შსს-ს მაღალჩინოსანმა, იოსებ სიგუამ, რომელსაც მეუღლე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, თანამდებობა დატოვა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა იოსებ სიგუამ, რომელსაც მეუღლე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, თანამდებობა დატოვა.
მანამდე, ცოლზე ძალადობის საქმეზე დაწყებული გამოძიების გამო, იოსებ სიგუას ელექტრონული სამაჯური შეაბეს. 11 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს ელექტრონული ზედამხედველობა ძალაში დაუტოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო.
სიგუას ადვოკატის თქმით, "მსხვერპლის სტატუსის მქონე სოფიო სიგუას მიერ გაჟღერებული პოზიცია არ შეესაბამება რეალობას".
"ვფლობთ არაერთ გარემოებას და მტკიცებულებას, რომლითაც დასტურდება, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ "ტვ პირველის" ეთერში გასულ სიუჟეტში გაცხადებული პოზიცია, რომელიც გააჟღერა მსხვერპლის სტატუსის მქონე სოფიო სიგუამ, არ შეესაბამება რეალობას", — განაცხადა იოსებ სიგუას ადვოკატმა თეონა გვაზავამ.
თავის მხრივ სიგუას ცოლი აცხადებს, რომ ქმრის მიერ მისი დევნის ფოტო და ვიდეო მტკიცებულებები არსებობს.
"არსებობს მოწმეები, არის მტკიცებულებები, ფოტო და ვიდეო მასალაც, დევნის ფაქტიც, რომ მუდამ ჩემს ლოკაციებზე იყო, სადაც ვიყავი, კარგი ის არის, რომ რეაგირება მოჰყვა - საპასუხო რეაქცია, რომელიც მათ ჰქონდათ, რომ ჩემი გამოსვლის შემდეგ მისი დაწინაურება მოეხდინათ, ზოგადად პრობლემაა და ასეთი საქმე არ უნდა ხალისდებოდეს", — განაცხადა სოფიო სიგუა-შატბერავამ.
სოფია სიგუა-შატბერავამ მეუღლეს ბრალდებები თავდაპირველად "ნოდარ მელაძის შაბათში" 5 ივლისს გააჟღერა. მისი თქმით, იოსებ სიგუა მას სიცოცხლის მოსპობით, მე-12 სართულიდან გადაგდებით ემუქრებოდა, ერთხელ კი იარაღიც შუბლზე მიადო. სოფია სიგუა იმასაც ამბობდა, რომ ქმარი მას ორსულობის დროსაც სცემდა. იოსებ სიგუას 2026 21 თებერვალს შემაკავებელი ორდერიც გამოუწერეს.
როგორც სოფია სიგუას ინტერესების დამცველი, ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერდა, ქალმა 10 ივლისს "112 ოთხჯერ გამოიძახა და მხოლოდ 11 ივლისის დილას მივიდა ეკიპაჟი გენინსპექციაში დარეკვის შედეგად".
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად იოსებ სიგუა რამდენიმე დღის წინ დანიშნეს. შსს-ში განხორციელებული საკადრო ცვლილებებით, მან და მზია ამაღლობელის საქმის მთავარმა ფიგურანტმა, ირაკლი დგებუაძემ თანამდებები გაცვალეს. რაც იმას ნიშნავს, რომ ირაკლი დგებუაძემ, იოსებ სიგუას პოზიციაზე გააგრძელა მუშაობა შსს-ში ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსმა, სიგუამ, კი დგებუაძის ადგილზე.
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
-
იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა
გადახედვა
-
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
-
ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
გადახედვა
-
მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს
გადახედვა
-
აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია
-
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
-
საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები
გადახედვა
-
თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
-
მთავრობა ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის ხელმძღვანელს შეხვდა მთავრობა ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის ხელმძღვანელს შეხვდა
გადახედვა
-
"თავისთავად ასეც უნდა იყოს" — პაპუაშვილი ბერას სარჩელზე "თავისთავად ასეც უნდა იყოს" — პაპუაშვილი ბერას სარჩელზე
გადახედვა
-
როგორ ფოტოებს იღებს ახალი iPhone Duo? — Apple კადრებს გვიზიარებს როგორ ფოტოებს იღებს ახალი iPhone Duo? — Apple კადრებს გვიზიარებს
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოც წავიდეს მოსკოვში ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოც წავიდეს მოსკოვში
გადახედვა
-
საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა — ვინ შეცვლის მათ? საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა — ვინ შეცვლის მათ?
გადახედვა
-
უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა
გადახედვა
-
კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა? კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
-
ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა
გადახედვა
-
ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე
გადახედვა
კომენტარები