2017 წელს მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ამბები
ისრაელის საკითხი
აშშ-მა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი აღიარა. ამ გადაწყვეტილებას, მუსლიმურ სამყაროსთან ერთად, უარყოფითად გამოეხმაურნენ ამერიკის ევროპელი პარტნიორებიც. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება 128 ხმით 9-ის წინააღმდეგ დაგმო. ხოლო, 35-მა სახელმწიფომ, როგორიცაა კანადა, მექსიკა და ავსტრალია კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. თავი შეიკავა საქართველომაც.
კატალონიის კრიზისი
ესპანეთის ავტონომიურმა გაერთიანებამ, კატალონიამ, არაკონსტიტუციური არჩევნების შემდეგ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ესპანეთის ხელისუფლებამ კატალონიის ავტონომია გააუქმა და რეგიონში პირდაპირი მმართველობის წესი შემოიღო. ამასთანავე, ადგილობრივი მთავრობის წევრების წინააღმდეგ კი სისხლის სამართლის დევნა დაიწყო და დაინიშნა ვადამდელი არჩევნები. არჩევნების შედეგებით, პარლამენტში უმრავლესობით სეპარატისტულად განწყობილი პარტიები შევლენ. უფრო მეტი გაიგეთ აქ.
აშშ-ს აკრძალვა მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებისთვის
დონალდ ტრამპმა იანვარში ხელი მოაწერა ბრძანებებს, რაც ითვალისწინებდა მიგრანტების სავიზო პროგრამის 90 დღით შეჩერებას, 7 მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებისთვის ამერიკაში შესვლის აკრძალვას და 120 დღით ყველა მიგრანტის, ხოლო განუსაზღვრელი ვადით სირიელების მიღების შეჩერებას. თუმცა, სხვადასხვა ფედერალურმა სასამართლომ ბრძანებები დაბლოკა. იგივე ბრძანება, შერბილებური ფორმით, ტრამპმა მარტში გამოსცა.
მსგავსი შინაარსიის აკრძალვას პრეზიდენტმა სექტემბერში მოაწერა ხელი და ის ჰავაის ფედერალურმა სასამართლომაც დაბლოკა. წინა ორი ბრძანებისგან განსხვავებით, ახალი აკრძალვა განუსაზღვრელი ვადითაა გამოცემული.
არჩევნები ევროპაში
მაისში საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პარტია En Marche-ის (წინ) ლიდერმა, 40 წლის ემანუელ მაკრონმა ნაციონალური ფრონტის ლიდერი მარი ლე პენი დაამარცხა. ერთ თვეში კი, საპარლამენტო არჩევნებში მისმა პარტიამ 577-დან 300 მანდატი მიიღო. გერმანიის არჩევნების შედეგად ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერი კიდევ ოთხი წლით იქნება. პარტიის დაარსების დღიდან, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისთვის ეს შედეგები (32,9 პროცენტის) ყველაზე ცუდი აღმოჩნდა. ოქტომბერში, ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში ანტი-ისლამურმა პოპულისტებმა გაიმარჯვეს. ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატიულმა სახალხო პარტიამ გაიმარჯვა, რომლის ლიდერიც 31 წლის სებასტიან კურცია. მან პარტიის პოლიტიკური ხედვა მკვეთრად მემარჯვენე გახადა.
ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღი
3 სექტემბერს ფხენიანმა წყალბადის ბომბი გამოსცადა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, გამოცდამ წარმატებით ჩაიარა. 2006 წლის შემდეგ, ეს იყო ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღის რიგით მეექვსე გამოცდა. გაერომ, ბირთვული იარაღის გამოცდის გამო, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა. ჩრდილოეთ კორეის კრიზის შესახებ გაიგეთ მეტი.
კენედის მკვლელობის დოკუმენტების გასაჯაროება
აშშ-ის მთავრობამ ჯონ კენედის მკვლელობისა და გამოძიების 2800-ზე მეტი საიდუმლო დოკუმენტი გაასაჯაროვა. ამავე დროს, ფედერალური საგამოძიებო ბიუროსა და ცენტრალური დაზვერვის სამსახურის თხოვნით, დოკუმენტების ნაწილის გამოქვეყნება გადაიდო. მათი თქმით, ფაილების ხელმისაწვდომობამ, შეიძლება, ქვეყნის დაზვერვასა და თავდაცვას საფრთხე შეუქმნას.
სი ძინ პინის იდეოლოგიის ჩინეთის კონსტიტუციაში გაწერა
ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ მხარი დაუჭირა პრეზიდენტ სი ძინპინის იდეოლოგიის კონსტიტუციაში ჩაწერას, რითაც, ფაქტობრივად, პარტიის დამფუძნებელ მაო ძედუნთან გაათანაბრა. სი ძინპინის იდეებს სკოლისა და უნივერსიტეტის მოსწავლეები, სახელმწიფო საწარმოების თანამშრომლები და კომუნისტური პარტიის 90 მილიონი წევრი ისწავლის.
ერაყის ქურთისტანის რეფერენდუმი
ერაყის ავტონომიის ქურთისტანის ხელისუფლებამ სექტემბერში რეგიონში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი ჩაატარა. ერაყის მხრიდან არაღიარებული რეფერენდუმით, მოსახლეობის უმრავლესობამ გამოყოფასა და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას დაუჭირა მხარი. ერაყის პარლამენტის გადაწყვეტილებით, სამშვიდობო ან სამხედრო გზით ქურთების მიერ დაკავებული ტერიტორიები უნდა გათავისუფლდეს. ამ დროისთვის ქურთისტანის დამოუკიდებლობა არც ერთ ქვეყანას არ უღიარებია.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში
მას შემდეგ, რაც ივლისში ექს-პრეზიდენტსა და ოდესის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს, მხარდამჭერებმა პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე პოლიციის კორდონი გაარღვიეს და სააკაშვილი ქვეყანაში შეიყვანეს. ამის შემდეგ, ახალი ძალების მოძრაობის ლიდერი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებს მართავდა.
მიხეილ სააკაშვილი კიევში პირველად 5 დეკემბერს დააკავეს, თუმცა მომხრეებმა ის სპეცრაზმელების ავტომობილიდან დაიხსნეს. უკრაინის პროკურატურა მას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ხელშეწყობაში სდებს ბრალს. სააკაშვილი მეორედ 9 დეკემბერსაც დააკავეს, თუმცა სასამართლომ პროკურატურის შინაპატიმრობის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ის დარბაზიდან გაათავისუფლა.
როჰინჯების დევნა მიანმარში
ბოლო ერთი წელია მიანმარში, შტატ რაკჰაინში, მუსლიმი როჰინჯემი ადგილობრივი პოლიციისა და სამხედრო ძალების მიერ იდევნებიან. დევნის მიზეზი სასაზღვრო პუნქტებზე უცნობი პირების თავდასხმაა. მიანმარის მთავრობას სასამართლოს გადაწყვეტლების გარეშე სიკვდილის დასჯა, ჯგუფური გაუპატიურება, ბავშვთა მკვლელობა და ადამიანი სხვა უფლებების დარღვევა ედება ბრალად.
მიანმარის მთავრობის ფაქტობრივი ხელმძღვანელი და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეტაი, აუნ სან სუ ჩი განსაკუთრებული კრიტიკის სამიზნე გახდა თავისი დუმილისა და უმოქმედობის გამო.
ტერორისტული თავდასხმები
მსოფლიოში ტერორისტული თავდასხმების სერია თურქეთიდან დაიწყო: პირველ იანვარს სტამბოლის ღამის კლუბში პირმა ცეცხილ გახსნა, დაიღუპა 39 ადამიანი. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფო აიღო. ამას მოჰყვა ტერორისტული თავდსხმები ლონდონში, სანქტ-პეტერბურგში, სტოკჰოლმში, მანჩესტერში, ქაბულში, ბარსელონაში, კამბრელიში, ნიუ-იორკში, სინაის ნახევარკუნძულზე. თავდასხმების უმეტესობაზე პასუხიმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ და თალიბანმა აიღეს.
ისლამური სახელმწიფოს დასუსტება
წელს ისლამურმა სახელმწიფომ დედაქალაქი რაქა დაკარგა, რითაც მათი პოზიციები მკვეთრად შესუსტდა. ერაყმა გამოაცხადა, რომ მათ შეწყვიტეს ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლა, რადგან ისინი სრულად განდევნეს ქვეყნის ტერიტორიიდან. რაც შეეხება სირიას, ტერორისტულ დაჯგუფებას ქვეყნის ტერიტორიის ძალიან მცირე ნაწილი უჭირავს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სირიაში "ტერორიზმი დაამარცხეს" და ქვეყნიდან ჯარების ნაწილი გაიყვანა.
ბიტკოინი
ელექტრონულმა ვალუტა ბიტკოინმა ისტორიულად მაქსიმალურ ნიშნულს რამდენჯერმა მიაღწია, თუმცა ყველაზე დასამახსოვრებელი 17 დეკემბრის მონაცემები იყო, როდესაც ერთი ბიტკოინი $19 ათასზე მეტი ღირდა. მანამდე, ჩიკაგოში არსებული Cboe Global Markets გახდა პირველი საფონდო ბირჟა, რომელმაც ბიტკოინების ფიუჩერსებს გაყიდვა დაიწყო. საქართველო ბიტკოინის მომპოვებელი ე.წ. მაინერების რაოდენობით, მსოფლიო სამეულშია.
ჰოლივუდი სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ - #MeToo
ჰოლივუდელი კინოპროდიუსერის, ჰარვი ვაინშტაინის სექსუალური სკანდალის შემდეგ, ბევრმა ქალმა და კაცმა დაიწყო საუბარი მათ მიმართ ჩადენილი სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის შესახებ. ბრალდებულებს შორის მოხვდნენ: კევინ სპეისი, დასტინ ჰოფმანი, ჯეიმს ტობეკი და ა.შ. სოციალურ ქსელში აქტიურად გამოიყენებოდა ჰეშტეგი #MeToo. Time-მა კი, 2017 წლის ადამიანად ისინი დაასახელა, ვინც სიჩუმე დაარღვიეს. ბევრი ამას სექსუალურ რევოლუციასა და ჰარვის ვაინშტაინის ფაქტორს უწოდებს.
მზის დაბნელება
21 აგვისტოს, ჩრდილოეთ ამერიკის მოსახლეობამ მზის სრული დაბნელება ნახა. სამწუხაროდ, საქართველოში ამ დროს საღამოს რვა საათი იყო და არც ერთი ტიპის მზის დაბნელება არ გამოჩნდებოდა. საქართველოში ამ სანახაობის მომსწრენი 2060 წელს ვიქნებით.
ქალების მარში
აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან მეორე დღეს, 9 იანვარს, ვაშინგტონსა და სხვა ქალაქებში ქალების მარში გაიმართა. მასში, დაახლოებით, 2 მილიონი ადამიანი მონაწილდეობდა. აქციის მიზანი ქალების, ლგბტ და სხვა უმცირესობების უფლებების დაცვა იყო. ქალების მარშს საფუძვლად დაედო დონალდ ტრამპის განცხადებები, რომლებიც ხშირად ქალთმოძულეობად და შეურაცხმყოფელად ფასდებოდა.
სამოთხის დოკუმენტები
სამოთხის დოკუმენტები გაზეთ Süddeutsche Zeitung-ის ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში გამოქვეყნებული დოკუმენტებია, რომელიც ოფშორულ ზონებში კომპანიების საქმიანობას ეხება. ჟურნალისტებმა ოფშორული იმპერიების შესახებ ინფორმაციის შემცველი 13,4 მილიონი დოკუმენტი მოიპოვეს. გამოძიებაში 67 ქვეყნის 400-მდე ჟურნალისტი მონაწილეობდა.
კომენტარები