დაღესტნელ ბლოგერს ბუჩასა და მარიუპოლზე გაკეთებული პოსტების გამო რვაწლიანი პარიმტობა მიესაჯა
დონის როსტოვში მდებარე სამხრეთის სამხედრო ოლქის სასამართლომ დაღესტნელ ბლოგერ არსლან მირზაევს, რომელიც ალი ჩარინსკის ფსევდონიმითაც წერდა, რვა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მას ბრალად ტერორიზმის საჯარო გამართლება და რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელება ედება.
განაჩენი ოთხშაბათს გამოცხადდა, დამატებით კი მირზაევს 1 მილიონი რუბლის (დაახლოებით 12,800 დოლარის) ჯარიმაც დაეკისრა. მიუხედავად ამისა, განაჩენი ჯერ ძალაში არ შესულა და შესაძლოა გასაჩივრდეს.
როგორც სამხრეთის სამხედრო ოლქის სასამართლოს პრესსამსახურის Telegram-არხი იუწყება, მირზაევის წინააღმდეგ საქმე 2022 წლის ბოლოს აღძრეს. გამოძიების მიხედვით, საქმე მის პუბლიკაციებთან იყო დაკავშირებული, რომელშიც ის რუსეთის ხელისუფლებისა და სამხედრო სტრუქტურების ქმედებებს კრიტიკულად აფასებდა. საქმის მასალები სასამართლოს 2025 წლის ივლისში გადაეცა.
სასამართლო დოკუმენტების თანახმად, 2022 წლის 20 მარტიდან 7 აპრილის პერიოდში, ოდესაში ყოფნისას, მირზაევი სოციალურ ქსელებში ავრცელებდა ფოტოსურათებსა და ტექსტურ მასალებს ბუჩასა და მარიუპოლში მომხდარი მოვლენების შესახებ. სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნული პოსტები შეგნებულად შეიცავდა ცრუ ინფორმაციას, რომელიც ფაქტობრივ რეპორტაჟად იყო წარდგენილი.
ცალკე ბრალდებები უკავშირდებოდა 2023 და 2024 წლების პოსტებს. სასამართლოს თანახმად, მირზაევი აქვეყნებდა ვიდეოჩანაწერებს, რომლებშიც ტერორიზმის "იდეოლოგიისა და პრაქტიკის სწორად აღქმა" იყო ნაჩვენები.
განაჩენის გამოტანის მომენტში მირზაევი რუსეთის ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა. მას სოციალურ ქსელებში სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარი არ გაუკეთებია. მისი Telegram-არხი, რომელიც ადრე მასალის გასავრცელებლად გამოიყენებოდა, ახლა გაუქმებულია, ხოლო ძველი პოსტები წაშლილია. ის Instagram-სა და Facebook-ზე ის კვლავ აქვეყნებს საბრძოლო ხელოვნებასთან დაკავშირებულ კონტენტს.
არხის აღწერის მიხედვით, მირზაევი საზოგადოებრივ საქმიანობას 2012 წლიდან ეწევა, მათ შორის ხელმძღვანელობდა უფლებადამცველ ორგანიზაციას "მუსლიმების უფლებებისთვის რუსეთში".
2022 წელს ის პოლიტიკური მიზეზების გამო უკრაინაში გადავიდა. იმ დროისთვის მის Telegram-არხს 3000-ზე მეტი გამომწერი ჰყავდა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები