ვოლოდიმირ ზელენსკი

25 Feb. 2022, 01:43

ევროკავშირის ლიდერებს მოვუწოდე, მონაწილეობა მიიღონ ევროსაბჭოს საგანგებო სხდომაში, რათა გვერდში დაუდგნენ უკრაინას და შეაჩერონ აგრესორი.

ევროპის ბედი უკრაინაში წყდება: თუ პუტინი ახლა არ მიიღებს ღირსეულ პასუხს, კიდევ უფრო შორს წავა.

აგრესორის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული მკაცრი ეკონომიკური და ფინანსური სანქციები, რაც მას აგრესიის გაგრძელების საშუალებას არ მისცემს: გაითიშოს SWIFT-დან, დაუწესდეს ემბარგო ნავთობისა და გაზით ვაჭრობაზე. საჭიროა უკრაინის არმიის იარაღით და საბრძოლო მასალებით დახმარება, გაეროს სამშვიდობო ოპერაციის მხარდაჭერა.

ჩვენი ხალხი კვდება უკრაინის და ევროპის თავისუფლებისთვის. ღია კართან დიდხანს ველოდით. ნატოში გაწევრიანებაზე ვიკითხეთ — პასუხი არ მიგვიღია. ახლა გვჭირდება უსაფრთხოების საერთაშორისო სამართლებრივი გარანტიები, მკაფიო ევროპული პერსპექტივა და სწრაფი და კონკრეტული ქმედება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ გრემის კანონპროექტის განხილვას მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ15 სექტემბერს, მხარი დაუჭირა კანონპროექტის განხილვის დაწყებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ…