მასალის გამოყენების პირობები

On.ge-სთვის მიუღებელია პლაგიატი, რაც გულისხმობს სხვისი ჟურნალისტური მასალის, ან მასალის ნაწილის მითვისებას და საკუთარ ნაშრომად გასაღებას.

დამოუკიდებელი ინტერნეტ-მედიისთვის შემოსავლის მოცულობა პირდაპირ არის დაკავშირებული მკითხველების რაოდენობასთან. აქედან გამომდინარე, ორიგინალი, თარგმნილი თუ სხვა ფორმით აგრეგირებული მასალების კომერციული მიზნით უნებართვოდ გამოყენება, პირდაპირი მატერიალური ზარალია, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენს არსებობას.

ჩვენ, კოლეგებთან ერთად, გვსურს დავნერგოთ ციტირების კულტურა ქართულ მედიაში, გვსურს ვაჩვენოთ, რომ ეთიკური ქცევით და პირველწყაროს დაფასებით მოგებული რჩება ყველა მხარე, მომხმარებლის ჩათვლით.

ამის გათვალისწინებით, On.ge უშვებს ჩვენი გუნდის ნამუშევრის კომერციულ გამოყენებას შეთანხმების გარეშე, ციტირების მიზნით, მინიმალური მოცულობით და ორიგინალ მასალაზე მოქმედი ბმულის მითითებით. სხვა შემთხვევებში, ასეთი ქმედება ჩაითვლება სამომხმარებლო შეთანხმების დარღვევად, რასაც ჩვენი მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ იხილოთ ჩვენი სერვისებით სარგებლობის წესები და პირობები.