული ტერორი" უწოდა
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დირექტორმის მოვალეობის შემსრულებელმა, იგორ მურაშოვმა განაცხადა, რომ ბირთვული უსაფრთხოება ელექტროსადგურზე დარღვეულია. ელექტროსადგურის სპიკერის თქმით, რეალური ბირთვული საფრთხე არსებობს.
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი კი ამბობს, რომ ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე აფეთქება შეიძლება იყოს ყველაზე დიდი კატასტროფა კაცობრიობის ისტორიაში.
"ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არის შვიდი ბირთვული დანადგარი, ექვსი ელექტროსადგური და საწყობი. მე-2 და მე-3 ბლოკები უსაფრთხოდ დაიხურა, მე-4 ბლოკი ახლა ფუნქციონირებს. პირველი ენერგობლოკი შეკეთების პროცესშია (მას დაესხნენ თავს). მე-5 და მე-6 ბლოკები რეზერვშია და უსაფრთხოდაა. მეოთხე ენერგობლოკის სიმძლავრე საკმარისია", — აცხადებს უკრაინის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო უკრაინის მარეგულირებელზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქების შემდეგ არ დაფიქსირებულა რადიაციული დონის ცვლილება.
7:11 საშიშროების დონე ძალიან მაღალია — უკრაინის ბირთვული უსაფრთხოების ინსპექტორი
"ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არის შვიდი ბირთვული დანადგარი, ექვსი ელექტროსადგური და საწყობი. მე-2 და მე-3 ბლოკები უსაფრთხოდ დაიხურა, მე-4 ბლოკი ახლა ფუნქციონირებს. პირველი ენერგობლოკი შეკეთების პროცესშია (მას დაესხნენ თავს). მე-5 და მე-6 ბლოკები რეზერვშია და უსაფრთხოდაა. მეოთხე ენერგობლოკის სიმძლავრე საკმარისია", — ციტირებს უკრაინის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მთავარი სახელმწიფო ინსპექტორს, ოლეგ კორიკოვს უკრაინა 24.
7:07 ზაპოროჟეის ელექტროსადგურთან დაკავშირებით ჯონსონი გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას მოითხოვს
"პრემიერმინისტრის თქმით, პრეზიდენტი პუტინის ქმედებებმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას მთელი ევროპის უსაფრთხოებას. მან თქვა, რომ დიდი ბრიტანეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სიტუაცია არ გაუარესდეს. პრემიერმინისტრის თქმით, ის მოითხოვს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას უახლოეს საათებში და დიდი ბრიტანეთი ამ საკითხს დაუყოვნებლივ დააყენებს რუსეთთან და ახლო პარტნიორებთან. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელია", — ვკითხულობთ განცხადებაში.
7:00 არ დაფიქსირებულა რადიაციული დონის ცვლილება — ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო უკრაინის მარეგულირებელზე დაყრდნობით ამბობს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქების შემდეგ არ დაფიქსირებულა რადიაციული დონის ცვლილება.
სააგენტოს თქმით, როგორც უკრაინაში უთხრეს, ატომური ელექტროსადგურის ადგილზე გაჩენილი ხანძარი არ შეეხო არსებით აღჭურვილობას და ქარხნის პერსონალს.
6:47 ევროპის უდიდეს ატომურ სადგურზე რეალური ბირთვული საფრთხე არსებობს — ელექტროსადგურის სპიკერი
ატომური ელექტროსადგურის სპიკერი ამბობს, რომ არსებობს რეალური ბირთვული საფრთხე.
"ევროპის უდიდეს ატომურ სადგურზე რეალური ბირთვული საფრთხე არსებობს... დაბომბეს ყველაფერი, რაც შეეძლოთ, მათ შორის ბლოკები და ყველაფერი დანარჩენი. ახლა ინფორმაცია ზუსტდება, ყველაფრის თქმა რთულია. თეთრი მანქანა გამოვიდა, რუსი სამხედროების წარმომადგენლები. შუქებს ანთებს. ახლა დგინდება, მიმართავენ თუ არა მათ მოლაპარაკებებისთვის, ან როგორ იმოქმედებენ შემდგომში", — განაცხადა ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის სპიკერმა.
6:45 შეიძლება იყოს ყველაზე დიდი კატასტროფა კაციობრიობის არსებობის განმავლობაში — უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი, გერმან გალუშენკო ამერიკის შეერთებული შტატების მინისტრს ესაუბრა და უთხრა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქება შეიძლება იყოს ყველაზე დიდი კატასტროფა კაცობრიობის ისტორიაში. მისი თქმით, მინისტრს სთხოვა, არ დაუშვან ბირთვული კატასტროფა და დახურონ საფრენი სივრცე უკრაინის თავზე.
"ახლახანს ვესაუბრე აშშ-ს ენერგერიტიკის მინისტრს, ჯენიფერ გრენგოლმს. ვუთხარი, რომ რუსი ძალები ბომბავენ ატომურ სადგურს ჰაერიდან და ტანკებით. სადგურზე ხანძარია და ეს შეიძლება იყოს ყველაზე დიდი კატასტროფა კაციობრიობის განმავლობაში. ოკუპანტები მეხანძრეებს არ უშვეებენ სადგურის ტერიტრორიაზე. ვთხოვე, არ დაუშვან ბირთვული კატასტროფა და დახურონ საფრენი ზონა უკრაინაზე", — წერს ის.
6:42 ზაპოროჟიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: მდგომარეობა კვლავ ძალიან მძიმეა
"მდგომარეობა კვლავ ძალიან მძიმეა. სადგურის მენეჯმენტი და პერსონალი ყველა ღონეს ხმარობენ იმისათვის, რომ მშვიდობიანი ატომი კვლავაც იყოს მშვიდობიანი!", — აცხადებს ალექსანდრე სტარუხი, ზაპოროჟიის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
6:36 ენერგოგრადის წარმომადგენელი: ამ წუთებში სროლები არ არის, მეხანძრებს ისევ არ უშვებენ
დმიტრი ორლოვის განცხადებით, ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე არიან დაჭრილები, რომლებიც ვერ გადაყავთ საავადმყოფოებში. მისივე თქმით, სიტუაცია კრიტიკულია, მაგრამ ადგილზე მეხანძრეებს არ უშვებენ.
6:18 რა ხდება ელექტროსადგურზე ახლა
"დაბომბეს ყველაფერი, რაც შეეძლოთ, მათ შორის ბლოკები და ყველაფერი დანარჩენი. ახლა ინფორმაცია ზუსტდება, ყველაფრის თქმა რთულია. თეთრი მანქანა გამოვიდა, რუსი სამხედროების წარმომადგენლები. შუქებს ანთებს. ახლა დგინდება, მიმართავენ თუ არა მათ მოლაპარაკებებისთვის, ან როგორ იმოქმედებენ შემდგომში", — განაცხადა ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგურის სპიკერმა, ალექსანდრე ტუზმა.
6:16 ელექტროსადგურის დირექტორი: ბირთვული უსაფრთხოება ელექტროსადგურზე დარღვეულია
"ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ ხანძარი გრძელდება, მეხანძრეები არ შეუშვეს. დიდი რისკებია. სადგურზე ბრძოლებია. რეაქტორებს საფრთხე ემუქრება", — განაცხადა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დირექტორმის მოვალეობის შემსრულებელმა, იგორ მურაშოვმა.
მისი ციტატა ენერგოატომმა გამოაქვეყნა.
6:02 ზელენსკიმ ატომური ელექტროსადგურის დაბომბვაზე განცხადება გაავრცელა, რუსეთის ქმედებები დაგმო და "ბირთვული ტერორიზმი" უწოდა
"ევროპამ უნდა გაიღვიძოს. რუსული ტანკები ესვრიან ბირთვულ ბლოკებს. იციან სად ისვრიან. ამისთვის ემზადებოდნენ. იქ ექვსი ელექტროსადგურია, ექვსი, ჩერნობილში კი ერთი აფეთქდა. მე უკვე ვესაუბრე მიშელს, შოლცს და ბაიდენს.
უკრაინაში 15 ატომური ელექტროსადგურია. თუ აფეთქება მოხდა, ეს იქნება ყველაფრის დასასრული. ეს არის ევროპის ევაკუაცია. არ დაუშვათ ევროპის სიკვდილი ატომური ელექტროსადგურის კატასტროფის შედეგად. [...]
არცერთ სახელმწიფოს, რუსეთის გარდა, არ გაუსროლია ატომური ელექტროსადგურების მიმართულებით. ეს არის პირველი შემთხვევა ჩვენს ისტორიაში. აგრესორმა სახელმწიფომ ბირთვულ ტერორს მიმართა", — განაცხადა მან და აღნიშნა ისიც, რომ არსებობს ელექტროსადგურის დანაღმვისა და ამით მსოფლიოს შანტაჟის საფრთხე.
5:27 ენერგოატომი: ამ დროისთვის სადგურის მხრიდან ქარი უბერავს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით და რუსეთის დიდი ქალაქების: დონის როსტოვისა და კრასნოდარის მიმართულებით
05:15 საგანგებო: მესამე ენერგობლოკი გათიშულია, მუშაობს მხოლოდ მეოთხე, ცეცხლის ჩასაქრობად არ გვიშვებენ
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფიორმაციით, ამ ეტაპზე ატომურ ელექტროსადგურზე გათიშულია მესამე ენერგობლოკი და მუშაობს მხოლოდ მეოთხე. სანამ მიმდინარეობს შეტაკებები, ჩაქრობას ვერ ვახერხებთ. მაშველები მზადყოფნაში არიან.
5:09 ელექტროსადგურზე სროლა გრძელდება, დაფიქსირდა დარტყმა ენერგობლოკში — რადა
უმაღლესი რადა ციტირებს Energoatom-ის განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს მძიმე და ტრაგიკული შედეგები მთელი მსოფლიოსთვის.
"ამჟამად სადგურის მხრიდან ქარი უბერავს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილისკენ და რუსეთის დიდი ქალაქების: დონის როსტოვისა და კრასნოდარის მიმართულებით", — აცხადებს Energoatom.
5:06 ელექტროსადგურზე ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება
"მეხანძრეებს ცეცხლის ჩაქრობის საშუალება არ აქვთ. ისვრიან ახლო მანძილიდან!" — აცხადებს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომელი.
4:57 თუ ააფეთქებენ, ჩერნობილზე 10-ჯერ დიდი იქნება — კულება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე
უკრაინის საგარეო საქმეთ მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, თუ რუსები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ააფეთქებენ, ეს ჩერნობილზე უარესი იქნება. მისი თქმით, რუსული არმია ყველა მიმართულებიდან ისვრის.
"რუსული არმია ყველა მხრიდან ისვრის ზაპოროჟიეს ევროპაში ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგურისკენ. ხანძარი უკვე გაჩნდა. თუ ააფეთქებენ, ჩერნობილზე 10-ჯერ დიდი იქნება! რუსებმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტონ ცეცხლი, მისცენ მუშაობის შესაძლებლობა მეხანძრეებს, შექმნან უსაფრთხოების ზონა", — წერს ის.
4:51 პირდაპირი ტრანსლაცია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან
Unian-ის ინფორმაციით, ელექტროსადგურის პრესსამსახური იუწყება, რომ ამ ობიექტის დაბომბვა გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს.
4:37 კიევში აფეთქებებია, ჩაირთო საჰაერო განგაში
4:29 რუსული კრიტიკული მედიის, მედუზას ვებგვერდი რუსეთში მომხმარებელთა ნაწილისთვის მიუწვდომელია
ინფორმაცია ამის შესახებ ტელეგრამ არხებზე გავრცელდა და გამოცემამაც დაადასტურა. მედუზა წერს, რომ ამ დროისთვის ისინი არ არიან როსკომნადზორის აკრძალული საიტების რეესტრში და დაბლოკვაზე ინფორმაცია არ მიუღიათ. მათივე თქმით, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთში წვდომა შეიზღუდა BBC-ის, Deutsche Welle-ს ვებგვერდებზე, ხოლო რადიო თავისუფლებას ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ვერ ხსნიან.
4:22 დაბომბვის შედეგად ზაპორპოჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძარია
"საფრთხე გლობალური უსაფრთხოებისთვის!!!!! მტრის მიერ ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის შენობებისა და ბლოკების უწყვეტი დაბომბვის შედეგად ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური იწვის!!!!", — დაწერა ენერგოგრადის მერმა.
4:20 საუდის არაბეთის პრინცი რუსეთსა და უკრაინას მოლაპარაკებებში შუამავლობას სთავაზობს
მუჰამედ ბინ სალმანის თქმით, მისი ქვეყანა მხარს უჭერს ძალისხმევას, რომელიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე მიიყვანს და უსაფრთხოებასა და სტაბილურობას მიაღწევს, ამიტომ მზადაა გაიღოს ძალისხმევა და იშუამდგომლოს ორივე მხარესთან.
საუდის არაბეთის პრინცმა უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინელი ვიზიტორებისთვის ვიზებს გაახანგრძლივებს.
4:00 რუსეთმა უკრაინის მიმართულებით ბელარუსიდან 70 რაკეტა გაუშვა — პენტაგონი
პენტაგონის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 480 რაკეტა გამოიყენა, აქედან 70 კი ბელარუსის ტერიტორიიდან იყო გასროლილი.
"230-ზე მეტი რაკეტა გაშვებული იქნა გადასატანი გამშვებებიდან, რომლებიც რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე შეიყვანა. 160-ზე მეტი გაუშვეს რუსეთიდან, 70-ზე მეტი ბელარუსიდან, 10 — შავი ზღვიდან", — აცხადებს პენტაგონი.
3:45 რუსეთს და ბელარუსს ბალტიის ზღვის ქვეყნების საბჭომ მათ საქმიანობაში მონაწილეობა აუკრძალა
"რუსეთის სამხედრო თავდასხმა თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაზე ასევე არის თავდასხმა დემოკრატიაზე და ჩვენს ღირებულებებზე. რუსეთის ქმედებები არღვევს საბჭოს ფარგლებში თანამშრომლობის ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებიც ეფუძნება გაეროს წესდების, ჰელსინკის საბოლოო აქტის, პარიზის ქარტიისა და ეუთოს სხვა დოკუმენტების პატივისცემას, რომლებიც ხაზგასმულია საბჭოს 1992 წლის დოკუმენტში. ბელარუსს ჰქონდა დამკვირვებლის სტატუსი საბჭოში და შეჩერებულია თავდასხმაში მისი როლის გამო", — ვკითხულობთ ნორვეგიის მთავრობის განცხადებაში.
3:30 კანადა რუსეთის ინტერპოლიდან გარიცხვას ითხოვს
"დღეს კანადა და ახლო პარტნიორები ითხოვენ, რომ რუსეთი ინტერპოლიდან გარიცხონ", — განაცხადა პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტურდომ.
2:52 რუსეთში ანტისაომარ აქციებზე დღეს 409 ადამიანი დააკავეს
2:23 "სამყარო პუტინს წინ უნდა აღუდგეს" — The Economist-ის გარეკანი
2:01 ხერსონში ოკუპანტებმა სატელევიზიო ანძა აიღეს, შსს უკრაინელებს მოსალოდნელ დეზინფორმაციებზე აფრთხილებს
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ხერსონში რუსებმა სატელევიზიო ანძა დაიკავეს და შესაძლოა დეზინფორმაცია გაავრცელონ. შსს მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ყველაფერი რასაც ისინი გაავრცელებენ სიცრუეა.
"მტერმა დაიკავა ტელეანძა, ხერსონში ახალ ამბებს და ინფორმაციას გაავრცელებს. რა თქმა უნდა, ეს არის ფეიქების, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის უზარმაზარი რაოდენობა. ხელისუფლება არასდროს დათმობს ჩვენს მიწას. ყველაფერი, რასაც ტერორისტები იტყვიან, სიცრუეა", — აცხადებს შსს.
1:45 კულებას მიმართვა პარტნიორებს
"ძვირფასო პარტნიორებო, ვისაც ჯერ კიდევ არ მოგიწოდებიათ სამხედრო თვითმფრინავები: როგორ შეგიძლიათ ძილი მაშინ, როცა უკრაინელი ბავშვები ბომბების ქვეშ არიან მარიუპოლში, ხერსონში, ხარკოვსა და სხვა ქალაქებში. თქვენ შეგიძლიათ ამ გადაწყვეტილების ახლა მიღება. გააკეთეთ ეს!" — წერს კულება.
1:40 ილონ მასკის თქმით, Starlink შესაძლოა რუსეთის სამიზნე გახდეს
ილონ მასკის განცხადებით, Starlink შესაძლოა რუსეთის სამიზნე გახდეს, რადგან ის ერთადერთი არარუსული საკომუნიკაციო სისტემაა, რომელიც უკრაინის ზოგიერთ ნაწილში მუშაობს.
"მნიშვნელოვანი გაფრთხილება: Starlink არის ერთადერთი არარუსული საკომუნიკაციო სისტემა, რომელიც ჯერ კიდევ მუშაობს უკრაინის ზოგიერთ ნაწილში, ასე რომ, მისი მიზნად ამოღების ალბათობა მაღალია. გთხოვთ გამოიყენოთ სიფრთხილით", — წერს ის.
01:20 აშშ რუს ოლიგარქებსა და მათ ოჯახის წევრებს სანქციებს უწესებს
ამერიკის შეერთებული შტატები კრემლის პრესსპიკერ დიმიტრი პესკოვსა და სხვა რუს ოლიგარქებს მათ ოჯახის წევრებთან ერთად სანქციებს უწესებს. სანქციები გულისხმობს აქტივების გაყინვას და ქონების დაბლოკვას.
აშშ ასევე დააწესებს სავიზო შეზღუდვებს 19 ოლიგარქზე და მათი ოჯახის 47 წევრსა და თანამოაზრეზე
"აშშ და მთელი მსოფლიოს მთავრობები იმუშავებენ იმისათვის, რომ დაადგინონ და გააყინონ ის აქტივები, რომლებსაც რუსი ელიტარული პირები და მათი ოჯახის წევრები ფლობენ ჩვენს შესაბამის იურისდიქციებში — მათი იახტები, ძვირადღირებული აპარტამენტები, ფული და სხვა უკანონოდ მიღწეული შემოსავლები", — აცხადებს თეთრი სახლი.
- სანქცირებულთა სიის ნახვა შეგიძლიათ აქ.
01:00 მაკრონი: დილით პრეზიდენტ პუტინს ვესაუბრე, ის ამ ეტაპზე უარს ამბობს უკრაინზე თავდასხმის შეჩერებაზე
"სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დიალოგის შენარჩუნება რათა თავიდან ავიცილოთ ადამიანური ტრაგედია. გავაგრძელეთ ძალისხმევას და კონტაქტებს. ჩვენ თავიდან უნდა ავირიდოთ უარესი", — განაცხადა მაკრონმა.
00:35 რუსთაველზე მოხალისეები უკრაინაში გასაგზავნად ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებენ და ახარისხებენ
00:03 უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებული სტატიის გამო რუსეთი რუსული ვიკიპედიის დაბლოკვით იმუქრება
რუსეთის "როსკომნადზორმა" რუსულ ვიკიპედიას გენერალური პროკურატურის შეტყობინება გაუგზავნა, რომლის მიხედვითაც, თუ რუსული ვიკიპედიიდან არ გაქრება სტატია რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესახებ, სადაც რეალური ინფორმაცია დეტალურადაა მოგროვებული და მოხსენიებულია ყველა ის სამხედრო დანაშაული რასაც რუსეთი უკრაინისადმი ბრძოლის პროცესში სჩადის, მაშინ რუსეთმა, შესაძლოა, ვიკიპედია მთელი ქვეყნის მასშტაბით დაბლოკოს.
- გაიგეთ მეტი აქ.
23:36 4 მარტს ზელენსკი პირდაპირ ეთერში მიმართავს მსოფლიოს 5 ქალაქს, მათ შორის, თბილისსაც
ტელეკომპანია ფორმულას ინფორმაციით, თბილისის გარდა, დემონსტრაცია ევროპის 5 ქალაქში, ფრანკფურტში, პრაღაში, ლიონში, ბრატისლავაში, ვენასა და ვილნიუსში გაიმართება და მიმართვასაც უკრაინის პრეზიდენტი ამ ქალაქებისთვის გააკეთებს.
"ყველას, ვინც მხარს უჭერს უკრაინას, გელოდებით პარლამენტთან! ერთად ვუყუროთ და მოვუსმინოთ პრეზიდენტის მიმართვას დიდი ეკრანიდან და კიდევ ერთხელ გამოვხატოთ სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ!" — აღნიშნულია ტელეკომპანიის გაკეთებული ღონისძიების აღწერაში.
23:30 ბლინკენი: ვესაუბრე ზურაბიშვილს, რათა მადლობა მეთქვა ქართველი ხალხის მიერ უკრაინის მხარდაჭერისთვის
23:07 ჩემთვის მნიშვნელოვანია მხარდაჭერა — ზელენსკი
23:00 ჩერნიგოვში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვას 33 ადამიანი ემსხვერპლა
ჩერნიგოვში საოკუპაციო ძალებმა საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ნანგრევებიდან 33 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. დაშავებულია, სულ მცირე, 18 ადამიანი.
მათივე განცხადებით, ძლიერი დაბომბვის გამო სამაშველო სამუშაოები დროებით შეჩერებულია.
22:45 მოსკოვში რუსული ომის გაპროტესტებისთვის მოქალაქეებს ისევ აკავებენ
22:35 ზელენსკი: მე და ბევრი ლიდერი ახლო მეგობრებად ვიქეცით, დღეში რამდენჯერმე ვურეკავთ ერთმანეთს და ვლაპარაკობთ
"მე და ბევრი ლიდერი ახლო მეგობრებად ვიქეცით. დღეში რამდენჯერმე ვურეკავთ ერთმანეთს და ვლაპარაკობთ უბრალოდ მობილური ტელეფონებით. ძალიან მომწონს, რომ ლიდერებს შემიძლია WhatsApp-ში ველაპარაკო, ყოველგვარი ბიუროკრატიული *ლეობის გარეშე. როცა რთულია რაღაცის შეკვეთა, მერე ლოდინიც რთულია, მერე კიდევ "ერთი კვირა დაიცადე" და ამ დროს ხალხი კვდება. ახლა კი სრულიად განსხვავებული მომენტია", — განაცხადა ზელენსკიმ.
22:20 მოლაპარაკებები დასრულდა — ვინ რა თქვა
რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დასრულდა. უკრაინის პრეზიდენტის ადამინისტრაციის მრჩევლის, მიხაელო პოდვოლიაკის ინფორმაციით, მოლაპარაკებების მეორე რაუნდი უკრაინელებისთვის საჭირო შედეგის გარეშე დასრულდა. მიიღეს გადაწყვეტილება მხოლოდ ჰუმანიტარული დერეფნის ორგანიზებაზე.
ამ თემაზე კომენტარი რუსულმა მხარემაც გააკეთა, მას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს. ისინი ამბობენ, რომ ჰუმანიტარული დერეფენების გარდა, შეთანხმდნენ, რომ შესაძლოა, ცეცხლი დროებით შეწყდეს. უკრაინული მხარისგან განსხვავებით, რუსები ამტკიცებენ, თითქოს გარკვეულ საკითხებზე ურთიერთგაგება შეძლეს.
22:15 პუტინი ამტკიცებს, რომ უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაცია გეგმის მიხედვით მიდის"
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამტკიცებს, რომ უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაცია გეგმის მიხედვით" მიმდინარეობს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ინტერვიუში ისაუბრა.
"მინდა გითხრათ, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაცია მიჰყვება ზუსტად გრაფიკს, გეგმის მიხედვით, ყველა დასახული დავალება წარმატებულად სრულდება", — თქვა მან.
პუტინი ისევ იმეორებს პროპაგანდას, რომ 24 თებერვალს დაწყებული "სამხედრო ოპერაციის" მიზანი დონბასში მათი ხალხის დაცვა იყო. ის ამტკიცებს, რომ თითქოს რუსი ჯარისკაცები და ოფიცრები იქცევიან "მამაცად, როგორც ნამდვილი გმირები". მისვე აზრით, ისინი იბრძვიან მედგრად და მათი "საქმის სიმართლის სრული გაგებით".
რუსეთის პრეზიდენტი იმასაც ამტკიცებს, თითქოს დაჭრილი ჯარისკაცები და ოფიცრები თავს სწირავენ, რომ დაჭრილი ოფიცრები და მშვიდობიანი მოქალაქეები გადაარჩინონ.
საპირისპიროს მეტყველებს მედიაში გავრცელებული ცნობები — უკრაინელების მიერ გავრცელებული რუსი ტყვეების ვიდეოებში რუსი სამხედროები ამბობენ, რომ დაჭრილებს სასიკვდილოდ სწირავენ. ისინი თავადვე აღიარებენ, რომ ბომბავენ მშვიდობიან დასახლებებს. თუმცა ამ აღიარების გარეშეც არსებობს არაერთი ფოტო და ვიდეო, რომელიც აჩვენებს, რომ საოკუპაციო ძალები მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებს, სახლებს, სკოლებს, ბაღებსა და საავადმყოფოებს ბომბავენ.
21:50 ზელენსკი: მე რომ პრეზიდენტი არ ვყოფილიყავი, დღეს ვიქნებოდი ტერიტორიულ თავდაცვაში
"შენს CEO ხარ, შენი ქვეყნის მენეჯერი ხარ, როელმაც ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ქვეყანა, ისევე, როგორც ნებისმიერი კომპანია იყოს წარმატებული. ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ ჩვენს ქვეყანას და ხალხს. მე რომ პრეზიდენტი არ ვყოფილიყავი, დღეს ვიქნებოდი ტერიტორიულ თავდაცვაში. შეიძლება სხვებზე უკეთ არ ვისვრი... საჭმელს მივუტანდი, ვისროდი კიდეც, გავაკეთებდი იმას, რასაც მეტყოდნენ", — განაცხადა ზელენსკიმ.
21:43 თუ ჩვენ, ღმერთმა ნუ ქნას, აღარ ვიქნებით, შემდეგი იქნება: ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, მოლდოვა, საქართველო, პოლონეთი
21:35 ზელენსკის მიმართვა პუტინს
21:02 ზელენსკი NATO-ს: თუ არ შეგიძლიათ ცის დახურვა ახლა, გვითხარით დრო როდის?
"თუ არ შეგიძლიათ ცის დახურვა ახლა, მაშინ გვითხარით დრო როდის, თუ არ შეგიძლიათ ეს ახლა გააკეთოთ, გვითხარით, რა რაოდენობის ადამიანი უნდა აფეთქდეს, რამდენი ხელი, ფეხი და თავი უნდა დაკარგონ, რომ გაიგოთ? მითხარით რამდენი, წავალ დავითვლი და დაველოდებით ამ მომენტს", — განაცხადა მან.
20:46 უკრაინული მხარეც კი უკეთესად ექცევა ოკუპანტებს, ვიდრე მათი ხელმძღვანელობა
"რუსებს თავისთვის მოაქვთ კრემატორიუმები. საშინელებაა. არ მესმის ეს როგორი ადამიანია, რომელსაც შეუძლია დაგეგმოს ასეთი გენოციდის და ნაციზმის აქტები. უკრაინული მხარეც კი უკეთესად ექცევა ოკუპანტებს, ვიდრე მათი ხელმძღვანელობა", — თქვა პრეზიდენტმა.
20:42 დაჯექი ჩემთან ერთად, ოღონდ არა 30 მეტრის დაშორებით — ზელენსკი პუტინს
"რა გინდა ჩვენგან? წადი ჩვენი მიწიდან. არ გინდა წასვლა — დაჯექი ჩემთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდასთან, მე თავისუფალი ვარ. დაჯექი ჩემთან ერთად, ოღონდ არა 30 მეტრის დაშორებით, როგორც მაკრონთან და შოლცთან.
მე ხომ მეზობელი ვარ! არ ვიკბინები. მე ნორმალური კაცი ვარ, დაჯექი ჩემთან, დამელაპარაკე. რისი გეშინია? ჩვენ არავის ვემუქრებით, ტერორისტები არ ვართ, ჩვენ არ ვაყაჩაღებთ ბანკებს და ვიპყრობთ სხვის მიწებს", — თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
20:34 2 მარტს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დე ფაქტო მთავრობამ რუსეთის მხარდამჭერი მიტინგი გამართა
ფოტოზე ბავშვს უჭირავს პოსტერი წარწერით: "პუტინისთვის". აქვე ხედავთ საბჭოთა კავშირის გერბს და სხვა პროპუტინისტურ წარწერებს: "ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ ოსეთი მხარს გიჭერთ", "ოსეთი რუსეთისთვის".
20:23 ტანსაცმელი, სათამაშოები, მურაბები, ხილი, პირველადი საჭიროების ნივთები — პარლამენტთან ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება გრძელდება
20:15 Airbnb არ დააჯარიმებს ჰოსთებს, რომლებიც რუს ტურისტებს არ მიიღებენ
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე Airbnb-ის ქართველმა მასპინძელმა (ჰოსთმა) ანა გრიგოლიამ კომპანიას წერილი მისწერა:
ძვირფასო Aibnb, ამ წერილს საქართველოდან გწერ. ალბათ, იცით, რა ხდება უკრაინაში, სადაც რუსეთი უდანაშაულო ადამიანებს ხოცავს. სამყარო ერთიანია და სანქციებს უწესებს რუსეთს. ამ მომენტში არ გვინდა, რომ რუს ტურისტებს საქართველოში ვუმასპინძლოთ. იქნებ გვითხრათ, არსებობს თუ არა ამის შესაძლებლობა.
Airbnb-მ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ 100 ათასამდე უკრაინელ ლტოლვილს საცხოვრებლით უფასოდ უზრუნველყოფს, ქართველი მასპინძელი დაარწმუნა, რომ რუსი ტურისტებისთვის უარის თქმის შემთხვევაში არ დაჯარიმდება.
"ჩვენთვის სრულიად გასაგებია, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე რუსი ტურისტების გამასპინძლება არ გინდათ. იმედია, სიტუაცია მალე გამოსწორდება. პირობას გაძლევთ, რომ უარის თქმის შემთხვევაში არ დაჯარიმდებით. გთხოვთ, აღწერაში მიუთითეთ, რომ რუსი სტუმრების მიღება არ გსურთ".
19:57 არ ვიცი, როგორ გადავრჩეთ — კიბოთი დაავადებული უკრაინელი ბავშვები ალყაში არიან
ჩერნიგოვის ბავშვთა საავადმყოფოს ონკოლოგიურ განყოფილებაში პაციენტები კიბოს ებრძვიან. ქალაქი რუსი ჯარისკაცებით არის გარშემორტყმული და საავადმყოფოს ტკივილგამაყუჩებლებისა და საკვების მარაგი ეწურება.
"არ ვიცი, როგორ გადავრჩეთ, რადგან მეტი რესურსი არ გვაქვს", — განაცხადა ერთ-ერთმა ექიმმა, რომელთან ერთადაც პალატებში 11 ბავშვი, მათი მშობლები და სამედიცინო პერსონალია.
პოლონეთისა და სლოვაკეთის საავადმყოფოები თანახმა არიან, რომ ბავშვები გადაიყვანონ და მკურნალობის გაგრძელების პასუხისმგებლობა აიღონ, თუმცა პაციენტების გადაყვანა ვერ ხერხდება, რადგან ქალაქი ჩერნიგოვი ფაქტობრივად ალყაშია.
- სტატიის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.
19:48 კანის კინოფესტივალზე რუსეთის დელეგაციას აღარ დაუშვებენ
"ევროპის ნაწილში მიმდინარე ომის გამო მსოფლიოში შექმნილი მძიმე კრიზისის ფონზე, კანის კინოფესტივალს სურს, სრული მხარდაჭერა გამოუცხადოს უკრაინელ ხალხს და ყველას, ვინც ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფება", — წერია გამოქვეყნებულ განცხადებაში, — "რამდენადაც მოკრძალებული უნდა იყოს ეს, ჩვენ ვუერთდებით მათ, ვინც ამ მიუღებელ სიტუაციას უპირისპირდება და რუსეთისა და მისი ლიდერების დამოკიდებულებას გმობს".
19:43 ბუჩაში კადიროველები შეიჭრნენ, მიმდებარედ ბრძოლები გრძელდება — მერი
UNIAN მედია ფედორუკზე დაყრდნობით წერს, რომ მათ უკრაინის შეიარაღებული ძალები წინააღმდეგობას უწევენ და ცდილობენ, მტრის ქალაქის ფარგლებს გარეთ, ღია მინდორში დახევას, რათა ბრძოლა იქ გაგრძელდეს.
მისი განცხადებით, ახლა ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს, მათ შორის, დასახლებულ პუნქტებთან ახლოს. ამასთან, როგორც მერმა აღნიშნა, ქალაქში მასობრივი ევაკუაცია არ იგეგმება, რადგან ეს თვითონ მოქალაქეებისთვის იქნება საფრთხის შემცველი.
19:33 რუსეთში ხელოვანების პროტესტი გრძელდება — ვინ გმობს პუტინის ომს
მიუხედავად იმისა, რომ იქ ომის გაპროტესტების გამო ბავშვებსაც კი იჭერენ, მოქალაქეთა ნაწილი მაინც ბედავს, რომ თავისი პოზიცია ღიად გამოხატოს. მართალია, ზოგი მსუბუქად, სხვები კი უფრო მკვეთრად გამოთქვამენ კრიტიკულ აზრს. ამ სტატიაში კიდევ რამდენიმე მაგალითს გთავაზობთ, როცა რუსეთში ცნობილმა კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა უკრაინაში ომი სხვადასხვა ფორმით დაგმეს.
უკრაინელი კომიკოსი და მომღერალი სასცენო სახელით ვერკა სერდუჩკა, რომელიც რუსულ შოუბიზნესშიც კარგად ნაცნობი სახეა, ღიად აკრიტიკებს რუსეთის აგრესიას:
უკრაინელმა მომღერალმა და ცნობილ ჯგუფ ვია გრას ყოფილმა წევრმა რუსულ მხარეს ომის დასრულებისკენ მოუწოდა:
- სტატიის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.
19:25 ფოტოები მოლაპარაკების მეორე რაუნდიდან
19:20 რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაიწყო
19:17 მელიტოპოლში ოკუპანტების კოლონას უკრაინელები შუა თითებით და შეძახილებით დახვდნენ.
ისინი რუსულ ჯარს სახლში წასვლისკენ მოუწოდებენ. ფონად ისმის რუსულენოვანი ტექსტი, რომ დროებით აკრალულია მიტინგები და დემონსტრაციები.
19:10 ლონდონის ბირჟაზე კოლაფსის წინაშე მდგარი რუსული კომპანიების აქციებით ვაჭრობა შეჩერდა
მათ შორის არის სბერბანკი, რომლის აქციების ღირებულებაც გუშინ, დღის ერთ მონაკვეთში 1 ცენტამდე იყო დაცემული. იმავე ბირჟაზე შეჩერებულია ენერგოგოგიგანტის — გაზპრომის აქციებით ვაჭრობაც.
გარდა ამისა, ლონდონის საფონდო ბირჟაზე დაბლოკილია ლუკოილის, პოლიუსისა და EN+-ის აქციებით ვაჭრობაც. რაც შეეხება VTB-ის შვილობილ კომპანიას, მისი ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა ჯერ კიდევ პარასკევის შემდეგ არის შეჩერებული.
შეგახსნებთ, რომ ორშაბათს დაიხურა მოსკოვის საფონდო ბირჟაც, რომელიც ამ დრომდე არ გახსნილა.
19:00 ვილნიუსში ქუჩას, სადაც რუსეთის საელჩოა, უკრაინის გმირების სახელი დაერქმევა
ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ქუჩას, სადაც რუსეთის საელჩოა უკრაინელი გმირების სახელი დაერქმევა. ინფორმაციას ქალაქის მერი ავრცელებს.
"დღეიდან რუსეთის საელჩოს თითოეული თანამშრომლის სავიზიტო ბარათით პატივს მიაგებენ უკრაინელ გმირებს. ყველა, ვინც დაწერს წერილს საელჩოში, მოუწევს იფიქროს რუსული აგრესიის მსხერპლზე — უკრაინის გმირებზე", — წერს ქალაქის მერი.
18:45 რუსული კრიტიკული ტელევიზია დოჟდი დროებით მუშაობას წყვეტს
არხის გენერალურმა დირექტორმა, ნატალია სინდეევამ განმარტა, რომ ეს შეეხება პირდაპირ ეთერს, YouTube-სა და ოციალურ ქსელებში ტრანსლაციას.
"ჩვენ გვჭირდება ძალები, რომს ამოვისუნთქოთ და გავიაზროთ, როგორ ვიმუშავოთ სამომავლოდ. დიდი იმედი გვაქვს, რომ დავბრუნდებით ეთერში და გავაგრელებთ მუშაობას", — თქვა მან.
ტელეკომპანია რუსეთში 2010 წლიდან მუშაობს. პუტინის ხელისუფლებისადმი კრიტიკული ტონის გამო, რუსეთმა ის "უცხო ქვეყნის აგენტად" გამოაცხადა. ახლა კი პროკურატურამ ვებგვერდი დაუბლოკა იმის გამო, რომ ომს ომი უწოდა და არა სამხედრო ოპერაცია, როგორც ამას პუტინის პროპაგანდა ფუთავს.
18:36 რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო პუტინი ვოლდემორს შეადარეს და ასეთი სტენსილი მიუძღვნეს
18:35 ომის დროს მოქალაქეების მენტალური ჯანმრთელობისთვის უკრაინაში ონლაინ პლატფორმა იმოქმედებს
"თუ გრძნობთ შფოთვას, პანიკურ შეტევებს, გაქვთ დეპრესიის ნიშნები, დატოვეთ მოთხოვნა Tell Me-ის პლატფორმაზე და დაელოდეთ გამოხმაურებას სპეციალისტისგან. დახმარების მისაღებად საჭიროა მოკლედ აღწეროთ თქვენი მოთხოვნა და გაგზავნოთ ვებგვერდის საშუალებით", — აღნიშნულია განცხადებაში.
18:31 ომის დროს უკრაინამ დახმარების სახით 15 მილიარდი დოლარი მიიღო
ამის შესახებ უკრაინული მედია ეროვნული ბანკის თავმჯდომარეზე დაყრდნობით წერს. ეს თანხა მოიცავს ფინანსურ, ტექნიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას.
"ჩვენი შეფასებით, მთლიანი საერთაშორისო ფინანსური, ტექნიკური და ჰუმანიტარული დახმარება 15 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს აღწევს", — განაცხადა ეროვნული ბანკის თავმჯდომარემ.
18:29 რა არის ვაკუუმის ბომბი და რატომაა მისი გამოყენება სამხედრო დანაშაული
ვაკუუმის ბომბი, იგივე თერმობარული იარაღი, გარემომცველი ჰაერიდან ჟანგბადს ბოლომდე იყენებს, რათა მაღალტემპერატურული აფეთქება წარმოშვას. იგი ტრადიციულ აფეთქებაზე გაცილებით დიდხანს გრძელდება. მის სიმძლავრეს შეუძლია, ადამიანის სხეული მომენტალურად ააორთქლოს.
თერმობარული იარაღი აფეთქების არეალში მყოფი ადამიანების ფილტვებიდან ჰაერს ისრუტავს. ისინი სითბოსა და წნევის კომბინაციაზე მუშაობს და ქვანახშირის მაღაროთა აფეთქებებისაგან არის შთაგონებული.
გამანადგურებელი კატასტროფის შედეგად ხშირად აირის ან წვრილი ნაწილაკების ღრუბლები წარმოიქმნება, რომლებიც შემდგომში ალის სახით იფრქვევა. თერმობარული იარაღი სამიზნე ადგილას ფეთქებადი მატერიის ღრუბელს წარმოქმნის, ნივთიერების აალებას კი გამანადგურებელი შედეგები მოსდევს. ვაკუუმის ბომბს შეუძლია, ადამიანს სხეულიდან ჰაერი წაართვას და ორგანოებს შეუქცევადი დაზიანებები მიაყენოს.
გამოიყენეს თუ არა უკრაინაში?
Reuters-ის ცნობას თუ დავეყრდნობით, უკრაინის ელჩი აშშ-ში, ოქსანა მარკაროვა, დარწმუნებულია, რომ რუსებმა უკრაინაში ვაკუუმის ბომბი გამოიყენეს.
"მათ დღეს ვაკუუმის ბომბი გამოიყენეს", — განაცხადა მან კანონმდებლებთან შეხვედრისას — "რუსეთი უკრაინისათვის უზარმაზარი ზარალის მიყენებას ცდილობს".
- სტატია სრულად ნახეთ აქ.
18:15 ჰაკერების განცხადებით, მათ რუსული სადაზვერვო სატელიტების საკონტროლო ცენტრი გათიშეს
ჰაკერული დაჯგუფება, სახელად NB65, რომელიც ცნობილ ანონიმუსთან არის დაკავშირებული, აცხადებს, რომ რუსული კოსმოსური სააგენტოს, როსკოსმოსის საკონტროლო ცენტრები გათიშა. ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზაციას საკუთარ სადაზვერვო ხელოვნურ თანამგზავრებზე წვდომა შეეზღუდა.
18:06 გაზისა და ნავთობის გიგანტი კომპანიები რუსეთს ტოვებენ — რას ნიშნავს ეს
სამმა მსხვილმა საერთაშორისო ნავთობკომპანიამ: BP-მ, Equinor-მა და Shell-მა საჯაროდ გამოაცხადეს, რომ ისინი ჩამოშორდებიან რუსული ნავთობის ბიზნესს უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული აგრესიის საპასუხოდ.
რაც, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ნავთობის გიგანტმა BP-მ კვირას განაცხადა, რომ შეწყვეტს კავშირებს როსნეფტთან, რუსეთის ნავთობისა და გაზის ეროვნულ კომპანიასთან. BP 2013 წლიდან ფლობს კომპანიის თითქმის 20%-ს. ეს 14 მილიარდი დოლარის ღირებულებაა, რაც მას ერთ-ერთ უმსხვილეს აქციონერად აქცევს. ამასთან, BP-ის აღმასრულებელი დირექტორი ბერნარდ ლონი და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი რობერტ დადლი ასევე გადადგებიან Rosneft-ის საბჭოდან. ცნობისთვის, ლონი პუტინთან ოქტომბერში იყო, სადაც ის რუსეთის პრეზიდენტთან ერთად იმყოფებოდა პანელზე, რომელსაც "პრივილეგია" უწოდა.
- სტატიის სრულად ნახვა აქ.
18:02 რას ნიშნავს ბირთვული ომი — ატომური იარაღის საფრთხეები
რამდენიმე დღის წინ პუტინმა ბირთვული იარაღი სამხედრო მზაფყონაში მოიყვანა. ატომური ომი კარგს რომ არაფერს მოიტანს, ეს დედამიწაზე მცხოვრებმა ყოველმა ადამიანმა იცის, მაგრამ რას ნიშნავს რეალურად ასეთი იარაღის გამოყენება და როგორია ბირთვული საფრთხეები?
- სტატიის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.
17:57 კატების საერთაშორისო ორგანიზაციამ რუს კატებს სანქციები დააკისრა
კატების საერთაშორისო ორგანიზაცია FIFe-მ უკრაინაში რუსეთის ქმედებები დაგმო და გადაწყვიტა, რომ რუსეთში მცხოვრები კატებისა და მათი პატრონებისთვის სანქციები დაეწესებინა.
სანქციების მიხედვით, რუსეთში მცხოვრებ კატის პატრონებს FIFe -ის მიერ გამართულ გამოფენებში მონაწილეობა აეკრძალათ. ამასთან, რუსეთში გამრავლებული კატები ვერც FIFe -ის საგვარეულო ნუსხას ვერ მიიღებენ.
17:45 Google Maps-ში რუსეთის ქალაქებზე უკრაინის ომის ფოტოებს ამატებენ
უკვე რამდენიმე დღეა, Google Maps-ის მომხმარებლები რუსეთის პოპულარულ ადგილებსა და დიდ ქალაქებს უკრაინის დაბომბილი საცხოვრებლების, დაშავებული მშვიდობიანი მოსახლეობისა და დატყვევებული რუსი ჯარისკაცების ფოტოებს ამატებენ.
- სტატიის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.
17:30 რას სწერენ გურჯაანელი ბავშვები უკრაინელ თანატოლებს
მიმდინარე მოვლენებმა ზრდასრულების გარდა ბავშვების ყურადღებაც მიიპყრო, რომლებიც ომსა და მეგობარ ქვეყანაში თანატოლების დაღუპვას განსაკუთრებულად განიცდიან.
ამ ბავშვებს შორის გურჯაანის მე-2 და მე-4 საჯარო სკოლების მოსწავლეებიც არიან, რომლებმაც გადაწყვიტეს, უკრაინელი თანატოლები წერილებით გაამხნევონ. წერილები გურჯაანის ახალგაზრდულმა საბჭომ შეაგროვა და მათ უკრაინაში ჰუმანიტარულ დახმარებასთან ერთად გააგზავნიან.
17:01 "ჩვენ ვიბრძვით, მაგრამ გვჭირდება მხარდაჭერა" — რას სთხოვენ უკრაინელები მსოფლიოს
ორშაბათს ჩემი მშობლიური ქალაქი, კიევი დავტოვე მანქანით, რომელსაც ტერიტორიული თავდაცვის ძალების მოხალისეები მართავდნენ. გზები ცარიელი იყო — თუ არ ჩავთვლით სახელდახელოდ გაკეთებულ საგუშაგოებს და ქალაქის დასაცავად აგებულ ბლოკადებს. ქალაქის ირგვლივ შენობები დაზიანებული და დანგრეულია. ცაში კი სამხედრო თვითმფრინავები ჩანს.
ჩვენ ვეჭვობდით, რომ ეს შეიძლებოდა მომხდარიყო, თუმცა, ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ ეს მართლაც მოხდებოდა. ყირიმისა და დონბასის ოკუპაციის შემდეგ ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ პუტინი შეიშალა. ჩვენ გვესმოდა, რომ ეს — შემოჭრა ჩვენს საზღვრებში — კატასტროფა იქნებოდა ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის. ამიტომაც ვიმედოვნებდით, რომ მის თავში მცირეოდენი გონივრულობა მაინც იქნებოდა შემორჩენილი. თუმცა, ეს მაინც მოხდა.
- სტატიის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.
16:56 ბუჩაში უკრიანული დროშა აღმართეს — ქალაქი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს
16:35 ოკუპანტებმა ჩერნიგოვის ცენტრში საცხოვრებელი კორპუსები დაბომბეს
დაზიანებულია მიმდებარე სახლები, დამსხვრეულია მინები, გაბზარულია კედლები, აივნები.
უკრაინის შეიარაღებული ძალების რეგიონალური დეპარტამენტის განცხადებით, ირგვლივ არ არის არანაირი სამხედრო ობიექტი, მხოლოდ საავადმყოფოები, სკოლები და ბაღები. ადგილზე მაშველები მუშაობენ. დაშავებულთა რიცხვი უცნობია.
16:27 დელეგაციის კიდევ ერთი სელფი, ამჯერად ვერტმფრენიდან
16:26 უკრაინის დელეგაციის სელფი რუსეთთან მოლაპარაკებებზე წასვლის წინ
"ორ საათში ვიწყებთ. მინიმალური პროგრამა არის ჰუმანიტარული დერეფნები", — წერს დავით არახამია.
15:49 ნავთობი და გაზი — რუსეთის იარაღი დასავლეთის წინააღმდეგ, თუ პირიქით
რუსეთი სრულფასოვანი ფინანსური კრიზისის წინაშე დგას. დასავლეთის მხრიდან დაწესებულმა სანქციებმა ეკონომიკას მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა: დახურულია მოსკოვის საფონდო ბირჟა, გაუფასურებულია რუსული კომპანიების აქციები, გაუფასურებულია რუბლი და გაყინულია ცენტრალური ბანკის აქტივების დიდი ნაწილი.
ახლა საკითხავი ის არის, როგორ უპასუხებს პუტინი სანქციების წვიმას. რუსეთი იარაღს პირდაპირი მნიშვნელობით იყენებს — ის უკრაინას თავს ესხმის — თუმცა, არსებობს მოსაზრება, რომ დასავლეთის წინააღმდეგ პუტინს შეუძლია ბუნებრივი აირი და ნედლი ნავთობიც გამოიყენოს.
ის, რომ ნავთობი რუსეთის ხელში კიდევ ერთი იარაღია, ამაზე ყველა თანხმდება. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ნავთობის მიწოდების შეზღუდვა კატასტროფულად დააზარალებს თავად რუსეთის ეკონომიკასაც. 2011-2020 წლებში რუსეთის მთავრობის წლიური შემოსავლების დაახლოებით 43% ნავთობსა და ბუნებრივ გაზზე მოდიოდა.
- სტატიის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.
15:46 არ ველოდით, რომ სანქციები სპორტსმენებზე, ინტელიგენციაზე, მსახიობებსა და მედიაზე გავლენას მოახდენდა — ლავროვი
რუსეთის საგრეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მზად იყვნენ სანქციებისთვის, თუმცა არ ელოდნენ, რომ ისინი ინტელიგენზიაზე, მედიაზე, სპორტსმენებსა და მსახიობებზე გავლენას მოახდენდა.
"მზად ვიყავით სანქციებისთვის, მაგრამ არ ველოდით, რომ ისინი სპორტსმენებზე, ინტელექტუალებზე, მსახიობებზე და მედიის წარმომადგენლებზე გავლენას მოახდენდა", — თქვა მან Al Jazeera-სთან ინტერვიუში.
15:25 საოკუპაციო ძალების დაბომბვების შედეგად ხარკოვის რეგიონში 34 ადამიანი დაიღუპა
უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 3 მარტის მონაცემებით, დაშავდა 285 მოქალაქე, მათგან 10 ბავშვია.
უწყების განცხადებით, ბოლო ორი დღის განმავლობაში საოკუპაციო ძალები ბომბებით, ჭურვებითა და სარაკეტო არტილერიით თავს ესხმოდნენ საცხოვრებელ ტერიტორიებსა და დასახლებებს.
15:23 მივმართავ რუსეთს, ისწავლეთ სიტყვები რეპარაცია და კონტრიბუცია — ზელენსკი
"სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით — ინანებთ. ხოლო მათ ვინც დაიღუპა, უკრაინელები არასდროს დავივიწყებთ. ღმერთი ჩვენთანაა. თქვენ მოხვედით ჩვენი ქალაქების გასანადგურებლად. გაანადგურეთ ჩვენი ხალხი, წაიღეთ ყველაფერი, რაც ჩვენთვის ძვირფასია. უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას გამოურთეთ ელექტროენერგია, წყალი და გათბობა. ადამიანებს საკვებისა და წამლების გარეშე ტოვებთ. არ არსებობს იარაღი, რომელსაც არ გამოიყენებდით უკრაინელების წინააღმდეგ", — განაცხადა ზელენსკიმ.
14:55 DW: გერმანია უკრაინას საბჭოთა წარმოების 2 700 Strela-ს რაკეტას გაუგზავნის
ინფორმაციას Deutsche Welle სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
14:47 უკრაინაში საბრძოლველად უკვე 16 000 მოხალისე ჩადის
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, 16 000 მოხალისე უკვე ქვეყანაში ჩადის. მისი თქმით, ეს მხოლოდ პირველი ნაკადია.
"უკრაინა პირველ უცხოელ მოხალისეებს ხვდება", — განაცხადა ზელენსკიმ.
14:35 უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსული SU-34 ჩამოაგდეს
ინფორმაციას უკრაინის გაერთიანებული ძალები ავრცელებენ. მათი თქმით, ამ თვითმფრინავის პილოტებმა ბარბაროსულად დაბომბეს ქალაქი ვოლნოვახი.
13:55 ეს უკრაინისთვის ნამდვილად ხალხის ომია, პუტინს მოგების შანსი არ აქვს — კულება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება Twitter-ზე ენერგოდარში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეები ოკუპანტებს გზას უბლოკავს. მისი თქმით, ეს უკრაინისთვის ნამდვილად ხალხის ომია, პუტინს კი ომის მოგების შანსი არ აქვს.
13:53 თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ ყველაფრის შემდეგ უკრაინელები დანებდებიან, მან არაფერი იცის უკრაინაზე — ზელენსკი
"ჩვენი გადანდგურება ბევრჯერ უნდოდათ, მაგრამ ვერ შეძლეს. ბევრი რამ გამოვიარეთ და თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ ყველაფრის შემდეგ უკრაინელები შეშინდებიან, გატყდებიან ან დანებდებიან, მან არაფერი იცის უკრაინაზე და არაფერი ესაქმება უკრაინაში. წადით სახლში, დაიცავით რუსულად მოსაუბრე ადამიანები, არა მსოფლიო მასშტაბით, არამედ საკუთარ ქვეყანაში", — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
12:52 უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსული SU-30 ჩამოაგდეს
ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი ავრცელებს.
12:40 დაბომბილი ნავთობის საცავი ჩერნიგოვში
12:23 ხარკოვის დაბომბვას ეუთოს წევრი ემსხვერპლა
მარინა ფეინა უკრაინაში ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიით იმყოფებოდა.
"მარინა მოკლეს მაშინ, როდესაც ომის ზონაში მყოფ თავის ოჯახებს ამარაგებდა. ხარკოვსა და უკრაინის სხვა ქალაქებში რაკეტები და ჭურვები, რომელიც საცხოვრებელ კორპუსებსა და ქალაქის ცენტრებს ხვდება, კლავს და აზიანებს უდანაშაულო, მშვიდობიან მოქალაქეებს, — ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
12:10 რუსეთს და ბელარუსს 2022 წლის პეკინის ზამთრის პარაოლიმპიადაზე მონაწილეობა აეკრძალათ
პარაოლიმპიადა შაბათს იწყება, პარასკევს კი გახსნის ცერემონია გაიმართება.
11:52 რუსეთის დანაკარგი ომის დაწყებიდან ერთ კვირაში
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე 9 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა ან ტყვედ ჩავარდა.
ამ დროისთვის საოკუპაციო ძალების დანაკარგები სრულად ნახეთ აქ.
11:09 უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი უკრაინელებს Facebook-ზე საბრძოლო სიმღერას უზიარებს
"უკრაინელი ხალხო, ეს თქვენთვისაა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მუსიკის დეპარტამენტისგან. იბრძოლე და გაიმარჯვე! დიდება უკრაინას! მოუსმინეთ სიტყვებს", — ვკითხულობთ პოსტში.
11:03 არავის სჯეროდა, რომ ერთ კვირას გავძლებდით, მხოლოდ მე და თქვენ — რეზნიკოვი უკრაინელებს
უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ალექსეი რეზნიკოვი უკრაინელებს კიდევ ერთხელ მიმართავს და მათ მოუწოდებს, საკუთარ თავში რწმენა არ დაკარგონ. მისი თქმით, დღემდე არავის სჯეროდა, რომ შემოჭრის შემთხვევაში უკრაინა რუსეთს ერთი კვირა მყარად გაუწევდა წინააღმდეგობას.
09:28 კიევში ისევ საჰაერო განგაშია
09:10 იზიუმი დაბომბვის შემდეგ
07:50 ჩემი შეტყობინება რუსი ხალხის მიმართ არის, რომ ვიცით, თქვენ არ გინდათ ამ ომში მონაწილეობა — ბლიკმანი
"ჩემი შეტყობინება რუსი ხალხის მიმართ, თუ მათ ამის მოსმენა შეუძლიათ, ვინაიდან კრემლი სიმართლის გამავრცელებელ მედიასაშუალებებს ანადგურებს, არის ის, რომ ჩვენ ვიცით, თქვენ არ გინდათ ამ ომში მონაწილეობა", — განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.
07:03 უკრაინა ერთ კვირაში 1-მა მილიონმა ლტოლვილმა დატოვა
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარის, ფილიპო გრანდის განცხადებით, უკრაინა ერთ კვირაში 1-მა მილიონმა ლტოლვილმა დატოვა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია შეჩერდეს სროლა, რათა ქვეყანაში დარჩენილ მოქალაქეებს ჰუმანიტარული დახმარება გაუწიონ.
06:36 კანადა რუსეთის ენერგეტიკული სექტორიდან 10 პირს სანქციებს უწესებს
კანადამ 10 ადამიანს, 2 რუსული კომპანიიდან, როსნეფტიდან და გაზპრომიდან, ახალი სანქციები დაუწესა. კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გადაწყვეტილება მიზნად ისახავს რუსეთზე ზეწოლის გაზრდას იმისათვის, რომ რუსეთმა შეწყვიტოს ომი.
6:29 კიევში ისევ სირენების ხმა ისმის
6:16 ხარკოვში დაბომბვისას დაზიანდა ეკლესია, რომელშიც მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებდა თავს
5:43 Time-ის ახალი ყდა
5:25 CBS-ის კორესპონდენტის ჩართვისას კიევი დაბომბეს.
თავდაპირველად ჩარლი დ'აგატამ გაოგნებულმა იკითხა, რა ჯანდაბა მოხდა, მორიგი აფეთქების შემდეგ კი კადრიდან გავიდა.
"ყველაზე დიდი აფეთქება, რაც გვინახავს, ზუსSტად მაშინ, როცა დღეს საღამოს ეთერს ვასრულებდით", — წერს CBS-ის პროდიუსერი.
4:54 კიევში ისევ საჰაერო განგაშია
მოსახლეობას მოუწოდებენ დაუყოვნებლივ წავიდნენ თავშესაფარეში და იქ დარჩნენ.
4:52 ხერსონში დაბომბვის კადრები გავრცელდა
4:40 ხერსონში აფეთქებაა, დეტალები უცნობია
4:39 კიევის დაბომბვის კიდევ ერთი ვიდეო
4:38 იზიუმში დაღუპულთა რაოდენობა რვამდე გაიზარდა, მათ შორის, 2 ბავშვია
4:24 საჰაერო განგაში გამოცხადდა ზაპოროჟიეში, ოდესაში, იზმაილსა და ბელიავკაში
4:09 რამდენიმე ქალაქსა და ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა
უკრაინა 24-ის ინფორმაციით, ჟიტიმორში, ხმელენცკსში, კამენეც-პოდოლსკიში, ივანო-ფრანკოვსკში, ვოლინსკისა და კიევის ოლში საჰაერო განგაში გამოცხადდა.
4:07 კიევში რამდენიმე ძლიერი აფეთქება იყო
კიევში რამდენიმე წუთის წინ საჰაერო განგაში გამოცხადდა და მოქალაქეებს თავშესაფარში ჩასვლისკენ მოუწოდეს. მოგვიანებით, კი ადგილობრივმა მედიებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ქალაქის ცენტრში რამდენიმე ძლიერი აფეთქება იყო.
ამ დროისთვის დამატებითი ინფრომაცია უცნობია. უკრაინა 24-ის ინფორმაციით, ეს ვიდეო ტელეგრამ არხებზე ვრცელდება და სავარუადოდ, კიევში აფეთქებებს ასახავს.
4:00 იზიუმის დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა 6 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვია
3:30 მსოფლიო ბანკმა რუსეთსა და ბელარუსში ყველა პროგრამა შეაჩერა
მსოფლიო ბანკის განცხადებით, მათ რუსეთსა და ბელარუსში ყველა პროგრამა შეაჩერეს უკრაინაში შეჭრის გამო.
მრავალმხრივი განვითარების ბანკის განცხადებაში ნათქვამია, რომ 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ მათ არ დაუდასტურებიათ არცერთი სესხი ან ინვესტიცია რუსეთში.
ბანკი, ასევე, ამბობს, რომ 2020 წლის შემდეგ არცერთი სესხი არ დაუდასტურებიათ ბელარუში, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ქვეყანას საკამათო საპრეზიდენტო არჩევნების გამო.
3:16 უკრაინაში დატყვევებული რუსი ჯარისკაცის საუბარი დედასთან
"აქ სრული უკონტროლობაა დედა, ჩვენები ანადგურებენ საავადმყოფოებს, საბავშვო ბაღებს, სამშობიაროებს. აქ ცხოვრება მშვიდობიანი იყო, სანამ ჩვენმა პრეზიდენტმა ეს არ ჩაიდინა".
3:13 მაკრონი: ახლა ჩვენ იმ რუსების გვერდით ვდგავართ, რომლებსაც არ სურთ, რომ ეს უღირსი ომი მათი სახელით ხდებოდეს
"ვინც გაბედულად იცავენ მშვიდობას პასუხისმგებლობის სულიკვეთებით და ამბობს ამას, როგორც რუსეთში, ისე საზღვარგარეთ", — განაცხადა მაკრონმა.
3:04 38-მა ქვეყანამ რუსეთის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართა
38-მა ქვეყანამ რუსეთის უკრაინაში შეჭრასა და ომის დანაშაულის გამო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიმართა. ინიციატორი ქვეყანა დიდი ბრიტანეთია, ხელმომწერ ქვეყნებს შორის არის საქართველოც.
ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა თქვა, რომ პუტინის ბარბაროსული ქმედებები დაუსჯელი ვერ დარჩება.
"ამ საღამოს მსოფლიოს 38-მა ქვეყანამ რუსეთის უკრაინაში ბარბაროსულ შეჭრაზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ისტორიაში ყველაზე დიდი ერთობლივი განაცხადებით მიმართა.
სხადად ვამბობთ, რომ პუტინი ამ საზარელ ქმედებებს დაუსჯელად ვერ ჩაიდენს", — ამბობს ჯონსონი.
2:45 სანქცირებულ რუს მილიარდელს გერმანიამ 600 მილიონ დოლარიანი იახტა ჩამოართვა — Forbes
რუსი მილიარდელი ალიშერ უსმანოვს ევროკავშირმა ორშაბათს სანქციები დაუწესა, ორი დღის შემდეგ კი სამმა წყარომ Forbes-ს დაუდასტურა, რომ მას გერმანიის ხელისუფლებამ ქალაქ ჰამბურგში 600 მილიონ დოლარად შეფასებული იახტა Dilbar ჩამოართვა.
იახტა ოქტომბრის შემდეგ სარემონტო სამუშაოებისთვის გემთმშენებელ ქარხანაში იმყოფებოდა. წყაროები, რომლებიც Forbes-ს ესაუბრნენ, ამბობენ, რომ გერმანულმა ხელისუფლებამ გაყინა აქტივები და თანამშრომლები, რომლებიც იახტაზე მუშაობდნენ, ოთხშაბათს სამსახურში არ გამოცხადნენ.
1:59 ჰოლოკოსტს გადარჩენილები და მათი ნათესავები კიევის ერთ-ერთი თავშესაფრიდან ვიდეოს ავრცელებენ
ისინი პუტინს მოუწოდებენ, დატოვოს უკრაინა. ისინი ყვებიან, რომ კიევში ნაცისტების დაბომბვას წლების წინ მათი ნათესავები ემსხვერპლენ და ახლაც იმავეს გადატანა უწევთ.
"მე მქვია, ვალენტინა რამონავა იოსეფოვნა, დავიბადე უკრაინაში.1941 წლის 22 ივნისს, ომის დროს დაბომბვისას კიევში ვიყავი. ბაბინ ეარში ჩემი ნათესავები დაიღუპნენ. 2022 წლის 24 თებერვალს ისევ ვხვდები კიევში, დაბომბვისა და სროლის ფონზე.
პუტინო, წაიყვანე შენი ჯარები და გაეთრიე უკრაინიდან. ჩვენ გვინდა მშვიდობა. ჩვენ გვინდა მშვიდობა".
1:42 მაკრონი: ევროპის ომი აღარ არის მხოლოდ ისტორიის წიგნებში — ის აქ არის, ჩვენს თვალწინ
1:35 რუსებს ცხედრები არ გააქვთ, უკრაინა პარტნიორებს გადასატან მორგებს სთხოვს
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, ანტონ გერაშენკოს განცახდებით, რუსებს გარდაცვლილი ჯარისკაცების ცხედრები ამ დრომდე არ გააქვთ, ამიტომ უკრაინა პარტნიორებს დახმარებას სთხოვს.
"აუცილებელია, მივმართოთ ჩვენს პარტნიორებს, რომ გარდაცვლილებთან ჰუმანიტარული მოპყრობიდან გამომდონარე პუტინის მონათა ცხედრებისთვის მივიღოთ გადასატანი მორგებ. ძმათა სასაფლაოები ყოველდღიურად ჩნდება უკრაინის ყველა ნაწილში, ვინც ჩვენთან მახვილით მოვა, მახვილითვე დაიღუპე", — ამბობს ის.
1:24 უკრაინის შეიარაღებული ძალები: ტყვედ ჩავარდნილი რუსი არტილერისტები აღარ იქნებიან, არანაირი შეწყალება
"გილოცავთ, მას შემდეგ, რაც საშინლად დაბომბეთ ჩვენი მშვიდობიანი ქალაქები, ჩვენი ნათესავები, შვილები, ახლობლები, თქვენ ჭიებო, გახდით ჩვენი ნომერ პირველი სამიზნე. [...]
ამიერიდან ტყვედ ჩავარდნილი რუსი არტილერისტები აღარ იქნებიან. არანაირი შეწყალება, "გთხოვ არ მოკლა, მე დავნებდები" გაჭრის", — ვკითხულობთ განცხადებაში.
1:15 აშშ რუსეთსა და ბელარუსს ახალ სანქციებს უწესებს
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთსა და ბელარუსს ახალ ეკონომიკურ სანქციებს უწესებს პარტნიორებსა და მოკავშირეებთან ერთად. სანქციები მოიცავს:
- ყოვლისმომცველი შეზღუდვები ბელარუსში ტექნოლოგიის იმპორტზე პუტინის გადაწყვეტილების საპასუხოდ ომის შესახებ;
- რუსეთის თავდაცვის ერთეულების სრული სანქცირება;
- ნავთობის გადამუშავებაზე ექსპორტის კონტროლი;
- სამიზნე ერთეულები, რომლებიც რუსულ და ბელარუსულ სამხედროებს ეხმარებიან;
რუსული თვითმფრინავებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო სივრცეში შესვლის შეზღუდვა.
00:58 ოკუპანტებმა კიევში რკინიგზის სადგურზე საჰაერო იერიში მიიტანეს
"რუსმა ტერორისტებმა კიევის სამხრეთ რკინიგზის სადგურზე საჰაერო დარტყმა განახორციელეს, სადაც ათასობით უკრაინელი ქალისა და ბავშვის ევაკუაცია მიმდინარეობს. ჭურვი სასტუმრო Ibis-თან ჩამოვარდა, სადგურის შენობამ გაუძლო და მცირე დაზიანება მიიღო. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება", — ვკითხულობთ განცხადებაში.
00:05 რეზნიკოვი: დროა, გავზარდოთ ზეწოლა მტერზე, რომელმაც შემართება დაკარგა, დროა გადავიდეთ ტოტალურ წინააღმდეგობაზე
"თუ მტერი დარჩება საწვავის, საბრძოლო მასალების, საკვების, საინჟინრო და სარემონტო დახმარების გარეშე, ის უმწეო იქნება. მონადირეებო, მეტყევეებო, თქვენ ყველა გზა და ზეობა იცით თქვენს ტერიტორიაზე. ეს თქვენი დროა. მტერმა უნდა იგრძნოს, რომ დაუპატიჟებლად უკრაინის მიწაზე გადადგმული ყველა ნაბიჯი, შესაძლოა, მათთვის ბოლო იყოს. ოკუპანტებს მხოლოდ ერთი მოტივაცია უნდა ჰქონდეთ — რაც შეიძლება მალე გაიქცნენ ჩვენი ქვეყნიდან.", — წერს რეზნიკო
23:23 უკრაინაში ომი გამო კლუბის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვების შემდეგ, აბრამოვიჩი ჩელსის ყიდის
რუსი ოლიგარქი და საფეხბურთო კლუბ ჩელსის მფლობელი, რომან აბრამოვიჩი ჩელსის ყიდის. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ აბრამოვიჩმა კლუბისთვის გაცემული 1,5 მილიარდი ფუნტი სტერლინგი ჩამოწერა.
BBC-ის ცნობით, გაყიდვიდან მიღებულ წმინდა შემოსავალს ის "უკრაინაში ომის ყველა მსხვერპლისთვის" საქველმოქმედო ფონდს გადაურიცხავს.
რუსი მილიარდელი ვლადიმერ პუტინთან კავშირებს უარყოფს, თუმცა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შემდეგ, მან ჯერ საფეხბურთო კლუბ ჩელსის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა, ახლა კი კლუბი გასაყიდად გამოიტანა.
23:05 უკრაინამ ქვეყნის დატოვების მსურველი სტუდენტებისთვის ცხელი ხაზი შექმნა
უკრაინამ აფრიკელი, აზიელი და სხვა სტუდენტებისთვის, რომლებსაც რუსული ომის გამო უკრაინის დატოვება უნდათ, სასწრაფო ცხელი ხაზი ჩამოაყალიბა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება Twitter-ზე ავრცელებს.
22:12 უკრაინაში ელიან, რომ რუსეთი გაავრცელებს ზელენსკის DeepFake ვიდეოს, რომელშიც ის კაპიტულაციაზე "ილაპარაკებს"
ინფორმაციას ამის შესახებ რამდენიმე სახელმწიფო უწყება, სახმელეთო და საჰაერო ძალები და სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრი ავრცელებს.
"წარმოიდგინეთ, უყურებთ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელევიზორში, რომელიც აცხადებს კაპიტულაციაზე. თქვენ ხედავთ, გესმით — შესაბამისად, ეს სიმართლეა. მაგრამ ეს არ არის! ეს არის DeepFake ტექნოლოგია.
ეს არ იქნება რეალური ვიდეო, არამედ შექმნილია სპეციალური ალგორითმების მეშვეობით. ასეთი ტექნოლოგიების გამოყენებით დამზადებული ვიდეოების რეალურისგან გარჩევა თითქმის შეუძლებელია. იცოდეთ, რომ ყალბია! მისი მიზანია დეზორიენტაცია, პანიკის დათესვა, მოქალაქეების დარწმუნება და ჩვენი ჯარები დანებდნენ. დარწმუნებული იყავით — უკრაინა კაპიტულაციას არ აპირებს!" — წერია განცხადებაში.
21:47 პარლამენტთან უკრაინაში გასაგზავნ ჰუმანიტარულ დახმარებას და ტანსაცმელს ამზადებენ
21:39 ზელენსკიმ ყველა ქვეყანას, ვინც რუსული აგრესია დაგმო, მადლობა გადაუხადა
"მადლიერი ვარ გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ რეზოლუციის ხმათა უპრეცედენტო უმრავლესობით დამტკიცებისთვის, მკაცრი მოთხოვნით, რომ დაუყონებლივ შეჩერდეს რუსეთის მოღალატეობრივი თავდასმხა უკრაინაზე.
მე მადლობელი ვარ ყველასი, ყველა ქვეყნის, ვინც მხარი დაუჭირა ამას. თქვენ ისტორიის სწორი მხარე აირჩიეთ. კენჭისყრის შედეგები, რომელიც დესტრუქციული იქნება აგრესორისთვის სრულად აჩვენებს, რომ ანტიპუტინისტური კოალიცია მუშაობს. მსოფლიო ჩვენთანაა, სიმართლე ჩვენს მხარესაა. ჩვენ გავიმარჯვებთ", — წერს ის.
21:25 გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინის წინააღმდეგ რუსულ აგრესიაზე რეზოლუცია მიიღო
რეზოლუციას მხარი 141-მა ქვეყანამ დაუჭირა.
"გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გადაწყვიტა, რომ რუსეთის მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს აგრესია, გაიყვანოს ჯარები და დაემორჩილოს გაეროს წესდებას", — აღნიშნულია განცხადებაში.
20:45 კობახიძე ზელენსკის გადაწყვეტილებაშიც ენმ-ს როლს ხედავს
"აშკარაა კოორდინირებული მცდელობა საქართველო ჩათრეული იქნას სამხედრო კონფლიქტში, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. აღნიშნული მცდელობის კოორდინაცია საქართველოდან ხორციელდება ნაციონალური მოძრაობის მიერ, რომელსაც, როგორც ყველასთვის ცნობილია, მრავლად ყავს წარმომადგენლები უკრაინის ხელისუფლებაში, მათ შორის, პრეზიდენტის უშუალო გარემოცვაშიც. დავით არახამია, პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი პირი, როგორც მიხეილ სააკაშვილმა გუშინ თავად აღნიშნა, მისი "დაფრთიანებულია".
უკრაინის ხელისუფლებაში დღემდე საკმაოდ მაღალ პოზიციებს იკავებენ ყოფილი გენპროკურორი, ზურაბ ადეიშვილი და სხვა ქართველი კრიმინალები. თავად მიხეილ სააკაშვილიც დღემდე რჩება რეფორმების საბოს ფორმალურ ხელმძღვანელად. ასეთ პირობებში, მათ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა, ბუნებრივია, მარტივად შეუძლიათ", — თქვა კობახიძემ.
20:15 გაუმართლებელთან ერთად, სრულიად ალოგიკურია, მრავალი მიზეზის გამო — კობახიძე უკრაინის ელჩის გაწვევაზე
კობახიძე "განმარტავს" თუ რატომ აფასებს ასე ამ გადაწყვეტილებას. მისი თქმით, უკრაინამ არ გაიწვია ელჩები სხვა ქვეყნებიდან, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ არ დააწესა სანქციები ან მოხალისეები არ გააგზავნა უკრაინაში.
"გაუმართლებელთან ერთად, სრულიად ალოგიკური, მრავალი მიზეზის გამო. კერძოდ, როგორც ყველას მოგეხსენებათ, საქართველო ქმედითი ნაბიჯებით გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ყველა შესაბამის პლატფორმაზე [...] ალოგიკურობის კულმინაციაა ის ფაქტი, რომ უკრაინას დღემდე არ გაუწვევია ელჩი ბელარუდისადაც კი, როდესაც რუსეთი აღნიშნული ქვეყნის ტერიტორიას სამხედრო ინტერვენციისთვის იყენებს. აშკარაა, ორმაგი სტანდარტი, რომელსაც, ბუნებრივია, თავისი ახსნა უნდა ჰქონდეს", — თქვა მან.
20:05 უკრაინის საგანგებო გარდაცვლილი მოქალაქეების რიცხვზე განმარტებას ავრცელებს
უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სახელმწიფო სამსახურმა დაზუსტებით არ იცის რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა დაბომბვისა და სროლის შედეგად.
მათი თქმით, მანამდე გავრცელებული რიცხვი 2 000 გარდაცვლილზე სავარაუდო მაჩვენებელია. Unian ერთ-ერთ უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ საგანგებო სიტუაციების სამსახურმა მედიას სთხოვა, წინა მონაცემები არ გამოიყენონ.
მანამდე უკრაინის საგანგებო Facebook-ზე წერდა, რომ ამ დროისთვის 2 000 უკრაინის მოქალაქეა დაღუპული. ამ წუთებში ეს პოსტი შეასწორეს და რიცხვი ამოიღეს.
19:53 დიდი ბრიტანეთის პარლამენტში უკრაინის ელჩს ტაშით შეხვდნენ
19:45 ბორის ჯონსონმა Facebook-ზე ქავერის ფოტო განაახლა და დაწერა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინის გვერდით დგას
19:26 Meduza-ს ინფორმაციით, ათეულობით მოქალაქე ეკატერინბურგის პროკურატურაში მივიდა და ომის შეწყვეტის მოთხოვნით განცხადებას წერს
19:24 ხარკოვში ოკუპანტების მიერ დაბომბილი სკოლა
19:21 ზელენსკი: ველოდები პოზიტიურ სიგნალებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე
"მუდმივ კონტაქტზე ვარ ჩვენს სანდო მეგობართან, შარლ მიშელთან. განვიხილეთ ბრძოლის ველზე არსებული სიტუაცია და დიპლომატიური მცდელობები. ველოდები პოზიტიურ სიგნალებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე", — წერს ის ტვიტერზე.
19:00 ვერ ვითვლით მსხვერპლთა რაოდენობას, სულ მცირე, ასობით ადამიანი დაიღუპა — მარიუპოლის მერის მოადგილე
BBC ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ მარიუპოლში უწყვეტ დაბომბვას მასობრივი მსხვერპლი მოჰყვა. მერის მოადგილის თქმით, ქალაქში, სადაც 130 000 ადამიანი ცხოვრობს, თითქმის მთლიანად განადგურდა.
"ვერ ვითვლით მსხვერპლთა რაოდენობას, მაგრამ გვჯერა, რომ სულ მცირე, ასობით ადამიანი დაიღუპა. ვერ შევდივართ ცხედრების სანახავად", — ამბობს ის BBC-თან სატელეფონო საუბარში.
18:55 Nord Stream 2-ის მფლობელი კომპანია გადახდისუუნაროდ გამოცხადებას განიხილავს
შვეიცარიაში დაფუძნებული კომპანია, რომელმაც Nord Stream 2 გაზსადენი ააშენა, გადახდისუუნაროდ გამოცხადებას გეგმავს. ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს.
Reuters-ის წყარო ამბობს, რომ შესაძსლებელია კომპანიამ გადახდისუუნაროდ გამოცხადების შესახებ შვეიცარიის სასამართლოში პროცესი დაიწყოს.
18:40 ენერგოდარის მშვიდობიანი მოსახლეობა ოკუპანტების წინააღმდეგ
18:10 კიევსა და ხარკოვში საჰაერო განგაშია
Україна 24-ის ინფორმაციით კიევსა და ხარკოვში საჰაერო განგაში გამოცხადდა.
17:40 უკრაინა ყველა რუს ტყვეს გაათავისუფლებს, თუ დედები წასაყვანად კიევში ჩააკითხავენ
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო მშობლებს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და საჰაერო სივრცის ჩაკეტვის შემდეგ დედაქალაქში ჩასვლის ინსტრუქციებს აძლევენ. ასევე, უმარტავენ, თუ სად უნდა დარეკონ, იმის გასარკვევას, არიან თუ არა მათი შვილები ტყვეობაში.
17:38 უკრაინელებმა რუს ტყვეს საკვები მისცეს. მან ცრემლები ვერ შეიკავა, როცა დედასთან დაარეკინეს.
17:27 უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 2000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე 2 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მათივე ცნობით, სამუშაოების შესრულებისას დაიღუპა 10 მაშველი, 13 კი დაშავდა.
17:16 პუტინი ომშია ბავშვებთან — კულება
"პუტინი ომშია ბავშვებთან. უკრაინაში, სადაც მისი რაკეტები საბავშვო ბაღებსა და ბავშვთა სახლებს მოხვდა და ასევე, რუსეთში. 7 წლის დავიდმა და სოფიამ, 9 წლის მარტვეიმ, 11 წლის გოშამ და ლიზამ ღამე გისოსებს მიღმა გაატარეს მათი "არა ომს" პოსტერების გამო. ასეთი შეშინებულია ის", — ამბობს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.
16:40 ლავროვი ამბობს, რომ თუ მესამე მსოფლიო ომი მოხდება, ეს დამანგრეველი ბირთვული ომი იქნება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამბობს, რომ თუ მესამე მსოფლიო ომი მოხდება, ეს დამანგრეველი ბირთვული ომი იქნება. ამის შესახებ რუსული მედიასაშუალება RIA იუწყება.
ლავროვმა, ასევე, თქვა, რომ რუსეთი, რომელმაც გასულ კვირას "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" დაიწყო, რეალური საფრთხის წინაშე, თუ კიევი ატომურ იარაღს მოიპოვებს.
16:19 რუსეთის ეკონომიკა ახლა სერიოზული ზეწოლის ქვეშაა — პესკოვი
ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, დაწესებული სანქციების გამო რუსეთის ეკონომიკა ახლა სერიოზული ზეწოლის ქვეშაა.
16:15 ევროკავშირმა SWIFT-დან ძირითადი რუსული ფინანსური ინსტიტუტები გათიშა
ჩამონათვალს შორის მოხვდნენ:
- Bank Otkritie;
- Novikombank;
- Promsvyazbank;
- Bank Rossiya;
- Sovcombank;
- Vnesheconombank (VEB);
- VTB Bank.
15:50 ხარკოვში რუსების ბალისტიკური რაკეტა საკრებულოს შენობას მოხვდა
ინფორმაცია ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ გაავრცელა.
15:43 კიევში პოლიციამ მეტროსთან 5 დივერსანტი დააკავა
დედაქალაქის ერთ-ერთ მეტროსადგურთან, უკრაინის პოლიციის კრიმინალური გამოძიების დეპარტამენტის თანამშრომლებმა პირები, რომლებიც საეჭვოდ იქცეოდნენ. ჩხრეკისას პოლიციამ ერთ-ერთ დივერსანტს სათამაშო აღმოუჩინა, რომელში საბრძოლო მასალას ინახავდა.
ამავე სადგურზე, პოლიციამ აღმოაჩინა მტრის დივერსანტი, რომელიც რუს სამხედროებს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების პოზიციებს მესენჯერების საშუალებით გადასცემდა.
15:14 მსოფლიო ბანკი უკრაინას $3 მილიარდით დაეხმარება
"მსოფლიოს ბანკის ჯგუფში ჩვენ ვამზადებთ $3 მილიარდის მხარდაჭერის პაკეტს მომდევნო თვეებისთვის, დაწყებული მინიმუმ $350 მილიონის ბიუჯეტის მხარდაჭერის ბროგრამით, რომელიც მიმდინარე კვირაში წარედგინება საბჭოს დასამტკიცებლად, გაგრძელებეული $200 მილიონიანი პროგრამით, რომელიც ჯანდაცვასა და განათლების სფეროების მხარდასაჭერად მიერმართება" — ნათქვამია განცხადებაში.
15:04 მოვლენების ხასიათი იცვლება, რუსეთში ტყვეებისა და მსხვერპლის ნათესავები პროტესტს იწყებენ — რეზნიკოვი
"თავდაცვის 147 საათი. მოვლენების ხასიათი იცვლება. რუსი ოკუპანტები ქვედანაყოფების ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნებას ცდილობენ, თუმცა ეს უარესდება. ამას ადასტურებს რუსი ჯარისკაცებისა და ოფიცრების დატყვევების არაერთი შემთხვევა, ასევე, შეტევაზე უარის თქმა. რუსეთში ტყვეებისა და მსხვერპლის ნათესავები პროტესტს იწყებენ. რუსული პროპაგანდის ტოტალური ტყუილები იმსხვრევა", — წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ალექსეი რეზნიკოვი ფეისბუქგვერდზე.
14:58 ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებმა საოკუპაციო ძალებს გზა გადაუკეტეს
ენერგოდარი ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებმა ადგილობრივებთან ერთად რუს საოკუპაციო ძალებს გზა გადაუკეტეს. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველ,ი ანტონ გერაშენკო ვიდეობს Telegram-სა და Facebook-ზე ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ ასობით მოქალაქემ უკრაინის დროშებით ხელში ელექტროსადგურთან მისასვლელი გზა ჩახერგა.
14:46 ნავალნიმ რუსებს ომის წინააღმდეგ პროტესტისკენ მოუწოდა
"პუტინი რუსეთი არ არის. თუ ახლა არის რამე ისეთი რუსეთში, რითიც შეგვიძლია ვიამაყოთ, ეს ის 6824 ადამიანია, რომლებიც დააკავეს, რადგან ყოველგვარი მოწოდების გარეშე, ქუჩაში გამოვიდნენ პლაკატებით "არა ომს", — განაცხადა მან.
14:40 ბალენსიაგამ ინსტაგრამიდან ყველა ფოტო წაშალა, მხოლოდ უკრაინის დროშა დატოვა
მოდის სახლმა Balenciaga-მ, რომელსაც ინსტაგრამზე 12.7 მილიონი გამომწერი ჰყავს, პლატფორმიდან ყველა ფოტო წაშალა და მხოლოდ უკრაინის დროშა დატოვა.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობას და WFP-ში (World Food Programme)-ში თანხა გადავრიცხეთ, რათა უკრაინიდან ემიგრირებულებს დავეხმაროთ. მომდევნო დღეებში ჩვენს პლატფორმებს გამოვიყენებთ, რათა უკრაინაში მიმდინარე სიტუაციის შესახებ ინფორმაცია გავავრცელოთ. მიჰყევით ლინკს დონაციისათვის", — ნათქვამია სურათის აღწერაში.
14:35 ხარკოვის ცენტრის დაბომბვას 4 ადამიანი ემსხვერპლა
დღეს დილით ოკუპანტებმა ხარკოვის ცენტრი დაბომბეს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შედეგად 13 ადამიანი დაშავდა, 4 დაიღუპა, ნანგრევებიდან გამოიყვანეს 10. ადგილზე მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 21 ბრიგადა და 90 ადამიანი.
14:28 კლიჩკო: მტერი დედაქალაქისკენ მოიწევს
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, საოკუპაციო ძალები უკრაინის დედაქალაქს სულ უფრო უახლოვდებიან. მის კომენტარს Unian ავრცელებს.
"მეგობრებო, ძვირფასო კიეველებო, მტერი სულ უფრო აახლოვებს ძალებს დედაქალაქთან. ღამით მათ დაბომბეს ეკლესია, ბრძოლები გრძელდება ბუჩასა და გოტსომელში. ჩვენ ვემზადებით და დავიცავთ კიევს", — თქვა მან.
13:55 კალაძე: ზელენსკის განცხადების შეფასებისგან თავს შევიკავებ, რადგან ქვეყანა ომშია
"ზელენსკის განცხადების შეფასებისგან თავს შევიკავებ, რადგან ქვეყანა ომშია. პირველ რიგში, მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელ ხალხს, შეფასებებს შემდეგ გავაკეთებ", — განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
13:52 უკრაინის მოსახლეობის 80% მზადაა, ქვეყნის მთლიანობა იარაღით ხელში დაიცვას
სოციალოგიური ჯგუფის მიერ პირველ მარტს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, უკრაინელი მოსახლეობის 80% მზადაა, ქვეყნის მთლიანობა იარაღით ხელში დაიცვას.
გამოკითხულთა 88%-ს მიაჩნია, რომ უკრაინა რუსეთის თავდასხმის მოგერიებას შეძლებს. 98% მხარს უჭერს უკრაინის შეიარაღებული ძალების საქმიანობას, 93% — პრეზიდენტ ზელენსკის, ხოლო 84% ადგილობრივი მერების ქმედებებს.
ნახეთ ვრცლად აქ.
13:15 ზელენსკი: ნეიტრალურმა შვეიცარიამ დაუჭირა მხარი სანქციებს, რას ელოდება ზოგიერთი ქვეყანა?
"ნეიტრალურმა შვეიცარიამ დაუჭირა მხარი ევროკავშირის მიერ რუს ოლიგარქებზე, ოფიციალურ პირებზე, ხელისუფლებაზე სანქციების დაწესებას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ნეიტრალურმა შვეიცარიამ! რას ელოდება ზოგიერთი სხვა ქვეყანა?", — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
11:50 მოსკოვში დააკავეს ბავშვები, რომლებმაც საელჩოსთან ყვავილები და პლაკატი "არა ომს" მიიტანეს
მოსკოვში აქციაზე დააკავეს ორი ქალი და მათი ხუთი შვილი, 7-დან 11 წლამდე ასაკის, რომლებიც უკრაინის საელჩოსთან მივიდნენ აქციაზე, ყვავილებითა და პლაკატით: "არა ომს".
ინფორმაცია ამის შესახებ რუსულმა გამოცემა Meduza-მ ერთ-ერთ მოქალაქეზე დაყრდნობით გაავრცელა, რომელიც წერს, რომ დაკავებული ქალები ბავშვებთან ერთად განყოფილებაში გადაიყვანეს და იქ აპირებდნენ დატოვებას. მისი თქმით, მათ ჩამოართვეს ტელეფონები, უყვიროდნენ, ემუქრებოდნენ და აშინებდნენ მშობლის უფლების ჩამორთმევით.
ფოტოებში ჩანს, რომ ბავშვებს ხელში უჭირავთ ყვავილები და ფანქრებით გაფორმებული წარწერა: "არა ომს"
11:47 ღეს უკრაინელები შეუპოვრობის სიმბოლო არიან — ზელენსკი
"დღეს უკრაინელები შეუპოვრობის სიმბოლო არიან. სიმბოლო იმისა, რომ ნებისმიერ ქვეყანაში ადამიანებს შეუძლიათ გახდნენ დედამიწაზე საუკეთესო ადამიანები ნებისმიერ მომენტში. დიდება უკრაინას", — განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვის დროს.
11:44 რუსეთის დანაკარგი ომის დაწყებიდან
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე 5 840-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა ან ტყვედ ჩავარდა.
ნახეთ სრულად აქ.
10:50 ჟიტიმორზე თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ჟიტიმორზე თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა, 2 ადამიანი კი გარდაიცვალა.
10:40 Unian: ხარკოვში სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა სამხარეო პოლიციის განყოფილების შენობაზე
10:35 მექსიკას "ყველა მთავრობასთან კარგი ურთიერთობა" სურს და რუსეთს სანქციებს არ დაუწესებს
მექსიკა რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს არ დაუწესებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა ისაუბრა. მის კომენტარს Reuters ავრცელებს.
"ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე სახის ეკონომიკურ რეპრესიას, რადგან გვინდა, რომ მსოფლიოში ყველა მთავრობასთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს", — განაცხადა მან.
10:30 ხერსონის აეროპორტის მიმდებარედ ძლიერი აფეთქება იყო
9:30 რა სიტუაციაა კიევთან ახლა — გენერალური შტაბის მონაცემები
- პოდოლსკის მიმართულებით, მტერი ცდილობს განაგრძოს შეტევა გორენიჩის, გოსტომელის, დემიდოვის საზღვრის გასწვრივ კიევის მიმართულებით, რათა გადაკეტოს დედაქალაქი ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებებიდან;
- ჩრდილოეთის მიმართულებით, საოკუპაციო ძალები აგრძელებს შეტევითი ოპერაციებს კიევის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ბლოკირებისთვის.
9:27 სიტუაცია ხარკოვშ
9:00 ხერსონში ოკუპანტებმა პორტი და რკინიგზის სადგური დაიკავეს
Unian ხერსონის მერზე, იგორ კოლხაევზე, ხოლო უკრაინსკაია პრავდა ჟურნალისტებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსმა ოკუპანტებმა ქალაქში პორტი და რკინიგზის სადგური დაიკავეს. დღის განმავლობაში მოსახლეობა საცავებს ვერ ტოვებდა, რადგან აფეთქებისა და სროლის ხმა იყო. არსებული ინფორმაციით, ღამემ შედარებით მშვიდად ჩაიარა და მხოლოდ ავტომატების ხმა ისმოდა.
8:10 "რუსები დაჭრილებს თავადვე კლავენ, გაცვლიან თუ არა ტყვეებს საკითხავია" — რუსი ტყვე გენშტაბის გავრცელებულ ვიდეოში
გენერალური შტაბი აგრძელებს რუსი ტყვეების ვიდეოების გავრცელებას. ერთ-ერთში ახალგაზრდა ჯარისკაცი ოჯახის წევრებს ურეკავს და სთხოვს, რომ იაქტიურონ, რათა შესაძლებელი გახდეს, რომ ის უკრაინელ ტყვეებში გაცვალონ. დედასთან საუბრისას ის ტირის და ამბობს, რომ რუსები დაჭრილებს კლავენ და ცხედრებიც კი არ მიაქვთ, საერთოდაც საკითხავია, ტყვეებს გაცლიან თუ არა. ამავდროულად, აფრთხილებს დედას, რომ ეს რუსეთში არ თქვას, რადგან FSB პრობლემებს შეუქმნის.
8:00 სიტუაცია ჟიტომირში
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჟიტომირის დაბომბვის შედეგად, დააზიანა 10 კერძო სახლი, მათგან 3-ში ხანძარი გაჩნდა. ასევე, დაზიანდა ქალაქის საავადმყოფოს შენობის მინები.
წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა 2 და დაშავდა 3 ადამიანი. გრძელდება ნანგრევებში დაღუპულთა და გადარჩენილთა ძებნა.
7:55 უკრაინაში ბელარუსის თავდასხმის მოლოდინი აქვთ
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მოსალოდნელია, რომ ბელარუსი ომში არამხოლოდ რუსეთის ძალების მხარდაჭერით, არამედ ფიზიკურად ჩაერთვება. მათი თქმით, ბელარუსის ჯარები სამხედრო მზადყოფნაშია და უკრაინის საზღვრის მიმდებარედ არის განთავსებული.
"დაზვერვის თანახმად, საავიაციო ტექნიკის მნიშვნელოვანი აქტივობა დაფიქსირდა. გარდა ამისა, შესამჩნევია სატრანსპორტო საშუალებების კოლონების მოძრაობა საკვებითა და საბრძოლო მასალებით", — აცხადებენ ისინი.
უწყება ისევ აფრთხილებს მოსახლეობას რუსული მხრიდან დაგეგმილი დეზინფორმაციული კამპანიის შესახებ, რომლის მიზანიც ბრძოლისუნარიანობის გატეხვაა.
7:51 სუმის რეგიონი: დამპყრობლები შევიდნენ ტროსტიანეცში და დაიკავეს ქალაქი
უკრაინსკაია პრავდას ინფორმაციით, ქალაქი ტროსტიანეცი, რომელიც სუმისა და ახტირკას შორის მდებარეობს, რუსეთის ჯარებმა დაიკავეს. როგორც გამოცემა წერს, ჟურნალისტების ცნობით, რუსული ჯარები ტროსტიანეცში სამ კოლონად შევიდნენ და ტანკით დაანგრიეს მრგვალი ეზოს ჭიშკარი (მე-18 საუკუნის ხუროთმოძღვრული ძეგლი) და სამხატვრო გალერეა.
ქალაქში ელექტროგადამცემი ხაზები და გზები დაზიანდა. ასევე ტროსტიანეცში ნაწილობრივ არ არის ინტერნეტი, ტელევიზია და რადიო.
7:48 დაბომბვის შედეგები კიევის რეგიონის ქალაქ ბოროდიანკაში
7:35 ავსტრია უკრაინას საწვავს, ჩაფხუტებს, ჯავშნებსა და ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს
ინფორმაცია ავსტრიაში უკრაინის ელჩმა გაავრცელა.
7:16 ბაიდენი: შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები დაიცავენ ნატოს ქვეყნების ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს
"ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო, რომ ჩვენი ძალები არ არიან ჩართული და არ ჩაერთვებიან კონფლიქტში რუსულ ძალებთან უკრაინაში.
ჩვენი ძალები ევროპაში არ მიდიან უკრაინაში საბრძოლველად, არამედ ნატოს ჩვენი მოკავშირეების დასაცავად — იმ შემთხვევაში, თუ პუტინი გადაწყვეტს დასავლეთისკენ სვლას.
ამ მიზნით ჩვენ მოვახდინეთ ამერიკული სახმელეთო ძალების, საჰაერო ესკადრილიების და გემების განლაგების მობილიზება, რათა დავიცვათ ნატოს ქვეყნები, მათ შორის პოლონეთი, რუმინეთი, ლატვია, ლიტვა და ესტონეთი.
როგორც მე ნათლად განვაცხადე, შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები დაიცავენ ნატოს ქვეყნების ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს ჩვენი კოლექტიური ძალის სრული შემადგენლობით", — განაცხადა მან.
6:50 ბაიდენი: პუტინმა შეიძლება ტანკებით ალყა შემოარტყას კიევს, მაგრამ ვერასოდეს მოიგებს უკრაინელი ხალხის გულებსა და სულებს
"ის ვერასდროს ჩააქრობს მათ სიყვარულს თავისუფლებისადმი. ის ვერასდროს შეასუსტებს თავისუფალი სამყაროს გადაწყვეტილებას", — განაცხადა ბაიდენმა.
6:45 პრეზიდენტი ზელენსკიდან დაწყებული ყველა უკრაინელის ჩათვლით, მათი უშიშრობა, გამბედაობა, მონდომება შთააგონებს მსოფლიოს
"მოქალაქეთა ჯგუფები ტანკებს ბლოკავენ თავიანთი სხეულებით. ყველა, სტუდენტიდან დაწყებული პენსიონერი მასწავლებლებით დამთავრებული სამშობლოს დამცველად გადაიქცა.
ამ ბრძოლაში, როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: "სინათლე დაამარცხებს სიბნელეს", — განაცხადა ბაიდენმა.
6:39 ბაიდენი: პუტინის ომი უკრაინასთან რუსეთს უფრო სუსტს და დანარჩენ მსოფლიოს უფრო ძლიერს დატოვებს
ბაიდენმა ამერიკელებს მიმართა და თქვა, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე მათი შეშფოთება ესმის. მისი თქმით, ჩნდება კითხვები და მათ უნდა იცოდნენ, რომ კარგად იქნებიან.
"ჩვენ კარგად ვიქნებით" — თქვა პრეზიდენტმა და დაამატა, რომ როდესაც დაიწერება ამ ეპოქის ისტორია პუტინის ომი უკრაინასთან რუსეთს უფრო სუსტს და დანარჩენ მსოფლიოს უფრო ძლიერს დატოვებს
6:36 ბაიდენი: პუტინმა ცუდად გათვალა, ის შეხვდა ძლიერ კედელს – უკრაინელ ხალხს
"ექვსი დღის წინ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სცადა, შეერყია თავისუფალი სამყაროს საფუძვლები. ფიქრობდა, რომ მას შეეძლო დავემორჩილებინეთ მისი მუქარით. მაგრამ მან ცუდად გათვალა. მას ეგონა, რომ შეძლებდა უკრაინაში შეღწევას და მსოფლიო შეიცვლებოდა. სამაგიეროდ, ის შეხვდა ძლიერ კედელს, რომელსაც არ მოელოდა ან წარმოედგინა. ის შეხვდა უკრაინელ ხალხს", — განაცხადა ბაიდენმა.
6:34 აშშ რუსეთს ცას უხურავს
პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებით, უერთდებიან ევროპელ პარტნიორებს და რუსეთს ცას აშშ-ც დაუხურავს.
"დღეს საღამოს ვაცხადებ, რომ ჩვენ შევუერთდებით ჩვენს მოკავშირეებს და ამერიკის საჰაერო სივრცე დაიხურება რუსეთის ყველა ფრენისთვის, რუსეთის შემდგომი იზოლაციისა და მათ ეკონომიკაზე დამატებითი ზეწოლისთვის", — განაცხადა მან.
ბაიდენის თქმით, პუტინი ახლა იზოლირებულია სამყაროსგან იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
"ჩვენ რუსეთის სიცრუეს სიმართლით დავუპირისპირდით და ახლა, როცა ამან იმოქმედა, თავისუფალი სამყარო მას პასუხს აგებინებს", — თქვა ბაიდენმა.
6:30 ბაიდენი: იუსტიციის სამინისტრო რუს ოლიგარქებს მიზანში ამოიღებს
"ამაღამ ვეუბნები რუს ოლიგარქებსა და კორუმპირებულ ლიდერებს, რომლებმაც მილიარდობით დოლარი იშოვეს ამ ძალადობრივი რეჟიმისგან — მეტი აღარ!" — განაცხადა ბაიდენმა და იქვე აღნიშნა:
"ჩვენ ვუერთდებით ევროპელ მოკავშირეებს, რათა ვიპოვოთ და წავართვათ მათი იახტები, ძვირადღირებული აპარტამენტები, მათი პირადი თვითმფრინავები. ჩვენ მოვდივართ თქვენი არაკეთილსინდისიერ მონაპოვართან".
ბაიდენმა აღნიშნა ისიც, რომ ისტორიის მანძილზე ისწავლეს ეს გაკვეთილი: "როდესაც დიქტატორები არ იხდიან ფასს თავიანთი აგრესიისთვის, ისინი იწვევენ მეტ ქაოსს. ისინი აგრძელებენ მოძრაობას".
6:26 ბაიდენის გამოსვლაზე კანონმდებლების ნაწილი უკრაინისადმი მხარდაჭერას ასე გამოხატავენ
6:25 კონგრესში ჯო ბაიდენის გამოსვლისისას აშშ-ში უკრაინის ელჩს ტაში დაუკრეს
"მოდით, თითოეულმა ჩვენგანმა ამ საღამოს, გაუგზავნოთ უტყუარი სიგნალი უკრაინასა და მსოფლიოს. გთხოვთ, ადექით, თუ შეგიძლიათ და აჩვენეთ, რომ, დიახ, ჩვენ, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინელ ხალხს გვერდით ვდგავართ", — განაცხადა ბაიდენმა.
5:50 Boeing-მა და Ford-მა რუსეთში მუშაობა შეაჩერეს
კომპანიები ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გამოიწვია. ფორდი, რომელსაც რუსეთში სამი კომპანია აქვს, ქვეყანაში საქმანობას განუსაზღვრელი დროით აჩერებს.
5:16 რუსი დეპუტატების ნაწილმა პუტინს ომის შეწყვეტისკენ მოუწოდეს
BBC-ის რუსული ბიუროს ინფორმაციით, მოსკოვის გაგარინსკის მუნიციპალური ოლქის დეპუტატთა საბჭომ დაგმო შეჭრა უკრაინის ტერიტორიაზე და მოუწოდა ვლადიმერ პუტინს სასწრაფოდ გაიყვანოს ჯარები იქიდან.
"ეს არის გზა ქვეყნის დეგრადაციისა და გაღატაკებისკენ. სხვა რაიმე ქმედება არ შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს რუსეთის ეკონომიკას", — ნათქვამია მიმართვაში.
5:05 ფოტოები, რომლებიც რუსული "მშვიდობისმყოფელების" გამოწვეულ ნგრევას ასახავს
4:30 Reuters-ის და CNN-ის ექსკლუზიური ინტერვიუს შემდეგ ბუნკერიდან ზელენსკის ახალი ფოტოები გავრცელდა
4:18 უკრაინიდან გაქცეული ინდოელი და აფრიკელი სტუდენტები საზღვარზე რასიზმს აწყდებიან
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც გადიან უკრაინიდან, საზღვრებზე უნდა ჰქონდეთ თანაბარი შესაძლებლობა, რათა საკუთარ ქვეყნებში დაბრუნდნენ. კულებამ ეს მას შემდეგ დატვიტა, რაც მედიებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინდოეთისა და აფრიკის მოქალაქეები საზღვრებზე რასიზმს აწყდებიან.
პირველ მარტს CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინიდან გაქცეული ინდოელი და აფრიკელი სტუდენტები საზღვარზე რასიზმის წინაშე დგანან. ერთ-ერთი სტუდენტი ჟურნალისტს ეუბნება, რომ ტრანსპორტში არ აუშევეს და უთხრეს, რომ მასში მხოლოდ უკარინის მოქალაქეები უნდა ჩამსხდარიყვნენ. კიდევ ერთი ინდოეთის მოქალაქე კი ამბობს, რომ საზღვრამდე მისასვლელად 3 საგუშაგოს გავლა უწევს, თუმცა ინდოეთის მოქალაქეებს გავლის საშუალება არ აძლევენ.
03:49 მარიუპოლში დაბომბვების შედეგად 128 ადამიანი დაშავდა
3:20 მაშველები ოკუპანტების დაბომბილ ჟიტომირში
3:01 პარიზში, გრევინის მუზეუმიდან ვლადიმირ პუტინის ცვილის ქანდაკება აიღეს
2:54 ასე გამოიყურება ფრანგული სატირული გაზეთის, Charlie Hebdo-ს ხვალინდელი ნომრის გარეკანი
2:31 მესიჯი რუსებს კიევის ციდან
ფოტო Skypix drone shows-ის ფეისბუქზე გავრცელდა დამატებითი ინფორმაციის გარეშე. თავდაპირველად უცნობი იყო, რეალურია თუ არა ეს კადრი. თუმცა მოგვიანებით Unian-მა ტელეგრამზე აღნიშნა, რომ ეს ფოტოშოფი არ არის, უკრაინსკაია პრავდამ კი დაწერა:
"კიევის ღამის ცაზე ათობით დრონი გაანათეს — ახლა რუსი დამპყრობლები შორიდან დაინახავენ, რომელი მიმართულებით უნდა წავიდნენ".
2:10 ჟიტომირი დაბომბეს, საცხოვრებელ სახლებს ცეცხლი უკიდია
დაშავებულთა რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. არსებული ინფრომაციით, დაბომბვა საავადმყოფოს მიმდებარედ მოხდა.
1:59 უკრაინის ფოსტა აცხადებს კონკურსს საუკეთესო საფოსტო მარკაზე წარწერით: "რუსულო გემო, იძი ნა ხ*ი"
1:53 უკრაინელი ბავშვები თავშესაფრებში
1:49 ვილნიუსის მერმა რუსეთის საელჩოს მოპირდაპირე მხარეს თავისი ხელით გააკეთა წარწერა: "პუტინ, ჰააგა გელოდება"
1:23 დაბომბვის შედეგები ოდესაში
1:18 დღისით ოკუპანტებმა სპეცდანიშნულების რაზმის სასწავლო ბაზაზე ორი რაკეტა გაისროლეს
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
1:16 ზაპოროჟიის სარკინიგზო მონაკვეთი დაბომბვამ დააზიანა
ფოტოები ზაპოროჟიის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე სტარუხმა გამოაქვეყნა.
1:08 დიდი ბრიტანეთი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს
დიდი ბრიტანეთი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს. ამის შესახებ BBC ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასზე დაყრდნობით წერს. როგორც ცნობილია, სანქციები დაწესდა კერძო პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ.
"ლუკაშენკოს რეჟიმი აქტიურად ეხმარება და მხარს უჭერს რუსეთის ქმედებებს უკრაინაში და მან უნდა იგრძნოს ეკონომიკური შედეგი, პუტინის მხარდაჭერისთვის", — ამბობს ტრასი.
00:27 უკრაინის რამდენიმე ქალაქში საჰაერო განგაშია
უკრაინული მედიების ინფრომაციით, კიევში, კროპივნიკიში, უმანში, ხარკოვში, ჟიტიმორში და ლუბნიში საჰაერო განგაშია.
00:25 მე არ გავაკეთებდი მსგავს განცხადებას — ზურაბიშვილი ღარიბაშვილზე
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე დასმულ კითხვაზე თქვა, რომ ის მსგავს განცხადებას არ გააკეთებდა.
"არ ვფიქრობ, რომ ასეთ განცხადებას რაიმე აზრი აქვს დღეს და მე არ გავაკეთებდი მსგავს განცხადებას, შემიძლია ამის გულწრფელად თქმა. ვფიქრობ, რომ ის, რაც დღეს მნიშვნელოვანია და ყველა ელოდება საქართველოსგან, არის ღია სოლიდარობა", — განაცხადა პრეზიდენტმა.
00:16 მელიტოპოლში დაბობმვის შედეგად სახლები დაინგრა
უკრინფორმი მერზე დაყრდნობით წერს, რომ 31 სახლი დაინგრა. დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
00:09 რა ხდება უკრაინის საზღვრებზე — მონაცემები
უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, 28 თებერვალს უკრაინის საზღვარი თითქმის 108 000-მა ადამიანმა და 15 000-მდე მანქანამ გადაკვეთა. მათივე თქმით, წინა დღესთან შედარებით ეს 10%-ით ნაკლებია.
უწყებაში ამბობენ, რომ ომის დაწყების შემდეგ ქვეყანაში 80 000 მოქალაქე დაბრუნდა, რომელთა უმეტესობა კაცია. მათი თქვით, საზღვარგარეთ დროებით მყოფი პატრიოტები უკრაინის ჯარების მხარდასაჭერად დაბრუნდნენ.
23:30 ზელენსკი: მე არ ვარ კულტი, ვფიქრობ, უკრაინაა საკულტო
"ეს ძალიან სერიოზულია, ეს არაა ფილმი... მე არ ვარ კულტი, ვფიქრობ, უკრაინაა საკულტო. უკრაინა ევროპის გულია და ვფიქრობ, ევროპა ხედავს, რომ უკრაინა განსაკუთრებულია მსოფლიოსთვის, ამიტომ მსოფლიო ვერ დაუშვებს ასეთი განსაკუთრებული რაიმეს დაკარგვას", — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან.
23:00 უკრაინაში გაანადგურეს კადიროვის დაჯგუფება, რომელსაც ზელენსკის ლიკვიდირება ჰქონდა დავალებული
უკრაინული მედია სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელზე დაყრდნობით წერს, რომ შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს კადიროვის "ელიტური" დაჯგუფება, რომელსაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ლიკვიდირება ჰქონდა დავალებული. მათი ინფორმაციით, ამის შესახებ ალექსეი დანილოვმა ტელეკომპანია რადას ეთერში ისაუბრა.
Unian-ის ინფორმაციით, დანილოვმა განაცხადა, რომ კადიროვის დაჯგუფების განადგურება შესაძლებელი გახდა ანონიმური წყაროსგან მიღებული ოპერატიული ინფორმაციის წყალობით. მან თავი წარადგინა რუსეთის ფედერაციის FSB-ის თანამშრომლად, რომელსაც სისხლისღვრის თავიდან აცილება სურს.
22:30 მარიუპოლის დაბომბვისას 1 ადამიანი გარდაიცვალა, 3 დაშავდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს პირველადი მონაცემებია.
22:07 მოულოდნელი იყო, ომში არიან და არ მინდა მათ მიმართ პრეტენზიები გამოვთქვა — ზალკალიანი ელჩის გაწვევაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევაზე მოულოდნელი იყო. მისი თქმით, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მათ მიმართ "პრეტენზიების" გამოთქვა არ სურს.
"ეს გადაწყვეტილება ძალიან მოულოდნელი იყო და ვფიქრობ, სამწუხარო გადაწყვეტილებაა. გასაგებია, რომ მძიმე სიტუაციაში არიან ჩვენი უკრაინელი ძმები, მეგობრები, ეს ყველაფერი მძიმე დაბომბვების ფონზე ხდება, თუმცა ვფიქრობ, რომ ომში მყოფი ადამიანები არიან და არ მინდა ამ კონტექსტიდან გამომდინარე, მათ მიმართ პრეტენზიები გამოვთქვა", — თქვა მან.
22:02 რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ დოჟდის და ეხო მოსკვის ვებგვერდების დაბლოკვა მოითხოვა
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მის დაქვემდებარებაში არ მყოფი, 2 კრიტიკული მედიის, ტელეკომპანია დოჟდის და ეხო მოსკვის ვებგვერდების დაბლოკვა მოითხოვა. დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ისინი უკრაინასთან ომში რუსული არმიის ქმედებების შესახებ "ცრუ ინფორმაციებს" ავრცელებენ. განცხადების გავრცელებიდან მალევე, ორივე ვებგვერდი ხარვეზით მუშაობს.
21:50 ხარკოვის ოლქში ავიაიერიშის შედეგად, ხუთსართულიან სახლში 8 ადამიანი გარდაიცვალა
ხარკოვის ოლქში უკრაინის დროით 4 საათის მონაცემებით, ავიაიერიშის შედეგად, ხუთსართულიან სახლში 8 ადამიანი გარდაიცვალა, 6 — დაშავდა, 38 — გადარჩა, 2 ადამიანი კი ნანგრევებიდან გამოიყვანეს. ამ დროისთვის ადგილზე მაშველები მუშაობენ.
21:35 უკრაინულ მედიებზე ვრცელდება ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, რომ რუსი ტყვეები ოჯახის წევრებს უკავშირდებიან
ამ ვიდეოში დაკავებული ეუბნება დედას, რომ კარგად ექცევიან და სთხოვს ცხელ ხაზზე დარეკოს, რათა ტყვეების სიაში ჩაწერონ, ასევე რამდენიმე პირთან დაკავშირებას სთხოვს. საუბრის დასასრულს ის ცრემლებს ვერ იკავებს, როცა მშობლები ეუბნებიან, რომ უყვართ და უნდა გამაგრდეს.
21:11 ევროპარლამენტმა უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც უმკაცრესად გმობს რუსეთის უკანონო შეჭრას უკრაინაში და მხარს უჭერს უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. რეზოლუციას 637-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 13 წინააღმდეგი იყო, 26-მა კი თავი შეიკავა.
ისინი ასევე მოუწოდებენ ევროკომისიას და ევროკავშირის ქვეყნებს გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარება გაუწიონ უკრაინას გაეროს ჰუმანიტარულ სააგენტოებთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.
21:09 კლიჩკომ კიევის ანძის დაბომბვის კადრები გამოაქვეყნა
21:05 უკრაინაში ტყვეები გაცვალეს
სუმის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, 1 რუსი ტყვე 5 უკრაინელში გაცვალეს.
20:47 კიევის სატელევიზიო ანძაზე დარტყმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა
ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
20:17 თბილისში უკრაინის მხარდამჭერი მორიგი აქცია იმართება
20:11 რუსებმა ხანძრისკენ მიმავალ მაშველების მანქანას ესროლეს
რუსულმა ჯარმა ესროლა სახანძრო მანქანას, რომელიც ხანძრის ჩაქრობას აპირებდა ხერსონის სავაჭრო ცენტრის შენობაში. საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
20:00 ბოლო 6 დღეში უკრაინა 660 000-მა ლტოლვილმა დატოვა
როგორც UNHCR ვარაუდობს ეს იქნება ევროპის ყველაზე დიდი ლტოლვილთა კრიზისი 21-ე საუკუნეში. მათი თქმით, ახორციელებენ რესურსების მობილიზებას, რათა რეაგირება იყოს რაც შეიძლება სწრაფი და ეფექტური.
ლტოლვილები ძირითადად გადადიან პოლონეთში, უნგრეთში, მოლდოვაში, რუმინეთში, სლოვაკეთში, ნაწილი კი მათი გავლით სხვა ქვეყნებში გადადის. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი წერს, რომ საზღვრებტან რიგებია.
BBC წერს, რომ პირველი მარტის 12:30 საათის მონაცემებით:
- უნგრეთში გადავიდა — 89 561;
- მოლდოვა — 56 064;
- სლოვაკეთი — 46 868;
- რუმინეთი — 38 461;
- ბელარუსი — 329.
ამ ქვეყნების გავილით კი 51 797 ადამიანი გადავიდა სხვაგან.
19:45 რუსეთმა კიევის სატელევიზიო ანძა დაბომბა
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სატელევიზიო არხები დროებით არ იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა უახლოეს დროში ზოგიერთი არხის სარეზერვო მაუწყებლობა ჩაირთვება. ასევე, რამდენიმე არხის ყურება შესაძლებელია Youtube-ზე და Megogo სერვისზე.
19:12 ზელენსკის კრიტიკისა და ელჩის გაწვევის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ ჩამოთვალა, რა გაუკეთა უკრაინას
19:02 კიევში მოქალაქეების გაგზავნა პროვოკაციული იყო, იქნებოდა აღქმული როგორც საქართველოს საომარ მოქმედებებში ირიბი ჩართვა — მთავრობა
"პროვოკაციული იყო გუშინ, მოხალისეების ჩარტერული რეისით უკრაინაში გაგზავნის დემონსტრაციული მცდელობა, რაც ასევე იყო ორგანიზებული "ნაციონალური მოძრაობის" მიერ და იქნებოდა აღქმული როგორც საქართველოს საომარ მოქმედებებში ირიბი ჩართვა", — ასე პასუხობს მთავრობა უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას.
19:01 გაუგებარია უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოდან ელჩის გაწვევაზე — მთავრობა
"მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, საქართველო აგრძელებს და კვლავაც გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერასა და ჰუმანიტარულ დახმარებას თავისი შესაძლებლობების ფარგლებში", — ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
"საზოგადოებას გვსურს განვუმარტოთ, რომ სამწუხაროდ არ წყდება საქართველოს ომში ჩაბმის მცდელობები და პროვოკაციები, რომელშიც პირდაპირ ჩართულია დესტრუქციული ოპოზიცია და "ნაციონალური მოძრაობა". ამის მიზანია საომარი მოქმედებების დაწყება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს არის მართული პროცესი დესტრუქციული ოპოზიციის და მისი წევრების მხრიდან როგორც თბილისში, ისე კიევში", — აცხადებს დარჩიაშვილი.
18:57 საიდან უტევენ რუსული ჯარები უკრაინას
ქვემოთ მოცემულ რუკაზე მოცემულია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის უახლესი ინფორმაცია უკრაინაში სიტუაციის შესახებ 2022 წლის 1 მარტის მდგომარეობით.
18:53 იულია ნავალნი: ჩვენ არ ვიქნებით ომის დანაშაულის თანამონაწილე და ჩვენ არ გავჩუმდებით, არა ომს!
18:48 იტალიას საელჩო კიევიდან ლვოვში გადააქვს
მიზეზად უსაფრთხოების სიტუაციის გაუარესება სახელდება.
18:43 საფრანგეთი უკრაინას დამატებით 111 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს
"უკრაინის ხელისუფლების მოთხოვნის საპასუხოდ, საფრანგეთმა გადაწყვიტა მოახდინოს 100 მილიონი ევროს ფინანსური პაკეტის მობილიზება კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად", — აცხადებს საფრანგეთი.
18:41 ასე იცავენ ქალაქის ადმინისტრაციის შენობას კიევში
18:33 ხარკოვში რუსებმა საავადმყოფო დაბომბეს
"მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ექიმები და სამედიცინო პერსონალი არ დაშავებულან, არც პაციენტები დაშავებულან. ახლა 9 უსახლკარო პაციენტს 31-ე საავადმყოფოში გადავიყვანთ", — განაცხადა ხარკოვის მერის მოადგილემ.
18:30 ხარკოვში ჩამოგდეს თვითმფრინავი, რომელიც დასახლებას ბომბავდა
უკრაინსკაია პრავდას ინფორმაციით, დაბომბვას 8 ადამიანი ემსხვერპლა.
18:26 მერიის თქმით, მარიუპოლში დასახლებას ცეცხლი გაუხსნეს
მერიის განცახდებით, შედეგად დაზიანდა არაერთი შენობა და სკოლა. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
18:15 რუსებმა ჩერნიგოვიც დაბობმბეს
ადმინისტრაციის განცხადებით, ქალაქში ახლა მაშველები მუშაობენ. სხვა დეტალები უცნობია.
18:13 საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობას დროებით მისი მრჩეველი შეასრულებს
ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან კონსულტაციაზე ელჩთან სხვადასხვა საკითხებს, მათ შორის, საქართველოს პოზიციას განიხილავენ.
18:12 მდგომარეობა რთულია, მტერი დედაქალაქის გარეუბანშია — კიევის მერი
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დედაქალაქში ვითარება რთულია, ქალაქის შესასვლელთან სპეციალური ნაგებობებია აღმართული და ისინი ქალაქის დასაცავად ემზადებიან. კლიჩკო ამბობს, რომ სიტუაცია საფრთხისშემცველია და მტერს ქვეყნის გულის აღება უნდა, მაგრამ იბრძოლებენ და კიევს არ დათმობენ.
"ჩვენი მდგომარეობა რთულია. მტერი დედაქალაქის გარეუბანშია. ჩვენი შეიარაღებული ძალები, ტერორისტებთან მებრძოლები გმირულად იბრძვიან ჩვენი მიწისთვის. ვემზადებით კიევის დასაცავად, ქალაქის შესასვლელთან აღმართულია სპეციალური ნაგებობები, მოეწყო საგუშაგოები. ყველას მოვუწოდებ, შეინარჩუნონ სიმშვიდე. საჭიროების გარეშე არ გახვიდეთ გარეთ", — განაცხადა კლიჩკომ ვიდეომიმართვაში.
17:31 კიევის ოლქში დაბომბვის შედეგად 1 ქალი გარდაიცვალა
დაბომბვისას სახლი სრულად დაინგრა. 1 კაცი დაკარგულად მიიჩნევა.
17:28 ზელენსკი პუტინს: სად არიან ჩვენი შვილები? შენ 16 ბავშვი მოკალი
"ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ჩვენმა შვილებმა იცოცხლონ. მე მგონია, რომ ეს სამართლიანია. გუშინ 16 ბავშვი დაიღუპა და ისევ პრეზიდენტი პუტინი იტყვის, რომ ეს რაღაც სამხედრო ოპერაციაა და ჩვენ სამხედრო ინფრასტრუქტურას ვურტყამთო.
სად არიან ჩვენი შვილები? რომელ სამხედრო ქარხნებში მუშაობენ? რომელი რაკეტით ან ტანკით დადიან? შენ 16 ბავშვი მოკალი", — განაცხადა ზელენსკიმ.
17:17 დეკანოიძე: ყველა უკრაინელს და პრეზიდენტ ზელენსკის მინდა ვუთხრა: საქართველოში რუსეთი და ღარიბაშვილი წავა на х…!
ასე ეხმიანება უკრაინის ელჩის გაწვევას ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი.
17:08 უკრაინელმა ჟურნალისტმა ბრიტანეთის პრემიერთან კითხვის დასმის დროს ცრემლები ვერ შეიკავა
"უკრაინელი ბავშვები, რომლებიც იქ არიან, დარტყმას იღებენ. თქვენ საუბრობთ მეტი სანქციების შესახებ, პრემიერმინისტრო, მაგრამ რომან აბრამოვიჩი არ არის სანქცირებული, ის ლონდონშია, მისი შვილები არ იბომბებიან, მისი შვილები აქ არიან, ლონდონში. პუტინის ბავშვები არიან ნიდერლანდებში, გერმანიაში, სასახლეებში. სად არის ჩამორთმეული სასახლეები? მე ვხედავ, რომ ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ტირიან. ეს არის ის, რაც ხდება, პრემიერმინისტრო", — თქვა ჟურნალისტმა.
ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ აქ.
17:07 ნაუსედა: უკრაინა თუ დაეცემა, დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ ვიქნებით შემდეგი
"ევროკავშირის, ევროპის არც ერთი ქვეყანა ახლა თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს. დიახ, უკრაინა არის სამიზნე ნომერი პირველი, მაგრამ თუ მათ მხარი საკმარისად არ დავუჭირეთ, უკრაინა დთუ აეცემა, დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ ვიქნებით შემდეგი, ვის კართანაც რუსეთი იდგება", — განაცხადა ლიეტუვას პრეზიდენტმა.
17:06 უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვა ევროპარლამენტში
17:00 ზელენსკი დიპლომატებმა ტაშითვე გააცილეს
16:48 რა უპასუხა კობახიძემ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევაზე დასმულ კითხვას
ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უკრაინის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევას სამწუხარო ფაქტს უწოდებს და ამბობს, რომ არის კოორდინირებული მცდელობა, საქართველო ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში. თუმცა იქვე დააზუსტა, რომ გულისხმობს ქვეყნის შიგნით კოორდინაციას და არა ნაციონალურ მოძრაობასა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის.
"არის მცდელობა, საქართველო აქ იყოს ჩართული სამხედრო კონფლიქტში, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე...
მე ვამბობ იმას და იმდენს, რამდენიც საჭიროა ქვეყნისთვის. რაც შეეხება საქართველოში კოორდინაციას, არ მინდა ვინმემ იფიქროს, არასწორი ინტერპრეტაცია, რომ ნაციონალებსა და ზელენსკის შორის არის თითქოს კოორდინაცია, ეს ასე არ არის, მაგრამ საქართველოში ამ კოორდინაციის ნაწილი არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც იყო შემჩნეული ღალატში საქართველოში, ეს არის ნაც მოძრაობა", — ამბობს კობახიძე.
სრულად ნახე აქ.
16:41 ზელენსკის სიტყვა ევროპარლამენტში
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა და უკრაინაში მიმდინარე რუსულ ომზე ისაუბრა. მისი თქმით, ყოველი დღე ბევრი ადამიანისთვის უკანასკნელია, თუმცა ისინი იბრძვიან, რომ გადარჩნენ და იყვნენ ევროპის ნაწილი.
"ყოველი დღე ზოგიერთი ადამიანისთვის ბოლოა, დღეს ვსაუბრობ ჩემი ხალხის, უკრაინელების შესახებ, რომლებიც თავისუფლებას იცავენ [...] ჩვენ ვერავინ გაგვტეხს, ჩვენ ძლიერები ვართ, ჩვენ უკრაინელები ვართ. გვაქვს სურვილი, რომ ჩვენი შვილები ცოცხლები ვნახოთ და ვფიქრობ, ეს სამართლიანია", — თქვა მან.
ზელენსკის განცხადებით, ევროპამ უნდა დაამტკიცოს, რომ უკრაინელების გვერდით დგანან.
"ჩვენ ჩვენი ძალა დავამტკიცეთ, დავამტკიცეთ, რომ ჩვენ ზუსტად ისეთები ვართ, როგორც თქვენ. ამიტომ დაგვიმტკიცეთ, რომ ჩვენთან ხართ, დაგვიმტკიცეთ, რომ არ მიგვატოვებთ, დაგვიმტკიცეთ, რომ ნამდვილად ევროპელები ხართ — შემდეგ, სიცოცხლე სიკვდილზე გაიმარჯვებს და სინათლე სიბნელეზე. დიდება უკრაინას", — აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
16:26 გაეროში ლავროვის სიტყვით გამოსვლისას დიპლომატებმა დარბაზი დატოვეს
შეგიძლიათ, ვიდეოთიც ისიამოვნოთ.
16:15 მედვედევის მორიგი მუქარა
"რომელიღაც ფრანგ მინისტრს უთქვამს, რომ ეკონომიკური ომი გამოგვიცხადეს. საუბარი აკონტროლეთ, ბატონებო! და არ დაივიწყოთ, რომ ეკონომიკური ომები ისტორიაში ბევრჯერ გადაიზარდა რეალურში", — წერს ის ტვიტერზე.
16:09 ევროპარლამენტში ზელენსკის ტაშით ხვდებიან
15:59 ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 136 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის, 13 ბავშვი
დაშავებულთა რიცხვი ამ დროისთვის 400-ს აღწევს. ინფორმაციას გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი ავრცელებს.
15:45 საქართველოს ოპოზიციური პარტიების გამოხმაურება უკრაინის ელჩის გაწვევაზე
იაგო ხვიჩია: ღარიბაშვილი უნდა გადადგეს!
მამუკა ხაზარაძე: ქართული ოცნების პრემიერ ღარიბაშვილის ნაბიჯებმა გამოიწვია ჩვენი უახლოესი მეგობარი ქვეყნის უკრაინის ელჩის გაწვევა... ღარიბაშვილის პრემიერობის ყოველი დღე ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყანას, ამიტომ იგი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს
ზურაბ ჯაფარიძე: 19.00-ზე პარლამენტთან. ამათი უთავმოყვარეო დედას შევე*ი
ელენე ხოშტარია: 4ზე უკრაინის საელჩოს წინ მექნება ბრიფინგი, ან ეხლა ვმოქმედებთ ან რუსები ვართ!
ევროპული საქართველო: ქართული ოცნება უკვე ოფიციალურად პუტინის ბანაკშია
15:30 Visa და Mastercard რუსულ ფინანსურ ინსტიტუტებს ბლოკავენ
რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების ფარგლებში აშშ-ის საბანკო/საგადახდო ბარათების კომპანიებმა — Visa და Mastercard — მრავალი რუსული ფინანსური ინსტიტუტი საკუთარი ქსელიდან დაბლოკეს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.
Visa-მ ორშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების უზრუნველსაყოფად სწრაფ ზომებს იღებს და დასძინა, რომ ჰუმანიტარული დამხარებისთვის 2 მილიონ დოლარს გასცემს. ამასთან, Mastercard-მაც 2 მილიონიანი დახმარების პირობა დადო.
15:24 კიევის თავდაცვას გამოცდილი გენერალი უხელმძღვანელებს
ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ნიკოლაი ჟერნოვი იქნება. მისივე თქმით, ვიტალი კლიჩკო კიევის მერად რჩება და მას ექნება საკუთარი პასუხისმგებლობის სფერო — ახლა კი ეს იქნება მერის და სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის ერთობლივი მუშაობა. მისივე თქმით, ომის შემდეგ ყველაფერს თავის ადგილზე დააბრუნებენ.
15:15 მოხალისეების გაგზავნა უკრაინაში სამხედრო კონფლიქტში პირდაპირ ჩართვას ნიშნავს — კობახიძე
"მოხალისეების გაგზავნა ქვეყნის გარეთ, უკრაინაში ნიშნავს სამხედრო კონფლიქტში პირდაპირ ჩართვას. ამას, ბუნებრივია, ჩვენ ვერ გავაკეთებთ, არ გავაკეთებთ [...] საუბარი იყო სამხედრო კონფლიქტში სამხედრო ძალის გაგზავნაზე", — ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე.
14:53 ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი გაიწვია
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საქართველოდან უკრაინის ელჩს გაიწვევს. უცნობია ის კონსულტაციებისთვის გაწვევას გულისხმობს თუ არა. ზელენსკი ამბობს, რომ მიზეზი სანქციებზე "ამორალური პოზიცია" და უკრაინაში მოხალისეების წასვლაში ხელის შეშლაა.
"ჩვენი დიპლომატები ახორციელებენ სამართლიან მოქმედებებს იმ სახელმწიფოებისს წინააღმდეგ, რომელმაც უღალატა სიტყვას და საერთაშორისო სამართალს. დაუყონებლივ გამოვითხოვთ ელჩს ყირგიზეთიდან კონსულტაციებისთვის. დაუყოვნებლივ ვიწვევთ ელჩს საქართველოდან", — თქვა მან ვიდეომიმართვაში.
On.ge ცდილობს დააზუსტოს უკრაინის საელჩოში, პრეზიდენტმა ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია, თუ არა, ვინაიდან მის ციტატაში ეს სიტყვა მხოლოდ ყირგიზეთის საელჩოს მიემართება.
14:52 რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა — ზელენსკი ხარკვოვის დაბომბვაზე
"ხარკოვი. თავდასხმა რაკეტით ევროპის უდიდეს მოედანზე. თავისუფლების მოედანზე. აი, ასეთი დილა აქვს უკრაინელ ხალხს.
ხარკოვის ცენტრალურ მოედანზე რაკეტა არის გულწრფელი, დაუფარავი ტერორი. ამის შემდეგ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. არავინ აპატიებს. არავინ დაივიწყებს", — განაცხადა მან ვიდეომიმართვაში.
14:30 დაბომბილი დილა — როგორ გათენდა რუსული ომის მე-6 დღე
უკრაინაში ახალი დღე ბომბების და არტილერიის გრუხუნის ფონზე გათენდა — რუსული ომი მე-6 დღესაც გრძელდება. უკრაინელები პოზიციებს მაქსიმალურად ინარჩუნებენ, თუმცა დილიდან ვრცელდება ცნობები ათობით დაშავებულსა და დაღუპულზე.
აი, რა უნდა იცოდე, პირველი მარტის დილას მოკლედ:
- გამთენიისას რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ახტირკაში, სამხედრო ნაწილში ოკუპანტების დაბომბვის შედეგად 70 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა;
- უკრაინის ქალაქ ხერსონში რუსეთის ჯარი შევიდა;
- საოკუპაციო ძალებმა ხარკოვში თავისუფლების მოედნისკენ რაკეტები ისროლეს და ადმინისტრაციული შენობა დაბომბეს;
- დაიბომბა ქალაქ ბუჩას ხიდიც;
- უკვე რამდენიმე დღეა დაბომბვის სამიზნეა ქალაქი მარიუპოლიც — მერმა ისაუბრა, რომ დაიღუპა ათობით მშვიდობიანი მოქალაქეები და დაზარალდა ინფრასტრუქტურა.
ეს მხოლოდ ნაწილია იმ ბოროტებისა, რაც რუსულმა არმიამ ერთ ღამეში მოახერხა. სტატიის და ბოლო სიახლეების სრულად ნახვა შეგიძლია აქ.
14:25 ტელეფონი — უკრაინის პრეზიდენტის ყველაზე ეფექტიანი იარაღი
ზელენსკიმ მოკავშირეებთან ზარების დაუღალავად განხორციელების წყალობით მოახერხა, რუსეთის წინააღმდეგ გაუგონარი მასშტაბის სანქციებისთვის მიეღწია — წერს The Guardian.
როცა იხილა, თუ როგორ რეაგირებდა ევროპული საზოგადოება უკრაინელი ხალხის გამბედაობაზე, ზელენსკი დასავლელ ლიდერებთან მუდმივ სატელეფონო საუბრებში ჩაერთო. ის თავის ტვიტერის ანგარიშს მოკავშირეების დასათანხმებლად, მათ გასამხნევებლად, დასატუქსად თუ შესაქებად იყენებს. ამ პროცესის შედეგად ერთი კვირის წინ წარმოუდგენლად მიჩნეული სანქციები ახლა ერთადერთ სწორ მორალურ გადაწყვეტილებებად იქცა.
სტატიის სრულად ნახავ შეგიძლიათ აქ.
14:24 UNIAN წერს, რომ ოკუპანტებმა ტანკებით გადაუარეს მანქანას და მძღოლს, რომელიც კოლონის შეჩერებას ცდილობდა
14:16 მსოფლიოში უდეიდესი გადაზიდვის კომპანია, Maersk რუსეთში მიწოდების შეჩერებას განიხილავს
Reuters ცნობით, გადაზიდვების ხაზები რუსეთში მიწოდებას აჩერებენ — ამას განიხილავს კომპანია Maersk-იც.
13:28 Belsat: ბელორუსის ჯარები შევიდნენ ჩერნიგოვის რეგიონში
ბელარუსში მოქმედი მედიის ინფორმაციით, ბელორუსის ჯარები შევიდნენ ჩერნიგოვის რეგიონში. იგივე წერია რეგიონალურ ოფიციალურ არხზეც, სადაც აღნიშნულია, რომ ინფორმაცია საზოგადოებას ჩრდილოეთ ტერიტორიის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა ვიტალი კირილოვმა დაუდასტურა. დამატებითი დეტალები უცნობია.
ამ ამბის გავრცელებამდე ბელტამ გამოაქვეყნა ლუკაშენკოს ციტატა, რომ არ აპირებენ მონაწილეობა მიიღნ უკრაინაში მიმდინარე "სპეცოპერაციაში". ლუკაშენკოს თქმით, მათი არმია საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას არ იღებდა და არც იღეს და რუსეთს ეს მათთვის არ მოუთხოვია.
13:26 სუმში ქუჩის ბრძოლების საფრთხეა
სუმის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსი ხალხს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.
13:18 უკრაინის მოქალაქის რეაქცია ოკუპანტების თვითმფრინავის ჩამოგდებაზე
ვიდეო Україна 24-ის ტელეგრამზე გავრცელდა. მედიის ინფორმაციით, კიევის მიმდებარედ 2 ვერტმფრენი ჩამოაგდეს.
13:08 "უკრაინელები მსოფლიოს "უძლიერესი არმიის" ტყვეების აყვანას აგრძელებენ"
ამ წარწერით აქვეყნებს ვიდეოს უკრაინის სპეციალური კომუნიკაციების სამსახური.
12:58 რა სიტუაციაა ხარკოვში დაბომბვის შემდეგ
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლის თქმით, დაშავდა 20-მდე ადამიანი და ნანგრევების ქვეშ ადამიანებს ეძებენ.
ხარკოვის მერის განცხადებით, დაბომბვას მსხვერპლი მოყვა და არიან დაჭრილები. მისივე თქმით, საქალაქო სამსახურები აგრძელებენ მუშაობას და ცდილობენ აღადგინონ ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება, დაარიგონ პროდუქტები იმის მიუხედავად, რომ მანქანებს ცეცხლს უხსნიან.
"ჩვენ ვაგრძელებთ. ჩვენ ვმუშაობთ, ჩვენ ცოცხლები ვართ, ჩვენ ვუძლებთ. ხარკოვი გაიმარჯვებს, ჩვენ ერთად ვართ", — ამბობს ის.
12:49 კიევის ბომბსაცავში ბავშვი მღერის
12:39 ქალაქ ბუჩას ხიდი დაბომბვის შემდეგ
12:35 დაბომბვის შედეგები ახტირკაში, სადაც 70 სამხედრო დაიღუპა
12:27 ხარკოვის ცენტრი დაბომბვის შემდეგ
12:20 აშშ-მა გაეროს 12 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა
გაეროში აშშ-ს მისიამ რუს დიპლომატებს "დაზვერვის ოპერატორები" უწოდა, რომლებიც ჩართული იყვნენ ჯაშუშურ საქმიანობაში, რაც მათი თქმით, ზიანს აყენებდა ეროვნულ უსაფრთხოებას.
გაეროში რუსეთის ელჩმა, ვასილი ნებენზიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დიპლომატებს ქვეყნის დატოვება 7 მარტამდე სთხოვეს. მან ასევე თქვა, რუსეთი ამ გადაწყვეტილებას დიპლომატიური პრაქტიკის შესაბამიას უპასუხებს.
12:13 საგანგებოს ცნობით, ხარკოვის ადმინისტრაციული შენობის დაბომბვისას დაშავდა 6 ადამიანი, 1 ბავშვია
12:11 დაბომბილი ვასილკოვი
ქალაქის მერის თქმით, საერთო საცხოვრებლის დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, 3 დაჭრილია.
12:05 თავშესაფარი კროპივნიცკის ბავშვთა სახლში
12:03 რუმინეთი მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში
რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანი მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.
"რუმინეთი სრულად უჭერს მხარს უკრაინას, ასევე მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში. ამ პარტნიორების ადგილი ევროპულ ოჯახშია და რუმინეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს რეალობად იქცეს", — წერს ის.
12:01 რუსებმა ბომბი ხარკოვის ცენტრში ჩამოაგდეს
პირველ მარტს საოკუპაციო ძალებმა ხარკოვში თავისუფლების მოედნისკენ რაკეტები ისროლეს და ადმინისტრაციული შენობა დაბომბეს. Unian წერს, რომ მსხვერპლზე ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა ადგილობრივებს მოუწოდეს, რომ თავშეფასფრები არ დატოვონ.
თავდასხმის ვიდეოს უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახური ავრცელებს და აღნიშნავს, რომ წინასწარი ინფორმაციით, დარტყმები იყო ხარკოვის სახელმწიფოს რეგიონალური ადმინისტრაციის, ოპერის თეტრის, ფილარმონიის შენობებსა და საცხოვრებელ კორპუსებზე.
10:41 ტაივანი SWIFT-დან რუსული ბანკების დაბლოკვის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს
ტაივანის პრემიერმინისტრის განცხადებით, ტაივანი რუსული ბანკების SWIFT-დან გათიშვის გადაწყვეტილებას უერთდება. მისი თქმით, ტაივანი გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში.
გარდა ამისა, ტაივანი არ დაუშვებს იარაღის და ტექნოლოგიების ექსპორტს რუსეთთან, თუ არ იქნება ამის ლეგიტიმური მიზეზები.
10:22 სუმის რეგიონში ოკუპანტებს სამხედრო ტექნიკა შეუიარაღებლად წაართვეს
10:08 ხერსონში რუსული ჯარი შევიდა
10:01 ახტირკაში მტრის დაბომბვის შედეგად 70 სამხედრო დაიღუპა.
უკრაინის უმაღლესი რადას ინფორმაციით, ოხტირკაში მტრის დაბომბვის შედეგად 70 სამხედრო დაიღუპა.
9:53 "მშვიდობა ტრიუმფზე ძვირფასია" — პუტინს ტაეკვანდოს შავი ქამარი ჩამოართვეს
მსოფლიო ტაეკვანდოს ფედერაციამ უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაგმო და პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შავი ქამარი ჩამოართვა.
ამასთანავე, საერთაშორისო ღონისძიებებზე რუსეთის და ბელარუსის ეროვნული დროშები არ გამოიფინება და მათი ჰიმნებიც არ შესრულდება, მსოფლიო ტაეკვანდო და ევროპის ტაეკვანდოს კავშირი არ მოაწყობენ და არ აღიარებენ ტაეკვანდოს შეჯიბრებს რუსეთისა და ბელარუსის ტერიტორიაზე
8:51 რუსეთში ბეტმენის ჩვენება აიკრძალა
WarnerMedia-მ განაცხადა, რომ რუსულ კინოთეატრებში ბეტმენის ჩვენებას აკრძალავს. პრემიერა ხვალ უნდა შემდგარიყო.
8:42 ახლა უფრო მეტი "კიევის აჩრდილი" გვეყოლება — უკრაინის საჰაერო ძალები
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, პარტნიორებისგან დამატებით 70 თვითმფრინავს მიიღებენ.
- ბულგარეთი (MiG-29) — 16 ცალი
- ბულგარული (SU-25) — 14 ცალი
- პოლონეთი (MiG-29) — 28 ცალი
- სლოვაკეთი (MiG-29) — 12 ცალი
8:28 რუსეთის ჯარებმა უზარმაზარი დანაკარგი განიცადეს — უკრაინის საჰაერო ძალები
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ღამით გაანადგურეს მტრის ჯავშანტექნიკისა და საწვავის კოლონები, ვერტმფრენი და ბალისტიკური რაკეტა.
6:31 ახტირკაში რუსული დაბომბვის შედეგად ათეულობით ჯარისკაცია გარდაცვლილი
"სარაკეტო თავდასხმის შემდეგ ახტირკას სამხედრო ნაწილში ნანგრევების ქვეშ ჩვენი სამხედროები რჩებიან", — ამბობს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
6:29 Netflix რუსული არხების ტრანსლირებაზე უარს ამბობს
კომპანიის აუდიოვიზუალური სერვირების რეესტრს გასულ წელს შიდა მედიის დამკვირვებელი და ცენზურის ორგანო დაემატა. ახალი კანონის მიხედვით, რადგან Netflix-ს 100 000-ზე მეტი მომხარებელი ჰყავს, 20 რუსული სახელმწიფო ტელეარხის ეთერში გაშვება მოეთხოვება. კანონი ძალაში პირველი მარტიდან შედის.
"ამჟამინდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ სერვისში ამ არხების დამატებას არ ვგეგმავთ", — განაცხადა კომპანიის სპიკერმა.
5:40 Walt Disney-ის ფილმები რუსეთის კინოთეატრებში აღარ გავა
Walt Disney-ის განცხადებით, სამომავლო ბიზნეს გადაწყვეტილებებს განვითარებული მოვლენების შესაბამისად მიიღებენ.
ამასთან, კომპანიაში აღნიშნავენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მუშაობენ, რათა ლტოლვილებისთვის გადაუდებელი და სხვა სახის ჰუმანიტარული დახმარება უზრუნველყონ.
5:19 კულება: მეტი სანქცია და იარაღი გვჭირდება, ბლინკენმა დამიდასტურა, რომ ორივე იქნება
"სახელმწიფო მდივანმა, უკრაინის მიმართ ამერიკის შეერთებულ შტატების ურყევი მხარდაჭერა დამიდასტურა. მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ უკრაინა მშვიდობას სურს, მაგრამ მანამ, სანამ ჩვენ რუსეთის თავდასხმის ქვეშ ვართ, მეტი სანქცია და იარაღი გვჭირდება. სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა, რომ იქნება პირველიც და მეორეც. ჩვენ შემდგომ ნაბიჯებზე შევთანხმდით", — წერს ის Twitter-ზე.
5:00 კიევში საჰაერო განგაში შეწყდა
ეს ფრაზა ტელეგრამზე რამდენიმე უკრაინულმა მედიამ დაწერა. სხვა დეტალები უცნობია.
4:54 ხერსონში ქალაქზე შტურმი დაიწყო
ინფორმაციას უკრაინული მედიები და სახელმწიფო უწყება ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებენ. მანამდე ქალაქის მერმა დაპოსტა, რომ დილამდე გაუძლებენ და ქალაქს რუსებს არ ჩააბარებენ.
4:53 სუმის ოლქში ტროსტიანცის მერთან კონტაქტი დაკარგეს
Unian-ის ინფორმაციით, სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელძღვანელმა განახადა, რომ სიტუაცია რთულია და მერთან კონტაქტზე ვერ გადიან. ის იმედს გამოთქვამს, რომ მერი ცოცხალია.
4:52 კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა
ინფორმაციას უკრაინული მედიები ტელეგრამზე ავრცელებენ. სხვა ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.
4:19 ქალაქ ბელაია ცერკოვში საჰაერო განგაში გამოცხადდა
ინფორმაციას უკრაინული მედიები ტელეგრამზე ავრცელებენ. სხვა ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.
4:00 ზელენსკიმ 12 უკრაინელ სამხედროს გმირის წოდება მიანიჭა
"უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში გამოჩენილი პირადი გამბედაობისა და გმირობისთვის, სამხედრო ფიცის ერთგულებისთვის".
3:52 მერი: მარიუპოლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
ქალაქ მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა, რომ ქალაქს ისევ უკრაინული ძალები აკონტროლობენ, მაგრამ ავიადაბომბვის შედეგად ქალაქი ფაქტობრივად ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
3:50 ჟურნალისტი: ახტირკაში დაბომბვის შემდეგ დიდი მსხვერპლია
ტელეკომპანია რადას ჟურნალისტი ინფორმაციით, რუსული არტილერიის დაბომბვის შედემგა სუმის ოლქში, ახტირკეში მსხვერპლია. მისი თქმით, ნანგრევებიდან ცხედრები გამოაქვთ.
3:38 ბორის გრებენშიკოვმა უკრაინაში ომი დაგმო
"ომი რუსეთსა და უკრაინას შორის სიგიჟეა, ხოლო ხალხი, რომელმაც ეს წამოიწყო, რუსეთის სირცხვილი არიან", — აცხადებს ჯგუფ აკვარიუმის დამფუძნებელი, რუსული როკის ლეგენდა, ბორის გრებენშიკოვი.
3:25 პოლ მაკარტნიმ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა
3:20 რა ხდება რუსეთის ეკონომიკაში — სანქციების პირველადი შედეგები
დასავლეთის მხრიდან დაწესებულმა სანქციებმა რუსეთის ეკონომიკას მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა. მიმდინარე კვირა ოკუპანტი ქვეყნისთვის მძიმედ დაიწყო.
რუსეთი ცდილობს, ფინანსური კრიზისი თავიდან აიცილოს. მას შემდეგ, რაც რუბლი დოლართან მიმართებით ისტორიულ მაქსიმუმამდე გაუფასურდა და ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 20%-მდე გაზარდა, ვლადიმერ პუტინმა ეკონომიკურ მრჩევლებთან შეხვედრა გამართა.
სტატიის სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ აქ.
3:15 კანადა რუსეთიდან ნავთობის იმპორტს აკრძალავს
კანადა დიდი შვიდეულის ქვეყნებს შორის იქნება პირველი, ვინც რუსეთიდან ნავთობის იმპორტს აკრძალავს. პრემიერმინისტრის, ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, ამ ინდუსტრიამ "პუტინსა და მის ოლიგარქებს დიდი სარგებელი მოუტანა". ამასთან, ტრუდომ აღნიშნა, რომ უკრაინელი მებრძოლებისთვის ტანკსაწინააღმდეგო იარაღსა და საბრძოლო მასალას გაგზავნიან.
3:00 რვა ქვეყნის პრეზიდენტმა უკრაინის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა
"ჩვენ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ბულგარეთის, ჩეხეთის, ესტონეთის, ლატვიას, ლიეტუვას, პოლონეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის პრეზიდენტებს მტკიცედ გვწამს, რომ უკრაინა იმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას.
მოვუწოდებთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, გამოიჩინონ უმააღლესი პოლიტიკური მხარდაჭერა, მისცენ ევროკავშირის ინსტიტუტებს გადადგან ნაბიჯი უკრაინის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებისთვისა და მოლაპარაკებების პროცესის გახსნისთვის.
ამ კრიტიკულ მომენტში, ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს სრულ სოლიდარობას უკრაინისა და უკრაინელ ხალხისა მიმართ", — აღნიშნულია განცხადებაში.
2:53 Anonymou-ის მორიგი შეტევა
ჰაკერული დაჯგუფების თქმით, რუსეთისა და ბელარუსის მთავრობების, კომპანიების, სახელმწიფო არხებისა და ბანკების 1 500 ვებგვერდი გათიშეს.
2:40 რუსული ტანკები ისევ მიიწევენ კიევისკენ
Maxar Tecnologies-ს განცხადებით, ორშაბათს გადაღებულმა სატელიტურმა სურათებმა აჩვენა, რომ რუსული სახმელეთო ჯარები აგრძელებენ უკრაინის დედაქალაქთან მიახლოებას სამხედრო კოლონით, რომელიც გადაჭიმული იყო 17 მილზე (27 კმ).
2:30 ზელესნკი: ამ დანაშაულისთვის რუსეთი ტრიბუნალის წინაშე წარსდგება
"ამ დანაშაულისთვის აუცილებლად იქნება ტრიბუნალი, საერთაშორისო. ეს ყველა კონვენციის დარღვევაა. მსოფლიოში არავინ გაპატიებთ მშვიდობიანი უკრაინელი ხალხის მკვლელობას. აქ უკრაინაა, აქ ევროპაა, აქ 2022 წელია. რაკეტებით, ბომბებითა და არტილერიით შეიარაღებული ბოროტება სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს", — განაცხადა ზელენსკიმ.
2:00 ხარკოვის მერის თქმით, დაბომბვის შედეგად ოჯახი მანქანაში 3 ბავშვთან ერთად დაიწვა
ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, დაბომბვის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 37 კი დაშავდა, ბავშვების ჩათვლით.
მისივე თქმით, 4 ადამიანი თავშესაფრიდან წყლის ასაღებად გამოსვლის დროს დაიღუპა. ოჯახი — ორი ზრდასრული და სამი ბავშვი მანქანაში ცოცხლად დაიწვნენ.
1:30 Starlink-ის სატელიტური ინტერნეტისთვის საჭირო აპარატურული უზრუნველყოფის პირველი პარტია უკრაინაში ჩავიდა
"მადლობა ილონ მასკს და თავისუფალი უკრაინის ყველა პარტნიორს! ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ყველა ფრონტზე!", — წერს ტელეგრამზე ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი მიხაილ ფედოროვი.
1:17 ვოლნოვახეში ჰუმანიტარული კრიზისია — უკრაინამ გაეროს და წითელ ჯვარს დახმარება სთხოვა
უკრაინის ვიცე-პრემიერმინისტრნმა, ირინა ვერეშუკმა წითელ ჯვარსა და გაეროს დონეცკის ოლქში, ვოლნოვახეში ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარებაში დახმარება სთოხვა.
როგორც Unian წერს, ქალაქის მოსახლეობა უკვე რამდენიმე დღეა რუსული ჯარებითაა გარშემორტყმული წყლის, საჭმლისა და შუქის გარეშე. მათივე ინფორმაციით, საევაკუაციო ტრანსპორტი ქალაქში ვერ შევიდა და რუსულმა ჯარებმა დაბომბეს.
1:00 ხარკოვში ელექტრო ქვესადგურების აფეთქება დაიწყეს — მერი
"ახლა არის დაბომბვა, უკვე დაზიანებულია 87-ზე მეტი სახლი, არის ხალხი, რომლებიც ნანგრევების ქვეშ არიან. ახლა ამ ნანგრევებს ვასუფთავებთ.
ახლა ჩვენი ქვესადგურები, რომლებიც ელექტროენერგიას გვამარაგებენ, აფეთქდა. ხარკოვის რამდენიმე უბანში უკვე გაითიშა ელექტროენერგია", — ციტირებს მას უკრაინსკაია პრავდა ტელეკომპანიის ეთერიდან.
00:40 გარდაცვლილ უკრაინელთა ოჯახებს 40 მილიონ გრივნას გადაუხდიან
ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრმა განაცხადა. მისივე თქმით, სამხედრო მდგომარეობის დროს ჯარისკაცთა ოჯახებს გადაეცემათ 30 ათასი გრივნა თვეში.
23:36 ტვიტი, რომელიც არის ქართულად მე ბევრ ეჭვებს მიჩენს — ზალკალიანი შმიგალზე
"ჩვენ მართლაც, არა მხოლოდ ოფიციალური, არამედ ძალიან მჭიდრო მეგობრული, პარტნიორული, ნამდვილი ძმური ურთიერთობა ჩამოყალიბდა და მე რაღაც ეჭვი მაქვს, რომ აქ ამ ტვიტის შექმნაში უშუალოდ თვითონ პრემიერი არ უნდა იყოს ისე ჩართული, მაგრამ ეს ჩემი ვარაუდებია, რადგან ის ტექსტი, რომელიც არის ქართულად დაწერილი მე ბევრ ეჭვებს მიჩენს და მაქვს ჩემი მოსაზრება, თუ საიდან შეიძლება მოდიოდეს, მაგრამ ეს იქით იყოს", — ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის პრემიერის კრიტიკულ პოსტს ქართველ კოლეგაზე.
23:25 ზურაბიშვილის გამოსვლა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დატვიტა და მადლობა გადაუხადა
23:22 ზურაბიშვილი: ჩვენ ყველანი ვართ უკრაინის მადლიერი, ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველოს სხვა სურათი ჩანდეს საერთაშორისო არენაზე
"ჩვენ ყველანი ვართ უკრაინის მადლიერი, რომელიც იბრძვის ჩვენი თავისუფლებისთვის და ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველოს სხვა სურათი ჩანდეს საერთაშორისო არენაზე. ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელიც ისტორიულად ყოველთვის იყო თავისი პრინციპების ერთგული", — განაცხადა პრეზიდენტმა.
23:20 ზურაბიშვილი: დღეს იხსნება ახალი ფანჯარა, სადაც ევროპელები მზად არიან, სხვანაირად განიხილონ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას მომავალი და ჩვენ აქ უნდა ვიდგეთ
"მე მინდა რომ ყველას და ამიტომ ვარ აქ, ყველას ახსოვდეს, რომ საქართველო არის როგორც უკრაინა, ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანი, რომლებიც ხვალ იქნებიან ევროპის ნაწილი. იმ ევროპიზ, რომელმაც დღეს აჩვენა თავისი ღირსება, თავისი ერთიანობით, თავისი აქტიური მხარდაჭერით უკრაინის მიმართ", — განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშრის უკრაინის დაჩქარებული წესით მიღების მოთხოვნით მიმართა.
23:15 ზურაბიშვილი: ჩვენგან არავინ არ ელოდება ზომებს, რომელიც ქვეყანას ჩააგდებს საფრთხის, მაგრამ ყველა ელოდება სოლიდარობას
"საქართველოს ღირსება ყოველთვის იყო ისტორულად და დღესაც ის, რომ ჩვენი პრინციპების ერთგულნი ვიყავით და ვიდექით იქ, სადაც საქართველო უნდა ყოფილიყო. ჩვენგან არავინ არ ელოდება რაღაც ისეთ ზომებს, რომელიც ამ ქვეყანას ჩააყენებს საფრთხის წინაშე, მაგრამ ჩვენგან ყველა ელოდება სოლიდარობას. თქვენც ელოდებით, მეც ველოდები .
მე ამისთვის ჩამოვედი აქ, პარიზში, ხვალ ბრიუსელში, რომ გამოვხატო ქართული სოლიდარობა უკრაინის მიმართ იმ დროს, როცა მთელი ევროპა ერთიანია, ჩვენც ამ ერთიანობის ნაწილი უნდა გავხდეთ", — განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საფრთხეში ჩაგდების შესაძლებლობაზე პრემიერმინისტრი ლაპარაკობდა, როცა რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე უარი თქვა.
22:34 4 დღეში რუსეთის ჯარს 5 300 დაჭრილი და გარდაცვლილი ჰყავს
თავდაცვის მინისტრის თქმით, ასეულობით ჯარისკაცი ტყვეა.
22:31 იარაღის დაყრის შემთხვევაში უკრაინა რუს ჯარისკაცებს ამნისტიას სთავაზობს
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, დანებების შემთხვევაში მათ ამნისტიას და 5 მილიონი რუბლის ფულად კომპენსაციას სთავაზობენ.
"თქვენ მოდით ჩვენს მიწაზე მოსაკლავად და სასიკვდილოდ. ვისაც თქვენს შორის არ უნდა მკვლელი გახდეს, ან მოკვდეს, შეუძლია გადარჩეს. არ შეასრულოთ მათი დანაშაულებრივი ბრძანებები, ვინც წლობის განმავლობაში გატყუებდათ უკრაინასა და უკრაინელებზე. ჩვენ სრული ამნისტიის გარანტიას და ფინანსურ კომპენსაციას მოგცემთ, თუ თქვენივე ნებით დაყრით იარაღს.
უკრაინა ცივილიზებული ქვეყანაა. ყველა ტყვე უსაფრთხოდაა და დახმარებას უწევენ. ისინი უკვე შეეხმიანენ ახლობლებს. ქვენ გაქვთ შანსი დაიწყოთ ახალი ცხოვრება, გააკეთეთ არჩევანი. გამოდით იარაღის გარეშე, თეთრი დროშით და თქვით კოდური სიტყვა "მილიონი". იცოცხლეთ, ჩაეხუტეთ ახლობლებს. ხოლო მათთვის, ვინც გააგრძელებენ ოკუპანტივით მოქცევას, დანდობა არ იქნება", — წერს რეზნიკოვი.
22:36 გერმანიაში 250 000-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა უკრაინის მხარდამჭერ მსვლელობაში
რუსეთის უკრაინაში შეჭრის გასაპროტესტებლად აქცია კარნავალის ნაცვლად ჩატარდა. ტრადიციული კარნავალი წელს კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო, თუმცა ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, ჩაეტარებინათ მშვიდობის მარში უკრაინის სოლიდარობის ნიშნად.
22:10 UEFA-მ გაზპრომთან კონტრაქტი გაწყვიტა
UEFA-მ გაზპრომთან სასპონსორო ხელშეკრულება გაწყვიტა — გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის შეჭრას უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მედიის განცხადებით, დღეს UEFA-მ გადაწყვიტა, რომ გაზპრომთან პარტნიორობა გაწყვიტოს, ყველა ტურნირზე. ეს გადაწყვეტილება ძალაშია დაუყოვნებლივ და ყველა არსებულ შეთანხმებას მოიცავს, მათ შორის, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგას, UEFA-ს ეროვნული ნაკრებების შეჯიბრებებს და UEFA EURO 2024-ს.
22:00 თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში — შმიგალი
უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი ქართველ ხალხს მიმართავს და მოუწოდებს, დაეხმარონ პრემიერმინისტრს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. შმიგალმა ეს ტვიტი 4 ენაზე გამოაქვეყნა.
ამ პოსტამდე მან ასევე 4 ენაზე დატვიტა, რომ საქართველოს აეროპორტში მოქალაქეები ელოდებიან, ფრენებს, რათა უკრაინაში ჩავიდნენ. შმიგალი წერს, რომ "იმედია ირაკლი ღარიბაშვილი გამოიჩენს თავის გამბედაობას და ფრენის უფლებას მოგცემთ".
21:44 ბრიტანეთმა ნავსადგურებს უბრძანა, რომ რუსული გემები დაბლოკონ
ბრიტანეთი რუსულ გემებს კრძალავს. როგორც ტრანსპორტის სახელმწიფო მდივანმა, გრანტ შაპსმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა, გაერთიანებული სამეფოს ნავსადგურებს უბრძანეს, რომ დაბლოკონ ნებისმიერი გემი, რომელიც რუსული დროშის ქვეშაა, რეგისტრირებულია, კონტროლირებადია ან ეკუთვნის რუსეთთან დაკავშირებულ ნებისმიერ პირს.
"საზღვაო სექტორი საერთაშორისო ვაჭრობაში ფუნდამენტურია და ჩვენ ჩვენი როლი უნდა ვითამაშოთ რუსეთის ეკონომიკური ინტერესების შეზღუდვასა და რუსული მთავრობისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაში", — წერს ის.
21:38 ALDE-ს დოკუმენტში ჩაიწერა უკრაინასთან ერთად საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების შესახებ
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პარტია მოუწოდებს ევროპულ საზოგადოებას, დაიწყოს ფართო კონსულტაციები უკრაინის, საქართველოს, მოლდოვისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარების შესაძლებლობის შესახებ.
21:38 "იმედი გვაქვს, ეს ტრაგედია დასრულდება" — რას ჰყვებიან უკრაინაში მყოფი ადამიანები
საბრინა ორუჯევა ყირიმში დაიბადა და ახლა ხარკოვში ცხოვრობს. მისი თქმით, ოჯახთან ერთად ქვეყნიდან გაქცევას განიხილავს, მაგრამ საგზაო მოძრაობის შეზღუდვამ ეს შეუძლებელი გახადა.
"მე და ჩემმა ორმა მცირეწლოვანმა შვილმა დედაჩემთან, ხარკოვის აღმოსავლეთში შევაფარეთ თავი", — უთხრა მან OC Media-ს და აღნიშნა, რომ სირენების ხმა ყველგან ისმის, ხოლო რაკეტებმა ბევრ სახლს დაარტყეს.
რუფატ ალიევი აზერბაიჯანელი ბიზნესმენია, რომელიც დონეცკის რეგიონის ქალაქ კრამატორსკში ცხოვრობს, რომელსაც უკრაინის მთავრობა აკონტროლებს.
"კრამატორსკში სიტუაცია რთულია. საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. ღამით ძლიერი სროლებია, ხოლო დღისით შედარებით სიმშვიდე — მხოლოდ ჰაერიდან რაკეტების სროლის ხმა ისმის.
უკრაინელი ხალხი წინააღმდეგობას იმედიანად უწევს და ჩვენც იმედი გვაქვს, რომ ეს ტრაგედია მალე დასრულდება", — თქვა მან.
სრულად ხახეთ აქ.
21:36 რუსეთის წამოწყებული ომის შედეგები ამ დროისათვის
21:21 ძლიერი აფეთქება კიევში
ვიდეოს უკრაინის სპეციალური კომუნიკაციების სამსახური ავრცელებს.
21:00 სანქციების შემდეგ, რუსი ოლიგარქები ომის წინააღმდეგ ალაპარაკდნენ
სანქციების შემდეგ, რუსი ოლიგარქები ომის წინააღმდეგ ალაპარაკდნენ — ოლეგ ტინკოვი, ოლეგ დერიპასკა და მიხაილ ფრიდმენი ამბობენ, რომ უკრაინაში ომს მხარს არ უჭერენ.
Unian-ის ცნობით, Tinkoff ბანკის დამფუძნებელი, ოლეგ ტინკოვი რომელსაც ევროკავშირისა და აშშ-ს სანქციები შეეხო, აცხადებს, რომ ომს ეწინააღმდეგება. მისი თქმით, ადამიანების სიკვდილი "მიუღებელია". ამის შესახებ მან პოსტი Instagram-ზე გამოაქვეყნა.
"ახლა უკრაინაში უდანაშაულო ადამიანები კვდებიან ყოველდღე, ეს წარმოუდგენელი და მიუღებელია! სახელმწიფო ფულს ადამიანების მკურნალობაზე უნდა ხარჯავდეს, კიბოს დასამარცხებლად კვლევებზე და არა ომზე. ჩვენ ომის წინააღმდეგები ვართ", — ვკითხულობთ პოსტში.
20:50 "შევეცით რუსეთს, ვირჩევთ ევროკავშირს" — უკრაინის სახმელეთო ჯარები
20:15 კოქტეილები დაუპატიჟებელი სტუმრებისთვის — ასე იცავენ უკრაინელები საკუთარ სახლს
20:07 ისტორიული დოკუმენტი — ზელენსკიმ ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნას ხელი მოაწერა
19:27 შეხვედრა პუტინთან ეკონომიკურ საკითხებზე სასაუბროდ
ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე ელვირა ნაბიულინა და პრეზიდენტის თანაშემწე მაქსიმ ორეშკინი პუტინთან ერთად ეკონომიკის მდგომარეობას განიხილავენ. ფოტოს ინტერფაქსი ავრცელებს და წყაროდ სახელმწიფო მედია Tass-ს უთითებს.
19:26 დაბომბილი დასახლებული პუნქტი ლისიჩანსკში
19:25 პუტინი "დისტანციურ" შეხვედრებს აგრძელებს
ამჯერად მან სანქციებით დახუნძლული რუსული ეკონომიკის პრობლემები განიხილა.
ფოტო: TASS
19:04 მერი, რომელმაც რუსებს ქალაქი ჩააბარა, სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი
"ის განზრახ მოქმედებდა უკრაინის საზღვრების შესაცვლელად, რაც საჯაროდ გამოაცხადა ინტერნეტში. მსგავსი ქმედებების შედეგად კუპიანსკის ტერიტორია უკრაინის სახელმწიფო ხელისუფლების ადმინისტრაციული დაქვემდებარებიდან გამოვიდა.
სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო გამოძიებას აწარმოებენ ხარკოვის რეგიონის SBU ოფისის გამომძიებლები", — აცხადებს პროკურატურა.
18:44 უკრაინისთვის ბრძოლის სურვილი ერთ დღეში უცხო ქვეყნის ათასობით მოქალაქემ გამოთქვა
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, განა მალიარი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო ლეგიონში გაწევრიანების სურვილი უცხო ქვეყნის ათასობით მოქალაქემ გამოთქვა.
"უკვე გვაქვს რამდენიმე ათასი განცხადება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან, რომლებსაც სურთ შეუერთდნენ რუსი ოკუპანტების წინააღმდეგობას და პუტინის რეჟიმისგან მსოფლიო უსაფრთხოების დაცვას", — წერს ის.
18:34 უკრაინის და რუსეთის მოლაპარაკებები დასრულდა
დეტალები ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.
ფოტო: Pravda
18:19 ჯაფარიძე: ისტორიულ შანსს ვმაზავთ, იმიტომ, რომ უსინდისო კლეპტოკრატები გვყავს ხელისუფლებაში
"უკრაინას განაცხადი შეაქვს ევროკავშირის წევრობაზე სპეციალური პროცედურით, რომლის გამოყენებაც შესთავაზა ევროკავშირს სლოვაკეთის პრემიერმა. ნატოზეც რაღაც მსგავსს იზამენ.
ისტორიულ შანსს ვმაზავთ, იმიტომ, რომ უსინდისო კლეპტოკრატები გვყავს ხელისუფლებაში და 10 წელია ვითმენთ როგორც სირები.
წერს ჯაფარიძე Facebook-ზე.
17:30 აშშ ბელარუსში საელჩოს ხურავს
აშშ ბელარუსში საელჩოს ხურავს. ამასთან, AP News-ის ცნობით, მათ რუსეთში მეორეხარისხოვან პერსონალს ნება დართეს, რომ ქვეყანა დატოვონ. მედიის ცნობით, ამაზე სახელმწიფო მდივანმა, ანტონი ბლინკენმა ისაუბრა.
"ჩვენ ეს ნაბიჯი უსაფრთხოებიდან გამომდინარე გადავდგით, რომელიც გამოწვეულია უკრაინაში რუსული ჯარების გაუმართლებელი თავდასხმით", — განაცხადა მან.
16:53 ხარკოვი დაბომბეს, დაღუპულია ათობით ადამიანი
საოკუპაციო ძალებმა ხარკოვი დაბომბეს. ინფორმაციას Unian შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველზე, ანტონ გერაშენკოზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, არის მსხვერპლი.
"ეს საშინელება მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს", — დაწერა მან Facebook-ზე.
16:44 კუნძულ ზმეინის მესაზღვრეები და საზღვაო ქვეითები რუსმა ოკუპანტებმა ტყვედ აიყვანეს — უკრაინის შეიარაღებული ძალების შტაბი
უკრაინის შეიარაღებული ძალები გენერალური შტაბის განცხადებით, კუნძულ ზმეინის მესაზღვრეები და საზღვაო ქვეითები რუსმა ოკუპანტებმა ტყვედ აიყვანეს. ისინი აღნიშნავენ, რომ არასაბრძოლო სამოქალაქო გემის უკანონოდ დაჭერა ომის წესებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაა.
16:42 ვატიკანი უკრაინასა და რუსეთს მოლაპარაკებებში დახმარებას სთავაზობს
CNN-ის ინფორმაციით, ვატიკანი მზადაა, უკრაინას და რუსეთს მოლაპარაკებებში დაეხმაროს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინმა განაცხადა.
პაროლინის თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს დიდი ყურადღებით ადევნებენ თვალს.
16:36 რუსეთში ომის საწინააღმდეგო აქციებზე 4 დღის განმავლობაში 6 000-მდე ადამიანი დააკავეს
რუსეთში ომის საწინააღმდეგო აქციებზე 4 დღის განმავლობაში 6 000-მდე ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ CNN ოვდ-ზე დაყრდნობით წერს. გუშინ, 27 თებერვალს 57 ქალაქში 2 802 ადამიანი დააკავეს. მათგან 1 275 მოსკოვში.
16:20 რუსული სახელმწიფო მედიის, TASS-ის ვებგვერდი გატეხეს
რუსული სახელმწიფო მედია TASS დაჰაკეს. როგორც Reuters წერს, საიტზე ომის საწინააღმდეგო გზავნილები გამოჩნდა:
"ჩვენ მოგიწოდებთ, რომ ეს სიგიჟე შეწყვიტოთ", — აღნიშნული იყო წარწერებში.
ვებგვერდი ამ დროისთვის შეფერხებით ფუნქციონირებს. ამ კიბერშეტევის უკან, სავარაუდოდ, ისევ Anonymous დგას.
16:00 Anonymous: რუსეთის ბირთვული ინსტიტუტის მონაცემთა ბაზა გავტეხეთ და 40 000 ფაილი გავავრცელეთ
Anonymous წერს, რომ ჰაკერთა დაჯგუფების 65-ე ბატალიონმა რუსეთის ბირთვული ინსტიტუტის მონაცემთა ბაზა გატეხა და 40 000 ფაილი გაავრცელა.
მათივე თქმით, ენის არცოდნის გამო ფაილებში არსებულ მონაცემებს ვერ თარგმნიან და დახმარებას ითხოვენ მათგან, ვინც რუსული ენა იცის.
15:36 ლონდონის ბირჟაზე რუსული კომპანიების აქციები უფასურდება
დასავლეთის მხრიდან რუსეთზე დაწესებული სანქციების ფონზე ლონდონის ბირჟაზე რუსული კომპანიების აქციები ეცემა.
არსებული მონაცემებით, წამყვანი რუსული კომპანიების აქციები ლონდონის ბირჟაზე ასე გამოიყურება:
- Sberbank — გაუფასურდა 69,61%-ით და ერთი აქცია 1,24 დოლარად ივაჭრება;
- Lukoil — გაუფასურდა 55,45%-ით და ერთი აქცია 22,55 დოლარი ღირს;
- Rosneft — გაუფასურდა 45,51%-ით და ერთი აქცია 2,55 დოლარი ღირს;
- Gazprom — გაუფასურდა 17,7%-ით და ერთი აქცია 20 დოლარი ღირს;
- PhosAgro — გაუფასურდა 62,53%-ით და ერთი აქცია 6,88 დოლარი ღირს.
15:20 Facebook-მა Alt-info-სთან დაკავშირებული გვერდები და ჯგუფები წაშალა
სამართლიანი არჩევნების (ISFED) განცხადებით, Facebook-მა ძალადობრივ და პრორუსულ Alt-info-სთან დაკავშირებული გვერდები და ჯგუფები წაშალა. ამის შესახებ ორგანიზაცია ინფორმაციას Facebook-ზე ავრცელებს.
14:08 ზელენსკის თქმით, საბრძოლო გამოცდილების მქონე უკრაინელები პატიმრობიდან გათავისუფლდებიან
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამხედრო გამოცდილების მქონე უკრაინელები პატიმრობიდან გათავისუფლდებიან.
მან ხაზი გაუსვა, რომ ყველას, ვისაც დამპყრობლების წინაშე ბრძოლა შეუძლია, ეს უნდა გააკეთოს და მთავარი ახლა დაცვაა.
14:05 რუსეთის ომმა უკრაინაში უკვე 102 მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა
რუსეთის ომმა უკრაინაში უკვე 102 სამოქალაქო პირი იმსხვერპლა. დაშავებულია, სულ მცირე, 304 ადამიანი. თუმცა გაეროში ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელის, მიშელ ბაჩელეტის თქმით, რეალური რიცხვი, შესაძლოა, უფრო მაღალი იყოს.
13:40 ბერდიანსკში უკრაინელები ოკუპანტების წინ ჰიმნს მღერიან
Unian-ის ცნობით, ბერდიანსკში, მას შემდეგ რაც უკრაინელებმა ქუჩებში ოკუპანტები შენიშნეს, გარეთ გამოვიდნენ და მათ წინაშე უკრაინული ჰიმნი იმღერეს. ამის ამსახველ ვიდეოს მედია Telegram-ზე ავრცელებს.
13:32 უკრაინის დელეგაცია მოლაპარაკებებისთვის ბელარუსის საზღვართან ჩავიდა
უკრაინის დელეგაცია მოლაპარაკებებისთის ბელარუსის საზღვართან ჩავიდა. დელეგაციაში არიან თავდაცვის მინისტრი, ალექსეი რეზნიკოვი, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიკოლა ტოჩიცკი. დელეგაციის შემადგენლობაში არ არის უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.
13:15 ზელენსკი ევროკავშირს უკრაინის დაუყოვნებლივ გაწევრიანებაზე მიმართავს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ახალი სპეციალური პროცედურის ფარგლებში, ევროკავშირს უკრაინის დაუყოვნებლივ გაწევრიანების თხოვნით მიმართავს.
13:00 დიდი ბრიტანეთი რუსეთს დამატებით სანქციებს უწესებს
დიდი ბრიტანეთი რუსეთს ახალ საქნციებს უწესებს. ახალი სანქციების სამიზნე რუსეთის ცენტრალური ბანკი იქნება, რათა რუსეთმა ვერ შეძლოს აშშ-სა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების თავიდან აცილება.
12:23 უკრაინაში ზელენსკის მიმართ მხარდაჭერა 90%-მდე გაიზარდა
სოციალოგიური ჯგუფის მიერ შაბათ-კვირას ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, უკრაინელებს შორის ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ მხარდაჭერა 90%-მდე გაიზარდა.
უკრაინაში 2 ათასი რესპონდენტის მონაწილეობით მიღებული მონაცემებით, გამოკითხულთა 91% მხარდაჭერა დააფიქსირა, მხოლოდ 6%-მა თქვა, რომ ზელენსკის მხარს არ უჭერენ, ხოლო 3% გადაუწყვეტელი იყო.
12:11 ღარიბაშვილი: ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება
"დღეს ევროპაში მიმდინარეობს უზარმაზარი ომი. ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოში მიმდინარეობს ომი და უკრაინის დედაქალაქი იბომბება. ამის შემჩერებელი დღს ვხედავთ, რომ არავინ არ არის. ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება. და ისიც ვთქვათ, რომ დღეს უკრაინაში ვინ ომობს? ომობს უკრაინის ჯარი", — თქვა მან.
12:02 რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 9,5%-დან 20%-მდე გაზარდა
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი რეკორდულად, 9,5%-დან 20%-მდე გაზარდა. ბანკის დირექტორთა საბჭომ გადაწყვეტილება დღეს მიიღო.
"ეს ხელს შეუწყობს ფინანსურ და ფასების სტაბილურობას და დაიცავს მოქალაქეების დანაზოგებს გაუფასურებისგან", — წერია რუსეთის ცენტრალური ბანკის განცხადებაში.
11:55 Anonymous-მა ბელარუსში ბანკების ვებგვერდები დაჰაკა
ჰაკერულმა დაჯგუფებამ Anonymous-მა ღამით ბელარუსში მოქმედი სამი ბანკის ვებგვერდები დაჰაკა. როგორც დაჯგუფება Twitter-ზე წერს გატეხეს 3 ვებსაიტი, მათ შორის, Priorbank, Belarusbank და Belinvest Bank. გვერდები ამ დრომდე გათიშულია.
10:50 ბერდიანსკი დროებით ოკუპირებულია რუსი დამპყრობლების მიერ
ბერდიანსკში პოლიციის განყოფილება დაიშალა. ქალაქის ხელისუფლებამ ოკუპანტებთან თანამშრომლობაზე უარი თქვა.
ქალაქის აღების ოპერაციის დროს ორი ადამიანი დაშავდა, ერთი დაიღუპა, მეორე კი დაიჭრა. ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა.
09:48 ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 54 მილიონ დოლარ ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 54 მილიონ დოლარ ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს.
"შეერთებული შტატები უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი ჰუმანიტარული დონორია და ჩვენი ჰუმანიტარული დახმარება დაახლოებით 405 მილიონ დოლარს მოიცავს 8 წლის წინ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად დაზარალებულთათვის", — აღნიშნულია განცხადებაში.
09:00 ომის 4 დღე და მზადება მოლაპარაკებებისთვის
ომი, რომლის ორგანიზატორიც ცდილობს აგრესია "სპეცოპერაციად" შეფუთოს, 5 დღის წინ დაიწყო და უკრაინის დიდი ტერიტორია მოიცვა. მსოფლიო ლიდერების არაერთი მოწოდების მიუხედავად, პუტინი შეჩერებას არ აპირებს და როგორც აღმოჩნდა, აგრესია არც სანქციების მასშტაბურობამ გადაფიქრებინა. მეტიც, გუშინ კიდევ ერთხელ შეახსენა მსოფლიოს, რომ ბირთვული იარაღი აქვს და საბრძოლო მზადყოფნა ამ მიმართულებითაც გამოაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის არაერთი კრიტიკული განცხადების შემდეგ საერთაშორისო პარტნიორებმა უკრაინის სამხედრო დახმარება გაზარდეს. მათ შორის, ისტორიაში პირველად, მსგავსი ნაბიჯი გადადგა ევროკავშირმაც.
ახლა მსოფლიოს ყურადღება მოლაპარაკებებისკენაა მიმართული, რომელიც, სავარაუდოდ, დღეს დილით უნდა გაიმართოს. რუსული და უკრაინული დელეგაციები ერთმანეთს უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე, მდინარე პრიპიატის მიდამოებში შეხვდებიან.
8:20 კიევმა შეტევები ისევ მოიგერია
უკრაინის სახმელეთო ძალების განცხადებით, მტერი ისევ ცდილობდა კიევის თავდაცვის გარღვევას, თუმცა ვერ შეძლო და დედაქალაქში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მათივე თქმით, გაანადგურეს დამპყრობლის ტექნიკა და ოკუპანტებს შორის არის მსხვერპლი.
"რუსული ჯარები დემორალიზებულები და გამოფიტული არიან. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი სახლი დაუპატიჟებელი სტუმრებისგან", — განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების მეთაურმა, კიევის თავდაცვის სარდალმა, ალექსანდრე სირსკიმ.
8:00 ჩერნიგოვის რაიონში ღამემ მსხვერპლის გარეშე ჩაიარა
ადგილობრივი მედია, უკრაინა 24 წერს, რომ ჩერნიგოვში ღამემ დაბომბვების ფონზე ჩაიარა, თუმცა მსხვერპლი არ მოჰყოლია. ჭურვები მოხვდა საცხოვრებელ კორპუსს, საბავშვო ბაღს და მაღაზიას.
7:53 კიევში ისევ საჰაერო განგაშია
7:01 ჩერნიგოვის ცენტრში საცხოვრებელ კორპუსს რაკეტა დაეჯახა
შედეგად ქვედა სართულებზე ხანძარი გაჩნდა. დაშავებულთა რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ინფორმაციას და კადრებს სახელმწიფოს სპეციალური კომუნიკაციების უწყება ავრცელებს.
6:09 კიევსა და ხარკოვში ისევ აფეთქებების ხმა ისმის
აქამდე რამდენიმე საათის განმავლობაში უკრაინის დედაქალაქში სიმშვიდე იყო, აცხადებს უკრაინის სპეციალური კომუნიკაცეიბისა და ინფორმაციის დაცვის სახელმწიფო სამსახური.
წინა დღეებში განვითარებული მოვლენები დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ აქ.
კომენტარები