გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ
ფოტო: ტვ პირველი
დილიდან თბილისში "დეზერტირების ბაზრობასთან" გარემოვაჭრეები ბაზრობის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ. ადგილზე შეკრებილებმა გზაც გადაკეტეს, მაგრამ მოგვიანებით პოლიციამ ისინი გზის სავალი ნაწილიდან გადაიყვანა.
14 სექტემბერს კომპანია "თბილისი მოლმა" განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე არსებული კრიტიკული სანიტარიულ-ჰიგიენური ვითარებისა და ამორტიზებული მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის გამო, მასშტაბური გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. კომპანიის განმარტებით, სანიტარიული დარღვევები საზოგადოების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
"უსაფრთხოებისა და სანიტარიული სტანდარტების დაცვის მიზნით, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აღნიშნულ მონაკვეთზე საქმიანობა დროებით შეჩერდება, შიდა ტერიტორიაზე დასაქმებულ პირებს, შესაბამის სამსახურებთან კონსულტაციის შემდეგ დაეგზავნებათ შეტყობინება, მიმდებარე ტერიტორიაზე ალტერნატიული სავაჭრო ფართების შეთავაზების თაობაზე," — ვკითხულობთ განცხადებაში.
გარემოვაჭრეები ეჭვობენ, რომ მათ რეაბილიტაციის შემდეგ ბაზრის ტერიტორიაზე დაბრუნებას ვერ შეძლებენ და ახალ სავაჭრო კომპლექსს ააშენებენ.
"ბატონ ბიძინას, ბატონ კალაძეს, კობახიძეს, ყველას, ბაზრის ადმინისტრაციას, ბატონ ხვიჩა მაქაცარიასაც ვთხოვთ, რომ როგორც ვმუშაობთ, ესე გვამუშაოს და ვიყოთ ჩვენთვის. მეტს არაფერს არ მოვითხოვთ სახელმწიფოსგან, არაფერს. იჯარასაც ყველაფერს ვიხდით. 10 დღის განმავლობაში ჩეკიც არ აიღეს. შევდივართ ადმინისტრაციაში, ვეკითხებით რა ხდება — არ ვიცით, რა ხდება — არ ვიცით. გამოიძახებ პოლიციას და ყველას დაგვიჭერენ. ეგ არის ამათი პრივილეგია — დაჭერა!" — ამბობს ერთ-ერთი გარემოვაჭრე "ტვ პირველთან" საუბრისას.
გარემოვაჭრეები თბილისის მერიისგან პასუხს ითხოვენ. მათი განმარტებით, ტერიტორიის დატოვება ახსნა-განმარტების გარეშე მოსთხოვეს და არ იციან როდის დასრულდება სამუშაოები.
"აი ელემენტარული, გამოვიდნენ, გვითხრან — არც გვესაუბრებიან, არც ჩეკს არ იღებენ, ამდენი ხალხის ნერვებზე თამაშობენ. დილას რომ მოდიხარ და გათხრილი დაგხვდება აქაურობა, რა ნერვებზე უნდა იყო?" — ამბობს ერთ-ერთი გარემოვაჭრე "ტვ პირველთან" საუბარში.
-
Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება
გადახედვა
-
20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა 20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
გადახედვა
-
5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა 5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა
გადახედვა
-
16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით? 16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით?
გადახედვა
-
კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა
-
ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან
გადახედვა
-
რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ
გადახედვა
-
60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს 60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა
-
დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში
გადახედვა
-
ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ
გადახედვა
-
"გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე "გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე
გადახედვა
-
როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი
გადახედვა
-
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა
გადახედვა
-
აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა
-
21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს 21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს
გადახედვა
კომენტარები