"ამას რომ ყვება ადამიანი, ან დასაწვენია ან გამოსაკვლევი" — ზურაბ ჯაფარიძე "ნეიტრალური საქართველოს" წევრების ჩვენებაზე
"ამას რომ ყვება ადამიანი, ის ან დასაწვენია ან გამოსაკვლევი. რა უნდა ვკითხო ეხლა მაგაზე — მართლა გჯერა, ბატონო, შენ ამ ბოდვის?" — ასე აფასებს პარტია კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ე.წ საბოტაჟის საქმეზე ერთიანი ნეიტარული საქართველოს წევრების სასამართლო ჩვენებებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ საბოტაჟის საქმეზე პარტია "ნეიტრალური საქართველოს" წევრები დაიკითხნენ. ადვოკატ ომარ ფურცელაძის განცხადებით, პარტიის ლიდერებმა დაკითხვაზე განაცხადეს, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში "აგენტურული ჯგუფის" მხარდამჭერები და თანამოაზრეები არიან: არიან კაია კალასი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, მარტა კოსი, კელი დეგნანი და CIA.
ზურაბ ჯაფარიძე სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ აცხადებს, რომ სასამართლო პროცესზე არ ეძლევათ უფლება იკითხონ, სჯერა თუ არა სასამართლოს "ამ ბოდვის".
"ამბობენ, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში რაც ხდებოდა რუსთაველზე, ეგ იყო კონსტიტუციური წესრიგის დამხობის და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომელსაც აფინანსებდა ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო და ამას აკეთებდა USAID-ის გავლით, რომ ეს ფული მოდიოდა ჩვენთან და ჩვენ ვაფინანსებდით. კელი დეგნანი იყო აგენტიო. ჯერ დეგნანი როგორ უნდა იყოს აგენტი, ანუ ამერიკის მოქალაქე და ამერიკის ელჩი იყო აქ.
ილონ მასკმა თქვაო, რომ USAID რაღაცო, რაღაცებს აკეთებდაო და ეს არის მტკიცებულება.
[...]ფორმატი არ არის ისეთი, რომ მაგალითად პროკურორს ჰკითხო — "ესენი, რასაც ახლა ბოდავენ, ამას ეთანხმებით და ეს რაღაცა თქვენი ამ ბრალის ნაწილია? ამიტომა ვართ ჩვენ აქ? მაგის გამო ვზივართ, რომ ამას ეთანხმებით?" ამ კითხვას არ გასმევინებენ. კითხვას არ გასმევინებენ კი არა, რავი, ჩაქუჩს იქნევს მოსამართლე...
რა კითხვა უნდა დავუსვა მართლა? ამას რომ ყვება ადამიანი, ის ან დასაწვენია ან გამოსაკვლევია რა სჭირს, ხო? რა უნდა ვკითხო ეხლა მაგაზე — მართლა გჯერა, ბატონო, შენ ამ ბოდვის?" — განაცხადა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, დღეს, 14 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ საბოტაჟის საქმეზე პარტია ნეიტრალური საქართველოს წევრები — ნანა კაკაბაძე, ბიძინა გიორგობიანი, ვატო შაქარიშვილი, გელა ნიკოლაიშვილი და ლევან ნიკოლაიშვილი დაიკითხნენ.
პროკურატურამ სწორედ ნეიტრალური საქართველოს საჩივრის საფუძველზე დაიწყო ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სამართლებრივი დავა.
ცნობისთვის, 2025 წლის 8 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ე.წ საბოტაჟის საქმეზე ბრალი 8 ოპოზიციონერ პოლიტიკოსს აქვს წაყენებული — მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს.
ვის რა ბრალდება წარედგინა?
მიხეილ სააკაშვილი — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტზე;
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლი, რაც საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს;
ელენე ხოშტარია — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილი, 319-ე მუხლი და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი, რაც საბოტაჟს, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტს გულისხმობს;
ნიკა გვარამია, ნიკანორ მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილი, რაც სახელმწიფო საბოტაჟს გულისხმობს.
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
-
ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება 27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება
გადახედვა
-
Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა
გადახედვა
-
რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ
გადახედვა
-
პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა
გადახედვა
-
ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
"ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა "ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა
გადახედვა
-
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
"ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს? "ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს?
გადახედვა
-
შეირჩა 12 ხის სახეობა, რომელთა ნერგებსაც მოსწავლეები "პირველი ნერგის" პროგრამის ფარგლებში დარგავენ შეირჩა 12 ხის სახეობა, რომელთა ნერგებსაც მოსწავლეები "პირველი ნერგის" პროგრამის ფარგლებში დარგავენ
გადახედვა
-
პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი
გადახედვა
-
"ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე "ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
კომენტარები