რა წერია ლევან ყიფიანის გამოკითხვის ოქმში
ფოტო: საქართველოს მთავრობა
ომეგა ჯგუფის საქმეზე თბილისის პროკურატურა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მოტივით, ლევან ყიფიანის გამოკითხვის ოქმს ასაჯაროვებს. ამავე საქმეზე მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ყიფიანი 9 ოქტომბერს გამოიკითხა.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ოქმის მიხედვით, ლევან ყიფიანი ომეგას საქმის მისეულ ვერსიას ჰყვება, რომ მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ ომეგა ჯგუფში გადავიდა. ყიფიანის თქმით, იქ მის უშუალო მოვალეობას წარმოადგენდა სახელისუფლებო ორგანოებთან კლიენტის ბიზნეს საქმიანობაში მხარდაჭერა.
ოქმის მიხედვით, ლევან ყიფიანი იხსენებს ბიძინა ივანიშვილთან და იმდროინდელ ბიზნესომბუდსმენთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრის დეტალებს. ყიფიანი ამბობს, რომ შეხვედრა მისივე ორგანიზებით ჩატარდა. ის ასევე იხსენებს, რომ ომეგა ჯგუფის მფლობელი ზაზა ოქუაშვილი ორჯერ შეახვედრა ბიძინა ივანიშვილს, საუბარი კი ბიზნესის განვითარებას შეეხებოდა:
"გამომდინარე იქედან, რომ ყველასთვის ცნობილია ბატონი ბიძინას დამოკიდებულება ქვეყნის განვითარების და ქვეყანაში ქართული წარმოების მიმართ, ზაზა ოქუაშვილი სწორედ ამ მიზნით იყო ბატონ ბიძინასთან მისული. მან გააცნო საკუთარი ხედვა ქართული თამბაქოს წარმოების განვითარების შესახებ. იდეა შეეხებოდა ქართული თამბაქოს გაშენებას და ზოგადად ამ დარგის აღორძინებას, რაც საკმაოდ დიდ ინვესტიციას მოითხოვდა, რაზეც ბატონმა ბიძინამ აღუთქვა დახმარება. განუმარტა რომ ზაზა ოქუაშვილს შეედგინა საკუთარი გეგმა და ხედვა გაეწერა... თუ სწორად მახსოვს საუბარი იყო რაღაც კრედიტთან დაკავშირებით".
როგორც ოქმში ვკითხულობთ, ლევან ყიფიანი ჰყვება, რომ მას შემდეგ რაც მან ომეგა ჯგუფი დატოვა, მთავრობის შეცვლის შემდეგ ზაზა ოქუაშვილი უკავშირდებოდა და სთხოვდა სახელმწიფო ორგანოების წინაშე შუამდგომლობას:
"ივლისის თვეში მე მოვახერხე ახალ ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის ორგანიზება, რომელიც კონფლიქტით დასრულდა და ჩაიშალა, რადგან მინისტრ მაჭავარიანს ხისტი მიდგონმა ჰქონდა... ოქუაშვილი ითხოვდა [გადასახადის] ხანგრძლივ განწილვადებას, თუ სწორად მახსოვს, თვეში ასი ათასის გადახდას. შეხვედრა ჩაიშალა და ოქუაშვილმა მითხრა, რომ ჩემ მიმართ არსებულ მსხვილ სახელფასო დავალიანებას ვერ გამისტუმრებდა... მან შემომთავაზა, თუ მსურდა სახელფასო დავალიანების დაფარვა და უფრო მეტიც, საერთო ბიზნესის სანაცვლოდ მთავაზობდა მისი სიგარეტის ბიზნესის წილში უსასყიდლოდ შესვლას".
გამოკითხის ოქმში წერია, რომ ყიფიანის ვერსიით, ის უნდა დახმარებოდა ზაზა ოქუაშვილს აუდიოჩანაწერების ფაბრიკაციაში:
"სქემა ასეთი იყო: ის მოამზადებდა გარკვეულ ტექსტს ცემი და მისი დიალოგების სახით, სადაც გამოიკვეთებოდა ხელისუფლების წარმომადგენელთა კორუფციული ინტერესები ომეგას ბიზნესის მიმართ. ჩვენ ამ წინასწარ გაწერილი სცენარით ვისაუბრებდით და ამ საუბრებს იგი ღიად ჩაიწერდა, მაგრამ გამოიყენებდა როგორც ფარულ ჩანაწერს".
ყიფიანის ვერსიით, ჩანაწერები ოქუაშვილს უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობისას უნდა გამოეყენებიდა:
"ჩანაწერების ნაწილი, რაც მედიით გავრცელდა და რაც ჩვენ, მე და ოქუაშვილმა წინასწარი შეთანხმებით და რეპეტიციების გავლით ჩავწერეთ, მაინც სერიოზულად გადამონტაჟებულია".
ოქმის მიხედვით, ლევან ყიფიანი მისი და ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის კონფლიქტს, სარდაფთან დაკავშირებით, "თრილერს" და "სრულ სისულელეს" უწოდებს. ყიფიანი ირწმუნება, რომ ფარცხალაძესთან ნორმალური ურთიერთობა აქვს.
ლევან ყიფიანის ჩვენება სრულად იხილეთ აქ:
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო? ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო?
გადახედვა
-
სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა
გადახედვა
-
მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, ჯორჯ და ამალ კლუნებს მიმართოს, რომ ოფიციალური ლონდონის სანქციებისგან დაიცვან მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, ჯორჯ და ამალ კლუნებს მიმართოს, რომ ოფიციალური ლონდონის სანქციებისგან დაიცვან
გადახედვა
-
იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ
გადახედვა
-
ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს
გადახედვა
-
10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო 10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო
გადახედვა
-
მასწავლებლის ეროვნული პრემია — რამდენს დახარჯავს განათლების სამინისტრო მასწავლებლის დღის ღონისძიებისთვის? მასწავლებლის ეროვნული პრემია — რამდენს დახარჯავს განათლების სამინისტრო მასწავლებლის დღის ღონისძიებისთვის?
გადახედვა
-
როგორ უკავშირდება შენი პროდუქტიულობა და განწყობა წყლის ბალანსს როგორ უკავშირდება შენი პროდუქტიულობა და განწყობა წყლის ბალანსს
-
დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს
-
დრონების თავდასხმამ რუსეთში Yandex-ის მონაცემთა ცენტრი დააზიანა დრონების თავდასხმამ რუსეთში Yandex-ის მონაცემთა ცენტრი დააზიანა
გადახედვა
-
POG: სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ხელშეწყობისა და თაღლითობისთვის ერთი პირი დამნაშავედ ცნეს POG: სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ხელშეწყობისა და თაღლითობისთვის ერთი პირი დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
"ლელო" რუსთავის სკოლებში I-IV კლასელებისთვის უფასო კვების პროგრამის ამოქმედებას ითხოვს "ლელო" რუსთავის სკოლებში I-IV კლასელებისთვის უფასო კვების პროგრამის ამოქმედებას ითხოვს
გადახედვა
-
რუსი პროპაგანდისტი და "რიბარის" დამფუძნებელი მიხაილ ზვინჩუკი მონტენეგროში დააკავეს რუსი პროპაგანდისტი და "რიბარის" დამფუძნებელი მიხაილ ზვინჩუკი მონტენეგროში დააკავეს
გადახედვა
-
გუდაურში სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება — რა სიახლეები დახვდება დამსვენებელს? გუდაურში სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება — რა სიახლეები დახვდება დამსვენებელს?
გადახედვა
-
სააქციო საზოგადოება ნეო ქართული ბანკის განცხადება სააქციო საზოგადოება ნეო ქართული ბანკის განცხადება
-
რაზე საუბრობს ნანა ყეინიშვილი ფარულ ჩანაწერში, რომელიც "ტვ იმედმა" გაავრცელა? რაზე საუბრობს ნანა ყეინიშვილი ფარულ ჩანაწერში, რომელიც "ტვ იმედმა" გაავრცელა?
გადახედვა
-
აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით
-
სალომე ზურაბიშვილს უნდა ჰკითხოთ, როგორ შეარჩია ნანა ყეინიშვილი — შალვა პაპუაშვილი დაწყებულ გამოძიებაზე სალომე ზურაბიშვილს უნდა ჰკითხოთ, როგორ შეარჩია ნანა ყეინიშვილი — შალვა პაპუაშვილი დაწყებულ გამოძიებაზე
გადახედვა
-
12 ოქტომბერს, EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე საქართველოს საკითხის განხილვაც იგეგმება 12 ოქტომბერს, EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე საქართველოს საკითხის განხილვაც იგეგმება
გადახედვა
კომენტარები