სექსუალური შევიწროება კინოინდუსტრიაში - ჰოლივუდი ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ
ჰარვი ვაინშტაინი - რას გეუბნებათ ეს სახელი და გვარი? დარწმუნებული ვარ ბევრს არაფერს, მაგრამ გეტყვით, რომ საქმე ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ტიტულოვან პროდიუსერს უკავშირდება, რომელმაც საკუთარი კარიერა სამარცხვინოდ დაასრულა - მას მსახიობები სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებენ.
ცოტა რამ ვაინშტაინზე
ჰარვი ვაინშტაინი
ფოტო: Getty Images
ჰარვი ვაინშტაინს ჰოლივუდის კულისებში ხშირად ნათლიას ეძახდნენ. წლების წინ მას ეს სახელი ნამდვილად უხდებოდა, რადგან გვინდა არ გვინდა, უნდა ვაღიაროთ, რომ მის ანგარიშზე ბევრი წარმატებული ფილმია, ასევე ფლობს ოსკარს და სხვა პრესტიჟულ ჯილდოებს. მისი გავლენები კიდევ უფრო გაიზარდა, როდესაც მან კოლეგებთან ერთად Miramax Films დააფუძნა, წლების შემდეგ კი არც მეტი, არც ნაკლები თავის ძმასთან ერთად თანამედროვე კინობაზრის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია The Weinstein Company დააარსა. სწორედ ამ უკანასკნელს ეკუთვნის ისეთი ფილმები, როგორებიც არის:
- Django Unchained
- Vicky Cristina Barcelona
- Inglourious Basterds
- A Single Man
- The King's Speech
- The Artist
- The Iron Lady
- Silver Linings Playbook
- Philomena
- August: Osage County
- Big Eyes
- Lion
როგორც ხედავთ, ჩამოთვლილი ფილმების უმეტესობა, არამხოლოდ ფინანსურად აღმოჩნდა მომგებიანი, მათ ასევე წარმატებული საფესტივალო ცხოვრება ჰქონდათ. ბევრი მათგანი ოსკარის ფავორიტებშიც კი ჩაიწერა. რა თქმა უნდა, ეს არ არის სრული ჩამონათვალი იმ ფილმებისა, რომელიც ძმები ვაინშტეინების კომპანიამ გადაიღო. მარტივად რომ ვთქვათ, ჰარვი ამერიკული კინოინდუსტრიის კულისებში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია, რომელსაც შეუძლია ამერიკის კინოაკადემიაზე მოახდინოს გავლენა და მთელი კინოსამყარო დაარწმუნოს იმაში, რომ შავი არის თეთრი. თუმცა ამ ურთიერთობას გაგრძელება აღარ უწერია.
ჰოლივუდი ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ - რა მოხდა?
2017 წლის 5 ოქტომბერს The New York Times-მა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც რამდენიმე ქალის ინტერვიუ მოხვდა, რომლებიც ჰარვის სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებდნენ. ამ ქალ მსახიობთა შორის იყო ეშლი ჯადიც.
ნიუ-იორკ თაიმსის სტატიაში ვკითხულობთ, რომ გავლენიანი პროდიუსერი ქალ მსახიობებს კარიერაში წინსვლას პირდებოდა, თუმცა სანაცვლოდ მათგან სექსუალურ კავშირს ითხოვდა.
ეშლი ჯადი იხსენებს, რომ ვაინშტაინმა მას კონტრაქტის პირობებზე საუბარი სააბაზანოში შესთავაზა და მასთან ერთად შხაპის მიღება სთხოვა. ეშლი ჯადის გარდა, ჰარვის სექსუალური შევიწროვების ბრალდებით მისი ყოფილი ასისტენტებიც ადანაშაულებენ. ოთხი ქალი, რომელიც დროის სხვადასხვა მონაკვეთში მუშაობდა პროდიუსერთან - 1990, 1997, 1998 და 2015 წლებში, იხსენებს, რომ ჰარვი მათთან საუბრის დროს ხშირად მასტურბირებდა.
როგორც აღმოჩნდა, ზუსტად ამავე პერიოდში ჰარვიმ სხვა ქალებზეც იძალადა, მათ შორის არიან იტალიელი მოდელი და ახალგაზრდა ბრიტანელი მსახიობი, რომლებსაც ჰარვი წარმატებულ კინოკარიერას დაჰპირდა.
ჰარვის ერთ-ერთი მსხვერპლი, ლაურენ ოკონორი ყვება:
"მე 28 წლის ქალი ვარ რომელიც ცდილობს მოიწყოს ცხოვრება და კარიერა. ჰარვი ვაინშტეინი 64 წლის, მსოფლიოში ცნობილი კაცია, რომელსაც აქვს საკუთარი კომპანია და დიდი გავლენა. მას 10 ქულა აქვს, მე კი - 0. მის წინააღმდეგ ვერაფერს გავხდებოდი."
აღსანიშნავია, რომ ამ ბრალდებების შემდეგ The Weinstein Company-ს ბორდმა ჰარვი სამსახურიდან გაათავისუფლა. კინოკომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ დირექტორთა საბჭომ, რომლის შემადგენლობაშიც არიან ჰარვი ვაინშტაინის ძმა, კომპანიის თანადამაარსებელი ბობ ვაინშტაინი, ლანს მაეროვი, რიჩარდ კონიგსბერგი და ტარაკ ბენ ამარი, აღიარებულ პროდიუსერს გახმაურებული სკანდალური ბრალდებების გამო სამსახურეობრივი მოვალეობა შეუჩერა.
სკანდალს გამოეხმაურა ჰარვის ყოფილი პარტნიორი, Miramax-ის პრეზიდენტი, მარკ გილი და თქვა, რომ წითელი ხალიჩის მიღმა დიდი უწესრიგობაა.
"გარედან ყველაფერი ოქროსფერია - ოსკარი, ოქროს გლობუსი, ხალიჩა, კამერები, კარგად ჟღერს არა? მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი ერთი დიდი უწესრიგობაა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დალაგდეს", - ამბობს გილი.
ნიუ-იორკ ტაიმსი, ამ საქმის ძიებისამ სხვა ქვეყნებამდეც მიიყვანა. როგორც გაირკვა, პროდიუსერი ქალების შევიწროვებას არც საქმიანი შეხვედრებისა თუ კინოფესტივალების დროს ერიდებოდა. ამის მაგალითად კანის და სანდენსის ფესტივალები მოჰყვავთ, სადაც ჰარვის ყოველთვის სასტუმროს ლუქსები ჰქონდა დაჯავშნილი და ხშირ შემთხვევაში, სწორედ აქ მიჰყავდა მისი მორიგი მსხვერპლი.
ამავდროულად ირკვევა, რომ ვაინშტეინი ძირითად შემთხვევაში იმ ქალებს, რომლებსაც სექსუალურად ავიწროებდა, ბევერლი-ჰილზში, The Peninsula Beverly Hills Hotel-ში, საკუთარ აპარტამენტში იბარებდა.
The Peninsula Beverly Hills Hotel
იცოდნენ თუ არა ჰოლივუდში ეს ამბავი?
სამგზის ოსკარის მფლობელი მერილ სტრიპი ჰოლივუდის პროდიუსერის ჰარვი ვაინშტაინის შესახებ გავრცელებულ ცნობებს სექსუალური შევიწროების შესახებ ეხმაურება. სტრიპის თქმით, ვაინშტაინის ქცევები სამარცხვინო და უპატიებელია და ძალაუფლების ფლობითაა განპირობებული.
ქალებს, რომლებიც ვაინშტაინის წინააღმდეგ გამოვიდნენ და საკუთარი გამოცდილებები საზოგადოებას მოუყვნენ, მერილ სტრიპი გმირებს უწოდებს.
როგორც სტრიპის პუბლიცისტმა, ლესლი დართმა HuffPost-ს ექსკლუზიურად განუცხადა, მერილმა ვაინშტაინის ქმედებების შესახებ არაფერი იცოდა. მსახიობმა ჰოლივუდის პროდიუსერთან ორ ფილმზე August: Osage County და The Iron Lady იმუშავა.
მერილ სტრიპის განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთი ხმაც კი, რომელიც კარგი ცვლილებებისთვის არის მიმართული ძალიან მნიშვნელოვანია. ლეგენდარული მსახიობი ამბობს იმასაც, რომ დროა ჰოლივუდმა და მედიამ თამაშის წესები შეცვალოს.
სტრიპის მსგავსად, ვაინშტეინის სკანდალურ საქმეს გამოეხმაურნენ ქეით უინსლეტი, ჯესიკა ჩესტეინი, გლენ ქლოუზი და ჯენიფერ ლოურენსი, რომლებიც ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია მსგავსი თემების გახმაურება და მათზე ხმამაღლა საუბარი.
"მედია წერს, რომ ეს ამბავი ყოველთვის ცნობილი იყო, მაგრამ არა, ღმერთო, ეს რომ ვინმეს სცოდნოდა, ეს რომ გახმაურებული ყოფილიყო ვინ იქნებოდა ჩუმად? იქნებ მედიამ იცოდა? მაშინ რატომ არასდროს უთქვამთ, რატომ არ ამიღეს ხმა და რატომ არ გაგვაგებინეს? მიხარია, რომ ამ თემაზე ვიღაცამ დაიყვირა, გამოგვაფხიზლა და სახეში კიდევ ერთხელ შემოგვარტყა.", - ამბობს გლენ ქლოუზი.
ვაინშტაინის საქმის დეტალებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს ჯორჯ კლუნიმ და ჯენიფერ ლოურენსმაც. ორივე მათგანი ამბობს, რომ ამ ამბავმა ისინი შოკირებული დატოვა.
"90-იანი წლებიდან მოყოლებული მესმოდა ეს ისტორია, მაგრამ ვინ იყო პირველწყარო არავინ იცოდა, ხმამაღლა ამ თემაზე განცხადება არ გაკეთებულა და დროთა განმავლობაში ჭორებიც ჩაცხრა. ძალიან კარგია, რომ მართალია ბევრი წლის შემდეგ, მაგრამ ვიღაცამ ამ თემაზე საჯაროდ საუბარი გადაწყვიტა. ეს მხოლოდ ჰოლივუდს არ ეხება, როდესაც ადამიანი საკუთარ ძალაუფლებას ასე ცუდად იყენებს, ამაზე ხმამაღლა უნდა ისაუბრო", - ამბობს კლუნი.
"იმედი მაქვს, რომ ეს იქნება დასაწყისი მსგავსი საშინელებების დასრულებისკენ მიმავალ გზაზე", - ასე გამოეხმაურა მსახიობი მარკ რუფალო სკანდალურ თემას.
"ჩემი დიდი პატივისცემა ეშლი ჯადს, რომელმაც გაბედა და ამ თემაზე ხმამაღლა ისაუბრა. ბრავო!" - თქვა სიუზან სარანდონმა.
ჰარვი ვაინშტაინის პოლიტიკური კავშირები
ვაინშტაინი უკვე წლებია, რაც ამერიკის დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერი და შემომწირველია. ის აქტიურად მონაწილეობდა ჯერ კიდევ 2008 წელს ბარაკ ობამას საარჩევნო კამპანიაში, 2012 წელს კი მან ობამას პატივსაცემად საკუთარ სახლში საქველმოქმედო ვახშამიც გამართა. 2017 წელს კი აქტიურად უჭერდა მხარს ჰილარი კლინტონს და მის საარჩევნო ფონდში $20 ათასი გადარიცხა.
კომიკურია ისიც, რომ ის საკუთარ თავს ფემინისტს უწოდებდა და მინესოტაში ქალთა მხარდამჭერი ფონდიც კი დააარსა, ამავდროულად თითქმის ყველა გავლენიან ფემინისტურ ორგანიზაციას ურიცხავდა თანხას სხვადასხვა კამპანიების საწარმოებლად.
ჰარვი ვაინშტაინი ქალების მარშზე
როდესაც ვაინშტაინი ქალთა უფლებების დასაცავად იბრძოდა, ის აშშ-ს ყოფილ პირველ ლედის, მიშელ ობამას მხარდამჭერიც იყო, უფრო მეტიც, სექსუალური შევიწროვებისთვის ბრალდებულმა პროდიუსერმა ობამებს მათი უფროსი შვილის, მალიას, დასაქმებაც შესთავაზა და მას საკუთარ კომპანიაში სტაჟირებაზე ეპატიჟებოდა.
რას ამბობს თვითონ ჰარვი ვაინშტაინი?
ცნობილმა პროდიუსერმა თავის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, მან ყველა იმ ქალს, რომლსაც მისი მხრიდან სექსუალური შევიწროვება უგრძვნია ბოდიში მოუხადა.
"მე 60-70 წლებიდან მოვდივარ, მაშინ სულ სხვა წესები მოქმედებდა ამ სფეროში, მაშინ ეს ერთგვარი კულტურა იყო. ჩემს შეცდომებზე ვისწავლე, გავაანალიზე, რომ უკეთესი ადამიანი უნდა გავხდე და ამაში ის ხალხი უნდა დამეხმაროს, რომელთან ერთადაც მიწევს მუშაობა. ვწუხვარ და დიდ ბოდიშს ვუხდი ყველას ვისას ასეთი ტკივილი მივაყენე. მე ვცდილობ, ვცდილობ რომ უკეთესი გავხდე, თუმცა ვიცი, რომ დიდი გზა მაქვს გასავლელი", - ამბობს ჰარვი ვაინშტაინი.
კინოინდუსტრიის ამ გახმაურებულ სკანდალს ჰოლივუდის ვარსკვლავები ნელ-ნელა ეხმაურებიან, ისინი საკუთარ მოვალეობად თვლიან პოზიციის დაფიქსირებას.
ამ ამბავმა განსაკუთრებით იმ მსახიობების აღშფოთება გამოიწვია, რომლებიც მთელი ცხოვრება ქალთა უფლებების დაცვას მიუძღვნეს, მათთვის შოკისმომგვრელი იყო ფაქტი, რომ ფემინისტის ნიღაბს ამოფარებული იყო "დიდი ღორი", როგორც მას ემა ტომფსონმა უწოდა.
ახალი ამბავი ნამდვილად არ არის ის, რომ ჰოლივუდში სექსიზმი ჯერ კიდევ არსებობს.
მერლინ მონროდან დაწყებული, მერილ სტრიპით დამთავრებული, ჰოლივუდს საკუთარი საკულტო მსახიობი ქალები ჰყავს. ინდუსტრია გასცემს ჯილდოებსა და წამახალისებელ თაყვანისცემას, მაგრამ როგორც ჩანს წითელი ხალიჩის მიღმა მართლაც დიდი არეულობაა, რომელიც უნდა დალაგდეს, ამ საქმეში კი თითოეულმა მათგანმა, თითოეულმა ვარსკვლავმა საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს.
მსახიობები, რომლებიც ხმამაღლა საუბრობენ ამ თემაზე, იმედს აძლევენ სხვა ქალებსაც, რომლებიც ყოველდღიურად იბრძვიან საკუთარი თავის გადასარჩენად.
ჰოლივუდმა თამაშის წესებს უნდა გადახედოს, რადგან ქალი მსახიობები ასე გაგრძელებას აღარ აპირებენ.
-
NASA-ს სატელიტური გამოსახულების თანახმად, მეხიკო ძალიან სწრაფად იძირება NASA-ს სატელიტური გამოსახულების თანახმად, მეხიკო ძალიან სწრაფად იძირება
გადახედვა
-
რა ვიცით ჰანტავირუსზე, რომლითაც საკრუიზო გემზე სამი ადამიანი დაიღუპა რა ვიცით ჰანტავირუსზე, რომლითაც საკრუიზო გემზე სამი ადამიანი დაიღუპა
გადახედვა
-
რატომ გადაშენდნენ ნეანდერტალელები — მეცნიერებმა ნაკლებად ცნობილი ფაქტორი დაასახელეს რატომ გადაშენდნენ ნეანდერტალელები — მეცნიერებმა ნაკლებად ცნობილი ფაქტორი დაასახელეს
გადახედვა
-
მეუფე ზენონი: მეუფე შიო საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის პატრიარქად მეუფე ზენონი: მეუფე შიო საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის პატრიარქად
გადახედვა
-
თეგეტამ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა თეგეტამ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
-
სომხეთმა და საფრანგეთმა სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი სომხეთმა და საფრანგეთმა სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი
გადახედვა
-
სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირება გაიზარდა სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირება გაიზარდა
გადახედვა
-
გზა ქუთაისიდან ტექნოლოგიების სამყაროში — საქართველოს ბანკის სტიპენდიატი, გიორგი ბურჯალიანი გზა ქუთაისიდან ტექნოლოგიების სამყაროში — საქართველოს ბანკის სტიპენდიატი, გიორგი ბურჯალიანი
-
შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუცია "მტრულია" და საბჭოთა მიდგომებს ჰგავს შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუცია "მტრულია" და საბჭოთა მიდგომებს ჰგავს
გადახედვა
-
ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთ-ევროკავშირის თანამშრომლობაში ვიზალიბერალიზაცია პრიორიტეტია ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთ-ევროკავშირის თანამშრომლობაში ვიზალიბერალიზაცია პრიორიტეტია
გადახედვა
-
15+ ქვიზი, რომლებიც აპრილში მოგიმზადეთ — რომელიმე ხომ არ გამოგრჩა? 15+ ქვიზი, რომლებიც აპრილში მოგიმზადეთ — რომელიმე ხომ არ გამოგრჩა?
გადახედვა
-
"რუსთავი 2": მაღალჩინოსანი, რომელიც ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობდა გიორგი უძილაურია "რუსთავი 2": მაღალჩინოსანი, რომელიც ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობდა გიორგი უძილაურია
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: იმედი მაქვს, რომ ეს ინიციატივა პრეზიდენტ ზელენსკის მხრიდან არის შედეგი გადააზრებისა, რომ უკრაინის პოლიტიკა საქართველოს მიმართ იყო მცდარი შალვა პაპუაშვილი: იმედი მაქვს, რომ ეს ინიციატივა პრეზიდენტ ზელენსკის მხრიდან არის შედეგი გადააზრებისა, რომ უკრაინის პოლიტიკა საქართველოს მიმართ იყო მცდარი
გადახედვა
-
პლუტონის მიღმა არსებული პატარა ობიექტის გარშემო ატმოსფერო დააფიქსირეს პლუტონის მიღმა არსებული პატარა ობიექტის გარშემო ატმოსფერო დააფიქსირეს
გადახედვა
-
გიორგი გახარია ერევნის სამიტზე: ოდესღაც რეგიონის ლიდერი საქართველო, მთავრობის განზრახ და მავნე პოლიტიკის შედეგად, ფაქტობრივად, სომხეთმა ჩაანაცვლა გიორგი გახარია ერევნის სამიტზე: ოდესღაც რეგიონის ლიდერი საქართველო, მთავრობის განზრახ და მავნე პოლიტიკის შედეგად, ფაქტობრივად, სომხეთმა ჩაანაცვლა
გადახედვა
-
ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე სებ-ია პასუხისმგებელი, მაგრამ სებ-ის აფერისტებმა დააგოიმეს და უთხრეს, რომ ფასების შემცირება ცუდია ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე სებ-ია პასუხისმგებელი, მაგრამ სებ-ის აფერისტებმა დააგოიმეს და უთხრეს, რომ ფასების შემცირება ცუდია
გადახედვა
-
Devil Wears Prada 2-ის შემოსავალმა $233 მილიონს გადააჭარბა Devil Wears Prada 2-ის შემოსავალმა $233 მილიონს გადააჭარბა
გადახედვა
-
თბილისი-ბათუმის ხაზი 4 საათში, "კუკუშკას" დაბრუნება — რკინიგზის განახლების პროექტის დეტალები თბილისი-ბათუმის ხაზი 4 საათში, "კუკუშკას" დაბრუნება — რკინიგზის განახლების პროექტის დეტალები
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: მე, პირადად, ზელენსკი ნეგატიურ კონტექსტში არასდროს მიხსენებია ირაკლი კობახიძე: მე, პირადად, ზელენსკი ნეგატიურ კონტექსტში არასდროს მიხსენებია
გადახედვა
-
რაქვიაშვილი კობახიძეს: საქსტატის მონაცემებით ფასები კიდევ უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ეს დეკემბერში იყო რაქვიაშვილი კობახიძეს: საქსტატის მონაცემებით ფასები კიდევ უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ეს დეკემბერში იყო
გადახედვა
-
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან — საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან — საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში

კომენტარები