შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სოფელ რუისში მოქალაქეს ფიზიკური ძალადობის მუქარით თანხა გამოსძალა", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში, სადაც თანხის ოდენობაზე საუბარი არაა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ამ მუხლით, გამოძალვა, რასაც თან ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.