საქართველოს ბანკმა 2025 წელს 53 პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად განათლების შესაძლებლობები 300 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის შექმნა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.
სწორედ ამ მიზნით, წელს, საქართველოს ბანკმა, 53 პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად, 30 საგანმანათლებლო პროექტი განახორციელა, რომელთა საშუალებით 300 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისთვის, ახალგაზრდა პროფესიონალისა და მასწავლებლისთვის შექმნა განათლების, განვითარებისა და საკუთარი პოტენციალის გამოვლენის შესაძლებლობა.
აღნიშნულ პროექტებს შორისაა:
საქართველოს ბანკის იდეათეკები, რომლებიც პარტნიორებთან ერთად იქმნება და 11 რეგიონის, 25 სკოლაში, 18 000-ზე მეტ მოსწავლეს აძლევს წვდომას განათლებისა და ახალი აღმოჩენების სივრცეზე, რომელიც აღჭურვილია 2000-ზე მეტი წიგნით, კომპიუტერებით, პროექტორებით და STEM კუთხით.
საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი — STEM სკოლა მოსწავლეებს აძლევს წვდომას STEM მიმართულებით ხარისხიან განათლებაზე. ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად საუკეთესო შედეგის 60 მოსწავლეს 100%-ით, ხოლო 30-ს 50%-ით უფინანსებს სწავლას. წელს STEM სკოლაში სწავლის სურვილი 1500-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა, კურსი კი საუკეთესო შედეგის 700-ზე მეტმა მოსწავლემ გაიარა.
STEM მიმართულებით, კიდევ უფრო მეტი მოსწავლისთვის განათლების შესაძლებლობის შესაქმნელად, საქართველოს ბანკი და კომაროვი STEM ოლიმპიადასაც ატარებენ, რომელშიც წელს მონაწილეობდა 150-ზე მეტი სკოლის 800-ზე მეტი მოსწავლე. საპრიზო ადგილზე გასულ სკოლის გუნდს საქართველოს ბანკისგან ფულადი პრიზი 10 000 ლარი გადაეცა.
ყველაზე მასშტაბური მათემატიკური ოლიმპიადა — ევერესტის ფარგლებში კი, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, I-VI კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ გამოავლინონ საკუთარი ცოდნა და უნარები მათემატიკის მიმართულებით. ოლიმპიადაში ყოველწლიურად 35 000 მოსწავლე მონაწილეობს, გამარჯვებულებს საქართველოს ბანკისგან ლეპტოპები გადაეცემათ.
Code IT საქართველოს ბანკის, Lineate-ისა და GITA-ს თანამშრომლობით შექმნილი პროექტია, რომელიც პროგრამირებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოს 8 ტექნოპარკში — ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდში, სენაკში, კასპში, გურჯაანში, თელავში, ახმეტასა და თბილისში (და დამატებით 5 ლოკაციაზე) დაეუფლონ პროგრამირების საფუძვლებს. ინიციატივის ფარგლებში, წელს 170 მოსწავლე გადამზადდა.
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა და გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია შესაძლებლობას აძლევს მიზანდასახულ და მოტივირებულ სტუდენტებს, მიიღონ სწავლის ერთწლიანი, 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსება 21 პარტნიორ უნივერსიტეტში. ინიციატივის ფარგლებში, წელს 210 სტიპენდიატი გამოვლინდა. უნივერსიტეტების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.
2025 წლიდან კი საქართველოს ბანკი, MAC Georgia-სთან ერთად UNI Grant-ის პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს აძლევს საშუალებას, მიიღონ სწავლისა და საცხოვრებელი ხარჯების სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება, ინდივიდუალური საჭიროებისამებრ. წელს უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 68 სტიპენდიატი.
CHEVENING-ის, Fulbright-ისა და Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით შექმნილი, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში, საქართველოს ბანკი ახალგაზრდა პროფესიონალებს სთავაზობს ისწავლონ წამყვან უნივერსიტეტებში, სამაგისტრო საფეხურზე, სრული დაფინანსებით. ინიციატივის ფარგლებში, უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 50-ზე მეტი სტიპენდიატი, წელს კი კიდევ 5 დაემატა.
საქართველოს ბანკი, ახალგაზრდების მხარდასაჭერად, კიდევ ერთ სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, 7 პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში ჩარიცხულ სტუდენტებს სწავლის 100%-იანი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს. ინიციატივის ფარგლებში, წელს უკვე გამოვლინდა 20 სტიპენდიატი. პარტნიორების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.
რაც შეეხება მასწავლებლების მხარდაჭერას, საქართველოს ბანკი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის მთავარი მხარდამჭერია. წელს პროექტში მონაწილეობდა 180 მასწავლებელი.
ხელოვნური ინტელექტით დაინტერესებული ქალებისთვის კი საქართველოს ბანკის, MasterCard-ისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ერთობლივი ინიციატივით, წელს AI სტიპენდია ქალებისთვის შეიქმნა. სტიპენდიატები მალე გამოვლინდებიან და ექნებათ შესაძლებლობა, პროფესიულ აკადემიებში დაეუფლონ ხელოვნური ინტელექტის საფუძვლებს.
ამასთან, საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ExpoGeorgia-ს ორგანიზებით დაგეგმილი თბილისის წიგნის დღეები 2025-ის გენერალური სპონსორია. ღონისძიებას წელს 150 000-ზე მეტი ადამიანი ეწვია.
ფინანსური განათლების ამაღლების მიზნით კი, საქართველოს ბანკი არაერთ პროექტს ახორციელებს, მათ შორის, მართავს ტრენინგებს მშობლებისთვის, სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის. ასევე, უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის ფარგლებში, შესაძლებლობას აძლევს მათ, დანერგონ ფინანსური განათლების კურსი, რომელიც მორგებული იქნება, როგორც უნივერსიტეტის, ისე სტუდენტების საჭიროებებზე, ინტერესებსა და სპეციფიკაზე.
Businesscourse.ge საქართველოს ბანკის საქართველოს ბანკის პლატფორმაა. ის მეწარმეობითა და ბიზნესის მართვით დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს, გაიარონ დარგის ექსპერტების მიერ შექმნილი კურსები, გაიღრმაონ ცოდნა და აიმაღლონ კვალიფიკაცია მათთვის საინტერესო მიმართულებით. Businesscourse.ge-ზე 60-ზე მეტი კურსია ხელმისაწვდომი.
ამასთან, საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთისა და EFSE Entrepreneurship Academy-ის ხელშეწყობით ხორციელდება. ინიციატივის მიზანია, ქალი მეწარმეების გაძლიერება, მათთვის ცოდნის, გამოცდილებისა და პრაქტიკული რესურსების შეთავაზება, რაც იდეის რეალიზაციიდან ბიზნესის გამყარებამდე ყველა ეტაპს მოიცავს.
მეწარმეების გაძლიერებისა და ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი მართავს სამუშაო შეხვედრებსა და ტრენინგებს, რომლებსაც დარგის ექსპერტები უძღვებიან.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს, ან იხილეთ ვიდეო.
-
3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით 3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით
გადახედვა
-
CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს
გადახედვა
-
რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა
გადახედვა
-
საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ
გადახედვა
-
ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს
გადახედვა
-
რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა
გადახედვა
-
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია
გადახედვა
-
დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე
გადახედვა
-
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
-
პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს
გადახედვა
-
რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას? რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას?
გადახედვა
-
POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა
გადახედვა
-
რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას
გადახედვა
-
ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს
გადახედვა
-
პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე
გადახედვა
-
პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო
გადახედვა
-
ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ
-
ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ
-
ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა
გადახედვა
კომენტარები