მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონი ისტორიულ ჰერეთში ქურმუხის ტაძრის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დმანისსა და ქვემო ქართლში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს და აზერბაიჯანელ მუსლიმ სასულიერო პირებს მიმართავს.
ის სოციალურ ქსელში წერს, რომ "საქართველოს ეკლესიის ინტერესი ქურმუხის ტაძრის სათანადო დაცვისა და ურთიერთშეთანხმებით აღდგენის შესახებ არის ზრუნვა სიწმინდეზე და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი".
მთავარეპისკოპოსი ზენონის წერილს სრულად გთავაზობთ:
"ჩვენს ძვირფას თანამოქალაქეებს: დმანისსა და ქვემო ქართლში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს და აზერბაიჯანელ მუსლიმ სასულიერო პირებს
Əziz azərbaycanlı həmvətənlərimiz!
მოგეხსენებათ, ბოლო დღეებში აზერბაიჯანის კახის რაიონში მდებარე ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძართან დაკავშირებულმა განცხადებებმა ბევრი ადამიანი ააღელვა. ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არ დავივიწყოთ ის, რაც საუკუნეების განმავლობაში გვაერთიანებს.
ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი ქართული სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის მეტად მნიშვნელოვანი ძეგლია. კახის, ზაქათალისა და ბელაქნის მხარეში, ქურმუხში, ლექითში და სხვა სოფლებში შემორჩენილი სალოცავები საუკუნეების მანძილზე ქართული ქრისტიანული ტრადიციის ნაწილი იყო. დღესაც ამ ტრადიციას მათი შთამომავლები, საინგილოს ქართველები, განაგრძობენ.
ქართველი ერისა და ქართული ეკლესიისთვის ამ ძეგლების ბედი ორგანულად არის დაკავშირებული ჩვენს სულიერ მემკვიდრეობასთან, ისევე როგორც ყველა ხალხისთვის ბუნებრივად ახლობელია თავისი წინაპრების მიერ აგებული სალოცავები, სადაც არ უნდა მდებარეობდნენ ისინი. ამიტომ საქართველოს ეკლესიის ინტერესი ტაძრის სათანადო დაცვისა და ურთიერთშეთანხმებით აღდგენის შესახებ არის ზრუნვა სიწმინდეზე და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი.
ამ ტაძარს ფუნდამენტური სულიერი მნიშვნელობა აქვს აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველი მოსახლეობისთვის: კახ-ინგილოს, ალიაბადის, ალმალოს, მეშაბაშის, თასმალოს და სხვა სოფლების მკვიდრთათვის. ეს მათი ცოცხალი სალოცავია, მათი წინაპრების ხსოვნა და რწმენის საყრდენი. სამართლიანია, რომ ამ ძეგლის ბედზე ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას მათი ხმაც იქნას მოსმენილი და გათვალისწინებული, ხოლო პროცესში ორივე მხარის შესაბამისი წარმომადგენლები იყვნენ ჩართული.
ქურმუხის ტაძარი ასევე საუკუნეების მანძილზე იყო ადგილი, სადაც ქრისტიანები და მუსლიმები ერთად მიდიოდნენ ლოცვითა და პატივისცემით. სწორედ ეს არის ჩვენი ნამდვილი საერთო მემკვიდრეობა: სიწმინდის ერთობლივი დაფასება და არა დაპირისპირება.
დმანისსა და ქვემო ქართლში ქართველები და აზერბაიჯანელები თაობიდან თაობამდე გვერდიგვერდ ვცხოვრობთ. ერთმანეთის ჭირსა და ლხინს ვიზიარებთ და ერთად ვაშენებთ ჩვენს საერთო სამშობლოს, საქართველოს. თქვენ ამ ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქეები და მისი ღირსეული შვილები ხართ.
გვჯერა, რომ საქართველოს აზერბაიჯანელ მოქალაქეებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი და პოზიტიური როლი შეასრულონ ორ მეზობელ ხალხს შორის ნდობისა და ურთიერთგაგების განმტკიცებაში. თქვენ კარგად იცნობთ ორივე ხალხის სულს და ამიტომ თქვენი სიტყვა განსაკუთრებით ფასეულია. თქვენი ღირსეული ხმა უნდა ისმოდეს, როდესაც საქმე ეხება იმ სიწმინდეებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ამ ხალხთა ურთიერთობისა და თანაცხოვრების ნაწილი იყო. რამდენადაც საქართველოში თქვენი რწმენა, ენა, ტრადიციები და სალოცავები დაცული და პატივდებულია, ვიმედოვნებთ, რომ აზერბაიჯანშიც ქართველთა წინაპრების მიერ აგებული სიწმინდეები იგივე პატივისცემით იქნება მოვლილი. ეს საკითხი არ უნდა იქცეს ჩვენ შორის განხეთქილების მიზეზად.
გაორკეცებული იმედით მივმართავ აზერბაიჯანელ მუსლიმ სასულიერო პირებს. სასულიერო პირმა ყველაზე კარგად უწყის, თუ რას ნიშნავს მორწმუნისთვის წინაპართა სალოცავი, რაოდენ მტკივნეულია მისი ბედის გაურკვევლობა და რაოდენ დიდია ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ რწმენა ხალხებს შორის მშვიდობის საფუძველი იყოს და არა დაპირისპირების მიზეზი. თქვენი სიბრძნითა და ავტორიტეტით შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ ქურმუხის ტაძრის საკითხის ურთიერთპატივისცემითა და დიალოგით გადაწყვეტას, ორივე მხარის შესაბამისი წარმომადგენლების მონაწილეობით.
ჩვენთვის კარგად ცნობილი XII საუკუნის დიდი შირვანელი პოეტი ხაყანი, რომელიც საქართველოსა და შირვანის ურთიერთობის ამ ეპოქის მნიშვნელოვანი მოწმე იყო, ერთ-ერთ ლექსში საქართველოსთან დაკავშირებულ საკუთარ გამოცდილებას ასე გამოხატავს: "აფხაზეთში დავესახლე და ქართულად ვლაპარაკობ". იმდროინდელი მწიგნობრობისთვის ცნობილი იყო, რომ "აფხაზეთი" საქართველოს აღნიშნავდა. ამ დიდი პოეტის სიტყვები გვახსენებს იმ დროს, როდესაც შირვანსა და საქართველოს შორის ურთიერთობა მხოლოდ პოლიტიკური კავშირებით არ შემოიფარგლებოდა და ღრმა ადამიანურ, კულტურულ და ნათესაურ კავშირებს ეფუძნებოდა.
ამავე ეპოქის დიდი შირვანელი პოეტი ფალაქიც თავის შემოქმედებაში საქართველოსა და ქართველ მეფეებს განსაკუთრებული პატივისცემით მოიხსენიებს. მათი სიტყვები გვახსენებს იმ კულტურულ სივრცეს, სადაც შირვანისა და საქართველოს მოსახლეობას ერთმანეთთან აკავშირებდა პოეზია, მწიგნობრობა, ენა და ერთმანეთისადმი პატივისცემა. ეს ურთიერთობა დღესაც გვახსენებს საქართველოსა და აზერბაიჯანის ხალხებს შორის არსებული კულტურული სიახლოვის ძველ ფესვებს.
მით უმეტეს, დღეს ჩვენი კარი ღია უნდა იყოს ერთმანეთისთვის, მეტი ნდობით, ურთიერთთანადგომითა და იმ რწმენით, რომ ერთმანეთის პატივისცემა ჩვენს ხალხებს კიდევ უფრო დააახლოებს.
კეთილსინდისიერი დიალოგის, ღირსეული მომავლის რწმენითა და კეთილი სურვილებით,
დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონი"- წერია მიმართვაში.
შეგახსენებთ, რომ 24 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქომ ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და მოითხოვა გარკვევა, რა სამუშაოები ტარდება, ვის მიერ და რა კვლევებს ეფუძნება ისინი. საპატრიარქოს თქმით, აზერბაიჯანის შესაბამისი უწყებებისგან ამ პროცესზე ინფორმაცია არ მიუღია და საჭიროა მასში საქართველოს სახელმწიფო უწყებებისა და ქართველი სპეციალისტების ჩართვა.
მეორე დღეს, 25 სექტემბერს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ტაძარი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს, ხოლო ქართული მხარის განცხადებაში ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხებთან დაკავშირებული მიდგომები დაინახა და მოუწოდა რელიგიურ ინსტიტუტებს, თავი შეიკავონ ისეთი პოზიციებისგან, რომლებიც, მისი შეფასებით, აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობებს შეიძლება აზიანებდეს.
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
კომენტარები