რუსეთის ტექნოლოგიური გაყინვა — რა მოჰყვება აშშ-ის სანქციებს
უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა რუსეთში ამერიკული წარმოების პროდუქციის ფართო ნაკრების ექსპორტი შეზღუდვა დაიწყო. ეს ასევე ეხება იმ უცხოური წარმოების საქონელს, რომელიც დამზადებულია ამერიკული ტექნოლოგიით. სტატიაში მოცემულია ექვსი სავაჭრო სამართლის ექსპერტის მოსაზრება თუ როგორ იმოქმედებს ეს ახალი წესები ტექნოლოგიურ კომპანიებზე:
რომელ ტექნოლოგიას შეეზღუდა რუსეთში ექსპორტი?
ამიერიდან ამერიკულმა კომპანიებმა უნდა მიიღონ სპეციალური ლიცენზიები კომპიუტერების, სენსორების, ლაზერების, სანავიგაციო ხელსაწყოების, ტელეკომუნიკაციების, აერონავტიკისა და საზღვაო აღჭურვილობის გასაყიდად. შეერთებული შტატები თითქმის ყველა მსგავსი პროდუქციის რუსეთისთვის მიყიდვაზე უარს იტყვის.
"ჩვენ ველოდით რაღაც მსგავს და ეს, რა თქმა უნდა, ასეთია", — თქვა ამა ადამსმა, იურიდიული ფირმა Ropes & Grey-ის პარტნიორმა.
ეს ასევე შეეხება საზღვარგარეთ მყოფ ისეთ კომპანიებს, რომლებიც აწარმოებენ ტექნოლოგიურ პროდუქტებს ამერიკული ინსტრუმენტების გამოყენებით. მსგავსი შეზღუდვა პირველად ბოლო წლებში ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტ Huawei-ზე მიმწოდებელ კომპანიებზე გამოიყენეს, რასაც თავის მხრივ, დიდი ეფექტი ჰქონდა.
რომელ ამერიკულ კომპანიებს შეეხება მსგავსი სიახლე ყველაზე მეტად?
იურიდიულმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ბევრი კომპანია რუსეთისთვის პროდუქციის მიყიდვას სიფრთხილის გამო სრულად შეწყვეტს. დენ გორენმა, იურიდიული ფირმა Wiggin and Dana-ს პარტნიორმა, თქვა, რომ კლიენტმა, რომელიც აწარმოებს ელექტრონულ აღჭურვილობას, უკვე შეაჩერა გადაზიდვები რუს დისტრიბუტორთან.
გასულ წელს აშშ-ის ექსპორტი რუსეთში დაახლოებით 6,4 მილიარდი დოლარით შემოიფარგლებოდა. აქედან ძირითადი პროდუქცია მანქანები და მექანიკური დანადგარები იყო. საბოლოო ჯამში ყველაზე მძიმე დარტყმა რუსეთმა შეიძლება უცხოური საქონლის შეზღუდვის გამო მიიღოს.
მაგალითად, ნახევარგამტარული ინდუსტრიის ასოციაციამ (SIA), რომელიც წარმოადგენს აშშ-ს ჩიპების მწარმოებლებს, აღნიშნა, რომ "რუსეთი არ არის ნახევარგამტარების მნიშვნელოვანი პირდაპირი მომხმარებელი" და რომ რუსეთის საკომუნიკაციო და ტექნიკური ხარჯები "მულტიტრილიონი გლობალური ბაზრიდან მხოლოდ დაახლოებით 25 მილიარდ დოლარს შეადგენს".
ამათან, ბევრი პროდუქტი, რომელიც დამზადებულია აზიაში და განკუთვნილია რუსეთისთვის, მოიცავს ჩიპებს, რომლებიც დამზადებულია აშშ-ს ხელსაწყოებით. მეტიც, ევროკავშირის 20-ზე მეტი წევრი, ისევე როგორც გაერთიანებული სამეფო, კანადა, იაპონია, ავსტრალია და ახალი ზელანდია, აწესებენ მსგავს საექსპორტო შეზღუდვებს, რათა იმოქმედონ რუსეთის შესაძლებლობებზე.
რა გავლენას მოახდენს რუსეთზე?
ემილი კილკრეისი, ახალი ამერიკული უსაფრთხოების ცენტრის უფროსი თანამშრომელი და აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლის ყოფილი თანაშემწის მოადგილე ამბობს, რომ შეზღუდვები გაყინავს რუსეთის ტექნოლოგიას და ის დარჩება იქ სადაც ახლაა.
"თქვენ ვერ შეძლებთ ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიების შეტანას", — თქვა მან.
უილიამ რეინში, სავაჭრო ექსპერტი სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრიდან ამბობს, რომ ეფექტი აუცილებლად მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ ეს პროცესები დროში გაიწელება.
"საბოლოოდ ისინი დაზარალდებიან, მაგრამ შესაძლოა ეს დროში გაიწელოს. ეს შეიძლება არ იყოს მყისიერი ეფექტის მომცემი", — თქვა მან.
ექსპერტების თქმით, შეზღუდვები და სანქციები არ არის ისეთი ყოვლისმომცველი, როგორც აშშ-ს სავაჭრო ქმედებები ირანსა და ჩრდილოეთ კორეაზე, მაგრამ მათ შეიძლება უფრო დიდი შედეგები მოჰყვეს გლობალურად, რადგან რუსეთი უფრო მეტად არის გადაჯაჭვული მსოფლიო ეკონომიკასთან.
რომელ ტექნოლოგიას არ ფარავს ახალი შეზღუდვები?
ღონისძიებები მოიცავს სამომხმარებლო ნივთებსაც, როგორიცაა საყოფაცხოვრებო ელექტრონიკა, ჰუმანიტარული საქონელი და ფრენის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ტექნოლოგია. რაც შეეხება მობილურ ტელეფონებს ის ამ ეტაპზე ნებადართულია მანამ, სანამ ისინი არ გაეგზავნება რუსეთის მთავრობის თანამშრომლებს ან გარკვეულ დაწესებულებებს.
ასევე არ არის შეზღუდული მომხმარებელთა დაშიფვრის ტექნოლოგიები, რაც ერთ-ერთმა ექსპერტმა ახსნა იმით, რომ შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს არ სურთ ზოგადად აქტივისტებისთვისა და მედიისთვის ზიანის მიყენება.
მეტიც, არ არის გამორიცხული აშშ-მ სანქციბი კვლავ გაზარდოს.
მნიშვნელოვანია სამხრეთ კორეის ფაქტორიც. სანქციების დამწესებელ ქვეყნების სიაში ის არ იყო, თუმცა: "მისი დახმარება მნიშვნელოვანი იქნება რუსეთის ჩიპებზე წვდომის დაბლოკვისთვის", — თქვა კილკრეიზმა.
აშშ-ს ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა განაცხადა ხუთშაბათს, რომ მოსალოდნელია, სანქცინებს მეტი ქვეყანაც შეუერთდეს.
ამასთან, სამხრეთ კორეამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ შეუერთდება მრავალმხრივ ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში მისი სამხედრო ოპერაციების საპასუხოდ, მაგრამ არ განიხილავს ცალმხრივი ზომების მიღებას.
რომელ კომპანიებს შეუძლიათ ნახონ მოგება ახალი წესებით?
კილკრეიზი და სხვა ექსპერტები ამბობენ, რომ ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანიებს შეუძლიათ შეავსონ გარკვეული სიცარიელე, რომელსაც დასავლეთი რუსეთს შეუქმნის. თუმცა, ეს ვერ იქნება სრული და ამას აშშ-ს ახალი წესები ხელს შეუშლის.
აშშ-ს ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების თქმით, ჩინეთს არ შეუძლია უზრუნველყოს რუსეთის მნიშვნელოვანი სამხედრო საჭიროებები, განსაკუთრებით ყველაზე მოწინავე ჩიპებისთვის.
კომენტარები