რა არის Paradise Papers?

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა არის Paradise Papers?

გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ოფშორული იმპერიების შესახებ ინფორმაციის შემცველი 13,4 მილიონი დოკუმენტი მოიპოვეს. ფაილების უმრავლესობა, უკავშირდება იურიდიულ ფირმას და კორპორატიული სერვისის პროვაიდერს, რომლებიც Appleby-ის სახელით 10 იურისდიქციაში ოპერირებდნენ ერთად.

ჟურნალისტებს აქვთ დეტალები 19 კორპორატიული რეესტრის შესახებ, რომელთაც საიდუმლო იურისდიქციების ხელისუფლებები უჭერენ მხარს: ანტიგუა და ბარბუდა, არუბა, ბაჰამის კუნძულები, ბარბადოსი, ბერმუდის კუნძულები, კაიმანის კუნძულები, კუკის კუნძულები, დომინიკა, გრენადა, ლაბუანი, ლიბანი, მალტა, მარშალის კუნძულები, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტ, სამოა, ტრინიდადი და ტობაგო და ვანუატუ.

ფული ოფშორულ ზონებში მსოფლიოს ყველა წერტილიდან მიედინება. ხშირად, ძალიან რთულია ფულის მფლობელი ადამიანებისა თუ კომპანიების იდენტიფიცირება. გაჟონილ დოკუმენტებს შორის არის Appleby-ის კლიენტების მონაცემთა ბაზა 1993 წლიდან 2014 წლამდე. ის შეიცავს 120 000-ზე მეტი ადამიანისა და კომპანიის სახელებს. მათგან ყველა არ არის დაკავშირებული ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიასთან. კომპანიის კლიენტების უმრავლესობა გაერთიანებული სამეფოდან, ჩინეთიდან, ჰონგ-კონგიდან, ყველაზე მეტი, 30 ათასზე მეტი კი აშშ-დან არაინ.

ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებულ კომპანიებს იყენებენ ისეთი აქტივების შესანახად, როგორებიცაა თვითმფრინავები, იახტები, ინვესტიციები და აქციები. Appleby-ის მონაცემები 25 ათას ოფშორულ კომპანიას შეიცავს. ყველაზე პოპულარული იურისდიქციები დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში არსებული კუნძულები, ბერმუდა და კაიმანის კუნძულებია. ასევე, პოპულარულია ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები.

რამდენი მედია ორგანიზაცია მუშაობდა მონაცემებზე?

პროექტზე სულ 381 ჟურნალისტი და 96 მედია ორგანიზაცია მუშაობდა 67 ქვეყნიდან.

ვინ და როგორ მოიპოვა დოკუმენტები?

ფაილები გერმანულმა გაზეთმა Süddeutsche Zeitung-მა ჩაიგდო ხელში, გაზეთმა, რომელმაც ასევე Panama Papers გაასაჯაროვა. Süddeutsche Zeitung-მა მასალა გაუზიარა გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმს (ICIJ). გერმანული გაზეთი წყაროს გარშემო საუბარს არ აპირებს.

Paradise Papers კერძო პირებზე ფოკუსირდება თუ კომპანიებზე?

ორივე. მათ ერთი რამ აერთიანებთ - ფული. ფაილებში ფიგურირებენ ისეთი საერთაშორისო კომპანიები როგორებიცაა Apple, Nike და Facebook, ისევე, როგორც პლანეტის უმდიდრესი ადამიანები ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ მეორე, ბონო და სხვა.

რას აჩვენებს დოკუმენტები?

ფაილები აჩვენებს, რომ ოფშორული იმპერია იმაზე უფრო დიდი და ჩახლართულია, ვიდრე გვეგონა. დოკუმენტები მიუთითებს იმ გზებზე, რომლებითაც კერძო პირებსა თუ კომპანიებს ხელოვნური სტრუქტურების საშუალებით გადასახადებისგან თავის დაძვრენა შეუძლიათ. სწორად მართვის შემთხვევაში, ეს სქემები ლეგალურია, მაგრამ როგორც ჩანს ყველა - არა.

რას ამბობს Appleby?

ფირმაში ყველაფერს უარყოფენ, თუმცა აღიარებენ, რომ უცოდველნი არ არიან და შეცდომებზე სწავლას ცდილობენ. კომპანია თანხმობას აცხადებს უპასუხოს ნებისმიერ ფორმალურ კითხვას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბექა წიქარიშვილი: ეს ბიჭი თუ გახსოვთ, ქალბატონო თეა? ჩვენ გვახსოვს, არ ვივიწყებთ და მუდამ გვემახსოვრება.
  2. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  3. მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი
  4. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც
  5. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ლონდა თოლორაია: ეუთო/ოდირმა თქვა, რომ კანონმდებლობაში არის პრობლემა და რომ არჩევნებში ჩართულმა არცერთმა უწყებამ არ იმუშავა ეფექტიანად

ეუთო/ოდირმა თქვა, რომ კანონმდებლობაში არის პრობლემა და რომ არჩევნებში ჩართულმა არცერთმა უწყებამ არ იმუშავა ეფექტიანად,…