მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა. Aktual.ge-ის ინფორმაციით, 30 წლამდე კაცმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამა მოკლა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ამ ეტაპზე მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.