სერდარ ბერდიმუჰამედოვი 2022 წლის მარტიდან თურქმენეთის პრეზიდენტია. ის ქვეყნის ხელისუფლებაში მას შემდეგ მოვიდა, რაც მისი მამა, 64 წლის გურბანგული ბერდიმუჰამედოვი, თანამდებობიდან გადადგა.

პრეზიდენტობამდე სერდარ ბერდიმუჰამედოვმა რამდენიმე მაღალი სახელმწიფო თანამდებობა დაიკავა — იყო პარლამენტის წევრი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ახალის ველაიათის ხელმძღვანელი, მრეწველობის მინისტრი და ვიცეპრემიერი. 44 წლის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი დაქორწინებულია და ოთხი შვილი ჰყავს. თუმცა, მისი პირადი ცხოვრება თითქმის სრულად გასაიდუმლოებულია და თურქმენეთის პირველი ლედის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ქვეყნდება.

გურბანგული და სერდარ ბერდიმუჰამედოვები

გურბანგული და სერდარ ბერდიმუჰამედოვები

ფოტო: centralasia.news

თურქმენეთი — ერთ-ერთ ყველაზე დახურულ სახელმწიფო

საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, თურქმენეთი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დახურულ და ავტორიტარულ სახელმწიფოდ რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვია, არაერთი საერთაშორისო ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი კვლავ მნიშვნელოვან გავლენას ინარჩუნებს სახელმწიფოს სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე.

გურბანგული და სერდარ ბერდიმუჰამედოვები

გურბანგული და სერდარ ბერდიმუჰამედოვები

ფოტო: https://eurasianet.org/

ამავე დროს, სერდარ ბერდიმუჰამედოვის საჯარო იმიჯის მნიშვნელოვანი ნაწილი ახალთექური ცხენების პოპულარიზაციას უკავშირდება. ქვეყნის ხელისუფლება ამ ჯიშს არა მხოლოდ კულტურულ მემკვიდრეობად, არამედ თურქმენეთის სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული იდენტობის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ წარმოაჩენს.

ახალთექური ცხენები — ეროვნული სიმბოლო და პრეზიდენტის მთავარი გატაცება

თურქმენეთისთვის ახალთექური ცხენი მხოლოდ სპორტული ან სანაშენე ცხოველი არ არის. ის ქვეყნის სახელმწიფო გერბზეცაა გამოსახული და ეროვნული იდენტობის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ მიიჩნევა. 2023 წელს UNESCO-მ "ახალთექური ცხენის მოშენების ხელოვნება და ცხენის მორთვის ტრადიციები" კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. ახალთექურ ცხენებს "ზეციურ ცხენებს" უწოდებენ. ჯიში გამოირჩევა მეტალისებრი, ოქროსფერი ბეწვით, გამძლეობითა და სისწრაფით.

სერდარ ბერდიმუჰამედოვი ყოველწლიურად ესწრება თურქმენული ცხენის ეროვნულ დღეს, ახალთექური ცხენების სილამაზის კონკურსებსა და დოღს, აჯილდოებს გამარჯვებულებს და მონაწილეობს ახალი საცხენოსნო კომპლექსების გახსნაში. ეს ღონისძიებები თურქმენეთის სახელმწიფო პროპაგანდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილადაც მიიჩნევა.

რამდენი ცხენი ჰყავს პრეზიდენტს?

პრეზიდენტის პირად საკუთრებაში არსებული ცხენების რაოდენობა ოფიციალურად არასოდეს გამოქვეყნებულა. თურქმენეთი ერთ-ერთი ყველაზე დახურული სახელმწიფოა და პრეზიდენტის ოჯახის ქონების შესახებ ინფორმაცია პრაქტიკულად არ საჯაროვდება.

ინტერნეტში ხშირად შეხვდებით მტკიცებას, თითქოს ბერდიმუჰამედოვების ოჯახს ასეულობით ან 600-ზე მეტი ახალთექური ცხენი ჰყავს. ეს ციფრი მომდინარეობს ჟურნალისტ დევიდ გარსიას 2017 წლის კვლევიდან, სადაც საუბარია გურბანგული ბერდიმუჰამედოვის (სერდარის მამის) პრეზიდენტობის პერიოდზე.

სერდარ ბერდიმუჰამედოვo

სერდარ ბერდიმუჰამედოვo

რა ღირს ახალთექური ცხენი?

ახალთექური ცხენი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და ძვირად ღირებულ ჯიშად ითვლება. საერთაშორისო სანაშენე ბაზარზე სუფთა სისხლის ახალგაზრდა ცხენის ღირებულება ხშირად 20–50 ათასი აშშ დოლარიდან იწყება, ხოლო ჩემპიონი ან განსაკუთრებული გენეტიკის მქონე ცხენების ფასი 100–300 ათას დოლარს ან მეტსაც აღწევს. თუმცა ასეთი გარიგებები კერძოა და ერთიანი ოფიციალური ფასების ბაზა არ არსებობს.

სერდარ ბერდიმუჰამედოვი თბილისში

სერდარ ბერდიმუჰამედოვი საქართველოს 2026 წლის 16 ივლისს ეწვია. ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში პრეზიდენტის რანგში. თურქმენეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

სერდარ ბერდიმუჰამედოვი და მიხეილ ყაველაშვილი

სერდარ ბერდიმუჰამედოვი და მიხეილ ყაველაშვილი

ირაკლი კობახიძემ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან ერთად, საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმი გახსნა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ სერდარ ბერდიმუჰამედოვის ვიზიტი საქართველოში ნათლად ასახავს საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებულ ურთიერთნდობას და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სტრატეგიულ მნიშვნელობას.

"მსურს, განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო თურქმენეთის პრეზიდენტის, ბატონი სერდარ ბერდიმუჰამედოვის, მიმართ. თქვენი სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში ნათლად ასახავს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთნდობას და ჩვენი თანამშრომლობის სტრატეგიულ მნიშვნელობას.

აქვე მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას ამ მნიშვნელოვანი ბიზნესფორუმის ორგანიზებისთვის. დარწმუნებული ვარ, ღონისძიება ხელს შეუწყობს ახალი ბიზნესკავშირების ჩამოყალიბებასა და ურთიერთსასარგებლო პროექტების განხორციელებას.

დღეს საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან. გასულ წელს, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 26%-ით გაიზარდა და 100 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. დადებითი დინამიკა მიმდინარე წელსაც შენარჩუნებულია. ეს მაჩვენებლები ნათლად ადასტურებს, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა მზარდია. მიუხედავად არსებული პროგრესისა, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ჯერ კიდევ სრულად არ ასახავს იმ დიდ პოტენციალს, რომელიც საქართველოსა და თურქმენეთს აქვთ. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერება, რათა კიდევ უფრო გავაფართოოთ თანამშრომლობა, ხელი შევუწყოთ ახალი ბიზნესკავშირების ჩამოყალიბებას და სრულად ავითვისოთ ჩვენი პარტნიორობის შესაძლებლობები", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სერდარ ბერდიმუჰამედოვი და ირაკლი კობახიძე საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმზე

სერდარ ბერდიმუჰამედოვი და ირაკლი კობახიძე საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმზე

საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას თურქმენეთის პრეზიდენტმა ბიზნესსაზოგადოებას მიმართა, რომ საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული მჭიდრო კავშირები კიდევ უფრო განავათარონ და გაზარდონ.

"ბიზნესმა შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ჩვენი ქვეყნების პარტნიორობის კიდევ უფრო განვითარებაში ლოჯისტიკური და ინფრასტრუქტურის, ასევე საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვის, ტერმინალების განვითარების მიმართულებით", — თქვა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა.