5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო
ამ სტატიის სათაურს რომ ვწერდი, თითქოსდა დეჟავიუს გრძნობა გამიჩნდა და საკითხავის რეკომენდაციებზე ჩემს ძველ მასალებს გადავხედე. იქ აღმოვაჩინე სამი წლის წინანდელი სტატია, რომელშიც მაშინ დეპუტატს, ახლა კი უკვე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს რამდენიმე წიგნს ვურჩევდი მას შემდეგ, რაც თავმომწონედ განაცხადა, სამშობლოს ღალატს წიგნი არ სჭირდებაო.
უცნაური ირონიაა, რომ ჩემი რეკომენდაციები ამჯერადაც ყოფილ ფეხბურთელს ეძღვნება — გიორგი გველესიანს, რომლის უახლესს ინტერვიუს საბა საპანაძესთან საზოგადოებაში დიდი ციებ-ცხელება მოჰყვა. ინტერვიუს დასასრულს გველესიანმა გაამხილა, რომ ორი წელია, ეკონომიკით დაინტერესდა და სწავლობს ისეთ ავტორებს, როგორებიც არიან "ადამ სმითი, კანტილონი, [...] შენთვის ახლა ჩინურს ვსაუბრობ". ეს ბოლო რეპლიკა ინტერვიუერს მიემართებოდა, მაგრამ თავი შემიძლია დავდო, რომ ჩემთვის, შთა-გამოვლილი ილიაუნელისთვის, სმითი ჩინურზე უფრო გასაგებია...
თუმცა, ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ სმითიც, კანტილონიც, ყაველაშვილის საყვარელი დეკარტი, ჰეგელი, კანტიც და იმ წიგნებს მივუბრუნდეთ, რომლებიც პროპაგანდის მიღმა გაგახედებს.
1. 1984
არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილის მსგავსად, რამდენჯერ უნდა მოვიტანოთ ეს წიგნი სტუდიაში, მაგრამ ფაქტია, ორუელი 2026 წლის საქართველოშიც აქტუალურია. ამ წიგნის წაკითხვა განსაკუთრებულად საინტერესოა მაშინ, როცა წინასაარჩევნოდ მმართველი პარტიის პროპაგანდისტულ ვიდეოკლიპში იღებ მონაწილეობას და დღემდე დარწმუნებული ხარ, რომ ეს შენი "ვალი" იყო. დამაფიქრებელი პარალელების გავლება შეიძლება, როგორ ცდილობს "პარტია" ყველა საკომუნიკაციო არხით ერთსა და იმავე ტყუილს მოჰყვეს და ეს სიცრუე სიმართლედ წარმოაჩინოს...
2. 100 წელი რუსეთ-საქართველოს ომი: 100 ამბავი
ინტერვიუში გველესიანმა ქართული ოცნების პოლიტიკოსების და კონკრეტულად პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის განსაკუთრებულად საყვარელი სიტყვა გამოიყენა — "რუსოფობია". ყოფილი ფეხბურთელის თქმით, იგი ჯერ კიდევ 2024 წელს საუბრობდა, "თუ რა მოაქვს ფობიებს: ქსენოფობიებს და რუსოფობიებს". და რადგან ეს სენტიმენტი ლამის ერთი-ერთში ემთხვევა სწორედ კობახიძის ბოლოდროინდელი განცხადებების რიტორიკას, რომლებსაც ოკუპანტ ქვეყანაში ტაშისკვრით ხვდებიან, უპრიანი იქნებოდა, ზემოხსენებული წიგნით შეგვეხსენებინა, რამდენად აბსურდული ცნებაა "რუსოფობია" ქართულ კონტექსტში.
3. ევროკავშირი: ძალიან მოკლე შესავალი
"ვიცით ჩვენ, ეს რას მოუტანს ჩვენს ეკონომიკას? გააზრებული გვაქვს, ეს რას მოუტანს ჩვენს დემოგრაფიულ მდგომარეობას? კითხვა დაისვა, რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა", — ამბობს ინტერვიუში გველესიანი მას შემდეგ, რაც მოჰყვა, რომ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა პროევროპული განცხადებები "გარკვეული წნეხის" გამო გააკეთეს. და რადგან ყოფილი ფეხბურთელი ასე გატაცებულია ეკონომიკით, ძალიან მოკლე შესავალში ძალიან მოკლედაა ახსნილი, რისი მომტანია ევროკავშირის ეკონომიკური მოდელი და სოციალური პოლიტიკა წევრი ქვეყნისთვის.
4. პერსეპოლისი
არ დავივიწყოთ გიორგი გველესიანის ძველი განცხადებებიც: ფეხბურთელი, რომელიც წლების განმავლობაში ირანის პერსეპოლისში თამაშობდა, 2024 წლის ინტერვიუში ჟურნალ OK!-სთან ამბობდა, თითქოს "ჩვენში გავრცელებულია სტერეოტიპი, რომ ირანში ქალები ძალიან დაჩაგრულები არიან". სტერეოტიპების დასამსხვრევად, კარგი იქნებოდა, ფეხბურთელს წაეკითხა სამშობლოდან დევნილი ირანელი მწერალი ქალის, მარჯან სატრაპის გრაფიკული რომანი მისთვის ნაცნობი სახელით — პერსეპოლისი. წიგნით კვლავაც შემაშფოთებელი პარალელების გავლება შეიძლება დღევანდელ საქართველოსთან, სადაც რელიგია ხშირად პოლიტიკური იარაღი ხდება, ხელისუფლება კი დაუფარავად გამოხატავს სიმპათიას სწორედ სატრაპის მიერ აღწერილი ავტორიტარული რეჟიმის მიმართ.
5. გოგოების გოლები: როგორ მოიცვა ქალების ფეხბურთმა მსოფლიო
გველესიანის მარგალიტების არქივში ასევე შეხვდებით განცხადებას, რომ "ფეხბურთი ქალების საქმე ნაკლებად არის", რადგან "ნაკლებად გამოსდით". თანაც, ეს იმ ფონზე, როცა საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკლებს საკმაოდ წარმატებული სეზონი ჰქონდა. თუმცა, თუ ჩვენი ფეხბურთელი გოგოების წარმატება არ კმარა, ზემოხსენებული წიგნი ჰყვება იმ ქალებზე, რომლებმაც სპორტის ამ სახეობის სიყვარულს ცხოვრება უძღვნეს, ისტორია დაწერეს და თავად შთამაგონებელ ფიგურებად იქცნენ.
ბონუსი: უცხო სიტყვათა ლექსიკონი
როცა "აქსიომა", "მანტრა", "ეგზისტენციალური", "პანაცეა" და სხვა მისთანა ვეღარ გაჭრის ხალხის იმაში დასარწმუნებლად, თუ როგორი ერუდირებული ადამიანი ხარ, შეგიძლია უცხო სიტყვათა ლექსიკონი გადაშალო და კიდევ რამდენიმე ჭკვიანური ჟღერადობის ტერმინი ამოკრიფო. ისე, განმარტებითი ლექსიკონიც არ იქნებოდა ურიგო რეკომენდაცია, რათა ქართული სიტყვებიც უთავბოლოდ არ გამოიყენო...
-
ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს" ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს"
გადახედვა
-
ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ? ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
გადახედვა
-
"ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი "ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი
გადახედვა
-
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა
გადახედვა
-
21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა 21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა
გადახედვა
-
აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო 5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო
გადახედვა
-
შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს
გადახედვა
-
არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო
-
მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა
გადახედვა
-
დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ
გადახედვა
-
გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე
გადახედვა
-
რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს
გადახედვა
-
21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ
გადახედვა
-
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა
-
USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი
-
ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ
გადახედვა
-
პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა
გადახედვა
-
15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს 15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს
გადახედვა
კომენტარები