ამერიკის შეერთებული შტატები ორ ოკეანეს შორის მდებარეობს. ის მოიცავს 50 შტატსა და ერთ ოლქს.
ამერიკის დედაქალაქია ვაშინგტონი. ქვეყნის ფართობი 9.83 მილიონ კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.
2014 წლის აღწერის მიხედვით, აშშ-ში თითქმის 319 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ამერიკა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მულტიკულტურული ქვეყანაა.
ამერიკის დროშაზე 50 ვარსკვლავი მისი შტატების რაოდენობას გამოხატავს ხოლო 13 ხაზი - კოლონიებს.