ერაყის ჯარი ქურთების მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტებს იკავებს
ფოტო: BBC
ერაყის სამთავრობო ძალებმა ქურთი მებრძოლებისგან სადავო ქალაქ კირკუკის გასწვრივ მნიშვნელოვანი ობიექტები დაიკავეს.
გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კონტროლზეა აყვანილი სამხედრო ბაზა კ1, ნავთობისა და ბუნებრივი აირის Baba Gurgur-ის საბადო და სახელმწიფო ნავთობმომპოვებელი კომპანიის ოფისები.
ბაღდადის თქმით, პეშმერგას დაჯგუფებამ "უბრძოლველად" დაიხია უკან, მაგრამ ამავე დროს, კირკუკის სამხრეთით მომხდარ შეტაკებაზე ვრცელდება ინფორმაცია. პეშმერგა ერაყის ქურთისტანის ავტონომიური რეგიონის განკარგულებაში მყოფი სამხედრო დაჯგუფებაა.
საბრძოლო ოპერაცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ერთი თვის წინ ქურთისტანში სადავო რეფერენდუმი ჩატარდა. ერაყის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქურთების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ერაყიდან გამოყოფის შესახებ ჩატარებული არჩევნები არაკონსტიტუციური იყო.
ქურთისტანის რეგიონალური მთავრობა აცხადებს, რომ რეფერენდუმი სრულად ლეგიტიმური იყო.
პრემიერ-მინისტრმა ჰაიდერ ალ-აბადიმ განაცხადა, რომ კირკუკის ოპერაცია "გაყოფის საშიშროების წინაშე მყოფი ქვეყნის დასაცავად" იყო საჭირო.
მანამდე, ერაყის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ ასევე დაიკავეს სამხედრო აეროპორტი, პოლიციის განყოფილება, ელექტროსადგური და რამდენიმე სამრეწველო ზონა, ასევე, ძირითადი ხიდები, გზები და გადასასვლელები.
ქურთისტანის რეგიონის უშიშროების საბჭომ ბაღდადი "არაპროვოცირებულ თავდასხმაში" დაადანაშაულა და განაცხადა, რომ პეშმერგა "გააგრძელებს ქურთისტანისა და მისი ხალხის დამოუკიდებლობის დაცვა".
პეშმერგას ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კირკუკის სამხრეთით მომხდარ შეტაკებას ბევრი მსხვერპლი მოჰყვა. მისი მტკიცებით, სამთავრობო ძალებმა "დაწვეს სახლები და ბევრი ადამიანის მოკლეს".
რა ხდება ქურთისტანში?
ერაყის ქურთისტანში 2017 წლის 25 სექტემბერს ერაყიდან გამოყოფის რეფერენდუმი ჩატარდა. რეფერენდუმი ჯერ კიდევ 2014-ში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ რეგიონულ და ფედერალურ მთავრობებს შორის დაპირისპირების გამო, თარიღმა გადაიწია.
სამი წლის განმავლობაში რეფერენდუმის თარიღი ბევრჯერ შეიცვალა, მაგრამ საბოლოოდ ერაყიდან გამოყოფას ამომრჩევლის 92,73 პროცენტმა დაუჭირა მხარი. საარჩევნო უბნებზე სულ რეგიონის ამომრჩეველთა 8,4 მილიონიდან 72 პროცენტი მივიდა.
რეფერენდუმი ეხებოდა ერაყის ქურთისტანისა და მის ფარგლებს გარეთ არსებული ქურთისტანის მიწების დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას.
ერაყის მთავრობამ რეფერენდუმის შედეგები არ აღიარა. ირანიც და თურქეთიც ქურთისტანის რეფერენდუმს უარყოფითად გამოეხმაურნენ. პარლამენტის გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრ ალ-აბად აქვს ყველანაირი უფლება, რომ სამშვიდობო ან სამხედრო გზით ქურთების მიერ დაკავებული ტერიტორიები გაათავისუფლოს. მათ შორის ნავთობით მდიდარი კირკუკი, რომელიც 2014 წელს ქურთების სამხედრო ძალებმა გაათავისუფლა ე.წ. ისლამური სახელმწიფოსგან გაათავისუფლეს.
დღეის მდგომარეობით მსოფლიოში არც ერთ ქვეყანას არ უღიარებია ქურთისტანის დამოუკიდებლობა.
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია
გადახედვა
-
ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე
გადახედვა
-
ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს
გადახედვა
-
თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ
გადახედვა
-
მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს
გადახედვა

კომენტარები