პუტინის ომი უკრაინაში — განახლებადი
უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება, პუტინი კი ისევ არ აღიარებს, რომ ომი დაიწყო. ოკუპანტების არმია ბომბავს დასახლებულ პუნქტებს, საავადმყოფოებს, სკოლებს, ბაღებს, ატომურ ელექტროსადგურსაც კი. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე, უკრაინელი და რუსი ჯარისკაცი. პუტინის ჯარი კიევისკენ მიიწევს, თუმცა დიდ წინააღმდეგობას აწყდება. თვალი ადევნეთ მოვლენების განვითარებას განახლებად რეჟიმში და გაიგეთ მეტი.
On.ge აგრძელებს უკრაინაში რუსული ინტერვენციის განახლებად რეჟიმში გაშუქებას. სიახლეების ნახვას ახალ გვერდზე შეძლებთ — პუტინის ომი უკრაინაში — განახლებადი.
10:15 კანადაში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, შეკრებილებმა ცის დახურვა მოითხოვეს
08:45 რუსულმა ჯარებმა ჟიტომირის მახლობლად 7 შენობა გაანადგურეს, რივნეს მახლობლად სატელევიზიო ანძა დააზიანა
საგანგებოს ინფორმაციით, ჟიტომირის რაიონში, სოფელ სტავიშეზე სარაკეტო თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 4 ადამიანი დაშავდა.
08:15 ნიკოლაევში სახლის დაბომბვისას 1 ადამიანი გარდაიცვალა
08:00 ავსტრალია რუს ოლიგარქებს, მათ შორის რომან აბრამოვიჩს, სანქციებს უწესებს
ავსტრალია რუს ოლიგარქებს, მათ შორის რომან აბრამოვიჩს, სანქციებს უწესებს. ინფორმაციას ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ავსტრალია სულ 33 ოლიგარქს დაუწესებს სანქციებს, ცნობილ ბიზნესმენებსა და მათი ოჯახის წევრებს.
07:00 უკრაინის პროკურატურამ მელიტოპოლის ახალი "მერის" წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც მელიტოპოლის საკრებულოს წევრთა ჯგუფმა წერილობითი მიმართვა გამოაქვეყნა და გენერალური პროკურორისგან სისხლის სამართლის საქმის აღვრა მოითხოვა.
06:00 დალიჩენკო ამბობს, რომ მელიტოპოლში რუსული ტელეარხები დაიწყებენ მაუწყებლობას
ოკუპირებული მელიტოპოლის "მერის" თქმით, "სანდო ინფორმაციის დიდი დეფიციტია".
02:59 ჩვენს დელეგაციას აქვს კონკრეტული დავალება: ყველაფერი გააკეთონ, რომ პრეზიდენტების შეხვედრა შედგეს — ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დელეგაციების წარმომადგენლები ვიდეოფორმატში ყოველდღე საუბრობენ, ხოლო უკრაინის დელეგაციას აქვს კონკრეტული დავალება — ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ პრეზიდენტების შეხვედრა შედგეს.
"ჩვენი დელეგაციების წარმომადგენლები ყოველდღე საუბრობენ ვიდეოფორმატში, ჩვენს დელეგაციას აქვს კონკრეტული დავალება: ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ პრეზიდენტების შეხვედრა შედგეს. გასაგებია, რომ ეს რთული გზაა, მაგრამ საჭიროა", — ამბობს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
02:50 ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენს ისტორიაში უმძიმეს განსაცდელს გავდივართ
"ჩვენ გავდივართ უმძიმეს განსაცდელს ჩვენს ისტორიაში, ჩვენს ცხოვრებაში. ვიცავთ ყველაზე ძვირფასს, რაც გაგვაჩნია. უნდა შევინარჩუნოთ, უნდა ვიბრძოლოთ და გავიმარჯვებთ. მე ამის მჯერა", — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
01:53 14 მარტს უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართება
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, 14 მარტს რუსეთ-უკრაინას შორის მორიგი მოლაპარაკებები გაიმართება. პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებზე წინასწარ შედეგებს შეაჯამებენ.
01:31 NYT: რუსეთმა ჩინეთს სამხედრო და ეკონომიკური დახმარება სთხოვა
The New York Times-ის ცნობით, რუსეთმა ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობაში დახმარება და ომში მხარდაჭერა სთხოვა. ინფორმაციას მედია ამერიკის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, რუსეთმა, ასევე, ითხოვა დამატებითი ეკონომიკური დახმარება ჩინეთისგან, რათა ომის დაწყების შემდეგ დაწესებული სანქციებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოახერხოს.
NYT წერს, რომ წყაროებმა არ გაამხილეს დეტალები იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად რა აღჭურვილობას ითხოვს მოსკოვი, მათ არაფერი უთქვამთ არც ჩინეთის რეაქციაზე.
00:03 ოკუპანტებმა ნიკოლაევის რაიონში სკოლის შენობა დაბომბეს, დაიღუპა 4 ადამიანი
რუსებმა ნიკოლაევის რაიონში, ერთ-ერთ სოფელში სკოლის შენობა დაბომბეს, დაიღუპა 4, ხოლო დაშავდა 3 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებსა და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრი ავრცელებს.
23:54 არესტოვიჩის თქმით, უკრაინაში ბრძოლების დროს რუსებმა პერსონალის 30%-ზე მეტი დაკარგეს
პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის თქმით, უკრაინაში ბრძოლის პერიოდში რუსებმა მათი პერსონალის 30%-ზე მეტი დაკარგეს. მის კომენტარს უკრაინული მედია, Unian ავრცელებს.
"ისინი იხოცებიან, იხოცებიან ასობით", — თქვა მან.
მისივე თქმით, ცოტა ხნის წინ მარიუპოლის მახლობლად 250-მდე რუსი სამხედრო დაიღუპა, ხოლო 700-ზე მეტი დაიჭრა. პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენლის განცხადებით, დაღუპულთა რიცხვი, უკვე, სავარაუდოდ, 14-15 ათასს აღწევს, თუმცა ეს მონაცემები ჯერ დაზუსტებული არ არის.
არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ რუსეთმა უკრაინაში 100 000-ზე მეტი სამხედრო შემოიყვანა, საიდანაც 13 000 განადგურებულია, 18 000 კი ქმედუუნაროა.
22:28 ზელენსკი: დღეს ან მშვიდობისკენ ხარ, ან სისხლიან რუს აგრესორებს უჭერ მხარს
"დღეს არ შეიძლება იყოს "ნახევარ" გადაწყვეტილებები ან "ნახევარტონი"! ახლა მხოლოდ შავი და თეთრი, კარგი და ბოროტი არსებობს. შენ ან მშვიდობის მომხრე ხარ ან სისხლიან რუს აგრესორებს უჭერ მხარს, რომ უკრაინელი ბავშვები და ქალები დახოცონ. Microsoft, Oracle და SAP შეწყვიტეთ თქვენი პროდუქციის რუსეთში მხარდაჭერა, შეაჩერეთ ომი", — წერს ზელენსკი Twitter-ზე.
22:04 ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში ელექტროენერგია აღდგა
უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრის ცნობით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა.
21:35 "ვთანხმდებით, რომ რუსული აგრესიის შესაჩერებლად მეტი უნდა გაკეთდეს" — კულება ბლინკეს ესაუბრა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს ესაუბრა. მისი თქმით, თანხმდებიან, რომ რუსული აგრესიის შესაჩერებლად კიდევ მეტი უნდა გაკეთდეს.
20:44 აქ ვარ, უკრაინაში, მოხალისე მებრძოლთა უცხოურ ლეგიონში — ელისაშვილი
პარტია მოქალაქეების ლიდერისა და პარლამენტის წევრის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, უკრაინაში იმყოფება და მოხალისე მებრძოლთა უცხოურ ლეგიონში იბრძოლებს.
20:14 ბრიტანეთი ფინანსურად დაეხმარება მათ, ვინც უკრაინელ ლტოლვილებს შეიფარებს
ბრიტანეთის მთავრობა თვეში 350 ფუნტს გამოუყოფს მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილებს შეიფარებენ. მათი თქმით, ამის მიზანი კერძო პირების, საქველმოქმედო ორგანიზაციებისა და ბიზნესების წახალისებაა, რომ უკრაინიდან წამოსულ მოსახლეობას დახმარება გაუწიონ. ინფორმაციას ამის შესახებ NYT ავრცელებს.
მთავრობის განცხადებით, თანხა წარმოადგენს სიმბოლურ მადლობას, რომ ომის დროს უკრაინელები არ მიატოვეს. ის გადაეცემა მას, ვინც უკრაინიდან გამოქცეულ ლტოლვილებს, სულ მცირე, 6 თვის ვადით უფასო სახლს ან ოთახს შესთავაზებს.
19:45 ზელენსკი სამხედრო ჰოსპიტალში
19:40 მარიუპოლში რუსეთის თავდასხმებს დღემდე 2187 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა — საკრებულო
მარიუპოლის საკრებულოს განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე ქალაქში ოკუპანტების მიერ ჩამოგდებულ ბომბებსა და თავდასხმებს 2 187 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. მათი ინფორმაციით, 18 დღის განმავლობაში რუსებმა ქალაქში 100-მდე ბომბი ჩამოაგდეს, მხოლოდ ბოლო 24 საათში 22-ზე მეტი.
19:21 ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაჭრილი სამხედროები მოინახულა
18:49 ომის მე-18 დღე ხარკოვში
18:41 პოდოლიაკი: რამდენ ხანს უგულებელყოფს აშშ ომს?
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, მხოლოდ ერთადერთი შეკითხვა არსებობს: რამდენ ხანს უგულებელყოფს აშშ ომს და არ დახურავს უკრაინის თავზე ცას. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს და ასე ეხმაურება საოკუპაციო ძალების მიერ ჟურნალისტის მკვლელობას.
18:28 ღმერთის სახელით გთხოვთ, შეაჩერეთ ეს ხოცვა-ჟლეტა — პაპი ფრანცისკე
პაპი ფრანცისკე უკრაინაში რუსეთის შეჭრას მიუღებელ შეიარაღებულ აგრესიას უწოდებს და ამბობს, რომ უკრაინელების ხოცვა-ჟლეტა უნდა შეწყდეს. ამის შესახებ მან წმინდა პეტრეს მოედანზე ლოცვის დროს ისაუბრა.
"ღმერთის სახელით, გაიგონეთ ტანჯული ხალხის ტირილი და შეწყვიტეთ დაბომბვა და თავდასხმები [...] ღმერთის სახელით გთხოვთ, შეწყვიტეთ ეს ხოცვა-ჟლეტა", — თქვა მან.
18:18 დედაქალაქი 2-კვირიანი ბლოკადისთვის მზად არის —კიევის საქალაქო ადმინისტრაცია
კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ცნობით, ქალაქი მზად არის 2-კვირიანი ბლოკადისთვის. მათივე ცნობით, ქალაქში მოქალაქისთვის საკვების 2 კვირის მარაგი არსებობს. ამასთან მოქალაქეებს მოუწოდებენ, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა საცხოვრებელი არ დატოვონ.
17:54 სანქტ-პეტერბურგში უკრაინის ომის საწინააღმდეგო აქციაზე სულ მცირე 13 ჟურნალისტი დააკავეს
BBC წერს, რომ როგორც ადგილზე მყოფი ჟურნალისტი ამბობს, მათთვის დაკავების მიზეზი არ განუმარტავთ.
17:30 ირპენში ოკუპანტებმა ჟურნალისტი მოკლეს
ირპენში ოკუპანტებმა ჟურნალისტი მოკლეს. ინფორმაცია კიევის პოლიციის უფროსმა, ანდრეი ნებიტოვმა და შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკომ გაავრცელეს.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა გარდაცვლილი ჟურნალისტის პრესბარათი, რომელზეც ეწერა, რომ ის New York Times-ის ჟურნალისტია. ამავეს წერდნენ, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მედიები..
New York Times-მა განცხადება გააკეთა და თქვა, რომ გარდაცვლილი ჟურნალისტი მათთან თანამშრომლობდა წლების განმავლობაში, თუმცა ახლა არ იყო მათი წარმომადგენელი უკრაინაში. მედიის განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის Times-ის ჟურნალისტი იყო გამოიწვია იმან, რომ ის ატარებდა მათ ბეიჯს, რომელიც წლების წინ დაუმზადეს.
17:03 გერაშენკო ამბობს, რომ კადიროვი, სავარაუდოდ უკრაინაშია
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო ამბობს, რომ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი, შესაძლოა, უკრაინაში იმყოფება. როგორც Unian წერს, ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კადიროვი უკრაინაშია არ არსებობს.
გერაშენკო გამოაქვეყნა კადრები, რომელშიც სავარაუდოდ, კადიროვი ჩანს. მინისტრის მრჩეველმა მას მიმართა და მოუწოდა, სარდაფებში არ დაიმალოს.
16:20 აქცია ხერსონში
15:41 ლვოვში მშვიდობისა და უსაფრთხოების ცენტრის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა
ლვოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაქსიმ კოზიცკის განცხადებით, მშვიდობისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრზე, სამხედრო ბაზაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა 35 ადამიანი. მისივე ინფორმაციით საავადმყოფოში გადაყვანილია 134 ადამიანი.
"კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ და მივმართავ ნატოს ყველა სახელმწიფოს მთავრობას: დახურე ცა უკრაინის თავზე! დახურეთ ცა უკრაინის თავზე ან მოგვაწოდეთ სამხედრო თვითმფრინავები! ახლა გადამწყვეტი მომენტია, რადგან დაიბომბა ადგილი, რომელიც ნატოს ქვეყნის უახლოეს საზღვართანაა", — წერს ის.
ლვოვის რეგიონის ადმინისტრაციის ცნობით, ოკუპანტემბა სულ 30 რაკეტა გაისროლეს, უკრაინის მხარემ გარკვეული რაოდენობის განადგურება ჰაერშივე შეძლო. მათი თქმით, აგრძელებენ ადგილზე მუშაობას და განახლებულ ინფორმაციას გაავრცელებენ.
ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ამ დროისათვის ხანძარი ჩამქრალია და ნანგრევების დიდი რაოდენობა უკვე გაიწმინდა.
14:39 სვიატგორსკის ლავრა დაბომბვის შემდეგ
14:09 ქალაქის 70%-ს ვაკონტროლებთ, ბრძოლები გრძელდება 30%-ისთვის — ირპინის მერი
ირპინის მერის ალექსანდრე მარკუშინის განცხადებით, ქალაქის 70%-ს თავად აკონტროლებენ, ხოლო დარჩენილი 30%-ისთვის ბრძოლას განაგრძობენ.
13:30 ნიკოლაევში დაბომბვის შედეგად, 9 ადამიანი დაიღუპა
ნიკოლაევის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებით ოკუპანტების დაბომბვის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა.
13:12 ლვოვის დაბომბვა არის მორიგი ტერორისტული თავდასხმა მშვიდობაზე ევროკავშირისა და ნატოს საზღვართან — რეზნიკოვი
უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, ლვოვში, მშვიდობისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრზე თავდასხმა, ევროკავშირსა და NATO-ს საზღვარზე განხორციელებული მორიგი ტერორისტული აქტია.
"რუსეთი თავს დაესხა მშვიდობის დაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრს ლვოვის მახლობლად. აქ უცხოელი ინსტრუქტორები მუშაობენ. მსხვერპლთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. ეს არის ახალი ტერორისტული თავდასხმა მშვიდობაზე და უსაფრთხოებაზე ევროკავშირისა და ნატოს საზღვართან. ამის შესაჩერებლად შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. დახურეთ ცა!" — წერს ის.
13:05 ოკუპანტებმა დნიპრორუდნის მერიც გაიტაცეს
ზაპოროჟიეს რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე სტარუხის განცხადებით, ოკუპანტებმა დნიპრორუდნის მერი, ევგენი მატვეევი გაიტაცეს. სტარუხმა ამის შესაცებ Facebook-ზე დაწერა, რის შემდეგაც ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ Unian-მაც გაავრცელა.
"ომის დანაშაულები სისტემური ხდება. დნეპრორუდნის მერი ევგენი სერგეევიჩ მატვეევი გაიტაცეს", — წერს სტარუხი.
12:42 ლვოვში, მშვიდობისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრზე თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა
ლვოვის რეგიონული ადმინისტრაციის განცხადებით, სტარიჩიში მშვიდობისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ 9 ადამიანი დაიღუპა. მათივე ცნობით დაშავდა 57 ადამიანი, რომელიც გადაყვანილია საავადმყოფოში.
12:20 პოდოლიაკის თქმით, მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი "სამართლებრივი ფორმატების" შემუშავების შემდეგ გაიმართება
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი "სამართლებრივი ფორმატების" შემუშავების შემდეგ გაიმართება. როგორც უკრაინული მედია წერს მან ამის შესახებ ინტერვიუში ისაუბრა.
პოდოლიაკის თქმით, მოლაპარაკებების გამართვის თარიღი დაზუსტებული არ არის. მანვე აღნიშნა, რომ შეთანხმება რუსეთსა და უკრაინას შორის უნდა იყოს "მრავალკომპონენტიანი".
"ეს უნდა მოიცავდეს რამდენიმე პოზიციას. უპირველეს ყოვლისა, პოზიციები თავად ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით. მეორე მნიშვნელოვანი პუნქტია პროცედურა, სიჩქარე უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანის დროის პარამეტრების თვალსაზრისით. მესამე ნაწილი არის სამშვიდობო შეთანხმება. როგორ იქნება მშვიდობა გარანტირებული", — ციტირებს პოდოლიაკს უკრაინული მედია.
11:56 13 მარტს 1 ჰუმანიტარული დერეფანია დაგეგმილი
უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, 13 მარტს უკრაინაში 10 ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნება.
11:36 ჩერნიგოვში საჰაერო თავდასხმის შედეგად 9 სართულიანი სახლი დაზიანდა
საგანგებოს ინფორმაციით დაღუპულია ერთი ადამიანი. დაშავდა 1, ხოლო 7 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.
11:22 რუსეთის დანაკარგი ომის დაწყებიდან მე-18 დღეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე 12 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა ან ტყვედ ჩავარდა. უწყების ცნობით, ამ დროისთვის საოკუპაციო ძალების დანაკარგები ასეთია:
- ტანკი — 374 ერთეული;
- ჯავშანტექნიკა — 1 226 ერთეული;
- საარტილერიო სისტემა — 140 ერთეული;
- MLRS — 62 ერთეული;
- თვითმფრინავი — 74 ერთეული;
- ვერტმფრენი — 86 ერთეული;
- საავტომობილო ტექნიკა — 600;
- გემები/ნავები — 3 ერთეული;
- უპილოტო საფრენი აპარატები — 7.
10:44 ოკუპანტებმა ლვოვში 8 რაკეტა ისროლეს — რეგიონული ადმინისტრაცია
ლვოვის რეგიონული ადმინისტრაციის განცხადებით, რუსულმა ჯარებმა ავიაიერიში მშვიდობისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრზე მიიტანეს. მათი ცნობით, ოკუპანტებმა 8 რაკეტა ისროლეს. როგორც ადმინისტრაციაში საუბრობენ, დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია დგინდება.
10:13 ხარკოვში რაკეტა 5-სართულიან სახლს მოხვდა, არის მსხვერპლი
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, ხარკოვში 5-სართულიან კორპუსს ოკუპანტების მიერ გასროლილი რაკეტა მოხვდა, არის მსხვერპლი. უწყების ინფორმაციით, ნანგრევებიდან 73 წლის ქალი ამოიყვანეს.
09:45 ოკუპანტებმა დონეცკში სვიატოგორსკის ლავრაზე მიიტანეს იერიში
აფეთქების შედეგადშენობა დაზიანდა, ჩაიმსხვა ფანჯრები. სვიატოგორსკის ლავრაში 520 დევნილი აფარებდა თავს, მათ შორის 200 ბავშვი.
03:00 ხერსონში ჟურნალისტი გაუჩინარდა
როგორც უკრაინული მედია წერს, კოლეგები ეჭვობენ, რომ ის ოკუპანტებმა გაიტაცეს.
"დაახლოებით 16:30 საათზე ოლეგი შეხვედრაზე წავიდა, ტელეფონი და საბუთები სახლში დატოვა. მითხრა, რომ 20 წუთში დაბრუნდებოდა, თუმცა არ დაბრუნდა", — აცხადებს ბატურინის ცოლი
ადგილობრივები ამბობენ, რომ დაახლოებთ 16:50 საათზე ავტოსადგურთან რუსი ჯარისკაცები იყვნენ.
02:00 ზელენსკი: ვერ იდგები ადამიანისგან 20 მეტრში და იტყვი: "იგრძენი მხარდაჭერა", ასე არ მუშაობს
"ასე არ მუშაობს. მაგრამ ეს არის ის, რაც ხდება უკრაინასა და NATO-სთან. ძალიან ბევრი წელი უკრაინა ისწრაფოდა, რომ ალიანსს შეერთებოდა, რომ თანასწორი ყოფილიყო და იგივე გარანტიები ჰქონოდა, რაც დანარჩენ ევროპას და ამის შესახებ ყოველთვის გევუბნებოდნენ. ჩვენ გვეხუტებოდნენ, ოღონდ შორიდან", — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ VICE News-თან ინტერვიუში.
00:56 ასე გააცილეს დაღუპული ჯარისკაცი ხმელნიცკის რაიონში
00:48 მოქმედი მერის გატაცების შემდეგ, რუსებმა მელიტოპოლში ახალი "მერი" დანიშნეს
მოქმედი მერის გატაცების შემდეგ, რუსებმა მელიტოპოლში ახალი "მერი" დანიშნეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრი ავრცელებს.
"გატაცებული კანონიერი ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის ნაცვლად, რუსმა ოკუპანტებმა ახალი "მერი" დანიშნეს. ახალი მერი ჰალინა დანილჩენკო, მელიტოპოლის საკრებულოს დეპუტატი გახდა. მოღალატემ უკვე ჩაწერა ვიდეომიმართვა "ახალ რეალობასთან შეგუებისკენ" მოწოდების მესიჯით.
მოღალატეს უნდა შევახსენოთ, რომ ღალატი ახლა ისჯება უვადო თავისუფლების აღკვეთით, ქონების სრული ჩამორთმევით. ამიტომ მას მალე მოუწევს ახალ რეალობასთან ადაპტირება", — აღნიშნავენ ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრში.
23:33 მოქალაქეებმა მოსკოვის გამზირის აბრები ჩაანაცვლეს სტიკერებით, რომელსაც იაშკა ციგანკოვის სახელი აწერია
23:15 მიხაილო პოდოლიაკის ვიდეო კიევის ქუჩებიდან
23:10 რუსეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებები უწყვეტ ვიდეო ფორმატში მიმდინარეობს — პოდოლიაკი
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებები უწყვეტ ვიდეო ფორმატში მიმდინარეობს. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.
"რუსეთის ფედერაციის დელეგაციასთან მოლაპარაკებები ახლა უწყვეტ ვიდეო ფორმატში მიმდინარეობს. სპეციალური სამუშაო ქვეჯგუფები შეიქმნა. უკრაინის პოზიციები წინა დირექტივებით არის განსაზღვრული", — წერს ის.
22:28 კულებას თქმით, რუსეთი ხერსონში მოჩვენებითი რეფერენდუმის ჩატარებას ცდილობს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით რუსეთი ხერსონში "სახალხო რესპუბლიკისთვის" მოჩვენებეითი რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს. ამის შესახებ კულება Twitter-ზე წერს.
"2014 წლის მეთოდით, რუსეთის ფედერაცია უიმედოდ ცდილობს ხერსონში ყალბი "სახალხო რესპუბლიკისთვის" მოჩვენებითი "რეფერენდუმის" ჩატარებას. ხალხში ნულის ტოლი მხარდაჭერის გათვალისწინებით, ამიტომ ეს სრულად დადგმული იქნება. ამ გეგმების განხორციელების შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციისთვის მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს. ხერსონი არის და ყოველთვის იქნება უკრაინა", — წერს ის.
21:55 რუსებმა კიევის რეგიონში ქალებისა და ბავშვების კოლონა ჩაცხრილეს, დაიღუპა 7 ადამიანი
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 11 მარტს, როცა შეთანხმებული ე.წ. მწვანე დერეფნის დახმარებით მოქალაქეები ერთი სოფლიდან მეორეში ევაკუაციას ცდილობდნენ, ოკუპანტებმა კოლონა ჩაცხრილეს. მათი თქმით, კოლონა კონკრეტულად ქალებისა და ბავშვებისგან შედგებოდა.
უწყების განცხადებით, ამის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი ბავშვია. სამინისტროს დაჭრილებზე ზუსტი ცნობები ამჟამად არ აქვს. მათივე თქმით, სროლის შემდეგ, ოკუპანტებმა კოლონის დანარჩენ ნაწილს სოფელში დაბრუნება აიძულეს და ევაკუაციის საშუალება არ მისცეს.
თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამჟამად მოქალაქეებთან კომუნიკაციის დამყარება, ასევე ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების გაწევა თითქმის შეუძლებელია.
21:39 ზელენსკი NATO-ს: ახლა გვტკივა, ახლაა საჭირო ხელოვნური სუნთქვით დახმარება
"მაგრამ ახლა გვტკივა... ახლაა საჭირო ხელოვნური სუნთქვით დახმარება, როცა ადამიანის ახლა უჭირს. თქვენ არ შეგიძლიათ თქვათ: "ჩვენი კარი ღიაა", ადამიანი, შესაძლოა, ცოცხალიც აღარ იყოს. ამიტომ, სად იღება ეს კარი? სხვა სამყაროში. ჩვენ კი ჯერ დედამიწაზე ცხოვრება გვსურს, ამიტომ ვიბრძით", — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
20:59 ომის დაწყებიდან უკრაინაში 500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
გაეროს უახლესი მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან 579 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, დაშავდა — 1 002. მათი ცნობით, 24 თებერვლიდან დღემდე დაღუპულია, სულ მცირე, 42 ბავშვი, ხოლო დაშავებულია — 54.
20:29 ზელენსკი შოლცსა და მაკრონს ესაუბრა, ის მელიტოპოლის მერის გათავისუფლებაში დახმარებას ითხოვს
ვოლოდიმირ ზელენსკი ოლაფ შოლცსა და ემანუელ მაკრონს ტელეფონით ესაუბრა. უკრაინის პრეზიდენტი პარტნიორებს მელიტოპოლის მერის გათავისუფლებაში დახმარებას სთხოვს. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა და აღნიშნა, რომ საუბრისას მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის დანაშაულებები განიხილეს.
20:15 რუსული ბაზარი უკვე 200-მდე კომპანიამ დატოვა
20:11 მარიუპოლი გაანადგურეს, დაღუპულთა რიცხვის დათვლა შეუძლებელია, მოგვეცით თვითმფრინავები — უკრაინის რადა
უკრაინის უმაღლესი რადა უკრაინის თავზე ცის დახურვას ითხოვს. ამის შესახებ Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნეს, რომელსაც მარიუპოლში განადგურებული საცხოვრებელი კორპუსებისა და ქუჩების ფოტოები აქვს თანდართული.
19:47 ზელენსკი თანახმაა, რომ უკრაინა-რუსეთის ლიდერებს შორის მოლაპარაკებები იერუსალიმში წარიმართოს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზლენესკი თანახმაა, რომ უკრაინა-რუსეთის ლიდერებს შორის მოლაპარაკებების იერუსალიმში წარიმართოს. ამასთან, მას მიაჩნია, რომ ისრაელის შუამავლობა "ისტორიულად ძალიან კარგია".
"ჩვენ ვესაუბრეთ ბატონ ბენეტს და ვუთხარი, რომ ვფიქრობ, რომ დღეს არასწორი, არაკონსტრუქციულია რუსეთში, უკრაინასა და ბელორუსში შეხვედრები. ეს არ არის ის წერტილები, სადაც საერთოს პოვნა და ომის შეჩერება შეგვიძლია. მე არ ვსაუბრობ ტექნიკურ შეხვედრებზე, არამედ ლიდერების შეხვედრებზე. ვფიქრობ, რომ ისრაელი შეიძლება იყოს ასეთი მიწა და განსაკუთრებით იერუსალიმი? დიახ, ასე მგონია", — თქვა მან.
19:35 ზელენსკის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე 1300 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის დაწყებიდან დღემდე დაღუპული უკრაინის სამხედროების რაოდენობა დაასახელა. მისი განცხადებით, რუსეთის ომის დაწყებიდან მათი 1 300 ჯარისკაცი დაიღუპა.
"ჩვენ, დაახლოებით, 1 300 დაღუპული სამხედრო გვყავს, მაშინ, როცა რუსეთს 12 ათასზე მეტი. არ ვარ ბედნიერი, რომ 12 ათასი მათგანი დაიღუპა", — თქვა მან.
19:07 მაკრონმა და შოლცმა სატელეფონო საუბარში პუტინს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს
გერმანია-საფრანგეთის ლიდერებსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. როგორც საერთაშორისო მედია წერს, ემანუელ მაკრონმა და ოლაფ შოლცმა ვლადიმერ პუტინს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდეს და ოკუპანტი სახელმწიფოს პრეზიდენტს უთხრეს, რომ "კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტისკენ გადავიდეს".
18:46 საქართველოში რუსეთის ყოფილ საელჩოსთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
18:45 არესტოვიჩის თქმით, რუსეთს რეზერვების შესავსებად ძალები აფხაზეთიდან და მთიანი ყარაბაღიდან გაჰყავს
პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, ომის დასაწყისში რუსებმა უკრაინაში ტაქტიკური ჯგუფის 90-ზე მეტი ბატალიონი შეიყვანეს. აქედან თითქმის 15 მთლიანად განადგურდა, ხოლო 20-ზე მეტი ქმედუუნაროა. მისივე თქმით, რუსეთს რეზერვების შესავსებად ძალები აფხაზეთიდან და მთიანი ყარაბაღიდან გაჰყავს.
"მათ კიდევ დარჩათ მცირე რეზერვი. ახლა ზრდიან რეზერვებს, გამოჰყავთ სამშვიდობოები აფხაზეთიდან, მთიანი ყარაბაღიდან, ნაწილობრივი მობილიზაციის საფარქვეშ ცდილობენ იქ სამხედროების გადაყვანას და ტაქტიკური ჯგუფის 20-30 ბატალიონის აღდგენას. მაგრამ თავად მიხვდით, როგორია ასეთი ადამიანების საბრძოლო შესაძლებლობები", — თქვა მან.
17:45 ზელენსკი: შეგვიძლია, დარწმუნებით ვთქვთ — ათწლეულების განმავლობაში ეს არის ყველაზე დიდი დარტყმა რუსულ არმიაზე
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ოკუპანტების დანაკარგების დინამიკა მე-17 დღეს ისეთია, მას დარწმუნებით შეუძლია იმის თქმა, რომ ათწლეულების განმავლობაში ეს არის ყველაზე დიდი დარტყმა რუსულ არმიაზე.
"ჩვენი შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მტერს წაართვან ნებისმიერი სურვილი უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელების. რუსული არმიის დანაკარგები კოლოსალურია. ოკუპანტების დანაკარგების დინამიკა მე-17 დღეს ისეთია, რომ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ — ეს არის ყველაზე დიდი დარტყმა რუსულ არმიაზე ათწლეულების განმავლობაში", — თქვა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ რუსეთის სამხედროები ტყვედ ბარდებიან უკრაინელებს, ან "გარბიან სახლში, რუსეთში". მისი თქმით, ახლა არ უნდა შემცირდეს წინააღმდეგობის მოძრაობა და მოქალაქეებს მიმართა, რომ ერთად უნდა იმუშაონ თავდაცვის გასაძლიერებლად.
16:59 თბილისში რუსეთის საელჩოსთან საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად რუსების აქცია გაიმართა
16:30 ზელენსკი მელიტოპოლის მერის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მელიტოპოლის მერის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. მისი თქმით, ამ საკითხზე ესაუბრა საფრანგეთის, გერმანიისა და ისრაელის ლიდერებს.
"გუშინ ოკუპანტებმა გაიტაცეს მელიტოპოლის მერი, საზოგადოება მის გათავისუფლებას ითხოვს და ეს მნიშვნელოვანია. მადლობელი ვარ თითოეული მელიტოპოლელის ამ წინააღმდეგობისთვის", — თქვა ზელენსკიმ.
15:44 ევროპარლამენტარებმა მარიუპოლის მოსახლეობასა და მერს მიმართეს
15:05 დეზინფორმაციამ ჩრდილი მიაყენა უკრაინისადმი ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას — პაპუაშვილის წერილი სტეფანჩუკს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უკრაინის რადას თავმჯდომარეს რუსლან სტეფანჩუკს წერილი გაუგზავნა, სადაც ამბობს, რომ დეზინფორმაციაზე დაფუძნებულმა კამპანიებმა ჩრდილი მიაყენა საქართველოს მხრიდან უკრაინისადმი მტკიცე და უანგარო მხარდაჭერას და სოლიდარობას. პაპუაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ საერთაშორისო არენაზე საქართველო პოლიტიკური და დიპლომატიური ძალისხმევით უკრაინის მხარდაჭერის წინა ხაზზე დგას.
პარლამენტის თავმჯდომარე ასევე საუბრობს უკრაინისა და საქართველოს პარტნიორობისა და საუკუნოვანი მეგობრობის შესახებ. მისი თქმით, იზიარებენ ერთობლივ ხედვას ქვეყნების ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალთან დაკავშირებით.
14:29 რუსეთის თავდასხმა ნიკოლაევის საცხოვრებელ უბანზე
14:04 მარიუპოლი თავდასხმების შემდეგ
13:47 ეკლესიის სახელით 15 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება შეგროვდა და გაეგზავნა ხალხს, რომელიც იტანჯება — ილია მეორე
ილია მეორეს განცხადებით, 1 კვირის განმავლობაში სამრევლოში 15 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება შეგროვდა და უკრაინელ ხალხს გაეგზავნა.
13:23 გაეროს 11 მარტის მონაცემებით, უკრაინა 2 504 893-მა ადამინამ დატოვა
13:12 ლოხვიციიდან სუმის მიმართულებით ხალხის ევაკუაციისთვის 79 ავტობუსი გაემგზავრა
13:04 16 დღეში დაიღუპა 79 ბავშვი, 100-მდე კი დაშავდა — უკრაინის პროკურატურა
უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, 24 თებერვლიდან 11 მარტის ჩათვლით, უკრაინაში 79 ბავშვი დაიღუპა, 100-მდე კი დაშავდა. მათივე ინფორმაციით, დაღუპულთა და დაჭრილთა უმეტესობა არის კიევის, ხარკოვის, დონეცკის, სუმის, ხერსონის და ჟიტომირის ოლქებიდან.
უწყების ცნობთ, დანგრეულია 280-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება, მათგან 9 მთლიანად. მათი განცხადებით, დონეცკის ოლქში დაზიანდა 110 სასწავლო დაწესებულება, სუმის ოლქში — 28, კიევში — 17.
12:39 რუსული ძალების დიდი ნაწილი კიევიდან 25 კილომეტრშია — დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ამბობს, რომ რუსული სამხედრო ძალების დიდი ნაწილი კიევიდან 25 კილომეტრშია.
"ბრძოლა გრძელდება კიევის ჩრდილო-დასავლეთით, რუსეთის სახმელეთო ჯარების მონაწილეობით, რომელიც ახლა ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 25 კილომეტრში იმყოფებიან", — წერს სამინისტრო.
დიდი ბრიტანეთის ცნობით, კიევის ჩრდილოეთით რუსული ჯარების გადაადგილება შეინიშნება, ვარაუდობენ, რომ ისინი, დიდი ალბათობით, კიევის ალყაში მოქცევის ოპერაციაში აპირებენ მონაწილეობის მიღებას.
12:13 რუსეთის დანაკარგი ომის დაწყებიდან მე-17 დღეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე 12 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა ან ტყვედ ჩავარდა. უწყების ცნობით, ამ დროისთვის საოკუპაციო ძალების დანაკარგები ასეთია:
- ტანკი — 353 ერთეული;
- ჯავშანტექნიკა — 1 205 ერთეული;
- საარტილერიო სისტემა — 135 ერთეული;
- MLRS — 58 ერთეული;
- AAD — 33;
- თვითმფრინავი — 58 ერთეული;
- ვერტმფრენი — 83 ერთეული;
- საავტომობილო ტექნიკა — 585;
- გემები/ნავები — 3 ერთეული;
- უპილოტო საფრენი აპარატები — 7.
11:48 მელიტოპოლის მოსახლეობა მერის, ივან ფედოროვის გათავისუფლებას ითხოვს
11:26 12 მარტს 12 ჰუმანიტარული დერეფანია დაგეგმილი
უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, 12 მარტს უკრაინაში 12 ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნება.
10:45 გავიხსენებ კაჩინსკის სიტყვებს 2008 წელს თბილისში — 24 თებერვალს დადგა უკრაინისთვის ეს საშინელი "ხვალ"
"გავიხსენებ პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის სიტყვებს, რომელიც 2008 წელს თქვა თბილისში: "ჩვენ კარგად ვიცით, დღეს — საქართველო, ხვალ — უკრაინა, ზეგ — ბალტიის ქვეყნები და შემდეგ, ალბათ, დრო მოვა ჩემი ქვეყნისთვის — პოლონეთისთვის"
24 თებერვალს დადგა უკრაინისთვის ეს საშინელი "ხვალ", რაზეც პრეზიდენტმა კაჩინსკიმ ისაუბრა. დღეს ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის არასოდეს მოვიდეს ასეთი ცუდი პერიოდი. ჩვენ ერთად ვიბრძვით. ჩვენ გვაქვს ძალა" — თქვა ზელენსკიმ პოლონეთის სეიმის წევრებისთვის მიმართვის დროს.
10:38 ნიკოლაევში ონკოლოგიური კლინიკა დაბომბეს
ნიკოლაევის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებით, ღამით ოკუპანტებმა კლინიკა და სხვა შენობები დაბომბეს. მისი თქმით, არ არის მსხვერპლი, 2 ადამიანია დაჭრილი. უკრაინული მედიები დაბომბილი კლინიკის კადრებსაც ავრცელებენ.
10:34 ვასილკოვში ოკუპანტებმა თავდასხმის შემდეგ ნავთობის საცავი იწვის
10:10 ხარკოვის რეგიონში დაბომბვისას 2-სართულიანი სახლი დაზიანდა, დაიღუპა 5 ადამიანი — 2 ბავშვა
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, ხარკოვის რეგიონში დაბომბვისას 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, სადაც 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვია. უწყების ინფორმაციით, განაგრძობენ მუშაობას.
09:51 ბროვარსკის რაიონში ოკუპანტების დაბომბვის შედეგად გაყინული პროდუქტების შესანახ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ წინასწარი ინფორმაციით შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
09:24 იტალიამ რუს ოლიგარქს 578 მილიონი დოლარის ღირებულების იახტა ჩამოართვა
CNN-ის ცნობით, იტალიის საფინანსო პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ რუს ოლიგარქ ანდრეი მელნიჩენკოს მეგა იახტა ჩამოართვა. განცხადებაში ნათქვამია, რომ იახტა სახელწოდებით SY A ღირს, დაახლოებით, 530 მილიონი ევრო (578 მილიონი დოლარი) და ინახებოდა ტრიესტის ჩრდილო-აღმოსავლეთ პორტში.
07:34 რუსმა სამხედროებმა ჩერნიგოვში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს
06:48 ბულგარეთი რუსეთსა და უკრაინას მოლაპარაკებებში შუამავლობას სთავაზობს
ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას შეუძლია უმასპინძლოს მოლაპარაკებებს უკრაინასა და რუსეთს შორის.
"ბულგარეთს შეუძლია ლეგიტიმურად მოითხოვოს, რომ არის ასეთი მოლაპარაკებების ადგილი, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს ევროკავშირთან კოორდინაციით", — განაცხადა პრეზიდენტმა.
05:37 უკრაინელების მიერ განადგურებული რუსული ჯავშანტექნიკა
04:56 ზელენსკი მელიტოპოლის მერის დატყვევებაზე: დამპყრობლები ტერორის ახალ ეტაპზე გადავიდნენ
იპოვეთ ისეთები, რომლებიც დათმობდნენ ქალაქებს და ძალაუფლებას", — აღნიშნავს ზელენსკიმ.
ამის მიზეზი, სწორედ ამიტომ გადავიდნენ ოკუპანტები ტერორის ახალ ადგილზე, როდესაც "ისინი აღმოაჩინა ფიზიკურად გაანადგურონ უკრაინის ლეგიტიმური მისი ადგილობრივი წარმომადგენლები".
04:44 ფოტოგრაფმა ასახა რაც ნახა სადგურზე, სადაც ასეულობით ადამიანი საკუთარ სახლსა და ოჯახს დაემშვიდობა
04:36 CNN: ზელენსკისა და ბაიდენს ერთ-ერთი ყველაზე გრძელი სატელეფონო საუბარი აქვს
გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ომის დაწების შემდეგ ზელენსკისა და ბაიდენის საუბარი 30-40 წუთი გრძელდებოდა, 11 მარტს კი 49 წუთი ისაუბრეს. მათი თქმით, ბაიდენმა ზელენსკისთან დეტალურად დააზუსტა რუსეთის დასჯის ახალი ზომები.
ზელენსკიმ ტვიტერზე დაწერა, რომ ბაიდენს ბრძოლის ველზე არსებული ვითარება გააცნო, ასევე მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შესახებ და შეთანხმდნენ უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაზრდის შემდგომ ნაბიჯებზე.
04:27 ზელენსკი: ჩემი რჩევა მოაზროვნე რუსებს: მოძებნეთ სანდო ინფორმაციის მიღების გზები
"გაუფრთხილდით თქვენს სმარტფონებსა და კომპიუტერებს ქუჩებში უსაფრთხოების ძალებისგან. ისინი ემზადებიან, შეამოწმონ, რა აქვთ ხალხს ტელეფონებში, ლეპტოპებში. მე სპეციალურად გაფრთხილებთ: ისწავლეთ წინააღმდეგობა გაუწიოთ რეპრესიებს, რომლის გაზრდასაც თქვენი ხელისუფლება გეგმავს. რადგან მოაზროვნე ხალხი ყველა ქვეყანაში უნდა იყოს, რუსეთშიც. და რუსეთში ასეთები არიან", — განაცხადა ზელენსკიმ.
04:16 რუსული ჯარები ნიკოლაევს ბომბავენ
04:05 ზელენსკის მორიგი ვიდეო კიევიდან
03:54 ზელენსკი: რუსეთის ყველა მოქალაქე იგრძნობს, რომ მშვიდობის არარსებობა საფრთხეა მისთვის
'რაც უფრო ნაკლებ დოლარს გამოიმუშავებს რუსული ბიზნესი და რაც უფრო ნაკლებ გადასახადებს მიიღებს რუსეთის სახელმწიფო, მით ნაკლები შესაძლებლობა ექნება რუს სამხედროებს ჩვენი ხალხის მოკვლის. [...]
მოსკოვის გადამცვლელ პუნქტებში დოლარის კურსმა უკვე 200 რუბლსაც კი მიაღწია. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. საერთაშორისო სანქციების მოქმედების დასაწყისი. შემდეგი ნაბიჯი არის შეერთებულ შტატების აკრძალვა რუსეთში დოლარის შეტანაზე.
შედეგად ვალუტის დეფიციტი იქნება. შესაბამისად, კურსი კიდევ უფრო ითამაშებს. შესაბამისად, ფასები გაიზრდება. შესაბამისად, რუსეთის ყველა მოქალაქე იგრძნობს, რომ მშვიდობის არარსებობა საფრთხეს წარმოადგენს პირადად მისთვის", — განაცხადა ზელენსკიმ.
03:42 ჩვენი შეიარაღებული ძალები უპასუხებენ რუსეთს მარიუპოლში ადამიანების ყოველი წუთის ტანჯვისთვის — ზელენსკი
"ტკივილით უნდა ვთქვა: მარიუპოლი რჩება მტრის მიერ დაბლოკილი, რუსმა ჯარებმა არ შეუშვეს ჩვენი დახმარება ქალაქში და აგრძელებენ ჩვენი ხალხის, ჩვენი მარიუპოლის მაცხოვრებლების წამებას.
ხვალ მაინც ვეცდებით. კიდევ ერთხელ გამოვგზავნით საკვებს, წყალს და სამედიცინო მასალებს ჩვენი ქალაქისთვის.
დარწმუნებული ვარ, უკრაინის შეიარაღებული ძალები პასუხს გასცემენ ჩვენი ხალხის ტანჯვის ყოველი წუთისთვის. და ეს არ არის პათოსი, არ არის საფრთხე. ეს არის რეალობის კონსტანტაცია",— განაცხადა პრეზიდენტმა.
03:39 ნიკოლაევში რუსული დაბომბვისას ონკოლოგიური საავადმყოფო დაზიანდა
03:31 ზელენსკი რუს დედებს: ნუ გზავნით შვილებს ომში უცხო ქვეყანაში, სასწრაფოდ იმოქმედეთ
"მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა ყველა რუსი დედისთვის, განსაკუთრებით წვევამდელთა დედებისთვის — ნუ გზავნით შვილებს ომში უცხო ქვეყანაში. არ დაუჯეროთ დაპირებებს, რომ მათ უბრალოდ გაგზავნიან სადღაც ვარჯიშებისთვის ან სადმე არასაბრძოლო პირობებში.
შეამოწმეთ სად არის თქვენი შვილი და თუ ოდნავი ეჭვიც კი გაგიჩნდებათ, რომ თქვენი შვილი შეიძლება გაგზავნონ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად, სასწრაფოდ იმოქმედეთ", — განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
03:25 საქართველოს მთავრობა მოქმედებს მკაფიოდ და აუცილებელი სიფრთხილით — ჰუბერტ ქნირში
პირველ არხთან ინტერვიუში გერმანიის ელჩი, ჰუბერტ ქნირში აცხადებს, რომ მისი აზრით, საქართველოს მთავრობა მოქმედებს მკაფიოდ და აუცილებელი სიფრთხილით, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებში ძალიან ნათლად გამოდის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.
"თავის დასავლელ პარტნიორებთან ერთად საქართველო იყო გაერო-ს რეზოლუციის ინიციატორი. ვხედავთ, რომ საქართველო ბევრს აკეთებს უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად და მას მოუწევს კიდევ სხვა ამოცანების შესრულება.
ვნახეთ, რომ დაიკეტა ვითიბი ბანკი. ეს იყო მნიშვნელოვანი და კარგი ღონისძიება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ევროკავშირის და აშშ-ს სანქციების გვერდის ავლა საქართველოს მეშვეობით და ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის", — განაცხადა ქნირშმა.
- სტატიის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.
03:15 უკრაინის საგარეო მელიტოპოლის მერის გატაცებაზე საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს
"მელიტოპოლის მერის გატაცება კვალიფიცირებულია, როგორც ომის დანაშაული ჟენევის კონვენციებისა და I დამატებითი პროტოკოლის მიხედვით, რომელიც ომის დროს კრძალავს სამოქალაქო მძევლების აყვანას.
ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას დაუყოვნებლივ უპასუხოს ივან ფედოროვის და სხვა მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცებას უკრაინაში, გაზარდოს ზეწოლა რუსეთზე, რათა აიძულოს იგი შეწყვიტოს ბარბაროსული ომი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ", — აცხადებს საგარეო.
03:05 აშშ სანქციებს დმიტრი პესკოვის ოჯახსაც უწესებს
აშშ სანქციებს ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის ოჯახსაც უწესებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი აქტივები გაიყინა. საუბარია ცოლსა და ორ შვილზე, თავად პესკოვი კი უკვე სანქცირებულია.
"დღეს, OFAC ასახელებს პესკოვის ოჯახის სამ წევრს, რომლებიც ცხოვრობენ მდიდრული ცხოვრების წესით, რაც არ შეესაბამება პესკოვის საჯარო მოხელის ხელფასს და, სავარაუდოდ, დაფუძნებულია უკანონოდ მოპოვებულ სიმდიდრეზე, პესკოვის პუტინთან კავშირებზე", — ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
- სტატიის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.
02:50 ევროკავშირი რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს ისევ ზრდის — რა შეიზღუდება ამჯერად
შაბათს ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტს აამოქმედებს. დოკუმენტი ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა დეტალებზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ისაუბრა.
ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი აკრძალავს ფოლადის იმპორტს რუსეთიდან და ფუფუნების პროდუქციის ექსპორტს მოსკოვში. მისივე თქმით, დარწმუნდებიან, რომ რუსეთი და მისი ელიტები ვერ გამოიყენებენ კრიპტოაქტივებს სანქციებისთვის გვერდის ასავლელად. როგორც ლაიენი ამბობს, ევროკავშირი შეადგენს აკრძალვებს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორშიც, რაც დაფარავს ყველა ინვესტიციას და ფინანსურ მომსახურებას ენერგიის მოპოვებისა და წარმოებისთვის.
- სტატიის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.
02:20 როგორ აფასებს კულება ევროპული საბჭოს განცხადებას "უკრაინის ევროპული მისწრაფებების აღიარებაზე"
საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მიიჩნევს, რომ ევროსაბჭოს გადაწყვეტილება უკრაინასთან დაკავშირებით ნიშნავს "რევოლუციას" ევროკავშირთან დაახლოების საქმეში. თუმცა, კულებამ აღიარა, რომ სამიტის შედეგები საკმაოდ არაერთგვაროვანია, რადგან უკრაინას სურდა მიეღო კანდიდატის სტატუსის პოლიტიკური აღიარება ევროკავშირის ლიდერების ამ შეხვედრაზევე.
"თუმცა, თუ შევადარებთ ჩვენს მოლოდინებს სამი კვირის წინ, ის, რაც წუხელ მოხდა, არის რევოლუცია, რომელმაც ჩვენი ევროკავშირის წევრობა ლიანდაგებზე დააყენა. ჩვენ ლიანდაგზე დაგვაყენეს და ჩვენი მატარებელი წავიდა ევროკავშირისკენ", — ევროპეისკაია პრავდას ინფორმაციით, ამის შესახებ მინისტრმა ტელეეთერში განაცხადა.
- სტატიის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.
02:05 ნიკოლაევში სამოქალაქო ობიექტებს ბომბავენ
01:54 Pink Floyd და დევიდ გილმორი ციფრულ პლატფორმებზე რუსეთსა და ბელარუსში თავიანთ მუსიკას წაშლიან
ცნობილი ბრიტანული მუსიკალური ჯგუფი, Pink Floyd და მისი სოლისტი, დევიდ გილმორი, ციფრულ პლატფორმებზე რუსეთსა და ბელარუსში თავიანთ მუსიკას წაშლიან. გადაწყვეტილება, რომელიც სოციალურ მედიაში გაკეთებული განცხადებიდან შევიტყვეთ, მუსიკოსებმა რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების საპასუხოდ მიიღეს.
01:36 კიევში ბლოკპოსტთან ხალხის მსახურის დეპუტატი დააკავეს
გავრცელებულ ვიდეოში დეპუტატის დაკავება ჩანს. უკრაინსკაია პრავდას ინფორმაციით, პოლიცია აცხადებს, რომ ის ბლოკპოსტებს იღებდა, რაც ახლა აკრძალულია.
მოგვიანებით დაპოსტა დეპუტატმაც. მისი თქმით, პოლიციისგან ინფორმაციას ელოდებიან და შემდეგ აჩვენებს რა სიტუაცია იყო.
01:33 ივანო-ფრანკოვსკში აეროპორტი დაბომბეს
ივანო-ფრანკოვსკის მერმა, რუსლან მარცინკოვმა განაცხადა, რომ აეროპორტზე მეორე სარაკეტო თავდასხმის შემდეგ ინფრასტრუქტურა თითქმის მთლიანად განადგურდა. მისი თქმით, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია, მაგრამ აეროპორტის მახლობლად მცხოვრებ ადამიანებს სხვაგან გადასვლისკენ მოუწოდა.
01:23 დასავლეთს 2014 წელს ყირიმში შეჭრის წინააღმდეგ ხმა რომ ამოეღო, დღევანდელი სურათის წინაშე ვიდგებოდით? — ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკრიტიკა დასავლეთი 2014 წელს რუსეთის ყირიმის ნახევარკუნძულზე შეჭრაზე პოზიციის გამო. ადგილობრივი მედიის Anadolu Agency-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ერდოღანმა დიპლომატიური ფორუმის გახსნის ცერემონიაზე ისაუბრა.
"მთელი დასავლეთს 2014 წელს ყირიმში შეჭრის წინააღმდეგ ხმა რომ ამოეღო, დღევანდელი სურათის წინაშე ვიდგებოდით? [..]
იმედი გვაქვს, რომ ზომიერება და საღი აზრი გაიმარჯვებს და იარაღი რაც შეიძლება მალე გაჩუმდება", — თქვა ერდოღანმა.
01:15 სირცხვილიას პროტესტი რიჟვაძეს, რომელიც არ პასუხობს კითხვას, ვინ დაიწყო ომი უკრაინაში
00:51 ენერგოატომი: საოკუპაციო ძალები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს სამხედრო ბაზად იყენებენ
00:45 ჩერნიგოველმა ვიდეოგრაფმა გადაიღო გაგარინის მოედანზე საჰაერო თავდასხმის შედეგები
00:21 Youtube რუსულ სახელმწიფო არხებზე წვდომას მთელს მსოფლიოში ზღუდავს
Youtube რუსულ სახელმწიფო არხებზე წვდომას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ზღუდავს. კომპანიის განცხადებით, წაშლიან ისეთ ვიდეოებსაც, რომელიც მათ პოლიტიკას ეწინააღმდეგება, კერძოდ, საუბარია, ძალადობრივი გამოსახულების გავრცელებაზე.
ამასთან, ახლა კომპანია შლის კონტენტს, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას ეხება და მათ შინაგანაწესს ეწინააღმდეგება.
Youtube-ს აქამდე რუსული სამთავრობო არხები, მათ შორის, Sputnik და Russian Today მხოლოდ ევროპელი მომხმარებლებისთვის ჰქონდა დაბლოკილი.
23:39 პოლონეთთან ძლიერი ალიანსი დავამყარეთ, რაც არა ქაღალდზე დაწერილი სიტყვებიდან, არამედ რეალობიდან წარმოიშვა — ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ პოლონეთთან ძალიან ძლიერი ალიანსი დაამყარა. მისი თქმით, ეს ალიანსი არა "ქაღალდზე დაწერილი სიტყვებიდან", არამედ რეალობიდან მოდის.
"ვგრძნობ, რომ უკვე დავამყარეთ ძალიან ძლიერი ალიანსი პოლონეთთან. თუნდაც არაფორმალური, მაგრამ ალიანსი, რომელიც წარმოიშვა რეალობიდან და არა ქაღალდზე დაწერილი სიტყვებიდან, სითბოდან ჩვენს გულებში და არა პოლიტიკური განცხადებებიდან სამიტებში. იქიდან, თუ როგორ ექცევით თქვენ ჩვენს ხალხს, უკრაინელებს, რომლებიც გადარჩნენ თქვენს მიწაზე ბოროტებისგან, რომელიც მოვიდა ჩვენს მიწაზე", — თქვა მან.
22:00 აშშ რუსეთისთვის დოლარის მიყიდვას და მიწოდებას კრძალავს
ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთისთვის დოლარის მიყიდვასა და მიწოდებას კრძალავს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
"იკრძალება დოლარის ექსპორტი, რეექსპორტი, გაყიდვა ან მიწოდება, პირდაპირ ან ირიბად შეერთებული შტატებიდან, ან შეერთებული შტატების მოქალაქის მიერ, სადაც არ უნდა იყოს, რუსეთის ფედერაციის, ან რუსეთის ფედერაციაში მყოფი ნებისმიერი პირისთვის", — ნათქვამია განცხადებაში.
21:59 ოკუპანტებმა ორსული სამშობიაროში არ გაუშვეს, მეან-გინეკოლოგი მშობიარობას ონლაინ აკვირდებოდა
უკრაინსკაია პრავდა წერს, რომ უკრაინელმა ქალმა, რომელიც საავადმყოფოში არ გაუშვეს, ტელემედიცინის დახმარებით იმშობიარა. ამ ინფორმაციას ავრცელებენ ადგილობრივი დეპუტატი მაქსიმ ბეზნოსენკოც და ნიკოლაევის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი კიმიც.
დეპუტატი წერს, რომ სოფელ კანდიბინის მაცხოვრებელ ქალს მშობიარობა დაეწყო, თუმცა ოკუპანტებმა სროლის მუქარით სამშობიაროში გადაყვანის საშუალება არ მისცეს. მისივე თქმით, ორსულთან იმავე სოფელში მცხოვრები, ნიკოლაევის საავადმყოფოს ექთანი მივიდა, ქალაქის ადმინისტრაციამ კი მოაწყო ვიდეო ზარი მეან-გინეკოლოგთან, რომელიც მშობიარობის პროცესს დისტანციურად აკონტროლებდა.
"ომის დროს ტელემედიცინა მუშაობდა! ჩვენ გულწრფელად ვულოცავთ ახალგაზრდა დედას შვილის დაბადებას. ხალხო, თქვენ წარმოუდგენელი ხართ!!!" — წერს დეპუტატი და ფოტოებს აქვეყნებს.
21:55 კანადამ აბრამოვიჩსა და 32 რუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა
კანადამ ხუთ რუს პირსა და მათ შორის, მილიარდერ რომან აბრამოვიჩს სანქციები დაუწესა. ამასთან, 32 კომპანიასა და სამთავრობო უწყებას კანადიდან თავდაცვის აღჭურვილობების მიღება აუკრძალა.
კანადის პრემიერმინისტრის, ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, სანქციების მიზანი არის ის, რომ კანადაში ეკონომიკური აქტივობებისგან მათ მოგებისა და სარგებლის მიღება ვერ შეძლონ.
"კანადა და მისი მოკავშირეები დარჩებიან ერთიანი რწმენაში, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საშინელი შეცდომა დაუშვა და საბოლოოდ წააგებს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენ ბომბს ჩამოაგდებს საავადმყოფოებზე, ან, შესაძლოა, სწორედ ამიტომაც", — თქვა მან.
21:33 ხარკოვის რეგიონში რუსეთის აგრესიის შედეგად დაიღუპა 201 მშვიდობიანი მოქალაქე, მათგან 11 ბავშვი იყო
ხარკოვის რეგიონის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის, სერგეი ბოლვინოვის განცხადებით, ბოლო 24 საათში ხარკოვში 10 სამოქალაქო პირი გარდაიცვალა. მათგან 3 ბავშვია.
21:15 ტყვედ ჩავარდნილი რუსი მფრინავი აღიარებს, რომ მშვიდობიან ხალხს გააზრებულად ბომბავდა
ტყვე ბოდიშს უხდის უკრაინელ ხალხს და რუს სამხედროებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ "დანაშაულებრივი ბრძანების შესრულება".
"2022 წლის 6 მარტს ვასრულებდი მესამე საბრძოლო ფრენას. ბორტზე იყო 4 ტონა ასაფეთქებელი ბომბი. ბრძანებისა და კოორდინატების მიღების შემდეგ, საბრძოლო დავალების შესრულებისას მივხვდი, რომ სამიზნე იყო არა მოწინააღმდეგის სამხედრო ობიექტები, არამედ საცხოვრებელი კორპუსები და მშვიდობიანი მოსახლეობა, მაგრამ დანაშაულებრივი ბრძანება შევასრულე", — აცხადებს ის.
უკრაინსკაია პრავდა წერს, რომ ამ პირმა 24 თებერვალს და 3 მარს ჩამოაგდო 12 საჰაერო ბომბი (დღეში 6) ხარკოვის ოლქში, ქალაქ იზიუმში, სამოქალაქო სტრუქტურებზე, იმ მხარეში, სადაც არ არის უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები.
მათივე ინფორმაციით, 6 მარტს კრიშტოპმა, ბორტ ნავიგატორთან ერთად, ჩამოაგდო 8 ბომბი ქალაქ ხარკოვში, ასევე სამოქალაქო სტრუქტურებზე.
21:05 ბაიდენი: თუ რუსეთი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, მძიმე ფასს გადაიხდის
ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
20:59 უკრაინა აცხადებს, რომ რუსი გენერალ-მაიორი მოკლეს
შეიარაღებული ძალების განცხადებით, უკრაინელმა მებრძოლებმა გაანადგურეს რუსეთის აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის 29-ე არმიის მეთაური, გენერალ-მაიორი ანდრეი კოლესნიკოვი.
20:57 რუსული არმის მიყენებული პირდაპირი ზარალი 120 მილიარდ დოლარს აღწევს — მინისტრის მოადგილე
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, უკრაინაში რუსული არმის მიერ ინფრასტრუქტურაზე მიყენებული პირდაპირი ზარალი 120 მილიარდ დოლარს აღწევს. დენის კუდის ევროპეისკაია პრავდა ციტირებს.
მან აღნიშნა, რომ დეპარტამენტმა პირველივე დღიდან დაიწყო რუსული აგრესიის ზარალის გამოთვლა.
"ჩვენ გვაქვს ორი ძირითადი მიდგომა — ეს არის პირდაპირი ერთჯერადი დანაკარგები, რა დაჯდება ხიდების, გზების, ინფრასტრუქტურის, საავადმყოფოების, საბავშვო ბაღების, სკოლების აღდგენა, რომლებიც რუსეთმა გაანადგურა უკრაინაში", — განმარტა კუდინმა და დაამატა, რომ: "მეორე მეთოდი არის მთლიანი შიდა პროდუქტის დანაკარგის ოდენობა", ანუ რამდენად დაეცემა უკრაინის ეკონომიკა აგრესიისგან.
"ჩვენ ვხედავთ, რომ ქალაქებში, სადაც პირდაპირი საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, ეკონომიკური აქტივობა შეჩერებულია 35%-ით, ბიზნესის 75%-მა შეწყვიტა მუშაობა. ნაწილი ევაკუირებულია, ნაწილი ელოდება საომარი მოქმედებების დასრულებას. უკრაინაში მუშაობს ყოველი მეორე ბიზნესი, ეს უკრაინის ეკონომიკის 50%-ის დანაკარგია", — თქვა მან.
20:45 რუსეთმა დღეს ხარკოვის უნივერსიტეტი დაბომბა, ახლა უკრაინას აბრალებს
რუსეთმა ხარკოვის ინსტიტუტი დაბომბა, რომელშიც საცდელი ბირთვული რეაქტორი ინახებოდა. ახლა კი პროპაგანდას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ ეს უკრაინელებმა გააკეთეს, რათა დაეფარათ ბირთვული კვლევების კვალი.
20:41 ბელარუსი უარყოფს, რომ მათი სოფლები დაიბომბა და უკრაინის განცხადებას პროვოკაციას უწოდებს
ბელარუსი ამტკიცებს, რომ რუსებს უკრაინის ტერიტორიიდან მათი სოფლები არ დაუბომბავთ. ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ ამ ინფორმაციას პროვოკაცია და ბელარუსული საზოგადოების შერყევის მცდელობა უწოდა.
უწყება ამტკიცებს, რომ უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებების მიუხედავად, მსგავს ინფორმაციას მათი საჰაერო სივრცის კონტროლისა და დაზვერვის წარმომადგენლები, ისევე როგორც საგანგებო სიტუაციების სამინისტროს დანაყოფები არ ადასტურებენ.
დღეს, 11 მარტს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ და შეიარაღებული ძალების საჰაერო სარდლობამ განაცხადა, რომ რუსებმა უკრაინის საზღვრის მიმდებარედ ბელარუსის ტერიტორია დაბომბეს. უწყებები ამას მიზანმიმართულ პროვოკაციად აფასებდნენ. ეს მაშინ მოხდა, როცა ბელარუსის პრეზიდენტი ლუკაშენკო მოსკოვში პუტინს ხვდებოდა.
20:39 აშშ რუსეთიდან ალკოჰოლისა და ზღვის პროდუქტების იმპორტს კრძალავს
ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთიდან ზღვის პროდუქტებისა და ალკოჰოლური სასმელების იმპორტს კრძალავს.
როგორც CNN-ს თეთრი სახლის წარმომადგენელმა განუცხადა, იკრძალება თამბაქოს, არყის, ხიზილალის, ტანსაცმლის, სამკაულების, მანქანებისა და ანტიკვარული ნივთების იმპორტი.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის, როგორც "ყველაზე პრივილეგირებული ერის" სტატუსის გაუქმება მოითხოვა. თეთრი სახლის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ახალი სანქციების მიზანი რუსი ოლიგარქებისა და ქვეყნის უმდიდრესი ადამიანებისთვის კომფორტის წართმევაა.
20:28 ბუჩადან კიდევ 1 800 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
11 მარტს კიევის ოლქის, ქალაქ ბუჩადან 1800 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაცია პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ გაავრცელა.
მისივე თქმით, ბუჩას საავადმყოფოდან დაჭრილებიც უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. გარდა ამისა, ბელოგოროდში გოსტომელის 1 000 მცხოვრები ჩავიდა.
20:13 რუსეთში Instagram-იც დაბლოკეს
კრემლი არამხოლოდ დევნის კრიტიკულ მედიებს, არამედ ალტერნატიული ინფორმაციის მიღების ყველა წყაროს ებრძვის, თუმცა როსკომნადზორის მტკიცებით, მიზეზი სხვაა — სოციალურ ქსელში რუსების, მათ შორის სამხედროების მიმართ ძალადობრივი ქმედებების ჩადენის შესახებ მოწოდებები ვრცელდება.
მანამდე რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მოითხოვა კომპანია Meta-ს, რომელიც მოიცავს Facebook-ს, Instagram-სა და WhatsApp-ს, ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადება და რუსეთში მისი საქმიანობის აკრძალვა. ეს იყო რუსეთის პასუხი კომპანიის გადაწყვეტილებაზე, არ დაებლოკათ სიძულვილის ენით საუბარი პუტინსა და რუს ჯარისკაცებზე, თუ საკითხი უკრაინაში ომს ეხება.
19:49 ვიცით, ვინ დაგვიჭირა მხარი და ვინ იყო ჩუმად — ზელენსკი ევროკავშირის ლიდერების შეხვედრაზე
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იციან ვინ დაუჭირა ვერსალში, ევროკავშირის ლიდერების შეხვედრაზე მათ მხარი და "ვინ იყო ჩუმად".
"უკრაინამ იცის ის ლიდერები, ვინც მხარი დაგვიჭირა და ვინც ჩუმად იყო [...] და ცდილობდნენ, რომ [განცხადების] ფორმულირება არასაკმარისი ყოფილიყო უკრაინისთვის, ევროპისთვის და ჩვენი ერთობლივი საქმიანობისთვის", — განაცხადა მან.
მან, ვიდეომიმართვაში, ასევე, აღნიშნა, რომ თუ არსებული სანქციების პირობებში რუსეთის დაბომბვას განაგრძობს, მაშინ, საჭიროა, რომ ისინი უფრო ძლიერი იყოს.
19:29 "კარგი იურისტები დაიქირავეთ" — რა გეგმები აქვს უკრაინის პროკურატურას მარგარიტა სიმონიანზე
უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას განცხადებით, კრემლის მთავარ პროპაგანდისტს, მარტგარიტა სიმონიანს ეჭვმიტანილის სტატუსი მიენიჭა. მისი განმარტებით, სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის არგუმენტები და გამართლებულად მიიჩნია, სიმონიანი დააპატიმრონ და სასამართლოში მიიყვანონ აღკვეთის ღონისძიების შესაფარდებლად.
ვენედიქტოვას თქმით, ვინაიდან რუსეთის ტერიტორიაზე ამის აღსრულება ვერ მოხერხდება, უკრაინის პროკურატურა გეგმავს, უახლოეს დღეებში დააინიციროს სიმონიანის საერთაშორისო ძებნილად გამოცხადების პროცესი. ვენედიქტოვა უხსნის სიმონიანს, რომ ასეთ შემთხვევაში, სხვა სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთისას დააკავებენ უკრაინაში ექსტრადიციის მიზნით.
"მე მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან, სხვა არა — ბრმად არ ენდოთ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც სავარაუდოდ გირჩევენ, რომ არ ინერვიულოთ, დაიქირავეთ კარგი იურისტები, კონსულტაცია გაიარეთ. ჩვენთვის უკრაინაში ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი კანონის სულისკვეთებით იყოს", — წერს ვენედიქტოვა.
როგორც გენერალური პროკურორი ამბობს, სიმონიანს უამრავი განცხადება აქვს, რომლის გამოც უკრაინელი პროკურორების ყურადღება მიიქცია, მათ შორის ერთ-ერთია: "დედა რუსეთო, დაიბრუნე დონბასი სახლში".
"დღეს უკრაინელ პროკურორებს თქვენი იდეოლოგიური სულისკვეთებიდან გამომდინარე სურთ, დაგპატიჟონ ჩვენს სახლში", — წერ ის.
19:17 რუსულმა თვითმფრინავებმა უკრაინის ტერიტორიიდან ბელარუსისკენ გაისროლეს — შსს და შეიარაღებული ძალები
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების საჰაერო სარდლობის განცხადებით, რუსებმა უკრაინის საზღვრის მიმდებარედ ბელარუსის ტერიტორია დაბომბეს. უწყებები ამას მიზანმიმართულ პროვოკაციად აფასებენ.
"თვითმფრინავი ბელორუსიდან უკრაინის ტერიტორიაზე შემოვიდა, დაბომბა უკრაინის ტერიტორია და შემდეგ ავიადარტყმები განახორციელა ბელორუსის ტერიტორიაზე.
მეზობელი სახელმწიფოდან 2 თვითმფრინავის შემოსვლა მესაზღვრეებმა დააფიქსირეს რივნეს რაიონის დუბროვიცის მონაკვეთზე.
ბელარუსის დასახლებულ პუნქტებზე მტრის ასეთი შეტევა და ქმედება არის მიზანმიმართული პროვოკაცია ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უკრაინასთან ომში ჩასართავად", — აცხადებს სამინისტრო.
18:50 Google უკრაინის მოსახლეობას საჰაერო თავდასხმების შესახებ წინასწარ შეატყობინებს
Google-მა დღეს დააანონსა, რომ ნებისმიერი უკრაინაში მყოფი ადამიანი სმარტფონის მეშვეობით მოსალოდნელ საჰაერო თავდასხმამდე გაფრთხილებას წინასწარ მიიღებს. Google-ის ბლოგში ვკითხულობთ, რომ ისინი აქტიურად მუშაობენ უკრაინის მთავრობასთან, რათა განგაშის სისტემა სმარტფონებში ამუშავდეს. ახალი ფუნქცია პირველად XDA-Developers-მა შენიშნა.
"უკრაინის სიტუაცია ტრაგიკულია, უამრავი ადამიანი მუდმივად საგანგაშო სირენების მოლოდინშია, რათა თავის უსაფრთხო ადგილას შეფარება მოასწრონ" — წერს გუგლი თავის განცხადებაში.
- სრულად ნახეთ აქ.
18:42 ოკუპანტებმა მელიტოპოლის მერს თავზე ტომარა ჩამოაცვეს და გაიტაცეს — გერაშენკო
ოკუპანტებმა მელიტოპოლის მერს, ივან ფედოროვს თავზე ტომარა ჩამოაცვეს და გაიტაცეს, ინფორმაციას Unian შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველზე, ანტონ გერაშენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე, მელიტოპოლის მერმა თქვა, რომ ქალაქი, რომელიც რუსი სამხედროების მიერაა ოკუპირებული, ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა.
გერაშენკო, ასევე, აღნიშნავს, რომ მანამდე ფედოროვმა ოკუპანტებთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.
18:26 უკრაინაში ომის შედეგად მსოფლიოში სურსათზე ფასები, შესაძლოა, 20%-მდე გაიზარდოს
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) თქმით, უკრაინაში ომის შედეგად მსოფლიოს გარშემო სურსათზე ფასები, შესაძლოა, 8%-დან 20%-მდე გაიზარდოს.
FAO-მ აღნიშნა, რომ რუსეთი მსოფლიოში ხორბლის უდიდესი ექსპორტიორია და უკრაინა — მსოფლიოში მეხუთე. ისინი ერთად ქერის მსოფლიო მარაგის 19%-ს უზრუნველყოფენ, 14%-ს — ხორბლის, 4%-ს კი სიმინდის, რაც მარცვლეულის გლობალური ექსპორტის ერთ მესამედს შეადგენს. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ასევე, მიუთითეს, რომ მსოფლიოში რუსეთი სასუქის ექსპორტის ლიდერია.
FAO-ს დირექტორის განცხადებით, ამ ორი ძირითადი ექსპორტიორის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის სავარაუდო შეფერხებამ, შესაძლოა, სურსათს გლობალურად შეუქმნას საფრთხე.
17:58 პოდოლიაკის თქმით, რუსეთი უკრაინაში გასაგზავნად ISIS-ის 16 000 ყოფილ მებრძოლს ქირაობს
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ISIS-ის 16 000 ყოფილ მებრძოლს ქირაობს. მისი თქმით, ოკუპანტი ქვეყანა უკრაინაში "სირიული სცენარის" განხორციელებას ცდილობს.
17:10 უკრაინის დაზვერვა: პუტინი ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ტერორისტულ თავდასხმას ამზადებს
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით, პუტინი ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ტერორისტულ თავდასხმას ამზადებს. მათი ცნობით რუსეთის პრეზიდენტმა უკვე გასცა ბრძანება, რომ სადგურზე, რომელსაც რუსული სამხედროები აკონტროლებენ, თავდასხმის განხორციელების ბრძანება უკვე გასცა.
უწყების ცნობით, რუსეთი სადგურზე ტექნოგენური კატასტროფის შექმნას გეგმავს, რაზეც პასუხისმგებლობასაც უკრაინას დააკისრებენ. როგორც დაზვერვა წერს, ამჟამად მთლიანად გათიშულია საერთაშორისო სააგენტოს მონიტორინგის სისტემიდან.
"ოკუპანტებმა უარი თქვეს უკრაინელები შეეშვათ სადგურზე სარემონტო სამუშაოებზე და იქ, ალექსანდრე ლუკაშენკოს მითითებით, "ბელარუსი სპეციალისტები" შევიდნენ. მათ შორის ბირთვული მეცნიერების საფარქვეშ რუსი დივერსანტებიც შედიან ტერაქტის მოსაწყობად", — ვკითხულობთ განცხადებაში.
16:44 ბრიტანეთმა რუსეთის დუმას 386 დეპუტატს სანქციები დაუწესა
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის დუმას 386 დეპუტატს სანქციები დაუწესა. როგორც გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა, ეს ვლადიმერ პუტინის უკრაინაში ბარბაროსული შეჭრის მხარდაჭერით არის გამოწვეული.
ახალი სანქციები ითვალისწინებს აქტივების გაყინვასა და ბრიტანეთში მოგზაურობის აკრძალვას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დეპუტატებს გაერთიანებულ სამეფოში ბიზნესის კეთება აეკრძალებათ.
16:18 ზელენსკი: უკვე მივდივართ ჩვენი გამარჯვებისკენ
"ჩვენ უკვე მივაღწიეთ სტრატეგიულ გარდატეხას. უკვე მივდივართ ჩვენი გამარჯვებისკენ", — თქვა მან ვიდეომიმართვაში.
16:13 "ნახეთ მთელმა მსოფლიომ, როგორ ანგრევს პუტინი ჩემს ქალაქს" — ამბობს მოქალაქე, რომელიც განადგურებული ხარკოვის ვიდეოს ავრცელებს
"მხოლოდ ახლა ვხედავ იმის შედეგებს, რასაც გუშინწინ გადავურჩი, რა ჯოჯოხეთიდანაც გამოვედი. ამ ქუჩიდან იყო ევაკუაცია. [...]
ქალაქი, სადაც თქვენ გხვდებოდნენ, როგორც ახლობლებს, ქალაქი, რომელშიც თქვენ უყვარდით, სადაც ყოველთვის მოგცემდნენ თავშესაფარს თქვენ და თქვენს შვილებს, ნანგრევებად აქციეთ. ეს საერთაშორისო დანაშაული და ამისთვის პასუხს აგებთ", — მიმართავს ის რუსებს.
15:52 ხარკოვის ოლქი დაბომბვის შემდეგ
15:40 კიევის ოლქის ბროვარის რაიონი ღამის საჰაერო თავდასხმის შემდეგ
უკრაინა 24-ის ინფორმაციით, ჭურვები სკოლასთან და გზატკეცილზე ჩამოვარდა. წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა.
15:19 რუსებმა ხარკოვის ოლქში ფსიქონევროლოგიური პანსიონი დაბომბეს
ხარკოვის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში ფსიქონევროლოგიური პანსიონი დაბომბეს, როდესაც შენობაში 330 ადამიანი იმყოფებოდა.
"დამპყრობლებმა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ განახორციელეს თავდასხმა. მარიუპოლში ჩადენილი დანაშაულების შემდეგ, დღეს მტერმა პირდაპირ ოსკოლსკის ფსიქონევროლოგიურ პანსიონს შეუტია", — აცხადებს სინეგუბოვი.
მისივე ინფორმაციით, 73 ადამიანი იქნა ევაკუირებული უახლოეს სკოლა-ინტერნატში, 50-ს შეზღუდული აქვს გადაადგილება და 10 არის ეტლით მოსარგებლე, დაშვებულთა რაოდენობა კი დგინდება.
15:17 Mediazona-ს ჟურნალისტის თქმით, საქართველოში არც ის შემოუშვეს
კიდევ ერთი ჟურნალისტი რუსეთიდან აცხადებს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს. Medizona-ის წარმომადგენლის თქმით, უარის ასე განუმარტეს — "სხვა მიზეზი". სწორედ ამ ფორმულირებით უთხრეს უარი არაერთ კრიტიკულ რუს ჟურნალისტსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსს.
"ყოველთვის მეგონა, რომ რუსეთს უკანასკნელი დავტოვებდი, მაგრამ იმის გაკეთება, რასაც ვაკეთებთ და იმის თქმა, რასაც ვფიქრობთ, ახლა რუსეთში სრულიად შეუძლებელია. და გაჩუმება და კიდევ უფრო გაჩერება შეუძლებელია.
40 საათი ვიყავით საზღვრისკენ მიმავალ გზაზე, 2 დღე ველოდით მის გახსნას ზვავსაშიშროების შემდეგ, 8 საათი ვიდექით რუსეთის მხარეს, ქართულზე 14 (!) საათი ველოდით, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემს ქმარს, ჟურნალისტ დევიდ ფრენკელისთვის უარი ეთქვათ შესვლაზე ფორმულირებით "სხვა მიზეზები", — წერს ტვიტერზე ვარია ზოლი.
აქვე ის განმარტავს, რომამ დღეებში მსგავსი უარი მიიღო დამოუკიდებელი მედიის კიდევ რამდენიმე ჟურნალისტმა, რომლებიც ახლა ყველაზე მეტად და წარმოუდგენელი რისკის ფასად წერენ ომზე.
თავად ჟურნალისტი აცხადებს, რომ უარის თქმამდე მესაზღვრეები სხვადასხვა პირებს ურეკავდნენ და ეკითხებოდნენ, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ.
15:13 ნავალნი: შეშლილ მანიაკ პუტინს ყველაზე სწრაფად რუსი ხალხი შეაჩერებს
დაპატიმრებული რუსი ოპოზიციონერი დეპუტატის, ალექსეი ნავალნის თქმით, ყველაზე სწრაფად ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტს რუსი ხალხი შეაჩერებს, თუ ისინი ომს შეეწინააღმდეგებიან.
15:05 Twitter ბელარუსის სახელმწიფო მედიების პოსტების გავრცელებას შეზღუდავს
Twitter Inc ბელარუსის სახელმწიფო მედიისა და მათი თანამშრომლების პოსტებზე სპეციალურ ნიშნებს დაამატებს, რათა მათი გავრცელება შეიზღუდოს. ამის შესახებ Reuters წერს და აცხადებს, რომ ეს უკრაინაში ომის დროს რუსეთის მოკავშირეების მხრიდან დეზინფორმაციის შეზღუდვას ისახავს მიზნად.
ბოლო წლების განმავლობაში სოციალური მედიის პლატფორმებმა, მათ შორის Twitter-მა, სახელმწიფო მაუწყებლობებისა და ახალი ამბების ვებსაიტების ანგარიშების მარკირება დაიწყეს, რათა მითითებული იყოს, რომ კონკრეტული ორგანიზაციები მთავრობების მიერაა მხარდაჭერილი. ეს ანგარიშები და მათი პოსტები Twitter-ს საძიებო სისტემაში ლიმიტირებულია.
Twitter საიტის ინტეგრაციის ხელმძღვანელმა, იოელ როტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კომპანია ბელარუსის, სულ მცირე, 15 ანგარიშს შეზღუდავს, მათ შორის, ერთ-ერთი იქნება ახალი ამბების ყველაზე დიდი სააგენტო, BelTa.
14:56 რუსეთმა ხარკოვის ინსტიტუტი დაბომბა, რომელშიც საცდელი ბირთვული რეაქტორი ინახებოდა
ანტონ გერაშენკომ დაადასტურა, რომ რუსეთმა ამ ღამით ხარკოვის ფიზიკისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტი დაბომბა, რომელშიც საცდელი ბირთვული რეაქტორი ინახებოდა.
გაჩნდა გარკვეული მოსაზრება, რომ შესაძლოა, შენობის შიგნით არსებული ლაბორატორიები დაზიანებულიყო, თუმცა ამ დროისათვის ფონურ რადიაციაში ცვლილებები არ შეინიშნება. დაბომბვისაგან გამოწვეული ხანძრის ლოკალიზება მეხანძრეთა ჩარევით მოხერხდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უწყებით, მათ უკრაინულ მხარეს მაღალი რისკის შემცველი პათოგენების განადგურება ურჩიეს, რომელთაც ქვეყანაში არსებულ ლაბორატორიებში იკვლევენ. მოწოდება ომის მიმდინარეობისას რაიმე დაავადების შემთხვევით გავრცელების პრევენციას ემსახურება.
14:54 სცენარი, რომლის მიხედვითაც 10 პირს სვატოვოს მაცხოვრებლის როლი უნდა ეთამაშა და პუტინი ექო
ლუგანსკის რეგიონული ადმინისტრაციის ინფორმაციით, სვატოვოში 10-მა უცნობმა პირმა, რომლებიც ადგილობრივების როლს ასრულებდნენ, პუტინის რეჟიმის მხარდასაჭერად ვიდეო გადაიღო. ადმინისტარცია აცხადებს, რომ რუსები ცდილობენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას და მოუწოდებენ ხალხს, არ ენდონ მსგავს ვიდეოებსა და კამპანიებს.
ფოტო: ლუგანსკის ადმინისტრაცია
14:45 დაგვეხმარეთ დავიცვათ შვილები, დაგვეხმარეთ ცის დახურვაში — უკრაინელი მერები მსოფლიოს თვითმართველობებს
უკრაინელმა მერებმა მთელს მსოფლიოში ადგილობრივ თვითმართველობებს მოუწოდეს, მხარი დაუჭირონ უკრაინის ცის დახურვას და დაეხმარონ შვილების გადარჩენაში. მათ ასევე მიმართეს კოლეგებს, მხარი დაუჭირონ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერების მოთხოვნებსა და უკრაინის მისწრაფებებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ. მერების ღია წერილს უკრაინსკაია პრავდა ავრცელებს.
"თქვენ შეგიძლიათ იყოთ ძლიერი ხმა, რომელიც გავლენას ახდენს თქვენი ქვეყნების ლიდერების გადაწყვეტილების მიღებაზე. მერებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების გაერთიანებების, ადგილობრივი დეპუტატების მოთხოვნები და განცხადებები უნდა იყოს ხმამაღალი, რათა მოისმინონ.
დაგვეხმარეთ დავიცვათ ჩვენი შვილები და ქალები, როგორც ჩვენ შევძლებდით დაგვეცვა თქვენი", — წერენ ისინი.
გამოცემის ინფორმაციით, დიდი ქალაქების მერების გარდა, ამ მიმართვას მხარი დაუჭირა ადგილობრივი თვითმართველობების 800-მდე წარმომადგენელმა, ხელმოწერების შეგროვება გრძელდება.
14:30 იანუკოვიჩს ყოფილ რეზიდენციას უკრაინაში თავშესაფრად იყენებენ
გადაყენებული პრორუსი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ყოფილ რეზიდენციას, უფრო მეტად კი მის სარდაფებს მოქალაქეები თავშესაფრად იყენებენ. ინფორმაციას უკრაინსკაია პრავდა ავრცელებს.
14:27 ხარკოვში ასეულობით სახლი გათბობის გარეშე დარჩა, ხალხს სკოლებში შეასახლებენ
ხარკოვში დაბომბვის გამო 350-მდე სახლი გათბობის გარეშე დარჩა. ქალაქის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, მათ დაბომბვისას გადარჩენილ სკოლებში შეასახლებენ.
"ჩვენ გამოვაქვეყნეთ 350 სახლის სია, რომლებშიც ომის დასრულებამდე გათბობის აღდგენას ვერ შევძლებთ. ყინვები მოდის, ამიტომ ადამიანებს გადავასახლებთ ჯერ კიდევ ხელუხლებელ სკოლებში. ხარკოვში უკვე 48 სკოლა დაინგრა", — განაცხადა მან.
14:15 რეზნიკოვის თქმით, ოკუპანტებმა უკრაინაში სამხედრო პირზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს
უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში სამხედროებზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.
"მინდა, რომ ეს გაიგონ არა მარტო კიევში, არამედ მთელ მსოფლიოში", — თქვა მან.
13:50 მსოფლიოში ცნობილი სნაიპერი Wali უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოლებს
ცნობილი კანადელი სნაიპერი Wali უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოლებს. როგორც მან მედიასთან განაცხადა, ვეტერან სნაიპერს დახმარება მეგობარმა სთხოვა, რაზეც ის დასთანხმდა.
"გასულ პარასკევს ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ მათ ვჭირდები. რადგან შენ ყოფილი სნაიპერი ხარ, შეგიძლია შემოგვიერთდე? მე ვთქვი კი, ამას გავაკეთებ", — ამბობს ის CNN-თან.
13:43 კაცი, რომელმაც ალტ-ინფოს ოფისი არ მიაქირავა, ხალხის შეგროვებული თანხის ნაწილს უკრაინას ურიცხავს
კაცი, რომელმაც პროპუტინისტურ, პრორუსულ და ჰომოფობიურ პარტიას, ალტ-ინფოს ხულოში ოფისის მიქირავებაზე უარი უთხრა, ხალხის შეგროვებული თანხის ნაწილს უკრაინას ურიცხავს. როგორც დათო სოლომნიშვილი ფეისბუქგვერდზე წერს, რომ ერთ დღეში 3 430 ლარი შეუგროვეს და მადლობას უხდის ყველას, ვინც მის ანგარიშზე თუნდაც ერთი ლარი ჩარიცხა.
"გუშინ ჩემს ანგარიშზე მესიჯები არ წყდებოდა. ერთ დღეში დამერიცხა 3 430 ლარი, რაც ძალიან მეუხერხულება, მაგრამ ახლა მხოლოდ მადლობის გადახდა დამრჩენია. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ერთმანეთის მხარდაჭერა არის ყველაზე ძლიერი იარაღი მტერთან საბრძოლველად. მივიღე გადაწყვეტილება, შემოსული თანხიდან 1000 ლარი გადავრიცხო უკრაინელების დახმარების ფონდში", — წერს ის.
13:39 საგანგებოს ინფორმაციით, უკრაინაში, დნეპროპეტროვსკში სამი საჰაერო დარტყმა იყო საბავშვო ბაღისა და საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ
აფეთქებისას დაიღუპა 1 ადამიანი, 8 საცხოვრებელ კორპუსში დაზიანდა მინები, დაიწვა ფეხსაცმლის ქარხანა.
ფოტო: საგანგებო
ფოტო: საგანგებო
13:32 პუტინი უკრაინაში "მოხალისეებსაც" აგზავნის
ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში "მოხალისეებსაც" აგზავნის. კრემლის პროპაგანდისტული მედიის, RIA-ს მასალიდან ირკვევა, რომ პუტინმა ეს ამბავი ისე შეფუთა, თითქოს, თანახმაა იმ ხალხს მისცეს დონბასის დახმარების უფლება, ვისაც ეს სურს.
"თუ თქვენ ხედავთ, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ, ნებაყოფლობით, განსაკუთრებით, არა ფულის გამო, ჩავიდნენ და დახმარება აღმოუჩინონ დონბასის მაცხოვრებლებს, საჭიროა მათ ხელი შევუწყოთ და დავეხმაროთ საომარი მოქმედებების ზონაში გადასვლაში", — განაცხადა მან უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრისას.
13:30 თუ პუტინს სიკვდილს უსურვებ, Facebook და Instagram აღარ დაგბლოკავს
ზოგიერთ ქვეყანაში Facebook-ისა და Instagram-ის მომხმარებლებს რუსი ჯარისკაცების შესახებ სიძულვილის ენით შეუძლიათ ილაპარაკონ, თუ საკითხი უკრაინაში შეჭრას ეხება. ეს Meta-ს დროებითი ცვლილებაა, რომელიც კომპანიამ სიძულვილის ენის პოლიტიკაში შეიტანა.
Meta ზოგიერთი ქვეყნის მომხმარებლებს ნებას აძლევს, რომ ვლადიმერ პუტინსა და ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს, სიკვდილი უსურვონ და ასეთი პოსტები დროებით აღარ დაიბლოკება.
ლიდერების სიკვდილის შესახებ განცხადებები დაშვებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ პოსტში ადგილმდებარეობა ან მეთოდები არ იქნება აღწერილი. მაგალითად, პოსტი არ უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, თუ როგორ და როდის აპირებენ პუტინის მოკვლას.
Meta იმ ქვეყნების სიასაც აქვეყნებს, რომლებსაც ეს ცვლილება შეეხება. ეს ქვეყნებია: სომხეთი, აზერბაიჯანი, ესტონეთი, საქართველო, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, რუმინეთი, რუსეთი, სლოვაკეთი და უკრაინა.
12:52 მარიუპოლის მერი: რუსულ-ფაშისტურმა არმიამ მოგვიწყო ჯოჯოხეთის, არმაგედონის ორი დღე
ასე ეხმაურება ის მარიუპოლის რამდენიმედღიან დაბომბვას, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის, ბავშვები ემსხვერპლნენ.
"მე-15 დღეა მიმდინარეობს ცინიკური და გამანადგურებელი ომი კაცობრიობის წინააღმდეგ. რუსულ-ფაშისტურმა არმიამ მოგვიწყო ჯოჯოხეთის, არმაგედონის ორი დღე. ისინი ცინიკურად ისვრიან აკრძალული იარაღიდან, გრადებიდან დასახლებული პუნქტების მიმართულებით. დღეს მათ ცინიკურად დაცხრილეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ეს ცინიზმია, ეს გენოციდია, რომელიც მოაწყო რუსულმა არმიამ, ტერორისტის, პუტინის ხელმძღვანელობით მარიუპოლის მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ", — თქვა მან ვიდეომიმართვაში.
12:30 ოკუპანტებმა დაბომბეს ჩერნიგოვის "დესნას" სტადიონი, მუზეუმი და ბიბლიოთეკა
მომხდარზე ინფორმაციას ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს. მუზეუმის დირექტორის თქმით, ეს შენობა გადაურჩა ბოლშევიკების დაბომბვას 1918 და 1919 წლებში, ასევე, მეორე მსოფლიო ომის დროს.
12:00 რუსეთის დანაკარგები ომის მე-16 დღეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე 12 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა ან ტყვედ ჩავარდა. უწყების ცნობით, ამ დროისთვის საოკუპაციო ძალების დანაკარგები ასეთია:
- ტანკი — 353 ერთეული;
- ჯავშანტექნიკა — 1 165 ერთეული;
- საარტილერიო სისტემა — 125 ერთეული;
- MLRS — 58 ერთეული;
- საჰაერო თავდაცვის სისტემა — 31 ერთეული;
- თვითმფრინავი — 57 ერთეული;
- ვერტმფრენი — 83 ერთეული;
- საავტომობილო ტექნიკა — 558;
- გემები/ნავები — 3 ერთეული.
11:45 ლუკაშენკო მოსკოვში გაფრინდა
ფოტო: პულ პერვვავა
ბელტას ინფორმაციით, ლუკაშენკო პუტინთან მოლაპარაკებებზე მიდის.
11:30 სუმის ოლქში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, გარდაიცვალა 2 ადამიანი
ინფორმაცია ტელეგრამზე ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დმიტრო ჟიცევსკის გაავრცელა.
11:15 ენერგოატომმა რუსულ ბირთვულ საწვავზე უარი თქვა
უკრაინის ატომური ენერგიის კომპანიამ უარი თქვა რუსული ბირთვული საწვავის შეძენაზე. ამის შესახებ მათ ტელეგრამზე დაწერეს.
10:45 11 მარტს 12 ჰუმანიტარული დერეფანია დაგეგმილი
უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, 11 მარტს უკრაინაში 12 ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნება.
10:30 ყაზახურმა ავიახაზებმა რუსეთში ფრენები შეაჩერეს
ინფორმაციას რუსული მედია კომპანია Air Astana-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
09:42 ლუცკის მერის ინფორმაციით, აფეთქება ქალაქის აეროდრომის მხარეს მოხდა
ლუცკის მერი, იჰორ პოლიშჩუკი ფეისბუკზე წერს, რომ აფეთქებები მოხდა ქალაქის აეროდრომის მხარეს. მერმა მოქალაქეებს მოუწოდა თავშესაფრებში გადავიდნენ და არ გამოაქვეყნონ ფოტოები მისამართებითა და კოორდინატებით.
ვრცელდება აფეთქების კადრებიც.
09:03 დნეპრის ოლქში 3 საჰაერო თავდასხმა იყო, გარდაიცვალა მინიმუმ 1 ადამიანი
უკრაინის საგანგებო სამსახურის განცხადებით, დნეპრის ნოვოკოდაცკის რაიონში 3 საჰაერო თავდასხმა იყო, გარდაცვლილია მინიმუმ 1 ადამიანი. უწყების ინფორმაციით, თავდასხმა კერძო სახლებსა და საბავშვო ბაღებზე მოხდა, ასევე დაიწვა ორსართულიანი ფეხსაცმლის ქარხანა.
08:49 აშშ-ს სენატმა უკრაინისთვის 13.6 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი დაამტკიცა
ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინისთვის 13.6 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი დაამტკიცა. თანხის ნაწილი უკრაინისთვის ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარების გასაწევად დაიხარჯება, ნაწილი კი სამხედრო დახმარებისთვის.
08:23 აფეთქების ხმა იყო დნეპრში
08:18 უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ლუცკში შენობას ხანძარი გაუჩნდა
07:48 მწვავე დისკუსიის შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა თქვეს დიახ უკრაინის ევროინტეგრაციაზე, პროცესი დაიწყო — ნაუსედა
ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ მწვავე დისკუსიის შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა თქვეს დიახ უკრაინის ევროინტეგრაციაზე. მისი თქმით, პროცესი დაიწყო.
"ისტორიული ღამე ვერსალში. ხუთსაათიანი მწვავე დისკუსიის შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა თქვეს დიახ უკრაინის ევროინტეგრაციაზე. პროცესი დაიწყო. ახლა ჩვენი და უკრაინელების გადასაწყვეტია, რომ ეს სწრაფად განხორციელდეს", — წერს ნაუსედა.
07:03 ევროპულმა საბჭომ აღიარა უკრაინის ევროპული მისწრაფებები და მხარს უჭერს ევროინტეგრაციის გზაზე
ვერსალში შეხვედრის შემდეგ, სახელმწიფოს წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც ნათქვამია, რომ ევროპულმა საბჭომ "აღიარა უკრაინის ევროპული მისწრაფებები". ამასთან, ლიდერები შეთანხმდნენ, მხარი დაუჭირონ უკრაინას "ევროინტეგრაციის გზაზე".
"ევროპულმა საბჭომ აღიარა უკრაინის ევროპული მისწრაფებები და ევროპული არჩევანი, როგორც ეს ნათქვამია ასოცირების ხელშეკრულებაში. 2022 წლის 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა საკუთარი ბედის არჩევის უფლებით სარგებლობისას, წარადგინა უკრაინის განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. საბჭომ სწრაფად იმოქმედა და მოიწვია კომისია, წარმოედგინა თავისი მოსაზრება ამ განცხადებასთან დაკავშირებით ხელშეკრულებების შესაბამისი დებულებების შესაბამისად. დაუყოვნებლად, ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს კავშირებს და გავაღრმავებთ პარტნიორობას, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას ევროპული გზის გატარებაში. უკრაინა ჩვენს ევროპულ ოჯახს ეკუთვნის", — ნათქვამია განცხადებაში.
06:20 სუმის რეგიონი მწვანე დერეფნების მეშვეობით 20 000 ადამიანმა დატოვა
პოლტავას რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დიმიტრი ლუნინის განაცხადა, სუმის რეგიონი მწვანე დერეფნების მეშვეობით 20 000 ადამიანმა დატოვა. მისი თქმით, ავტობუსები უკვე ჩავიდნენ ლუბნში, საიდანაც ევაკუაცია მატარებლებით დასავლეთის მიმართულებით დაიწყება.
05:37 უკრაინიდან ლტოლვილ ბავშვთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა — UNICEF
გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, ბავშვების უმეტესობა ოჯახებთან ერთად წავიდა პოლონეთში, უნგრეთში, სლოვაკეთში, მოლდოვასა და რუმინეთში.
"ბავშვების რაოდენობა, რომლებიც გადაადგილდებიან შემაძრწუნებელია, რაც მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად მძიმე გახდა უკრაინაში ბავშვებისა და ოჯახების მდგომარეობა", — ამბობს გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონული დირექტორი ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში აფშან ხანი.
04:36 ზელენსკი: მათ ჩამოგლიჯეს საქართველო აფხაზეთს, უკრაინა დონბასსა და ყირიმს, ჩვენ გვაბრალებენ
"ისინი გვადანაშაულებენ ჩვენ, ისევ ჩვენ, რომ თითქოს ჩვენ ბიოლოგიურ იარაღებს ვამუშავებთ, თითქოს ქიმიური თავდასხმისთვის ვემზადებით. ეს ძალიან მაღელვებს, რადგან ჩვენ არაერთხელ დავრწმუნდით: თუ გინდა რუსეთის გეგმა იცოდე, შეხედე, რაში ადანაშაულებს რუსეთი სხვებს.
ასეთი ბრალდებების რუსულ მედიაში გავრცელება აჩვენებს, რომ თავად არიან ამის გამკეთებლები, რუსული ჯარი, რუსული სპეციალური სამსახურები. ეს აჩვენებს, რომ მათ უნდათ ეს. უკვე გააკეთეს მსგავსი რამ სხვა ქვეყნებში. მსგავსად, თავად დააანონსეს, თავად დააორგანიზეს, თავად ჩიოდნენ და ისევ იზამენ. ისევ და ისევ, სანამ მათ არ შეაჩერებენ. მათ ჩამოგლიჯეს მოლდოვა დნესტრისპირეთს, საქართველო აფხაზეთს, უკრაინა დონბასსა და ყირიმს, მაგრამ ჩვენ გვაბრალებენ, მათ, ვინც მსხვერპლი გახდა", — განაცხადა ზელენსკიმ.
03:00 ზელენსკის თქმით, რუსული ძალები საკვებითა და მედიკამენტებით დატვირთულ დერეფნებს ტანკებით უტევდნენ
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსულმა ჯარებმა სროლა არ შეწყვიტეს, მარიუპოლში საკვებით, წყლითა და მედიკამენტებით სავსე სატვირთო მანქანების კოლონის გაგზავნაზე ბრძანება მაინც გასცა, თუმცა ოკუპანტებმა "სიცოცხლის" დერეფნებზე ტანკებით დაიწყეს შეტევა.
"მათ ეს გააკეთეს გააზრებულად, რადგან მიიღეს მკაფიო ბრძანება, მარიუპოლის მოსახლეობა მძევლად ჰყავდეთ და დასცინონ მათ, გამუდმებით ბომბავდნენ, გამუდმებით ესროდნენ", — განაცხადა ზელენსკიმ.
02:46 მანიაკალური აკვიატება არარსებულ ქიმიურ იარაღებზე ღრმად შემაშფოთებელია — კულება
"მანიაკალური აკვიატება, რომლითაც სხვადასხვა რუსი ოფიციალური პირები არარსებულ ბიოლოგიურ ან ქიმიურ იარაღებზე ან უკრაინაში საფრთხეებზე ფანტაზიორობენ, ღრმად შემაშფოთებელია და შესაძლოა, სინამდვილეში მიუთითებდეს, რომ რუსეთი მორიგ საშინელ ცრუ დროშის ოპერაციას ამზადებს", — წერს კულება ტვიტერზე.
02:27 არანაირი ქიმიური იარაღი ჩემს მიწაზე არ შექმნილა — ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ რუსეთი მათ წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, ის ყველაზე მკაცრ სანქციებს მიიღებს. მისი თქმით, განადგურების არავითარი იარაღი უკრაინის მიწაზე არ შემუშავებულა.
"მე ვარ ადეკვატური ქვეყნისა და ადეკვატური ხალხის პრეზიდენტი. ორი შვილის მამა. არანაირი ქიმიური ან მასობრივი განადგურების ნებისმიერი სხვა იარაღი ჩემს მიწაზე არ შექმნილა. მთელმა მსოფლიომ იცის ეს. თუ რუსეთი რაიმე მსგავსს გააკეთებს ჩვენს წინააღმდეგ, ის ყველაზე მკაცრ სანქციებს მიიღებს", — თქვა მან.
02:14 ცოტა ქვეყანას თუ ესმის რუსული აგრესიის პოტენციური შედეგები ისე, როგორც საქართველოს — პრაისი
მთავარი არხის ჟურნალისტის, დემნა დევდარიანის მიერ დასმული კითხვის პასუხად, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი დღეს უკრაინაში იმ პრინციპებს არღვევს, რაც 2008 წელს საქართველოში დაარღვია. მისი თქმით, ცოტა ქვეყანას თუ ესმის რუსეთის აგრესიის პოტენციური შედეგები ისე, როგორც საქართველოს.
"ცოტა ქვეყანას თუ ესმის მსგავსი მოცულობით რუსული აგრესიის პოტენციური გართულებები და შედეგები, როგორც საქართველოს მსგავს ქვეყანას. ქვეყანას, რომელიც 2008 წელს თავად გახდა რუსული ჯარების შეჭრის მსხვერპლი. ბევრია ქართველია, რა თქმა უნდა, რომლებიც ჯერ კიდევ თავშესაფრებში არიან, დარწმუნებული ვარ, ბევრი ქართველია, ბევრი ქართველი მთავრობაში და რიგით მოქალაქეებში, რომლებიც თავის კოლეგა უკრაინელებს სოლიდარობას უცხადებენ", — თქვა მან.
01:11 მიხვდებიან, რომ ეს იყო არამეგობრული ჟესტი საქართველოსთვის — წულუკიანი ელჩის გაწვევაზე
"ელჩის გაწვევა თბილისიდან კიევში იყო შეცდომა. მშვიდობა აუცილებლად დადგება უკრაინაში და მე ღმერთს ვთხოვ, რომ ეს დადგეს რაც შეიძლება მალე, მაგრამ მშვიდობა რომ დადგება და უკრაინელ ხალხს მიეცემა საშუალება, რომ ყველაფერი გააანალიზოს, ეს ვერ მოხდება მაშინვე, იმიტომ, რომ ომის შემდეგ ცივ გონებას დაუბრუნდე, ამას დრო უნდა, რა თქმა უნდა, ისინი თავადვე მიხვდებიან, რომ ეს იყო არამეგობრული ჟესტი საქართველოსთვის", — განაცხადა თეა წულუკიანმა.
01:09 უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა ბიზნესს საქმიანობის განახლებისკენ მოუწოდა
"მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ბიზნესს: განაახლეთ წარმოება, მიიყვანეთ ხალხი სამუშაოზე, სადაც ეს შესაძლებელია, დააბრუნეთ თანამშრომლები. სახელმწიფო თავის მხრივ თავის საქმეს აკეთებს", — თქვა მან ბრიფინგზე.
00:45 აშშ უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით 53 მილიონ დოლარს გამოყოფს
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის განცხადებით, ქვეყანა უკრაინისთვის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით ჰუმანიტარული დახმარების სახით 53 მილიონ დოლარს გამოყოფს. ამაზე ვიცე-პრეზიდენტმა პოლონეთში, ვარშავაში ვიზიტისას განაცხადა.
23:30 EU ომში მყოფი ქვეყნის გაწევრიანების პროცედურას ვერ დაიწყებს — მაკრონი
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ის ფიქრობს, რომ ევროკავშირი ომში მყოფი ქვეყნის გაწევრიანების პროცედურას ვერ დაიწყებს.
"დავკეტოთ კარი და ვთქვათ არასდროს? ეს იქნება უსამართლობა", — თქვა მან.
21:30 რეზნიკოვი: მოვუწოდებ ყველა რუს ჯარისკაცს, გაჰყვეს რუსულ გემს უკან, ან ტყვედ ჩაბარდეს უკრაინელებს
"ქვეყნის ხელმძღვანელობა, პრეზიდენტი, მთავრობის წევრები — ყველა მუშაობს, ყველა ადგილზეა. რა სამწუხაროა ეს რუსეთისთვის. მოვუწოდებ ყველა რუს ჯარისკაცს, გაჰყვეს რუსულ გემს უკან, ან ტყვედ ჩაბარდეს უკრაინელებს, სანამ გვიანი არ არის", — აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.
21:00 TOEFL რუსეთსა და ბელარუსში ტესტირებას აჩერებს
მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეწუხებული არიან უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო.
20:45 Anonymous ამბობს, რომ რუსეთში 400-ზე მეტი საჯარო კამერა დაჰაკა
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰაკერული ჯგუფი Anonymous ამბობს, რომ რუსეთში დაჰაკულია 400-ზე მეტი საჯარო კამერა. ამის შესახებ ჰაკერული ჯგუფი ფეისბუქგვერდზე წერს.
მათ მიერ გამოქვეყნებული ფოტოს მიხედვით, დაჰაკული კამერების ეკრანზე გამოჩნდა წარწერა — " პუტინი ხოცავს ბავშვებს. 352 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა".
20:30 პუტინმა სამთავრობო თათბირი გამართა, სადაც ამტკიცებდა, რომ "მშვიდ რეჟიმში მუშაობით ფედერაცია ყველა პრობლემას გადაჭრის"
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სამთავრობო თათბირი გამართა, სადაც უმძიმესი ეკონომიკური სანქციებისა და რეკორდულად გაუფასურებული რუბლის ფონზე ამტკიცებდა, რომ "მშვიდ რეჟიმში მუშაობით ფედერაცია ყველა პრობლემას გადაჭრის".
აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, ეტაპობრივად ხალხი მიხვდება, რომ არ არსებობს ისეთი მოვლენა, რომელსაც ისეთი ვერ მოაგვარებენ.
19:50 ესტონეთი რუსეთის მოქალაქეებზე ტურისტული ვიზების გაცემას აჩერებს
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ევა-მარია ლიმეტსის განცხადებით, ქვეყანა რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის პერიოდში რუსეთის მოქალაქეებზე ტურისტულ ვიზებს აღარ გასცემს.
19:11 ხერსონში ანტიოკუპაციური აქციები გრძელდება
ფოტო: უკრაინა 24 / Telegram
ფოტო: უკრაინა 24 / Telegram
19:07 რუსეთის ბაზარს კიდევ ერთი ინტერნეტპროვაიდერი ტოვებს
ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ Lumen Technologies გადაწყვეტა, რომ რუსეთისთვის ინტერნეტსერვისების მიწოდება შეაჩეროს, რაც მათი მხრიდან აგრესორი ქვეყნის უკრაინაში შეჭრაზე პასუხია.
ეს ამ ტიპის რიგით მეორე ამერიკული მსხვილი კომპანიაა, რომელიც ბოლო დღეებში რუსეთის ბაზრიდან გავიდა. ცოტა ხნის წინ, მსგავსი განცხადება ინტერნეტპროვაიდერმა Cogent Communications გაავრცელა.
Lumen-ში ამბობენ, რომ მათი ეს ნაბიჯი რუსეთში გაზრდილი საფრთხის თავიდან აცილებასაც ემსახურება.
19:00 მელიტოპოლში უკრაინელები მორიგ აქციას მართავენ
18:59 სანქციების დაწესების შემდეგ კადიროვი ამბობს, რომ ბრიტანეთში მოგზაურობაზე ოცნებობდა, რისი შანსიც წაართვეს
"თქვენ არ მიეცით ტურისტის ოცნებას ასრულების შესაძლებლობა, რომელსაც უბრალოდ სურდა ჩასულიყო შექსპირისა და შერლოკ ჰოლმსის სამყაროში", — ციტირებს მას რუსული პროპაგანდისტული მედია.
18:48 PlayStation რუსეთში ყველა სახის გაყიდვებს წყვეტს
Sony-ს დანაყოფი, Sony Interactive Entertainment, რომელსაც მსოფლიოს ყველაზე პოპულარული კონსოლი, PlayStation აბარია, რუსეთში ყველანაირ სავაჭრო საქმიანობას წყვეტს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთში აღარც კონსოლები გაიყიდება და ის, ვისაც PlayStation უკვე აქვს ახალი თამაშების შეძენას Sony-ს ციფრული მაღაზიიდან ვეღარ შეძლებს.
18:30 მარიუპოლში ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვა მიუღებელია — ვატიკანი
ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, პიეტრო პაროლინმა მარიუპოლში სამშობიაროსა და ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის გამო შეშფოთება გამოხატა. Vatican News-ის ცნობით, პაროლინმა მას მიუღებელი უწოდა.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მოთხოვნის შემთხვევაში ვატიკანს შეუძლია რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში შუამავლის როლი შეასრულოს.
18:05 უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 100-ზე მეტი ბავშვი დაშავდა, 71 კი დაიღუპა
უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას განცხადებით, 10 მარტის მდგომარეობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად 100-ზე მეტი ბავშვი დაშავდა, 71 კი დაიღუპა.
"რუსეთის შეჭრის, რუსი ბოევიკების სისასტიკისთვის, ჟენევის კონვენციის დარღვევისთვის უკრაინა გადაჭარბებულ ფასს იხდის — შვილების სიცოცხლით, ხალხის მომავლით.
მოვითხოვ, NATO-ს წევრი ქვეყნებისგან, დაგვეხმარეთ შევაჩეროთ რუსული ტერორიზმი — დახურეთ ცა უკრაინის თავზე", — აცხადებს ომბუდსმენი.
17:57 უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 100-ზე მეტი ბავშვი დაშავდა, 71 კი დაიღუპა
უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას განცხადებით, 10 მარტის მდგომარეობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად 100-ზე მეტი ბავშვი დაშავდა, 71 კი დაიღუპა.
"რუსეთის შეჭრის, რუსი ბოევიკების სისასტიკისთვის, ჟენევის კონვენციის დარღვევისთვის უკრაინა გადაჭარბებულ ფასს იხდის — შვილების სიცოცხლით, ხალხის მომავლით.
17:45 მარიუპოლში ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვა მიუღებელია — ვატიკანი
ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, პიეტრო პაროლინმა მარიუპოლში სამშობიაროსა და ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის გამო შეშფოთება გამოხატა. Vatican News-ის ცნობით, პაროლინმა მას მიუღებელი უწოდა.
17:25 რუსეთის მიერ მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვა საზარელი ომის დანაშაულია — ბორელი
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, რუსეთის მიერ მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვა საზარელი ომის დანაშაულია. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.
"რუსული ძალების მიერ საცხოვრებელ ადგილებზე საჰაერო თავდასხმები და დამხმარე კოლონებისთვის წვდომის ბლოკირება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. საჭიროა უსაფრთხო გასასვლელი, ახლავე", — წერს ის.
17:15 მოსკოვი გეგმავს, McDonald's სწრაფი კვების "სამამულო ქსელით" ჩაანაცვლოს
მოსკოვი McDonald's-ის სწრაფი კვების ობიექტების "სამამულო ქსელით" ჩანაცვლებას გეგმავს. რუსეთის დედაქალაქის მერის, სერგეი საბიანინის განცხადებით, ამისთვის 500 მილიონი რუბლია გამოყოფილი.
"ჩვენ გამოვყოფთ 500 მილიონ რუბლს შეღავათიანი დაკრედიტებისთვის სწრაფი კვების სამამულო ქსელის შესაქმნელად — ეს ღონისძიება გამიზნულია უცხოური ქსელების მიერ გამოთავისუფლებული ნიშის შესავსებად.
და, რა თქმა უნდა, მოსკოვი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს იმპორტის ჩანაცვლების ფედერალური პროგრამების განხორციელებაში", — განაცხადა მან.
17:10 რუსეთის შეჭრის შემდეგ საზღვარგარეთიდან სამშობლოში 215 000 უკრაინელი დაბრუნდა
რუსეთის შეჭრის შემდეგ საზღვარგარეთიდან სამშობლოში 215 000 უკრაინელი დაბრუნდა. ინფორმაციას Pravda უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის სპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.
ანდრეი დემჩენკოს განცხადებით, მათგან უმეტესობა, დაახლოებით 80% კაცია. მან, ასევე, აღნიშნა, რომ უკრაინაში უცხოელი მოხალისეების მიღებას კოორდინაციას თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთობლივად უწევს.
17:00 კრემლის პროპაგანდისტები ისევე აგებთ პასუხს, როგორც ისინი, ვინც დაბომბვის ბრძანებას გასცემენ — ზელენსკი
"მათ ერთი რამ მინდა ვუთხრა: თქვენ ისევე აგებთ პასუხს, როგორც ისინი, ვინც მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დაბომბვის ბრძანებას გასცემენ. ჩვენ ვიპოვით პროპაგანდისტების და მათთან დაკავშირებული პირების მთელ ქონებას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სადაც არ უნდა იყოს მათ ეს ქონება ჩამოერთვათ. გიყვართ მდიდრული ცხოვრება, აყვავებული ქვეყნები? აღარ გექნებათ და ეს მხოლოდ დასაწყისია. თქვენ დაისჯებიან ომის დანაშაულებში მონაწილეობისთვის", — თქვა პრეზიდენტმა.
16:50 ველით კონკრეტულ სიგნალს, ველით ძლიერ მხარდაჭერას — ზელენსკი ევროკავშირზე
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ისინი ევროკავშირისგან კონკრეტულ სიგნალსა და ძლიერ მხარდაჭერას ელიან, რადგან სამართლიანი ეს იქნება. მისივე თქმით, ზუსტად იციან, ვინაა მათ მხარეს და ვინ ფიქრობს, რომ ევროკავშირი, უბრალოდ, ბუღალტერიაა.
"ამ დღეებში ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბებიან იმისათვის, რომ განიხილონ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, რათა განიხილონ ჩვენი განაცხადი ევროკავშირში. ველით კონკრეტულ სიგნალს. ველით ძლიერ მხარდაჭერას, რადგან ეს იქნება სამართლიანი, ეს იქნება ევროპული.
ჩვენ ზუსტად ვიცით რა პოზიცია უკავიათ ლიდერებს. ჩვენ ზუსტად ვიცით ვინაა ჩვენს მხარეს და ვინ მიიჩნევს, რომ ევროკავშირი, უბრალოდ, ბუღალტერიაა, შემოსავალი, ხარჯები და მეტი არაფერი. ვიმუშავებთ, დავარწმუნებთ, ცხოვრება დაარწმუნებს", — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
16:40 ზელენსკი: ყველაფერს ავაშენებთ! გპირდებით
"ომის შემდეგ, ჩვენი გამარჯვების შემდეგ, აღვადგენთ ყველაფერს, რაც მტერმა გაანადგურა. ძალიან სწრაფად, ძალიან მაღალი ხარისხით. თითოეული დაზარალებული ქალაქისთვის შეიქმნება სპეციალური სახელმწიფო პროგრამა აღდგენისთვის. მე უკვე დავავალე მთავრობას ამაზე მუშაობის დაწყება. საუკეთესო არქიტექტორები, საუკეთესო კომპანიები, საუკეთესო პროექტები ყველა ქალაქისთვის.
რეგიონალური ბავშვთა საავადმყოფო, ხარკოვის კიბოს ცენტრი, კარაზინის უნივერსიტეტი, შრომის სასახლე, კოროლენკოს ბიბლიოთეკა... ყველაფერს ავაშენებთ! გპირდებით", — განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
16:37 უკრაინაში რუსეთსა და მის რეზიდენტებს ქონებას ჩამოართმევენ
ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციისა და მისი რეზიდენტებისთვის უკრაინაში არსებული ქონების იძულებით ჩამორთმევას მისი ღირებულების კომპენსაციის გარეშე. ინფორმაციას უმაღლესი რადა ავრცელებს.
16:21 რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა უკრაინას ღიად უჭერს მხარს
რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა უკრაინას სოლიდარობას უცხადებს და ომის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს ფინანსურად ეხმარება.
"რაც მეტი დღე გადის, უფრო და უფრო მტკივა გული და ვწუხვარ უკრაინის კრიზისის შედეგად დაზარალებული ოჯახებისა და ბავშვების გამო", — წერს შარაპოვა ინსტაგრამზე.
16:05 უკრაინა ოფიციალური პირებისა და სამართალდამცავების მხრიდან სახელმწიფო ღალატის 38 შემთხვევას იძიებს
15:54 მედვედევი McDonald's-ის გასვლაზე: კატლეტებისა და ფუნთუშების წარმოებას ჩვენც შევძლებთ
"გავუმკლავდებით ახლაც. ბოლოს და ბოლოს, კატლეტებისა და ფუნთუშების, თან შესანიშნავი ხარისხის, წარმოებას ჩვენც შევძლებთ. სხვათა შორის, ამის გაკეთება შეუძლიათ ბიზნესმენებს, რომლებიც სანქციების ქვეშ აღმოჩნდნენ. სალამი McDonald's-ს!" — განაცხადა მედვედევმა.
15:50 ლავროვის თქმით, პუტინი ზელენსკის შეხვდება, როცა ამის საჭიროება დადგება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ ამბობს უარს შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, როცა ამის საჭიროება დადგება. მან ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრისთვის საჭიროა მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც მიმდინარეობს ბელარუსის ფორმატში.
"ჩვენ დღეს დავადასტურეთ, რომ პრეზიდენტი პუტინი არ ამბობს უარს პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრაზე. ალბათ, როდისმე, იმედი მაქვს, რომ ასეთი აუცილებლობა დადგება, მაგრამ ამისთვის საჭიროა მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც მიმდინარეობს ბელარუსის ფორმატში", — განაცხადა მან.
15:36 პუტინი, ლავროვი, კადიროვი — ვის დაუწესა სანქციები დიდმა ბრიტანეთმა
დიდმა ბრიტანეთმა პერსონალური სანქციები 204 ადამიანსა და 65 ორგანიზაციას დაუწესა. სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი და ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი. სანქცირებულ ადამიანებსა და ორგანიზაციებს ბრიტანეთი ქვეყანაში არსებულ აქტივებს უყინავს.
- რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი;
- საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი;
- საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი სერგეი ნარიშკინი;
- ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი.
მათთან ერთად სანქციები შეეხო რუსეთის სხვა მინისტრებსაც, ყოფილ მაღალჩინოსნებს, ასევე ბელარუსის პოლიტიკოსებსაც. ბრიტანეთმა სანქციები პოლიტიკოსებთან ერთად დაუწესა ბიზნესმენებსა და ოლიგარქებს.
- სრული სიის ნახვა შეგიძლიათ აქ.
15:15 რა თქვეს კულებამ და ლავროვმა შეხვედრის შემდეგ
ომის მე-15 დღეს უკრაინის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, დმიტრო კულება და სერგეი ლავროვი ერთმანეთს ანტალიაში შეხვდნენ. მომლაპარაკებლად ანუ მესამე მხარედ თურქეთი ჩაერთო, რომლის ინიციატივითაც ორი ქვეყნის მინისტრი ანტალიაში ჩავიდა. ლავროვმა და კულებამ შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციები გამართეს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ვერ შეძლო შეთანხმების მიღწევა ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, კოლეგასთან ასევე განიხილა მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაციის საკითხიც, თუმცა შეთანხმება ვერც ამ შემთხვევაში შედგა.
დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ არსებობს ორი ამოცანა, რომელიც პრიორიტეტული უნდა იყოს — მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფნის ორგანიზება და 24-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა. ის იმედოვნებს, რომ სერგეი ლავროვი დაუკავშირდება კრემლში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რათა მარიუპოლიდან ჰუმანიტარულ დერეფანში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყოს.
"მე აქ მოვედი იმ მიზნით, რომ შეხვედრიდან გამოვსულიყავი მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობის გადაწყვეტილებით, მაგრამ შეთანხმება არ შედგა. [...] ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მაგრამ ამ მხრივ პროგრესი არ ყოფილა. როგორც ჩანს, რუსეთში ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიმღები სხვა პირები არიან", — თქვა მან.
კულება მიიჩნევს, რომ რუსეთი ამ დროისთვის ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მაგრამ არც უკრაინა დანებდება. მისი თქმით, მზადაა ეძებოს დიპლომატიური გზა ომის დასასრულებლად, მაგრამ უკრაინა არ დანებდება.
პრესკონფერენცია გამართა ლავროვმაც. მისი განცხადებით, შეთანხმდნენ რომ დღეს ამ საუბრით არ უნდა "ჩაანაცვლონ ან გააუფასურონ" ბალარუსის პლატფორმა. მისივე თქმით, ძირითადად ისაუბრეს ჰუმანიტარული ინიციატივების შესახებ. ლავროვის ეს გამოსვლაც სავსე იყო კრემლის პროპაგანდის ელემენტებითა და უკრაინული მხარისადმი პრეტენზიებით.
- სტატიის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.
15:00 "ულტრარადიკალების ბაზა იყო" — ლავროვი ცდილობს სამშობიაროზე თავდასხმა გაამართლოს
ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სცადა მარიუპოლის სამშობიაროსა და ბავშვთა სახლზე თავდასხმა გაემართლებინა. პრესკონფერენციისას ის ამტკიცებდა, თითქოს შენობაში უკრაინული "რადიკალების" ჯარი იყო განლაგებული და მშობიარეები არ იმყოფებოდნენ. თუმცა მთელმა მსოფლიომ ნახა კადრები, როგორც ტოვებენ დანგრეულ საავადმყოფოს დაშავებული ორსული ქალები და ბავშვები.
CNBC-ის ჟურნალისტმა ლავროვს უთხრა, რომ რუსეთმა გამოიყენა უამრავი სიტყვა იმისთვის, რომ უკრაინაში შეჭრა გაემართლებინა და ამბობდა, თითქოს ეს უკრაინელი ხალხისთვისაა. ჟურნალისტმა მას კითხა, რით შეიძლება სამშობიაროს და ბავშვთა სახლის დაბომბვის გამართლება და ეთანხმება თუ არა ზელენსკის, რომ ბავშვებისა და დედების მიზანში ამოღება არაადამიანური საქციელია. ლავროვმა მას ასე უპასუხა:
"ნუ, სამშობიარო სახლი... ჩვენ პირველად არ ვხედავთ პათეტიკურ წამოყვირებებს ე.წ. არაადამიანობაზე, რომელსაც რუსი შეიარაღებული ძალები აკეთებენ. 7 მარტს, 3 დღის წინ, 6 ან 7 მარტს ზუსტად არ მახსოვს, გაეროს უსაფრთხოების საბჭოზე ჩვენი დელეგაციის მიერ იყო წარდგენილი ფაქტები, რომ ეს ბავშვთა სახლი დიდი ხანი აქვს აღებული ბატალიონ აზოვს და სხვა რადიკალებს, საიდანაც გამოყარეს ყველა მშობიარე, მედდა და მომსახურე პერსონალი. ეს იყო ულტრარადიკალების, აზოვის ბატალიონის ბაზა.
14:00 დიდმა ბრიტანეთმა რომან აბრამოვიჩს სანქციები დაუწესა
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუს ოლიგარქს, რომან აბრამოვიჩს სანქციები დაუწესა და გაყინა მისი აქტივები, მათ შორის ინგლისის საფეხბურთო კლუბი ჩელსი. ამასთანავე, აბრამოვიჩს ეკრძალება დიდი ბრიტანეთის ფიზიკურ პირებთან და ბიზნესებთან ტრანზაქციები და ეზღუდება მოგზაურობა. ის ერთ-ერთია იმ 7 ოლიგარქიდან, რომლებსაც დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა.
დიდი ბრიტანეთის ახალი სანქციები შეეხებათ შემდეგ პირებს:
- რომან აბრამოვიჩი, ჩელსის FC მფლობელი, აქვს წილები ფოლადის გიგანტ Evraz-სა და Norilsk Nickel-ში;
- ოლეგ დერიპასკა, რომელსაც აქვს წილი En+ Group-ში;
- იგორ სეჩინი, Rosneft-ის აღმასრულებელი დირექტორი;
- ანდრეი კოსტინი, ვითიბი ბანკის თავმჯდომარე;
- ალექსეი მილერი, გაზპრომის აღმასრულებელი დირექტორი;
- ნიკოლაი ტოკარევი, რუსული სახელმწიფო მილსადენის კომპანიის, Transneft-ის პრეზიდენტი;
- დიმიტრი ლებედევი, Bank Rossiya-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.
13:18 მკაცრად ვგმობთ, ეს სამარცხვინო ხოცვა-ჟლეტა უნდა დასრულდეს — ზალკალიანი სამშობიაროს დაბომბვაზე
"ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და მკაცრად ვგმობთ ამ ლაჩრულ თავდასხმას დაუცველ, უდანაშაულო მოქალაქეებზე. ეს სამარცხვინო ხოცვა-ჟლეტა დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს. შეწყდეს რუსული აგრესია", — წერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
12:55 უკრაინელი ჯარისკაცი აღშფოთებული ჰყვება, როგორ "უვლიან" რუსები სამხედრო ტექნიკას
12:46 თურქეთში სერგეი ლავროვისა და დმიტრო კულებას შეხვედრა დაიწყო
12:40 მარიუპოლში ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა
მარიუპოლში ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი გარდაიცვალა. დაშავებულია 17 ადამიანი — ბავშვები, ქალები და ექიმები. ინფორმაციას მარიუპოლის ქალაქის საბჭო ავრცელებს.
საბჭოს თქმით, მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს რუსეთის დანაშაულის შესახებ კაცობრიობის, უკრაინის და მარიუპოლელების წინააღმდეგ.
ამასთანავე მარიუპოლის ქალაქის საბჭოს განცხადებით, დღეს დილით ოკუპანტებმა მარიუპოლის მაცხოვრებლები კვლავ დაბომბეს და წინასწარი ინფორმაციით ერთი ადამიანი დაიღუპა.
"ისევ არამშვიდობიანი დილა მარიუპოლში. ისევ საჰაერო თავდასხმა მშვიდობიან ქალაქზე. დღეს, დილას 8 საათზე, მშენებლების პროსპექტის მიმდებარედ, რუსულმა საოკუპაციო ჯარმა თვითმფრინავიდან დაბომბა მარიუპოლის მაცხოვრებლები. წინასწარი ინფორმაციით დაიღუპა ერთი ადამიანი. ნაცისტები აგრძელებენ მარიუპოლის განადგურებას, რომელიც არ დანებდა მტერს", — წერს საბჭო.
12:35 თურქეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს შეხვდნენ
12:25 სავაჭრო ცენტრი ხარკოვში დაბომბვის შემდეგ
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ხარკოვში არაერთი სახმელეთო და საჰაერო თავდასხმის შედეგად განადგურდა 280-ზე მეტი სახლი, 26 სკოლა და 23 საბავშვო ბაღი. არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში
12:21 კანადა უკრაინას დამატებით 50 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას მიაწვდის
"კანადა უკრაინას დამატებით 50 მილიონ აშშ დოლარის ლეტალურ და არალეტალურ სამხედრო დახმარებას გაუწევს, მათ შორის კანადური წარმოების კამერები, რომლებიც გამოიყენება სამხედრო თვითმფრინავებში და სხვა სპეციალიზებულ აღჭურვილობაში. ჩვენ ვდგავართ უკრაინელების გვერდით, რომლებიც იბრძვიან თავიანთი ქვეყნის დასაცავად", — წერს კანადის თავდაცვის მინისტრი, ანიტა ანანდი.
12:19 ლეგენდარული უკრაინელი მებრძოლი გარდაიცვალა
ციგანკოვს საკუთარი Facebook-ის ქავერზე ქართველი გმირის, გიორგი ანწუხელის ფოტო ჰქონდა დაყენებული, ხოლო Unian-ის გამოქვეყნებულ ფოტოში მას ქართული ჯარის ფორმა აცვია.
ბოლო Facebook პოსტში ის ქალაქ იზიუმისთვის დახმარებას ითხოვდა და წერდა, რომ მოეტანათ ჰუმანიტარული დახმარება და საჭმელი მოსახლეობისთვის, თუ არ ეშინიათ საჰაერო და საარტილერიო თავდასხმის.
12:00 რუსეთის დანაკარგი ომის დაწყებიდან მე-15 დღეს — სრულად
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე 12 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა ან ტყვედ ჩავარდა. უწყების ცნობით, ამ დროისთვის საოკუპაციო ძალების დანაკარგები ასეთია:
- ტანკი — 335 ერთეული;
- ჯავშანტექნიკა — 1 105 ერთეული;
- საარტილერიო სისტემა — 123 ერთეული;
- MLRS — 56 ერთეული;
- საჰაერო თავდაცვის სისტემა — 29 ერთეული;
- თვითმფრინავი — 49 ერთეული;
- ვერტმფრენი — 81 ერთეული;
- საავტომობილო ტექნიკა — 526.
11:35 მსოფლიო ერთად უნდა დადგეს ამ ბოროტების დასასრულებლად — კუჭავა მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვაზე
"წარმოუდგენელია! გაუგონარი სისასტიკე! სამშობიარო და ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმა?! მსოფლიო ერთად უნდა დადგეს ამ ბოროტების დასასრულებლად!" — წერს ის.
11:24 ვილნიუსის მერმა ქალაქის ახალი საგზაო ნიშნების ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: "მეზობელო ბელარუსელებო, გაიღვიძეთ"
მისივე ინფორმაციით, შეწყვიტეს პარტნიორობა რუსეთისა და ბელარუსის ქალაქებთან, გახსნეს უკრაინელი გმირების ქუჩა რუსეთის საელჩოსთან, დაამტკიცეს ფინანსური ჰუმანიტარული დახმარება უკრაინისთვის და ლტოლვილებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახადეს. მერი წერს, რომ გარდა ამისა, იქნება იმდენი დახმარება, რამდენიც საჭიროა.
ფოტო: Remigijus Šimašius / FB
11:05 კულება ლავროვთან შესახვედრად თურქეთში ჩავიდა
თურქულმა მედიამ უკრაინისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის კადრები გაავრცელა.
ფოტო: Haber7
ფოტო: DHA
10:52 სუმის რაიონი, ოხტირკა რუსული საოკუპაციო ძალების მიერ ღამის დაბომბვის შემდეგ
10:49 უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს იმ კომპანიების სიას, რომლებმაც მათი ინფორმაციით, რუსეთის ბაზარზე დარჩენა გადაწყვიტეს
უწყება მოუწოდებს მათ, გადახედონ გადაწყვეტილებებს და სრულად შეწყვიტონ საქმიანობა რუსეთში, რადგან ასე წვლილი შეაქვთ რუსეთის სამხედრო ბიუჯეტში.
ფოტო: უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო
10:39 ვილნიუსში რუსეთის საელჩოს ქუჩას უკრაინის გმირების ქუჩა ეწოდა
შესაბამისი ნიშნები საელჩოს წინ უკვე დაამონტაჟეს.
ფოტო: Irytas
ფოტო: Irytas
10:32 მარიუპოლის საავადმყოფოს დაბომბვა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში
10:30 დილა ხარკოვის რეგიონში რუსული დაბომბვის შემდეგ
უკრაინის საგანგებოს განცხადებით დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი.
ფოტო: უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
ფოტო: უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
10:15 Unian ავრცელებს ფოტოს, რომელშიც ჩანს, რომ დაცხრილულია საევაკუაციო მანქანა წარწერით "ბავშვები"
ფოტო: Unian
10:09 ბროვარსკის რაიონში უკრაინელმა სამხედროებმა რუსული ტექნიკა გაანადგურეს
10:02 გუტიერეში: ახლავე დაასრულეთ სისხლისღვრა
"უკრაინაში მარიუპოლის ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიაროზე თავდასხმა საშინელებაა. მშვიდობიანი მოსახლეობა უმაღლეს ფასს იხდის ომისთვის, რაშიც ისინი არაფერ შუაში არიან. ეს უაზრო ძალადობა უნდა შეწყდეს. ახლავე დაასრულეთ სისხლისღვრა", — წერს გაეროს გენერალური მდივანი.
09:00 აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის 13,6 მილიარდი დოლარით დაფინანსების კანონპროექტი დაამტკიცა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის 13,6 მილიარდი დოლარით დაფინანსების კანონპროექტი დაამტკიცა. პაკეტს, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში სენატი განიხილავს. თანხის ნახევარი უკრაინის თავდაცვისთვის, ნახევარი კი ლტოლვილების დასახმარებლად იქნება გამოყენებული.
08:01 სუმში დაბომბვას, სულ მცირე, სამი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა
ინფორმაციას BBC ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. ისინი 13 წლის ბიჭისა და ორი ქალის დაღუპვას ადასტურებენ.
07:34 ბავშვთა საავადმყოფო და სამშობიარო, რომელიც ოკუპანტებმა მარიუპოლში დაბომბეს
06:56 რუსულმა სამხედრო თვითმფრინავენმა სუმის რეგიონში ქალაქი ოხტრიკა დაბომბეს
ინფორმაციას BBC ადგილობრივ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ოკუპანტებმა საცხოვრებელი უბნები და გაზსადენი დაბომბეს.
მისივე თქმით, დაახლოებით 10 წლის შემდეგ დაიბომბა სუმის გარეუბნებიც. ჯერჯერობით, უცნობია, არის თუ არა მსხვერპლი. დმიტრო ჟივიცკი აცხადებს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის ჰუმანიტარული დერეფანი ადგილობრივი დროით 09:30 საათზე გაიხსნება.
06:22 ზელენსკი: ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვა მტკიცებულებაა, რომ უკრაინელების გენოციდი ხდება
"ბავშვთა საავადმყოფო, სამშობიარო განყოფილება, რა საფრთხეს წარმოადგენდნენ ისინი რუსეთის ფედერაციისთვის? რა არის ეს ქვეყანა, რუსეთის ფედერაცია რომელსაც საავადმყოფოებისა და სამშობიაროების ეშინია და ანგრევს მათ? [...]
დანგრეულია საავადმყოფოები და სკოლები. დანგრეულია ეკლესიები და შენობები. ხალხი იღუპება, ბავშვებს კლავენ. ბავშვთა საავადმყოფოების საჰაერო დაბომბვა საბოლოო მტკიცებულებაა იმისა, რომ უკრაინელების გენოციდი ხდება", — თქვა მან.
05:52 ზელენსკის თქმით, ჰუმანიტარული დერეფნების მეშვეობით თითქმის 35 000 ადამიანია ევაკუირებული
უკრაინის პრეზიდენტის ამბობს იმასაც, რომ ხელისუფლება უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციისთვის კიდევ 3 ჰუმანიტარულ დერეფანს ამზადებს.
05:28 ფსაკი: შესაძლოა, რუსეთმა ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი გამოიყენოს, ან ცრუ დროშის ოპერაცია განახორციელოს
"მას შემდეგ, რაც რუსეთმა ცრუ ბრალდებები გამოთქვა და ჩინეთი, როგორც ჩანს, მხარს უჭერს ამ პროპაგანდას, ფრთხილად უნდა ვიყოთ, შესაძლოა, რუსეთმა ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი გამოიყენოს, ან ცრუ დროშის ოპერაცია განახორციელოს მისი გამოყენებით. ეს თვალსაჩინო პატერნია", — დაწერა მან.
00:01 ზელენსკი: მხოლოდ ორი პრეზიდენტის პირდაპირი მოლაპარაკების შემდეგ შევძლებთ ომის დასრულებას
"ყველა მოლაპარაკებაში ჩემი მიზანია რუსეთთან ომის დასრულება. ასევე, მზად ვარ გარკვეული ნაბიჯების გადასადგმელად. კომპრომისზე წასვლა შესაძლებელია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ჩემი ქვეყნის ღალატი და მეორე მხარეც უნდა იყოს მზად კომპრომისზე წასასვლელად, ამიტომ უწოდებენ მას კომპრომისს. ამით შეგვიძლია გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან. ჯერ დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. ჯერ არ ყოფილა პირდაპირი კონტაქტი პრეზიდენტებს შორის. მხოლოდ ორი პრეზიდენტის პირდაპირი მოლაპარაკების შემდეგ შევძლებთ ამ ომის დასრულებას", — ამბობს ის.
23:22 ომის დაწყებიდან დღემდე მარიუპოლში 1300-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერის მრჩეველი ფეისბუქზე ავრცელებს.
23:03 ახალი სატელიტური სურათები აჩვენებს მარიუპოლში განადგურებულ სახლებს, შენობებს, სასურსათო მაღაზიებს და სავაჭრო ცენტრებს
ფოტო: Satellite image ©2022 Maxar Technologies
22:11 ევროკავშირი რუსეთსა და ბელარუსს ახალ სანქციებს უწესებს
ევროკავშირი აცხადებს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება ეფუძნება სანქციების ფართო სპექტრს და უპრეცედენტო პაკეტს, რომელსაც უკრაინაში რუსეთის აგრესიის საპასუხოდ იღებს.
ვრცლად იხილეთ აქ.
21:41 საზარელი დანაშაულების გამო პუტინს პასუხს ვაგებინებთ — ჯონსონი მარიუპოლის საავადმყოფოების დაბომბვაზე
"ცოტა რამაა იმაზე მეტად ამორალური, ვიდრე დაუცველების მიზანში ამოღება. დიდი ბრიტანეთი ავიათავდასხმებისგან დასაცავად უკრაინის მხარდაჭერის დამატებით საშუალებებს იკვლევს. საზარელი დანაშაულების გამო პუტინს პასუხს ვაგებინებთ", — წერს ჯონსონი.
21:30 უკრაინაში 516 მოქალაქე გარდაიცვალა, 908 კი დაშავდა — გაეროს ბოლო მონაცემები
გაეროს უახლესი მონაცემებით, რუსეთის დაწყებული ომის შედეგად უკრაინაში 516 მოქალაქე გარდაიცვალა, 908 კი დაშავდა. მათ შორის დაიღუპა 23 ბავშვი და დაშავდა 34.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ რეალური მაჩვენებლები მნიშვნელოვნად მაღალია, განსაკუთრებით მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და განსაკუთრებით ბოლო დღეებში, რადგან ინფორმაციის მიღება ზოგიერთი ადგილიდან, სადაც ინტენსიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, გადაიდო. ეს ეხება, მაგალითად, ქალაქ ვოლნოვახას, მარიუპოლს, იზუმს, საიდანაც ვრცელდება ინფორმაცია ასობით მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შესახებ.
20:46 დახურეთ ცა ახლავე, თქვენ გაქვთ ძალა, მაგრამ, როგორც ჩანს, კარგავთ ადამიანობას — ზელენსკი
"მარიუპოლი. რუსი სამხედროების პირდაპირი დარტყმა სამშობიაროზე. ხალხი, ბავშვები ნანგრევების ქვეშ არიან. სიველურე! როდემდე იქნება სამყარო თანამონაწილე ტერორის იგნორით? დახურეთ ცა ახლავე! შეაჩერეთ მკვლელობები! თქვენ გაქვთ ძალა, მაგრამ, როგორც ჩანს, კარგავთ ადამიანობას", — წერს ის.
20:10 რუსეთმა მარიუპოლში სამშობიარო და ბავშვთა საავადმყოფო დაბომბა
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის პირველი მოადგილის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის სამშობიარო დაბომბეს. მისი თქმით, დაჭრილი და დაღუპულია რამდენიმე ქალი.
გარდა ამისა, უკრაინული მედია მარიუპოლის საკრებულოს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ოკუპანტებმა რამდენიმე ბომბი ჩამოაგდეს ბავშვთა საავადმყოფოშიც. ამ დროისთვის დაშავებული ბავშვების რაოდენობა დაზუსტებული არაა.
19:30 IAEA: ჩერნობილის სადგურში ელექტროენერგიის გათიშვა კრიტიკულ საფრთხეს არ ქმნის
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო დმიტრო კულებას მიერ რადიაციის გაჟონვასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მიმართვას გამოეხმაურა და გვაუწყა, რომ ამას უსაფრთხოებაზე კრიტიკული გავლენა არ აქვს. სამშაბათს რუსეთის ჯარებმა ჩერნობილის ელექტროსადგურს ელექტროენერგიის მიწოდება შეუზღუდეს, დღეს კი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გვაუწყა, რომ დიზელის სარეზერვო გენერატორები მხოლოდ 48 საათის განმავლობაში შეძლებდნენ მუშაობას, ხოლო ამის შემდეგ ქარხნიდან რადიაცია გაჟონავდა.
19:20 გერმანია უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავებს არ გაგზავნის
გერმანია უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავებს არ გაგზავნის. როგორც BBC წერს, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ქვეყანამ უკრაინას მიაწოდა ყველა სახის თავდაცვის მასალა, თუმცა განმარტა, რომ სამხედრო თვითმფრინავები ამის ნაწილი არ არის.
ასევე ამერიკის შეერთებული შტატები პოლონეთის შეთავაზებაზე MiG-29 ტიპის თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემასთან დაკავშირებით უარს ამბობს. შეერთებული შტატები უკრაინისთვის იარაღის გადაცემის დაჩქარებას ცდილობს, თუმცა პენტაგონი აცხადებს, რომ NATO-ს ტერიტორიიდან საბრძოლო ავიაციის გადატანის პერსპექტივა მთელი ალიანსის შეშფოთებას იწვევს.
19:13 კიევში უკრაინის ცის დახურვის მოთხოვნით აქცია-კონცერტი გაიმართა
Unian-ის ინფორმაციით, აქციას "თავისუფალი ცა ერქვა". მათივე თქმით, სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსებმა შეასრულეს უკრაინისა და ევროპის ჰიმნები, ასევე არაერთი ცნობილი უკრაინული მუსიკალური ნაწარმოები.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, კონცერტი მოეწყო უკრაინელი ხალხისა და პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდების მხარდასაჭერად, მსოფლიოს ქვეყნებისადმი, რომ დაკეტონ ცა და შეაჩერონ ომი.
19:08 რუსეთს მოუწია ეღიარებინა, რომ უკრაინაში წვევამდელებიც არიან
აქამდე რუსეთში ამ ინფორმაციას უარყოფდნენ. ოკუპანტი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას კრემლის პროპაგანდისტული მედია, რია ავრცელებს.
უწყებაში ამბობენ, რომ "სამწუხაროდ" რუსეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებში წვევამდელების ყოფნის "რამდენიმე ფაქტი" გამოვლინდა და ამტკიცებენ, :თითქოს "პრაქტიკულად ყველა ასეთი სამხედრო მოსამსახურე უკვე გაყვანილია რუსეთის ტერიტორიაზე".
19:05 დაბომბვის შედეგად განადგურდა ხარკოვის ოლქის პოლიციის შენობა: 4 ადამიანი დაიღუპა, 15 დაშავდა
ინფორმაციას უკრაინსკაია პრავდა ხარკოვის რეგიონის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსზე, სერგეი ბოლვინოვზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლვინოვის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს ადმინისტრაციის შენობის ნანგრევების გაწმენდა, დაღუპულთა ცხედრებისა და ბომბის ნაშთების ამოღება.
19:00 უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თქმით, რუსები ავრცელებენ დეზინფორმაციას უკრაინაში ებრაელების დევნის შესახებ
უწყების განცხადებით, რუსული პროპაგანდის რესურსებმა დაიწყეს მორიგი დეზინფორმაციის გავრცელება და სტატიების გამოქვეყნება ჟიტომირის რეგიონში ებრაელთა სავარაუდო დევნის შესახებ. მათი თქმით, ეს არის პირდაპირი ტყუილი, რომლითაც მტერი ცდილობს ქვეყანაში ეთნიკური უთანხმოების დათესვას და ყალბი ამბები უკვე უარყო ჟიტომირის მთავარმა რაბინმა შლომო ვილჰელმმა.
18:50 ოკუპანტები ბუჩიდან ევაკუაციის პროცესს აფერხებენ
ბუჩანის ქალაქის საბჭო აცხადებს, რომ რუსული ჯარი ევაკუაციის პროცესს ხელს უშლის და 50-ზე მეტი ავტობუსს გასვლის საშუალებას არ აძლევს. მათივე თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
18:35 6 რჩევა — როგორ დავიცვათ თავი რადიოაქტიური დაბინძურებისას
კულებას და Ukrenergo-ს განცხადებამ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის შესახებ შეშფოთება გამოიწვია. Ukrenergo ამბობს, რომ ჩერნობილის ელექტროსადგურში ელექტროენერგია და დაცვის სისტემა სრულად გაითიშა. კულებას თქმით, კი დიზელის სარეზერვო გენერატორებს მხოლოდ 48 საათის განმავლობაში შეუძლიათ ჩერნობილის ელექტროსადგურის ელექტროენერგიით მომარაგება, ამის შემდეგ კი რადიაცია გაჟონავს, რადგან ელექტრობა გაცივების, ვენტილაციისა და ცეცხლსაქრობი სისტემების გამართული მუშაობისთვისაა საჭირო.
ამ სტატიაში მოკლედ გიყვებით, როგორ უნდა დაიცვათ თავი, თუკი რადიაცია თქვენამდე მოაღწევს.
- მიიღეთ კალიუმის იოდიდი;
- თავი შეაფარეთ შენობას;
- მოიშორეთ დაბინძურებული ტანსაცმელი და იბანავეთ;
- შენობის შიგნითაც, შეარჩიეთ ყველაზე უსაფრთხო ადგილი;
- მოიმარაგეთ წყალი და დაკონსერვებული პროდუქტი;
- თვალი მიადევნეთ ინფორმაციას.
ამ რჩევების შესახებ ვრცლად წაკითხვა შეგიძლიათ ამ ლინკზე. გარდა ამისა, დამატებითი ინფორმაცია რადიაციისა და ატომური ელექტროსადგურების შეგიძლიათ ნახოთ ამ სტატიებში.
18:02 პარტნიორები ზელენსკის მკვლელობის მცდელობის 2-3 შემთხვევაზე საუბრობენ, მივიჩნევ, 10-ზე მეტი იყო — პოდოლიაკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი მიიჩნევს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე ზელენსკის მკვლელობის მცდელობის 10-ზე მეტი შემთხვევა იყო. ადგილობრივი გამოცემა უკრაინსკაია პრავდა წერს, რომ ამის შესახებ პოდოლიაკმა მათთან ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენი უცხოელი პარტნიორები საუბრობენ ორ-სამ მცდელობაზე. მივიჩნევ, რომ ასეთი მცდელობა ათზე მეტი იყო. ჩვენ მუდმივად გვაქვს ინფორმაცია, რომ დივერსიული სადაზვერვო ჯგუფები ცდილობენ, სამთავრობო კვარტალში შევიდნენ", — ამბობს ის.
პოდოლიაკის თქმით, ძლიერი დაზვერვა აქვთ და აკონტროლებენ მსგავს ჯგუფებს. ის ასევე აღნიშნავს, რომ რისკები ჯერ ისევ არის, თუმცა უსაფრთხოებიდან გამომდინარე დეტალებზე საუბარი არ შეუძლია. მისი თქმით, დასავლური დაზვერვა სიმართლეს ამბობს, რომ პუტინის პირველი სამიზნე არის ზელენსკი.
17:50 48 საათში რადიაციის გაჟონვა "გარდაუვალი ხდება" — ჩერნობილის ელექტროსადგურს დენი აღარ მიეწოდება
Ukrenergo-ს განცხადებით, ჩერნობილის ელექტროსადგურში ელექტროენერგია და დაცვის სისტემა სრულად გაითიშა.
ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ უწყებაში ნათქვამია, რომ "ქარხანა ელექტრულ წრედს სრულად გამოეთიშა, სამხედრო ოპერაციების წყალობით კი ხაზის აღდგენა შეუძლებელია".
სამშაბათს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) გვაცნობა, რომ ატომური ელექტროსადგური მონაცემებს აღარ გადასცემდა, ახლახან უკრაინის საგარეო მინისტრ დმიტრო კულებას მიერ გავრცელებული ტვიტი კი გვეუბნება, რომ დიზელის სარეზერვო გენერატორებს მხოლოდ 48 საათის განმავლობაში შეუძლიათ ჩერნობილის ელექტროსადგურის ელექტროენერგიით მომარაგება, ამის შემდეგ კი რადიაცია გაჟონავს.
17:45 უკრაინელ ლტოლვილთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება
17:30 ოდესაში მოქალაქეები ბარიკადების ასაგებად ტომრებს ქვიშით ავსებენ
16:26 რუსეთის სამხედრო ძალებმა ევაკუაციისას ხალხს ცეცხლი გაუხსნეს, დაიღუპა უკრაინელი სერჟანტი
კიევის საოლქო პროკურატურის განცხადებით, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის დროს, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ხალხს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა კიევის რეგიონის პოლიციის უფროსი სერჟანტი, დაშავდა კიდევ ორი ადამიანი, მათ შორის ერთი სამართალდამცველი.
16:19 ოდესაში ოკუპანტების შეტევისთვის ემზადებიან და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს იცავენ
16:04 კიევის მიმართულებით 5 დასახლებიდან ჰუმანიტარული დერეფნები გაიხსნა
კიევის მიმართულებით 5 დასახლებიდან ჰუმანიტარული დერეფნები გაიხსნა. მათ შორისაა ბორდიანკა, ბუჩა, ირპინი და ვორზელი. უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, ჰუმანიტარული დერეფნები კიევის დროით 09:00 საათზე ამოქმედდა, ევაკუაცია კი 11:30-დან დაიწყო. მისივე ინფორმაციით, დერეფნები 21:00 საათზე დაიხურება.
15:46 ჩერნიგოვის ოლქში მოსახლეობამ ოკუპაცია გააპროტესტა და უკრაინის დროშებით მსვლელობა მოაწყო
15:28 ევროკავშირი რუსეთის ხელისუფლებაში მყოფი დაახლოებით 100 პირისთვის ახალ სანქციებს ამზადებს
ევროკავშირი რუსეთის ხელისუფლებაში მყოფი დაახლოებით 100 პირისთვის ახალ სანქციებს ამზადებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროპარლამენტარებს განუცხადა.
სანქციები მოგზაურობის აკრძალვასა და აქტივების გაყინვას შეეხება.
"ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთის ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე დაახლოებით 100 პირისთვის სანქციების პაკეტზე მუშაობს", — თქვა მან.
15:09 აშშ პოლონეთის შეთავაზებაზე MiG-29 ტიპის თვითმფრინავების გადაცემასთან დაკავშირებით უარს ამბობს
ამერიკის შეერთებული შტატები პოლონეთის შეთავაზებაზე MiG-29 ტიპის თვითმფრინავების გადაცემასთან დაკავშირებით უარს ამბობს.
შეერთებული შტატები უკრაინისთვის იარაღის გადაცემის დაჩქარებას ცდილობს, თუმცა პენტაგონი აცხადებს, რომ NATO-ს ტერიტორიიდან საბრძოლო ავიაციის გადატანის პერსპექტივა მთელი ალიანსის შეშფოთებას იწვევს.
14:49 ზელენსკი: მტრის საბრძოლო მასალა ახლა იმუშავებს ჩვენი თავდაცვისთვის
"ჩვენმა სამხედროებმა შეძლეს ჩვენი აღჭურვილობის არსენალის შევსება ბრძოლის ველზე აღებული მრავალი ტროფეის ხარჯზე. მტრის ტანკები, ჯავშანტექნიკა, საბრძოლო მასალა ახლა იმუშავებს ჩვენი თავდაცვისთვის, ჩვენი სიცოცხლისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. რა შეიძლება იყოს უფრო დამამცირებელი ოკუპანტებისთვის?" — თქვა მან.
14:33 ზელენსკი: მტერს შეუძლია გაანადგუროს ჩვენი სახლები, მაგრამ ვერასდროს მიიღებს ჩვენს სულს
"მტერს შეუძლია გაანადგუროს ჩვენი სახლების, სკოლების, ეკლესიების კედლები, შეიძლება დაანგრიოს უკრაინული საწარმოები, მაგრამ ის ვერასდროს მიიღებს ჩვენს სულს, გულს და თავისუფლად ცხოვრების უნარს. იბრძოლეთ მამაცურად", — ამბობს ის.
14:24 ჟიტომირში ოკუპანტებმა 7 სახლი დაბომბეს, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის, ორი ბავშვია
ჟიტომირის ოლქის ქალაქ მალინში რუსმა ოკუპანტებმა 7 სახლი დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას Unian უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაღუპულია 5 ადამიანი, მათ შორის, 2 ბავშვია. ადგილზე სამაშველო-სამძებრო სამუშაოები ისევ გრძელდება.
14:19 Heineken რუსეთში პროდუქციის გაყიდვას და წარმოებას წყვეტს
კომპანია აცხადებს, რომ აჩერებს ყველა ახალ ინვესტიციას და ექსპორტს რუსეთში. Heineken გააძლიერებს მხარდაჭერას და შემოწირულობებს პოლონეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.
14:05 უკრაინაში ჩასული უცხოელი მოხალისეები მოქალაქეობის მიღებას შეძლებენ
უკრაინაში ჩასული უცხოელი მოხალისეები მოქალაქეობის მიღებას შეძლებენ. ინფორმაციას Unian უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეზე, ევგენი ენინზე დაყრდნობით ავრცელებს.
"თუკი ასეთი პირები, უცხო ქვეყნიდან ჩამოსულები, უკრაინის მოქალაქეობის მოპოვებით დაინტერესდებიან, ჩვენი კანონმდებლობა ასეთ შესაძლებლობას ითვალისწინებს", — განაცხადა მან.
13:15 მიუღებელია, არც დიპლომატიაში ჯდება, არც პოლიტიკაში — გომელაური ზელენსკის განცხადებაზე
"ომია და არ მინდა უფრო მძიმედ ვისაუბრო ბატონი ზელენსკის მიმართ, რაც თქვა, რომ ამორალურია ჩვენი მთავრობის ქმედება. ეს არის მიუღებელი, რა თქმა უნდა. არანაირად არც დიპლომატიაში ჯდება და არც პოლიტიკაში ჯდება. სამწუხაროა ძალიან.
რაც პრემიერმა გააკეთა, მხარს ვუჭერ, ჩვენ ერთი გუნდი ვართ. ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეუძლია საქართველოს", — თქვა მან.
12:53 რუსეთის დანაკარგი ომის დაწყებიდან — სრულად
უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე 12 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა ან ტყვედ ჩავარდა. უწყების ცნობით, ამ დროისთვის საოკუპაციო ძალების დანაკარგები ასეთია:
- ტანკი — 317;
- ჯავშანტექნიკა — 1 070;
- საარტილერიო სისტემა — 120;
- MLRS — 56;
- საჰაერო თავდაცვის სისტემა — 28;
- თვითმფრინავი — 49;
- ვერტმფრენი — 81;
- საავტომობილო ტექნიკა — 482;
12:40 დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე რუსული თვითმფრინავების ფრენა სისხლის სამართლის დანაშაული იქნება
დიდ ბრიტანეთში რუსეთის საკუთრებაში მყოფი თვითმფრინავების მათ საჰაერო სივრცეში ფრენა სისხლის სამართლის დანაშაული იქნება. შეზღუდვა შეეხება იმ კერძო თვითმფრინავებსაც, რომელიც სხვა ქვეყანაშია რეგისტრირებული, თუმცა რუსეთის მოქალაქეს ჰყავს დაქირავებული.
12:37 ეს კითხვა, მგონი, საერთოდ არ უნდა დაისვას, უკრაინას რომ არ დაუწყია ომი, ყველამ კარგად იცის — გომელაური
"ეს კითხვა, მგონი, საერთოდ არ უნდა დაისვას, ჩემი აზრით. რუსეთმა პირდაპირ შეიყვანა ჯარები და დაიწყო ომი, ამას რა კითხვა უნდა? ოპერაცია დაარქვეს მათ, მაგრამ ომია ხომ პირდაპირ? რა კითხვა უნდა, უკრაინას რომ არ დაუწყია ომი, ყველამ კარგად იცის. ეს კითხვა, ჩემი აზრით, დასასმელი არც არის", — ამბობს ის.
12:21 რუსეთის დეფოლტი გარდაუვალია — Fitch
Fitch-მა რუსეთის სუვერენული რეიტინგი B-დან C-დონემდე შეამცირა და განაცხადა, რომ რუსეთის დეფოლტი გარდაუვალია. სარეიტინგო სააგენტო ამბობს, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები ქვეყნის ვალის მომსახურების შესაძლებლობას ძირს უთხრის.
12:17 პუტინს, რომელიც კაცობრიობას ბირთვული იარაღით ემუქრება, ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვს — მეუფე დიმიტრი
პატრიარქის ძმისშვილმა, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, დიმიტრი შიოლაშვილმა ქადაგებისას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, პუტინს, რომელიც მთელ კაცობრიობას ბირთვული იარაღით ემუქრება, ქრისტიანულ ფასეულობებთან საერთო არაფერი აქვს.
11:54 ვახტანგ გომელაური: აქედან გაიწვიეს ელჩი და ბელარუსში დატოვეს, ესეც გაუგებარია ჩემთვის
"საქართველო ყველაფერს აკეთებს, იცით თქვენ, რომ იგივე პრემიერმინისტრის დავალებით გაიგზავნა დახმარება უკრაინაში. ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიები, ჩვენ თვითონ ვართ დაზარალებული. სულ რამდენიმე წლის წინ ომი იყო საქართველოში, დავკარგეთ ტერიტორიები, რუსის ჯარი დგას დღეს საქართველოს ტერიტორიაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს ის შესაძლებლობა, როგორც გერმანიას, საფრანგეთს, ევროკავშირის დიდ ქვეყნებს დახმარების. ჩვენ მხარდაჭერის კუთხით ყველაფერი გავაკეთეთ, ასევე, გაეროში და ბევრი მიმართულებით მხარი დავუჭირეთ ყველა რეზოლუციას, აქედან გამომდინარე მზად ვართ გვერდში დავუდგეთ.
[...] ელჩზე არ მინდა ასეთ თემებში შევიდე, ბოდიშს ვიხდი, ჩემი თანამდებობიდან გამომდინარე, მაგრამ სამწუხაროდ, აქედან გაიწვიეს ელჩი და ბელარუსში დატოვეს. ესეც გაუგებარია ჩემთვის. ამ დეტალებში, პოლიტიკურ დეტალებში არ შევალ", — თქვა მან.
11:11 ხარკოვში დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა
ხარკოვში მორიგი საჰაერო თავდასხმისას რუსეთმა სულ მცირე 3 უმართავი ბომბი ჩამოაგდო. უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაშველებმა ნანგრევებში 2 ადამიანის, მათ შორის 7 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს.
ხარკოვის ერთ-ერთ სოფელში ბომბი სახლის საძირკველს მოხვდა და ჩამოანგრია. სამმა ადამიანმა ნანგრევებიდან გამოსვლა შეძლო, ერთი კი მაშველებმა გადაარჩინეს.
08:44 ნოვაია გაზეტას ახალი ნომრის გარეკანი
რუსული კრიტიკული მედიის, ნოვაია გაზეტას ხვალინდელი ნორმის გარეკანი გვამცნობს, რომ პუტინის ახალი კანონის გათვალისწინებითაა შედგენილი. იმ წესების, რომელიც "ომის" ხსენებას კრძალავს, თუმცა გამოცემამ მაინც იპოვა გზა პოზიციის დასაფიქსირებლად.
ფოტო: ნოვაია გაზეტა
შეგახსენებთ, რომ მსგავსი კადრით დაემშვიდობა მაყურებელს კრიტიკული ტელევიზია დოჟდი. გედების ტბას უშვებდნენ ტელევიზიებსა და რადიოში საბჭოთა პერიოდში, 1980-იან წლებში ლიდერების გარდაცვალებისას. ეს ბალეტი გაუშვეს 1991 წლის აგვისტოშიც საბჭოთა კავშირის დაშლამდე რამდენიმე თვით ადრე.
08:29 კიევში აფეთქებების ხმა ისმის, რამდენიმე ქალაქში საჰაერო განგაშია
BBC უკრაინაში მყოფ ჟურნალისტებზე დაყრდნობით წერს, რომ დედაქალაქში აფეთქებების ხმა ისმის. ტელეგრამის არხებზე კი ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე ქალაქში, ჩერნიგოვში, ჟიტომირსა და ვასილკოვში საჰაერო განგაშზე.
08:10 რუსეთიდან Rolex-იც გადის — Bloomberg
რუსეთში ექსპორტი შვეიცარიული საათების ბრენდმა Rolex-მაც შეწყვიტა. ინფორმაციას Bloomberg კომპანიიდან მიღებულ წერილზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ Rolex საათებს რუსეთში ყიდიან დამოუკიდებელი და კერძო ადგილობრივი საცალო მოვაჭრეები, რომელთაც საქონელი ომის დაწყებამდე მიაწოდეს. ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია.
08:00 უკრაინაში 474 მოქალაქე გარდაიცვალა, 861 კი დაშავდა — გაეროს ბოლო მონაცემები
გაეროს უახლესი მონაცემებით, რუსეთის დაწყებული ომის შედეგად უკრაინაში 474 მოქალაქე გარდაიცვალა, 861 კი დაშავდა. მათი ინფორმაციით, დაღუპულია 29 და დაჭრილია 44 ბავშვი.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ რეალური მაჩვენებლები მნიშვნელოვნად მაღალია, თუმცა ინფორმაციის მიღება ზოგიერთი ადგილიდან, სადაც ინტენსიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, ვერ მოხერხდა და ბევრი ცნობა ჯერ კიდევ ელოდება დადასტურებას. აღსანიშნავია, რომ უკრაინის სახალხო დამცველის მონაცემებით, ომის დაწყებიდან უკრაინაში 41 ბავშვი მოკლეს, დაშავდა — 76.
07:30 იაპონიამ უკრაინას სამხედრო დახმარება გაუგზავნა
Unian წერს, რომ ისტორიაში პირველად იაპონიამ უკრაინას ჯავშანი და ჩაფხუტი გაუგზავნა.
07:03 სატელიტური სურათზე ჩანს დაზიანებული ხიდი ირპინში
ფოტო: Maxar Technologies/Handout via REUTERS
06:22 სავარაუდოდ, უკრაინელი ფერმერების ხელში კიდევ ერთი რუსული ტანკი აღმოჩნდა
06:00 სუმიდან ევაკუაცია დასრულდა
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის განცხადებით, დაახლოებით 5 000 ადამიანი, ასევე, ათასობით კერძო ავტომობილით წასული პირი ახლა უსაფრთხოდაა.
05:55 ქალაქი სუმი დაბომბვის შემდეგ
სუმის რეგიონალურ სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, დაიღუპა 22 ადამიანი, მათგან 3 ბავშვია, ასევე, დაშავებულია რვა პირი, მათ შორის ხუთი წლის გოგო. დმიტრო ჟივიცკის თქმით, ბომბმა გაანადგურა ექვსი სახლი და დააზიანა კიდევ რამდენიმე ათეული.
05:45 ვოლდემორი პუტინი და პოტერი ზელენსკი — გრაფიტი პოლონეთში ჰარი პოტერის მოტივებზე
05:15 უკრაინის პირველმა ლედიმ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, დახურონ ცა უკრაინის თავზე
უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ ღია წერილი გაავრცელა და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, რომ დახურონ ცა უკრაინის თავზე. მისი თქმით, თუ მსოფლიო არ გააჩერებს პუტინს, რომელიც ბირთვული ომით იმუქრება, არსად აღარ იქნება მშვიდი ადგილი.
"უკრაინა იცავს საკუთარ თავს, დათმობა შეუძლებელია. ჩვენ გვჭირდება, რომ უკრაინის თავზე ცა დაიხუროს, მიწაზე ომს თავადაც გავუმკლავდებით. ომი უკრაინაში, ეს არაა ომი სადღაც იქ. ესაა ომი ევროპაში, არც ისე შორს ევროკავშირის საზღვრებიდან. უკრაინა იცავს ძალებს, რომლებიც ხვალ შეიძლება, შეიჭრან თქვენ ქალაქებში, იმ გამართლებით, რომ გადაარჩინონ მშვიდობიანი მოქალაქეები. წინა კვირას მე და ჩემს ხალხს შეიძლება, ეს გადაჭარბებად მოგვჩვენებოდა, მაგრამ ეს რეალობაა, რომელშიც ვცხოვრობთ. ჩვენ არ ვიცით, რამდენად დიდხანს გაგრძელდება ეს. თუ არ გავაჩერებთ პუტინს, რომელიც იმუქრება ბირთვული ომის დაწყებით, მსოფლიოში აღარ იქნება მშვიდობა", — ამბობს ის.
- სტატიის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.
04:26 რუსეთის მოქალაქეებმა გადაწყვიტეს ბოლოჯერ ეყიდათ McDonald-ის პროდუქტი
მას შემდეგ, რაც McDonald-მა განაცხადა, რომ რუსეთიდან გადის, მოქალაქეთა ნაწილმა, გადაწყვიტა ბოლოჯერ შეეძინა პროდუქტი, თუმცა იმის ნაცვლად რომ თავად ეჭამა, სხვადასხვა ვებგვერდზე გასაყიდად გამოიტანა.
04:15 სიტყვა ომი იქნება გამოყენებული ყველა პლატფორმაზე — ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მიიღო გარანტიები, რომ გაეროს სტრუქტურაში არ იქნება ტყუილები. მისი თქმით, სიტყვა ომს გამოიყენებენ ყველა პლატფორმაზე.
"მივიღე გარანტიები, რომ გაეროს სტრუქტურებში არ იქნება ტყუილები, არ იქნება აგრესორთან გათამაშება. სიტყვა ომი იქნება გამოყენებული ყველა პლატფორმაზე. ვნახოთ, ჩვენ არავის მივცემთ უფლებას ჩვენი გარდაცვლილი ადამიანების ტანჯვას ყურადღება არ მიაქციონ, ჩვენი ბავშვების", — ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ამბობდა, რომ ჰქონდა ინფორმაცია, თითქოს გაეროში არ იყენებდნენ სიტყვა ომს. მისი შეფასებით, ესაა ისეთივე ცენზურა, როგორიცაა ოკუპანტ სახელმწიფოში რუსეთში. მან მოუწოდა გაეროს, რომ ეთქვათ, რომ ეს ინფორმაცია მცდარია.
03:44 მხოლოდ დრო გვაშორებს ჩვენ მშვიდობისგან, არც ისე დიდი დრო — ზელენსკი
"ყველა ქალაქი, სადაც უკრაინელები წინააღმდეგობას უწევენ, იბრძვიან ოკუპანტების წინააღმდეგ, იცოდეთ: ჩვენ თქვენთან ვართ, მადლობელი ვართ. ტვირთი მაინც გამოვა, რამდენჯერაც არ უნდა შეაჩერონ ტყვიებმა. ჰუმანიტარული დერეფნები კვლავ იმუშავებს და მხოლოდ დრო გვაშორებს ჩვენ მშვიდობისგან. არც ისე დიდი დრო. გჯეროდეთ ამის, მე მჯერა და ძალიან მინდა ეს", — ამბობს ზელენსკი.
03:25 ან რუსეთი პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს, ან არ ექნება ფული ომის დასაწყებად — ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ან პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს, ან არ ექნება ფული ომების დასაწყებად. მისი თქმით, აშშ-ს გადაწყვეტილება უარი თქვას რუსულ გაზზე შეასუსტებს ოკუპანტს და აიძულებს, ყველა ბოროტებისთვის გადაიხადოს.
03:03 ჟიტომირში ავიაიერიშისას 7 კერძო სახლი დაინგრა, გარდაიცვალა 5 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, ჟიტომირის ოლქში, ქალაქ მალინში რუსეთის ავიაიერიშის შედეგად 7 კერძო სახლი დაინგრა. შედეგად გარდაიცვალა 5 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვია.
02:55 საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი მოხალისეებთან ერთად უკრაინაში იბრძვის
ფოტოებს სოციალურ ქსელში უკრაინის უმაღლესი რადა ავრცელებს.
02:52 უკრაინის ნაციონალური ბანკი მადლობას უხდის საქართველოს ეროვნულ ბანკს მხარდაჭერისთვის
02:30 PepsiCo აჩერებს სასმელების წარმოებასა და გაყიდვას რუსეთში
კომპანია PepsiCo აჩერებს სასმელების წარმოებასა და გაყიდვას რუსეთში, მათ შორისაა პეპსი, მირინდა და 7Up. კომპანიის განცხადებით ამის მიზეზი რუსეთის უკრაინაში შეჭრაა. მათი თქმით, ასევე აჩერებენ ყველა სახის ინვესტიციას და რეკლამას.
02:00 ხალხისთვის, ვინც ასე გმირულად იცავს თავს, აუცილებლად დადგება ეს "ომის შემდეგ" — ზელენსკი
"მსოფლიოს არ სჯერა რუსეთის მომავლის. არ ლაპარაკობს მასზე. ისინი საუბრობენ ჩვენზე, გვეხმარებიან, ემზადებიან ომის შემდეგ ჩვენი აღდგენის მხარდასაჭერად. რადგან ყველამ დაინახა, რომ ხალხისთვის, ვინც ასე გმირულად იცავს თავს, აუცილებლად დადგება ეს "ომის შემდეგ" — თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში.
01:41 რუსეთის ბაზრიდან Starbucks-იც გადის
ყავის გიგანტი Starbucks რუსეთის ბაზრიდან გადის და ყველა ბიზნეს საქმიანობას აჩერებს. ამის შესახებ გამოცემა Reuters წერს.
კომპანიამ განაცხადა, რომ Alshaya Group, რომელიც მართავს სულ მცირე 100 Starbucks-ის კაფეს რუსეთში, "უზრუნველყოფს რუსეთში 2000-მდე პარტნიორს, რომლებიც დამოკიდებულია Starbucks-ზე საარსებო წყაროს გამო“.
01:30 Coca-Cola რუსეთის ბაზრიდან გადის
Coca-Cola რუსეთის ბაზრიდან უკრაინაში შეჭრის გამო, გადის. bloomber-ის ინფორმაციით, კომპანია დამატებით დეტალებს არ ავრცელებს.
"ჩვენი გულები იმ ადამიანებთანაა, რომლებიც უკრაინაში ამ ტრაგიკული მოვლენების არაკეთილსინდისიერ შედეგებს განიცდიან. ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციის მონიტორინგს და შეფასებას გარემოებების განვითარებასთან ერთად", — ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
01:15 რუსეთში KFC-ის 1 000-მდე რესტორნის მფლობელი კომპანია Yum! Brands ინვესტიციებს წყვეტს
კომპანია Yum! Brands რუსეთში რუსეთში ინვესტიციას წყვეტს. მის მფლობელობაშია KFC-ის 1 000-მდე და Pizza Hut-ის 50-მდე რესტორანი. როგორც Reuters წერს, Yum-ს არ დაუკონკრეტებია, შეზღუდავს ან შეაჩერებს თუ არა რუსეთში მოქმედი რესტორნების ოპერაციებს.
გამოცემის ინფორმაციით, KFC International-მა გახსნა 2 400-ზე მეტი რესტორანი 2021 წელს მსოფლიოში. რუსეთში კი ყოველწლიურად ხსნიდა დაახლოებით 100 ახალ რესტორანს და ელოდა, რომ მომავალში გააგრძელებდა მსგავს გაფართოების სტრატეგიას.
01:04 მადლობა აშშ-სა და ბაიდენს პუტინის ომის მანქანის გულში გადამწყვეტი დარტყმისთვის — ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის აშშ-სა და მის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვისთვის.
"მადლობა აშშ-სა და ბაიდენს პუტინის ომის მანქანის გულში გადამწყვეტი დარტყმისთვის და აშშ-ს ბაზარზე რუსული ნავთობის, გაზისა და ნახშირის აკრძალვისთვის. წაახალისეთ სხვა ქვეყნები და ლიდერები, რომ მოგბაძონ", — წერს ის.
00:45 რიჟვაძის აზრით, "შესაბამისი პასუხი" გასცა ჟურნალისტის "რიტორიკულ-პროვოკაციულ" კითხვას, ვინ დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის აზრით, "შესაბამისი პასუხი" გასცა კითხვას, ვინ დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი. მან თქვა, რომ შეკითხვა "რიტორიკულ-პროვოკაციული" იყო. Facebook-ზე გამოქვეყნებული საკმაოდ ვრცელი პოსტის მიუხედავად, მან არც ამჯერად დაასახელა, ვინ დაიწყო ომი და ტექსტის დიდი ნაწილი ოპონენტების კრიტიკას დაუთმო.
ვრცლად ნახეთ აქ.
00:10 პოლონეთი მზად არის, MIG-29 ტიპის ყველა თვითმფრინავი აშშ-ს გადასცეს
პოლონეთი მზად არის, რომ MIG-29 ტიპის ყველა თვითმფრინავი აშშ-ს განკარგულებაში გადასცეს და "დაუყოვნებლივ და უფასოდ" განათავსოს ისინი გერმანიაში მდებარე რამშტაინის ავიაბაზაზე.
BBC-ის ცნობით, პოლონეთის მთავრობა NATO-ს სხვა მოკავშირეებსაც, რომლებიც ასევე ფლობენ ამ ტიპის თვითმფრინავებს, სთხოვს, რომ იგივე გააკეთონ.
23:45 რიჟვაძეს ჩვენი დიპლომი არ მიუღია — კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
კიევის ტარას შევჩენკოს ეროვნული უნივერსიტეტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ თორნიკე რიჟვაძეს იქ დიპლომი არ მიუღია, რადგან 2017 წელს ოჯახური გარემოებების გამო უნივერსიტეტიდან საკუთარი ნებით გარიცხეს.
"ძალიან ვწუხვართ, რომ მას, როგორც ჩვენს ყოფილ სტუდენტს, უკრაინა არ შეუყვარდა", — ვკითხულობთ განცხადებაში.
22:50 წლის ბოლომდე ევროკავშირი რუსულ გაზზე დამოკიდებულების 2/3-ით შემცირებას გეგმავს
2022 წლის ბოლომდე ევროკავშირი რუსულ გაზზე დამოკიდებულების 2/3-ით შემცირებას, გეგმავს. ამის შესახებ საკუთარ Twitter-ზე ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი წერს.
ლაიენის თქმით, ახალი გეგმა მრავალფეროვანს გახდის გაზის მიწოდებას, გააუმჯობესებს ენერგოეფექტურობას და გაზს გათბობასა და ელექტროენერგიაში ჩაანაცვლებს. ამასთან, როგორც Reuters წერს, ევროკავშირი გეგმავს, რომ რუსული საწვავზე დამოკიდებულება 2030 წლამდე დაასრულოს.
22:28 McDonald's რუსეთში მუშაობას დროებით აჩერებს
McDonald's რუსეთში მუშაობას დროებით აჩერებს და ყველა ფილიალს ხურავს — როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, არ შეუძლიათ "უგულებელყონ ადამიანური ტანჯვა, რომელიც ვითარდება უკრაინაში".
22:10 ნიკოლაევში რუსებმა მიკროავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს, დაიღუპა 3 მასწავლებელი
ნიკოლაევის რეგიონში რუსებმა მიკროავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს. დაიღუპა 3 მასწავლებელი, ხოლო 2 დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია, Ukrayinska Pravda ავრცელებს. ინფორმაცია ტელეგრამზე დაადასტურა ნიკოლაევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმაც.
22:08 ბოლომდე ვიბრძოლებთ ზღვაზე, ჰაერში, გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი მიწისთვის — ზელენსკი
"მინდა, შეგახსენოთ სიტყვები, რომელიც გაერთიანებულ სამეფოს უკვე სმენია და ახლა კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანია. ჩვენ არ დავნებდებით და ჩვენ არ დავმარცხდებით. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ ზღვაზე, ჰაერში, გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი მიწისთვის, რაც არ უნდა დაგვიჯდეს. ვიბრძოლებთ ტყეებში, მინდვრებში, ნაპირებზე, ქუჩებში", — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა თემთა პალატაში ვიდეო მიმართვის დროს.
21:36 ბრიტანეთი წლის ბოლომდე ჩამოშორდება რუსულ ნავთობზე დამოკიდებულებას
წლის ბოლომდე რუსული ნავთობის იმპორტის ბრიტანეთიც აკრძალავს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა.
"უკრაინაში უკანონო შეჭრის შემდეგ, პუტინის რეჟიმს მორიგი ეკონომიკურ დარტყმა მიადგება, ჩვენი მკაცრი საერთაშორისო ეკონომიკური სანქციების საფუძველზე ბრიტანეთი წლის ბოლომდე ჩამოშორდება რუსულ ნავთობზე დამოკიდებულებას", — წერს ის.
21:23 ზელენსკის ბრიტანეთის თემთა პალატაში ტაშით შეეგებნენ
21:19 უკრაინა არასოდეს იქნება პუტინისთვის გამარჯვება
"მან უკვე 2 მილიონზე მეტი უკრაინელი აქცია ლტოლვილად. რუსეთმა, შესაძლოა, გააგრძელოს, თავისი გაჭირვებით წინსვლა საშინელ ფასად, მაგრამ ეს უკვე ცხადია: უკრაინა არასოდეს იქნება პუტინისთვის გამარჯვება. პუტინმა, შესაძლოა, ქალაქი დაიკავოს, მაგრამ ქვეყანას ვერასდროს დაიკავებს. და თუ გლობალურ მშვიდობასა და სტაბილურობაზე პუტინის თავდასხმას დღეს არ ვუპასუხებთ, თავისუფლების საფასური ამერიკელი ხალხისთვისაც, ხვალ უფრო დიდი იქნება", — განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
20:37 აშშ-მ რუსული ნავთობის იმპორტი აკრძალა
აშშ-მ რუსული ნავთობის იმპორტი აკრძალა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისაუბრა. აკრძალვა რუსულ ნავთობს, თხევად ბუნებრივ გაზსა და ნახშირს შეეხება.
20:26 უკრაინაში 61 ჰოსპიტალი არ ფუნქციონირებს
რუსული თავდასხმების გამო, უკრაინაში 61 ჰოსპიტალი არ ფუნქციონირებს. ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა. მის კომენტარს Al-Jazeera ავრცელებს.
19:19 ომის დაწყებიდან უკრაინაში 41 ბავშვი დაიღუპა, დაშავდა — 76
ომის დაწყებიდან უკრაინაში 41 ბავშვი მოკლეს, დაშავდა — 76. ინფორმაციას უკრაინის სახალხო დამცველი Facebook-ზე ავრცელებს და ამბობს, რომ რუსები 30-მდე სკოლას, 27 ბაღს, 6 უმაღლეს სასწავლებელსა და ბავშვთა სკოლა-ინტერნატს დაესხნენ თავს.
გაეროს უახლესი მონაცემებით კი, რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 406 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 801 დაშავდა. მათი ცნობით, დაზიანებების უმეტესობა გამოწვეული იყო საჰაერო თავდასხმებითა და ფეთქებადი იარაღით, რამაც ასევე გაანადგურა ასობით საცხოვრებელი კორპუსი
19:15 10 ნაბიჯი — როგორ შეიძლება ევროპამ რუსეთიდან გაზის იმპორტი შეამციროს
ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ევროკავშირს 10-პუნქტიან გეგმას სთავაზობს, რათა ამ უკანასკნელმა რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტის ერთი მესამედით შემცირება შეძლოს და, ამავდროულად, ევროპის მწვანე შეთანხმებასაც დაუჭიროს მხარი.
- რუსეთთან ბუნებრივი აირის მიწოდების ახალ ხელშეკრულებებზე ხელის მოწერაზე უარის თქმა.
შედეგი: ეს ნაბიჯი უზრუნველყოფს გაზის მომწოდებლების დივერსიფიკაციას წელს და მომავალშიც. - რუსეთიდან იმპორტირებული ბუნებრივი აირის ალტერნატიული წყაროებით ჩანაცვლება.
შედეგი: არარუსული ბუნებრივი აირის მიწოდება ერთ წელში დაახლოებით 30 მილიარდი კუბური მეტრით გაიზრდება. - ბუნებრივი აირის დასაწყობების მინიმალური მოთხოვნების შემოღება.
შედეგი: შემდეგი ზამთრისთვის გაიზრდება ბუნებრივი აირის სისტემის მდგრადობა. - მზისა და ქარის ახალი სადგურების განთავსების დაჩქარება.
შედეგი: ერთი წლის მანძილზე ბუნებრივი აირის მოხმარება 6 მილიარდი მ3-ით შემცირდება. - ბიოენერგიისა და ბირთვული ენერგიის გამომუშავების მაქსიმალურად გაზრდა.
შედეგი: ბუნებრივი აირის მოხმარება ერთ წელში 13 მილიარდი მ3-ით შემცირდება. - ხანმოკლე საგადასახადო ზომების მიღება მოულოდნელი მოგების შემთხვევაში, რათა ელექტროენერგიის მომხმარებლები მაღალი ფასებისგან დავიცვათ.
შედეგი: ენერგიის გადასახადი მცირდება მაშინაც, როდესაც ბუნებრივი აირის ფასი მაღალი რჩება. - გაზის საქვაბეების სითბოს სატუმბებით ჩანაცვლების დაჩქარება.
შედეგი: ერთი წლის განმავლობაში გაზის მოხმარება დამატებით 2 მილიარდი მ3-ით შემცირდება. - შენობებსა და მრეწველობის დარგში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების დაჩქარება.
შედეგი: ერთ წელში ბუნებრივი აირის მოხმარების 2 მილიარდი მ3-ით შემცირება. - მომხმარებლებში დროებით თერმოსტატზე ტემპერატურის 1°C-ით შემცირების წახალისება.
შედეგი: ბუნებრივი აირის მოხმარება ერთ წელში 10 მილიარდი მ3-ით შემცირდება. - ენერგოსისტემების მოქნილობის გაზრდა მათი დივერსიფიკაციისა და დეკარბონიზაციისთვის.
შედეგი: ბუნებრივი აირის მიწოდებასა და ევროპის ელექტროენერგიის უსაფრთხოებას შორის ძლიერი კავშირების შესუსტება.
სტატიის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.
19:06 რუსულმა მედიამ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის "დაშლის შესახებ" უცნაურ ვიდეო გაავრცელა
ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რით ემუქრება შეერთებულ შტატებს რუსეთის კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელი დიმიტრი როგოზინი, მაგრამ ის, ამ მხრივ ნამდვილად აქტიურობს. უცნაურ ახალ ვიდეოში, რომელიც გამოქვეყნდა სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად მედიაში — RIA Novosti-მ, აჩვენა, რომ საერთაშორისო კოსმოსური სადგური იშლება და რუსი კოსმონავტები "გვემშვიდობებიან".
NASA Watch, კოსმოსური ახალი ამბების ბლოგმა, ეს ვიდეო დღეს გამოაქვეყნა. ვიდეოს რუსული კლასიკური ირონიული მუსიკა ახლავს. ტვიტში ნათქვამია, რომ "როგოზინი ISS-ს აშკარად ემუქრება".
- სტატია სრულად ნახეთ აქ.
18:52 გაიცანით The Punisher — უკრაინელების მიერ შექმნილი დრონი რუსეთის წინააღმდეგ
Business Insider-ის უწყებით, უკრაინა რუსეთის სამხედრო აგრესიასთან საბრძოლველად პატარა, მარჯვე დრონს იყენებს. იგი კომპანიას UA Dynamics ეკუთვნის, რომელიც ყირიმის ანექსიის დროს რუსების წინააღმდეგ მებრძოლმა უკრაინელმა ვეტერანებმა დააფუძნეს. მცირე ზომიდან გამომდინარე, მას შორ მანძილზე შეუმჩნევლად გადაადგილება და რუსეთის ჯარებზე თავდასხმა შეუძლია.
ინფორმაციის თანახმად, უკრაინამ The Punisher — "დამსჯელი" დრონები ამჟამინდელი კონფლიქტისათვის დაიქირავა. დრონს 2.3-მეტრიანი ფრთათაშორისი განი აქვს, დაახლოებით 400 მეტრ სიმაღლეზე ფრენისას კი რამდენიმე საათის განმავლობაში ძლებს. იგი მეტწილად ავტომატურად დაფრინავს, რადგან ფუნქციის შესასრულებლად მხოლოდ და მხოლოდ სამიზნეს კოორდინატების მითითება სჭირდება. მოწყობილობა უკრაინელებს საშუალებას აძლევს, რუსების რაზმებს თავს ქვეითი ჯარის რისკის გარეშე დაესხან.
18:39 ბაიდენი რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას დღეს აპირებს — Bloomberg
ბაიდენის ადმინისტრაცია მზად არის რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგო ევროპელი მოკავშირეების გარეშე დღესვე დააწესოს — ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, აკრძალვა რუსულ ნავთობს, თხევად ბუნებრივ გაზსა და ნახშირზე გავრცელდება. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ევროპელ მოკავშირეებთან კონსულტაციების შედეგად — უყვება წყარო Bloomberg-ს.
აღსანიშნავია, რომ აქამდე რუსულ გაზსა და ნავთობზე სანქციები ძირითადად არ ვრცელდებოდა, რაც ევროპის ქვეყნების რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულებით იხსნებოდა.
- სტატიის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.
18:33 უმსხვილესი ინტერნეტ პროვაიდერი რუსეთს საკუთარი სერვისით აღარ უზრუნველყოფს
Washington Post-ის მიხედვით, აშშ-ში დაფუძნებულმა ინტერნეტ პროვაიდერმა — Cogent Communications-მა, რომელიც კონტინენტთაშორისი კავშირებისთვის მონაცემთა მარშრუტებს უზრუნველყოფს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, რუსი მომხმარებლების საკუთარი სერვისით უზრუნველყოფა შეწყვიტა. ეს კომპანია მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ინტერნეტ პროვაიდერია და მომხმარებლებს 50 ქვეყნის მასშტაბით ემსახურება. მათ შორისაა არაერთი მაღალპროფილიანი რუსული კომპანიაც.
კომპანია Kentik-ის ინტერნეტ ანალიტიკოსი დუგ მადორი აღნიშნავს, რომ ამერიკული კომპანიის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ რუს მომხმარებლებს შორისაა შორეული კავშირის გიგანტი Rostelecom, რუსეთის საძიებო სისტემა Yandex და ტელეკომუნიკაციების ორი უდიდესი კომპანია რუსეთში — MegaFon და VEON.
- სტატიის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.
18:21 ეს ჩვენი მოვალეობაა — უკრაინელი ექიმები დაჭრილ რუს ჯარისკაცებს ეხმარებიან
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მხოლოდ ჯარისკაცებს არ უწევთ ბრძოლა. არ უნდა დავივიწყოთ ექიმები, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში დაჭრილებსა და დაშავებულებს ეხმარებიან.
თავისი პაციენტების შესახებ ერთ-ერთი უკრაინელი ექიმი, სახელად ვიტალი, BuzzFeed-ს ესაუბრა. ვიტალიმ აღნიშნა, რომ ერთ დღესაც კლინიკაში სამი უცნაური ჯარისკაცი გამოჩნდა, რომლებმაც უკრაინულად ერთი სიტყვაც არ იცოდნენ, თუმცა უკრაინელი ჯარისკაცების ფორმები ეცვათ. ვიტალის თქმით, ისინი საბუთების მეშვეობით იდენტობას ვერ ადასტურებდნენ და ამასთანავე, ძალიან შეშინებულები იყვნენ.
- სტატიის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.
18:15 Levi's რუსეთში გაყიდვებს აჩერებს
ტანსაცმლის კომპანია Levi's რუსეთში საქმიანობას დროებით აჩერებს. ამის შესახებ კომპანიამ ოფიციალური განცხადება ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.
"რეგიონში მიმდინარე მოვლენების გამო ბიზნესის ჩვეულებრივ წარმართვის შეუძლებლობის გამო LS&Co რუსეთში კომერციულ საქმიანობას, ახალი ინვესტიციების ჩათვლით, აჩერებს", — ვკითხულობთ განცხადებაში.
კომპანიის განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილებით დაზარალებული თანამშრომლები შესაბამის კომპენსაციას მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ Levi's $300 000-ზე მეტს უკრაინის დასახმარებლად გადარიცხავს. კომპანია პარტნიორებთან ერთად უკრაინელი ლტოლვილების სამოსით მომარაგების უზრუნველყოფაზეც მუშაობს.
აღსანიშნავია, რომ Levi's-ის მიერ რუსეთის ბაზრის დატოვებამ უამრავ ადამიანს ცივი ომის პერიოდი გაახსენა, როცა Levi's-ის ჯინსები კაპიტალიზმთან და თავისუფლებასთან ასოცირდებოდა და საბჭოთა კავშირში აკრძალული იყო.
18:05 მადლობა Shell-ს მორალური და პასუხისმგებლიანი ნაბიჯისთვის — კულება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მადლობას უხდის კომპანია Shell-ს რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვის შეწყვეტისთვის. მისი თქმით, ეს ნაბიჯი წაახალისებს სხვა მსოფლიო ბიზნესებსაც.
"მადლობა Shell-ს ამ მორალური და პასუხისმგებლიანი ნაბიჯისთვის და სხვა მსოფლიო ბიზნესების წახალისებისთვის", — წერს ის.
კომპანია Shell რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვას დაუყოვნებლივ წყვეტს. Bloomberg-ის ცნობით, Shell Plc ეტაპობრივად რუსული გაზისა და ნავთობის ყველა ტიპის შესყიდვას შეწყვეტს. ამ გადაწყვეტილებამდე, 5 მარტს კულებამ მულტინაციონალურ კომპანიებს — მათ შორის Shell-ს — რუსეთთან კავშირების გაწყვეტისკენ მოუწოდა.
18:00 რუსებმა ჩვენი ბავშვები "ომის შვილებად" აქციეს — პოდოლიაკი
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, რუსებმა ბავშვები "ომის შვილებად" აქციეს. პოდოლიაკი Twitter-ზე ნახატს აქვეყნებს და ამბობს, რომ ასე ხედავს ომს მისი 7 წლის შვილი.
"რუსებმა ჩვენი ბავშვები "ომის შვილებად" აქციეს. ისინი, ვისაც სარდაფებში სძინავთ, გამუდმებით სარაკეტო სროლების ქვეშ არიან, რომლებიც ხედავენ შეიარაღებული დამპყრობლების ძარცვას, სროლასა და მარადიორობას. ჩემი შვიდი წლის შვილი ომს ისე ხედავს, როგორც ნახატზეა. ახლა ეს ყველაფერი ჩვენი შვილების მეხსიერებაშია", — წერს ის.
17:55 რეალური ჰუმანიტარული დერეფნები გვჭირდება — სტოლტენბერგი
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინაში რეალური ჰუმანიტარული დერეფნებია საჭირო. მისი თქმით, არსებობს სარწმუნო ინფორმაცია, რომ ევაკუაციის მცდელობისას მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლს უხსნიან.
"ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაიჭრა. 2-მა მილიონმა ადამიანმა უკრაინა დატოვა. ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ლტოლვილთა კრიზისია.
არის ძალიან სარწმუნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მშვიდობიან მოქალაქეებს ევაკუაციის მცდელობისას ცეცხლს უხსნიან. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ გვჭირდება რეალური ჰუმანიტარული დერეფნები, რომლებსაც პატივს სცემენ", — განაცხადა მან.
17:50 დანილოვი: თუ NATO-ს არ უნდა უკრაინის თავზე "ცა დახუროს", ჩვენ გავაკეთებთ, მოგვეცით იარაღი
უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებით, თუ NATO-ს არ უნდა უკრაინის თავზე ცის დახურვა, უკრაინა ამას თავად გააკეთებს იმ შემთხვევაში, თუ იარაღს მიაწვდიან.
"ახლა, ამ მომენტში, დღევანდელ დღეს, ამ წუთას, გვჭირდება ყველაზე სწრაფი და პრაქტიკული დახმარება, რაზეც დამოკიდებულია უკრაინის გამარჯვება და დასავლეთის არდამარცხება. ეს არის უკრაინის ცის დაცვა — საბრძოლო თვითმფრინავებისა და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებით უზრუნველყოფა. გააგრძელებს თუ არა რუსეთი ჩვენი ბავშვებისა და ქალები, ჩვენი მშობლებისა და მოხუცების დახოცვას, ეს ამაზეა დამოკიდებული.
თუ ეს უდანაშაულოდ მოკლულები დაფარავენ ჩვენს ცას ანგელოზის ფრთებით? მაგრამ შემდეგ როგორ იგრძნობს მსოფლიო თავს? თუ NATO-ს არ უნდა ან არ შეუძლია უკრაინის თავზე "ცა დახუროს", ჩვენ თავად გავაკეთებთ ამას, უბრალოდ მოგვეცით იარაღი", — წერს ის Facebook-ზე.
17:09 მოსახლეობის ევაკუაცია ქალაქ ირპინიდან
"მოსახლეობის ევაკუაცია ქალაქ ირპინიდან ქალაქ კიევში გრძელდება. თითქმის 3 ათას ადამიანს გაუწიეს დახმარება. მუშაობა ისევ გრძელდება", — წერს უკრაინის საგანგებო სამსახური.
ფოტო: უკრაინის საგანგებო სამსახური
ფოტო: უკრაინის საგანგებო სამსახური
17:02 მოქალაქეებმა ეზოდან შეიარაღებული ჯარისკაცები გააძევა
სავარაუდოდ, სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეო Unian-მა ტელეგრამზე გაავრცელა.
"შიშველი ხელებით შეიარაღებული დამპყრობლების წინააღმდეგ! ნიკოლაევის რაიონის ვოზნესენსკის მოსახლეობამ დაუპატიჟებელი სტუმრები ეზოდან გააძევა", — წერს გამოცემა.
16:54 ვრცელდება ვიდეო, რომელზეც ჩანს რომ ტანკი სამოქალაქო მანქანას ესვრის
16:47 "ადამიანი ჭირში იცნობა" — რატომ გაუჭირდა დასავლეთს პუტინის ხასიათის ამოცნობა
"ვლადიმერ პუტინი დიდოსტატი სტრატეგი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მან საკუთარი თავი ისეთ არასტაბილურ, განდიდების მანიით შეპყრობილ ადამიანად წარმოაჩინა, რომელიც თვითგანადგურებისაკენ გამიზნულად მიისწრაფვის", — წერს საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი, ელიოტ კოენი. ქვემოთ The Atlantic-ში გამოქვეყნებული მისი სტატიის თარგმანს წაიკითხავთ.
ანაგნორისისი სასცენო დადგმის ის ნაწილია, რომელშიც პერსონაჟი სრულად აანალიზებს თავის გასაჭირს და აცნობიერებს, ვინ არის ის სინამდვილეში. მაგალითად, შექსპირის ჰენრი VIII-დან კარდინალი ვოლსი იაზრებს, რომ მან გაბედა და "დიდების ზღვაში მრავალი ზაფხული გაატარა", თუმცა საბოლოოდ თავისი შესაძლებლობების მიღმა აღმოჩნდა. ან გავიხსენოთ რიჩარდ II, რომელიც ამბობს, "მე გავფლანგე დრო, ახლა კი ის მფლანგავსო". ამგვარი სახის გადააზრებები ყოველთვის იყო ომის ნაწილი — მათ შორის ახლაც, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
- სტატიის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.
16:25 ომის დაწყებიდან უკრაინაში 406 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, დაშავდა — 801
გაეროს უახლესი მონაცემებით, რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 406 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 801 დაშავდა. თუმცა BBC გაეროს ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ამბობს, რომ რიცხვები, შესაძლოა, ბევრად მაღალი იყოს.
მათი ცნობით, დაზიანებების უმეტესობა გამოწვეული იყო საჰაერო თავდასხმებითა და ფეთქებადი იარაღით, რამაც ასევე გაანადგურა ასობით საცხოვრებელი კორპუსი. BBC ცნობით, დაღუპულია შორის ერთი ჟურნალისტი.
16:19 რუსეთმა მარიუპოლის ჰუმანიტარულ დერეფანზე შეტევა განახორციელა — უკრაინა
უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბის განცხადებით, რუსეთმა მარიუპოლის ჰუმანიტარულ დერეფანზე შეტევა განახორციელა, ევაკუაცია შეწყდა.
"მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის სხვადასხვა ნაბიჯები გადავდგით, გავწმინდეთ გზები ნაღმებისგან, ავიღეთ ბარიკადები და ა.შ. თუმცა ოკუპანტებმა არ გამოუშვეს ბავშვები, ქალები და მოხუცები, მტერმა შეტევა განახორციელა ჰუმანიტარულ დერეფანზე. რუსი არაადამიანების ასეთი ქმედებები სხვა არაფერია თუ არა უკრაინელი ხალხის გენოციდი. კრემლის საქციელი დაუსჯელი არ დარჩება", — ვკითხულობთ განცხადებაში.
რუსეთის მხრიდან ცეცხლის გახსნის გამო, ჰუმანიტარული დერეფნებით მოსახლეობის ევაკუაცია უკვე რამდენჯერმე გადაიდო.
16:16 რეზნიკოვი: რუსი ჯარისკაცები კლავენ ევროპული ქვეყნის მოსახლეობას. სად არის თქვენი ღირებულებები და იდეალები?
"რუსი დამპყრობლები ბომბავენ ჰუმანიტარულ დერეფნებს, რომლითაც მშვიდობიანი მოქალაქეები გაქცევას ცდილობენ. ისინი კლავენ მათ, ვისაც დაპჰირდნენ, რომ გაუშვებდნენ. ისინი კლავენ მათ, ვინც ცდილობს გადაარჩინოს ტერორისტი მძევლები ტრავმისგან ან შიმშილისგან. ეს ომის დანაშაულია. ეს უკრაინისთვის საშინელი მწუხარებაა. და მაინც, შეგახსენებთ, რომ რუსი ჯარისკაცები კლავენ ევროპული ქვეყნის მოსახლეობას. სად არის თქვენი ღირებულებები და იდეალები? სად არის საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობა? სად არის გაერო, საერთაშორისო წითელი ჯვარი, ეუთო? ისინი დაიმალნენ", — წერს რეზნიკოვი.
15:45 Shell რუსული ნავთობის და გაზის შესყიდვას წყვეტს — Bloomberg
Bloomberg-ის ინფორმაციით, კომპანია Shell რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვას დაუყოვნებლივ წყვეტს. გამოცემის ცნობით, Shell Plc ეტაპობრივად რუსული გაზისა და ნავთობის ყველა ტიპის შესყიდვას შეწყვეტს.
გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის ფაქტმა უზარმაზარი კომპანიები აიძულა, რუსეთიდან გასულიყვნენ. მათ შორის, საუბარია ენერგეტიკულ გიგანტებზე — BP Plc და Exxon Mobil Corp.
უმძიმესი დარტყმების წინაშე მდგარი რუსული ეკონომიკისთვის ახლა განსაკუთრებული მნიშვნელობა ენერგორესურსებიდან მიღებულ შემოსავლებს ენიჭება.
5 მარტს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი კულებამ მულტინაციონალურ კომპანიებს — მათ შორის Shell-ს — რუსეთთან კავშირების გაწყვეტისკენ მოუწოდა.
15:23 Reuters: ევროკავშირი კიდევ რამდენიმე რუს ოლიგარქსა და ბელარუსის ბანკებს სანქციებს დაუწესებს
Reuters 3 სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკომისიამ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციები მოამზადა. მედიის ცნობით, შემზღუდავი ზომები რუს ოლიგარქებსა და ბელარუსის ბანკებს შეეხებათ.
გამოცემის განცხადებით, სანქციების ახალი პროექტი ევროკავშირმა სამშაბათს დილით მიიღო და მას წევრი ქვეყნების ელჩები დღეს შეხვედრაზე განიხილავენ. Reuters-ის წყაროების ცნობით, ევროკავშირი SWIFT-დან ბელარუსის სამი ბანკის გარიცხვასა და კიდევ რამდენიმე რუსი ოლიგარქისა და კანონმდებლის დასანქცირებას გეგმავს.
ახალი სანქციების მიხედვით, ევროკავშირი ასევე აკრძალავს საზღვაო აღჭურვილობის რუსეთში ექსპორტს. მათივე თქმით, იქნება მითითება კრიპტოვალუტების მონიტორინგზე, რათა თავიდან იქნას აცილებული ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლით მათი გამოყენება.
15:04 უკრაინა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მონაცემებით უკრაინიდან ლტოლვილთა რიცხვი 2 მილიონს გადასცა. 7 თებერვლის სტატისტიკით უკრაინა უკვე 2 011 312 ადამიანმა დატოვა.
ლტოლვილები გადადიან დასავლეთით, მეზობელ ქვეყნებში, როგორიცაა პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და მოლდოვა. მათი გავლით კი სხვა ევროპულ ქვეყანაში 210 239 ადამიანი გადავიდა.
ბოლო მონაცემებით:
- პოლონეთში გადავიდა — 1 204 403 ადამიანი;
- უნგრეთში — 191 348;
- მოლდოვაში — 82 762;
- სლოვაკეთში — 140 745;
- რუმინეთში — 99 300;
- რუსეთი — 82 062;
- ბელარუსი — 453.
14:45 მარიუპოლში ჰუმანიტარული დახმარება მიაქვთ
14:35 ნავალნი: ანტისაომარი იმპულსები გაიზრდება მთელ საზოგადოებაში, ამიტომ ანტისაომარი პროტესტი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეჩერდეს
"უდავოა, რომ კრემლსაც შეუძლია დაინახოს ეს დინამიკა. აქედან მოდის ნერვიულობა და სასოწარკვეთილი მცდელობები, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომის კამპანია", — ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი Twitter-ზე წერს.
14:28 სუმის ოლქის ადმინისტრაციის უფროსი ევაკუაციის ვიდეოებს ავრცელებს
14:23 ზელენსკი: თუკი მსოფლიო გვერდზე გადგება, მაშინ საკუთარ თავს დაკარგავს, სამუდამოდ
"იმიტომ, რომ არსებობს უპირობო ღირებულებები. ამათგან პირველი კი სიცოცხლეა. სიცოცხლის უფლება ყველასთვის — სწორედ ამისთვის ვიბრძვით უკრაინაში. სწორედ ამის წართმევა უნდათ ამ სუსტ ოკუპანტებს. ეს არის ის, რაც მსოფლიომ უნდა დაიცვას", — განაცხადა ზელენსკიმ.
14:15 ზელენსკიმ ინსტაგრამზე მორიგი ვიდეო გაავრცელა
"გათოვდა, აი, ასეთი გაზაფხულია. როგორი ომიცაა, ისეთი გაზაფხულია", — თქვა მან და ვიდეოს ბოლოს გამომწერებს თვალი ჩაუკრა.
14:10 ალბანეთის საკონსულო ხარკოვში რუსული სარაკეტო თავდასხმისას დაიბომბა
უკრაინაში რუსეთის საჰაერო თავდასხმის დროს ხარკოვში ალბანეთი საკონსულო დაიბომბა. შემთხვევა კვირას, 6 მარტს მოხდა. ალბანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო რუსეთის თავდასხმა, რა დროსაც საკონსულო განადგურდა.
"ალბანეთი კატეგორიულად გმობს რუსეთის აგრესიას, რამაც გამოიწვია ხარკოვში ალბანეთის საპატიო საკონსულოს დანგრევა. დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ!" — წერს სამინისტრო ტვიტერზე.
13:55 რუსეთი "არამეგობრული ქვეყნებიდან" შეტანილი სამედიცინო პროდუქციის ექსპორტს დროებით კრძალავს
რუსეთის სახელმწიფო მედიის, TASS-ის ცნობით, რუსეთი ქვეყნიდან უცხოური სამედიცინო პროდუქტების გატანას დროებით კრძალავს. მედიის ცნობით, საუბარია იმ ქვეყნების პროდუქციაზე, რომლებმაც უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთს სანქციები დაუწესეს.
"საუბარია სამედიცინო მოწყობილობებზე, რომლებიც მოწოდებულია იმ ქვეყნებიდან, რომლებიც სანქციებს შეუერთდნენ და ახლა იმპორტირების საწყობებშია ან გადის საბაჟო პროცედურებს. მთავრობის გადაწყვეტილება ხელს შეუშლის რუსეთში სამედიცინო მოწყობილობების დეფიციტს არამეგობრული ქვეყნების მიერ დაწესებული შემზღუდავი ზომების გამო", — აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც TASS ავრცელებს.
13:40 რუსეთი და უკრაინა სუმში საევაკუაციო დერეფნის გახსნაზე შეთანხმდნენ
უკრაინა და რუსეთი სუმის ოლქში საევაკუაციო დერეფნის გახსნაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას CNN უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, საევაკუაციო ე.წ. მწვანე დერეფნის მარშრუტი სუმიდან გოლუბოვკასა და ლოხვიციის გავლით, უკრაინის ცენტრალური ქალაქი პოლტავას მიმართულებით იქნება და ის სამშაბათს ადგილობრივი დროით დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე იმუშავებს.
13:35 ანდრეი შევჩენკომ პირდაპირ ეთერში ცრემლები ძლივს შეიკავა, როცა ომზე საუბრობდა
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ანდრეი შევჩენკომ პირდაპირ ეთერში ცრემლები ძლივს შეიკავა, როცა ომზე საუბრობდა. Unian-ის ინფორმაციით, შევჩენკომ თქვა, რომ უკრაინას სურს ევროპის ნაწილი გახდეს და ეს მათი არჩევანია. მან ზელენსკის დიდი პრეზიდენტი უწოდა, რომელსაც უკრაინელი ხალხი თავისუფლებისკენ მიჰყავს.
"ჩემი ახლობლები მეუბნებიან, რა ხდება. ეს არის საშინელება, რომლიდანაც მინდა გამოვფხიზლდე. ქალაქები იბომბება, კლავენ ბავშვებს და მოხუცებს, რომლებსაც არ შეუძლიათ წასვლა. ეს ყველაფერი საშინელი სიზმარი ჰგავს, მგონია, რომ ხვალ გავიღვიძებ და ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდები, მაგრამ მესმის, რომ ეს არ მოხდება... ეს რეალობაა", — განაცხადა მან.
13:32 უკრაინის სარკინიგზო კომპანიის ინფორმაციით, 10 დღეში მილიონ-ნახევარი უკრაინელის ევაკუაცია განახორციელეს
"ჩვენ განზრახ გავცვალეთ კომფორტი და სიჩქარე უსაფრთხოებაზე. ახლა ეს არის მთავარი. კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი ჩვენს მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის. მაგრამ ახლა ჩვენი მიზანია ყველას მივცეთ დაბომბვის სურვილისგან თავის დაღწევის შესაძლებლობა", — განაცხადეს კომპანიაში.
13:22 რუსების სააღლუმე ტანკი ხელში ჩავიგდეთ — უკრაინის სახმელეთო ჯარები
13:18 მინისტრის მოადგილე: ოკუპანტები ხალხს ცოცხალ ფარად იყენებენ
უკრაინის შს მინისტრის მოადგილის, ვადიმ დენისენკოს განცხადებით, დროებით ოკუპირებულ ქალაქებში რუსმა ჯარისკაცებმა სპეცტექნიკა საცხოვრებელი კორპუსების ეზოში განალაგეს და მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებენ, რადგან იციან, რომ მათი მიმართულებით უკრაინული ჯარები არ ისვრიან.
13:14 ხარკოვიდან მატარებლებით 600 000 ადამიანია ევაკუირებული — ადმინისტრაცია
ხარკოვის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, ხარკოვიდან 600 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მისივე თქმით, ევაკუაცია მიმდინარეობს მანქანებითაც, რის გამოც გზებზე მოძრაობა გადატვირთულია.
13:00 პრორუსმა ექსპრეზიდენტმა, იანუკოვიჩა ზელენსკის მიმართა
პუტინის პროპაგანდისტული მედია, რია ნოვასტი უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, სახელმწიფო ღალატში ბრალდებული, პრორუსი ვიქტორ იანუკოვიჩის მიმართვას ავრცელებს, რომელშიც ის ზელენსკის დანებებას ურჩევს. პირდაპირი სიტყვებით იანუკოვიჩი ამას არ ამბობს, თუმცა შინაარსი მსგავსია.
რიას გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, წერილის უმეტესი ნაწილი რუსულენოვანია, რომელშიც იანუკოვიჩი ცდილობს თავი იმართლოს ქვეყნის დატოვების გამო და დონბასში ომს არა რუსეთს, არამედ უკრაინის ხელისუფლებას აბრალებს. ახლა მიმდინარე სისხლისღვრას ისე განიხილავს, რომ იანუკოვიჩი ისევ არ ახსენებს აგრესორ ქვეყანას რუსეთს.
წერილის მცირე ნაწილი უკრაინულია, რომლითაც ის ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს. ის მოუწოდებს ზელენსკის, ნებისმიერი გზით შეაჩეროს სისხლისღვრა და მიაღწიოს მშვიდობას.
ამ მიმართვამდე უკრაინულმა მედიამ, უკრაინსკაია პრავდამ დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით დაწერა, რომ იანუკოვიჩის თვითმფრინავი მოსკოვიდან მინსკში ჩაფრინდა, შემდეგ კი ქალაქი დატოვა. გარდა ამისა, ვრცელდებოდა ინფორმაციები იმაზე, რომ კრემლის მიზანია უკრაინის ხელისუფლების დამხობის შემდეგ იანუკოვიჩი პრეზიდენტად გამოაცხადოს.
11:18 რუსეთის დანაკარგი ომის დაწყებიდან — სრულად
უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე 12 000-მდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა ან ტყვედ ჩავარდა.
ამ დროისთვის საოკუპაციო ძალების დანაკარგები სრულად ნახეთ აქ.
11:10 იაპონია რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს
სანქციების ახალი პაკეტი შეეხება 20 რუსს, მათ შორის, ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციის შტაბის უფროსის მოადგილეებს, სახელმწიფო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელსა და მთავრობასთან დაახლოებულ კომპანიებს, როგორებიცაა Volga Group, Transneft და Wagner.
ამასთან, ბელარუსის 12 და რუსეთის 2 ორგანიზაციასთან ერთად, სანქციები დაუწესდება ბელარუსის 12 მოქალაქესაც.
10:39 სუმის ოლქში დაბომბვის შედეგად დაიღუპა 9 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვია
09:30 მსოფლიო ბანკი უკრაინას 723 მილიონ დოლარს გამოუყოფს
გადაწყვეტილება აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ მიიღო.
მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს პაკეტი დაეხმარება უკრაინის მთავრობას ხალხისთვის სერვისების მიწოდებაში, საავადმყოფოების თანამშრომლებისათვის ხელფასების გადახდაში, პენსიების გაცემასა და დაუცველთათვის სოციალური პროგრამების მიწოდებაში.
08:50 რუსულმა სამხედრო ძალებმა სუმის ოლქში საცხოვრებელი კორპუსები დაბომბა, დაღუპულთა შორის არიან ბავშვები
ამის შესახებ სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, დიმიტრი ჟივიცკიმ განაცხადა ვიდეომიმართვაში.
"არიან დაჭრილები და სამწუხაროდ, ოთხი ახალგაზრდა დაიღუპა უთანასწორო ბრძოლაში რუს სამხედროებთან", — განაცხადა ჟივიცკიმ.
3:33 ჯონსონი: ვერავინ იტყვის, რომ რუსეთს არ გავუფრთხილებივართ, ვნახეთ რა გააკეთა საქართველოში
"ჩვენ ვერ ვისწავლეთ რუსული აგრესიის გაკვეთილები. ძალიან დიდი ხანია, მეორე ლოყა გვაქვს მიშვერილი. ვერავინ იტყვის, რომ არ გავუფრთხილებივართ, ჩვენ ვნახეთ რა გააკეთა რუსეთმა საქართველოში 2008 წელს, უკრაინაში 2014 წელს და თუნდაც სოლსბერის ქუჩებში. ბოლო ვიზიტებზე პოლონეთსა და ესტონეთში ჩემს კოლეგებთან საუბრიდან მე ვიცი, რამდენად მწვავედ გრძნობენ ისინი საფრთხეს", — ამბობს ბორის ჯონსონი.
3:05 ზელენსკი: ვილაპარაკებთ და მოვითხოვთ მოლაპარაკებებს, სანამ არ ვიპოვით გზას, ვუთხრათ ჩვენს ხალხს, რომ ასე მივალთ მშვიდობამდე
"დღეს ბელარუსში გაიმართა მოლაპარაკებების მესამე რაუნდი. მინდა ვთქვა, რომ მესამე და ფინალური, მაგრამ ჩვენ რეალისტები ვართ, ამიტომ ვილაპარაკებთ და მოვითხოვთ მოლაპარაკებებს, სანამ არ ვიპოვით გზას, ვუთხრათ ჩვენს ხალხს, რომ ასე მივალთ მშვიდობამდე, ზუსტადაც მშვიდობამდე. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ წინააღმდეგობის ყოველი დღე ქმნის ჩვენთვის უკეთეს პირობებს, ძლიერ პოზიციებს, რომ უზრუნველვყოთ მშვიდობიანი მომავალი", — ამბობს ზელენსკი.
3:02 ზელენსკიმ ქვეყნის დასაცავად მთელი მსოფლიოდან უკრაინელი სამშვიდობოები გამოიძახა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთელი მსოფლიოდან უკრაინელი სამშვიდობოები გამოიძახა, რათა ქვეყანა რუსული აგრესიისგან დაიცვან. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე ავრცელებს.
2:55 ზელენსკის თქმით, უკრაინის ქალაქები იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე რუსეთის ყველა ქალაქი ერთად
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყველა ქალაქი, რომელიც რუსეთმა გაანადგურა, უკრაინაში აღდგება და ისინი იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე რუსეთის ყველა ქალაქი ერთად აღებული.
"ის, ვინც იმეორებდა, რომ "ჩვენ ერთი ხალხი ვართ", ნამდვილად არ ელოდა ასეთ რეაქციას. ჩვენი ქვეყნის სამხრეთში ისეთი ეროვნული მოძრაობა განვითარდა, უკრაინელობის ისეთი ძლიერი გამოვლინება იყო, რომელიც ჯერ არ გვინახავს იქაურ ქუჩებსა და მოედნებზე და ეს რუსეთისთვის ნამდვილი ცუდი სიზმარია. მათ დაავიწყდათ, რომ ჩვენ არ გვეშინია ავტოაკისა და ხელკეტების. ჩვენ არ გვეშინია ტანკების და ტყვიამფრქვევის, როცა სიმართლე ჩვენ მხარეზეა. მარიუპოლი და ხარკოვი, ჩერნიგოვი და სუმი, ოდესა და კიევი, ნიკოლაევი, ჟიტომირი და კოროსტენი, ოვრუჩი. ჩვენ ვიცით, რომ სიძულვილი, რომელიც მტერს მოაქვს დაბომბვითა და სროლით, ჩვენს ქალაქებში იქ არ დარჩება", — ამბობს ის.
2:39 უკრაინის თავდაცვის ძალების თქმით, ლიკვიდირებულია რუსი სამხედრო მეთაური
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო აცხადებს, რომ ლიკვიდირებულია რუსი სამხედრო მეთაური, გენერალ-მაიორი, შტაბის უფროსი და რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის 41-ე არმიის მეთაურის პირველი მოადგილე ვიტალი გერასიმოვა.
მათი ინფორმაციით გერასიმოვა მონაწილეობდა ჩეჩნეთის მეორე ომსა და რუსეთის სამხედრო ოპერაციაში სირიაში. მიღებული აქვს მედალი "ყირიმის დაბრუნებისთვის".
2:27 კამალა ჰარისი: მსოფლიოს თვალები უკრაინის მამაცი ხალხისკენაა მიპყრობილი
მსოფლიოს თვალები უკრაინის მამაცი ხალხისკენაა მიპყრობილი. ისინი იბრძვიან არამხოლოდ საკუთარი სახლებისა და ოჯახების დასაცავად, არამედ თავიანთი დემოკრატიის, თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ.
2:23 თუ ლავროვი მოწოდებულია სერიოზული საუბრისთვის, მაშინ როგორც დიპლომატი დიპლომატთან სერიოზულად ვისაუბრებთ — კულება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ დაადასტურა, რომ ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს თურქეთში მოლაპარაკებებზე შეხვდება. კულებას თქმით, თუ ლავროვი სერიოზული საუბრისთვის მზადაა, მაშინ როგორც დიპლომატები ისე ისაუბრებენ, მაგრამ თუ პროპაგანგის გამეორებას დაიწყებს, მაშინ იმ მწარე სიმართლეს მიიღებს, რომელსაც იმსახურებს.
2:17 ქალაქ სუმის დაბომბვა
2:03 ბაირაქტარის მორიგი დარტყმა
1:49 ზელენსკი: ყველა იქ არის, სადაც უნდა იყოს, კიევში ვარ, ჩემი გუნდი ჩემთანაა
"დღეს ჩვენი ბრძოლის, ჩვენი თავდაცვის მე-12 საღამოა. ყველა ადგილზე ვართ, ყველა ვმუშაობთ. ყველა იქ არის, სადაც უნდა იყოს. კიევში ვარ, ჩემი გუნდი ჩემთანაა. მე ვრჩები აქ, ვრჩები კიევში, ბანკოვაზე. არ ვიმალები და არავისი მეშინია, იმდენი ხარნი, რამდენიც საჭირო იქნება, რომ გავიმარჯვოთ ჩვენს სამამულო ომში", — თქვა პრეზიდენტმა საღამოს ვიდეომიმართვაში.
1:35 ზელენსკის მორიგი ვიდეო კიევიდან
"საღამოს კიევი, ჩვენი ოფისი" — ასე იწყებს ზელენსკი მორიგ ვიდეოს, რომელშიც აჩვენებს, რომ კიევშია. ის ამბობს, რომ არ ეშინია და დედაქალაქში რჩება.
01:15 ვოლოდიმირ ზელენსკი რონალდ რეიგანის თავისუფლების მედლით დააჯილდოვეს
რონალდ რეიგანის ადმინისტრაციის ცნობით, მედალი ზელენსკისთვის აშშ-ში უკრაინის ელჩს, ოქსანა მარკაროვას რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ფონდის ხელმძღვანელმა, ფრედერიკ რაიანმა გადასცა.
ფრედერიკ რაიანის თქმით, მედალი აღიარებაა უკრაინის პრეზიდენტის ლიდერული თვისებებისა და მილიონობით უკრაინელის დაუმარცხებლობის, რომლებიც იცავენ თავიანთ უფლებას, აირჩიონ საკუთარი მომავალი და შთააგონებენ მთელ ცივილიზებულ სამყაროს, იბრძოლონ თავისუფლების ღირებულებებისთვის.
თავისუფლების მედალი დაარსდა პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ფონდის მიერ 1992 წელს. მას გამოჩენილ მსოფლიო მოღვაწეებს მსოფლიოში თავისუფლების განვითარებაში მნიშვნელოვანი და მარადიული წვლილისთვის გადასცემენ. ჯილდოს მთელი არსებობის მანძილზე მისი ლაურეატი მხოლოდ 10 ადამიანი გახდა, მათ შორის ლეხ ვალესა, მიხაილ გორბაჩოვი, კოლინ პაუელი, მარგარეტ ტეტჩერი, ჯორჯ ბუში და სხვები.
00:50 ჩვენს პრეზიდენტს არაფრის არ ეშინია, თუ პუტინსაც არ ეშინია, დასხდნენ და ისაუბრონ — კულება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის არაფრის ეშინია და თუ პუტინსაც არ ეშინია, შეუძლიათ დასხდნენ და ისაუბრონ. მისი თქმით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ეტყვის.
"ლავროვს კიდევ ერთხელ ვეტყვი — ჩვენს პრეზიდენტს არაფრის არ ეშინია, მათ შორის პუტინთან პირდაპირი შეხვედრისა კი. თუ პუტინსაც არ ეშინია, დასხდნენ და ისაუბრონ", — განაცხადა მან.
00:35 გერაშენკოს თქმით, ომის დაწყებიდან უკრაინელებმა თითქმის 2000 რუსი ჯარისკაცი აიყვანეს ტყვედ
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის ანტონ გერაშენკოს თქმით, ომის დაწყებიდან უკრაინელებმა ტყვედ 2000 ჯარისკაცი აიყვანეს. მისი თქმით, ტყვედ ის ჯარისკაცები ვარდებიან, რომლებიც მეთაურებმა მოატყუეს და ვერ იაზრებდნენ, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.
"ტყვედ ვარდებიან ის რუსი ჯარისკაცები, რომლებიც საკუთარმა ხელმძღვანელებმა მოატყუეს, რომლებმაც მათ არ უთხრეს, თუ რისთვის იბრძოლებდნენ უკრაინასთან. რუსი ჯარისკაცები იყვნენ სრულიად დემოტივირებულები, ისინი მოატყუეს, ააყენეს ღამით, 24 რიცხვში და უთხრეს რომ მიდიან სწავლებაზე, შემდეგ კი მთავარმა მანქანებმა გადაკვეთეს საზღვარი. ძირითადად, ისინი მოდიოდნენ ბეტეერებითა და მანქანებით, ისე, რომ ვერც კი იაზრებდნენ, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის ტერიტორიაზე შეიჭრნენ", — თქვა მან.
00:02 საჰაერო დარტყმის შედეგად ჟიტომირი ნავთობის ბაზაზე ხანძარი გაჩნდა
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის აცხადებს, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად ჟიტომირი ნავთობის ბაზაზე ხანძარი გაჩნდა. მათივე თქმით, პირველადი ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ახლომდებარე სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
22:05 მესამე რაუნდი დასრულდა, ჰუმანიტარული დერეფნების ლოჯისტიკის გაუმჯობესებაში მცირე პოზიტიური ძვრებია — პოდოლიაკი
უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დასრულდა. როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და მრჩეველი, მიხაილო პოდილიაკი წერს, ჰუმანიტარული დერეფნების ლოჯისტიკის გაუმჯობესებაში მცირე პოზიტიური ძვრები შეინიშნება.
21:02 პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი მორიგი აქცია იმართება
ფოტო: თამარ შუბითიძე
21:01 მოსკოვში მე-6 კლასელმა მასწავლებელს უკრაინაში ომზე ჰკითხა, ბავშვს პოლიციამ სახლში მიაკითხა — ნოვაია გაზეტა
"დისიდენტი მე-6 ა-დან" — ასე ჰქვია ნოვაია გაზეტას სტატიას, სადაც ვკითხულობთ მე-6 კლასელ ბიჭზე, რომელმაც მოსკოვში გაკვეთილზე უკრაინაში ომზე იკითხა და ამის გამო პოლიციის ყურადღების ქვეშ მოექცა.
ნოვაია გაზეტას მოსწავლის დედა ესაუბრა. ბიჭი 12 წლისაა, როგორც დედა ამბობს, უკრაინელი ფესვები აქვს და რაც ახლა რუსეთსა და უკრაინას შორის ხდება, მისთვის მტკივნეულია. მისი თქმით, 4 მარტს ისტორიის გაკვეთილზე ბავშვმა იკითხა, რატომ დაიწყო პუტინმა სპეცოპერაცია. ეს ფრაზა რუსულ მედიას ბრჭყალებით აქვს გამოტანილი, რადგან ქვეყანაში ომის ხსენების გამო ჟურნალისტებს 15-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ. სავარაუდოდ, ბიჭმა სიტყვა ომი ახსენა, რადგან როგორც სტატიაში ვკითხულობთ, მასწავლებელმა მას შენიშვნა მისცა და უთხრა რომ ეს სპეცოპერაციაა. მანვე უპასუხა, რომ არ იცის სად არიან ახლა რუსული ჯარები, მაგრამ თუ გაჩერდებიან უკრაინის აგრესია გაგრძელდება.
- სრულად ნახეთ აქ.
20:12 რუსულმა ჯარებმა მელიტოპოლის სატელევიზიო და რადიო ანებზე კონტროლი დაამყარეს
ქალაქის მერი განმარტავს, რომ განთავსებულ კონტენტს ისინი ვეღარ აკონტროლებენ.
20:02 ოკუპანტებმა კიევთან ახლოს პურის ქარხანა დაბომბეს, დაიღუპა 13 ადამიანი
რუსმა ოკუპანტებმა კიევთან ახლოს პურის ქარხანა დაბომბეს. ინფორმაცია Unian უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამსახურის ცნობით, ტერიტორიაზე 13 ცხედარი იპოვეს, ნანგრევებიდან ცოცხლად კი 5 ადამიანი ამოიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, ქარხნის ტერიტორიაზე 30-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
19:52 რუსეთის ეკონომიკა სანქციების ალყაში — პროგნოზები და პარალელები ირანთან
რუსეთის ეკონომიკა ცივილიზებულმა სამყარომ სანქციების ალყაში მოაქცია. უკვე ერთი კვირაა, მოსკოვის საფონდო ბირჟა დახურულია, რუბლი კი დოლართან მიმართებით რეკორდულად გაუფასურებული.
ლონდონის ბირჟაზე რუსული კომპანიების აქციების ღირებულება ჯერ დრამატულად დაეცა, ხოლო შემდეგ მათი ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა საერთოდ შეჩერდა. რუსი ოლიგარქების ქონება მცირდება. დასავლური სამყაროს სანქციებით შეწუხებული რიგითი რუსები კი "თბილ ქვეყნებში" გადაბარგებას განიხილავენ.
ეკონომისტები ელოდებიან, რომ სანქციები რუსულ ეკონომიკას ღრმა რეცესიის წინაშე დააყენებს და ინფლაციას კიდევ უფრო გაზრდის. კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ოთხშაბათს თქვა, რომ რუსული ეკონომიკა სერიოზული ზეწოლისა და დარტყმის წინაშე დგას.
- წაიკითხეთ სტატია სრულად და გაიგეთ მეტი აქ.
19:27 ზალუჟნი: მტერი დემორალიზებული და გამოფიტულია
"ძვირფასო დებო და ძმებო, მადლობა თითოეულ თქვენგანს. თქვენ აჩვენეთ მთელ მსოფლიოს როგორ უნდა იბრძოლო თავისუფლებისთვის და მშობლიური მიწისთვის. ვამაყობ, რომ თქვენთან ერთად ვდგავარ. მებრძოლი გმირები, ქალაქი გმირები, ეს ჩვენი რეალობაა. რა რთულიც არ უნდა იყოს, მაგრამ სამარცხვინო მაინც არ იქნება.
მტერი დემორალიზებული და გამოფიტულია, მათი გეგმები ბლიცკრიგზე, ხელისუფლებისა და უკრაინის საგარეო კურსის ცვლილებაზე, ჩაიშალა. რთული ოპერატიულ-სტრატეგიული სიტუაციის გამოყენებით, რუსული საოკუპაციო ჯარები მაინც აგრძელებენ ძალისხმევას სამხრეთის მიმართულებით და არ წყვეტენ კიევის ალყაში მოქცევის მცდელობებს", — წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური ვალერი ზალუჟინი.
19:19 უკრაინაში ომის დროს კიდევ ერთმა წყვილმა იქორწინა
ფოტო: უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
19:11 მხოლოდ სამი დღე, სანამ მოზარდები ფრონტის ხაზზე აღმოჩნდებიან
18:53 მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დაიწყო
ფოტო: Belta
18:47 თავდასხმები განხორციელდება ბელარუსისა და საქართველოს მთავრობებზეც — Anonymous
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰაკერული ჯგუფი Anonymous წერს, რომ კიბერთავდასხმა მომავალში ბელარუსისა და საქართველოს მთავრობებზეც განხორციელდება. მათ ერთ-ერთი მომხმარებლის კომენტარი გადატვიტეს, რომელიც წერდა, რომ საქართველოს მთავრობა მხარს უჭერდა რუსეთს და სთხოვდა, რაიმე გაეკეთებინა ამის გამო.
"თავდასხმები განხორციელდება ბელარუსის და საქართველოს მთავრობებზეც, ჩვენი ყველა ქმედების საჯაროდ გაზიარება არ შეიძლება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ზოგიერთ მათგანს, დიდი ალბათობით, გავასაჯაროებთ. შეტევები რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგაც გაგრძელდება. ყველა მათგანი ჩვენი სამიზნეა", — წერენ ტვიტერზე.
- სრულად ნახეთ აქ.
18:41 პოდოლიაკი: ზელენსკი ნამდვილად არ დატოვებს კიევს. ის თავზეხელაღებულია
"ზელენსკი ნამდვილად არ დატოვებს კიევს. ის თავზეხელაღებულია, ამ სიტყვის კარგი გაგებით. მას არ ეშინია. ის ფიქრობს, რომ უნდა იყოს შიგნით, ქვეყნის გულში", — ციტირებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველს უკრაინსკაია პრავდა.
18:26 ჟიტომირის რაიონში რუსმა დამპყრობლებმა დაანგრიეს ეროვნული მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლი
უკრაინული მედიების ინფორმაციით, ოკუპანტებმა დაანგრიეს ეკლესია, რომელიც 160 წლის წინ აშენდა.
17:30 11 წლის უკრაინელი ბიჭი სლოვაკეთში მარტო ჩავიდა
უკრაინის ქალაქ ზაპორიჟიიდან სლოვაკეთში მარტო ჩასული 11 წლის ბიჭი ადგილობრივმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა "ღამის უდიდეს გმირად" გამოაცხადეს.
სლოვაკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საზღვარზე გადასვლისას ბიჭს თან მხოლოდ ზურგჩანთა, პარკი და პასპორტი ჰქონდა, ხელზე კი ტელეფონის ნომერი ეწერა.
როგორც ცნობილი გახდა, მშობლებს უკრაინაში დარჩენა მოუხდათ, ამიტომ ბიჭი უცხო ქვეყანაში მარტო გაემგზავრა. სამინისტროს ცნობით, მასზე ზრუნვა — დაბინავება და საჭმელ-სასმლით გამასპინძლება — მოხალისეებმა აიღეს საკუთარ თავზე.
ხელზე დაწერილი ტელეფონის ნომრითა და პატარა ბარათით, რომელიც პასპორტში იდო, საზღვარზე გადასული ბიჭის სლოვაკეთში მცხოვრებ ნათესავებთან დაკავშირება შეძლეს. ისინიც მალე მოვიდნენ და "ღამის გმირი" თან წაიყვანეს.
ფოტო: Ministerstvo vnútra SR / Facebook
17:24 კასიანოვი: არ უნდა გააკეთოთ ფული დიქტატურაში, რომელიც ანადგურებს მშვიდობიან ქალაქებს და კლავს ბავშვებს
"მთელ მსოფლიოში მსხვილი ბიზნესისთვის რეპუტაცია არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ფული. თვალის დახუჭვა რუსეთის დანაშაულზე ნიშნავს, რომ შენ ხარ თანამონაწილე. არ უნდა გააკეთოთ ფული დიქტატურაში, რომელიც ანადგურებს მშვიდობიან ქალაქებს და კლავს ბავშვებს, ესვრის ჰუმანიტარული ტვირთის მანქანებს, ბომბავს უნივერსიტეტებსა და ეკლესიებს, ხოცავს მშვიდობიან მოსახლეობას, რომელიც ამბობს უარს ოკუპანტებთან თანამშრომლობაზე. სანქციები არის კონკრეტული დარტყმა, რომელსაც იგრძნობს თითოეული რუსეთის მოქალაქე. უკრაინა ხაზს უსვამს, რომ უნდა გაძლიერდეს სანქციებით ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე", — განაცხადა საქართველოში უკრაინის საქმეთა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა.
16:24 სავარაუდოდ, რუსეთი გლობალური ინტერნეტიდან გათიშვისთვის ემზადება
ცოტა ხნის წინ ინტერნეტში რუსულენოვანი დოკუმენტი გავრცელდა, რომლის მიხედვით რუსეთის ხელისუფლება დგამს ქმედით ნაბიჯებს, რათა ქვეყანამ გარე ინტერნეტზე წვდომა შეწყვიტოს. ეს ნიშნავს, რომ 11 მარტიდან კომპანიებს მათი ვებგვერდების რუსეთში ფუნქციონირებისთვის .ru დომენის მიღება მოეთხოვებათ.
გლობალური ინტერნეტქსელი აქტიურად გამოიყენება იმ კანონებისთვის თავის ასარიდებლად, რომლებიც ზოგ ქვეყანაში გარკვეულ ქმედებებსა თუ კონკრეტულ ვებგვერდებზე წვდომას კრძალავს. 2019 წელს რუსეთის "სუვერენული ინტერნეტის" კანონი შევიდა ძალაში, რაც მთავრობას აძლევს უფლებამოსილებას, კიბერშეტევების შემთხვევაში ქვეყანა გლობალური ინტერნეტიდან გათიშოს. კანონის მიზანი იყო, ქვეყანა კიბერშეტევებისგან დაეცვა და ინტერნეტზე წვდომა შეენარჩუნებინა იმ შემთხვევაშიც, თუ მათ უცხოური ინფრასტრუქტურის გამოყენებას შეუზღუდავდნენ. ქვეყნის ხელისუფლების თქმით, ეს იყო პასუხი აშშ-ის ეროვნული კიბერუსაფრთხოების აგრესიულ სტრატეგიაზე.
- გაიგეთ მეტი აქ.
16:20 ჩავუშოღლუს თქმით, კულება და ლავროვი ერთმანეთს 10 მარტს თურქეთში შეხვდებიან
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ერთმანეთს 10 მარტს თურქეთში შეხვდებიან. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
თურქულ მედიასთან ჩავუშოღლუმ თქვა, რომ ხუთშაბათს დაგეგმილ შეხვედრას თავადაც დაესწრება.
15:38 ჩინეთის წითელი ჯვარი უკრაინაში ჰუმანიტარულ დახმარებას გაგზავნის
ჩინეთი საგარეო საქმეთა მინისტრის, ვანგ ი-ს განცხადებით, ჩინეთის წითელი ჯვრის ორგანიზაცია "რაც შეიძლება მალე" უკრაინაში ჰუმანიტარულ დახმარებას გააგზავნის. როგორც Reuters წერს, მინისტრი რუსეთ-ჩინეთის მეგობრულ ურთიერთობას "მტკიცეს" უწოდებს.
ვანგმა თქვა, რომ "უკრაინის სიტუაციის" მიზეზები "კომპლექსურია". ჩინეთს ოფიციალურად კვლავ არ დაუგმია რუსეთის შეჭრა უკრაინაში.
"რაც არ უნდა საშინელი იყოს საერთაშორისო ვითარება, ჩინეთიც და რუსეთიც შეინარჩუნებენ თავიანთ სტრატეგიულ გადაწყვეტილებას და ახალ ეპოქაში უწყვეტად დააყენებენ წინ კოორდინაციის ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობას", — თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
15:30 რუსეთმა არამეგობრული ქვეყნების სია დაამტკიცა, რომელშიც საქართველო არ შეიყვანა
ვლადიმერ პუტინის დავალების შესაბამისად, რუსეთის მინისტრთა კაბინეტმა არამეგობრული ქვეყნების სია შეადგინა, რომელშიც საქართველო არ მოხვდა. სიაში ის ქვეყნები არიან, რომლებიც კრემლის აზრით, ჩადიან "არამეგობრულ ქმედებებს რუსეთის, მისი კომპანიების და მოქალაქეების მიმართ".
კრემლის მედიის, Tass-ის ინფორმაციით, სიაში მოხვდნენ აშშ და კანადა, ევროკავშირის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, მონტენეგრო, შვეიცარია, ალბანეთი, ანდორა, ისლანდია, ლიხტენშტაინი, მონაკო, ნორვეგია, სან-მარინო, ჩრდილოეთ მაკედონია, ასევე იაპონია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია, მიკრონეზია, ახალი ზელანდია, სინგაპური და ტაივანი. კრემლის მედია მიზეზად იმას ასახელებს, რომ "ამ ქვეყნებმა და ტერიტორიებმა დააწესეს ან შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს".
15:25 რუსული რუბლი რეკორდულად გაუფასურდა
მიმდინარე კვირა რუსული რუბლისთვის მძიმედ დაიწყო. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ღირებულება 140 რუბლს მიუახლოვდა. ამჟამად, ერთი დოლარი დაახლოებით 138,6 რუბლად ივაჭრება.
ექსპერტები რუბლის მკვეთრად გაუფასურებას რუსულ ნავთობზე ემბარგოს შესაძლო დაწესებას უკავშირებენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპელი მოკავშირეები რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას განიხილავენ. როგორც ცნობილია, რუსეთი ნავთობის წარმოებით მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს. რუსეთში არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ქვეყანას ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავლები მნიშვნელოვნად ესაჭიროება.
15:10 სად რამდენი ლტოლვილი გადავიდა უკრაინიდან — გაეროს მონაცემები
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის 6 თებერვლის მონაცემებით, უკრაინა 1 735 068 ლტოლვილმა დატოვა. მოსახლეობა ძირითადად მეზობელ ქვეყნებში გადადის.
რომელ ქვეყნებს აფარებენ თავს უკრაინის ლტოლვილები?
ლტოლვილები გადადიან დასავლეთით, მეზობელ ქვეყნებში, როგორიცაა პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და მოლდოვა.
გაერო მონაცემები:
- პოლონეთში გადავიდა — 1 027 603 ადამიანი;
- უნგრეთში — 180163;
- მოლდოვაში — 82 762;
- სლოვაკეთში — 128169;
- რუმინეთში — 78 977;
- რუსეთი — 53 300;
- ბელარუსია — 406.
14:35 ენერგოგრადში ასეულობით ადამიანი დაესწრო ჯარისკაცების დაკრძალვას, რომლებიც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაცვისას დაიღუპნენ
ფოტო: უკრაინსკაია პრავდა
14:17 რუსი სპორტსმენი სამხედრო ნიშნით
14:14 ზელენსკი: ჩვენს დროშაზე სისხლი არ არის. არ არის და არასდროს იქნება შავი ლაქები, არანაირი სვასტიკები
ჩვენს დროშაზე სისხლი არ არის. არ არის და არასდროს იქნება შავი ლაქები, არანაირი სვასტიკები. უკრაინის დროშა არის მიწა — მშვიდობიანი, ნაყოფიერი და ტანკების გარეშე. ეს ცაა მშვიდობიანი — ნათელი, ლურჯი, რაკეტების გარეშე. ასე იყო და ასეც იქნება.
განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
14:00 ნუთუ რძის მწარმოებელ 15 ქართულ კომპანიაზე მოხსნილი სანქციები ღირს ჩვენს ათასწლოვან მეგობრობად? — სტეფანჩუკი
"ნუთუ რძის მწარმოებელ 15 ქართულ კომპანიაზე მოხსნილი სანქციები ღირს ჩვენს ათასწლოვან მეგობრობად?" — ასე მიმართა უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა ქართველ კოლეგებს. მისი თქმით, საქართველო მხოლოდ მთავრობა არ არის, ესაა "უშიშარი, თავისუფლებისმოყვარე ხალხი", რომელიც არასდროს მისცემს თავს უფლებას, რომ დუმდეს.
"გამარჯობა გენაცვალე, ყოველთვის ასე მივმართავდი ჩემს ქართველ კოლეგებს პარლამენტიდან. როგორ მოხდა გენაცვალე, რომ დღეს ომის შუაგულში თქვენი მოძმე უკრაინის წინააღმდეგ, გადაწყვიტეთ ვაჭრობა იმ ქვეყანასთან, რომელიც თავს დაგვესხა თქვენც და ჩვენც?" — განაცხადა მან.
- სრულად ნახეთ აქ.
13:15 Op-Ed: რუსეთის თავდაპირველი მარცხი არ ნიშნავს, რომ უკრაინის გადარჩენა გარანტირებულია
პუტინის სამხედროებმა თავიანთი შეცდომების გამოსწორება, შესაძლოა, მომატებული სისასტიკით სცადონ — ამის შესახებ დევიდ ფრენჩი, The Atlantic-ის კონტრიბუტორი ავტორი წერს.
პირველი ნიშანი იმისა, რომ რუსეთის თავდაპირველი ბრძოლის ტაქტიკა რიგზე არ იყო, ომის პირველივე საათებში გამოჩნდა. რამდენადაც საშიში ჩანდა ეკრანზე ნაჩვენები სიტუაცია, ვიცოდი, რომ ის არაფერი იყო იმ არტილერიულ და საჰაერო შეტევებთან შედარებით, რითაც, როგორც წესი, იწყება ხოლმე იერიშის მიტანა უკრაინის მსგავს სუვერენულ სახელმწიფოებზე, რომლებსაც ჯარი მზადყოფნაში ჰყავთ.
- სრულად ნახეთ აქ.
12:53 როგორ ექცევიან რუსეთში ანტისაომარი აქციის მონაწილეებს
ოვდ ინფოს ვებგვერდზე გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანს, როგორ აკავებენ რუსეთში ანტისაომარი აქციის მონაწილეებს. აქციები 6 მარტს 69 ქალაქში გაიმართა და 5 000-ამდე ადამიანი დააკავეს. ჯამში, ომის დაწყების დღიდან რუსეთში აქციებზე 13 000 ადამიანია დაკავებული.
12:39 მზად ვართ, რომ განვიხილოთ NATO-ს გარეშე მოდელები — არახამია
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თანაპარტიელი და მისი ნდობით აღჭურვილი პირი, დავით არახამია აცხადებს, რომ უკრაინა მზადაა განიხილოს NATO-ს გარეშე მოდელები, მაგალითად გარანტიები სხვადასხვა ქვეყნიდან.
"პასუხი, რომელსაც NATO-სგან ვიღებთ არის ის, რომ ჯერ ჩვენი NATO-ში გაწევრიანების განხილვისთვისაც არ არიან მზად უახლოესი 5-10 წლის მანძილზე. ჩვენ არ ვიბრძოლებთ NATO-ს განაცხადისთვის, ჩვენ ვიბრძოლებთ შედეგისთვის და არა პროცესისთვის.
მზად ვართ, რომ განვიხილოთ NATO-ს გარეშე მოდელები, მაგალითად შეიძლება იყოს გარანტიები სხვადასხვა ქვეყნიდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, შეიძლება, გერმანიიდან და საფრანგეთიდან. ჩვენ მზად ვართ საკითხების უფრო ფართო წრეში განხილვისთვის, არამარტო რუსეთთან ორმხრივ დისკუსიებში, არამედ სხვა პარტნიორებთან", — აცხადებს არახამია FOX News-თან ინტერვიუში.
12:37 ოკუპანტებმა უკრაინის ფოსტის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს და ტანკით გადაუარეს, გარდაიცვალა 2 ადამიანი — ადმინისტრაცია
ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს, შემდეგ კი ტანკით გადაუარეს უკრაინული ფოსტის მანქანას, რომელიც პენსიების დასარიგებლად მიდიოდა. შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა.
უკრაინსკაია პრავდა ფოსტაზე დაყრდნობით წერს, რომ შემთხვევა 5 მარტს მოხდა. მათ სცადეს თანამშრომლების ცხედრები ადგილიდან გამოეყვანათ, თუმცა იქ მისვლის შემდეგ, ადგილზე სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა და უკან დაბრუნება მოუწიათ. მაგრამ გადაიღეს კადრები, სადაც ცხედრები და დაზიანებული მანქანა ჩანს.
მომხდართან დაკავშირებით ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციას მოსახლეობას მიმართა: "თუ ახლა არ გვექნება რეაქცია დამპყრობლების მხეცურ ქ,ედებებზე, მაშინ ხვალ იმავეს თქვენ და თქვენს ოჯახებს გაგიკეთებენ. მოგიწოდებთ, აიღოთ იარაღი, გააკეთოთ თხრილები, გაამაგრეთ თქვენი სახლი, გაერთიანდით აგრესორის წინააღმდეგ".
12:25 ვინიცის აეროპორტზე თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 6 დაშავდა
12:15 რუსეთის დანაკარგი ომის დაწყებიდან 7 მარტამდე — სრულად
უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე 11 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა ან ტყვედ ჩავარდა. უწყების ცნობით, ამ დროისთვის საოკუპაციო ძალების დანაკარგები ასეთია:
- ტანკები — 290 ერთეული;
- BBM — 999 ერთეული;
- საარტილერიო სისტემები — 117 ერთეული;
MLRS — 50 ერთეული;
PPO-ს საშუალებები — 23: - თვითმფრინავი — 46 ერთეული;
- ვერტმფრენი — 68 ერთეული;
- საავტომობილო აღჭურვილობა — 454 ერთეული;
- გემები/ნავები — 3 ერთეული.
- ტანკები PPM-ით — 60.
12:00 ხარკოვის დაბომბვას მინიმუმ 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
გუშინ გვიან ღამით ხარკოვი დაბომბეს, რის შედეგადაც 8 ადამიანი გარდაიცვალა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაიბომბა საცხოვრებელი კორპუსები, ასევე სასოფლო დასახლება და სხვადასხვა ობიექტი.
საგანგებოს თქმით, ნაწილობრივ ან სრულად განადგურდა საცხოვრებელი სახლები ადმინისტრაციული შენობები, სამედიცინო და სასწავლო დაწესებები. როგორც უწყებაში ამბობენ დაახლოებით 21 ადგილას გაჩნდა ხანძარი.
11:51 საბჭო: ოკუპანტებმა გოსტომელის სოფლის უფროსი მოკლეს, დაჭრილია ბუჩას მერი
გოსტომელის სოფლის საბჭოსა და უკრაინული მედიების ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს გოსტომელის სოფლის უფროსი და დაჭრეს ბუჩას მერი.
11:44 "რუსული ხომალდი წავიდა ნა ხ*ი" — ოდესაში რუსული ხომალდი გაანადგურეს
უკრაინსკაია პრავდას ინფორმაციით, ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ოპერატიული შტაბში აცხადებენ, რომ ოდესასთან რუსული გემი განადგურდა.
"ყურადღება, ოდესა! "რუსული ხომალდი" მაინც წავიდა ნა ხ*ი"! მტერს დანაკარგები აქვს. მინუს ერთი მტრის გემი", — განაცხადა შტაბის სპიკერმა.
11:30 "ცენზურა დაწესდა რუსეთში" — დოჟდის მთავარი რედაქტორი და საინფორმაციო სამსახურის უფროსი თბილისში ჩამოვიდნენ
რუსული დამოუკიდებელი მედიის, დოჟდის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ეკატერინე კოტრიკაძე ქმართან, დოჟდის მთავარ რედაქტორთან, ტიხონ ძიადკოსთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა. მათი თქმით, ქვეყანაში ცენზურა დაწესდა. როგორც მთავარი რედაქტორი ამბობს, მათ ან ტყუილი უნდა ელაპარაკათ, ან ქვეყანა უნდა დაეტოვებინათ.
"ცენზურა დაწესდა რუსეთში, რის გამოც დამოუკიდებელი მასობრივი მედიასაშუალებები დაიხურა, დაიბლოკა ან უბრალოდ მათ ვერ შეძლეს საქმიანობის გაგრძელება შექმნილი პირობების გამო, როცა ისინი სიმართლეს ვერ მიყვებოდნენ. ასეთივე პრობლემები შეექმნა ტელეკომპანია დოჟდს იმ ფონზე როდესაც შეიქმნა კანონი ე.წ ფეიკნიუსებისთვის. ორი არჩევანი გვქონდა - ან დავხურულიყავით, რადგან სიმართლეს ვერ ვამბობდით, ან გაგვეგრძელებინა მუშაობა და ტყუილები გვეთქვა. ჩვენ პირველი ავირჩიეთ, რადგან ვერ მოვატყუებთ ჩვენს მაყურებელს", — თქვა ტიხონ ძიადკომ.
ეკატერინე კოტრიკაძე აღნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბოლომდე მოიხსნა ნიღაბი.
"ფაქტობრივად რუსული მმართველი პარტია ემზადებოდა იმისთვის და განახორციელა კიდეც ეს, რომ მიღო კანონმდებლობა რომელიც ითვალისწინებს 15 წლიან ციხეში ყოფნას, უბრალოდ იმისთვის, რომ შენ მუშაობ. პუტინმა გადაწყვიტა, რომ ვაბანკზე წასულიყო, ესაა ის მომენტი მისთვის, როდესაც უნდა ჩაწეროს მისი სახელი ისტორიაში და ამისთვის აკეთებს ყველაფერს. აბსოლუტურად ბოლომდე მოიხსნა ნიღაბი, თუ ვინმეს ეგონა რომ სხვანაირი ტიპის მმართველი იყო, აღარ არის ისე და მიიღეს კანონი, რომელიც ფაქტობრივად კრძალავს ჟურნალისტის მუშაობას რუსეთში", — თქვა მან.
09:45 ნიკოლაევში დაბომბვის შემდეგ რამდენიმე სახლი დაიწვა
08:45 ხარკოვი ისევ დაბომბეს
08:15 ხერსონში აეროდრომს ბომბავენ
08:17 ნიკოლაევს ბომბავენ
6:10 ომბუდსმენის თქმით, ოკუპანტების შეჭრის შემდეგ უკრაინაში 38 ბავშვია დაღუპული
უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას განცხადებით, რუსეთის შემოჭრის შემდეგ უკრაინაში 38 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 71 დაშავდა.
მისივე თქმით, ეს საბოლოო მონაცემი არაა, რადგან დონეცკში, მარიუპოლსა და ქალაქ ირპენში დაღუპულთა და დაჭრილთა ზუსტი მაჩვენებლის დადგენა შეუძლებელია.
როგორც უკრაინის სახალხო დამცველი აღნიშნავს, რუსეთის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ ბავშვთა ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევას. დენისოვა საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს მოუწოდებს, რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად ყველა შესაძლო ზომა მიიღონ.
5:55 მარიუპოლში დაბომბვის შედეგად Osce-ს ოფისი დაზიანდა
Osces-ს განცხადებით, მიიღეს შეტყობინებები დაბომბვის შედეგად მარიუპოლში ოფისის დაზიანების შესახებ. ორგანიზაციამ ქვეყნიდან თანამშრომლების გაყვანის შესახებ ჯერ კიდევ 24 თებერვალს განაცხადა.
"მისიის ყველა საერთაშორისო წევრის დროებითი ევაკუაციის პროცესი თითქმის დასრულებულია", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
5:41 რუსულმა ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს პრესის მანქანას, დაშავდა ჟურნალისტი
ფოტო: კიროვოგრადის პოლიცია
კიროვოგრადის პოლიციისა და უკრაინული მედიის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ჟურნალისტების ჯავშანმანქანას. შედეგად დაშავდა შვეიცარიის მოქალაქე და დამოუკიდებელი ჟურნალისტი, რომელიც მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა.
მათი ინფორმაციით, ჟურნალისტს სახისა და წინამხრის დაზიანებები აღენიშნება. პოლიცია აცხადებს, რომ მანქანის გაჩერების შემდეგ რუსმა დამპყრობლებმა ჟურნალისტს საბუთები, ფული, ფოტო-ვიდეო ტექნიკა და გადაღებული მასალები, ლეპტოპი და გაათავისუფლეს.
"მათ ნათლად დაინახეს, რომ მანქანას იყენებს პრესა და არის შესაბამისი აღნიშვნები", — ციტირებს ჟურნალისტს მედია.
5:26 რუსი დამპყრობლების აღებულ სტარობელსკში, ლუგანსკის რაიონში, ხალხმა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. დროშა დაწვა
5:22 ჩერნიგოვში გარდაცვლილ ოკუპანტებს მარხავენ
5:10 WSJ: აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, რუსეთი უკრაინაში ურბანული ბრძოლებისთვის სირიელებს ქირაობს
The Wall Street Journal-ის ცნობით, მოსკოვი უკრაინაში საბრძოლველად ურბანულ ბრძოლებში დახელოვნებულ სირიელებს ქირაობს, რადგან ქალაქებში რუსეთის შეჭრა გაფართოვდება. მედია ამის შესახებ აშშ-ის რამდენიმე ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის წყაროები ამბობენ, რომ აშშ-ის შეფასებით, რუსეთი ბოლო დღეების განმავლობაში სირიელ მებრძოლებს კრებს იმ იმედით, რომ ურბანულ ბრძოლებში მათი გამოცდილება კიევის დაკავებასა და უკრაინის მთავრობისადმი დამანგრეველი დარტყმის მიყენებაში დაეხმარება. ექსპერტების თქმით, ეს ნაბიჯი ბრძოლის პოტენციურ ესკალაციაზე მიუთითებს.
WSJ-ის განცხადებით, უცნობია, რამდენი მებრძოლი აიყვანეს, თუმცა მათი გარკვეული რაოდენობა უკვე რუსეთშია და ომში ჩართვისთვის ემზადება. მედიის ცნობით, ოფიციალურმა წყაროებმა უარი განაცხადეს ესაუბრათ უკრაინაში სირიელი მებრძოლების განლაგებაზე, სტატუსსა თუ მასშტაბებზე.
5:00 15 წლის უკრაინელმა ტანმოვარჯიშემ უარი თქვა დაჯილდოებაზე რუსეთის წარმომადგენელთან ერთად დამდგარიყო
Unian-ის ინფორმაციით, 15 წლის უკრაინელმა ტანმოვარჯიშემ, დანიელა ბატრონამ დოჰაში გამართულ მსოფლიო თასზე მესამე ადგილი დაიკავა, მაგრამ უარი თქვა, დაჯილდოების ცერემონიაზე რუსეთის წარმომადგენელთან ერთად დამდგარიყო, რომელიც ნეიტრალური დროშის ქვეშ ასპარეზობდა.
ფოტო: Unian-ის ტელეგრამი
4:45 ავიაიერიშის შედეგები ჟიტიმორში
ჟიტომირის ოლქის ქალაქ ოვრუჩში ავიაიერიშების შედეგად განადგურდა ორი საცხოვრებელი კორპუსი და დასაქმების ცენტრი, დაზიანდა კიდევ რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი.
4:30 შტაბის სპიკერი: ოდესის რეგიონი ზღვიდან დაიბომბა
Unian-ის ინფორმაციით, ოდესის რეგიონი ზღვიდან დაიბომბა ტუზლას დასახლების მიდამოში. გამოცემა წერს, რომ ამის შესახებ ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ოპერატიული შტაბის სპიკერმა სერგეი ბრაჩუკმა განაცხადა.
"გაფიცვა განხორციელდა კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. ჯერჯერობით ცნობილია, რომ მსხვერპლი არ არის", — ამბობს ის.
4:04 ფოტოები: ომის მე-11 დღე უკრაინაში
ფოტო: Carlos Barria / Reuters / Scanpix / LETA
ფოტო: Emilio Morenatti / AP / Scanpix / LETA
ფოტო: Chris McGrath / Getty Images
3:56 პენტაგონი მიიჩნევს, რომ ძალების 95%, რომელიც რუსეთს უკრაინის საზღვართან ჰყავდა, უკვე უკრაინაშია განლაგებული
პენტაგონი მიიჩნევს, რომ ძალების, დაახლოებით, 95%, რომელიც რუსეთს უკრაინის საზღვართან ჰყავდა მობილიზებული, უკვე შეტევაშია ჩართული და უკრაინაშია განლაგებული. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ამასთან, აშშ-ის შეფასებით, უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან რუსებმა 600 რაკეტა გაუშვეს. აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებითვე, გასული დღეების განმავლობაში უკრაინის მიწაზე მხოლოდ "შეზღუდული" ცვლილებები დააფიქსირეს — კიევის, ხარკოვისა და ჩერნიგოვის დაკავების მცდელობებში რუსებს უკრაინელები მწვავე წინააღმდეგობას უწევენ.
3:41 Anonimous აცხადებს, რომ რუსული სახელმწიფო არხები ისევ დაჰაკა და ამჯერად უკრაინის დაბომბვის კადრები გაუშვა
3:27 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქი ჩუგუევი საოკუპაციო ძალებისგან გაათავისუფლეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ქალაქი ჩუგუევი საოკუპაციო ძალებისგან გაათავისუფლეს. ამის შესახებ უწყება ოფიციალურ Facebook-ზე წერს და აღნიშნავს, რომ ოკუპანტებმა პერსონალსა და აღჭურვილობაში დიდი დანაკარგი განიცადეს.
მათი თქმით, საოკუპაციო ძალები კონცენტრირებული არიან კიევის, ხარკოვის, ჩერნიგოვის, სუმისა და მიკოლაივის ალყაში მოქცევით, თუმცა 11-დღიანი ომის საბოლოო მიზანს ვერ აღწევენ.
3:25 სტინგმა უკრაინელების მხარდასაჭერად იმღერა
3:15 ვიტალი კიმი: ეს ჯილდო ჩემი არ არის, მთელ ოლქს ეკუთვნის
"ვიჯექი და ვფიქრობდი. ეს ჯილდო ჩემი არ არის. ეს ჯილდო ნიკოლაევის ოლქისაა. ყველასი, ვინც თავს იცავს და მზად არ არის, დათმოს საკუთარი მიწა. უბრალოდ, ისე გამოვიდა, რომ მე ვმართავ ამ ოლქს. ვამაყობ, რომ ნიკოლაევში დავიბადე", — დაწერა ვიტალი კიმმა ტელეგრამზე.
მანვე გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ ჯილდო მოულოდნელია და საპასუხისმგებლო და "ახლა ამ ჯილდოს შესაბამისად უნდა მოიქცეს".
3:08 ოკუპანტებისთვის მტკიცე წინააღმდეგობის გაწევისთვის ზელენსკიმ მერები და ხელმძღვანელები ორდენებით დააჯილდოვა
ზელენსკიმ ორდენებით დააჯილდოვა სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელები და მერები, რომლებმაც ამ დღეებში ყველაზე მეტად გამოიჩინეს თავი და ტერიტორიები ოკუპანტებს არ ჩააბარეს, მეტიც, დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს ხალხთან ერთად.
ბოგდან ხმელნიცკის III ხარისხის ორდენებით დაჯილდოვდნენ რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციების ხელმძღვანელები: ხარკოვში ოლეგ სინეგუბოვი, ნიკოლაევში ვიტალი კიმი, დონეცკში პაველ კირილენკო, ლუგანსკში სერგი გაიდაი, ჩერნიგოვში ვიაჩესლავ ჩაუსი და სუმში დიმიტრი ჟივიცკი.
სიმამაცის ორდენით დაჯილდოვდნენ: ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი, ნიკოლაევის მერი ალექსანდრე სენკევიჩი, ჩერნიგოვის მერი ვლადისლავ ატროშენკო, სუმის მერი ალექსანდრე ლისენკო, ხერსონის მერი იგორ კოლიხაევი, მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვი, ნოვა კახოვკას მერი ვლადიმერ კოვალენკო.
3:00 ზელენსკიმ რამდენიმე ქალაქს "გმირი ქალაქის" სტატუსი მიანიჭა
ზელენსკიმ დააწესა საპატიო ნიშნები "უკრაინის გმირი ქალაქი" და ოფიციალურად მიანიჭა საპატიო ტიტულები ქალაქებს:
- ხარკოვი;
- ჩერნიგოვი;
- მარიუპოლი;
- გოსტომელი;
- ვოლნოვახა.
2:57 ომის დაწყებიდან რუსებმა უკრაინაში 211 სკოლა გაანადგურეს ან დააზიანეს
ომის დაწყებიდან რუსებმა უკრაინაში 211 სკოლა გაანადგურეს ან დააზიანეს. ინფორმაციას Unian უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრზე, სერგეი შკარლეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
"საშინელი სიტუაციაა, საშინელი სტატისტიკა. დღეს ვხედავთ, რომ ყოველდღე მეტი და მეტი დანგრეული ან განადგურებული სკოლა გვაქვს. დღეს 211 სკოლაა, რომელიც ან სრულიად განადგურებულია, ან დაზიანებული", — განაცხადა მან.
2:29 ხარკოვი ისევ იბომბება
2:24 რადა: არ გაავრცელოთ რუსების საჰაერო თავდასხმის მოგერიების ვიდეოები
უკრაინის უმაღლესმა რადამ განცხადება გაავრცელა და მოუწოდა მოქალაქეებს, არ გადაიღონ და გაავრცელონ ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, როგორ იგერიებს საჰაერო თავდაცვა რუსეთის რაკეტებს. მათი თქმით, უმჯობესია თუ მტრისთვის უცნობი იქნება, სად არის განლაგებული უკრაინელების ანტისარაკეტო სისტემები, ეს გაზრდის ეფექტურობას და დაიცავს ქალაქებსა და მოსახლეობას.
2:20 რას ჰყვება დოჟდის ჟურნალისტი, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს
რუსული დამოუკიდებელი მედიის, დოჟდის ჟურნალისტი, მიხეილ ფიშმანი საქართველოში არ შემოუშვეს. ჟურნალისტმა ჩვენთან შემოსვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც რუსეთში, ამ მედიის წინააღმდეგ კრემლმა მორიგი შემზღუდავი ნაბიჯები გადადგა და დევნა გააძლიერა — მედიას მუშაობის შეწყვეტა მოუწია.
ფიშმანის თქმით, მისთვის არ აუხსნიათ საქართველოში შემოსვლის მიზეზი, თუმცა უთხრეს, რომ სურვილის შემთხვევაში, გასაჩივრება შეუძლია.
- სრულად ნახეთ აქ.
01:20 ზელენსკი: მიტევების კვირაა, მაგრამ ჩვენ არ ვაპატიებთ [რუსეთს] ასობით მსხვერპლს და ათასობით ტანჯვას
"დღეს მიტევების კვირაა, მაგრამ ჩვენ არ ვაპატიებთ [რუსეთს] ასობით მსხვერპლს და ათასობით ტანჯვას. ღმერთი არ აპატიებს. არც დღეს. არც ხვალ. არასდროს. მიტევების ნაცვლად იქნება განკითხვის დღე", — ამბობს ის.
01:00 უკრაინის პირველი ლედი: გადაარჩინეთ ჩვენი შვილები, რომ ხვალ თქვენები არ დაიღუპონ
"ოკუპანტები უკრაინელ ბავშვებს კლავენ, შეგნებულად და ცინიკურად [...] რამდენი ბავშვი უნდა დაიღუპოს, რომ რუსულმა ჯარმა სროლა შეწყვიტოს და ჰუმანიტარულ დერეფნებს დათანხმდნენ [...]
ასეთი დერეფნები ახლა უკრაინის ყველა ქალაქშია საჭირო. სარდაფებში საკვებისა და სამედიცინო დახმარების გარეშე, შესაძლოა, ასობით ბავშვი დაიღუპოს. ერთი კვირაა მათთან კონტაქტი არ მქონია. ოკუპანტები ესვრიან ოჯახებსა და მოხალისეებს, როდესაც ისინი ქალაქიდან გასვლას, ან ქალაქამდე მიღწევას ცდილობენ.
მოვუწოდებ ყველა მედიას. გააშუქეთ ეს საშინელი ფაქტები: რუსი დამპყრობლები კლავენ ბავშვებს და ამას გამიზნულად აკეთებენ, ისინი ესვრიან მსხვერპლს და არ უშვებენ ჰუმანიტარულ დახმარებას.
აჩვენეთ ეს რუს დედებს. შესაძლოა, არ იციან, რას აკეთებენ მათი შვილები უკრაინაში. აჩვენეთ ეს ფოტოები რუს ქალებს. ეს მათი ქმრები, ძმები, თანამემამულეები არიან, რომლებიც კლავენ ბავშვებს და შესაძლოა, ჰყავთ საკუთარიც. ვინც ჩუმად ეთანხმება ამ დანაშაულს პასუხისმგებელია ყველა უკრაინელი ბავშვის სიკვდილზე.
NATO-ს ქვეყნებო! ერთხელ და სამუდამოდ დახურეთ საჰაერო სივრცე რუსული თვითმფრინავებისთვის! გადაარჩინეთ ჩვენი შვილები, რომ ხვალ თქვენები არ დაიღუპონ", — წერს ის.
00:18 მარიუპოლში უკრაინელმა სამხედროებმა 40 ოკუპანტი მოკლეს, ორი ტყვედ აიყვანეს
შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკომ განაცხადა, რომ უკრაინელებმა რუსეთის 7 ტანკი და 5 ჯავშანტექნიკა გაანადგურეს.
00:11 TikTok რუსეთში ახალი ვიდეოს ატვირთვის და პირდაპირი ტრანსლაციის ფუნქციებს აჩერებს
TikTok აცხადებს, რომ რუსეთში ახალი ვიდეოს ატვირთვისა და პირდაპირი ტრანსლაციის ფუნქციებს აჩერებს. კომპანია მიზეზად რუსეთში "ყალბი ინფორმაციის" შესახებ მიღებულ კანონს ასახელებს.
00:09 ირპენში ევაკუაციისას 8 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა — მერი
ქალაქ ირპენის მერის, ალექსანდრე მარკუშინას განცხადებით, დაბომბვისას 8 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მისი თქმით, ევაკუაციისას რუსმა ოკუპანტებმა ხიდზე ცეცხლი გახსნეს. შემთხვევის ადგილიდან გადაღებულ ვიდეოზე ჩანს, რომ აფეთქებამდე მშვიდობიანი მოქალაქეები საგუშაგოზე მოძრაობდნენ. ქალაქის მერის განცხადებით, მომდევნო ევაკუაცია ხვალ დილით დაიწყება.
ფოტო: Diego Herrera / Europa Press / Getty Images
23:42 პარლამენტთან რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესების, საჰაერო სივრცის დაკეტვის და რუსული მედიის აკრძალვის მოთხოვნით აქცია გაიმართება
მოძრაობა სირცხვილია ხვალ, 7 მარტს, 7 საათზე პარლამენტის შენობასთან რუსეთისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების, საჰაერო სივრცის დაკეტვის და რუსული მედიასაშუალებების აკრძალვის მოთხოვნით აქციას გამართავს.
23:37 უკრაინის საგარეო: საქართველოს ხელისუფლებას 2008 წელი დაავიწყდა, ახლა ცდილობს მომენტი საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის რძის პროდუქტების ექსპორტის შეთავაზებას და მხარეებს შორის მოლაპარაკებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მაშინ, როცა უკრაინაში ომია და რუსი ჯარისკაცები მშვიდობიან მოქალაქეებს კლავენ, ეს ქმედება მიუღებელია. სამინისტროს თქმით, საქართველოს ხელისუფლებას დაავიწყდა 2008 წლის ომი და ახლა ცდილობს მომენტი საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს.
23:30 ილია მეორე: ომია ზოგიერთ ქვეყანაში, ვწუხვართ, ვლოცულობთ, ვცდილობთ, არ მივიღოთ მონაწილეობა
ილია მეორემ ქადაგებისას უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა, თუმცა რუსეთი კვლავ არ ახსენა და თქვა, რომ "ზოგიერთ ქვეყანაში ომია", რაზეც წუხან, თუმცა ცდილობენ, მასში მონაწილეობა არ მიიღონ.
23:05 American Express რუსეთსა და ბელარუსში ოპერაციებს აჩერებს
American Express-მა განაცხადა, რომ აჩერებს ყველა ოპერაციას რუსეთსა და ბელარუსში, რათა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დასავლურ კორპორაციებს შეუერთდნენ და ამ ქვეყნების ბიზნესებს ბოიკოტი გამოუცხადონ.
22:29 ხარკოვში რუსული თავდასხმის შედეგად სატელევიზიო ანძა დაზიანდა, ტელემაუწყებლობა კი შეჩერდა
ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა. სინეგუბოვის თქმით, სიგნალი ამჟამად დაკარგულია, რესტავრაციაზე სპეციალისტები იმუშავებენ.
21:59 ბლინკენის თქმით, NATO-ს ქვეყნებს უკრაინაში თვითმფრინავის მიწოდებაზე მწვანე შუქი აქვთ
მისივე თქმით, აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთისგან თავდასაცავად უკრაინის დახმარებას განაგრძობენ.
"ფაქტობრივად, ჩვენ ახლა პოლონელ მეგობრებთან ვსაუბრობთ იმაზე, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, თუ ისინი უკრაინისთვის თვითმფრინავების მიწოდებას გადაწყვეტენ", — თქვა მან CBS-სთან.
21:22 ალბანეთმა დედაქალაქ ტირანას ქუჩას, სადაც რუსეთის საელჩოა თავისუფალი უკრაინა დაარქვა
ტირანას მერის განცხადებით, ახალი სახელი რუსეთის საელჩოს თანამშრომლებისთვის შეხსენება იქნება. მისივე თქმით, რუსეთის საელჩოში მოუწევთ მუშაობა, ცხოვრება და ფოსტის მიღება თავისუფალი უკრაინის ქუჩის მისამართზე.
21:08 უკრაინელებმა ხარკოვში მტრის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს
21:01 უკრაინაში, სულ მცირე, 364 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის, 25 ბავშვია — გაერო
გაეროს თქმით, რეალური მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, რადგან ზუსტი ინფორმაციის დაზუსტება საომარი მოქმედებების მიმდინარეობისას ვერ ხერხდება.
20:50 უკრაინის პროკურატურამ თინა კანდელაკი ეჭვმიტანილად ცნო და საერთაშორისო ძებნაში გადაცემას აპირებს
როგორც უკრაინის გენერალური პროკურორი წერს, კანდელაკი ეჭვმიტანილად მას შემდეგ ცნეს, რაც მისი Telegram შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ ის ავრცელებდა განცხადებებს, რომლითაც კრემლის პროპაგანდას ავრცელებდა. კანდელაკი საკუთარ Telegram-ზე წერდა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ და სხვა პოლიტიკურმა ლიდერებმა უკრაინა უნდა დატოვონ და პრეზიდენტის ადგილი ვიქტორ იანუკოვიჩმა უნდა დაიკავოს.
19:17 შვედეთი თავის მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ რუსეთში მოგზაურობისგან
ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტვიტერზე დაწერა.
19:10 რუსებმა კიევის რეგიონში საგუშაგო დაბომბეს, რის შედეგადაც ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
ინფორმაციას კიევის ოლქის პოლიცია ავრცელებს. მათი თქმით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
18:28 უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ოკუპანტების რაკეტა ჩამოაგდო
ინფორმაციას უკრაინელი დეპუტატი ირინა გერაშენკო ავრცელებს.
19:23 უკრაინული მედია: საქართველოს მთავრობამ მოატყუა უკრაინის საელჩო, რომ ომის დროს რუსეთთან მოლაპარაკებას არ აწარმოებდა
უკრაინული მედია ევროპეისკაია პრავდა წერს, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს 15 საწარმოზე სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით კიევისა და თბილისის ოფიციალურ პირებს შორის კონსულტაციები შედგა, რა დროსაც ქართველი დიპლომატები უკრაინელებს არწმუნებდნენ, რომ ეს ინფორმაცია იყო "რუსული ფეიკი".
ევროპეისკაია პრავდა უკრაინელ დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღეს გარანტიები. დიპლომატების თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მათ განუცხადა, რომ რუსეთთან არანაირ მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ და არც ქართული პროდუქტის რუსულ ბაზარზე გატანას აპირებენ.
ამის შემდეგ საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები 2020 წლიდან მიმდინარეობდა და ქართული პროდუქტის ექსპორტზე გატანის გადაწყვეტილებაც სწორედ ამის საფუძველზე იქნა მიღებული.
18:56 სუმში ქუჩის ჩხუბის საფრთხეა
Україна 24-ის ცნობით, სუმში ქუჩის ჩხუბის საფრთხეა — ხელისუფლება მოქალაქეებს ფანჯრებისგან თავის არიდებას სთხოვს.
18:38 რუსეთში გაცემულ VISA და Mastercard ბარათებს საქართველოში ვეღარ გამოიყენებენ
საქართველოს საბანკო ასოციაციის განცხადებით, დღეიდან, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ბანკომატებში და პოსტერმინალებში შეუძლებელი ხდება რუსეთში გაცემული VISA და Mastercard ბარათების გამოყენება — აღნიშნული ბარათების მფლობელები ვერ შეძლებენ თანხის განაღდებას და/ან ბარათით სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტებში გადახდას.
მათივე თქმით, ანალოგიურად, საქართველოში მოქმედი სავაჭრო ობიექტები ვეღარ მოემსახურებიან რუსეთის ტერიტორიაზე გაცემულ VISA და Mastercard ბარათებს.
"უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რუსეთის ტერიტორიაზე, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, ეზღუდებათ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გაცემული VISA და Mastercard ბარათების გამოყენებაც", — აღნიშნულია განცხადებაში.
18:25 ვიტალი კლიჩკო საგუშაგოზე ტერიტორიული თავდაცვის წევრის ქორწილს დაესწრო
კიევის მიერმა, ვიტალი კლიჩკომ ქორწილის ვიდეო საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა.
18:22 ადგილობრივები და ჟურნალისტები დაბომბილი ირპენიდან გაქცევას ცდილობენ
18:20 რუსეთის მხრიდან ცეცხლის გახსნის გამო მარიუპოლის მწვანე დერეფანში ევაკუაცია ისევ ვერ შედგა
მარიუპოლში აზოვის პოლკი აცხადებს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მწვანე დერეფნებში ევაკუაცია ისევ ვერ მოხერხდა, რადგან რუსეთმა ცეცხლი გახსნა.
"უნდა გვესმოდეს, რომ საოკუპაციო ძალების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის გამო მწვანე დერეფნები უსაფრთხოების გარანტი არ შეიძლება იყოს, რადგან მხოლოდ რუსების ავადმყოფი ტვინი წყვეტს როდის და ვისთან ერთად დაიწყოს დახრჩობა. გუშინდელი სიტუაცია დღესაც გამეორდა და ბოევიკებმა დუმილის რეჟიმის გარეშე ცეცხლი გახსნეს", — აცხადებს აზოვის პოლკი.
18:02 რუსეთში მასობრივი დაკავებები გრძელდება
რუსეთში ომის წინააღმდეგ აქციები ისევ გაიმართა — მოქალაქეებს პოლიცია კვლავ მასობრივად აკავებს. გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ სამართალდამცველებს მონაწილეები ძალის გამოყენებით მიჰყავთ.
17:30 ზელენსკი: თუ თვითმფრინავებს არ მოგცემთ, ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება — თქვენც გინდათ, რომ ძალიან ნელა დაგვხოცონ
"დახურეთ უკრაინის თავზე ცა. ამ ტერორისტებისთვის. გააკეთეთ ჰუმანიტარული ზონა. ჩვენ ადამიანები ვართ და თქვენი ჰუმანიტარული მოვალეობაა, რომ ადამიანები დაიცვათ. და ეს შეგიძლიათ. თუ ამას არ აკეთებთ, თვითმფრინავებს არ მოგვაწვდით, რომ საკუთარი თავები თავად დავიცვათ, მაშინ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება — თქვენც გინდათ, რომ ძალიან ნელა დაგვხოცონ", — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
17:28 არ გვინდა ქართველი ხალხისგან ღალატი და ზურგში დანის ჩარტყმა ვიხილოთ — არახამია
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თანაპარტიელი და მისი ნდობით აღჭურვილი პირი, დავით არახამია ქართველ ხალხს და ხელისუფლებას მიმართავს. მისი თქმით, რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის სანქციების მოხსნა მისი ლოიალური დამოკიდებულის გამო რუსეთის მიმართ, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ღალატი და ზურგში დანის ჩარტყმაა. მან ქართველ ხალხს ხელისუფლებასთან ამ საკითხის მოგვარებისკენ მოუწოდა.
17:05 ზელენსკის თქმით, რუსების სარაკეტო თავდასხმის შედეგად ვინიცასთან მდებარე აეროპორტი განადგურდა
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსებმა ვინიცას მახლობლად მდებარე აეროპორტის მიმართულებით 8 რაკეტა ისროლეს, რის შედეგადაც აეროპორტი განადგურდა. ზელენსკიმ უკრაინის თავზე ცის დახურვისკენ დასავლეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა.
15:55 რუსებმა ვინიცაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს
Україна 24-ის ცნობით, საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში, ქალაქ ვინიცაში სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. მედია ინფორმაციას რეგიონის გუბერნატორზე დაყრდნობით ავრცელებს.
15:44 ხერსონში მორიგი აქცია გაიმართა
15:29 ირპენიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს
15:20 ხარკოვის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსების თვითმფრინავი ჩამოაგდეს
6 მარტის დილას ხარკოვის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის ფედერაციის საჰაერო თავდაცვის კიდევ ერთი სამხედრო თვითმფრინავი, Su-25 გაანადგურეს.
ფოტო: pravda
15:16 ზელენსკის თქმით, საოკუპაციო ძალები ოდესის დაბომბვისთვის ემზადებიან
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, საოკუპაციო ძალები ოდესის დასაბომბად ემზადებიან, ქალაქის, რომელიც, მისი თქმით, ყოველთვის თბილად და გულწრფელად ხვდებოდა რუს ხალხს. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს ისტორიული დანაშაული იქნება.
"და ახლა რა? ბომბები ოდესის წინააღმდეგ? არტილერია ოდესის წინააღმდეგ? რაკეტები ოდესის წინააღმდეგ? ეს იქნება ომის დანაშაული, ეს იქნება ისტორიული დანაშაული", — აღნიშნა მან.
15:10 თუ ახლა გაჩუმდებით, შემდეგ თქვენ მაგივრად მხოლოდ თქვენი სიღარიბე ისაუბრებს — ზელენსკი რუსებს
"რუსეთის მოქალაქეებო, თქვენთვის ეს არ არის ბრძოლა მხოლოდ უკრაინაში მშვიდობისთვის, ეს არის ბრძოლა თქვენი ქვეყნისთვის. საუკეთესოსთვის, რაც მას ჰქონდა — თავისუფლებისთვის, რაც თქვენ ნახეთ, კეთილდღეობისთვის, რომელიც იგრძენით. თუ ახლა გაჩუმდებით, შემდეგ თქვენ მაგივრად მხოლოდ თქვენი სიღარიბე ისაუბრებს და მხოლოდ რეპრესიები უპასუხებენ მას. ნუ გაჩუმდებით", — მიმართა ზელენსკიმ რუს ხალხს.
15:07 ჩვენ უკვე მოვიგეთ ჩვენი მომავალი, მაგრამ ვიბრძვით დღევანდელი დღისთვის — ზელენსკი
"უკრაინელებო! ჩვენ უკვე მოვიგეთ ჩვენი მომავალი, მაგრამ ჩვენ დღესაც ვიბრძვით ჩვენი დღევანდელი დღისთვის. ვიბრძვით იმისთვის, თუ სად გავა ზღვარი", — ასე მიმართა უკრაინელ ხალხს ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
14:24 რუსეთი 15 ქართულ საწარმოს რძის პროდუქტების მიწოდების ნებართვას სთავაზობს
რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული კონტროლის ფედერალურმა სამსახურმა, რომელიც მოქმედებს როგორც სადამსჯელო ორგანო რუსეთის ფედერაციის არამეგობრული სახელმწიფოების მიმართ სავაჭრო სანქციების დაწესებისთვის, 15 ქართულ საწარმოს რუსეთში რძის პროდუქტების გატანის ნებართვა მისცა. ინფორმაციას სამთავრობო მედია Tass ავრცელებს.
ვრცლად წაიკითხეთ ინფორმაცია აქ.
13:55 ბოლო 10 დღეში უკრაინა 1,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა
ბოლო 10 დღეში უკრაინა 1 500 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ინფორმაციას გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.
ფოტო: Emilio Morenatti / AP / Scanpix / LETA
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ეს ყველაზე სწრაფად მზარდი ლტოლვილთა კრიზისია ევროპაში. გაეროს წარმომადგენლის ცნობით, უკრაინიდან მოქალაქეები ძირითადად მეზობელ ქვეყნებში გადავიდნენ.
13:46 ყაზახეთში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
ყაზახეთში მოქალაქეები უკრაინის მხარდასაჭერად და რუსული ომის გასაპროტესტებლად ქუჩებში გამოვიდნენ. როგორც Unian წერს, აქციაზე მონაწილეებს ჰქონდათ ბანერები წარწერებით — "არა ომს", "შეაჩერე პუტლერი", "ხელები მოაშორე უკრაინას" და სხვა.
ფოტო: screenshot
13:20 უკრაინელები სიცოცხლეს გინარჩუნებენ საკუთარის ფასად, თქვენ ცის დახურვის გეშინიათ — რეზნიკოვი
"დღეს უკრაინა აგრძელებს მთელი მსოფლიოს თავისუფლების დაცვას: უკრაინელი ბავშვები და ქალები თქვენს ბავშვებსა და ქალებს არჩენენ მათი სიცოცხლის ფასად, მაშინ, როცა თქვენ ცის დახურვაზე ყოყმანობთ.
ჩვენი კაცები თქვენ გინარჩუნებენ სიცოცხლეს საკუთარის ფასად. მაშინ, როცა თქვენ ცის დახურვის გეშინიათ. ჩვენ უკვე დიდი ხანია აღარ გვეშინია "დიდი რუსეთის" ხელოვნურად შექმნილი იმიჯის. და მთელმა მსოფლიომ უნდა შეწყვიტოს ასე ფიქრი", — წერს რეზნიკოვი Facebook-ზე.
13:10 მარიუპოლში მწვანე დერეფნებში ევაკუაცია ადგილობრივი დროით 12 საათზე დაიწყება
საკრებულოს ცნობით, სამხრეთ უკრაინის საპორტო ქალაქ მარიუპოლში, ადგილობრივი დროით 10:00 საათიდან 21:00 საათამდე სიჩუმის რეჟიმი დაწესდა და დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა. 12:00 საათიდან მშვიდობიანი მოქალაქეები შეთანხმებული მარშრუტით ქალაქის დატოვებას შეძლებენ.
12:49 რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები ორშაბათს, 7 მარტს განახლდება
უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები მოლაპარაკებების მესამე რაუნდს ხვალ გამართავენ. ინფორმაციას ამის შესახებ დავით არახამია ავრცელებს. მოლაპარაკებების თარიღი დაადასტურა რუსეთის დელეგაციის წევრმაც. მათ შეხვედრის ადგილი არ დაუკონკრეტებიათ.
12:39 ომში რუსეთის დახმარების გამო, სამხრეთ კორეა ბელარუსს სანქციებს დაუწესებს
ომში რუსეთის დახმარების გამო, სამხრეთ კორეა ბელარუსს სანქციებს დაუწესებს. როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, სანქციები შეეხება ექსპორტის კონტროლს.
უწყების ინფორმაციით, საექსპორტო კონტროლის რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მსგავსი იქნება. აღსანიშნავია, რომ თებერვალში სამხრეთ კორეამ რუსეთში სტრატეგიული საქონლის ექსპორტი დაბლოკა.
11:24 ბორის ჯონსონმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ ექვსპუნქტიანი გეგმა წარადგინა
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე ზეწოლის შესანარჩუნებლად და უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ 6-პუნქტიანი გეგმა წარადგინა. მან ქვეყნებს მოუწოდა, გეგმას შეუერთდნენ.
ნახეთ გეგმა სრულად.
11:13 საოკუპაციო ძალებმა ჟიტომირის ორი ქალაქი დაბომბეს, არის მსხვერპლი, განადგურდა ათობით სახლი
ჟიტომირის რეგიონში, რამდენიმე ქალაქში სარაკეტო თავდასხმის განხორციელდა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ოვრუჩის მახლობლად 30-მდე სახლი განადგურდა, აქედან 5 მთლიანად. მსხვერპლზე ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.
უწყების განცხადებით, თავდასხმები იყო კოროსტენის მახლობლადაც, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 დაშავდა. ამასთან, განადგურდა 10 საცხოვრებელი სახლი.
11:03 რუსეთის დანაკარგი ომის დაწყებიდან 6 მარტამდე
უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე 11 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა ან ტყვედ ჩავარდა.
ამ დროისთვის საოკუპაციო ძალების დანაკარგები ნახეთ სრულად აქ.
08:05 ხარკოვში აფეთქებები იყო, რის შემდეგაც ხანძრის კადრები გავრცელდა
07:47 ჟოტომირის ქარხანა დაბომბვის შემდეგ
07:34 რადიო თავისუფლება რუსეთში საქმიანობას დროებით აჩერებს
რადიო თავისუფლება (RFE/RL) რუსეთში საქმიანობას დროებით აჩერებს. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება არა თავისი სურვილით, არამედ პუტინის რეჟიმის მიერ სიმართლეზე თავდასხმის გამო მიიღეს.
4 მარტს რუსულმა საგადასახადო ორგანოებმა რადიო თავისუფლების რუსული ბიუროს გაკოტრების პროცესი წამოიწყეს. RFE/RL-ის განცხადებით, კრემლის თავდასხმები მათ წინააღმდეგ წარმართული მრავალწლიანი კამპანიის კულმინაციაა.
გარდა ამისა, ქვეყანაში მიიღეს კანონი, რომელიც პატიმრობის საფრთხეს უქმნის ყველა ჟურნალისტს, ვინც გაბედავს და გადაუხვევს კრემლის მოსაზრებებს უკრაინაში ომის შესახებ. ვინაიდან რადიო თავისუფლების ჟურნალისტები ავრცელებენ სიმართლეს ომზე, კომპანია გეგმავს ამ მოვლენების გაშუქებას რუსეთის ფარგლებს გარეთ.
რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეიმი ფლაიმ განაცხადა, რომ გამოიყენებენ ყველა შესაძლო პლატფორმას, რათა იმ დროს, როდესაც რუსეთში ყველაზე მეტად სჭირდებათ ჟურნალისტიკა, ხმა მიაწვდინონ.
"მიუხედავად ამ საშინელი მომენტისა, ჩვენი ორგანიზაციის 70-წლიანი ისტორიიდან ვიცით, რომ ერთხელაც, ალბათ, იმაზე ადრე ვიდრე ბევრი ფიქრობს, ჩვენ შევძლებთ ხელახლა გავხსნათ ოფისი რუსეთში. დრო თავისუფლების მხარეზეა, თუნდაც პუტინის რუსეთში", — განაცხადა მან.
07:00 რუსებმა ახტირკაში თბოელექტროსადგური დაანგრიეს
რუსებმა ახტირკაში თბოელექტროსადგური დაანგრიეს, რასაც 5 ადამიანი ემსხვერპლა. სუმის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ დიმიტრი ჟივიცკიმ განაცხადა, რომ ახტირკაში ჯერ არ არის გათბობა, ნაწილობრივ სახლებში არ არის წყალი და დენიც.
6:30 ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ადმინისტრაციული შენობა თავდასხმის შემდეგ
6:00 იტალიამ 5 რუს ოლიგარქს 143 მილიონი ევროს იახტები და ვილები დაუყადაღა
იტალიის მთავრობის განცხადებით, 5 რულს ოლიგარქს, რომლებიც სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ, 143 მილიონი ევროს ვილები და იახტები ჩამოართვეს. როგორც Reuters წერს, ქონების ძირითადი ნაწილი დააყადაღეს პრესტიჟულ ობიექტებზე, როგორებიცაა: კომოს ტბა, კუნძული სარდინია, ტოსკანა და სხვა.
- გაიგეთ მეტი აქ.
5:40 ლუგანსკის რაიონში ოკუპანტებმა აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავდა 3 ადამიანი. მათი თქმით, ამის შესახებ ტერიტორიული თემის ხელმძღვანელმა, ვადიმ გაევმა განაცხადა.
5:15 ზელენსკიმ პუტინი დატროლა
დღეს სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავდნენ ვლადიმერ პუტინის სტიუარდესებთან შეხვედრის ტრანსლაციას. მომხმარებელთა ნაწილის მტკიცებით, პუტინი შეხვედრას არ ესწრებოდა და ვიდეო მონტაჟია, რაც სხვადასხვა დეტალით, მათ შორის იმით დასტურდება, რომ კადრში ის მიკროფონს არ ეხება და ხელს ისე ატარებს, თითქოს ჰოლოგრამაა. სავარაუდოდ, სწორედ ამას გამოეხმაურა ზელენსკი, როცა ბრიფინგის დასრულების შემდეგ მიკროფონი დემონსტრაციულად გადაწია.
5:00 Visa და Mastercard რუსული ბაზრიდან გადიან
Visa და Mastercard უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის ბაზრიდან გადიან და პროტესტის ნიშნად რუსეთში ოპერაციებს აჩერებენ. Mastercard-ის განცხადებით, რუსული ბანკები მათი ქსელებით აღარ იქნება მხარდაჭერილი და ქვეყნის გარეთ გაცემული ბარათები რუსულ ბანკომატებზე არ იმუშავებს.
ამავდროულად, Visa აცხადებს, რომ ტრანზაქციების შეჩერებაზე მუშაობას უახლოეს დღეებში დაიწყებენ და დასძენენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე მუშაობას ქვეყნის საზღვრებს გარეთ ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოცემული ვიზა ბარათებიც აჩერებს.
4:22 ვოლოდიმირ ზელენსკი ილონ მასკს ესაუბრა და შესთავაზა, ომის შემდეგ, უკრაინაში ჩავიდეს
"მადლობა გადავუხადე უკრაინის სიტყვითა და საქმით მხარდაჭერისთვის. მომავალ კვირას მივიღებთ Starlink-ის სისტემების კიდევ ერთ პარტიას განადგურებული ქალაქებისთვის. ასევე ვისაუბრეთ შესაძლო კოსმოსურ პროექტებსა და უკრაინაში ვიზიტზე. მაგრამ ამის შესახებ უკვე ომის შემდეგ", — წერს ზელენსკი ინსტაგრამზე.
3:58 "პუტინო შენ ამოწყდი" — ანდრეი დანილკო ვერკა სერდუჩკასთვის ახალ სიმღერას წერს
ცნობილი უკრაინელი არტისტი ვერკა სერდუჩკას იმიჯის ავტორია. ომის დაწყების შემდეგ მან არაერთხელ გააკრიტიკა პუტინი და მისი პროპაგანდისტები.
3:27 ენერგოდარში მეთევზეებმა მოსახლეობას თევზი უფასოდ დაურიგეს
"რადგან ახლა ომია, ჩვენ გადავწყვიტეთ დავხმარებოდით ხალხს. ჩვენ ვარიგებთ თევზს. ვისაც გინდათ თევზი, მოდით, აიღეთ", — ამბობს პირი, რომელიც ვიდეოს იღებს.
3:11 ლეგენდარული როკ-ჯგუფი Deep Purple უკრაინის მხარდამჭერ განცხადებასა და ამ ფოტოს აქვეყნებს
:"თუ ხმამაღლა საუბარი ნიშნავს, რომ ჩვენს რუს მეგობრებს ვეღარ ვნახავთ, მაშინ ეს დიდი მსხვერპლია, მაგრამ არაფერია იმასთან შედარებით, რომ ვეღარასდროს ვნახოთ ჩვენი უკრაინელი მეგობრები, რომლებსაც რუსეთის ლიდერის ფსიქოპათიური ამბიციების დასაკმაყოფილებლად კლავენ", — ამბობს იენ გილანი.
2:45 ევროკავშირმა უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად 500 მილიონი ევრო გამოყო
ევროკავშირმა რუსეთის აგრესიის გამო უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად 500 მილიონი ევრო გამოყო. გარდა ამისა, მათ ევროკავშირის ქვეყნებში, სულ მცირე, ერთი წლის განმავლობაში ბინადრობის უფლება მიეცათ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიღებული გადაწყვეტილებისთვის ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, გამოყოფილი თანხა უკრაინელ ლტოლვილებს ღირსეული საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფაში დაეხმარება.
2:15 პუტინმა მინისტრთა კაბინეტს "არამეგობრული" ქვეყნების სიის შესადგენად ორი დღე მისცა
პუტინმა მინისტრთა კაბინეტს იმ ქვეყნების სიის შედგენა დაავალა, რომლებიც რუსეთთან "არამეგობრულად იქცევიან". პუტინის ბრძანებით, რუსულ ორგანიზაციებს დროებით მიეცათ უფლება "არამეგობრული ქვეყნების" კრედიტორებს ვალი რუბლებში გადაუხადონ.
როგორც სამთავრობო მედია Tass წერს, ამისთვის რუსეთის მთავრობას 2 დღიანი ვადა მიეცა. კრემლის პრესსამსახურის განმარტებიდან გამოდის, რომ "არამეგობრულები" არიან ქვეყნები, რომლებიც რუსეთთან და ადგილობრივ იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან "არამეგობრულ ნაბიჯებს" დგამენ.
2:00 უკრაინელების დასახმარებლად Airbnb-ით 1,9 მილიონი დოლარის ღირებულების ბინები დაჯავშნეს
სოციალური ქსელების მომხმარებლებმა Airbnb-ს ახალი დანიშნულება უპოვეს. Twitter-ისა და Facebook-ის მომხმარებლები ამბობენ, რომ Airbnb-ზე უკრაინელების ბინებს ჯავშნიან, თუმცა იქ დარჩენა არ აპირებენ. ამის მიზანი ის არის, რომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსურად დაეხმარონ.
1:38 უკრაინელი სამხედროების მიმართვა ოკუპანტებს
1:15 ბაიდენი რუსეთის მოქალაქეებს: თქვენ არ ხართ ჩვენი მტრები.
"არ მჯერა, რომ თქვენ გინდათ სისხლიანი, დესტრუქციული ომი უკრაინის წინააღმდეგ — ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ, რომელთანაც იზიარებთ ოჯახებს, ისტორიასა და კულტურას", — მიმართა აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის მოქალაქეებს.
1:00 საჰაერო დარტყმების შედეგად ხარკოვში ათამდე მაღალსართულიანი შენობა დაზიანდა
00:40 ზელენსკი დონბასს: შეხედეთ ბორიდიანკას, დანგრეულ სკოლებს, აფეთქებულ საბავშვო ბაღებს — იმას, რაც რუსეთმა გააკეთა
"უბრალოდ შეადარეთ დონეცკი ომიდან 8 წლის შემდეგ და ხარკოვი ომიდან 8 დღის შემდეგ, თქვენ გეუბნებოდნენ, რომ ეს ჩვენ ვანადგურებთ ქალაქებს, შეხედეთ ხარკოვს, ჩერნიგოვს, 500-კილოგრამიან ბომბებს, რომლებსაც უკრაინელების სახლებზე ისროდნენ, შეხედეთ ბორიდიანკას, დანგრეულ სკოლებს, აფეთქებულ საბავშვო ბაღებს, ხარკოვის დანგრეულ მიძინების ტაძარს, იმას, რაც რუსეთმა გააკეთა. თავი დაიცავით! თორემ ისინი თქვენც წაგართმევენ თქვენს სიცოცხლეს, თქვენს სახლებს", — განაცხადა ზელენსკიმ.
00:38 ზელენსკი: ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ადამიანს, დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ყველას, ვისაც ჩვენი ესმის, მათ, ვისაც არ წაუშალეს მახსოვრობა პროპაგანდით
"დონბას! გაიხსენე შენზე როგორ საუბრობდნენ: დონბასი არავის დაუყენებია მუხლებზე! და არავის მისცა უფლება დაეყენებინა! ეს სიტყვები დონეცკსა და ლუგანსკში იცის ყველამ, მათ ხშირად იმეორებდნენ. ადრე. და ახლა? დონბას, შესაბამისი დროა!
ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ადამიანს, დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ყველას, ვისაც ჩვენი ესმის, მათ, ვისაც არ წაუშალეს მახსოვრობა პროპაგანდით, ვისაც არ აუხვიეს თვალები შიშით, ვისაც არ დაუმახინჯეს სული ცინიზმით, იბრძოლეთ თქვენი უფლებებისთვის, თქვენი თავისუფლებისთვის, ხერსონთნ ერთად, ბერდიანსკისთან ერთად, კიევთან ერთად და სხვა უკრაინულ ქალაქებთან ერთად, რომლებიც აფასებენ სიცოცხლეს და არა ეშინიათ მისი", — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
00:20 Puma აჩერებს ყველა მაღაზიის მუშაობას რუსეთში
სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი Puma აჩერებს ყველა მაღაზიის მუშაობას რუსეთში. როგორც Reuters წერს, კომპანიას ქვეყანაში 100 მაღაზია აქვს და უკვე შეწყვიტა მიწოდება რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო.
00:15 ბლინკენი და კულება პოლონეთის საზღვარზე შეხვდნენ
ფოტო: უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო
სამინისტროს ინფორმაციით, საუბრის თემა რუსეთის წინააღმდეგ მომავალ სანქციებს, უკრაინისთვის დამატებით იარაღის მიწოდებასა და მსოფლიოდან რუსეთის იზოლაციას შეეხებოდა. უწყების ცნობითვე, ბლინკენმა აღფრთოვანება გამოხატა უკრაინელი ხალხის, მათ შორის, პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ.
- გაიგეთ მეტი აქ.
00:03 BBC: ლიკვიდირებულია დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ერთ-ერთი ლიდერი
BBC-ის რუსული ბიუროს ინფორმაციით, ლიკვიდირებულია დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ერთ-ერთი ლიდერი. როგორც მედია წერს, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ შექმნილი "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" ხელმძღვანელმა, დენის პუშლინმა განაცხადა სპარტის ბატალიონის მეთაურის, ვოლოდიმირ ჟოგას გარდაცვალების შესახებ, რომელიც ახლა უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდა.
გამოცემის ინფორმაციით, სპარტის ბატალიონი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ქვედანაყოფად თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში. მათივე თქმით, ბატალიონს და მის სარდლობას არაერთხელ დასდეს ბრალი პატიმრების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში.
23:45 ხარკოვში სამხედრო ნაწილის დაბომბვას 4 ადამიანი ემსხვერპლა
ეროვნული გვარდიის ინფორმაციით, რუსულმა თვითმფრინავმა ხარკოვის სამხედრო ბანაკზე საჰაერო ბომბი ჩამოაგდო, რის შედეგადაც ეროვნული გვარდიის ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა, არიან დაჭრილები.
ფოტო: ეროვნული გვარდიის აღმოსავლეთის ოპერატიული და ტერიტორიული გაერთიანება
23:30 Anonymous: რუსეთის საიდუმლო სამსახურის ვებგვერდი გათიშულია! #დაჰაკულია
23:22 ისრაელის პრემიერმინისტრი მოსკოვში პუტინს უკრაინის კრიზისის განსახილველად შეხვდა
ისრაელის პრემიერმინისტრი ნაფტალი ბენეტი კრემლში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინის კრიზისის განსახილველად შეხვდა. ამის შესახებ მისმა წარმომადგენელმა განაცხადა.
როგორც Reuters წერს, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელმა, შეერთებული შტატების ახლო მოკავშირემ, დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში, სოლიდარობა გამოუცხადა კიევს და გაუგზავნა ჰუმანიტარული დახმარება, მან განაცხადა, რომ გააგრძელებს კომუნიკაციას მოსკოვთან იმ იმედით, რომ დაეხმარება კრიზისის შემსუბუქებაში.
23:07 როგორ მუშაობს ბაირაქტარი
არსებობს საომარი მოწყობილობები, რომლებიც წარსულში მომხდარი კონფლიქტების ანალიზით შექმნეს, თუმცა ისტორიას ახსოვს ისეთი აღჭურვილობაც, რომლის შექმნაც უბრალოდ ტექნოლოგიების განვითარებამ მოიტანა. ასეთია თურქული ბაირაქტარ TB2 დრონი, რომელსაც უკრაინა რუსეთის თავდასხმების მოსაგერიებლად იყენებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს ბაირაქტარის დებიუტი არ ყოფილა და დრონმა აქამდე თავი არაერთხელ დაგვამახსოვრა.
ბაირაქტარი თურქული კომპანია BAYKAR Technologies-ის შეიარაღებული საბრძოლო აპარატია, რომელსაც 7620 მეტრ სიმაღლეზე შეუძლია აფრენა. მოწყობილობას, რომელიც აშშ-ის სამხედრო Reaper დრონებთან შედარებით 7-ჯერ მსუბუქია, სამკუთხედის ფორმის კუდი და 12 მეტრი სიგრძის ფრთები აქვს. კომპანიის ვებგვერდის მიხედვით, ეს აპარატს, 300 კილომეტრამდე მანძილიდან დისტანციური მართვის პირობებში, გადაბმულად 27 საათის განმავლობაში ფრენის საშუალებას აძლევს. ბაირაქტარს ოთხამდე ლაზერით მართვადი რაკეტის ან ბომბის გადატანა შეუძლია. ტვირთის საერთო მასა 150 კგ-ს არ უნდა აღემატებოდეს.
სტატიის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.
23:00 მზად ვარ ეპარქიაში უკრაინიდან მივიღო 30 ბავშვი, თუ საჭირო იქნება, მშობლებიც — ეპისკოპოსი მექლისედეკი
"რუსულმა აგრესიამ უკრაინაში ბევრ არასრულწლოვანს დააკარგვინა მშობელი, ბევრისა კი ახლაც ფრონტის ხაზზეა და იარაღით იცავს საკუთარ სამშობლოს, საკუთარ შვილებს, თავისუფლებას. ღვთის მადლით, ეპარქიაში მაქვს საბავშვო ბაღებისთვის საჭირო ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მზად ვარ უკრაინიდან მივიღო 30 ბავშვი (თუ საჭირო იქნება მშობლებიც) უზრუნველვყო ისინი საცხოვრებლითა და ყველა სხვა აუცილებელი პირობებით და დავიტოვო ჩემთან მანამ, სანამ უკრაინაში ვითარება არ დასტაბილურდება", — წერს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი.
22:34 მარიუპოლში სროლას 18 თვის ბავშვი ემსხვერპლა
მარიუპოლში სროლას 18 თვის ბავშვი ემსხვერპლა. ინფორმაციას და ტრაგედიის ამსახველ მძიმე კადრებს CNN ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, დაჭრილი ბავშვი კლინიკაში ოჯახის წევრებმა მიიყვანეს, ექიმებმა ყველაფერი სცადეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ფოტო: Evgeniy Maloletka/AP Photo
ფოტო: Evgeniy Maloletka/AP Photo
ფოტო: Evgeniy Maloletka/AP Photo
21:52 ნიკოლაევიდან ოკუპანტები სრულად განვდევნეთ — ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
ნიკოლაევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქიდან რუსი ოკუპანტები სრულად განდევნეს და ხელში ჩაიგდეს დიდი რაოდენობის ჯავშანტექნიკა.
"ჩვენ ისინი გავაძევეთ არა მხოლოდ ქალაქიდან, არამედ კულბაკინოდანაც (სამხედროა აეროდრომი), ახლა ისინი უბრალოდ გარბიან", — წერს ის.
21:37 რა დაწერეს უკრაინულ ტელეგრამებზე თბილისის აქციის შესახებ
"თბილისი! ნამდვილმა გენაცვალემ იცის რა არის "რუსული ხომალდი" და სად არის მისი ადგილი", — ამ წარწერით გამოაქვეყნა უკრაინა 24-მა თბილისში გადაღებული აქციის ფოტოები ტელეგრამში. ამავე მედიის განახლებაში მოხვდა ფოტოები სხვადასხვა ქალაქიდან, მათ შორის თბილისიდან, წარწერით: "მთელი ცივილიზებული სამყარო ჩვენთანაა".
ZN.UA-მ კი უკრაინის ვიცე-პრემიერისა და ციფრული ტრანსფორმაციების მინისტრის, მიხაილო ფედოროვის ვიდეო გადააზიარა, რომელშიც გუშინდელი აქციის მიმდინარეობა ჩანს.
ფოტო: კადრები ტელეგრამის არხებიდან
Unian-მა მადლობა გადაუხადა საქართველოს მოქალაქეებს მასშტაბურ აქციაზე სოლიდარობის გამოხატვის გამო. სხვა არხებმა კი ზელენსკის გამოსვლის ვიდეო გაავრცელეს, სადაც ჩანდა, რამდენი ადამიანი უსმენდა უკრაინის პრეზიდენტს.
ფოტო: კადრები ტელეგრამის არხებიდან
21:27 რას წერს უკრაინული მედია საქართველოს მთავრობის პოზიციაზე
"ჩემი ომი არ არის". როგორ არ მოისურვა საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის მხარდაჭერა რუსული აგრესიის დროს" — ასე ჰქვია სვეტს, რომელიც უკრაინული მედიის, ევროპეისკაია პრავდას რედაქტორმა დაწერა. იური პანჩენკო კრიტიკულია საქართველოს ხელისუფლების გადადგმული ნაბიჯების მიმართ და მათ არგუმენტებს არაგულწრფელად მიიჩნევს.
ევროპეისკაია პრავდა პირველი საინფორმაციო რესურსია უკრაინაში, რომელიც ეძღვნება ევროპულ თემატიკას. პროექტი ხორციელდება უკრაინსკაია პრავდასთან პარტნიორობით და ფინანსდება საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით ევროკავშირიდან და აშშ-დან.
- რედაქტორის წერილის და სტატიის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.
21:17 საქართველოს მოქალაქეებისთვის ლვოვიდან ვარშავაში ავტობუსის რეისები დაინიშნა — საგარეო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინიდან პოლონეთის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების გაყვანის მიზნით, ლვოვიდან ვარშავაში ავტობუსის რეისები დაინიშნება. მათი თქმით, ავტობუსები ივლიან 6-დან 10 მარტამდე უკრაინის დროით ყოველდღე დილის 08:00-დან 09:00 საათამდე.
მისამართი: ლვოვი, უნივერსიტეცკაია #1, ივანო ფრანკოს პარკი, ლვოვის ნაციონალური უნივერსიტეტის მხრიდან.
როგორც საგარეო წერს, ავტობუსები გათვლილია 50 ადამიანზე და აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, შემდეგ ნომრებზე:
- +380 (63) 376 77 68
- +380 (63) 376 73 64
"უკრაინაში განვითარებულ საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს დიპლომატიური მისიები კიევში, ოდესაში და ლვოვში განაგრძობენ საგანგებო, 24 საათიან რეჟიმში მუშაობას და ქმედით დახმარებას უწევენ საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიის დატოვებისა და ჰუმანიტარული კუთხით", — ვკითხულობთ საგარეოს განცხადებაში.
21:00 დღის ფოტო
20:35 როგორია, უყურო ომს რუსული ტელევიზიით — ალტერნატიული რეალობა ეკრანებიდან
რუსული სახელმწიფო მედიის მიერ შექმნილი ალტერნატიული რეალობა უფრო ნათლად არასდროს წარმოჩენილა, ვიდრე 1 მარტს, 17:00 საათზე. მაშინ, როდესაც დასავლური მედია კიევში სატელევიზიო კოშკზე რუსული თავდასხმის შესახებ ცნობებს ავრცელებდა, რუსული ტელევიზია იუწყებოდა, რომ უკრაინა საკუთარ ქალაქებზე განხორციელებულ დარტყმებზე იყო პასუხისმგებელი.
რას იგებენ რუსი ტელემაყურებლები ომის შესახებ თავიანთი ეკრანებიდან? რა გზავნილებს ისმენენ ისინი ეთერში? ქვემოთ მოცემულია BBC Monitoring-ის მოკლე მიმოხილვა იმაზე, თუ რას ხედავდნენ რიგითი რუსები სამშაბათს, 1 მარტს კრემლისა და მისი კორპორაციული მოკავშირეების მიერ კონტროლირებულ მთავარ არხებზე გადართვისას.
- სტატიის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.
20:15 ზაპოროჟიეს მოსახლეობა ტერიტორიულ თავდაცვაში ჩასაწერად მივიდა
19:45 მამაცი ხერსონი შთააგონებს უკრაინასა და მსოფლიოს — კულება
"ათასობით მშვიდობიანი უკრაინელი აპროტესტებს რუსულ ოკუპაციას შეიარაღებული რუსი ჯარისკაცების წინაშე. რა სულისკვეთებაა. მოვუწოდებ ყველას მთელს მსოფლიოში: გამოხატეთ თქვენი მხარდაჭერა ხერსონის უშიშარი უკრაინელებისთვის!" — წერს ის.
19:30 ბუჩაში 2 ბავშვი გარდაიცვალა
ექიმის ინფორმაციით, ბუჩაში გარდაიცვალა 2 მძიმედ დაჭრილი ბავშვი, რომელთა გადაყვანის საშუალება ოკუპანტებმა არ მისცეს.
როგორც Unian წერს, 3 დაჭრილი ბავშვის გადაყვანას გუშინდელი ღამიდან გეგმავდნენ, თუმცა სასწრაფო დახმარება ვერ აღწევდა პაციენტებამდე, რადგან რუსები სროლას არ აჩერებდნენ. მათივე თქმით, 1 ბავშვს კლინიკაში ამ დრომდე ელოდებიან.
19:19 მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი, შესაძლოა, 7 მარტს გაიმართოს
ამის შესახებ უკრაინსკაია პრავდა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან წყაროზე დაყრდნობით წერს. მისი თქმით, რუსეთის მხრიდან დადასტურებას ელოდებიან.
19:07 ზაპოროჟიეს მოსახლეობა ტერიტორიულ თავდაცვაში ჩასაწერად მივიდა
18:52 საპატრიარქო ამბობს, რომ უკრაინაში ჰუმანიტარულ დახმარებას გზავნის
"ჯერ ერთი კვირაც არ არის გასული და უკვე 10 ტონაზე მეტი პროდუქტი, ტანსაცმელი და 3000 ერთეული სამედიცინო დანიშნულების ნივთი და მედიკამენტი შეგროვდა და ეს პროცესი კვლავაც უწყვეტად მიმდინარეობს", — წერია საპატრიარქოს განცხადებაში.
მათივე თქმით, 6 მარტს გაიგზავნება პირველი 5 ტონა დახმარება და შემდგომ დღეებშიც ამდენივე წონის ტვირთი.
18:40 პუტინი ამბობს, რომ უკრაინის ცის დახურვას კონფლიქტში მონაწილეობად განიხილავს
პუტინი ამბობს, რომ უკრაინის ცის დახურვას კონფლიქტში მონაწილეობად განიხილავს. ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის ციტატას სახელმწიფო მედია ტას ავრცელებს.
ვრცლად წაიკითხეთ აქ.
18:36 ხანმოკლე ცეცხლის შეწყვეტის დროს, ვოლნოვახადან მხოლოდ 400 ადამიანი გაიყვანეს
ვოლნოვახადან და მიმდებარე დასახლებებიდან მხოლოდ 400 ადამიანის ევაკუაცია მოასწრეს ცეცხლის შეწყვეტის ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში. როგორც BBC წერს, თავდაპირველი გეგმა იყო რეგიონიდან 15000-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლის ევაკუაცია დროებითი ცეცხლის შეწყვეტის დროს, რომელიც 07:00 საათზე დაიწყო.
თუმცა, როგორც უკრაინული მხარე ამბობს, რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია და ჰუმანიტარული დერეფნით მოსახლეობის გაყვანა უსაფრთხო არ იყო. ევაკუაცია შეჩერებულია მარიუპოლიდანაც.
18:25 ბერდიანსკში მშვიდობიანი უკრაინელები აჩვენებენ, რომ მათი ქალაქი რუს დამპყრობლებს არ ეკუთვნით — კულება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ ბერდიანსკში მშვიდობიანი უკრაინელები აჩვენებენ ოკუპანტებს, რომ მათი ქალაქი რუს დამპყრობლებს არ ეკუთვნით.
17:29 არესტოვიჩი: რუსების დანაკარგი 10 000-ს სცდება
არესტოვიჩის განცხადებით, 5 მარტის მდგომარეობით, რუსი სამხედროების სავარაუდო დანაკარგები 10 ათასზე მეტი ადამიანია. მისივე თქმით, მათ გაანადგურეს 269 ტანკი, 105 საარტილერიო სისტემა, 150 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 400-ზე მეტ მანქანა.
17:26 კიევის ოლქში ოკუპანტებმა მანქანა დაცხრილეს, გარდაიცვალა 2 და დაშავდა 4 ადამიანი
ფოტო: კიევის პროკურატურა
17:20 ომის საწინააღმდეგო პეტიციას მილიონზე მეტი ადამიანი აწერს ხელს
Meduza-ს ინფორმაციით, უფლებადამცველმა და პეტიციის ავტორმა, ლევ პონომარევმა შედეგები პრეზიდენტის ადმინისტრაციას განსახილველად მიუტანა. Change.org-ზე კიდევ რამდენიმე მსგავსი პეტიციაა, რომლებსაც ასიათასობით ხელმოწერა აქვს.
ფოტო: სქრინშოთი
16:57 აეროფლოტი 8 მარტიდან ყველა საერთაშორისო ფრენას აჩერებს
კომპანია ამბობს, რომ ეს დროებითია და მიზეზი "დამატებითი გარემოებების წარმოქმნაა, რომლებიც აბრკოლებს ფრენების განხორციელებას".
16:49 კიევის ოლქის, ირპენის მოსახლეობა ქალაქის დასატოვებლად დაბომბილ ხიდზე გადადის
16:45 ხარკოვის მერი: ახლა ჩვენ უნდა გადავრჩეთ, ახლა ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ
"ძვირფასო თანამოქალაქეებო დღეს 5 მარტია და ჩვენ გვინდოდა, თქვენთან ერთად აღგვენიშნა მასლენიცა, მაგრამ ეს იყო ომამდე. ახლა ჩვენი ქალაქი იბომბება, ახლა ჩვენ უნდა გადავრჩეთ, ახლა ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ და აუცილებლად აღვადგენთ ყველაფერს, ამ საცხოვრებელ სახლებს — ამას გპირდებით. მედგრად ვდგავართ, ჩვენ ხარკოვი ვართ, ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩვენ ხარკოველები ვართ", — განაცხადა მან ვიდეომიმართვაში.
16:39 ოკუპანტებს პროტესტი დახვდათ ბერდიანსკშიც
16:26 "ზელენსკი ყოჩაღ, პუტინს დაენ*რა", — მოქალაქეები ხერსონში
16:24 უკრაინაში მწვანე დერეფნებში ევაკუაცია შეწყდა, რუსებს სროლის განახლებაში ადანაშაულებენ
"რუსული მხარე არ იცავს სიჩუმის რეჟიმს და აგრძელებს როგორც მარიუპოლის, ისე მიმდებარე დასახლებების დაბომბვას, ამიტომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ევაკუაცია გადაიდო.
ვთხოვთ ყველა მარიუპოლელს დაიშალოს და თავშესაფრებში დაბრუნდნენ. დამატებითი ინფორმაცია ევაკუაციაზე გამოქვეყნდება უახლოეს დროში. ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციასთან", — აცხადებს მარიუპოლის საკრებულო.
16:15 "ნა ხ*ი სახლში" — მელიტოპოლში უკრაინელები დევნიან შეიარაღებულ რუს ჯარისკაცებს, რომლებიც შესაშინებლად ჰაერში ისვრიან
16:11 უკრაინელმა სამხედროებმა რუსული ტანკები გაანადგურეს
15:58 ხერსონში რუსებს ტანკი წაართვეს და უკრაინული დროშა აღმართეს
15:56 თეთრი ეკლესიის დასახლებული პუნქტი რუსების დაბომბვის შემდეგ
15:53 უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტების ვერტმფრენი ჩამოაგდეს
15:47 რუსებმა ენერგოგრადის მერია აიღეს — დროებით ოკუპირებული ენერგოგრადის მერი სამსახურში ვერ შევიდა
15:40 უკრაინას შეუძლია რუსეთთან გამარჯვება — ბლინკენი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა BBC-ს განუცხადა, რომ დარწმუნებულია, უკრაინას შეუძლია მოიგოს ომი რუსეთთან. ბლინკენმა შეაქო უკრაინელი ხალხის "არაჩვეულებრივი გამძლეობა" და განაცხადა, რომ ომი უკვე არ მიდის ისე, როგორც ეს პუტინს სურდა.
"თუ მოსკოვის განზრახვაა, როგორმე სცადოს ხელისუფლების დამხობა და საკუთარი მარიონეტული რეჟიმი დანიშნოს, 45 მილიონი უკრაინელი ამა თუ იმ გზით უარყოფს მას", — განაცხადა ბლინკენმა.
BBC-ის დიპლომატიურ კორესპონდენტთან, ჯეიმს ლანდეილსთან საუბარში მან თქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მზადაა გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია უკრაინის დასახმარებლად და განახორციელოს "მტანჯველი ზეწოლა რუსეთზე, რათა დასრულდეს ეს არჩევანის ომი, რომელიც ვლადიმერ პუტინმა დაიწყო".
კითხვაზე, დარწმუნებული იყო თუ არა უკრაინას გამარჯვებაში, მან უპასუხა: "დროთა განმავლობაში, აბსოლუტურად."
14:57 უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვთან კონტრშეტევა წამოიწყეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვთან კონტრშეტევა წამოიწყეს. მათი თქმით, ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ოკუპანტებმა დაიწყეს რუსული არმიის დატოვება სახლში დასაბრუნებლად.
14:26 მტერი პასუხს აგებს ყოველი სიცოცხლისთვის, ყოველი ცრემლისთვის — რეზნიკოვი
"დიდებულმა" არმიამ აჩვენა თავისი ნამდვილი ბუნება — მშიშარა ტერორისტი, რომელსაც შეუძლია თავდასხმა მხოლოდ მშვიდობიან მოსახლეობაზე: ბავშვებზე, ქალებზე, უიარაღო მოქალაქეებზე. მიზანმიმართული დაბომბვა და სარაკეტო თავდასხმები საცხოვრებელ კორპუსებზე, სკოლებზე, საბავშვო ბაღებსა და საავადმყოფოებზე", — ამბობს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.
14:08 ზელენსკის თქმით, ჰუმანიტარულმა დერეფანმა მარიუპოლსა და ვოლნოვახაში უნდა იმუშაოს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ჰუმანიტარულმა დერეფანმა მარიუპოლსა და ვოლნოვახაში უნდა იმუშაოს. მისი თქმით, უკრაინული მხარე ამისთვის ყველაფერს აკეთებს.
13:45 დარწმუნებული ვარ, მალე ჩვენ შევძლებთ ვუთხრათ ჩვენს ხალხს: დაბრუნდით! — ზელენსკი
"დარწმუნებული ვარ, მალე ჩვენ შევძლებთ ვუთხრათ ჩვენს ხალხს: დაბრუნდით! დაბრუნდით პოლონეთიდან, რუმინეთიდან, სლოვაკეთიდან და ყველა სხვა ქვეყნიდან. დაბრუნდი, რადგან საფრთხე აღარ არის", — თქვა მან.
13:05 66 000-ზე მეტი უკრაინელი დაბრუნდა უცხოეთიდან ქვეყნის დასაცავად — რეზნიკოვი
უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, 66 224 ადამიანი დაბრუნდა უკრაინაში საბრძოლველად.
12:50 მხარეებმა დროებით შეწყვიტეს ცეცხლი ჰუმანიტარული დერეფნების ტერიტორიაზე — პოდოლიაკი
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, მარიუპოლსა და ვოლნოვახაში ევაკუაციის დერეფნების გახსნისას მხარეები ამ ტერიტორიაზე ცეცხლს შეწყვეტენ.
12:30 მარიუპოლსა და ვოლნოვახაში ჰუმანიტარული დერეფნები იხსნება
ჰუმანიტარული დერეფნები იხსნება უკრაინის 2 ქალაქში, მარიუპოლსა და ვოლნოვახაში. დონეცკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ეს ინფორმაცია დაადასტურა.
12:10 რუსეთის დანაკარგი ომის დაწყებიდან 5 მარტამდე
უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე 10 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა ან ტყვედ ჩავარდა.
საოკუპაციო ძალების დანაკარგები სრულად ნახეთ აქ.
11:24 გაეროს ცნობით, უკრაინა 1,2 მილიონზე მეტმა ლტოლვილმა დატოვა
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინა 1,2 მილიონზე მეტმა ლტოლვილმა დატოვა. ლტოლვილთა ნახევარზე მეტი პოლონეთში გადავიდა.
09:27 რუსეთმა უკრაინაში, შესაძლოა, დამატებითი ძალები გაგზავნოს
CNN-ის ცნობით, რუსეთმა უკრაინაში, შესაძლოა, დამატებით 1 000 მებრძოლი გაგზავნოს. მედიის ცნობით, ამის შესახებ მათ აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა და აღნიშნა, რომ რუსი სამხედროები "ცუდად მუშაობდნენ", რადგან უკრაინელები მათთვის მოსალოდნელზე მეტ წინააღმდეგობას უწევდნენ.
08:24 რუსეთს სანქციებს სინგაპურიც დაუწესებს
The Guardian-ის ცნობით, სინგაპური რუსეთის მნიშვნელოვან ფინანსურს ინსტიტუტებსა და ბენკებს სანქციებს დაუწესებს. მედია აღნიშნავს, რომ ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე წერია.
06:36 რა ხდებოდა უკრაინაში 4 მარტს
ფოტო: Emilio Morenatti/AP
ფოტო: Oleksandr Ratushniak/AP
ფოტო: Bernat Armangué/AP
ფოტო: Oleksandr Ratushniak/AP
ფოტო: Emilio Morenatti/AP
06:33 Samsung-მა რუსეთში გაყიდვები შეაჩერა
Samsung-მა რუსეთი უკრაინაში შეჭრის გამო ტელეფონებისა და ჩიპების გაყიდვა შეაჩერა. მათივე განცხადებით, 6 მილიონ დოლარს ჰუმანიტარული დახმარებისთვის გამოყოფენ, მათ შორის, 1 მილიონი სამომხმარებლო ელექტროტექნიკის პროდუქტებს მოხმარდება.
კომპანიაში ამბობენ, რომ შემდეგი ნაბიჯების განსასაზღვრად ამ რთული სიტუაციის აქტიურ მონიტორინგს აგრძელებენ. სამხრეთ კორეის ელექტრონული გიგანტი რუსეთში სმარტფონების ყველაზე პოპულარული ბრენდია.
ომის მეათე დღე
ზუსტად 10 დღის წინ პუტინმა ომი დაიწყო, რომელსაც "სამხედრო ოპერაციას" უწოდებს. რუსეთის პრეზიდენტი არც თავად აღიარებს რომ აგრესორია და სხვებსაც უკრძალავს — პირდაპირი გაგებით. არამხოლოდ უკრძალავს, არამედ პატიმრობითაც ემუქრება. პარალელურად, უკრაინასთან როგორც სამხედრო, ისე ჰიბრიდულ ომს აწარმოებს — გეგმავს და ავრცელებს ყალბ ინფორმაციებს. პროპაგანდის არნახული მასშტაბების ფონზე კრემლი სიმართლეს ებრძვის, ამიტომ რუსეთში დაბლოკეს კრიტიკული მედიები და სოციალური ქსელები.
უკრაინა ყველა ფრონტზე იბრძვის, მაგრამ არ ნებდება. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, სამთავრობო გუნდთან ერთად, ყოველდღიურად მოუწოდებს მსოფლიოს მხარდაჭერისკენ. ზელენსკის არც მადლიერება ავიწყდება და არც კრიტიკა. მაგალითად, 4 მარტს ევროპის რამდენიმე ქალაქში შეკრებილ ათიათასობით მხარდამჭერს პირდაპირ ეთერში მიმართა და მადლობა გადაუხადა. რამდენიმე საათში კი NATO მწვავედ გააკრიტიკა მათ დასახმარებლად არასაკმარისად ეფექტური ნაბიჯების გადადგმის გამო.
ყოველ ღამით კიევის არაერთ ქალაქში ისევ ისმის საჰაერო განგაშის და აფეთქებების ხმა. მხოლოდ დილას ხდება ცნობილი რამდენი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა ოკუპანტების ქმედებების შედეგად და გაუძლო თუ რა კიევმა მორიგ მძიმე ღამეს.
თვალი ადევნეთ ამ გვერდს, სადაც ინფორმაციებს განახლებად რეჟიმში შემოგთავაზებთ.
ნახეთ წინა დღეებში განვითარებული მოვლენები დეტალურად:
კომენტარები