"საქართველოს პრემიერმინისტრის სიტყვები არ საჭიროებს დადასტურებას" — მარია ზახაროვა ეუთოს რეზოლუციას აკრიტიკებს
15 ივლისს რუსეთის საგარეო უწყებაში გამართულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ წარმომადგენელს, მარია ზახაროვას "სპუტნიკის" ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძის განცხადებაზე სთხოვა კომენტარი. ჟურნალისტის თქმით, "საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირდაპირ დაადანაშაულა ეუთო და ევროპული ინსტიტუტები ქვეყანაში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობასა და "გლობალურ ომის პარტიაზე" მუშაობაში".
- "რასაც პეტრე ამბობს პავლეზე, პეტრეზე მეტს ამბობს, ვიდრე პავლეზე" — ირაკლი კობახიძე ეუთოს რეზოლუციაზე
ჟურნალისტის კითხვა ასეთი იყო: "ეთანხმებით თუ არა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ თვალსაზრისს და შეიძლება თუ არა იმის თქმა, რომ ეუთო საბოლოოდ გადაიქცა უსაფრთხოების ინსტრუმენტიდან პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად?".
ზახაროვას თქმით, საქართველოს პრემიერმინისტრის სიტყვები არ საჭიროებს დადასტურებას, რადგან საუბარია სუვერენული სახელმწიფოს ხელმძღვანელზე, რომელმაც უყვარს საკუთარი ქვეყანა.
მისივე თქმით, მათთვის, რუსეთისთვის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დესტრუქციული ქმედება არ არის მოულოდნელი, რადგან "ასამბლეამ დიდი ხანია აირჩია აგრესიის, აგრესიული რიტორიკის, დესტრუქციული ქმედებების გზა, უარი თქვა საპარლამენტთაშორისო დიალოგის მშენებლობაზე". ზახაროვამ ისიც თქვა, რომ რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა შეაჩერა.
"მგონია, რომ საქართველოს პრემიერმინისტრის სიტყვები არ საჭიროებს ჩვენს დადასტურებას. საუბარია სუვერენული სახელმწიფოს ხელმძღვანელზე, რომელმაც იცის და უყვარს საკუთარი ქვეყანა და წარმოადგენს მის ხალხს. ეს ერთი.
მეორეც, მინდა ვთქვა, რომ თუ ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო ურთიერთობებზე, დღის წესრიგზე, რომელიც დაკავშირებულია სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის პრობლემატიკასთან, საშინაო საქმეებში ჩაურევლობასთან, მაშინ სწორედ თანამედროვე საქართველო არის თვალსაჩინო მაგალითი უცერემონიო და ხანდახან უპრეცედენტო ჩარევისა იმ სახელმწიფოს საქმეებში, რომელიც ფლობს სუვერენიტეტის ყველა ნიშანს.
თბილისის სწრაფვა, დაიცვას დამოუკიდებელი, ეროვნულად ორიენტირებული — ანუ საკუთარ ხალხზე ორიენტირებული (ის კი, თავის მხრივ, მრავალეროვანია) — პოლიტიკა, კოლექტიური დასავლეთის მიერ აღიქმება პირდაპირ გამოწვევად.რუსულად რომ ვთქვათ კი — როგორც ყელში გაჩხერილი ძვალი.
ეს იმდენად აღიზიანებს მათ წარმომადგენლებს, რომ ისინი ფაქტობრივად მზად არიან გამოიყენონ ზემოქმედების ყველა ბერკეტი, ოღონდ კი გადააყენონ არასასურველი მოქმედი ხელისუფლება მხოლოდ იმიტომ, რომ ის ემსახურება საკუთარი ხალხის ინტერესებს, ფიქრობს საკუთარ ხალხზე, იცნობს საკუთარ ხალხს, მის ისტორიას და აქედან გამომდინარე აშენებს მომავალს და არ ემსახურება მათ, ვისაც საქართველოსთან, ქართველ ხალხთან და მის ისტორიასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
როგორც ჩანს, საქართველოს პრემიერმინისტრის ის განცხადებები, რომლებზეც თქვენ საუბრობთ, დაკავშირებულია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე მიღებულ გადაწყვეტილებებთან — ის ჩატარდა ჰააგაში მიმდინარე წლის 4-დან 8 ივლისამდე — ეგრეთ წოდებულ "ჰააგის დეკლარაციასთან", რომელიც მოიცავს მთელ რიგ რეზოლუციებს, მათ შორის, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ციტირებას ვახდენ, საქართველოში "ვითომდა არადემოკრატიული არჩევნების" შესახებ.
ამავე დეკლარაციაში არის რეზოლუცია უკრაინის შესახებაც, სადაც დაგმობილია, როგორც იქ არის ნათქვამი, "რუსული აგრესია".
ეს ყველაფერი რა არის? ეს არის გამოგონილი მითოლოგია და ჩვენთვის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეს დესტრუქციული ქმედება არ არის მოულოდნელი. ასამბლეამ დიდი ხანია აირჩია აგრესიის, აგრესიული რიტორიკის, დესტრუქციული ქმედებების გზა, უარი თქვა საპარლამენტთაშორისო დიალოგის მშენებლობაზე, ეუთოს მონაწილე სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობაზე.
სხვათა შორის, სწორედ ამ მიზეზით, მიმდინარე წლის 3 ივლისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის მიერ რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების დელეგაციის მონაწილეობის შეჩერების შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში და ჯერჯერობით დაბრუნების საფუძველს ჩვენ ვერ ვხედავთ", — განაცხადა ზახაროვამ.
...ყველაფერი, რასაც ისინი წარადგენენ, კერძოდ საქართველოს მიმართ, რაზეც თქვენ კითხულობთ — ეს ყველაფერი არის სიცრუე, ბოროტება და სიყალბე!
რუსეთის წინააღმდეგ მსგავსი მექანიზმი 2022 წლიდან დღემდე რვაჯერ აამოქმედეს.
ბელარუსის წინააღმდეგ — სამჯერ: 2011, 2020 და 2023 წლებში. კიდევ ვინმეს წინააღმდეგ თუ აამოქმედეს? აი, მე დაგისახელეთ მაგალითები, როდესაც, ალბათ, შეიძლებოდა მსგავსი რამის ამოქმედება. მაგრამ არა! ჩვენთვის ე.წ. "მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშებში მოცემული დასკვნები იურიდიულად და პოლიტიკურად ბათილია", — განაცხადა მარია ზახაროვამ.
13 ივლისს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა დიფ სთეითთან კავშირში დაადანაშაულა. კობახიძის განმარტებით, ბოლო კრიტიკული რეზოლუცია "სამარცხვინო ბრალდებებს" შეიცავს და მიზანი მმართველი პარტიის "დიფ სთეითის მორჩილი აგენტურით" ჩანაცვლებაა.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ, 8 ივლისს მიიღო რეზოლუცია "საქართველოში საარჩევნო კეთილსინდისიერებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის შესახებ", რომლის ინიციატორი ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია.
საქართველოს დელეგაციამ უარი თქვა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობაზე, სადაც საქართველოს საკითხზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღეს. მათ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, დეკლარაციის შესწორებული ვერსიის ცალკეული ნაწილები განზრახ ამახინჯებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეალობას.
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია
გადახედვა
კომენტარები