არანაირი წერილი არ ყოფილა შემოსული — კალაძე ე.წ. რიყის დოქების შემქმნელი ბიუროს განცხადებაზე
თბილისის მერმა, კახა კალაძემ ე.წ. რიყის დოქების შემქმნელი იტალიური არქიტექტურული ბიურო Studio Fuksas-ის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ მათგან "არანაირი წერილი არ ყოფილა შემოსული და რომ ყოფილიყო, მას ექნებოდა შესაბამისი პასუხი მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურისგან". მისივე თქმით, არც მუნიციპალიტეტს და არც ხელისუფლებას არანაირი კავშირი არ აქვს აღნიშნულთან დაკავშირებით, მას კერძო მესაკუთრე ჰყავს.
"არანაირი წერილი არ ყოფილა შემოსული [Studio Fuksas-იდან]. წერილი რომ ყოფილიყო შემოსული, მას ექნებოდა შესაბამისი პასუხი მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურისგან.
...რიყის დოქებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია. ეს იყო სრულად უფუნქციო შენობა-ნაგებობა, აბსოლუტურად გაუმართლებელი, როდესაც თავის დროზე ათეულობით მილიონი ლარი დაიხარჯა, ყველანაირად უფუნქციო და, შესაბამისად, ის არის დღეს კერძო მესაკუთრეობაში. არც მუნიციპალიტეტს და არც ხელისუფლებას არანაირი კავშირი არ აქვს აღნიშნულთან დაკავშირებით. ეს არ არის მუნიციპალიტეტის საკუთრება, ეს არის კერძო საკუთრება და შეგიძლიათ, მათაც შეუძლიათ, თქვენც შეგიძლიათ, კერძო მესაკუთრესთან, მეპატრონესთან აწარმოოთ მოლაპარაკება. ჩვენთან რაც იყო მომართვიანობა დემონტაჟთან დაკავშირებით, ნებისმიერ შენობა-ნაგებობას, რომელსაც უტარდება დემონტაჟი, მას სჭირდება შეთანხმება არქიტექტურის სამსახურთან და ამ შემთხვევაშიც იგივე მოხდა. სხვა, ეხლა, ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით, ვიღაცამ გადაიტანოს, სხვაგან დაიდგას, ეს არ შედის ჩვენს კომპეტენციაში. მას ჰყავს კერძო მესაკუთრე და უნდა აწარმოონ მოლაპარაკებები კერძო მესაკუთრესთან", — განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ იტალიური არქიტექტურული ბიურო Studio Fuksas-ის განცხადებაზე კომენტირებისას.
შეგახსენებთ, რომ Dezeen-ში გავრცელებულ განცხადებაში იტალიური არქიტექტურული ბიურო Studio Fuksas აცხადებს, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში არაერთხელ სცადეს დაჰკავშირებოდნენ თბილისის ხელისუფლებასა და შენობის მფლობელებს, თუმცა პასუხი ვერ მიიღეს
"ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სტუდია არაერთხელ გამოვიდა ინიციატივით, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ემუშავა ალტერნატიული გადაწყვეტილებების მოძიებაზე, რომლებიც ამ სიმბოლური შენობის შენარჩუნებისა და ახალი დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობას შექმნიდა, რითაც თავიდან ავიცილებდით, ჩვენი შეფასებით, ნაადრევ და შეუქცევად დემონტაჟს", — წერს იტალიური არქიტექტურული ბიურო Studio Fuksas.
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი დაიკეტა მას შემდეგ, რაც მუშა სიმაღლიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა რომში კოლიზეუმი დაიკეტა მას შემდეგ, რაც მუშა სიმაღლიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
-
სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
გადახედვა
-
"ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე "ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე
გადახედვა
-
ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს
გადახედვა
-
TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა? TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა?
გადახედვა
-
მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები