არჩევნები გერმანიაში: გადამწყვეტი მომენტი ქვეყნის ისტორიაში
გერმანიის არჩევნების შედეგად ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერი კიდევ ოთხი წლით იქნება. მაგრამ პარტიის დაარსების დღიდან, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისთვის ეს შედეგები (32,9 პროცენტის) ყველაზე ცუდი აღმოჩნდა.
ხმების რაოდენობით მეორე მარტინ შულცის სოციალურ-დემოკრატიული პარტია არის (20,5 პროცენტი). მესამე ადგილას გავიდა ნაციონალისტური და ულტრა-მემარჯვენე პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის.
1950 წლიდან ბუნდესტაგში პირველად იქნება წარმოდგენილი ექვსი პარტია, ხოლო ორივე ძირითადმა პარტიამ - ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი და სოციალურ-დემოკრატიული პარტია - პარლამენტში ადგილების დიდი ნაწილი დაკარგა.
მარტინ შულცმა განაცხადა, რომ ყველაზე მეტად სწორედ ანგელა მერკელი დაზარალდა, მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ-დემოკრატიული პარტიისთვისაც წლევანდელი არჩევნები ყველაზე ცუდი შედეგით დამთავრდა. შულცი აპირებს, რომ მისი პარტია მთავარ ოპოზიციურ პარტიად იქცეს.
არჩევნები ყველაზე წარმატებული მემარჯვენე პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის, რომელიც პირველად მოხვდა ბუნდესტაგში. ასევე, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ცენტრისტული პარტია, თავისუფალი დემოკრატიული პარტია პარლამენტს დაუბრუნდა.
შედეგების გამოცხადებიდან ერთ საათში ალტერნატიული გერმანიის წევრმა და უკვე პარლამენტის დეპუტატმა, ალექსანდრ გაულანდმა განაცხადა, რომ ანგელა მერკელს "მოსვენებას არ მისცემს":
"დავუბრუნოთ ქვეყანაზე კონტროლი მის ხალხს!"
გაულანდმა თქვა, რომ მასაა და მის პარტიას ქვეყანაში "უცხოელების შემოჭრის" შეჩერება სურს:
"ერთი მილიონი ადამიანი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩამოიყვანეს, ჩვენს მიწას იტაცებს. ალტერნატიულ გერმანიაში ამას არ დავუშვებთ!"
იქიდან გამომდინარე, რომ პარტიამ ხმების 12,6 პროცენტი მოიპოვა, ბუნდესტაგში მას 90 დეპუტატი ეყოლება. ამასთანავე, პარტია ამტკიცებს, რომ მერკელმა და მისმა მთავრობამ რიგი კანონები დაარღვიეს და სირიელი ლტოლვილების მიმართ განხორციელებული პოლიტიკის ოფიციალურ გამოძიებას ითხოვს.
ჯამში გერმანიის ბუნდესტაგში 709 დეპუტატი დაიკავებს ადგილს. წინა არჩევნების შემდეგ ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა 65, ხოლო სოციალურ-დემოკრატიულმა პარტიამ 40 ადგილი დაკარგა.
ახლა, როდესაც სოციალურ-დემოკრატიული პარტია მთავარი ოპოზიციონერი პარტია ხდება, ქრისტიანულ-დემოკრატიულ კავშირის სამთავრებო კოალიციის შესაქმნელად მხოლოდ თავისუფალი დემოკრატები და მწვანეები რჩება.
საუბარია ე.წ. იამაიკურ კოალიციაზე, რაც კოალიციაში შემავალი პარტიების ლოგოტიპების ფერებს განსაზღვრავს: ქრისტიანულ-დემოკრატიულ კავშირი - შავი, თავისუფალი დემოკრატები - ყვითელი, მწვანეები - მწვანე.
მარტინ შულცის თქმით, კოალიციაში მემარჯვენე და მემარცხენე პარტიების გაერთიანება ქვეყნისთვის საჭირო დებატებს გამოიწვევს.
კომენტარები