"ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი
ქართული ოცნების ყოფილი საკრებულოს დეპუტატის, ავთანდილ დავითაძის განცხადებით, რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მის შვილზე, გიორგი დავითაძეზე, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობენ. ავთანდილ დავითაძე 2014 წელს თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების კოალიციის სიით იყო შესული.
დავითაძის ოჯახი პატიმრის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს. ოჯახის განცხადებას პენიტენციური დაწესებულება უარყოფს.
ოჯახის ვერსიით, დავითაშვილი ციხის ადმინისტრაციამ "დეესკალაციის ოთახში" გადაიყვანეს, სადაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. დავითაძის ადვოკატმა, ირმა ჯანუაშვილმა "ტვ პირველთან" საუბრისას განაცხადა, რომ ვიდეოჩანაწერებში პატიმრის მხრიდან აგრესია არ ჩანს.
"დეკემბრიდან გიორგი დავითაძის მიმართ იწყება სისტემატური, პერმანენტული ძალადობა, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური. სამ კვადრატულ მეტრ ოთახში მასზე ცხრა ადამიანი ძალადობს, რაც ჩვენებებში დეტალურად გვაქვს აღწერილი. ამოღებულია მისი საკნის ვიდეოჩანაწერებიც.
კადრებში ჩანს, რომ საკნიდან მისი გაყვანისას სრულიად უწყინარი ვითარებაა, გეგმური ჩხრეკისა თუ შემოწმების დროს პატიმარი მშვიდად გამოდის გარეთ და ბადრაგს უფლებამოსილების შესრულებას აცდის. ამის შემდეგ იგი უკან ბრუნდება, ბადრაგის თანამშრომლები კი დერეფანში საუბრობენ, რის მერეც კვლავ აღებენ კარს, შედიან და პატიმარი ქვემოთ ჩაჰყავთ. საბადრაგო სამსახური თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა, რომელსაც გიორგი დავითაძე ძალადობისგან უნდა დაეცვა, თავად გვევლინება მოძალადედ," – აცხადებს ადვოკატი.
ავთანდილ დავითაძე "ტვ პირველთან" საუბარში აცხადებს, რომ ციხის ადმინისტრაციის არასათანადო მოპყრობამ მის შვილს ჯანმრთელობა შეურყია და მის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს.
"პატიმარს რომ ცივ კედლებში, ცივ ზამთარში გამოურთავ გამათბობელს და პულტს ჯიბეში ჩაიდებ იმის ნაცვლად, რომ გათბობა ჰქონდეს პატიმარს, შეგნებულად მიჰქონდათ პულტი, რის გამოც ჩემი შვილის ჯანმრთელობა არის ძალიან შერყეული. არაერთი ოპერაცია გაუკეთეს, ახლა კიდე მიმდინარეობდა კვლევები, მთელი ჯირკვლები აქვს დაზიანებული. ეს არის აუტანელი. ეს არის სისტემა, რომელიც დალპა უკვე, ჩამომპალია და დროზე არის ზომები მისაღები.
პირდაპირ ვაცხადებ საქვეყნოდ, რომ პასუხს ვაგებინებ ყველა მათგანს, ვინც ჩემს შვილზე იძალადა და დღემდე ძალადობენ. არავის არ ვაპატიებ. დღეიდან მე მოვითხოვ სასჯელაღსრულების დეპარტამენტისგან, რომ ჩემი შვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი ამ ჯალათური სისტემიდან, რომლის ხელმძღვანელიც არის შოთა ტრაპაიძე," — აცხადებს ყოფილი დეპუტატი.
პენიტენციური სამსახურის პასუხი
"ტვ პირველის" ეთერში გასულ სიუჟეტს დღის მეორე ნახევარში პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა. სამსახური სრულ სიცრუეს უწოდებს პატიმრის ოჯახის ბრალდებას, რომ მასზე ციხის ადმინისტრაცია და დაცვა ძალადობდა.
მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ გიორგი დავითაძე სისტემატურად არღვევს პენიტენციური დაწესებულების სარეჟიმო მოთხოვნებს და პატიმრობის ყოფნის პერიოდში არაერთხელ დაეკისრა დისციპლინური სახდელი. სამსახურმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში ვიდეოკადრებს გაავრცელებს.
"სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე დაწესებულების თანამშრომლებმა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადეს.
სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე.
მსჯავრდებული გიორგი დავითაძე სისტემატურად არღვევს პენიტენციური დაწესებულების სარეჟიმო მოთხოვნებსა და შინაგანაწესს, ქმნის კონფლიქტურ სიტუაციებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს დაწესებულების თანამშრომლებს. ამის გამო, პატიმრობაში ყოფნის პერიოდში, მას არაერთხელ დაეკისრა დისციპლინური სახდელი. ამავე მიზეზით, 2025 წლის 21 დეკემბერს დავითაძე მოთავსდა დაწესებულების დეესკალაციის საკანში და მისი ოჯახის განმარტებით, სწორედ ამ დროს განხორციელდა მსჯავრდებულზე ღირსების შემლახველი ქმედება, რაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, სრული სიცრუეა.
აღსანიშნავია, რომ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანის და მისი იქ ყოფნის ამსახველი ჩანაწერები სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, კანონით დადგენილი წესით, გადასცა პროკურატურასა და სახალხო დამცველის ოფისს, 2025 წლის 29 დეკემბრის მოთხოვნის საფუძველზე. მასალის დათვალიერების შედეგად, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან მსჯავრდებულზე ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა.
ამასთან, რადგან აღნიშნული მსჯავრდებული გამოირჩევა პროვოკაციული ქმედებებით, 2026 წლის 3 მარტიდან პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, უწყვეტად მიმდინარეობს გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალის დაარქივება. საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, პენიტენციური სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს, გაასაჯაროოს როგორც გამოძიების მიერ გამოთხოვილი, ასევე უკვე მიმდინარე წლის მარტიდან გაკეთებული ვიდეოჩანაწერები კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებსა და ყველა დაინტერესებულ პირს, საზოგადოებას მიაწოდონ მხოლოდ გადამოწმებული და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია და თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებისგან,"— წერს სამსახური.
-
Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება
გადახედვა
-
20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა 20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
გადახედვა
-
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა
გადახედვა
-
16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით? 16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით?
გადახედვა
-
კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა
-
ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან
გადახედვა
-
Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს" Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს"
გადახედვა
-
რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ
გადახედვა
-
60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს 60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა
-
დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში
გადახედვა
-
ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ
გადახედვა
-
"გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე "გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე
გადახედვა
-
როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი
გადახედვა
-
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა
გადახედვა
-
აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა
-
21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს 21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს
გადახედვა
კომენტარები