CS AWARD 2025 — თეგეტა ნომინაცია — მდგრადი მოხმარება და წარმოებაში გამარჯვებულია
ფოტო: თეგეტა
თეგეტა ჰოლდინგი უკვე მესამე წელია, იმარჯვებს კონკურსში — კორპორაციული მდგრადობის ჯილდო — ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის. ამჯერად კომპანიამ აღიარება მოიპოვა ნომინაცია — მდგრადი მოხმარება და წარმოებაში. ჟიურიმ თეგეტა მოტორსისა და თეგეტა გრინ პლანეტის ინიციატივები გამოარჩია, რომლებიც საქართველოში ნარჩენების ეფექტიანი მართვის თვალსაზრისით 2024-2025 წლებში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი პროექტი იყო.
კორპორაციული მდგრადობის ჯილდო — ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც განკუთვნილია იმ კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობა პროგრესულ, თანამედროვე ღირებულებებზე დაფუძნებულ ბიზნესმოდელებს ეყრდნობა და მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.
ფოტო: თეგეტა
ეკატერინე ქავთარაძე, თეგეტა ჰოლდინგის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: “ნარჩენების ეფექტიანი მართვა თეგეტასთვის არ არის მხოლოდ პარალელური აქტივობა — ეს არის ჩვენი ბიზნესის ყოველდღიური, განუყოფელი ნაწილი. კომპანია უკვე წლებია, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი CSR სტრატეგიით ხელმძღვანელობს, რომლის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაც სწორედ გარემოზე ზრუნვაა.
აღიარება, რომელიც თეგეტამ კიდევ ერთხელ მოიპოვა, გვაძლევს მოტივაციას, რომ გავაგრძელოთ სწორი მიმართულებით განვითარება და ამ გზაზე მეტად ამბიციური მიზნები დავისახოთ“.
ინიციატივებმა, რომლებიც თეგეტა მოტორსმა და თეგეტა გრინ პლანეტმა ერთობლივად განახორციელეს, შეამცირა საავტომობილო ნარჩენების ნეგატიური ზემოქმედება გარემოზე, ხელი შეუწყო რესურსების გადამუშავებას და საზოგადოებას მდგრადი განვითარების პრინციპები გააცნო.
თათია ხორბალაძე, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: “ამ ჯილდოს მიღება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი CSR სტრატეგია სწორად არის გაწერილი და რეალური შედეგები აქვს, რომლებიც სასარგებლოა, როგორც ბიზნესისთვის, ისე საზოგადოებისთვის. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ გარემოზე ზრუნვა მხოლოდ ერთჯერად აქტივობებად არ დარჩეს და კომპანიის საქმიანობის განუყოფელი ნაწილი იყოს.
არასოდეს გვავიწყდება თეგეტას ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი — ჩვენი თანამშრომლები. მათი ჩართულობა, პასუხისმგებლობა და მხარდაჭერა ქმნის იმ კორპორაციულ კულტურას, რომელიც კომპანიას განვითარებასა და წინსვლაში უწყობს ხელს.
ვფიქრობ, რომ სწორედ ეს ორმხრივი პროცესები — ბიზნესის მხრიდან სისტემური მიდგომა და თანამშრომელთა ჩართულობა გახდა ამ ჯილდოს მოპოვების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი. მოხარულები ვართ, რომ თეგეტა უკვე მესამე წელია ინარჩუნებს ამ მიმართულებით ლიდერის პოზიციას და ასეთი მნიშვნელოვანი აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა“.
ფოტო: თეგეტა
ჰოლდინგთან დაკავშირებულმა კომპანია თეგეტა გრინ პლანეტმა 2024 წელს უსაფრთხოდ დაამუშავა 6 640 ტონა ნარჩენი, მათ შორის 3.9 მლნ.კგ. საბურავი, 1.88 მლნ.კგ აკუმულატორი და 854 000 კგ. ზეთი. აღნიშნული მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ ნარჩენების მართვა თეგეტას ბიზნესპროცესების განუყოფელი ნაწილია.
ჰოლდინგის მწვანე ინიციატივებს შორისაა კამპანია — არ გადაყარო-ჩააბარე! რომელმაც თბილისსა და ქუთაისში მოქალაქეებს საშუალება მისცა, გამოყენებული ნარჩენები ჩაებარებინათ, აგრეთვე, ბაკურიანის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით, ბაკურიანში შეგროვდა და გადამუშავდა 30 000 საბურავი.
თანამშრომელთა ჩართულობით, შიდა ეკოკულტურის განვითარების ფარგლებში კი მწვანე გამოწვევის საშუალებით 1 500 კგ ქაღალდი შეგროვდა, რის გამოც 170 ხე გადარჩა მოჭრას, ხოლო ძველი ბანერები ბრენდ ადამიანთან პარტნიორობით ეკომეგობრულ ჩანთებად გადაკეთდა.
თეგეტას გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა, რომელიც CSR სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებაა, ჰოლდინგის ბიზნესსაქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ის სრულად შეესაბამება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს და მსგავსი ყოველწლიური აღიარება ხაზს უსვამს კომპანიის მდგრად, თანმიმდევრულ და კომპლექსურ მიდგომას გარემოზე ზრუნვის კუთხით.
კონკურსში — კორპორაციული მდგრადობის ჯილდო — ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის, 170-მდე პროექტი იყო წარდგენილი. 6 ნომინაციიდან ერთ-ერთის გამარჯვებული პროექტი — თეგეტა მოტორსი x თეგეტა გრინ პლანეტი: ნარჩენების მართვის ინიციატივები გახდა. მონაწილეები ქართველი და უცხოელი წევრებისგან შემდგარმა დამოუკიდებელმა ჟიურიმ შეაფასა.
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია
გადახედვა
-
DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს
გადახედვა
-
ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე
გადახედვა
-
ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს
გადახედვა
-
მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს
გადახედვა
-
"არა პატიმრების წამებას" — პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს "არა პატიმრების წამებას" — პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
გადახედვა
-
2024 წლის აქციების მონაწილეების 71%-მა ორი ან მეტი ქიმიური საშუალების ზემოქმედება განიცადა — კვლევა 2024 წლის აქციების მონაწილეების 71%-მა ორი ან მეტი ქიმიური საშუალების ზემოქმედება განიცადა — კვლევა
გადახედვა
-
იდეიდან ტექნოლოგიურ გადაწყვეტამდე — როგორ ეხმარება Technovation Girls გოგოებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შექმნაში იდეიდან ტექნოლოგიურ გადაწყვეტამდე — როგორ ეხმარება Technovation Girls გოგოებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შექმნაში
-
მალე Gemini-ის უფასო ვერსიით სარგებლობა შეგვეზღუდება — რა იცვლება მომხმარებლებისთვის მალე Gemini-ის უფასო ვერსიით სარგებლობა შეგვეზღუდება — რა იცვლება მომხმარებლებისთვის
გადახედვა
-
ყირგიზეთმა, უზბეკეთმა და ყაზახეთმა რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის გამო საზღვარზე კონტროლი გააძლიერეს ყირგიზეთმა, უზბეკეთმა და ყაზახეთმა რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის გამო საზღვარზე კონტროლი გააძლიერეს
გადახედვა
-
ზურაბ აბაშიძე ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ჩრდ. მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს ელჩად დაინიშნა ზურაბ აბაშიძე ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ჩრდ. მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს ელჩად დაინიშნა
გადახედვა
-
ელიფ შაფაქის ახალი რომანი გუსტავ ფლობერის ცხოვრებაზეა ელიფ შაფაქის ახალი რომანი გუსტავ ფლობერის ცხოვრებაზეა
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას— მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას— მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე
-
7 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზე დებატები გაიმართება 7 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზე დებატები გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
-
შსს-მ ₾34 მლნ-ზე მეტი ღირებულების 553 კგ ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა შსს-მ ₾34 მლნ-ზე მეტი ღირებულების 553 კგ ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა
გადახედვა
კომენტარები