ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბრიტანელ ომის ვეტერანს 100 000-ლარიანი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ბრიტანეთის მოქალაქეს, ომის ვეტერან მეთიუ როი დესმონდს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — დესმონდი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
სასამართლომ ბრიტანელი ომის ვეტერანი ნარკოდანაშაულში დამნაშავედ ცნო, მას 100 000 ლარის (დაახლოებით 28 ათასი ფუნტი სტერლინგი) ჯარიმის გადახდა დაეკისრა, საქართველოდან გაძევება მიესაჯა და ქვეყანაში შემოსვლა 20 წლით აეკრძალა. პროკურატურის საპროცესო შეთანხმების პირობები მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დააკმაყოფილა.
როგორ აღმოჩნდა ბრიტანელი ომის ვეტერანი 3 თვით გლდანის ციხეში?
49 წლის მეთიუ როი დესმონდი სხვადასხვა დროს ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და სამხედრო მისიებში მონაწილეობდა, მათ შორის ერაყსა და ავღანეთში. დესმონდმა სწორედ აქ მიიღო ხერხემლის ტრავმა, რის შემდეგაც ექიმის მიერ გამოწერილ მედიკამენტებს მოიხმარს.
ომის ვეტერანმა მოტოციკლეტით 25 ქვეყანა მოიარა და თურქეთში ვიზიტის შემდეგ, სახმელეთო საზღვრით საქართველოს სტუმრობაც ჰქონდა დაგეგმილი. თუმცა დესმონდი საზღვარზევე დააკავეს მას შემდეგ, რაც მას ექიმის დანიშნული ტკივილგამაყუჩებლები აღმოუჩინეს, კერძოდ — "პრეგაბალინი", "ბუპრენორფინი" და "კოდეინი".
ომის ვეტერანის ადვოკატებმა "რადიო თავისუფლებას" განუცხადეს, რომ საზღვარზე პრობლემა მხოლოდ "ფორმალობების დაუცველობამ" წარმოქმნა. კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობით, საზღვარზე მედიკამენტის მოხმარების ცნობა (ფორმა №100) აპოსტილით უნდა იყოს დამოწმებული.
მეთიუ როი დესმონდი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გაასამართლეს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონოდ შემოტანას გულისხმობს და 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარემ უწყებას მალევე წარუდგინა შესაბამისი საბუთები, რომლებიც ადასტურებდა, რომ ომის ვეტერანი მედიკამენტებს სამკურნალოდ იყენებდა, პროცესი 3 თვეს გაგრძელდა. ამ პერიოდში ომის ვეტერანს ციხეში ხერხემლის პრობლემები გაუმწვავდა.
ადვოკატებმა საქმის მასალებს ასევე დაურთეს ყველა ის ჯილდო, რომელიც ომის ვეტერანს მიღებული აქვს.
საპროცესო შეთანხმების მთავარი პირობა დანაშაულის აღიარებაა. მიუხედავად იმისა, რომ დესმონდმა სასამართლო პროცესზე დანაშაული "აღიარა", მისი ოჯახი და ადვოკატები განმარტავენ, რომ ისინი კვლავ არ მიიჩნევენ დესმონდს დამნაშავედ და მრავალწლიანი პატიმრობის საფრთხეს საპროცესო შეთანხმების გაფორმება ამჯობინეს.
"დაცვის მხარე ფიქრობს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, თუმცა, ფორმალურად, ასეთი პრაქტიკა სასამართლოს არ აქვს… ჩვენ რომ ვიდავოთ, შეიძლება მოვიგოთ ეს საქმე, თუმცა ამას 100 პროცენტით ვერ ვიტყვით. ამიტომ, ვინაიდან მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ვინაიდან 8-დან 12 წლამდე პასუხისმგებლობა ელოდებოდა, აღარ ვრისკავთ. პირობები, რომლებიც ბრალდების მხარემ შემოგვთავაზა, მისაღებია. ამ ადამიანისთვის მთავარი თავისუფლებაა, ამიტომ ვეღარ გავიგებთ, რა მოხდებოდა, ამ საკითხზე რომ გვედავა," — განაცხადა ადვოკატმა ჯაბა კოჭლამაზაშვილმა "რადიო თავისუფლებასთან" საუბრისას.
დესმონდს სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ, ეზოში მიგრაციის სამსახური დახვდება, რომელიც მის ქვეყნიდან გაძევებას უზრუნველყოფს. სასამართლო პროცესებს ესწრებოდნენ დესმონდის ოჯახის წევრებიც, რომლებიც საგანგებოდ ჩამოვიდნენ საქართველოში, რათა ომის ვეტერანი სამშობლოში დაებრუნებინათ.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები