საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს 12—კვირიანი აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო. პროგრამა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და 500 Global—ის პარტნიორობით ხორციელდება და საქართველოში ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარების, მათი საერთაშორისო გამოცდილებით გაძლიერებისა და გლობალურ ბაზრებზე გასვლის ხელშეწყობას ემსახურება.
მე-11 ნაკადის მონაწილეები არიან:
Azta, Joberos, MediMind, moonlight, Naoma AI Inc., Pugi, Sparrow Analytics, Subsig, Synqmonkeys, TaskRoom, Yena
პროგრამა ადრეული ეტაპის ტექნოლოგიურ სტარტაპებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნა, დახვეწონ ბიზნესმოდელები, მოამზადონ ზრდის სტრატეგიები და დაიწყონ საერთაშორისო მასშტაბებზე გასვლა.
12—კვირიანი ინტენსიური პროგრამა მოიცავს სასწავლო მოდულებს, ინდივიდუალურ მენტორინგს საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტებთან და მხარდაჭერას იმ გამოწვევების გადაჭრაში, რომლებიც სტარტაპების განვითარების ადრეულ ეტაპზე ვლინდება.
"მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადს აქვს შესაძლებლობა, ინტენსიური გადამზადება გაიაროს. პროგრამის მონაწილეები მუშაობენ კვალიფიციურ მენტორებთან და ინვესტორებთან, იღებენ პრაქტიკულ ცოდნას ბიზნესის განვითარებისა და მასშტაბირების მიმართულებით, ემზადებიან ინვესტიციების მოსაზიდად და ამყარებენ კავშირებს საერთაშორისო სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლებთან. გვიხარია, რომ ვქმნით შესაძლებლობებს სტარტაპებისთვის და ხელს ვუწყობთ, რათა იდეები კონკურენტუნარიან პროდუქტებად აქციონ და საერთაშორისო ბაზრებისთვის მოამზადონ", - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
500 Global in Eurasia-ს მნიშვნელობას კიდევ უფრო მეტად პროგრამის მასშტაბი და დაგროვილი შედეგები აჩვენებს. საქართველოში ინიციატივა 2022 წლიდან, საქართველოს ბანკის, GITA-სა და 500 Global-ის პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება. ამ პერიოდის განმავლობაში გადამზადდა 100-ზე მეტი დამფუძნებელი და სტარტაპის წარმომადგენელი, ხოლო პროგრამა საქართველოში ტექნოლოგიური მეწარმეობის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა.
აქსელერაციის პროგრამის დასკვნით ეტაპზე ტრადიციულად დემო დღე იმართება. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები საკუთარ პროდუქტებს, ბიზნესის განვითარების დინამიკასა და მიღწეულ პროგრესს ინვესტორებს, კორპორაციული სექტორის წარმომადგენლებსა და ინდუსტრიის ექსპერტებს წარუდგენენ. დემო დღე სტარტაპებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, გააფართოონ პროფესიული ქსელი, დაამყარონ ახალი ბიზნესკავშირები და საკუთარი იდეები პოტენციურ პარტნიორებსა და ინვესტორებს გააცნონ.
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
კომენტარები