ფეხსაცმლის მწარმოებელი კომპანიის, Converse-ის, უახლესმა რეკლამამ სოციალური ქსელების მომხმარებლებმა მწვავედ გააკრიტიკეს. მათი თქმით, რეკლამაში გამოყენებული ფოტო კუ-კლუქს-კლანსა და ლინჩის წესით გასამართლებასთან ასოცირდებოდა.

სარეკლამო ფოტოზე გამოსახულია თეთრ ქვედაბოლოში გამოწყობილი K-pop მომღერალი კარინა, რომელსაც ხელში Chuck 70 X კონვერსები უჭირავს. კრიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ განათების შედეგად ქვედაბოლოზე შექმნილი თეთრი სამკუთხედის ფორმა KKK-ის თავსაბურავს წააგავდა, ხოლო კარინას ხელში დაჭერილი ფეხსაცმელი ლინჩის წესით მოკლული მსხვერპლის ფეხებს მიამსგავსეს.

რეკლამა

რეკლამა

ფოტო: Converse

როგორ ხედავენ რეკლამას კრიტიკოსები

როგორ ხედავენ რეკლამას კრიტიკოსები

ფოტო: Instagram

კუ-კლუქს-კლანი

კუ-კლუქს-კლანი

ფოტო: Bill of Rights

Converse-მა აღნიშნული რეკლამის გავრცელებისთვის ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ რეკლამა უკვე წაშალა სოციალური ქსელებიდან:

"ბოდიშს ვიხდით. ჩვენ გვესმის, რატომ აღმოჩნდა ეს ფოტო ბევრისთვის საწყენი და ვაცნობიერებთ, რომ შეცდომა დავუშვით. ფოტო უკვე წავშალეთ ჩვენი არხებიდან და ვცდილობთ, სადაც გამოქვეყნდა, ყველა პლატფორმიდან წავშალოთ. ეს არ უნდა მომხდარიყო, მომავალში უკეთ ვიმოქმედებთ".

Converse-ის ფოტოს კრიტიკოსების ნაწილი რეკლამაზე მომუშავე პერსონალის გათავისუფლებასა და კომპანიისთვის ბოიკოტის გამოცხადებასაც ითხოვდა. თუმცა, ინტერნეტმომხმარებელთა ნაწილმა Converse დაიცვა და აღნიშნა, რომ ეს, დიდი ალბათობით, უბრალოდ შეცდომა იყო და არა — გამიზნული საქციელი.

ნახეთ რეკლამა: