უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებული სტატიის გამო რუსეთი რუსული ვიკიპედიის დაბლოკვით იმუქრება
რუსეთის "როსკომნადზორმა" რუსულ ვიკიპედიას გენერალური პროკურატურის შეტყობინება გაუგზავნა, რომლის მიხედვითაც, თუ რუსული ვიკიპედიიდან არ გაქრება სტატია რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესახებ, სადაც რეალური ინფორმაცია დეტალურადაა მოგროვებული და მოხსენიებულია ყველა ის სამხედრო დანაშაული რასაც რუსეთი უკრაინისადმი ბრძოლის პროცესში სჩადის, მაშინ რუსეთმა, შესაძლოა, ვიკიპედია მთელი ქვეყნის მასშტაბით დაბლოკოს.
რუსეთის გენერალური პროკურატურის თქმით, ვიკის სტატიაში განთავსებული ინფორმაცია კანონის დარღვევით ვრცელდება. კონკრეტულად კი, "სტატიაში მოხსენიებულია მრავალრიცხოვანი მსხვერპლის შესახებ რუსეთის ჯარის რიგებში, ასევე ნათქვამია, რომ არის მსხვერპლი უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაში, მათ შორის ბავშვებშიც".
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და ზოგადად რუსეთის მთავრობა, თავის მოსახლეობას რუსეთის არმიის დანაკარგების შესახებ ინფორმაციას არ აწვდის. ასევე, რუსეთში ვრცელდება პროპაგანდისტული ნარატივი, თითოქს ისინი მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას ანადგურებენ და უკრაინელ მოსახლეობას არ ეხებიან, რაც ასევე ტყუილია. რუსეთში მასიურად იბლოკება ის ინტერნეტ გამოცემები, რომლებიც ომის შესახებ რეალურ ინფორმაციას ავრცელებენ.
როსკომნადზორმა ასევე დაბლოკა ოპოზიციური გამოცემა "Эхо Москвы" და სატელევიზიო არხი "Дождь". ორივე მათგანი რუსული არმიის დანაკარგებისა და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები