პროკურატურამ მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა
ფოტო: AFP
საქართველოს პროკურატურამ ივანე მერაბიშვილის განცხადების საფუძველზე დაწყებული გამოძიება შეწყვიტა.
უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით არ დადასტურდა ივანე მერაბიშვილის მიმართ მის მიერ გაცხადებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი და გამოძიება დასრულებულია.
ვანო მერაბიშვილმა 2013 წლის 17 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ 2013 წლის 14 დეკემბერს, შუაღამეს, ის #9 პენიტენციური დაწესებულებიდან გაიყვანეს, და მიიყვანეს სავარაუდოდ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, სადაც მასზე მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელა.
მერაბიშვილის ზემოაღნიშნული განცხადების ირგვლივ, 2013 წლის 20 დეკემბერს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო, რომელიც 2014 წლის 14 იანვარს დასრულდა. სამსახურებრივი შემოწმებით არ დადასტურდა ივანე მერაბიშვილის მიერ გაცხადებული ფაქტი - მისი საკნიდან უკანონო გაყვანასთან დაკავშირებით, რის გამოც აღნიშნულ ფაქტზე არ დაიწყო გამოძიება.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში მერაბიშვილის მიერ დასახელებულ სავარაუდო მარშრუტზე განლაგებული გარე სამეთვალყურეო 18 ვიდეოკამერის ჩანაწერი გაიშიფრა, მათ შორის იმ ვიდეოკამერის ჩანაწერები, რომლებიც მთლიანად ფარავდა #9 პენიტენციური დაწესებულებიდან ერთადერთ ამოსასვლელ სამანქანო გზას ქ.წამებულის გამზირზე და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში შესასვლელ ტერიტორიას, თუმცა ივანე მერაბიშვილის მიერ მითითებულ პერიოდში, მითითებულ მარშრუტზე, მის მიერ დასახელებული მაღალი გამავლობის - ჯიპის ტიპის ავტომანქანა, რომლითაც თითქოსდა განხორციელდა მისი უკანონო გაყვანა დაწესებულებიდან, არ აღმოჩენილა.
პროკურატურა ასევე აცხადებს, რომ ექსპერტიზამ ვიდეოჩანაწერებზე მონტაჟის კვალი ვერ დაადგინა.
გამოძიებამ ვერც სპეციალური აღრიცხვის ჟურნალებში აღმოაჩინა ჩანაწერი, რაც მერაბიშვილის ბრალდებას დაადასტურებს. ყოფილ შს მინისტრის საკნიდან გაყვანას უარყოფენ მოწმეებიც.
მათ შორის არიან საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე დიმიტრი დარბაისელი, #9 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი, ამ უკანასკნელის მოადგილე, რომელთაც ი.მერაბიშვილი თავის განცხადებაში ამხელდა საკნიდან უკანონო გაყვანაში.
მოწმის სახით ასევე გამოიკითხა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი ლალი მოროშკინა, რომლის მიერ გამოთქმულ მოსაზრებასაც ეყრდნობოდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2016 წლის 14 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებაში. თუმცა გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში, ლალი მოროშკინამ განმარტა, რომ ივანე მერაბიშვილის განცხადების შესახებ, სადაც ეს უკანასკნელი მიუთითებს საკნიდან უკანონო გაყვანაზე, მისთვის ცნობილი გახდა მასმედიის საშუალებებიდან. ხოლო რაც შეეხება მის განცხადებას, რომ "ბავშვმაც კი იცის, რომ მერაბიშვილი დარბაისელმა გაიყვანა ციხიდან", მოწმის განმარტებით არ შეესაბამება სიმართლეს და მისი ეს განცხადება იყო ჟურნალისტის ინტერპრეტაცია.
პროკურატურა აცხადებს, რომ ერთადერთი მოწმე, რომელიც მიუთითებდა ივანე მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტობრივ გარემოებებზე, არის თავად ივანე მერაბიშვილი, ეს უკანასკნელი, 2014 წლის 3 იანვარს მიცემულ ახსნა-განმარტებაში ცალსახად მიუთითებს, რომ საკნიდან გაიყვანა დაწესებულების დირექტორმა, რომელიც მის საკანში შევიდა მარტო, გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში კი აღნიშნა, რომ მასთან საკანში შევიდა დაწესებულების დირექტორი, რომელსაც თან ახლდა პიროვნება სახელად დიტო. ასევე, ახსნა-განმარტების მიცემისას, ივანე მერაბიშვილი განმარტავდა, რომ მას შეეძლო იმ 2 პირის ამოცნობა, რომლებმაც მისივე განცხადებით, ჩასვეს მანქანაში და მიიყვანეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში
პროკურატურა აცხადებს, ტომ ამდენად, საქმეზე ჩატარებული "ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებით", არ დადასტურდა და გამოირიცხა ივანე მერაბიშვილის 2013 წლის 14 დეკემბერს #9 პენიტენციური დაწესებულებიდან უკანონო გაყვანის ფაქტი, რის გამოც საქართველოს პროკურატურამ საქმეზე გამოძიება დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო შეწყვიტა.
გადაწყვეტილების შესახებ მერაბიშვილსა და დასახელებულ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე მის ადვოკატებს უკვე ეცნობათ.
-
ირაკლი კირცხალია: "პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა" ირაკლი კირცხალია: "პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა"
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
-
ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
-
ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება 27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება
გადახედვა
კომენტარები