"დიდის" განაჩენი ცნობილია — რეპერმა სამი ყველაზე მძიმე ბრალდება აიცილა
ფოტო: Getty Images
შონ “დიდი” ქომბსი დამნაშავედ ცნეს ქალების პროსტიტუციისათვის ტრანსპორტირების ორგანიზებაში, თუმცა ბოლო წლების ყველაზე გახმაურებულ საქმეში რეპერმა სამი ყველაზე მძიმე ბრალდების — სექს-ტრეფიკინგის ორი შემთხვევისა და რეკეტის — თავიდან აცილება მოახერხა.
აღნიშნული ბრალდებები მაქსიმუმ 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ვერდიქტი 8-კვირიანი, მძიმე სასამართლო პროცესის შემდეგ გამოცხადდა, რომლის დროსაც 34 მოწმე გამოვიდა ჰიპ-ჰოპ მენეჯერისა და ხმის ჩამწერი სტუდიის, Bad Boy Records-ის დამფუძნებლის წინააღმდეგ. ქომბსს წარდგენილი ჰქონდა ორი სექს-ტრეფიკინგის, ორი პროსტიტუციის ტრანსპორტირების და ერთი რეკეტის ბრალდება.
ქომბსი, რომელიც წარსულში მუსიკისა და მოდის ინდუსტრიის გიგანტად ითვლებოდა, ბრალდებული იყო იმაში, რომ არაერთ აიძულებდა ე.წ. “freak-off”-ებში ("გიჟურ" ღამეებში) მონაწილეობას — მრავალდღიან, ნარკოტიკებით გაჯერებული სექსუალური აქტების მარათონში, რომელშიც კაცი ესკორტებიც მონაწილეობდნენ.
მისმა ყოფილი შეყვარებულმა, კასანდრა "ქესი" ვენტურა, რომელსაც 11-წლიანი ურთიერთობა ჰქონდა ქომბსთან, სასამართლოს ოთხი დღის განმავლობაში აძლევდა ემოციურ ჩვენებას, სადაც განაცხადა, რომ ქომბსი მასზე რეგულარულად ძალადობდა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად. სასამართლო სხდომებზე ნაჩვენები იყო ფოტოები, რომლებიც მის ფიზიკურ დაზიანებებს ასახავდა და ვიდეოკადრები "freak-off"-ებიდან, რომლებიც წლების განმავლობაში იყო გადაღებული.
სხვა ანონიმურმა მოწმემ, რომელსაც საქმის მასალებში "ჯეინი" ეწოდება და რომელიც 2021–2024 წლებში ხვდებოდა ქომბსს, განაცხადა, რომ რეპერი მას აიძულებდა ნარკოტიკების მიღებას და სექს-მარათონებში მონაწილეობას. პროკურორებმა აღნიშნეს, რომ სწორედ ეს იყო ყველაზე ნათელი მაგალითი სექს-ტრეფიკინგისა. მოწმის ჩვენებაში ნათქვამი იყო, რომ ერთ-ერთი შემთხვევის დროს ქომბსმა ჯეინს სცემა, სახლში შეიყვანა, ნარკოტიკები მიაღებინა და მასთან სექსუალური აქტის დასამყარებლად კაცი ესკორტი მიიწვია, შემდეგ კი ირონიულად ჰკითხა: "ეს იძულებაა?"
მოწმე "მია", რომელიც ადრე ქომბსის ასისტენტი იყო, შემდგომში კი მის კომპანიაში აღმასრულებელ პოზიციას იკავებდა, იყო, ჰყვებოდა, რომ ქომბსმა მასზე ფიზიკურად იძალადა და გააუპატიურა. კიდევ სხვა მოწმეებმა აღნიშნეს, რომ ქომბსის დანაშაულებრივი ქმედებები 20 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.
ერთმა სტილისტმა თქვა, რომ ქომბსის მხრიდან ვენტურაზე ძალადობა საკუთარი თვალით ნახა. დიზაინერმა მოყვა, რომ ქომბსმა 17-სართულიანი შენობის აივნის პირას ჰყავდა გადაკიდებული და მას მოკვლით ემუქრებოდა. სასტუმროს დაცვის წევრმა განაცხადა, რომ ქომბსის $100,000-ის რაოდენობის ქეში მისცა, რათა 2016 წელს ვენტურაზე ძალადობის ამსახველი სათვალთვალო კამერის ვიდეო წაეშალა.
რეპერმა Kid Cudi-მ, რომელიც ვენტურას 2011 წელს ხვდებოდა, ქომბსს ბრალი დასდო მის სახლში შეჭრასა და მანქანის დაწვაში.
პროკურატურამ ქომბსი დაახასიათა, როგორც ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელის ლიდერი, რომლის გარშემოც მყოფი პირები — დაცვა და პერსონალი — ხელს უწყობდნენ რეპერს სექს-ტრეფიკინგში, ნარკოტიკების გადაცემაში, ქრთამის მიცემასა და დანაშაულის დაფარვაში.
დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ ქომბსი უბრალოდ "სვინგერების ცხოვრების სტილის" მიმდევარი იყო და რომ "freak-off"-ის ყველა მონაწილე ამაზე თანახმა იყო. რაც შეეხება რეკეტირების ბრალდებას, დაცვის მხარემ უარყო, რომ ქომბსს თანამზრახველი ჰყავდა — მაგალითად, მისი ასისტენტები ვერ ხვდებოდნენ, რომ დანაშაულს სჩადიოდნენ, როცა მისი დავალებით ხალხს ნარკოტიკებს აწვდიდნენ.
მთავარი მტკიცებულება იყო 2016 წლის სათვალთვალო ვიდეო, რომელშიც ქომბსი სასტიკად ურტყამს ვენტურას ლოს-ანჯელესის სასტუმროში — იმ დროს ისინი "freak-off"-ს აწყობდნენ. ვიდეო რამდენჯერმე აჩვენეს ნაფიც მსაჯულებს. დაცვის ადვოკატმა, მარკ აგნიფილომ, განაცხადა, რომ ქომბსის ქცევა ვიდეოში "მიუღებელი" იყო. საბოლოო განცხადებაში მან თქვა, "ოჯახური ძალადობის შემთხვევას ვაღიარებთ, ეს მართლა მოხდა — ამას არ უარვყოფთ."
დაცვის მხარე აღიარებდა, რომ ქომბსი ზოგიერთ ურთიერთობაში ძალადობრივი იყო, თუმცა ამ ძალადობას "freak-off"-ებთან კავშირი არ ჰქონდა.
აგნიფილომ ნაფიც მსაჯულებს სთხოვა, ყველა ბრალდებაზე გაემართლებინათ ქომბსი:
"ის უდანაშაულოა. დააბრუნეთ ოჯახში, რომელიც უკვე კვირებია, მას სასამართლო დარბაზში ელის," — განაცხადა მან.
-
საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
კომენტარები