Google Maps-ში რუსეთის ქალაქებზე უკრაინის ომის ფოტოებს ამატებენ
ფოტო: Google Maps
უკვე რამდენიმე დღეა, Google Maps-ის მომხმარებლები რუსეთის პოპულარულ ადგილებსა და დიდ ქალაქებს უკრაინის დაბომბილი საცხოვრებლების, დაშავებული მშვიდობიანი მოსახლეობისა და დატყვევებული რუსი ჯარისკაცების ფოტოებს ამატებენ.
პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთში უკრაინის ომის შესახებ ახალი ამბების გაშუქება შეიზღუდა, ხოლო Facebook-სა და Twitter-ზე რუს მოქალაქეებს მხოლოდ რამდენიმე რეგიონიდან შეუძლიათ ახალი ამბების წაკითხვა. ასე რომ, Google Maps ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთ წყაროდ იქცა და მისმა მომხმარებლებმა გადაწყვიტეს, რუსეთის ღირსშესანიშნაობები უკრაინის ომის ამსახველი კადრებით ჩაენაცვლებინათ.
ფოტო: Google Ma
Google Maps-ის მომხმარებლები შეფასების განყოფილებაში რუსებს უხეშ კომენტარებსაც უწერენ. მაგალითად, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიური მუზეუმის შეფასებებში ასეთ კომენტარს ვკითხულობთ: "თქვენ გარდაცვლილი ცხოველები გყავთ", რასაც თან ახლავს დატყვევებული რუსი ჯარისკაცების ფოტოები.
მომხმარებლები თითქმის ყველა ქალაქს, მონუმენტსა და მნიშვნელოვან ადგილს დატყვევებული რუსი ჯარისკაცების ფოტოებს ამატებენ. ამ ლოკაციებზე ერთ-ერთი ხშირად გამოქვეყნებული ფოტო დედისა და რუსი ჯარისკაცის დიალოგის "სქრინია". ჯარისკაცი დედას ეუბნება, რომ უკრაინელები რუსებს ფაშისტებს ეძახიან და ასევე აღიარებს, რომ თავს მშვიდობიან მოსახლეობასაც ესხმის.
ფოტო: Google Maps
"Google Maps-ში ბოლო პერიოდში დამატებული ფოტოების გამო ჩვენ დამატებითი დაცვის სისტემის გამოყენება დავიწყეთ, რათა შინაარს აცდენილი მასალის განთავსება გავაკონტროლოთ. ამ ეტაპზე რეგიონში ბოლოს დამატებული ფოტოები და მიმოხილვები დროებით იბლოკება, რათა გადავამოწმოთ", — ამბობს Google-ის წარმომადგენელი.
ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციით, რუსი ჯარისკაცების ბევრმა ოჯახმა არ იცოდა, რომ მათ ვაჟებს უკრაინაში გზავნიდნენ. "გუშინ ჩემი ძმის ვიდეო გამომიგზავნეს და გაოგნებული დავრჩი. წარმოდენა არ მქონდა, რომ ის ომში იბრძოდა. ვფიქრობ, რომ არც მან იცოდა, თუ უკრაინაში გაგზავნას უპირებდნენ", — ამბობს Guardian-თან ინტერვიუში ერთ-ერთი რუსი ჯარისკაცის და.
ფოტო: Google Maps
გასულ კვირას Google Maps-მა უკრაინის ტერიტორიაზე გააუქმა ფუნქცია, რომელიც ქვეყნაში გადაადგილებების შესახებ ინფორმაციას პირდაპირ ეთერში გადასცემდა. Google Maps-მა ეს გადაწყვეტილება რეგიონის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების შემდეგ მიიღო.
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები