აზერბაიჯანული მედია: საქართველოს საზღვარზე აზერბაიჯანელი გადამზიდავების გაჩერების მიზეზი შესაძლოა "ზანზეგურის დერეფანია"
აზერბაიჯანელი სატვირთო მანქანების მძღოლები ქართველი საბაჟოს თანამშრომლების უხეშობაზე ჩივიან და ამბობენ, რომ მათი გადაადგილება ხელოვნურად ჭიანურდება. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.
აზერბაიჯანული ტელევიზიის რეპორტაჟში ერთ-ერთი მძღოლი პარვინ ჰასანოვი ამბობს, რომ ის 21 დღის განმავლობაში იყო "გაჭედილი" თბილისის საბაჟოზე, დოკუმენტები წესრიგში ჰქონდა, მაგრამ ხელოვნურად აბრკოლებდნენ. სხვა მძღოლები საუბრობენ მებაჟეებისა და პოლიციის მხრიდან უხეშობასა.
აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ქართული მხარის და ქართველი მესაზღვრეების გაღიზიანების მიზეზი შესაძლოა "ზანზეგურის დერეფანი" იყოს.
"თბილისს ხედავს, რომ რეგიონის ლოგისტიკური რეალობა იცვლება და რომ ზანგეზურის მარშრუტი აღარ განიხილება, როგორც შორეული პერსპექტივა. ის ნამდვილად შენდება, ხდება ახალი ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომელიც ადრე თუ გვიან შეცვლის ნაცნობ ბალანსს. რეგიონულ ლოჯისტიკაში საქართველოს ათწლეულების განმავლობაში არსებული მონოპოლიის ფონზე, თბილისელები ალტერნატიული მარშრუტის შესაძლებლობასაც კი მგრძნობიარედ აღიქვამენ. პარადოქსი ის არის, რომ ზანგეზურის მარშრუტს აქვს რეგიონის ყველა ქვეყნის, მათ შორის თავად საქართველოს ეკონომიკის გაძლიერების პოტენციალი. ის აფართოებს ქსელს და არა ცვლის მას. თუმცა, ეს ლოგიკა ყველა დონეზე არ მუშაობს და იქ, სადაც გათვლები უნდა ჭარბობდეს, ზოგჯერ ემოციური შური ჭარბობს. ეს ფაქტორი განსაკუთრებით შესამჩნევი ხდება მაშინ, როდესაც ქართველი ჩინოვნიკები მძღოლებს ურჩევენ "ზანზეგურით იარონ".
..."იარეთ ზანგეზური. როდის იქნება მზად თქვენი ზანგეზურის დერეფანი?" ეს სიტყვები ხუმრობაზე უფრო მეტად ცუდად შენიღბულ გაღიზიანებას ჰგავდა", — წერს აზერბაიჯანული გამოცემა.
გამოცემა წერს, რომ "ამ ყველა ამ მოვლენის ფონზე, აზერბაიჯანის პოზიცია მშვიდი და თანმიმდევრულია. მრავალი წლის განმავლობაში, საქართველო ჩვენი ქვეყნის მიერ იყო და კვლავაც განიხილება, როგორც პარტნიორი, რომელთანაც ბაქომ ნდობის, ურთიერთდახმარების და გახსნილობის ურთიერთობა დაამყარა. აზერბაიჯანს არასდროს უთქვამს უარი საქართველოს მხარდაჭერაზე, განსაკუთრებით გაჭირვების პერიოდებშიც კი. ამიტომ, აზერბაიჯანელი სატვირთო მანქანების მძღოლებთან დაკავშირებული ამჟამინდელი სიტუაცია, გასაგები მიზეზების გამო, ჩვენს საზოგადოებაში დაბნეულობას იწვევს. სტაბილური თანამშრომლობის უპირატესობებით სარგებლობის მქონე ქვეყნიდან მოსალოდნელია, რომ მინიმუმ პატივს სცემს იმ აზერბაიჯანელი მოქალაქეების უფლებებს, რომლებიც თავიანთ სამუშაოს ასრულებენ და უზრუნველყოფენ ვაჭრობას, რომელიც არა მხოლოდ აზერბაიჯანისთვის, არამედ თავად საქართველოსთვისაც სასარგებლოა", — წერია სტატიაში.
ქართულ მხარეს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
სტატია განახლდება.
-
უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ" გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ"
გადახედვა
-
"დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს" დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს"
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
კომენტარები