ბირთვული იარაღის საფრთხე? — რას შეიძლება ნიშნავდეს პუტინის ბრძანება "განსაკუთრებულ საბრძოლო რეჟიმზე"
ფოტო: კრემლი
რამდენიმე წუთის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გასცა, რუსული არმიის შემაკავებელი ძალები საბრძოლო მორიგეობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაიყვანონ. ამან გაურკვევლობა გამოიწვია, რადგან, როგორც ცნობილია, სტრატეგიული შეკავების ძალებს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლება აქვს.
ნიშნავს თუ არა ეს, რომ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებას აპირებს, გაურკვეველია. რუსული მედიების დიდი ნაწილი, მათ შორის სახელმწიფო და პროსახელისუფლებო მედიები დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. ერთ-ერთმა უკრაინულმა გამოცემამ, უკრაინსკაია პრავდამ კი პუტინის განცხადებას სათაურად დააწერა: "მე-3 მსოფლიო ომის ზღვარზე: პუტინს ბირთვული იარაღი საბრძოლი მზაფყოფნაში მოჰყავს".
ვრცელდება მოსაზრებები, რომ შესალოა, ეს მხოლოდ მინიშნებაა ბირთვულ იარაღზე, რადგან სტრატეგიული შეკავების ძალების არსენალში სხვა სახის იარაღიცაა.
რა ვიცით ამ ეტაპზე
კრიტიკული რუსული გამოცემა Meduza წერს, რომ პუტინის განცხადებიდან გაურკვეველია, ეხება თუ არა ეს ბირთვულ იარაღს.
ამ წუთებში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდს არ ხსნის, თუმცა TV Rain-ის და Meduza-ს ინფორმაციით, ვებგვერდზე წერია, რომ სტრატეგიული შეკავების ძალები შექმნილია "რუსეთის ფედერაციისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ აგრესიის შესაჩერებლად, ასევე აგრესორის დასამარცხებლად, მათ შორის ომში ბირთვული იარაღის გამოყენებით". კიდევ ერთი რუსული გამოცემა ინტერფაქსი წერს, რომ სტრატეგიული შეკავების ძალები ასევე მოიცავს სტრატეგიულ არაბირთვულ ძალებს.
"სტრატეგიული შეკავების ძალები მოიცავს სტრატეგიულ შეტევით და თავდაცვითი ძალებს. პირველი აღჭურვილია კონტინენტთაშორისი სარაკეტო და საავიაციო სისტემებით და შორი მანძილის მაღალი სიზუსტის იარაღით. ასევე, სტრატეგიული შეტევითი ძალები მოიცავს სტრატეგიულ და შორ მანძილზე ბომბდამშენების ფორმირებებსა და დანაყოფებს, წყალქვეშა ნავებს, გემებს და საზღვაო სარაკეტო მატარებელ თვითმფრინავებს ჩვეულებრივი გრძელვადიანი მაღალი სიზუსტის იარაღით.
სტრატეგიული თავდაცვითი ძალები დაფუძნებულია საჰაერო თავდაცვის, რაკეტსაწინააღმდეგო და კოსმოსური თავდაცვის სისტემებზე", — წერს TV Rain.
ამ კრიტიკულ მედიასთან საუბარში რუსი სამხედრო ექსპერტი აცხადებს, რომ ეს პირდაპირი მუქარაა, თუმცა სიტუაცია აქამდეც ასეთივე იყო. ჟურნალისტის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ფაქტობრივად არაფერი იცვლება და რიტორიკულად ეს შეხსენებაა, რომ რუსეთს ბირთვული იარაღი აქვს, ის ამბობს: "დაახლოებით ასეა".
"მოდით, ვიყოთ გულახდილები — რუსეთის ბირთვული ძალები მთელი ამ ხნის განმავლობაში მაღალ საბრძოლო მზადყოფნაში იყვნენ. და როდესაც საუბრობენ რაღაც სპეციალურ რეჟიმზე, ეს ნიშნავს, რომ უფროსები იგონებენ სპეციალურ სიტყვებს, რათა ხაზი გაუსვან, რომ არსებობს ბირთვული საფრთხის ესკალაცია", — განაცხადა მან.
პუტინის ბრანებაზე წერს საერთაშორისო მედიაც. მათი ნაწილი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით პუტინმა ბირთვული იარაღი მზადყოფნაში მოიყვანა.
BBC: "ეს ნაბიჯი აადვილებს იარაღის გაშვებას, მაგრამ ჩვენმა უსაფრთხოების კორესპონდენტმა, გორდონ კორერამ თქვა, რომ ეს იყო რუსეთისგან ნატოსთვის გაფრთხილების გაგზავნა და არა მისი გამოყენების განზრახვის სიგნალი".
CBSNEWS: "ეს ნაბიჯი ნიშნავს, რომ პუტინმა გასცა ბრძანება რუსული ბირთვული იარაღი გაშვებისთვის მაღალ მზადყოფნაში მოიყვანონ, რაც ზრდის იმის საფრთხეს, რომ დაძაბულობა ატომურ ომში გადაიზრდება".
The Guardian: "არც ისე ნათელია, თუ რას გულისხმობს "საბრძოლო მოვალეობის სპეციალური რეჟიმი". პუტინმა გააფრთხილა უცხო ქვეყნები, არ ჩაერიონ მის შეჭრაში უკრაინაში და თქვა, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს "შედეგები, რომლებიც მათ არასოდეს უნახავთ".
ვინ და როგორ გამოეხმაურა
გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა, CBS News-თან ინტერვიუში პუტინის გადაწყვეტილებას მიუღებელი უწოდა.
"ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტი პუტინი აგრძელებს ამ ომის ესკალაციას სრულიად მიუღებელი გზით და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მისი ქმედებების მაქსიმალურად ძლიერი გზით შეჩერება", — თქვა მან.
CNN ავრცელებს თეთრი სახლის წარმომადგენლის კომენტარსაც, რომელიც აცხადებს, რომ ეს მორიგი არასაჭირო ესკალაციაა.
"ამ კონფლიქტის ყოველ ნაბიჯზე პუტინი ამზადებდა მუქარებს უფრო აგრესიული ქმედებების გასამართლებლად — ის არასოდეს ყოფილა საფრთეში უკრაინის ან ნატოს მხრიდან, რომელიც თავდაცვითი ალიანსია და არ იბრძვის უკრაინაში. [...]
ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მისი ძალები დღეს საფრთხის წინაშე დგანან, არის ის, რომ ისინი შეიჭრნენ სუვერენულ ქვეყანაში, რომელსაც ბირთვული იარაღი არ აქვს. ეს არის კიდევ ერთი ესკალაციური და სრულიად არასაჭირო ნაბიჯი".
მომხდარზე დაწერა უკრაინის რადის დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ. მისი თქმით, რუსული არმია დამარცხებულია და "ახლა პუტინი ბირთვული იარაღით იმუქრება". მისივე თქმით, ახლა NATO-ს წევრო ქვეყნების მოქმედების ჯერია.
ამ ეტაპზე სხვა პოზიციები უცნობია.
რას ამბობდა პუტინი ბირთვულ იარაღზე აქამდე
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პუტინი ბირთვულ იარაღს ახსსენებს. ამ საკითხს მან ჯერ კიდევ მაშინ გაუსვა ხაზი, როცა ომის დაწყებამდე საფრანგეთის პრეზიდენტი რუსეთში ჩავიდა. მაშინ პუტინმა ტრადიციულად ყველას შეახსენა და დაიმუქრა, რომ ბირთვული იარაღი აქვს.
"რა თქმა უნდა, ნატოს გაერთიანებული ქვეყნების და რუსეთის პოტენციალი არ შეედრება, ჩვენ ეს გვესმის, ასევე ისიც გვესმის, რომ რუსეთი ერთ-ერთი წამყვანი ბირთვული სახელმწიფოა და ზოგიერთი კომპონენტით ბევრსაც უსწრებს. გამარჯვებული არ იქნება", — თქვა მან და იქვე დაამატა, თითქოს ეს არ სურს.
ამ საკითხზე მან ისაუბრა მაშინაც, როცა უკრაინაში შეჭრაზე განაცხადა. ვიდეომიმართვაში მან განაცხადა, რომ ვინც შეეცდება რუსეთს "საფრთხე შეუქმნას", მყისიერ პასუხს გასცემს, რომელიც ისტორიაში არ უნახავთ. მან ისევ შეახსენა და დაემუქრა მსოფლიოს, რომ ბირთვულ იარაღს ფლობს და განაცხადა, რომ არცერთ "პოტენციურ აგრესორს" არ უნდა ეპარებოდეს ეჭვი, რომ მას გაანადგურებენ.
დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
-
სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
-
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა
გადახედვა
-
21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა 21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა
გადახედვა
-
აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო 5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო
გადახედვა
-
შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს
გადახედვა
-
არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო
-
მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა
გადახედვა
-
დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს? ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს?
გადახედვა
-
გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ
გადახედვა
-
გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე
გადახედვა
-
რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს
გადახედვა
-
21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ
გადახედვა
-
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა
-
USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი
-
ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ
გადახედვა
-
პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა
გადახედვა
-
15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს 15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს
გადახედვა
-
სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას

კომენტარები