გახმაურებული საქმეები და დაგროვებული ქონება — რა ვიცით ოთარ ფარცხალაძეზე
ფოტო: კადრი ვიდეოდან / იმედი
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ყოფილი აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის საქმეზე ბრალი წაუყენეს. ამ ინფორმაციას ბრალდებულის ადვოკატი ავრცელებს, თუმცა პროკურატურა ბრიფინგის გამართვამდე ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობს.
ოთარ ფარცხალაძის გენერალურ პროკურორად დანიშვნიდან დღემდე მის მიმართ არაერთი კითხვა გაჩნდა. მათ შორის გახმაურებულ საქმეებზე და მთავარი პროკურორობის მერე დაგროვილ ქონებაზე. თუმცა ფარცხალაძეს ბრალდება არა ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ან ომეგა ჯგუფის საქმეზე, არამედ მხოლოდ გენერალური აუდიტის, ლაშა თორდიას ცემის საქმეზე წარუდგინეს.
არჩევნებამდე მიცემულ ინტერვიუში ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ფარცხალაძეზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა: "ფარცხალაძე რატომ უნდა დავსაჯო გაუგებარია".
ვინ არის ოთარ ფარცხალაძე
ოთარ ფარცხალაძე მთავარი პროკურორის პოსტზე 2013 წელს დაინიშნა და სულ 47 დღის განმავლობაში იმუშავა. ახალდანიშნული პროკურორი ამბობდა, რომ უწყების მთავარ გამოწვევად მიაჩნდა სტაბილური და თანმდიმდევრულად განვითარებადი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ხარისხიან და ეფექტურ საგამოძიებო პროცესებს უზრუნველყოფდა.
ფარცხალაძის პირველი მოადგილე იყო ახლა უკვე ყოფილი მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი საქმის გამოძიების გამო გადადგა. მისი დანიშვნა ფარცხალაძის განხორციელებული პირველი საკადრო ცვლილება იყო.
ფარცხალაძის დანიშვნიდან მალევე განხილვის თემად იქცა მისი განათლების შესაბამისობა პოსტთან. რის პასუხადაც ყოფილმა პროკურორმა დიპლომის ასლი გამოაქვეყნა, რომლითაც ადასტურებდა, რომ სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლობდა.
მალევე, ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროკურორი გერმანიაში ქურდობის ბრალდებით იყო ნასამართლევი. ფარცხალაძემ ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ გერმანიის სასამართლომ მხოლოდ სამართალდამცავთან შელაპარაკების ბრალდება დაუდგინა. ყოფილი პროკურორი ამტკიცებდა, რომ მის წინააღმდეგ აგორებული ბრალდებები იყო მორიგი ბინძური კამპანია უწყების წინააღმდეგ.
მიუხედავად ამისა, ამ განცხადებიდან 6 დღეში, 2013 წლის 30 დეკემბერს ფარცხალაძემ განაცხადა, რომ მის ბიოგრაფიასთან დაკავშირებული კითხვების გამო თანამდებობას ტოვებდა. ფარცხალაძე ამბობდა, რომ მის თანამდებობაზე დარჩენას არანაირი სამართლებრივი დაბრკოლება არ ჰქონდა, მაგრამ ის პატივს სცემდა მმართველ პოლიტიკურ ძალას.
ფარცხალაძის გადადგომის შემდეგ იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებდა, რომ ის თანამდებობისთვის შეუფერებელი პირი იყო. ბიძინა ივანიშვილი კი ამბობდა, რომ მისი დანიშვნა უყურადღებობამ გამოიწვია, რადგან უწყებებმა არ გადაამოწმეს მისი წარსული.
ქონება თანამდებობამდე და დატოვების შემდეგ
თანამდებობის დატოვების მომენტისთვის ოთარ ფარცხალაძეს თბილისში 150 მ2 ბინა ჰქონდა, მის ცოლს კი, საცხოვრებელი სახლი 76 მ². ფარცხალაძის სახელზე იყო გაფორმებული 1994 წელს გამოშვებული ავტომობილი. მის საბანკო ანგარიშებზე კი 30 ათასი ლარი ირიცხებოდა. ამავე პერიოდში ყოფილ მთავარ პროკურორს 100 ათასი ამერიკული დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხი და 20 ათასი დოლარის კრედიტი ჰქონდა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს მიერ 2017 წელს გამოქვეყნებული მონაცემებით, ყოფილი მთავარი პროკურორის ქონება რამდენჯერმე გაიზარდა. მის სახელზე იყო რეგისტრირებული თბილისში სამი ბინა, რომელთა ფართიც 220 მ²-ია, ყიფშიძეზე ორი კომერციული ფართი, ჯამში, 305 მ², ორი კომერციული ფართი ფალიაშვილზე, ჯამში, 479 მ², მშენებარე ბინა თბილისში (77,5 მ²) და დაბა ბაკურიანში ორი ბინა, ჯამში, 51 მ².
ფარცხალაძის ბიზნეს-საქმიაანობა და შემოსავლები
- 2016 წლის ივნისში ფარცხალაძემ 155 ათას ამერიკულ დოლარად გაყიდა 2015 წლის სექტემბერში 50 ლარად ნაყიდი კომპანია როიალ დეველოპმენტის 40 პროცენტი;
- 2016 წელს ფარცხალაძემ და მისმა ცოლმა 65 ათას ლარად გაყიდეს შპს მიტერას 100-პროცენტიანი წილი, რომელიც 2014-2016 წლებში 2 500 ლარად იყიდეს;
- 2016 წლის ივნისში ოთარ ფარცხალაძემ შპს ბი ეს არ სი დი ჯი დეველოპმენტის 100 პროცენტიანი წილი 235 ათას ამერიკულ დოლარად შეიძინა.
თანამდებობის დატოვების შემდეგ, ქონების მატების გარდა, ფარცხალაძის სახელი რამდენიმე გახმაურებულ საქმესთან კავშირში გამოჩნდა. მათ შორისაა ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის, გენერალური ინსპექტორის და ომეგა ჯგუფის საქმეები.
მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმე
ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა 2013 წლის 17 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ 2013 წლის 14 დეკემბერს, შუაღამეს, ის #9 პენიტენციური დაწესებულებიდან გაიყვანეს და მიიყვანეს, სავარაუდოდ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, სადაც მასზე მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელა.
ევროსასამართლომ მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას განაცხადა, რომ ეს საკითხი გამოსაკვლევი იყო. 2016 წელს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო საჯარო მოხელეთა სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე. ფარცხალაძე აცხადებდა, რომ მერაბიშვილის საქმეზე ვერ დააკავებდნენ, რადგან ამის საფუძველი არ ჰქონდათ. მისივე თქმით, მზად იყო გამოძიებასთან ეთანამშრომლა.
ამავე პერიოდში აქტიურად განიხილავდნენ იმ საკითხს, რომ ფარცხალაძე ივანიშვილის ახლობელი იყო, რის გამოც კანონს თავს არიდებდა. ფარცხალაძემ ივანიშვილთან ახლობლობა დაადასტურა, თუმცა, აღნიშნა, რომ ხელშეუხებელი არ იყო.
2017 წელს პროკურატურამ მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. უწყებაში თქვეს, რომ ჩატარებული გამოძიებით არ დადასტურდა მერაბიშვილის მიმართ მის მიერ გაცხადებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
მოგვიანებით, ფარცხალაძის მერაბიშვილის საქმესთან კავშირი მირზა სუბელიანის ფარულ ჩანაწერებშიც გამოჩნდა. სუბელიანი ამბობდა, რომ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ამსახველი ვიდეომასალა ჰქონდა. პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი ფარცხალაძეს ამ დრომდე პროკურატურის მმართველად მოიხსენიებდა.
ლაშა თორდიას ცემის საქმე
2017 წლის 12 მაისს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს, ლაშა თორდიას თავს დაესხნენ. თორდია თავდასხმაში ყოფილ პროკურორ ფარცხალაძეს ადანაშაულებდა.
თორდიას მიაჩნდა, რომ თავდასხმა მისი სამსახურის მიერ ყოფილი პროკურორის შესახებ მასალების მოგროვებას უკავშირდება. გენერალური აუდიტი ამბობდა, რომ ფარცხალაძეს დაუსჯელობის განცდა აქვს.
ბრალდებების პასუხად, ფარცხალაძემ განაცხადა, რომ გენერალური აუდიტი იტყუებოდა და კონფლიქტის ინიციატორი თავადვე იყო. მისი თქმით, თორდია მთვრალ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ხელი პირველად მან მოიქნია.
"როგორც ჩანს, მას გულში აქვს ჩარჩენილი ჩემი გარკვეული ქმედებები სამართალდამცავ უწყებებში ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით, რაზეც შესაბამის ინფორმაციას მივაწვდი გამოძიებას", — ამბობდა ფარცხალაძე. თუმცა, მომხდარიდან 4 დღის განმავლობაში ის დაკითხვაზე არ დაიბარეს. უწყებაში ამბობდნენ, რომ გამოძიების პრეროგატივა იყოს ის, თუ როდის დაკითხავდენ ყოფილ პროკურორს.
2017 წლის 16 მაისს ფარცხალაძის დაკითხვისკენ პროკურატურას პარლამენტის თავმჯდომარემ მოუწოდა. 17 მაისს ყოფილი პროკურორი დაკითხეს.
ფარცხალაძის გამოკითხვიდან ერთ კვირაში, 24 მაისს სოციალურ ქსელში ლაშა თორდიას სხვა ინციდენტის ამსახველი კადრები გავრცელდა. თორდია და არასამთავრობოები აცხადებდნენ, რომ კადრების გავრცელება საეჭვოდ დაემთხვა ფარცხალაძესთან ინციდენტს და ის დამოუკიდებლად უნდა გამოეძიებინათ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული ინციდენტის გამოძიების შუალედური შედეგები გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, ნეიტრალური მოწმეების გამოკითხვით დადგინდა, რომ ინციდენტის დროს პირველმა ხელი ლაშა თორდიამ მოიქნია და არა ფარცხალაძემ.
სარდაფის ეპიზოდი
2018 წლის 10 სექტემბერს რუსთავი 2-მა გაავრცელა ჩანაწერები, რომლებშიც, სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ომეგა ჯგუფის დამფუძნებელს, ზაზა ოქუაშვილს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილთან, უჩა მამაცაშვილთან საუბრის დეტალებს უყვება. ჩანაწერში ისმის, რომ მამაცაშვილი ომეგა ჯგუფის პრობლემების მოსაგვარებლად, მთავრობასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა და ამ თემაზე პრემიერთან შეხვედრასაც გეგმავდა.
მოგვიანებით, რუსთავი 2-მა კიდევ ერთი ჩანაწერი გაავრცელა, სადაც სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი და ზაზა ოქუაშვილი ხელისუფლებასთან გარიგებაზე საუბრობენ. სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი ამბობს, რომ ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ლევან ყიფიანს ემუქრებოდა. რუსთავი 2-ის ცნობით, ფარცხალაძე ყიფიანს ფიზიკურად ერთ-ერთ სარდაფში გაუსწორდა და გაუპატიურებით ემუქრებოდა.
ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, მოგვიანებით, ამავე არხზე ომეგა ჯგუფის დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა დაადასტურა. ოქუაშვილის თქმით, ლევან ყიფიანს ამ შემთხვევის შემდეგ თვითმკვლელობაც კი უნდოდა.
ომეგა ჯგუფის საქმეზე ლევან ყიფიანმა პროკურატურას 9 სექტემბერს ჩვენება მისცა. დაკითხვა 18 საათი გაგრძელდა. დაკითხვის ოქმის მიხედვით, ყოფილმა მინისტრმა ისაუბრა მედიაში გავრცელებულ მასალაზე და განაცხადა, რომ ეს ჩანაწერები ოქუაშვილთან ერთად უცხოელი პარტნიორებისთვის დადგა. მანვე განმარტა, რომ აუდიოჩანაწერები დამონტაჟებულია.
ოქმის მიხედვით, "სარდაფის ეპიზოდში" ლევან ყიფიანი ოთარ ფარცხალაძესთან კონფლიქტს, "თრილერს" და "სრულ სისულელეს" უწოდებს. ყიფიანი ირწმუნება, რომ ფარცხალაძესთან მეგობრული ურთიერთობა აქვს.
რუსთავი 2-მა მოგვიანებით ვიდეოჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც, სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი "სარდაფის" იმ ეპიზოდზე საუბრობდა, რომელიც პროკურატურაში დაკითხვის დროს უარყო. პროკურატურაში ყიფიანზე სავარაუდო გაუპატიურების მუქარის საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა.
-
სომხეთში მეოთხე მაღალი რანგის სასულიერო პირი დააკავეს სომხეთში მეოთხე მაღალი რანგის სასულიერო პირი დააკავეს
გადახედვა
-
ექიმების ნაწილი BBC-ის საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ექიმების ნაწილი BBC-ის საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
- "შსს-ს კამიტი არასდროს შეუძენია" — სუს-მა BBC-ის გამოძიებაზე განცხადება გაავრცელა "შსს-ს კამიტი არასდროს შეუძენია" — სუს-მა BBC-ის გამოძიებაზე განცხადება გაავრცელა
-
შემდეგი პოდკასტი: უძველესი ადამიანების კვალი საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგი პოდკასტი: უძველესი ადამიანების კვალი საქართველოს ტერიტორიაზე
-
შექმნეს რობოტი მეკარე, რომელსაც რონალდუმ გოლი გაუტანა — ნახეთ შექმნეს რობოტი მეკარე, რომელსაც რონალდუმ გოლი გაუტანა — ნახეთ
გადახედვა
-
ქვიზი: დაარქვი შენს მიზანს სახელი ქვიზი: დაარქვი შენს მიზანს სახელი
-
12 სტარტაპი, 8 ქვეყანა, 12-კვირიანი აქსელერაციის პროგრამა — საქართველოში 500 Global in Eurasia-ს შემაჯამებელი ღონისძიება Demo Day გაიმართა 12 სტარტაპი, 8 ქვეყანა, 12-კვირიანი აქსელერაციის პროგრამა — საქართველოში 500 Global in Eurasia-ს შემაჯამებელი ღონისძიება Demo Day გაიმართა
-
შესაძლოა, Airbus-ის თვითმფრინავს კოსმოსური სხივი დაეჯახა — ექსპერტის ვარაუდი შესაძლოა, Airbus-ის თვითმფრინავს კოსმოსური სხივი დაეჯახა — ექსპერტის ვარაუდი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: მოთმინებით ველოდებით აშშ-ის პოზიციას საქართველოსთან მიმართებით ირაკლი კობახიძე: მოთმინებით ველოდებით აშშ-ის პოზიციას საქართველოსთან მიმართებით
გადახედვა
-
ბათუმში GOAL FITNESS-ის პირველი ფილიალი იხსნება — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია ბათუმში GOAL FITNESS-ის პირველი ფილიალი იხსნება — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
Bloomberg: თურქეთი სომხეთთან საზღვრის გახსნას მომდევნო 6 თვეში განიხილავს Bloomberg: თურქეთი სომხეთთან საზღვრის გახსნას მომდევნო 6 თვეში განიხილავს
გადახედვა
-
ამირან გამყრელიძე: გაკვეთილი უნდა იყოს, რომ ასეთი ქცევა არ შეიძლება საკუთარი მოსახლეობის მიმართ! ამირან გამყრელიძე: გაკვეთილი უნდა იყოს, რომ ასეთი ქცევა არ შეიძლება საკუთარი მოსახლეობის მიმართ!
გადახედვა
-
დაღესტნელ ბლოგერს ბუჩასა და მარიუპოლზე გაკეთებული პოსტების გამო რვაწლიანი პარიმტობა მიესაჯა დაღესტნელ ბლოგერს ბუჩასა და მარიუპოლზე გაკეთებული პოსტების გამო რვაწლიანი პარიმტობა მიესაჯა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა 2025 წელს 53 პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად განათლების შესაძლებლობები 300 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის შექმნა საქართველოს ბანკმა 2025 წელს 53 პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად განათლების შესაძლებლობები 300 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის შექმნა
-
დავით მათიკაშვილი: "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ BBC-ის ქართველი ხალხის წინაშე ბოდიშის მოხდა დაევალოს" დავით მათიკაშვილი: "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ BBC-ის ქართველი ხალხის წინაშე ბოდიშის მოხდა დაევალოს"
გადახედვა
-
IPI ჟურნალისტების სავარაუდო აკრძალულ ქიმურ ნივთიერებასთან კონტაქტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს IPI ჟურნალისტების სავარაუდო აკრძალულ ქიმურ ნივთიერებასთან კონტაქტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: "კანონსაწინააღმდეგო აქციის დროს პოლიციას აქვს უფლება გამოიყენოს საშუალებები, რომელიც იწვევს ცრემლდენას" მიხეილ სარჯველაძე: "კანონსაწინააღმდეგო აქციის დროს პოლიციას აქვს უფლება გამოიყენოს საშუალებები, რომელიც იწვევს ცრემლდენას"
გადახედვა
-
კობახიძე აცხადებს, რომ კონკრეტული ნივთიერება 2007 და 2009 წელს იქნა შეძენილი და პასუხისმგებლობა ეკისრება მერაბიშვილს და არა გომელაურს კობახიძე აცხადებს, რომ კონკრეტული ნივთიერება 2007 და 2009 წელს იქნა შეძენილი და პასუხისმგებლობა ეკისრება მერაბიშვილს და არა გომელაურს
გადახედვა
-
Black Friday საქართველოში — თიბისის როლი მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაში Black Friday საქართველოში — თიბისის როლი მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაში
-
ვახტანგ გომელაური BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით დაიკითხა ვახტანგ გომელაური BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით დაიკითხა
გადახედვა
-
სელფი მობაილი ქსელის სიახლეებს ახალი კამპანიით გვიყვება სელფი მობაილი ქსელის სიახლეებს ახალი კამპანიით გვიყვება

კომენტარები