რატომ მოქმედებს სიცხე უფრო მეტად ქალებზე, ვიდრე კაცებზე?
ფოტო: Getty Images
ძლიერმა სიცხემ შეიძლება ნებისმიერ ადამიანზე იმოქმედოს, თუმცა ქალების ორგანიზმი მას ხშირად უფრო რთულად უმკლავდება. ამ განსხვავებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს:
ჰორმონები და ორგანიზმის რეაქცია სიცხეზე
ქალები ნაკლებად ოფლიანდებიან და ოფლიანობას უფრო მაღალ ტემპერატურაზე იწყებენ, რაც სხეულის გაგრილებას ართულებს. მათ ასევე, საშუალოდ, სხეულის უფრო მაღალი შიდა ტემპერატურა და ცხიმის მეტი რაოდენობა აქვთ.
კვლევების მიხედვით, ქალებს საშუალოდ სხეულის უფრო მაღალი შინაგანი ტემპერატურა და ცხიმის მეტი პროცენტული მაჩვენებელი აქვთ, რომლებიც დამატებითი საიზოლაციო ფენის მსგავსად მოქმედებენ. ტემპერატურის რეგულირებას ჰორმონების ბუნებრივი ცვალებადობაც ართულებს. ეს ცვლილებები განსაკუთრებით შესამჩნევია მენსტრუალური ციკლის, პერიმენოპაუზის, მენოპაუზის, ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს. შედეგად, სიცხეში გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე დატვირთვა იზრდება.
ფოტო: Shutterstock
რისკს მხოლოდ ბიოლოგიური ფაქტორები არ განსაზღვრავს. დაბალი შემოსავალი ან ოჯახის წევრებზე ზრუნვის პასუხისმგებლობა შეიძლება ქალებს სიცხის დროს საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას ურთულებდეს. გავლენას ახდენს ასაკიც — ქალები საშუალოდ კაცებზე დიდხანს ცხოვრობენ, ხანდაზმული ადამიანები კი სიცხის მიმართ უფრო დაუცველები არიან. დემენციამ შეიძლება წყურვილის შეგრძნების ამოცნობა გაართულოს, შარდმდენმა პრეპარატებმა კი სიცხით გამოწვეული სტრესის საფრთხე გაზარდოს.
მენსტრუალური ციკლი და სიცხის მიმართ მგრძნობელობა
მენსტრუალური ციკლის განმავლობაში ჰორმონების დონის ცვლილებასთან ერთად, სიცხის მიმართ მგრძნობელობაც იცვლება.
ფოტო: Dr. Aneeta Talwar
მენსტრუაციის დაწყებისას ესტროგენის — ჰორმონის, რომელიც სხეულის ტემპერატურის რეგულირებაში მონაწილეობს — დონე მინიმუმამდე ეცემა. შედეგად, ორგანიზმს გაგრილება შეიძლება გაუჭირდეს და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე დატვირთვაც გაიზარდოს. ზოგი ქალი სიცხის დროს მომატებულ დაღლილობას, თავბრუსხვევას, შფოთვას, უძილობასა და გაძლიერებულ მუცლის ტკივილს გრძნობს.
აღსანიშნავია, რომ სისხლის დაკარგვასთან ერთად ორგანიზმი რკინასაც კარგავს, რამაც ძილსა და ჟანგბადის მიწოდებაზე შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს.
ძლიერდება მენოპაუზის სიმპტომებიც. პერიმენოპაუზისა და მენოპაუზის დროს ქალებს ალები და ღამით ოფლიანობა ხშირად აწუხებთ. სიცხის ტალღების დროს ეს სიმპტომები შეიძლება უფრო ხშირი და ძლიერი გახდეს.
ორსულობა და სიცხით გამოწვეული სტრესი
ფოტო: Amelia K. Bates/Grist
ორსულობის დროს სხეულის ტემპერატურის რეგულირება უფრო რთულდება, რადგან ორგანიზმს მეტი ენერგია და სითხე სჭირდება. გავლენას ახდენს სხეულის გაზრდილი დატვირთვაც — გულ-სისხლძარღვთა სისტემას დამატებითი მუშაობა უწევს.
კვლევების მიხედვით, ძლიერმა სიცხემ შესაძლოა დედისა და ბავშვის ჯანმრთელობისთვის არასასურველი შედეგების რისკი გაზარდოს, განსაკუთრებით მაღალი რისკის ორსულობის დროს.
-
უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს
გადახედვა
-
რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება
გადახედვა
-
Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ" ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ"
გადახედვა
-
გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ" გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ"
გადახედვა
-
"დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
კომენტარები