15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს
ფოტო: BBC
იმ საბედისწერო დღიდან, რომელმაც იასუო ტაკამაცუს ცხოვრება შეცვალა, 15 წელი გავიდა, თუმცა ის დანებებას არ აპირებს. ყოველ 2 კვირაში ერთხელ მას ონაგავას სანაპიროზე ნახავთ — მძიმე აღჭურვილობით შეიარაღებული ზღვისკენ მიდის. იასოუს 2011 წლის 11 მარტიდან მოყოლებული იმედი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს — იმ დღის შემდეგ, როდესაც ცუნამიმ ყველაფერი შთანთქა, მათ შორის იასუოს მეუღლე, იუკო.
2026 წლის მარტში იასუო ტაკამაცუ 763-ედ გადაეშვა წყალში. წლების განმავლობაში მისი მეუღლის არანაირი კვალი ან მინიშნება არ გამოჩენილა, თუმცა ტაკამაცუ ჯიუტად განაგრძობს ძიებას.
ხალხის უმრავლესობას 2011 წლის მიწისძვრა და ცუნამი ნანგრევების ამსახველი ახალი ამბებითა და გარდაცვლილთა სტატისტიკით ახსოვს. თუმცა ტაკამაცუსთვის ეს უბედურება ბევრად უფრო პირადი და მტკივნეულია.
კარგად ხარ? სახლში მინდა — ეს იყო უკანასკნელი შეტყობინება, რომელიც იუკოსგან მიიღო.
მოგვიანებით, მეუღლის ტელეფონში კიდევ ერთი შენახული შეტყობინება იპოვა: "ცუნამი უზარმაზარია". თუმცა იუკო სახლში ვეღარასდროს დაბრუნდა.
იასუო და იუკო შვილებთან ერთად
ფოტო: Hiromi Tanoue
ტაკამაცუ საავადმყოფოდან საავადმყოფოში, შემდეგ კი ევაკუაციის ცენტრებში დადიოდა — ეძებდა სახეს, რომელსაც ვეღარასდროს ნახავდა. ათასობით ცხედარი იპოვეს, მაგრამ იუკო მათ შორის არ იყო. წლების ლოდინის შემდეგ, ტაკამაცუმ გადაწყვიტა, თავად დაეწყო ძიება. რადგან ხმელეთზე ყველა რესურსი ამოიწურა, იუკოსთვის ყვინთვა ისწავლა.
ტაკამაცუ ფიქრობდა: "იქნებ წყალმა ნანგრევებს მიღმა წაიღო, სადღაც შლამსა და სიცივეში, ტალღების ქვეშ".
რაც უფრო ხშირად ვყვინთავდი, მით უფრო მეტად ვგრძნობდი, რომ ის შეიძლება სადღაც ახლოს იყოს.
მალე ეს ყველაფერი მხოლოდ იუკოს პოვნის მცდელობა აღარ იყო — ის მეუღლესთან სიახლოვის განცდის წყაროდ იქცა. იმის მიუხედავად, რომ წყალმა იუკო წაართვა, ტაკამაცუსთვის ის მოგონების ადგილადაც იქცა — წერტილად, სადაც იუკოს არსებობას ყველაზე ახლოს გრძნობს.
2011 წლის კატასტროფა იაპონიისთვის უდიდესი ტრაგედიაა. იაპონიის აღდგენის სააგენტოს მონაცემებით, აღმოსავლეთ იაპონიის დიდ მიწისძვრასა და ცუნამის 19 729 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 2 559 დღემდე დაკარგულად ითვლება.
-
ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს" ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს"
გადახედვა
-
ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ? ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
გადახედვა
-
სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია
გადახედვა
-
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა
გადახედვა
-
პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს
გადახედვა
-
21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა 21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა
გადახედვა
-
აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო 5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო
გადახედვა
-
შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს
გადახედვა
-
მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა
გადახედვა
-
დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ
გადახედვა
-
გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე
გადახედვა
-
რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს
გადახედვა
-
21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ
გადახედვა
-
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა
-
USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი
-
ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ
გადახედვა
-
პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა
გადახედვა
-
15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს 15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს
გადახედვა
კომენტარები