საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსის, თამაზ ბორაშვილის მოადგილედ დავით არჩვაძეს დაინიშნა. შესაბამისი ბრძანება 17 სექტემბრით თარიღდება და მას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.

დავით არჩვაძეს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში. 2025 წლის ივნისში დაინიშნა შსს-ის გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორად (შეცვალა გიორგი იოსებიძე).

2026 წლის მაისში ის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელად (შეცვალა სოსო ობოლაძე) დაინიშნა.

სუს-ის 2 მოადგილის, მარიამ ტაბატაძის და გიორგი ბახუაშვილის დანიშვნის შესახებ ბრძანებები 16 სექტემბრითაა დათარიღებული.

16 სექტემბრით დათარიღებული ბრძანებით, გიორგი ბახუაშვილი სუს-ის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ის 2026 წლის ივლისიდან უკვე იკავებდა სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობას, მანამდე კი, 2026 წლის ივნისში, შს მინისტრის მოადგილედ იყო დანიშნული. წლების განმავლობაში ბახუაშვილი ბიძინა ივანიშვილის პირად დაცვაში მუშაობდა.

ამავე დღით დათარიღებული ბრძანებით, მარიამ ტაბატაძე კვლავ სუს-ის უფროსის მოადგილედ დამტკიცდა. ის ამ პოსტს 2026 წლის მაისიდან იკავებდა, როცა გეკა გელაძემ იგი შსს-დან სუს-ში გადაიყვანა. მანამდე კი შს მინისტრის მოადგილე იყო.