გაზისა და ნავთობის გიგანტი კომპანიები რუსეთს ტოვებენ — რას ნიშნავს ეს
სამმა მსხვილმა საერთაშორისო ნავთობკომპანიამ: BP-მ, Equinor-მა და Shell-მა საჯაროდ გამოაცხადეს, რომ ისინი ჩამოშორდებიან რუსული ნავთობის ბიზნესს უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული აგრესიის საპასუხოდ.
რაც, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ნავთობის გიგანტმა BP-მ კვირას განაცხადა, რომ შეწყვეტს კავშირებს როსნეფტთან, რუსეთის ნავთობისა და გაზის ეროვნულ კომპანიასთან. BP 2013 წლიდან ფლობს კომპანიის თითქმის 20%-ს. ეს 14 მილიარდი დოლარის ღირებულებაა, რაც მას ერთ-ერთ უმსხვილეს აქციონერად აქცევს. ამასთან, BP-ის აღმასრულებელი დირექტორი ბერნარდ ლონი და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი რობერტ დადლი ასევე გადადგებიან Rosneft-ის საბჭოდან. ცნობისთვის, ლონი პუტინთან ოქტომბერში იყო, სადაც ის რუსეთის პრეზიდენტთან ერთად იმყოფებოდა პანელზე, რომელსაც "პრივილეგია" უწოდა.
ნავთობკომპანია რუსეთში თითქმის 30 წელია ფუნქციონირებს და როსნეფტი საკმაოდ გავლენიანია. როსნეფტი მოიცავს BP-ის ნავთობისა და გაზის აქტივების დაახლოებით მესამედს და კომპანიის ნავთობისა და გაზის წარმოების ნახევარს. შესაბამისად, BP მიიღებს დაახლოებით 25 მილიარდი დოლარის დარტყმას.
თუმცა, მიუხედავად რუსეთში BP-ის როსნეფტთან დიდი კავშირისა, მისგან ჩახსნა კომპანიის სამომავლო გეგმებზე — ნულოვანი გამონაბოლქვის პროექტზე არ იმოქმედებს. BP-იმ აგრესიული წმინდა ნულოვანი გამონაბოლქვის მიზანი, 2020 წელს დაისახა. ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ არ ჩანდა თუ როგორ მოხდებოდა ეს როსნეფტთან ასეთი მჭიდრო თანამშრომლობის ფონზე.
"შოკირებული და დამწუხრებული ვარ უკრაინაში განვითარებული მოვლენებით და ჩემი გული მათთან არის ვინც ამ აგრესიის გამო ზარალდება. ეს გვაიძულებს ფუნდამენტურად გადავხედოთ bp-ის პოზიციას Rosneft-ის მიმართ", — თქვა ბერნარდ ლონმა.
BP-ის კვალდაკვალ, ნორვეგიის ეროვნულმა ენერგეტიკულმა კომპანიამ Equinor-მა ასევე განაცხადა კვირას, რომ ისიც შეწყვეტს ყველა კავშირს როსნეფტთან. Equinor-ს აქვს ბევრად უფრო მცირე წილი რუსეთში, ვიდრე BP, მაგრამ არც ესაა ცოტა. კომპანია ფლობს 1,2 მილიარდი დოლარის ინვესტიციებს როსნეფტთან და აწარმოებს დაახლოებით 25 000 ბარელი ნავთობის ექვივალენტს დღეში. ორშაბათს, Shell-მა გამოაცხადა, რომ შეწყვეტს კავშირებს რუსეთში, ჩამოეხსნება სხვადასხვა პროექტებს, რომლებიც დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა.
ასევე აღსანიშნავია, გერმანიის გადაწყვეტილება Nord Stream 2-ის მილსადენის შეჩერების შესახებ. მთლიანობაში, ამან შეიძლება სარგებელი მოუტანოს ამერიკის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას. ცოტა ხნის წინ, API-მ გამოაქვეყნა მოთხოვნა, ფედერალურ მიწებზე ნავთობის მოსაპოვებლად ახალი ადგილების ბურღვის ნებართვის მოსაპოვებლად და რეგულაციების შესამცირებლად.
თუმცა, ნავთობის სხვა მომპოვებლებს ჯერ კიდევ აქვთ ღრმა კავშირები რუსეთში. მიუხედავად იმისა, რომ მისი ჩართულობა არ არის ისეთივე ფართო, როგორც BP-ის, ExxonMobil-ს აქვს კავშირები რუსეთთან, რომელიც შეადგენს დაახლოებით 4 მილიარდ დოლარის აქტივებს. სხვა მსხვილ საერთაშორისო კომპანიებს, როგორიცაა Total, Engie და Eni, ასევე აქვთ ინვესტიციები რეგიონში. ჯერი ახლა მათზეა და ჩვენ სულ მალე გავიგებთ თუ რას გადაწყვეტენ ისინი.
კომენტარები