ირაკლი კუპრაძე

ირაკლი კუპრაძე

16 Jul. 2026, 13:09

"ივანიშვილი, ქართული ოცნება, ხალხის ძალა, ნეიტრალური საქართველო — ეს არის ანტიქართული, ანტიეროვნული ძალების ერთი ბანდა, რომელიც დაკავებულია წარმოუდგენელი სიგიჟით.

ივანიშვილმა რა გააკეთა ამის თქმა მოსახლეობისთვის იქნება სრულიად საკმარისი. ნანა კაკაბაძე გამოიყვანა ბიძინა ივანიშვილმა, ნანა კაკაბაძე, პუტჩისტი, ადამიანი, რომელიც თავის დროზე მის ჯგუფთან ერთად ამხილა ზვიად გამსახურდიამ, რომ "სუკ"ის და რუსეთის აგენტები იყვნენ, ნანა კაკაბაძე, რომელიც მონაწილეობდა სახელმწიფო გადატრიალებაში. ნანა კაკაბაძე, რომელიც ჯაბა იოსელიანის უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი იყო დღეს მურუსიძის სასამართლოში ჩივის, რომ თითქოს ოპოზიციონერ პოლიტიკურ ლიდერებს უნდოდათ დაემხოთ ივანიშვილის ხელისუფლება. ნანა კაკაბაძე, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამამხობელი, წარმოუდგენელი დონის ნაძირალა, რომელიც თავის დროზე ზვიად გამსახურდიამ ამხილა მის დაჯგუფებასთან ერთად "სუკ"-ის და რუსეთის აგენტობაში, ყველა, ვინც წარმოადგენდა ჯაბა იოსელიანს ისინი იყვნენ ზვიადის თქმით, "სუკ"-ის და რუსეთის აგენტები და ეს ხალხი დღეს დევნის ბადრი ჯაფარიძეს, რომელიც თავის დროზე სხვათაშორის ნანა კაკაბაძის ბანდამ, კრიმინალებმა, ჯაბა იოსელიანებმა და კიტოვანებმა დაამხეს 90-იან წლებში. კაცი, რომელიც იყო პირველი მოწვევის პარლამენტის წევრი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი და ასე შეუწყდა მას თავის დროზე მანდატი.

სამართლიანი სასამართლო ივანიშვილის და მურუსიძის პირობებში ვერ იარსებებს. ეს არ არის სამართლებრივი პროცესი, ეს არის ცალსახად პოლიტიკური პროცესი. რაც შეეხება იმას, თუ რა შედეგით დასრულდება ივანიშვილის ეს ცირკი, ამის პროგნოზირება ძალიან რთულია. ჩვენ ველოდებით ციხესაც, ველოდებით სხვა ტიპის გადაწყვეტილებებსაც იმიტომ, რომ ივანიშვილმა ამ არასამართლიანი, უკანონო პოლიტიკური პროცესის დაწყებით ჩიხში შეიყვანა მათ შორის საკუთარი თავი - მიიღებს გადაწყვეტილებას დაკავების შესახებ და ძალიან მძიმე პასუხი დაუბრუნდება დასავლური, განვითარებული დემოკრატიული სამყაროსგან ივანიშვილს. რისიც ყველაზე მეტად ეშინია ეს არის მისი ფულის დაკარგვა. ამ ფულს აუცილებლად დაკარგავს და სანქციები კიდევ უფრო მძაფრი გახდება თუ დაკავების გადაწყვეტილებას მიიღებს, არ დააკავებს და მაშინ მოუწევს ისეთი გზის გამონახვა, რომლიდანაც ასევე მშრალი ვერ გამოძვრება ივანიშვილი".

განაცხადა "ძლიერი საქართველო — ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საქმეზე დაკითხულ მოწმეებზე საუბრისას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. უხვმა ნალექმა თელავის ხევის კალაპოტი გაარღვია და წყალი ქუჩებში გადავიდა | ფოტოები
  2. 35 წლის წინ, სვანეთში არასრულწლოვანზე ნათლიის ძმა და მისი 3 ნათესავი კაცი ძალადობდნენ — საქმეზე გამოძიება ერთი თვის დაიწყო
  3. როგორი ამინდი იქნება ამ ზაფხულს? — გარემოს ეროვნული სააგენტო
  4. ირაკლი დგებუაძემ და იოსებ სიგუამ შსს-ში თანამდებობები გაცვალეს
  5. "ამას რომ ყვება ადამიანი, ან დასაწვენია ან გამოსაკვლევი" — ზურაბ ჯაფარიძე "ნეიტრალური საქართველოს" წევრების ჩვენებაზე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

სუხიშვილები, ცეკვაში თქმულნი — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

ქართული ცეკვა მხოლოდ ქორეოგრაფია არასდროს ყოფილა. ის ადამიანების ხასიათში, ყოველდღიურობაში, შრომაში, თამაშში,…