ბაიდენი რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას დღეს აპირებს — Bloomberg
ფოტო: Getty Images
ბაიდენის ადმინისტრაცია მზად არის რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგო ევროპელი მოკავშირეების გარეშე დღესვე დააწესოს — ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნულ სანქციებში მონაწილეობას დიდი ბრიტანეთიც მიიღებს.
როგორც გამოცემა წერს, აკრძალავა რუსულ ნავთობს, თხევად ბუნებრივ გაზსა და ნახშირზე გავრცელდება. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ევროპელ მოკავშირეებთან კონსულტაციების შედეგად — უყვება წყარო Bloomberg-ს.
აღსანიშნავია, რომ აქამდე რუსულ გაზსა და ნავთობზე სანქციები ძირითადად არ ვრცელდებოდა, რაც ევროპის ქვეყნების რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულებით იხსნებოდა.
კვირას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გააკეთა განცხადება, სადაც ის ამბობდა, რომ შეერთებული შტატები და ევროპელი მოკავშირეები რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგოს დაწესებას განიხილავენ.
ორშაბათს თეთრ სახლში ითქვა, რომ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
აშშ-ის ენერგეტიკული სააგენტოს ინფორმაციით, გასულ წელს აშშ-ში იმპორტირებული ნედლი ნავთობის მხოლო 3% იყო რუსული. მთლიანობაში რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტმა აშშ-ში 8%-იანი წილი დაიკავა.
Bloomberg წერს, რომ ევროპის ქვეყნები, რომლებიც რუსულ ენერგორესურსებზე უფრო მეტად არიან დამოკიდებულნი, ჯერჯერობით თავს არიდებენ რუსულ ნავთობზე აკრძალვის დაწესებას, თუმცა კომპანიებზე, რომლებიც რუსული ენერგიის ექსპორტს ახორციელებენ, ზეწოლა იზრდება.
აღსანიშნავია, რომ გუშინ ბარელი ნავთობის ღირებულება 140 დოლარს მიუახლოვდა. Brent ტიპის ნავთობის ფასი ამჟამად ბარელზე დაახლოებით 129 დოლარია.
თუკი როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვანი ცვლილებებით ხარ დაინტერესებული, მაშინ შემოგვიერთდი ჩვენს ეკონომიკის ჯგუფში.
გაიგეთ მეტი:
-
TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა? TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა?
გადახედვა
-
მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
-
"სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს "სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ განათლების სამმართველოს მიერ დაშვებული დარღვევები ბიუჯეტს $180 000 დაუჯდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ განათლების სამმართველოს მიერ დაშვებული დარღვევები ბიუჯეტს $180 000 დაუჯდა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ლევან მახაშვილი და დავით მათიკაშვილი ლუქსემბურგში გაემგზავრნენ შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ლევან მახაშვილი და დავით მათიკაშვილი ლუქსემბურგში გაემგზავრნენ
გადახედვა
-
ქართულმა პლატფორმა Optio-მ $1M ინვესტიცია მოიზიდა! ქართულმა პლატფორმა Optio-მ $1M ინვესტიცია მოიზიდა!
გადახედვა
-
უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან $841 მილიონი მიიღო უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან $841 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი წერილში "რეჟიმის სახეს აღწერს" ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი წერილში "რეჟიმის სახეს აღწერს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, UWC—ის სტიპენდიების შესახებ საინფორმაციო ვებინარი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, UWC—ის სტიპენდიების შესახებ საინფორმაციო ვებინარი გაიმართება
-
ენ ჰეთეუეის ოდისეაში შესრულებული როლისთვის ოსკარის ნომინაციაზე წარადგენენ ენ ჰეთეუეის ოდისეაში შესრულებული როლისთვის ოსკარის ნომინაციაზე წარადგენენ
გადახედვა
-
"გვსურს, ომი ზამთრამდე დასრულდეს" — ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ "გვსურს, ომი ზამთრამდე დასრულდეს" — ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ
გადახედვა
-
აზერბაიჯანი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე. წ "საპრეზიდენტო არჩევნებს" არ აღიარებს აზერბაიჯანი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე. წ "საპრეზიდენტო არჩევნებს" არ აღიარებს
გადახედვა
-
გიორგი სულამანიძე: დაცული ტერიტორიების სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ჩემთან შრომით ხელშეკრულება გიორგი სულამანიძე: დაცული ტერიტორიების სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ჩემთან შრომით ხელშეკრულება
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცეპრეზიდენტ იგნასიო კასისს შეხვდა ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცეპრეზიდენტ იგნასიო კასისს შეხვდა
გადახედვა
-
EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა, თუმცა უსმანოვი და ფრიდმანი სასანქციო სიიდან ამოიღო EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა, თუმცა უსმანოვი და ფრიდმანი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
ანდრო ჭიჭინაძე 21-ე სკოლის დამცველებს მხარდაჭერას უცხადებს ანდრო ჭიჭინაძე 21-ე სკოლის დამცველებს მხარდაჭერას უცხადებს
გადახედვა
-
Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება
გადახედვა
-
20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა 20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
გადახედვა
კომენტარები